განაჩენი

სისხლის სამართლის 26.02.2019
საქმის ნომერი
330100118002455088
თარიღი
26.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/2----18

№------------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

2------------–ი 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლოსხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა

 

სხდომის მდივან - თამთა გაჩეჩილაძის,პროკურორ - ნ-------- ჭ-----ის,ბრალდებულ - ი---- პ-------ის,ადვოკატ - მ--–---- ვ--–------–---–ის

 

მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ი---- პ-------ის, დაბადებულის 1--- წლის 2------------–ს, პირადი №-----------, საქართველოს მოქალაქის, საშუალო განათლების მქონის, დაოჯახებულის, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების თბილისი, დ------------–------–-----------–-----------------------------ში, ამჟამად გირაოს ქვეშ მყოფის მიმართ, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილი ბრალის გამო.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ი---- პ-------ემ ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა და შენახვა, რაც გამოიხატა შემდეგში:

ი---- პ-------ემ უკანონოდ შეიძინა და უკანონოდ ინახავდა ნარკოტიკული საშუალება - ტეტრაჰიდროკანაბინოლს წონით 0,2273 გრამს, რაც 2018 წლის 1 მაისს, ძ---–-------–-----------------–ოს თანამშრომლების მიერ ამოღებული იქნა ი---- პ-------ის პირადი ჩხრეკის შედეგად, ქ.თბილისში ი-–----------------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე.

ბრალდებულმა ი---- პ-------ემ სასამართლო სხდომაზე აღიარა მის მიერ ჩადენილი ქმედება.

სასამართლომ განიხილა სისხლის სამართლის საქმე, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის, ამასთან, ი---- პ-------ის დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ი---- პ-------ემ უკანონოდ შეიძინა და უკანონოდ ინახავდა ნარკოტიკული საშუალება - ტეტრაჰიდროკანაბინოლს წონით 0,2273 გრამს, რაც 2018 წლის 1 მაისს, ძ---–-------–-----------------–ოს თანამშრომლების მიერ ამოღებული იქნა ი---- პ-------ის პირადი ჩხრეკის შედეგად, ქ.თბილისში ი-–----------------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე.

გამოძიებაში მოპოვებული მტკიცებულებებით - მოწმეების გ------- ე-------ას, შ--–-- ძ----–---–ის და ი---- პ-------ის გამოკითხვის ოქმებით, ი---- პ-------ის პირადი ჩხრეკისა და დაკავების ოქმებით, ნივთიერი მტკიცებულებით, ქიმიური ექსპერტიზის №---------------- დასკვნით, ნარკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით რომლებიც სადავოდ არ გაუხდია დაცვის მხარეს, დადასტურდა ი---- პ-------ის მიერ ჩადენილი დანაშაული.

სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭებათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

სასამართლო განმარტავს, რომ კრიმინალიზებულია ნარკოტიკული საშუალების, უკანონო შეძენა, შენხვა. აღნიშნული დანაშაულის ობიექტია მოსახლეობის ჯანმრთელობა და ნარკოტიკული საშუალების ბრუნვის კანონით განსაზღვრული წესი. ამ დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვაში. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა გულისხმობს განზრახ ქმედებას, რომელიც მიმართულია მისი უკანონოდ მოპოვებისაკენ. კერძოდ, ეს შეიძლება გამოიხატოს როგორც ყიდვაში, ისე რაიმე სხვა ფორმით მის მიღებაში, გაცვლაში, ნაპოვარის მითვისებაში და სხვა ნებისმიერი გზით მის მოპოვებაში. უკანონო შენახვაში იგულისხმება უკანონო მფლობელობაში არსებული ნარკოტიკული საშუალების ადგილსამყოფელის მიჩენა. აღსანიშნავია, რომ ქმედების ამ დანაშაულად დაკვალიფიცირების ერთ-ერთ აუცილებელ პირობას წარმოადგენს მითითებული ქმედებების უკანონოდ განხორციელება. აღნიშნულ ქმედებათა (შეძენა/შენახვა) უკანონობა გამოიხატება იმაში, რომ ქმედების ჩადენა ხდება ნარკოტიკული საშუალებების ბრუნვის კანონით დადგენილი წესის დარღვევით.

სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეში გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა საკმარისია ი---- პ-------ის დამნაშავედ ცნობისა და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ბრალდებულების პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებას, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ასევე ითვალისწინებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 ელის 2 ნოემბრის განაჩენს, რომლის თანახმადაც მსჯავრდებული ი---- პ-------ე გათავისუფლდა ქ--------- საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 23 ოქტომბრის განაჩენით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 28 დეკემბრის და გ----------- რაიონული სასამართლოს 2017 წლის 8 ივნისის განაჩენებით, საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დადგენილი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, ასევე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 28 დეკემბრის განაჩენით და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 17 ნოემბრის განჩინებით დანიშნული სასჯელებისაგან.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არის ის, რომ ი---- პ-------ემ აღიარა ჩადენილი დანაშული, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო თვლის, რომ ბრალდებულ ი---- პ-------ეს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, დამნაშავის რესოციალიზაციას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და სამართლიანობის აღდგენას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 20-ე, 255-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ი---- პ-------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით;

2. გაუქმდეს ი---- პ-------ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 3 მაისის განჩინებით გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით, საქართველოს სსსკ-ის მე-200 მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, გირაოს გამოყენების პირობების დარღვევის გამო გადაირიცხოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;

3. ი---- პ-------ეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის გამოტანის დღიდან - 2019 წლის 26 თებერვლიდან;

4. ი---- პ-------ეს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 1 მაისიდან 2018 წლის 3 მაისის ჩათვლით ჩაეთვალოს სასჯელის საერთო ვადაში;

5. ი---- პ-------ეს ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის, თანახმად, 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვას: საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება;

6. ნარკოტიკული საშუალება, რომელიც ინახება, შსს ძ---–-------–-----------------–ოს პირველ განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს;

7. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე. მისი გასაჩივრება შეიძლება ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილი