განაჩენი

სისხლის სამართლის 14.02.2019
საქმის ნომერი
200100118002536582
დავის ტიპი
108
თარიღი
14.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 200100118002536582

#1/192-18 (№0-----------)

თელავის რაიონული სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

14 თებერვალი 2019 წელი თელავი

 

თელავის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე ზვიად შარაძემ

თინათინ ფეიქრიშვილის მდივნობით,ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - ვ-–-------------–---–ი

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - მ----------------–---–ი - დაბადებული 1----–-–-----------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: თ---–-----------–---------------.

 

ადვოკატი - ც-------------------ე

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლი.

 

სხდომის სახე - ღია.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

2018 წლის 26 მაისს, დღის საათებში, მ----------------–---–ი, მივიდა თელავის რაიონის სოფელ რ--------ში, ა-–------------------–---–ის საცხოვრებელ სახლში, რა დროსაც ა-–------------------–---–თან მოუხდა სიტყვიერი დაპირისპირება. რის შემდეგაც მ----------------–---–მა შურისძეიბის მოტივით გადაწყვიტა ა-–------------------–---–ის განზრახ მკვლელობა. მ----------------–---–მა ხელში აიღო ა-–------------------–---–ის საცხოვრებელი სახლის ოთახში არსებული დანა, რომელითაც ა-–------------------–---–ს განზრახ მოკვლის მიზნით ყელის არეში მიაყენა ჭრილობა. ა-–------------------–---–ი მიყენებული დაზიანების შედეგად გარდაიცვალა.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

განზრახ მკვლელობა.

 

გ---------------–---–ის სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებით დგინდება, რომ ცხოვრობს თელავის რაიონის სოფელ რ--------ში, ხოლო ა-–------------------–---–ი იყო მამამისი. 2018 წლის 26 მაისს მას დაურეკეს და უთხრეს, რომ ა-–------------------–---–ის სახლთან იდგა პოლიციის მანქანები, რაზეც იგი ჩავიდა და ადგილზე მისვლისას უთხრეს, რომ ა-–------------------–---–ი იყო მოკლული. აღნიშნულთან დაკავშირებით მოგვიანებით გაიგო, რომ ხსენებული ჩადენილი ქონდა მ----------------–---–ს. მოწმის განმარტებით ა-–------------------–---–ს წნევა ქონდა დარტყმული და უჭირდა გადაადგილება. მოწმის განმარტებით მას მამამისი გარდაცვალებამდე ხუთი თვის განმავლობაში ნანახი არ ყავდა, ამასთან განმარტა, რომ ამ პერიოდში მას კვლავ დაარტყა წნევამ და მანქანით ვეღარ გადაადგილდებოდა, ამასთან ხელჯოხების გარეშე იგი ვერ დადიოდა.

 

მ----------------–---–ის სასამართლოში მიცემული ჩვენებით დგინდება, რომ ცხოვრობს თელავის რაიონის სოფელ რ--------ში გარდაცვლილი ა-–------------------–---–ის საცხოვრებელი სახლის გვერდით. მოწმის განმარტებით მან ა-–------------------–---–ი ბოლოს ნახა 2018 წლის 26 მაისს დილის 08:00 საათზე, რის შემდეგ წავიდა ვენახში სიდანაც დაბრუნდა საღამოს 8 საათზე. მოწმის განმარტებით, როდესაც იგი დაბრუნდა სახლში მან დაინახა, რომ ა-–------------------–---–ის საცხოვრებელი სახლის ეზოში იდგა ამ უკანასკნელის ავტომანქანა, რომელსაც საბარგული ქონდა ახდილი, ხოლო თავად ა-–------------------–---–ი ვერსად დაინახა, რამაც დააეჭვა და შევიდა მის საცხოვლებელ სახლის საძინებელში სადაც ასევე არ იყო ა-–------------------–---–ი. ამის შემდეგ შეიხედა სახელოსნოში სადაც ვერაფერი საეჭვო ვერ დაინახა, რადგან სახელოსნოში იდგა „დაზგა. მოწმის განმარტებით ყოველივე აღნიშნულმა მასში ეჭვი არ შეიტანა, რადგან იფიქრა, რომ ა-–------------------–---–ი მის რომელიმე მეგობარს ეყოლებოდა წაყვანილი პურის საჭმელად. მოწმემ ასევე აჩვენა, რომ მოგვიანებით ა-–------------------–---–ის სახლთან მოვიდნენ პოლიციის თანამშრომლები, რომელთან ერთადაც თავად შევიდა ეზოში, ხოლო პოლიციის თანამშრომელმა სახელოსნოში შეანათა ფანარი და თქვა, რომ ა-–------------------–---–ი იყო დაღუპული. მოწმის განმარტებით, მოგვიანებით მან გაიგო იმის შესახებ, რომ მკვლელი თავად ჩაბარდა პოლიციას. მოწმემ ასევე აჩვენა, რომ ა-–------------------–---–ს დარტყმული ქონდა წნევა და გადაადგილება უჭირდა და იგი ამას ახერხებდა ხელჯოხების დახმარებით, რადგან სრულყოფილად ვერ ხმარობდა კიდურებს, ასევე ა-–------------------–---–ი არსად არ მუშაობდა და გარდაცვალებამდე ერთ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში ავტომანქანას ვეღარ ატარებდა.

 

გ-----------–-–---–ის სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენმებით დგინდება, რომ 2018 წლის 26 მაისს დაახლოებით დღის სამ საათზე იმყოფებოდა ი-------------–---–ის ოჯახში სადაც ასევე მივიდა მ----------------–---–ი, რომელიც იყო ნასვამ მდგომარეობაში. მოწმის განმარტებით მ----------------–---–მა მოსვლისას ი-------------–---–ს უთხრა, რომ მან მოკლა მისი შვილის მკვლელი, რის შემდეგაც წავიდა. მოწმემ განმარტა, მან მ----------------–---–ის სიტყვებს ყურადღება არ მიაქცია, რადგან იგი იყო ძალიან ნასვამი, ხოლო საღამოს გაიგო, რომ ა-–------------------–---–ი სახლში უპოვიათ მოკლული, რის შემდეგაც დაიჯერა, რომ მ----------------–---–ი ამბობდა სიმართლეს.

 

მ--------------–---–ის სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებით დგინდება, რომ 2018 წლის 27 მაისს იგი იყო მორიგე, რა დროსაც თელავის დროებითი მოთავსების იზოლატორში შეყვანილი იქნა მ----------------–---–ი. მოწმის განმარტებით, მან როგორც ექიმმა გასინჯა და შეამოწმა მ----------------–---–ი და მას არანაირი დაზიანება არ აღენიშნებოდა.

 

რ-------------–---–ის სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებით დგინდება, რომ ცხოვრობს თელავის რაიონის სოფელ რ--------ში და მისი მეზობელი იყო ა-–------------------–---–ი. მოწმის განმარტებით 2018 წლის 26 მაისს იგი დღის განმავლობაში სახლში არ იყო და საღამოს, როდესაც დაბრუნდა სახლში დაინახა, ა-–------------------–---–ის სახლთან პოლიციის თანამშრომლები და მეზობლები იყვნენ შეკრებილები, სადაც გაიგო, ა-–------------------–---–ი იყო მოკლული და იგი მოკლული ყავდა ვინმე გ--------–---–ს, რომლის სახელიც არ ახსოვს. მოწმის განმარტებით ა-–------------------–---–ს ხელჯოხების გარეშე გადაადგილება არ შეეძლო, ასევე მისთვის უცნობია სადმე მუშაობდა თუ არა ეს უკანასკნელი. მოწმის განმარტებით მან ა-–------------------–---–ი ავტომანქანის საჭესთან დაინახა გარდაცვალებამდე დაახლოებით ორი კვირით ადრე.

 

რ--------------–---–ის სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებით დგინდება, რომ ცხოვრობს თელავის რაიონის სოფელ რუიპირში ა-–------------------–---–ის სახლის გვერდით. მოწმის განმარტებით 2018 წლის 26 მაისს იგი იმყოფებოდა სახლში და მას ა-–------------------–---–ის სახლიდან ხმაურის ან ჩხუბის ხმა არ გაუგია. მოწმის განმარტებით მან მოგვიანებით გაიგო, რომ ა-–------------------–---–ი მოკლული ყავდა მ----------------–---–ს. მოწმემ ასევე აჩვენა, რომ ა-–------------------–---–ს დარტყმული ქონდა წნევა და უჭირდა გადაადგილება.

 

მ------–------------–---–ის სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებით დგინდება, რომ ა-–------------------–---–ი იყო მისი შვილი. მოწმის განმარტებით 2018 წლის 26 მაისს იგი იმყოფებოდა თავისი ქალიშვილის სახლში, რადგან თვითონ არის ავად და დამოუკიდებლად თავს ვერ უვლის. მოწმის განმარტებით ა-–------------------–---–ს სამჯერ ქონდა ინსულტი გადატანილი, რის გამოც ხელჯოხების გარეშე ვერ გადაადგილდებოდა.

 

გ---------–--–---–ის სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებით დგინდება, რომ მ----------------–---–ი არის მისი დის ქმარი. მოწმის განმარტებით 2018 წლის 26 მაისს იგი იყო სამსახურში, რა დროსაც მას მობილურ ტელეფონზე დაურეკა მ----------------–---–მა, რომელმაც უთხრა „შენს დას მიხედე, მე მგონი ა-–--- მოვკალიო“. მოწმის განმარტებით ა-–--- არის იგივე ა-–------------------–---–ი.

 

ლ----------–---–ის სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებით დგინდება, რომ ცხოვრობს თელავის რაიონის სოფელ რ--------ში, ა-–------------------–---–ის სახლიდან დაახლოებით 40 მეტრის დაშორებით. მოწმის განმარტებით 2018 წლის 26 მაისს იგი დღის საათებში იმყოფებოდა სახლში, რა დროსაც ა-–------------------–---–ის სახლიდან ხმაურის ან ჩხუბის ხმა არ გაუგია და მან საღამოს საათებში პოლიციის მოსვლის შემდეგ გაიგო ა-–------------------–---–ის გარდაცვალების ამბავი.

 

ბრალდებულმა მ----------------–---–მა სასამართლო სხდომაზე აჩვენა, რომ 2018 წლის 25 მაისს იმყოფებოდა თელავის რაიონის სოფელ რ--------ში, რა დროსაც ავტომანქანით გადაადგილდებოდა სოფელში, სადაც სკოლის წინ ტერიტორიაზე ავტომანქანამ აუდუღა წყალი. აღნიშნულზე იგი გადმოვიდა მანქანიდან და რათა აეღო წყალი, ხოლო ვინაიდან სკოლაში მიმდინარეობდა სარემონტო სამუშაოები იგი ინსტიქტურად შევიდა ა-–------------------–---–ის სახლის ეზოში, სადაც მას შეხვდა ეს უკანასკნელი, გაესაუბრნენ ერთმანეთს, გადასცა წყალი, რაც ჩაასხა ავტომანქანაში და წავიდა. ბრალდებულის განმარტებით მასსა და ა-–------------------–---–ს შორის იყო თბილი საუბარი. ამის შემდეგ 2018 წლის 26 მაისს კვლავ ჩაიარა ა-–------------------–---–ის სახლის წინ, სადაც ეს უკანასკნელი დახვდა და გააჩერა, ამასთან კითხა მანქანა გააკეთა თუ არა, რაზეც უპასუხა, რომ ეს იყო „კრიშკის“ ბრალი. ამის შემდეგ ა-–------------------–---–მა უთხრა, რომ შეყოლოდა სახლში და აჩვენებდა რაღაცას და ვინაიდან იგი იყო ხელოსანი ჩათვალა, რომ სახლში შეყავდა ნაწილისათვის. ბრალდებულის განმარტებით ისინი სახლში შევიდნენ საუბრით და ეს საუბარი იყო თბილი, კერძოდ ეკითხებოდა თუ რითი გარდაიცვალა მისი მშობლები და ასე შემდეგ. ბრალდებულის განმარტებით სახლში შესვლის შემდეგ ა-–------------------–---–ს ჰკითხა თუ რა უნდა ეჩვენებინა, რაზეც უპასუხა, კი არ უნდა გაჩვენო არამედ უნდა გკითხოო, თან დაჯდა მაგიდასთან და ხელში აიღო დანა. ბრალდებულის განმარტებით სახლში შესვლის შემდეგ ა-–------------------–---–მა ტონი შეცვალა და ეკითხებოდა თუ ვინ დაუწვა მას სახლი, რაზეც პასუხად უთხრა, რომ მას სახლი არ დაუწვია, ხოლო ა-–------------------–---–მა კვლავ უთხრა შენებმა ხომ დამიწვესო. ბრალდებულის განმარტებით მან ა-–------------------–---–ს უთხრა, ბიძაშვილი მომიკალი, ამდენი ხანი გავიდა და არავის არაფერი გვითქვიაო, რაზეც ა-–------------------–---–მა კვლავ აგრესიულად უპასუხა, შენი ბიძაშვილი ხომ წევს მიწაში და სახლის დაწვის გამო ყველას მიუწვენდა გვერდით. ბრალდებულის განმარტებით ამ დროს იყო დაძაბული, რადგან ა-–------------------–---–ს ხელში ეჭირა დანა და ეშინოდა, რომ გამოსულიყო ა-–------------------–---–ი აუცილებლად დაარტყამდა დანას, რადგან მას ორი კაცი ყავდა მოკლული და საკუთარი ძმა და რძალი დაჭრილი. ბრალდებულმა ასევე განმარტა, რომ ა-–------------------–---–ი გადავიდა გინებაზე, ამასთან უთხრა თუ არაფერ შუაში არ იყო წასულიყო, რა დროსაც დარწმუნა, რომ აუცილებლად დაარტყამდა დანას, რის გამოც შეყოვნდა და არ წამოვიდა, რაზეც ა-–------------–---–ი წამოუხტა და დანა წაიღო დასარტყმელად, რაზეც მან დაუჭირა ხელი მაგრამ დანის წართმევა ვერ მოახერხა, მოახრევინა ხელი და ორივე წაიქცა, კერძოდ ა-–------------–---–ი მოექცა ქვემოთ, ხოლო თავად ზემოთ. ბრალდებულის განმარტებით წაქცევისას ა-–------------------–---–ი დანას ექაჩებოდა თავისკენ, ხოლო თავად ცდილობა წართმევას, რა დროსაც ამ ჯაჯგურში, ისე, რომ დანა ა-–------------------–---–ს ეჭირა ხელში მოხვდა მასვე ყელში, მიუხედავად ამისა იგი არ ჩერდებოდა და იგინებოდა. ამის შემდეგ ა-–------------------–---–მა დაიწყო ხრიალი და დანას გაუშვა ხელი, ხოლო თავად დანას გაუშვა ხელი და წამოდგა, დანა ამოაძრო ყელიდან იქვე დააგდო და წამოვიდა. ბრალებულის განმარტებით შემდეგ დაურეკა მეუღლეს, წავიდა თბილისში გამოიცვალა ტანსაცმელი ჩაბარდა პოლიციას. ბრალდებულის განმარტებით მასზე თავდასხმა ა-–------------------–---–ს წინასწარ ქონდა დაგეგმილი, რაც არ გამოუვიდა და რომ გამოსვლოდა მას არავინ დაიჭერდა, რადგან იტყოდა, რომ თავისთვის იყო სახლში და იქით დაესხნენ თავს. ბრალდებულის განმარტებით ა-–------------------–---–ი გადაადგილდებოდა ჩვეულებრივ და მას არანაირი ხელჯოხები არ ჭერია.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ა-–---------------–მა დაადასტურა მის მიერ გაცემული, ექსპერტიზის დასკვნის სისწორე, რომლის თანახმად: ა-–------------------–---–ის სიკვდილის მიზეზია მწვავე სისხლნაკლებობა, განვითარებული კისრის მიდამოში ნაკვეთი ჭრილობის შედეგად მაგისტრალური სისხლძარღვების დაზიანებათა (მარჯვენა საძილე არტერია და საუღლე ვენა) გამო. სიკვდილის დადგომიდან გვამის გამოკვლევამდე გასულია დროის შუალედი არანაკლებ 13 საათისა. ა-–------------------–---–ის გვამს აღენიშნება სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები: ნაკვეთი ჭრილობები კისრის არეში მაგისტრალური სისხლძარღვებისა (მარჯვენა საძილე არტერია და საუღლე ვენა) და ტრაქიის დაზიანებები. აღნიშნული დაზიანებები მიყენებულია რაიმე მჭრელი ზედაპირის მქონე საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში აღნიშნულ თარიღს - 25.05.2018 წელს. მოწმემ ასევე დამატებით განმარტა, რომ გვამს კისერში ორი დამოუკიდებელი დაზიანება აღენიშნებოდა, რომელთა ერთი დარტყმით ან გასმით მიყენება არის შეუძლებელი მათი განლაგებიდან გამომდინარე.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა თ---------–-----მა დაადასტურა მის მიერ გაცემული, ექსპერტიზის დასკვნის სისწორე, რომლის თანახმად: ქიმიურ-ტოქსიკოლოგიურ ექსპერტიზაზე წარმოდგენილ ა-–------------------–---–ის გვამიდან აღებულ სისხლში არ აღმოჩნდა მეთილის, ეთილის, იზოპროპილის სპირტები. სისხლში არ აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალებები: ოპიატები, კოკაინი, ბუპრენორფინი, მეტადონი, ამფეტამინი, მეტამფეტამინი, ტეტრაჰიდროკანაბინოლი.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ვ-------------ამ დაადასტურა მის მიერ გაცემული, ექსპერტიზის დასკვნის სისწორე, რომლის თანახმად: ა-–------------------–---–ის სისხლის ნიმუში (ობ. N21; პაკეტი, წარწერით: „„...ა-–------------------–---–ი...““) ეკუთვნისO (I), Rh+ ფაქტორს;

პაკეტში წარწერით: „„...დანა მოწითალო ფერის ლაქებით...““ მოთავსებულ დანის პირზე არესბული მოწითალო-მოყავისფრო დანაშრევი (ობ. N1) შეიცავს ადამიანის სისხლს. ობ N1-ის გენეტიკური პროფილი შერეულია, რომლის მაჟორული (ძირითადი) წილი ეკუთვნის ა-–------------------–---–ს (ობ. N21), ხოლო მინორული წილი მ----------------–---–კს (ობ. N20; პაკეტი, წარწერით „„...ნერწყვის ნიმუში აღებული მ----------------–---–ისგან...““). დანის ტარზე არსებული ბიოლოგიური მასალის (ობ. N2) გენეტიკური პროფილი შერეულია, რომლის მაჟორული (ძირითადი) წილი ეკუთვნის მ----------------–---–ს (ობ. N20), ხოლო მინორული წილი - ა-–------------------–---–ს (ობ. N21);

პაკეტში წარწერით: ...მოწითალო ფერის ლაქები, ამოღებული ა-–------------------–---–ის საცხ. სახლის პირველი სართულიდან...““ მოთავსებულ ანაწმენდზე (ობ. N3), პაკეტში წარწერით „„... მოვარდისფრო ფერის სანთებელა, ამოღებული ა-–------------------–---–ის საცხ. სახლის პირველი სართულიდან...““ მოთავსებულ სანთებელაზე (ობ. N4) და პაკეტი წარწერით: „„... გატეხილი სიგარეტის ღერი, ამოღებული ა-–------------------–---–ის საცხ. სახლის პირველი სართულიდან...““ მოთავსებულ სიგარეტის ღერზე (ობ. N6) არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის ა-–------------------–---–ს (ობ. N21);

პაკეტში წარწერით: „„...ფრჩხილის ნიმუში აღებული მ----------------–---–ისგან...““ მოთავსებულ ფრჩხილების ფრაგმენტებზე (ობ. N7, 8) არსებული ბიოლოგიური მასალა ეკუთვნის მ----------------–---–ს (ობ. N20)

პაკეტში წარწერით: „„... ა-–------------------–---–ის ფრჩხილის ნიმუშები ...““ მოთავსებულ ფრჩხილების ფრაგმენტებზე ობ. N10 (კონვერტი წარწერით: „„...ა-–------------------–---–ის ფრჩხილები მარცხენა მტევანი“) არსებული ბიოლოგიური მასალის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ა-–------------------–---–ს (ობ. N21). ამავე პაკეტში მოთავსებული ფრჩხილების ფრაგმენტებზე - ობ. N9 (კონვერტი წარწერით: „„...ა-–------------------–---–ის ფრჩხილები მარჯვენა მტევანი“) არსებული ბიოლოგიური მასალის გენეტიკური პროფილი შერეულია, რომლის მაჟორული (ძირითადი) წილი ეკუთვნის ა-–------------------–---–ს (ობ. N21). ობ. N9-ის გენეტიკურ პროფილში მ----------------–---–ის (ობ. N20) გენეტიკური თანამონაწილეობა არ ვლინდება;

პაკეტში წარწერით „„...ერთი ცალი მოლურჯო ფერის ჯინსის შარვალი...““ მოთავსებულ შარვალზე და პაკეტში, წარწერით „„... ერთი ცალი მუქი ფერის მოკლემკლავიანი მაისური...““ მოთავსებულ მაისურზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ. N11-13) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის ა-–------------------–---–ს (ობ. N21)

