გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 030310919002839546
№ 3/14-2019
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
დამცავი ორდერის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ
13 თებერვალი, 2019 წელი ქ.ფოთი
ფოთის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე
სხდომის მდივანი ლევანი ქირია
განმცხადებელი ე-–--- გ------კ------
მოწინააღმდეგე მხარე ნ------- კ------
წარმომადგენელი ნ---- ბ-----
მოთხოვნის არსი - დამცავი ორდერის მოქმედების ვადის გაგრძელება
განიხილა ე-–--- გ------კ------ს განცხადება დამცავი ორდერის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე
აღწერილობითი ნაწილი:
2019 წლის 07 თებერვალს ფოთის საქალაქო სასამართლოს დამცავი ორდერის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე განცხადებით მომართა ე-–--- გ------კ------მ.
განცხადებაში მითითებულია რომ, 2018 წლის 16 აგვისტოს გადაწყვეტილებით ნ------- კ------ს მიმართ გამოცემულ იქნა დამცავი ორდერი ექვსი თვის ვადით. აღნიშნულ დამცავ ორდერს მოქმედების ვადა ეწურება მიმდინარე წლის 15 თებერვალს. არსებობს საფრთხე იმისა, რომ დამცავი ორდერის ვადის გასვლის შემდეგ ნ------- კ------ გააგრძელებს ე-–--- გ------კ------ზე ძალადობას, რადგან არ შერიგებულან, ის არ მალავს გაღიზიანებას იმ ფაქტზე რომ განმცხადებლის შვილი მ--- კ------ იმყოფება მასთან. ე-–--- გ------კ------ს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები რის გამოც მისი მარტო ყოფნა შეუძლებელია.
2018 წლის 22 ივლისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ს--------–---ზ---- ს------ის პოლიციის დეპარტამენტის ფ----ის საქალაქო ს-----------–--ს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის ჯ------– ი------ს მიერ გაცემული იქნა შემ---ვებელი ორდერი. შემ---ვებელი ორდერის ვადად განისაზღვრა ერთი თვე. მ--- კ------ს დამცავი ორდერის გაცემაზე არ მიუმართავს რადგან შემთხვევის შემდეგ, მისი ძმისგან მიყენებული დაზიანებების სამკურნალოდ გაემგზავრა თ---------ს რესპუბლიკაში. ამის შემდეგ და-ძმა ერთმანეთს აღარ შეხვედრია, ვინაიდან მ--- დედაქალაქში ცხოვრობს და მკურნალობის შემდეგ იქ დაბრუნდა, მაგრამ ახლა განმცხადებლის ავადმყოფობის გამო იძულებულია მასთან ერთად იცხოვროს სანამ მკურნალობას არ მორჩება. მ---ს განმცხადებელთან ყოფნამ კიდევ უფრო გაამძაფრა სიტუაცია. ეშინიათ ნ------- კ------ თავს არ დაესხათ. დაძაბულ მდგომარეობაში ყოფნა ართულებს ე-–--- გ------კ------ს ჯანმრთელობის მდგომარეობას. მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ მომდევნო პერიოდშიც იქნება დაცული მისი შვილის ნ------- კ------სგან.
2019 წლის 12 თებერვალს ნ------- კ------მ წარმოადგინა შესაგებელი, რომელშიც მითითებულია, რომ დამცავი ორდერის მოქმედების პერიოდში და არც ადრე დედისთვის ე-–--- გ------კ------სთვის არანაირი სიტყვიერი ან ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია, მაინც როგორც კანონმორჩილმა, შეასრულა ყველა მოთხოვნა, რაც ასახული იყო გადაწყვეტილებაში. მიუხედავად იმისა, რომ არც ერთხელ არ უცდია მასთან კომუნიკაცია იმ მიზეზით, რომ რამე არ დაებრალებინათ მისთვის. 2019 წლის 07 თებერვალს ე-–--- გ------კ------მ კვლავ მიმართა სასამართლოს განცხადებით, დამცავი ორდერის ვადის გაგრძელების მოთხოვნით. მოთხოვნის საფუძვლად უთითებს, რომ არ შერიგებულან. ამის შესაძლებლობა ვერ იქნებოდა, რადგან აეკრძალა კომუნიკაცია და სიახლოვე, ასევე უთითებს, რომ მასთან ცხოვრობს მ--- კ------, რომელიც რეალურად ცხოვრობს ქალაქ თ---–--ში, სადაც გააჩნია საცხოვრებელი ბინა. განმცხადებელი უთითებს, რომ სანამ მკურნალობას არ დაასრულებს, რასაც სამი თვე სჭირდება მისი შვილი მ--- იქნება მასთან მომვლელა და მტკიცებულების სახით წარმოდგენილი აქვს ექიმის ცნობა. განმცხადებელი სამი თვის ვადით ვადით დამცავი ორდერის გაგრძელების საფუძვლად უთითებს სწორედ ამ მტკიცებულებას, რომ მკურნალობას 3 თვე სჭირდება და ამითაა გამართლებული მისი მოთხოვნა დამცავი ორდერის ვადის გაგრძელების შესახებ, რაც სრულიად უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია.
სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გამოიკვლია მტკიცებულებები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტება, მიიჩნია, რომ დამცავი ორდერის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ ე-–--- გ------კ------ს განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2113 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი პირის მიმართვის საფუძველზე სასამართლოს მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად შესაძლებელია დროებითი ღონისძიების სახით გამოიცეს დამცავი ორდერი.
,,????? ?????? ????????? ??/?? ?????? ????????? ????????, ????????? ?????????? ??????? ?? ?????????? ??????? “ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დამცავი ორდერი არის პირველი ინსტანციის სასამართლოს (მოსამართლის) მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები.
ამავე კანონის მე-11 მუხლით თანახმად, დამცავი ორდერის გამოცემის მოთხოვნის უფლება მსხვერპლს, აგრეთვე მისი ოჯახის წევრს ანდა მსხვერპლის თანხმობით პირს, რომელიც მსხვერპლს უწევს სამედიცინო, იურიდიულ, ფსიქოლოგიურ დახმარებას, ხოლო არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის შემთხვევაში – ასევე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს.
,,????? ?????? ????????? ??/?? ?????? ????????? ????????, ????????? ?????????? ??????? ?? ?????????? ??????? “ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.
ამავე კანონის მე-4 მუხლი განმარტავს ძალადობის თითოეული ზემოაღნიშნული ფორმის არსს: ა) ფიზიკური ძალადობა – ცემა, წამება, ჯანმრთელობის დაზიანება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ფიზიკურ ტკივილს ან ტანჯვას; ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობა, რაც იწვევს ოჯახის წევრის ჯანმრთელობის დაზიანებას ან სიკვდილს; ბ) ფსიქოლოგიური ძალადობა – შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას; გ) იძულება – ადამიანის ფიზიკური ან ფსიქოლოგიური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელება ან რომლისგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება; დ) სექსუალური ძალადობა – სქესობრივი კავშირი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან მსხვერპლის უმწეობის გამოყენებით; სქესობრივი კავშირი ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედება ან გარყვნილი ქმედება არასრულწლოვნის მიმართ; ე) ეკონომიკური ძალადობა – ქმედება, რომელიც იწვევს საკვებით, საცხოვრებელი და ნორმალური განვითარების სხვა პირობებით უზრუნველყოფის, საკუთრებისა და შრომის უფლებების განხორციელების, აგრეთვე თანასაკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობისა და კუთვნილი წილის განკარგვის უფლების შეზღუდვას.
,,????? ?????? ????????? ??/?? ?????? ????????? ????????, ????????? ?????????? ??????? ?? ?????????? ??????? “ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დამცავი ორდერი გამოიცემა 6 თვემდე ვადით. მისი მოქმედების კონკრეტულ ვადას განსაზღვრავს სასამართლო.
,,????? ?????? ????????? ??/?? ?????? ????????? ????????, ????????? ?????????? ??????? ?? ?????????? ??????? “ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დამცავი ორდერის მოქმედების ვადის შეცვლის საკითხს წყვეტს სასამართლო. დამცავი ორდერის მოქმედების ვადის გაგრძელება შესაძლებელია ორდერის მოქმედების პერიოდში და დამატებით არა უმეტეს 3 თვით, თუ არსებობს საფრთხე მსხვერპლის ან ოჯახის სხვა წევრის მიმართ.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2115 მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, დამცავი ორდერი შეიძლება ითვალისწინებდეს:
ა) მსხვერპლის, მასზე დამოკიდებული პირის მოძალადისაგან დაცვის ზომებს;
ბ) მსხვერპლის, მასზე დამოკიდებული პირის მოძალადისაგან გარიდების და მათ თავშესაფარში მოთავსების საკითხებს;
გ) მოძალადის მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილიდან გარიდების საკითხს;
დ) მოძალადის ვალდებულებას – არ შეზღუდოს მსხვერპლი, ისარგებლოს პირადი ნივთებით, ავტომანქანით ან სხვა იმ ქონებით, რომელიც აუცილებელია ადამიანის ნორმალური არსებობისათვის;
ე) მოძალადისათვის თანასაკუთრებით ერთპიროვნულად სარგებლობის უფლების აკრძალვას;
ვ) მოძალადის არასრულწლოვნისაგან განცალკევების, მასთან შეხვედრისა და ურთიერთობის რეგულირების საკითხებს;
ზ) მოძალადის მსხვერპლთან, მის სამსახურთან და სხვა იმ ადგილებთან, სადაც მსხვერპლი იმყოფება, მიახლოების საკითხებს;
თ) მოძალადისათვის დამცავი ორდერის მოქმედების პერიოდში ან დამცავი ორდერით განსაზღვრულ პერიოდში იარაღით (მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღით) სარგებლობის უფლების შეზღუდვას ან აკრძალვას, იარაღის შეძენის ან მის შეძენაზე ნებართვის ან ლიცენზიის მოპოვების უფლების აკრძალვას და პირად საკუთრებაში არსებული ან/და კუთვნილი იარაღის (მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის) შენახვის ან დროებით ჩამორთმევის პირობებს;
ი) მოძალადის მიერ მსხვერპლის მკურნალობის, თავშესაფარში ყოფნის და სხვა, გონივრული ხარჯების ანაზღაურების საკითხებს;
კ) მოძალადის დამოკიდებულებებისა და ქცევის კორექციისკენ მიმართული ღონისძიებების განხორციელებასთან დაკავშირებულ საკითხებს;
ლ) მოძალადის მიერ ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლის საკითხს;
მ) მოძალადის გაფრთხილებას დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ნ) სხვა საკითხებს, რომელთა გადაწყვეტაც აუცილებელია მსხვერპლის უსაფრთხოებისათვის.
