გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 22.02.2019
საქმის ნომერი
190310019002856877
კატეგორია
დავის ტიპი
ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვასა და დახმარებასთან დაკავშირებით
თარიღი
22.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3-57-19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

22.02.2019 წელი ქ. რუსთავი

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ნინო ონიანი

სხდომის მდივანი გუნა მოსიაშვილი

 

მოსარჩელე - მა-------------–---–ი

წარმომადგენელი - ია---------–---–ი

 

მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის ქვემო ქართლის დეპარტამენტი

წარმომადგენელი - შა-–------------ე

 

მოპასუხე - ა---------–---–ი

წარმომადგენელი - მა---------ე

 

დაინტერესებული პირი - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრი

წარმომადგენელი - პა-----–------–--ე

 

ფსიქოლოგი - მა-----------ა

 

დავის საგანი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს სახაზო-საპატრულო სამსახურის პატრულ ინსპექტორის შა-–------------ის მიერ გამოცემული 2019 წლის 17 თებერვლის N0----- შემაკავებელი ორდერის ბათილად ცნობა

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს სახაზო-საპატრულო სამსახურის პატრულ ინსპექტორის შა-–------------ის მიერ გამოცემული 2019 წლის 17 თებერვლის N0----- შემაკავებელი ორდერის ბათილად ცნობა

 

მოსარჩელის განმარტებით, მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია შვილის მიმართ არანაირი ფსიქოლოგიურ ძალადობას, შესაბამისად პატრულ ინსპექტორის მიერ გამოცემული შემაკავებელი ორდერი უსაფუძვლო და უკანონოა და ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.

 

2. მხარეთა პოზიცია

2.1 მოპასუხე მხარის წარმოდგენლის განმარტებით - 2019 წლის 17 თებერვლის N0----- შემაკავებელი ორდერი გამოცემულია კანონის დაცვით და მისი გამოცემისთვის არსებობდა შესაბამისი საფუძვლები, ვინაიდან სახეზე იყო მა-------------–---–ის მიერ ფსიქოლოგიური ძალადობა შვილის, ა---------–---–ის მიმართ. ამასთანავე მა-------------–---–ი იყო აგრესიული.

 

2.2 მოპასუხე ა---------–---–-ა განმარტა, რომ მას დედასტან ჰქონდა კარგი ურთიერთობა და პატრულს სთხოვა მხოლოდ მამის მიმართ შემაკავებელი ორდერის გამოცემა, შესაბამისად მისთვის უცნობი იყო თუ რატომ გამოიცა შემაკავებელი ორდერი დედის მიმართ. აღნიშნულ მოსაზრებას დაეთანხმა ადვოკატი მა---------ე, რომელმაც განმარტა, რომ ა---------–---–ი თავად აღიარებს დედასთან კარგი სახის ურთიერთობას.

 

2.3 ფსიქოლოგმა მა-----------ამ განმარტა, რომ დასაწყისში, არასრულწლოვანი ა---------–---–ი იყო დაძაბული, შემდგომ დამშვიდდა, თუმცა აღნიშნული არ იყო საკმარისი ბავშვის ზოგადი დახასიათებისათვის.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს სახაზო-საპატრულო სამსახურის პატრულ ინსპექტორის შა-–------------ის მიერ გამოცემულ იქნა 2019 წლის 17 თებერვლის N0----- შემაკავებელი ორდერი, რომლის მიხედვით მა-------------–---–ი ფსიქოლოგიურ ძალადობას ახორციელებს ა---------–---–ის მიმართ.

 

მა-------------–---–ის მიმართ დამტკიცებულ იქნა შემაკავებელი ორდერი N0----- შემდეგი პირობებით: მოძალადეს, მა-------------–---–ს აეკრძალა იმ სახლთან მიახლოება სადაც მსხვერპლი, ა---------–---–ი ცხოვრობს, მოძალადეს აეკრძალა მსხვერპლის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება სადაც ის იმყოფება, მოძალადეს აეკრძალა მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. შემაკავებელი ორდერი გამოიცა 30 დღით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2019 წლის 17 თებერვლის N0----- შემაკავებელი ორდერი;

 

3.1.2. სავარაუდო მსხვერპლის ა---------–---–ის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ მოძალადე მა-------------–---–ი დამუქრებია თვითმკვლელობის ჩადენით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2019 წლის 17 თებერვლის N0----- შემაკავებელი ორდერის ოქმი;

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ არსებობს მა-------------–---–ის მიერ აღძრული სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი 6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.1 მუხლის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს: ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ)ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; გ)ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; დ)აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების საქმე და „ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირის არანებაყოფლობითი იზოლაციის საქმე, ხოლო მე-3 პუნქტის თანახმად კი, ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2114-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერის გამოცემის წესი და მოქმედების ვადა განისაზღვრება „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერის გაუქმების თაობაზე სარჩელს განიხილავს პირველი ინსტანციის სასამართლო მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ამ კოდექსით დადგენილი წესით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლო სარჩელს წარდგენიდან 3 დღის ვადაში განიხილავს და იღებს გადაწყვეტილებას შემაკავებელი ორდერის გაუქმების ან ნაწილობრივ გაუქმების ან მის გაუქმებაზე უარის თქმის შესახებ, ხოლო მე-10 ნაწილის თანახმად კი, ამ მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში, მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში.

 

,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონი განსაზღვრავს საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში ქალთა მიმართ ძალადობისათვის ან/და ოჯახში ძალადობისათვის დამახასიათებელ ქმედებათა ერთობლიობას, ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთის სამართლებრივ და ორგანიზაციულ საფუძვლებს, აგრეთვე მსხვერპლთა სოციალური და სამართლებრივი დაცვისა და დახმარების გარანტიებს. . . ეს კანონი, ამ კანონით დადგენილ თავისებურებათა გათვალისწინებით, ვრცელდება ასევე იმ ურთიერთობებზე, რომლებითაც ირღვევა არასრულწლოვნის კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.

 

,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის 10.1 მუხლის თანახმად, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი ორგანოს მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად შესაძლებელია დროებითი ღონისძიების სახით გამოიცეს შემაკავებელი ორდერი ან დამცავი ორდერი. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერი არის პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევაში მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები, ამავე მუხლის 36 ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერი ამოქმედდება გამოცემისთანავე. იგი 24 საათის განმავლობაში ეგზავნება/ჰბარდება მსხვერპლსა და მოძალადეს, ხოლო შემაკავებელი ორდერის ერთი ეგზემპლარი რჩება მის გამომცემ ორგანოში, ხოლო ამავე კოდექსის 12.4 მუხლის თანახმად კი, შემაკავებელი ორდერი გამოიცემა 1 თვემდე ვადით.

 

6.2. ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.

 

,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-4 მუხლი განმარტავს ძალადობის თითოეული ზემოაღნიშნული ფორმის არსს: ა)ფიზიკური ძალადობა – ცემა, წამება, ჯანმრთელობის დაზიანება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ფიზიკურ ტკივილს ან ტანჯვას; ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობა, რაც იწვევს მსხვერპლის ჯანმრთელობის დაზიანებას ან სიკვდილს; ბ) ფსიქოლოგიური ძალადობა – შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას; გ) იძულება – ადამიანის ფიზიკური ან ფსიქოლოგიური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელება ან რომლისგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება; დ) სექსუალური ძალადობა – სქესობრივი კავშირი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან მსხვერპლის უმწეობის გამოყენებით; სქესობრივი კავშირი ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედება ან გარყვნილი ქმედება არასრულწლოვნის მიმართ; ე) ეკონომიკური ძალადობა – ქმედება, რომელიც იწვევს საკვებით, საცხოვრებელი და ნორმალური განვითარების სხვა პირობებით უზრუნველყოფის, საკუთრებისა და შრომის უფლებების განხორციელების, აგრეთვე თანასაკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობისა და კუთვნილი წილის განკარგვის უფლების შეზღუდვას; ე1)არასრულწლოვნის კანონიერი ინტერესების უგულებელყოფა − მშობლის (მშობლების), სხვა კანონიერი წარმომადგენლის ან/და სხვა პასუხისმგებელი პირის მიერ არასრულწლოვნის ფიზიკური და ფსიქოლოგიური საჭიროებების დაუკმაყოფილებლობა, საფრთხისაგან დაუცველობა, საბაზისო განათლების უფლების შეზღუდვა, დაბადების რეგისტრაციის, სამედიცინო და სხვა მომსახურებებით სარგებლობისათვის აუცილებელი მოქმედებების განუხორციელებლობა, თუკი მშობელს (მშობლებს), სხვა კანონიერ წარმომადგენელს ან/და სხვა პასუხისმგებელ პირს აქვს (აქვთ) სათანადო ინფორმაცია და შესაძლებლობა და ხელი მიუწვდება (მიუწვდებათ) შესაბამის მომსახურებაზე.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მა-------------–---–ის მიმართ გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერი №0-----, შემაკავებელი ორდერის მიხედვით, მა-------------–---–ი ფსიქოლოგიურ ძალადობას ახორციელებს ა---------–---–ის მიმართ.. შემაკავებელი ორდერი გამოცემულია 30 დღის ვადით.

 

სასამართლო მხარეთა ახსნა-განმარტებისა და შემაკავებელი ორდერის ოქმებზე დაყრდნობით დადგენილად მიიჩნევს, რომ მა-------------–---–ი ახორცილებდა ისეთ ქმედებას, რომელიც განმარტებულია ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-4 მუხლში, კერძოდ, ადგილი ჰქონდა ა---------–---–ის მიმართ ფსიქოლოგიურ ძალადობას.

 

№0----- შემაკავებელი ორდერი გამოიცა, 30 დღის ვადით, შემდეგი პირობებით: მოძალადეს, მა-------------–---–ს აეკრძალა იმ სახლთან მიახლოება სადაც მსხვერპლი, ა---------–---–ი ცხოვრობს, მოძალადეს აეკრძალა მსხვერპლის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება სადაც ის იმყოფება, მოძალადეს აეკრძალა მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. შემაკავებელი ორდერი გამოიცა 30 დღით.

 

სასამართლო მიუთითებს ევროპული სასამართლოს საქმეზე X v. LATVIA (საჩივარი № 27853/09, დიდი პალატის 2013 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილება) სადაც განმარტა, რომ ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტის დროს ამოსავალი წერტილია ბავშვის საუკეთესო ინტერესი.

 

ევროპულმა სასამრთლომ საქმეში გ.ს საქართველოს წინააღმდეგ (საჩივარი N2361/13, 2015 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილება, ძალაში შესვლის თარიღი 21.10.2015) განმარტა, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესი უპირატესად გასათვალისწინებელია და რომ პრევენციისა და დაუყოვნებელი დაბრუნების მიზნები თანხვედრაშია „ბავშვის საუკეთესო ინტერესის“ სახასიათო კონცეფციასთან (პარაგრაფი 43). სასამართლომ აღნიშნა, რომ მე-8 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების დროს, ეროვნული სასამართლოები სარგებლობენ თავისუფალი შეფასების არით, თუმცა აღნიშნული თავის მხრივ ექვემდებარება ევროპულ ზედამხედველობას (პარაგრაფი 46).

 

დამატებით აღსანიშნავია, რომ ბავშვის უფლებათა შესახებ გაერთიანებული ერების კონვენციის (“the CRC”), (ხელმოწერილი ნიუ-იორკში 1989 წლის 20 ნოემბერს) შესაბამისი დებულებები შემდეგი შინაარსისაა:

პრეამბულა - წინამდებარე კონვენციის მონაწილე სახელმწიფოები, დარწმუნებული არიან, რომ ოჯახი, როგორც საზოგადოების ძირითადი უჯრედი და ბუნებრივი გარემოცვა ყველა მისი წევრისა და განსაკუთრებით ბავშვების აღზრდისა და კეთილდღეობისათვის უზრუნველყოფილნი უნდა იყვნენ საჭირო დაცვითა და ხელშეწყობით, რათა შეეძლოთ მთლიანად იკისრონ ვალდებულებანი საზოგადოების ფარგლებში,აღიარებენ, რომ ბავშვი, მისი პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის, უნდა იზრდებოდეს ოჯახურ გარემოცვაში, ბედნიერების, სიყვარულისა და გაგების ატმოსფეროში,აღიარებულია, რომ ბავშვს სრული ჰარმონიული განვითარებისთვის ესაჭიროება ოჯახური გარემო, ბედნიერი ატმოსფერო, სიყვარული და ურთიერთგაგება.

 

ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, სახელმწიფო კისრულობს ვალდებულებას, ბავშვი დაიცვას და შეუქმნას ისეთი გარემო, რომელიც უზრუნველყოფს მისი პიროვნების სრულ და ჰარმონიულ განვითარებას, ბავშვი უნდა იზრდებოდეს ოჯახურ გარემოცვაში, ბედნიერების, სიყვარულისა და გაგების ატმოსფეროში.

 

საქმეში არსებული 2019 წლის 21 თეებერვლის დახასიათებით დგინდება, რომ ა---------–---–ს არ აქვს განვითარებული სოციალურ - ემოციური უნარები, კერძოდ თანამშრომლობა ოჯახის წევრებთან, თანაკლასელებთან, უფროსებთან. ამასთანავე არ აქვს განვითარებული ემოციების მართვა.

 

მოცემული დავის ფარგლებში სასამართლოს მიერ შესაფასებელია შემაკავებელი ორდერის გამომცემი ორგანოს მიერ გამოყენებული იქნა თუ არა შესაბამისი და აუცილებელი ღონიძიებები, რაც უზრუნველყოფდა დადგენილი ძალადობის თავიდან აცილებას.

 

ამასთან, სასამართლო მიიჩნევს, რომ დადგენილი ფსიქოლოგიური ძალადობის პირობებში, მა-------------–---–ისთვის მსხვერპლთან ა---------–---–ის საცხოვრებელ ადგილთან მიახლოების აკრძალვა, იმ პირობებში, როდესაც ა---------–---–ის დედისადმი დამოკიდებულება დადებითია, არ წარმოადგენს ორივე მხარის ინტერესების დაცვას. სასამართლო მიიჩნევს რომ შემაკავებელი ორდერის გამოცემისას არ იქნა დაცული ბალანსი ორი ადამიანის უფლებებს შორის. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ შემაკავებელი ორდერის მოქმედების ვადა არის არათანაზომიერი და იგი გამოცემულ უნდა ყოფილიყო არა 30 დღით არამედ 08 დღით.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად თუ ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო. მოცემულ შემთხვევაში შემაკავებელი ორდერის გაუქმების თაობაზე მოთხოვნით აღძრული სარჩელის შემთხვევაში, ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით სახელმწიფო ბაჟის გადახდა გათვალისწინებული არ არის. ამდენად, არ არსებობს სამართლებრივი საფუძველი მხარეებზე სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის დაკისრებისა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, 2112-ე, 2114-ე მუხლებით, ,,ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მა-------------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს სახაზო-საპატრულო სამსახურის პატრულ ინსპექტორის შა-–------------ის მიერ 2019 წლის 17 თებერვალს გამოცემული N0----- შემაკავებელი ორდერის მოქმედების ვადა განისაზღროს 08 დღით.

 

3. დანარჩენ ნაწილში შემაკავებელი ორდერი დარჩეს ძალაში.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება ერთჯერადად გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შემოტანის გზით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდ: ქ.თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 03 (სამი) დღის ვადაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს (მდებარე ქ. რუსთავი, ბოსტან-ქალაქის ქ. №6) მეშვეობით.

 

მოსამართლე: ნინო ონიანი