განაჩენი

სისხლის სამართლის 08.11.2018
საქმის ნომერი
120100118002338268
დავის ტიპი
126 1
თარიღი
08.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

ახალციხის რაიონული სასამართლო

 

საქმე #1/081-18წ. 18 თებერვალი, 2019 წელი ქ.ახალციხე

 

მოსამართლე - მარიკა ჩიტაშვილი

სხდომის მდივანი - ლაშა ზაზაძე

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე - პროკურორი - კ---------–---–---–ი;

დაცვის მხარე - ბრალდებული - ვ-------------------ი - საქართველოს მოქალაქე, დაბადებული 1-.1-.1--- წელს ა------ში, პ/ნ 0----------, რეგისტრაციის და ფაქტობრივი საცხოვრებლის მისამართი: ქ.ახალციხე 9-------–ის ქუჩა, კორპუსი N9--;

ადვოკატი - პ------------–-–---–ი;

თარჯიმანი - ლ---------------ი;

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

2018 წლის 18 იანვარს დილის საათებში ქ.ახალციხეში, 9-------–ის ქუჩა N9-- ბინაში ვ-------------------მა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ვ----– ს------–---ს, კერძოდ ფიცრით ძლიერად დაარტყა თავის არეში რის შედეგადაც ვ----– ს------–---ი წაიქცა, ვ-------------------ი მოექცა ზევიდან და ვ----– ს------–---ს რამდენჯერმე მუშტი დაარტყა სახის და ტანის არეში, რის შედეგადაც ვ----– ს------–---მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

ვ-------------------მა ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

 

სამართლებრივი შეფასება:

სასამართლომ გამოიკვლია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი შემდეგი მტკიცებულებები: დაზარალებულმა ვ----– ს------–---მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ ცხოვრობს ქ.ახალციხეში 9-------–ის ქუჩა კორპუსი N9-- ბინაში 5 წელია. მშობლების გარდაცვალების დროს ცხოვრობდა ქ.ვ--–-ში ე.წ. ,,მ-------–----ის" დასახლებაში, სახლის პატრონმა უთხრა სახლი დაეცალა, დარჩა უსახლკაროდ და გადაწყვიტა ეცხოვრა მისი მშობლების ბინაში დასთან ვ---- ს------–---ასთან ერთად, ვინაიდან, სახლი ორივე შვილს თანაბრად ეკუთვნოდ. ამჟამად ცხოვრობენ ერთ ბინაში, თუმცა აქვთ ცალ-ცალკე შესასვლელი. 2018 წლის 18 იანვარს 12 საათზე მისი მეუღლე წავიდა სასადილოში, თვითონ და მისი შვილი ა-–---------- ს------–---ი დარჩნენ სახლში. იყო ნასვამი, შვილთან ერთად საუბრობდა და ხმამაღლა იცინოდნენ. ამის გამო ესმოდა მისი სიძის გინების ხმა და ხმამაღალი ყვირილი, ყვიროდა და ეძახდა, რომ გარეთ გასულიყო. როდესაც გავიდა იქ დახვდა ვ-------------------ი, რომელსაც ხელში ეჭირა ერთ მეტრიანი ფიცარი, რომელიც დაარტყა სახის არეში. ფიცარი შემდეგ დააგდო და დაუწყო ხელის დარტყმა. თვალებში დაუბნელდა და წაიქცა, ხოლო წაქცეულს მუშტის დარტყმა დაუწყო. ისე სწრაფად ურტყამდა, რომ ვერ შესძლო შეჩერება. დატყმების დროს განიცდიდა ძლიერ ფიზიკურ ტკივილს. მათთან მივიდა ა-–---------- ს------–---ი და ვ-------------------ს ეუბნებოდა მამისათვის არ დაერტყა, ასევე მივიდა ვ---- ს------–---აც და გააშველეს. მოსულმა პოლიციამ ნახა, რომ იგი დასისხლიანებული იყო. დის ოჯახთან ხშირად აქვთ კონფლიქტური ურთიერთდამოკიდებულება. მომხდარის შესახებ პოლიციას შეატყობინა ვ---- ს------–---ამ.

მოწმე ა-–---------- ს------–---მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ ცხოვრობს მშობლებთან ერთად. ამავე ბინაში ცხოვრობს მისი მამიდა ოჯახით. 2018 წლის 18 იანვარს მამასთან ვ----– ს------–---თან ერტად იმყოფებოდა სახლში, ტელეფონში რაღაცეებს უყურებდნენ და იცინოდნენ. გაიგეს ვ-------------------ს ლანძღვა გინების ხმა, იგი ვ----– ს------–---ს ეძახდა გარეთ გასულიყო. გარეთ გასულ ვ----– ს------–---ს ვ-------------------მა დაარტყა დიდი ფიცარი სახეში, დარტყმის შედეგად ვ----– ს------–---ი ძირს დაეცა, ხოლო ვ-------------------მა ფიცარი დააგდო და დაუწყო ხელების რტყმა, მოწმემ და ვ---- ს------–---ამ გააშველეს. შევიდნენ სახლებში და გამოიძახეს პოლიცია. ადრეც მომხდარა სიტყვიერი კამათი მათ შორის. ვ----– ს------–---ს დალევა უყვარს, მაგრამ ცუდი ხასიათი არ აქვს, იგი ნასვამი იყო, როდესაც ვ-------------------ის დაძახებაზე გარეთ გავიდა, მაშინვე მისი მოქნეული ფიცარი მოხვდა სახეში. სახეზე სისხლი მოსდიოდა. ცდილობდა ვ-------------------ის მოგერიებას.

მოწმე ნ----–--- ვ-–------მ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2018 წლის 18 იანვარს მის შვილმა ა-–---------- ს------–---მა დაურეკა და უთხრა, რომ სახლში ჩხუბი იყო, მამა სისხლიანი იყო და დროზე მისულიყო სახლში. დაახლოებით 13:30 საათზე სახლში მივიდა. ჩხუბი უკვე შეწყვეტილი ჰქონდათ და იატაკზე იყო სისხლი. ა-–---------- ს------–---მა უთხრა, რომ ვ-------------------ი ურტყავდა მის მეუღლეს ვ----– ს------–---ს, თვითონ კი აშველებდა მათ.

მოწმე ვ---- ს------–---ამ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2018 წლის 18 იანვარს იმყოფებოდა სამსახურში მეუღლემ ვ-------------------მა დაურეკა და უთხრა, რომ მისი ძმა ვ----– ს------–---ი ისევ ყვიროდა და ილანძღებოდა, ბავშვს ეშინოდა და კანკალებდა, სთხოვა მისულიყო სახლში, სახლში როდესაც მივიდა იყო სიჩუმე. შევიდა აბაზანაში როდესაც ყვირილის ხმა შემოესმა - მისი ძმა იგინებოდა, კორიდორში გასულმა დაინახა, რომ ვ-------------------ი და ვ----– ს------–---ი იატაკზე იწვნენ და ჩხუბობდნენ, ა-–---------- ს------–---ი კი ფეხით სცემდა მის მეუღლეს. ვ-------------------ი ყვიროდა, რომ დაერეკა პოლიციაში, მოწმემ მართლაც დარეკა 112-ში. პოლიცია რომ მივიდა ვ----– ს------–---მა მათ უთხრა რომ ვ-------------------მა ფიცარი დაარტყა. სინამდვილეში მას არ დაურტყამს, თუმცა მოწმეს ეს ფაქტი თავად არ უნახავს. ჩხუბის შემდეგ ვ-------------------ი შეიყვანა ოთახში, ხოლო ვ----– ს------–---ი შეიყვანა მისმა შვილმა ა-–---------- ს------–---მა. მისი მეუღლის მაისური იყო დახეული, კისერზე ჰქონდა სიწითლე და თვალი ჰქონდა ჩალურჯებული. მის ძმას არანაირი დაზიანება არ ჰქონია. ჩხუბი დაახლოებით 10 წუთი გრძელდებოდა.

მოწმე რ------------------ის ჩვენებით დგინდება, რომ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმესთნ დაკავშირებით მონაწილეობა მიიღო მისივე მოსწავლის ა-–---------- ს------–---ის დაკითხვაში. მისი მამა დაზარალებულად იყო ცნობილი. დაკითხვის დროს არანაირ კანონდარღვევას არ ჰქონია ადგილი ა-–---------- ს------–---ისგან შეიტყო, რომ ჩხუბის დროს სცემეს მისი მამა. დაკითხვის დროს იქ იყვნენ გამომძიებელი და თარჯიმანი. გამომძიებელმა წაუკითხა ჩვენება და თარჯიმანი თარგმნიდა. ა-–----------მ ჩვენების მიცემის დროს უთხრა ის რაც მოხდა სინამდვილეში.

ბრალდებულმა ვ-------------------მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ ცხოვრობს ქ.ახალციხეში 9-------–ის ქუჩაზე მისი მეუღლის ბინაში. მეუღლეს ვ---- ს------–---ას არ სურდა მშობლების ბინის გაყიდვა, მათ ავადმყოფებს უვლიდა და მათი გარდაცვ--–-ბის შემდეგაც იქვე გააგრძელა ცხოვრება. ამავე სახლში ცხოვრობს მისი მეუღლის ძმა ვ----– ს------–---ი, რომელთანაც აქვთ დაძაბული ურთიერთობა - ყოველდღე აგინებდა და ლანძღავდა. 2018 წლის 18 იანვარს იყო სახლში 3 წლის შვილთან ერთად. ვ---- ს------–---ა სამსახურში იყო. ბავშვს აძინებდა, როდესაც ისმოდა ვ----– ს------–---ის ყვირილისა და გინების ხმა. გადიოდა დერეფანში და უძახდა მათ რომ გაჩერებულიყვნენ რადგან ბავშვს აძინებდა, მაგრამ უფრო უმატებდნენ, და უძახდნენ გამოდი რას გვიზავო. ერთ-ერთი გასვლის დროს გამოვარდნენ ვ----–ი ს------–---ი და მისი შვილი ა-–---------- ს------–---ი. მან ფიცარი მოუქნია თვდაცვის მიზნით, ფიცარი მოხვდა ვ----– ს------–---ს ხელზე და ძირს დავარდა. ჩხუბი დაიწყეს და ხელით შეეხნენ ერთმანეთს. და მისი მეუღლეც ყვიროდა რომ გაჩერებულიყვნენ. ა-–---------- ს------–---ი კი მას ურტყავდა. ძირს წაქცევის შემდეგ უმეტესწილად თვითონ მოექცა ზემოდან და ამ მომენტში ურტყამდნენ ვ----–ი და ა-–---------- ს------–---ები. თვითონ ხელებს იქნევდა და შეიძლება სახეში მოარტყა. მას თავი გატეხილი ჰქონდა სისხლი მოსდიოდა, მხარიც ჩალურჯებული ჰქონდა. სანამ ექსპერტიზაზე მივიდოდა მანამდე მოურჩა ეს ყველაფერი თვალიც ჩალურჯებული ჰქონდა. ჩხუბი მოხდა სახლის კორიდორში. ვ----– ს------–---ის მეუღლე იმყოფებოდა სახლში ხმაც ისმოდა, მაგრამ თვითონ ამბობენ, რომ გასული იყო და მერე მოვიდა. ჩხუბის დაწყებამდე რამოდენიმეჯერ მოუწოდა, რომ გაჩუმებულიყვნენ და ნუ ხმაურობდნენ, შემდეგ არაყი დალია გაბრაზებულზე. შემდეგ ისევ უთხრა, რომ გაჩერებულიყვნენ რადგან ბავშვს აძინებდა. ვ----– ს------–---ი კი ყვიროდა გამოდი ნახავ რას გიზამო. მას ემუქრებოდა რომ მოკლავდა რუსული სიტყვებით. რომ გავიდა დერეფანში, ვ----– ს------–---ი მისკენ გაექანა, მაშინ აიღო ფიცარი, პირველმა დაარტყა ვ----–მა და კედელს მიენარცხა, შემდეგ ფიცარი მოუქნია და მოხვდა ხელზე. ჩხუბის დაწყებამდე მას ესმოდა, რომ ლაპარაკობდნენ და გეგმავდნენ როგორ უნდა დაეჭირათ და ეცემათ. ამიტომ აიღო ფიცარი ხელში. ეს ფიცარი განზრახ არ დაურტყავს თავდაცვის მიზნით მოიქნია. ვ----– ს------–---ს ჩაჭიდა ხელები რათა არ ეცემა, ჩაჭიდა ხელი და დააგდო ძირს. ვ----– ს------–---ი აგრძელებდა ისევ ჩხუბს, იგი ხელებს და ფეხებს იქნევდა და რა თქმა უნდა მას ხვდებოდა. შემდეგ წაიყვანეს თავის ოთახში. ვ----– ს------–---ს არც თავი ჰქონდა გაჩეხილი და არც გული არ წასვლია. ამას ესწრებოდა მისი მეუღლეც. მას არავისთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებია.

2018 წლის 18 იანვრის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ.ახალციხეში 9-------–ის ქუჩა N9---ში და წარმოადგენს ნ----–--- ვ-–------ს საცხოვრებელ ბინას. აღნიშნული ბინა მდებარეობს ხუთსართულიანი კორპუსის პირველ სართულზე და აქვს ცალკე შესასვლელი კორპუსის უკანა მხრიდან. სახლის შესასვლელ კართან მივდივართ აივნის გავლით და შიგნით შევდივართ ერთ ფრთიანი ხის კარით. თავდაპირველად ვხვდებით მცირე ზომის დერეფანში, შემდეგ მისაღებ ოთახში სადაც ერთ-ერთ საწოლზე მიყუდებულია ფიცარი სიგრძით 107სმ, სიგანით 8სმ და სისქით 3სმ, რომელიც ექსპერტების მიერ დაინომრა N1-ით და დაილუქა სპეც პაკეტში, ლუქით 46/31. ექსპერტის მიერ გადაღებულია ფოტოსურათები, რომელიც თან ერთვის ოქმს.

მოწმე გ-------------–--ს მიერ გამოძიებისათვის მიცემული ინფორმაციით დადგენილია, მუშაობს შინაგან საქმეთა სამიმინისტროს ახალციხის რაიონულ სამმართველოში, თანამდებობა - უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებელი. გამოძიებას აწარმოებდა აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე. მან გამოკითხა მოწმეები, დანიშნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზები. ასევე დაათვალიერა შემთხვევის ადგილი საიდანაც ამოღებულია ფიცარი, დათვალიერებული სახლი ორ ნაწილად არის გაყოფილი და ამ სახლს აქვს საერთო დერეფანი, საგამოძიებო მოქმედება მიმდინარეობდა კანინიერად - ხელშემშლელი გარემოებების გარეშე. მოწმის მიერ მიწოდებული ინფორმაცია სრულად ასახა გამოკითვის ოქმში რომელიც წაიკითეს და შემდეგ დაადასტურეს ხელმოწერით.

ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N79/05/9-2 სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ვ-------------------ის სხეულზე არსებული ნაჭდევები მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და როგორც თითოეული ცალ-ცალკე ასევე ყველა ერთად აღებული ეკუთვნის სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით აღნიშნული დაზიანებები არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს.

ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N78/05/9-2 სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ვ----– ს------–---ის სხეულზე არსებული სისხლნაჟღენთები და ნაჭდევები მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და როგორც თითოეული ცალცალკე აღებული ასევე ყველა ერთად აღებული ეკუთვნის სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით აღნიშნული დაზიანებები არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს.

ექსპერტმა დ-------------–---–მა დაადასტურა ახალციხის რაიონული სამმართველოს 2018 წლის 19 და 21 იანვრის დადგენილებების საფუძველზე 2018 წლის 22 იანვარს მის მიერ ჩატარებული სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის სისწორე. ხანდაზმულობით აღნიშნული დაზიანებები არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს - 2018 წლის 22 იანვარს.