მხარეთა განმარტებების, საქმეში არსებული მტკიცებულებების და მითითებული ნორმების ანალიზის საფუძველზე, სასამართლო დარწმუნდა, რომ ის გარემოებები, რომლის არსებობის გამო იქნა გაცემული 2018 წლის 16 აგვისტოს დამცავი ორდერი, დღეის მდგომარეობითაც სახეზეა. მხარეებს შორის დაძაბული ურთიერთობაა და გამოსწორებული არ არის. მართალია დამცავი ორდერის მოქმედების პერიოდში ნ------- კ------ს მიერ არ განხორციელებულა იმგვარი ქმედება, რომელიც გამოიწვევდა დამცავი ორდერის დარღვევას, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ მხარეები კვლავ არიან ერთმანეთთან კონფლიქტურ ურთიერთობაში, არ არის გამორიცხული მათ შორის ნებისმიერ შეხვედრისას წარმოიშვას კონფლიქტი, ასეთ შემთხვევაში ერთადერთი გამოსავალია დამცავი ორდერის არსებობა, შესაბამისად დამცავი ორდერის მოქმედებით უზრუნველყოფილია მსხვერპლის უსაფრთხოება და დამცავი ორდერის მოქმედების ვადა უნდა გაგრძელდეს 03 (სამი) თვის ვადით, შემდეგი პირობებით: - აეკრძალოს მოძალადე ნ------- კ------ს მსხვერპლთან ე-–--- გ------კ------სთან, მის საცხოვრებელ სახლთან, სამსახურთან და იმ სხვა ადგილებთან მიახლოება სადაც მსხვერპლი იმყოფება; მოძალადე ნ------- კ------ს აეკრძალოს ე-–--- გ------კ------სთან რაიმე ფორმით, მათ შორის სატელეფონო საშუალებების გამოყენებით კონტაქტი; მოძალადე ნ------- კ------ს აეკრძალოს მსხვერპლის ე-–--- გ------კ------ს მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფა და ფსიქოლოგიური ძალადობა ნებისმიერი ფორმით, მათ შორის ტელე-საკომუნიკაციო საშუალებებით,სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, 2113-ე, 2115-ე, მუხლებით, ,,????? ?????? ????????? ??/?? ?????? ????????? ????????, ????????? ?????????? ??????? ?? ?????????? ??????? “ საქართველოს კანონით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ე-–--- გ------კ------ს განცხადება დამცავი ორდერის ვადის გაგრძელების თაობაზე დაკმაყოფილდეს.
2. მოძალადე ნ------- კ------ს მიმართ ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 16 აგვისტოს გადაწყვეტილებით გამოცემული დამცავი ორდერის მოქმედება გაგრძელდეს შემდეგი პირობებით: - აეკრძალოს მოძალადე ნ------- კ------ს მსხვერპლთან ე-–--- გ------კ------სთან, მის საცხოვრებელ სახლთან, სამსახურთან და იმ სხვა ადგილებთან მიახლოება სადაც მსხვერპლი იმყოფება;
- მოძალადე ნ------- კ------ს აეკრძალოს ე-–--- გ------კ------სთან რაიმე ფორმით, მათ შორის სატელეფონო საშუალებების გამოყენებით კონტაქტი;
- მოძალადე ნ------- კ------ს აეკრძალოს მსხვერპლის ე-–--- გ------კ------ს მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფა და ფსიქოლოგიური ძალადობა ნებისმიერი ფორმით, მათ შორის ტელე-საკომუნიკაციო საშუალებებით,3. დამცავი ორდერის მოქმედების ვადა გაგრძელდეს 03 (სამი) თვის ვადით.
4. განემარტოთ მხარეებს, რომ დამცავი ორდერის დამტკიცების შესახებ სასამართლო გადაწყვეტილება გამოცხადებისთანავე შედის ძალაში და მისი გასაჩივრება არ აჩერებს დამცავი ორდერის მოქმედებას.
5. მოძალადის მიერ დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
6. გადაწყვეტილების ასლი გადაეგზავნოთ მხარეებს და შსს ქ.ფ----ის საქალაქო ს-----------–--ს.
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან 03 დღის ვადაში, ფოთის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე