განაჩენი

სისხლის სამართლის 22.02.2019
საქმის ნომერი
340100119002800380
დავის ტიპი
381
თარიღი
22.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N340100119002800380

№1/1-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

22 თებერვალი, 2019 წელი ქ. გურჯაანი

 

გურჯაანის რაიონული სასამართლო

მოსამართლე დავით ნარიმანიშვილმა

ანნა მათიაშვილის სხდომის მდივნობით

 

სახელმწიფო ბრალმდებლების, გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორის ოთარ სამუნაშვილის

ბრალდებულ - გი------ მა-----ის

 

მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების N0-----------)

 

ბრალდებული: გი------ მა-----ე

მამის სახელი: ვა–-

დაბადებული: 3--------- წელს

პირადი ნომერი: 2----------

მოქალაქეობა: საქართველო

ნასამართლეობა: ნასამართლევი

რეგისტრირებული: ქ. ლაგოდეხი, სულხან საბა ორბელიანის ქ.#8

ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. ლაგოდეხი, სულხან საბა ორბელიანის ქ.#8

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 3811 მუხლის პირველი ნაწილით. (2018 წლის 15 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია)

კვალიფიკაცია: გი------ მა-----ეს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების და ვალდებულებების შეუსრულებლობა ჩადენილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1752 მუხლის პირველი ან მეორე ნაწილის შესაბამისად ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ.

მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2018 წლის 15 ნოემბრის დადგენილებით, გი------ მა-----ეს მამის - ვა–- მა-----ის მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების გამო. 2018 წლის 16 ნოემბერს შემაკავებელი ორდერის დარღვევისათვის, გი------ მა-----ეს გურჯაანის რაიონული სასამართლოს დადგენილებით შეეფარდა ადმინისტრაციული სახდელი, პატიმრობა 2 (ორი) დღის ვადით. აღნიშნულის შემდგომ გი------ მა-----ემ, რომელმაც შემაკავებელი ორდერის თანახმად აკრძალული ჰქონდა მამასთან - ვა–- მა-----ესთან მიახლოება და მისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება, არ შეასრულა ორდერით გათვალისიწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები. იგი 2018 წლის 14 დეკემბერს, ნასვამ მდგომარეობაში მივიდა ლაგოდეხში, სულხან-საბა ორბელიანის ქუჩა N18-ში მდებარე მამის ვა–- მა-----ეს საცხოვრებელ ბინაში და ამ უკანასკნელს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა.

 

გი------ მა-----ე 2018 წლის 14 დეკემბერს 03:20 საათზე დააკავეს და ამავე დღეს და 2019 წლის 9 იანვარს ჩადენილი ქმედებისთვის წარედგინა ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 3811 მუხლის პირველი ნაწილით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

 

სასამართლომ დაადგინა:

2018 წლის 15 ნოემბრის დადგენილებით, გი------ მა-----ეს მამის - ვა–- მა-----ის მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების გამო. 2018 წლის 16 ნოემბერს შემაკავებელი ორდერის დარღვევისათვის, გი------ მა-----ეს გურჯაანის რაიონული სასამართლოს დადგენილებით შეეფარდა ადმინისტრაციული სახდელი, პატიმრობა 2 (ორი) დღის ვადით. აღნიშნულის შემდგომ გი------ მა-----ემ, რომელმაც შემაკავებელი ორდერის თანახმად აკრძალული ჰქონდა მამასთან - ვა–- მა-----ესთან მიახლოება და მისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება, არ შეასრულა ორდერით გათვალისიწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები. იგი 2018 წლის 14 დეკემბერს, ნასვამ მდგომარეობაში მივიდა ლაგოდეხში, სულხან-საბა ორბელიანის ქუჩა N18-ში მდებარე მამის ვა–- მა-----ეს საცხოვრებელ ბინაში და ამ უკანასკნელს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა

 

შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა

 

სასამართლოზე მხარეთა მიერ შეთანხმებულ უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, დაზარალებულის - ვა–- მა-----ის, მოწმეების - მა---------- მა-----ის, ან--- ბა---------–---–ის, და---- ბა---–-–---–ის, თავად ბრალდებულ გი------ მა-----ის გამოკითხვის ოქმებით, შემაკავებელი ორდერის ოქმით და შემაკავებელი ორდერით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ 2018 წლის 15 ნოემბერს გი------ მა-----ის მიმართ შედგენილია შემაკავებელი ორდერი, რომლის მიხედვითაც გი------ მა-----ეს 30 დღით აეკრძალა მამასთან - ვა–- მა-----ესთან მიახლოვება და კომუნიკაცია. 2018 წლის 14 დეკემბერს, გი------ მა-----ე მივიდა ლაგოდეხში, სულხან-საბა ორბელიანის ქუჩა N18-ში მდებარე მამის - ვა–- მა-----ეს საცხოვრებელ ბინაში და მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა

 

შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა გულისხმობს, შესაბამისი ორგანოს მიერ კანონით დადგენილი წესით შედგენილი შემაკავებელი ორდერით დადგენილი მოთხოვნების და ვალდებულებების დარღვევას მოძალადის მიერ.

 

მოცემულ შემთხვევაში, გი------ მა-----ეს შემაკავებელი ორდერით აკრძალული ჰქონდა მამასთან - ვა–- მა-----ესთან მიახლოვება და კომუნიკაცია. გი------ მა-----ემ დაარღვია აკრძალვა და შემაკავებელი ორდერის მოქმედების პერიოდში ვა–- მა-----ესთან მივიდა სახლში და მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა.

 

სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ გი------ მა-----ემ ჩაიდინა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა.

 

ჩადენილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1752 მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილის შესაბამისად, ასეთი ქმედებისთვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ.

 

სასამართლოზე მხარეთა მიერ შეთანხმებულ უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, დაზარალებულის - ვა–- მა-----ის, მოწმეების - მა---------- მა-----ის, ან--- ბა---------–---–ის, და---- ბა---–-–---–ის, თავად ბრალდებულ გი------ მა-----ის გამოკითხვის ოქმებით, შემაკავებელი ორდერის ოქმით და შემაკავებელი ორდერით, დადგენილებით ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების შესახებ და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ 2018 წლის 15 ნოემბერს გი------ მა-----ის მიმართ შედგენილია შემაკავებელი ორდერი, რომლის მიხედვითაც გი------ მა-----ეს 30 დღით აეკრძალა მამასთან - ვა–- მა-----ესთან მიახლოვება და კომუნიკაცია. გი------ მა-----ე 2018 წლის 16 ნოემბრის ლაგოდეხის მაგისტრატი სასამართლოს დადგენილებით ცნობილი იქნა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1752 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად და ადმინისტრაციული სახდელის სახით დაეკისრა ადმინისტრაციული პატიმრობა 2 დღით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3811 მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 15 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) დასჯადია შემაკავებელი ორდერით დაკისრებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა იმის მიერ, ვისაც ადმინისტრაციული სახდელი დაედო შემაკავებელი ორდერის დარღვევისათვის.

 

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით, პირი ადმინისტრაციულ სახდელ შეფარდებულად ითვლება სახდელის მოხდიდან ერთი წლის განმავლობაში.

 

მოცემულ შემთხვევაში, გი------ მა-----ე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1752 მუხლის პირველი ნაწილით ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირია.

 

სამართლებრივი შეფასება

 

სასამართლოზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებათა შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ გი------ მა-----ემ ჩაიდინა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების და ვალდებულებების შეუსრულებლობა ჩადენილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 175 ორი პრიმა მუხლის პირველი ან მეორე ნაწილის შესაბამისად ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 3811 მუხლის პირველი ნაწილით.

 

წარმოდგენილი მტკიცებულებებით ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაამტკიცა გი------ მა-----ის ბრალეულობა წარდგენილ ბრალდებაში. მოცემულ საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა ურთიერთშეთანხმებულია, დამაჯერებელია და აშკარად უთითებს გი------ მა-----ის მიერ დანაშაულის ჩადენაზე. რის გამოც მის მიმართ გამოტანილი უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი და იგი მითითებული კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები

 

გი------ მა-----ის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ჩადენილი ქმედების აღიარება და მონანიება. ხოლო დამამძიმებელი გარემოებაა ნასამართლობა.

 

სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგობას მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.

 

გი------ მა-----ის მიერ ჩადენილი დანაშაული ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას.

 

გი------ მა-----ე წარსულში ნასამართლევია ძალადობრივი დანაშაულისათვის, რომლისთვისაც ნასამართლობა არ აქვს გაქარწყლებული. მის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გამოყენებული უნდა იყოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-17 და 58-ე მუხლებით გათვალისწინებული მოთხოვნები.

 

ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ გი------ მა-----ის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას, ითანამშრომლა გამოძიებასთან, იგი წარსულში ნასამართლევი არ არის მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ გი------ მა-----ის მიმართ შესაძლებელია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლებით გათვალისწინებული შეღავათების გამოყენება.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გი------ მა-----ის მიმართებით აშკარად გამოკვეთილი შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები წარმოდგენილი არ არის, რის გამოც სანქციის ქვედა და ზედა ზღვართა მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს მას სასჯელის სახით დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა, რაც უნდა შეეცვალოს პირობით მსჯავრად.

 

ნივთმტკიცება, ყადაღა ან სხვა საკითხები

 

გი------ მა-----ეს გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 16 დეკემბრის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით შეერჩა პატიმრობა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-ე, 160-ე, 169-ე, 271- 274-ე, 277-ე, 292-293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

გი------ მა-----ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 3811 მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 14 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წელი, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 1 (ერთი) წელი.

 

აღკვეთის ღონისძიება გაუქმდეს და გი------ მა-----ე გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

გი------ მა-----ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 14 დეკემბრის 03:20 საათიდან 2019 წლის 22 თებერვლის ჩათვლით.

 

განაჩენი შევიდეს კანონიერ ძალაში და აღსრულდეს.

 

მხარეებს განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, უფლება აქვთ გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინოს საჩივარი ამ განაჩენის გაუქმების თაობაზე.

 

მოსამართლე: დავით ნარიმანიშვილი