პაკეტში წარწერით: „„...ა-–------------------–---–ის ტანსაცმელი...““ მოთავსებულ შარვალზე (ობ. N14), მაისურზე (ობ. N15), ქვედა საცვალზე (ობ. N16), ცხვირსახოცზე (ობ. N17) და მარცხენა ფეხსაცმელზე (ობ. N18) არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები და დანაშრევები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის ა-–------------------–---–ს (ობ. N21). ამავე პაკეტში მოთავსებულ მარჯვენა ფეხსაცმელზე არსებული მბზინავი ზედაპირის მქონე დანაშრევი (ობ. N19) სისხლს არ წარმოადგენს.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა გ----------------–---–მა დაადასტურა მის მიერ გაცემული, ექსპერტიზის დასკვნის სისწორე, რომლის თანახმად: იზოლატორში მოთავსებული პირის სამედიცინო ბარათის მიხედვით მ----------------–---–ს 27.05.2018 წ. იზოლატორში მოთავსების დროს კანზე აღენიშნებოდა წარსულში სხვადასხვა დროს მიღებული თეთრი ფერის, უსწორმასწორო რელიეფის მქონე ნაწიბურები. აღნიშნული დაზიანებები განვითარებული უნდა იყოს დაჟეჟილი ჭრილობების შემდგომ და იზოლირებულად აღებული მიეკუთვნებიან მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობის ზუსტი დადგენა სამედიცინო საბუთების მიხედვით შეუძლებელია. იზოლატორში მოთავსებული პირის სამედიცინო ბარათში არსებული ჩანაწერების მიხედვით მ----------------–---–ს 2018 წლის 26 მაისს მიღებული დაზიანებები არ აღენიშნებოდა.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა დ--------------ემ, ნ--------–---–---–მა და თ-------------ემ დაადასტურეს მათ მიერ გაცემული, ექსპერტიზის დასკვნის სისწორე, რომლის თანახმად: მ----------------–---–ი ფსიქიკურად დაავადებული არ არის. ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს იგი ფსიქიკურად დაავადებული არ იყო და მას შეეძლო გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შერაცხადობა). თავისი ფსიქიკური მდგომარეობით მას შეუძლია ანგარიში გაუწიოს თავს, უხელმძღვანელოს მას, მისცეს ჩვენება და მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებებში. მას აქვს გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი. იგი რაიმე ფსიქიკური აშლილობით, რომელიც ხელს შეუშლიდა სასჯელის მოხდას, დაავადებული არ არის. იგი თავისი ფსიქიკური მდგომარეობით იძულებით მკურნალობას, ან არანებაყოფლობით სტაციონალურ ფსიქიატრიულ დახმარებას არ საჭიროებს. მას არ აქვს ფსიქიკური ნაკლი. მართლსაწინააღდეგო ქმედების (დანაშაულის) ჩადენის დროს მ----------------–---–ი არ იმყოფებოდა ფიზიოლოგიური აფექტის მდგომარეობაში.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა თ--------------ემ დაადასტურა მის მიერ გაცემული, ექსპერტიზის დასკვნის სისწორე, რომლის თანახმად: ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ა-–------------------–---–ის მარჯვენა ხელის მტევნის ფრჩხილების გადანაჭრებში აღინიშნება არათანაბრად შეღებილი მოლურჯო ფერის ბამბის ბოჭკოები, რომლებსაც გააჩნია საერთო გვარობითი კუთვნილება პაკეტში წარწერით - „„...ერთი ცალი მოლურჯო ფერის ჯინსის შარვალი...““ მოთავსებული ჯინსის შარვლის ქსოვილის ნართის შემადგენელ შესაბამის ბოჭკოებთან; ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ა-–------------------–---–ის მარცხენა ხელის მტევნის ფრჩხილების გადანაჭრებში ბოჭკოების მიკრონაწილაკები არ აღინიშნება; 2. ექსპერტიზაზე წარმოდგენილი მ----------------–---–ის შარვლის ზედაპირზე აღინიშნება მოიისფრო-მორუხო ფერის ბამბის ბოჭკოები, რომელსაც გააჩნია საერთო გვარეობითი კუთვნილება პაკეტში წარწერით „„...ერთი ცალი მუქი ფერის მოკლემკლავიანი მაისური...““ მოთავსებული მაისურის ქსოვილის ნართის შემადგენელ შესაბამის ბოჭკოებთან; - ასევე აღინიშნება არათანაბრად შეღებილი მოლურჯო ფერის ბამბის ბოჭკოები, რომელსაც გააჩნია საერთო გვარეობითი კუთვნილება პაკეტში წარწერით „„...ერთი ცალი მოლურჯო ფერის ჯინსის შარვალი...““ მოთავსებული ჯინსის შარვლის ქსოვილის ნართის შემადგენელ შესაბამის ბოჭკოებთან. ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ა-–------------------–---–ის მაისური ზედაპირზე არსებული ბოჭკოების მიკრონაწილაკების გამოსაკვლევად უვარგისია დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებული მიზეზის გამო. ექსპერტიზაზე წარმოდგენილი პაკეტში წარწერით „„...ერთი ცალი მოლურჯო ფერის ჯინსის შარვალი...““ მოთავსებული ჯინსის შარვლის და პაკეტში წარწერით „„,,,ერთი ცალი მუქი ფერის მოკლემკლავიანი მაისური...““ მოთავსებული მაისურის ზედაპირებზე არ აღინიშნება ა-–------------------–---–ის ტანსაცმლის ქსოვილის ნართის შემადგენელი ბოჭკოების მიკრონაწილაკები.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ნ----------ემ დაადასტურა მის მიერ გაცემული, ექსპერტიზის დასკვნის სისწორე, რომლის თანახმად: 1. ექსპერტიზაზე წარმოდგენილი დანა წარმოადგენს ცივ იარაღს. 2.3. გამოკვლევაზე წარმოდგენილ მაისურს (პაკეტი N FCD 866950) და ჯინსის შარვალს (პაკეტი N FCD 873166) დაზიანება არ აღენიშნება. 4. „ა-–------------------–---–ის“ წარმოდგენილი ტანსაცმლიდან (მაისური, შარვალი, ტრუსი, ცხვირსახოცი, ერთი წყვილი ფეხსაცმელი) მაისურს აღენიშნება ჭრით განვითარებული დაზიანებები, რომელთაგან წინა მარცხენა მხარეს დაახლოებით გულმკერდის შესაბამის ქვედა მიდამოში არსებული დაზიანება განვითარებულია ცალმხრივლესილი პირის მქონე საგნის ზემოქმედების შედეგად, ხოლო შესაკრავი ჭრილის კიდესთან არსებული დაზიანება კვალდამტოვი საგნის მახასიათებლების განსაზღვრა წარმოშობის მექანიზმიდან გამომდინარე, მცირე საინფორმაციო მონაცემების გამო - შეუძლებელია. შარვლის მარჯვენა ტოტზე წინა მხარეს, დაახლებით მუხლის შესაბამის მიდამოში არსებული დაზიანებაში კი არ იქმნება ინფორმაციული ხასიათის ნიშანთა კომპლექი დაზიანების წარმოშობის მექანიზმზე მსჯელობისათვის. ტრუსს, ცხვირსახოცს, ერთ წყვილ ფეხსაცმელს დაზიანება არ აღენიშნება. ჭრილობის არხის მიმართულების (ტრაექტორია) განსაზღვრა არ შედის ექსპერტ-ტრასოლოგის კომპეტენციაში.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტ კრიმინალისტებმა გ----------------–---–მა, ვ-----------–---–მა და ზ---------–--------–---–მა დაადასტურეს მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობის სისწორე და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობა.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებლებმა დ----------------–მა, ლ-------------–---–მა, მ-----–----------ემ და დ--------------–---–მა დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობა.

 

ფორმა N1-ის თანახმად გამოძიება სისხლის სამართლის N0----------- საქმეზე დაიწყო 2018 წლის 26 მაისს. (გვ. 1)

 

2018 წლის 26 მაისის ოქმით, მ----------------–---–ი 2018 წლის 26 მაისს ბრალის აღიარებით გამოცხადდა შსს ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მე-5 განყოფილებაში. (გვ.2)

 

2018 წლის 26 მაისის შეტყობინების თანახმად 2018 წლის 26 მაისს შსს ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მე-5 განყოფილებაში გამოცხადდა მ----------------–---–ი, რომელმაც განაცხადა, რომ 2018 წლის 26 მაისს თელავის რაიონის სოფელ რ--------ში მოკლა ა-–------------------–---–ი. (გვ.3)

 

2016 წლის 26 მაისის დათვალიერების ოქმის თანახმად შემთხვევის ადგილი მდებარეობს თელავის რაიონის სოფელ რ--------ში, ა-–------------------–---–ის საცხოვრებელ სახლში. (გვ. 6-35)

 

2016 წლის 26 მაისის დაკავების ოქმის თანახმად, მ----------------–---–ი დაკავებული იქნა 2016 წლის 26 მაისს 21:30 საათზე. (გვ. 41-46)

 

2018 წლის 27 მაისის ამოღების ოქმის თანახმად მ----------------–---–ისგან ამოღებული იქნა ზედნაცვამი ტამსაცმელი, საიდანაც მაისურს წინა მხარეს აღენიშნება სისხისმაგვარი ლაქები. (გვ. 67-72)

 

2018 წლის 27 მაისის ამოღების ოქმის თანახმად ნ----------–--–---–ისგან ამოღებული იქნა მ----------------–---–ის ჯინსის შარვალი, რომელსაც აღენიშნება სისხისმაგვარი ლაქები. (გვ. 75-80)

 

2018 წლის 27 მაისის ნიმუშის აღების ოქმის თანახმად, მ----------------–---–ისაგან აღებული იქნა ნერწყვის ნიმუში. (გვ. 93-94)

 

2018 წლის 27 მაისის ნიმუშის აღების ოქმის თანახმად, მ----------------–---–ისაგან აღებული იქნა ფრჩხილის ნიმუში. (გვ. 95-96)

 

ბრალდებულის ჩვენებასთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს შემდეგს: ზოგადად, იმ პირის ჩვენება, რომლის მიმართაც მიმდინარეობს სისხლისამართლებრივი დევნა, ხშირ შემთხვევაში არ არის სარწმუნო. მისი, როგორც საქმეში დაინტერესებული პირის მიერ მოწოდებული ინფორმაცია, შესაძლოა ნაკარნახევი იყოს სამართალდარღვევის დაფარვის, მოსალოდნელი პასუხისმგებლობის თავიდან აცილების და სხვა ქვენაგრძნობით. ასეთი პირის ჩვენება ყოველთვის უნდა შეჯერდეს საქმეზე შეკრებილ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში.

 

სასამართლო თვლის, რომ ბრალდებულის ჩვენება წინააღმდეგობაში მოდის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებთან და მოგონილია სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების მიზნით. კერძოდ, შესაბამისი მტკიცებულებებით არ არის დადასტურებული ის გარემოება, რომ ქმედების ჩადენის მომენტში აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომელიც გამოკვლეული იქნა სასამართლო სხდომაზე, ასევე რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია, რომ მ----------------–---–მა ჩაიდინა განზრახ მკვლელობა.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).

 

სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით კრიმინალიზებულია განზრახ მკვლელობა. სიცოცხლე ადამიანის ხელშეუვალი უფლებაა და მას იცავს კანონი. შესაბამისად კანონი იცავს ადამიანის სიცოცხლეს მისი დაბადებიდან გარდაცვალებამდე. მკვლელობა, როგორც დანაშაული მიეკუთვნება მატერიალურ დანაშაულთა კატეგორიას და იგი დამთავრებულია სიცოცხლის მოსპობის მომენტიდან, შესაბამისად მისი ობიექტური შემადგენლობისათვის სავალდებულო ნიშანს წარმოადგენს სიკვდილის დადგომა. ამასთან აუცილებელია მიზეზობრივი კავშირის დადგენა მოქმედებასა და სიკვდილს შორის, რაც გულისხმოს, ქმედება ყოველთვის წინ უნდა უსწრებდეს სიკვდილს. ამასთან მკველობა შეიძლება ჩადენილი იქნეს მხოლოდ განზახი ქმედებით.

 

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული და მხარეთა მიერ უდაოდ გამხდარი მტკიცებულებებით დასტურდება ის გარემოება, რომ 2018 წლის 26 მაისს მ----------------–---–ს, მისი ბიძაშვილის მკვლელობის გამო, განზრახ, შურისძიების მოტივით ა-–------------------–---–ს დანით, კისრის არეში მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანება, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი გარდაიცვალა. რაც შეეხება განზრახვას, რომ მ----------------–---–ს სურდა ა-–------------------–---–ის მკვლელობა, აღნიშნულს ადასტურებს მისი ქმედებისა და ქცევის ხასიათი, მიყენებული დაზიანებების ლოკალიზაცია და ხასიათი, კერძოდ ის, რომ ა-–------------------–---–ს ყელის არეში აღენიშნება ორი დამოუკიდებელი დაზიანება, საიდნაც ერთი არის 2x0 სმ, ხოლო მეორე განივი ჭრილობა 16x6 სმ., რაზეც ექსპერტმა განმარტა, აღნიშნული დაზიანებები ერთი დარტყმით ან გასმით არ არის მიყენებული. ამასთან დაცვის მხარის მითითებას იმასთან დაკავშირებით, რომ მ----------------–---–ი მოცემულ მომენტში მოქმედებდა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში, რასაც მან გადაამეტა, აღნიშნული სასამართლო სხდომაზე არ დადასტურებულა. აუცილებელი მოგერიების მდგომარეობის არსებობისათვის აუცილებელია ერთმანეთთან კავშირში მყოფი რამდენიმე გარემოების შეფასება, როგორიცაა კონფლიქტის წარმოშობის საფუძველი და მიზეზი, გამოყენებულ საშუალებათა ურთიერთშესაბამისობა, როგორც ხელმყოფის საშიშროებასთან, ისე ინტენსივობასთან. ამ გარემოებათა დადგენის გარეშე მდგომარეობა ვერ ჩაითვლება აუცილებელ მოგერიებად. მოცემულ შემთხვევაში კი სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია ის გარემოება, რომ ა-–------------------–---–ს გადატანილი ქონდა ინსულტი და ხელჯოხების გარეშე იგი ვერ გადაადგილდებოდა. აღნიშნული დადასტურებულია, როგორც მოწმეთა ჩვენებებით ასევე შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოებით, რომელზეც ნათლად ჩანს, ორი ცალი ხელჯოხი, რაც ერთად არის დადებული ა-–------------------–---–ის გვამთან. ამასთან საგულისხმოა ის გარემოება, რომ ა-–------------------–---–ს მხოლოდ მარჯვენა ხელიდან აღებულ ფრჩხილის ნიმუშებში აღმოაჩნდა მ----------------–---–ის ბიოლოგიური ნიმუშის კვალი, რაც მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ ა-–------------------–---–ი ცალი ხელით ცდილობდა წინააღმდეგობის გაწევას მ----------------–---–ისათვის, რაც აბსოლუტურად ბუნებრივი და ლოგიკურია, რადგან ა-–------------------–---–ს ყელი ფაქტობრივად აქვს გამოჭრილი. ამასთან არადამაჯერებელია დაცვის ვერსია იმასთან დაკავშირებით თითქოს თავდაპირველად ა-–------------------–---–ი დაესხა თავს მ----------------–---–ს, რა დროსაც მას ამ უკანასკნელმა დაუჭირა ხელი და დაეცნენ, ხოლო მ----------------–---–ი მოექცა ზემოდან. აღნიშნულს აბათილებს ექსპერტიზის დასკვნა, რადგან ა-–------------------–---–ისა და მ----------------–---–ის ტანსაცმელებზე ურთიერთგარგამავალი მიკრონაწილაკები აღმოჩენილი ვერ იქნა, გარდა ამისა მ----------------–---–ს არანაირი დაზიანების კვალი არ აღენიშნებოდა, რაც ასევე დადასტურებულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით. ასევე არასარწმუნოა ის გარემოება, თითქოს მ----------------–---–ი წინ ედგა ა-–------------------–---–ს, სანამ ეს უკანასკნელი მას თავს დაესხმებოდა. აღნიშნულსაც გამორიცხავს შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებული ფოტოები, სადაც დაფიქსირებულია თუ რა მდგომარეობაში არის განთავსებული ა-–------------------–---–ის გვამი.

 

ამდენად სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარად დადასტურდა, რომ მ----------------–---–მა ჩაიდინა: განზრახ მკვლელობა, შესაბამისად მისი ქმედება სწორად არის დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით.

 

4.პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

მ----------------–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემობები არ გააჩნია.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას და მის ოჯახურ მდგომარეობას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მ----------------–---–ს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.

.

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მ----------------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით.

 

მ----------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 26 მაისიდან.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთმტკიცებად ცნობილი: - სანთებელა, სისხლისმაგვარი ლაქა, სიგარეტის ღერი, ფრჩხილის ნიმუშები, ნერწყვის ნიმუშები, სისხლის ნიმუშები, დანა, თმის ნიმუშები განადგურდეს. გასაღები, მობილური ტელეფონი, მ----------------–---–ის ტანსაცმელი, ა-–------------–---–ის ტანსაცმელი დაუბრუნდეს კანონიერ მესაკუთრეებს. CD დისკი შენხული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: ზვიად შარაძე