2018 წლის 31 იანვრის დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილების თანახმად, ვ----–ი ს------–---ი ცნობილ იქნა დაზარალებულად საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.

ვ-------------------ს (პ/ნ 0----------) 2018 წლის 31 იანვარს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და 02 თებერვალს აღკვეთის ღონისძიების სახით შეერჩა გირაო 1000 ლარის ოდენობით, გირაოს შეტანის ვადად განესაზღვრა 50 დღე. ბრალდებულის მიერ გირაო არ იქნა უზრუნველყოფილი.

სასამართლოს დასკვნა ვ-------------------ის მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულების ჩადენის თაობაზე, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც იძლევა ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულებრივ ქმედებას წარმოადგენს ცემა, ან სხვაგვარი ძალადობა რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის განხილვით დადგენილია, რომ 2018 წლის 18 იანვარს დილის საათებში ქ.ახალციხეში, 9-------–ის ქუჩა N9-- ბინაში ვ-------------------მა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ვ----– ს------–---ს, კერძოდ ფიცრით ძლიერად დაარტყა თავის არეში რის შედეგადაც ვ----– ს------–---ი წაიქცა, ხოლო ვ-------------------მა ვ----– ს------–---ს რამდენჯერმე მუშტი დაარტყა სახისა და ტანის არეში. შედეგად ვ----– ს------–---მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.

სასამართლოს დასკვნა ემყარება ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მოწმეთა ჩვენებებს, რომლებიც ერთმანეთთან თანხვედრაშია და მათ შორის რაიმე პრინციპული წინააღმდეგობა არ არსებობს. ძალადობის - როგორც დანაშაულის ფაქტის დასადგენად საჭიროა პირველ რიგში უტყუარი და ურთიერთშეთანხმებული მტკიცებულებებით დადგინდეს ძალადობის არსებობის ფაქტი, რომელმაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარემ წარმოადგინა ყველა ის მტკიცებულება, რომლის მოპოვებაც დანაშაულის ფაქტთან დაკავშირებით ობიექტურად შესაძლებელი იყო. ეს გარემოებაც პირდაპირ ადასტურებს ვ-------------------ის მიერ ვ----– ს------–---ზე განხორციელებული ძალადობას. რაც შეეხება ფაქტობრივ გარემოებას - დაზარალებულმა განიცადა თუ არა ტკივილი ძალადობის გამო, სასამართლო მიუთითებს, რომ ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N78/05/9-2 სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ვ----– ს------–---ის სხეულზე არსებული სისხლნაჟღენთები და ნაჭდევები მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და როგორც თითოეული ცალცალკე აღებული ასევე ყველა ერთად აღებული ეკუთვნის სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით აღნიშნული დაზიანებები არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს. თავად დაზარალებულიც მიუთითებს, რომ დარტყმის შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ობიექტური ანალიზი იძლევა დასკვნის საშუალებას, რომ ვ-------------------ის მხრიდან ადგილი ჰქონდა ვ----– ს------–---ის ცემას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. რაც შეეხება ბრალდებულის განმარტებას, რომ ვ----– ს------–---მა მასაც მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, აღნიშნული წარმოადგენს ცალკე გამოძიების საგანს, ამასთან, მის მიერვე წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებები არ ადგენს შესაძლო აუცილებელი მოგერიების შემთხვევას და არ გამორიცხავს ვ-------------------ის ბრალეულობას წარდგენილ ბრალდებაში.

სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები მთლიანობაში წარმოადგენენ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ვ-------------------ის მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენას.

 

სამართლებრივი შეფასება:

სასამართლო აღნიშნავს, რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდებისათვის, უნდა არსებობდეს შეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა. საქმის განხილვა მიმდინარეობდა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებზე დაყრდნობით, რაც ნიშნავს იმას, რომ პროცესის შედეგი დამოკიდებული იყო მხოლოდ იმაზე, თუ როგორ დაასაბუთებდნენ მხარეები თავიანთ პოზიციებს და რა მტკიცებულებებით დაადასტურებდნენ მათ.

სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა გამოკვლეული მტკიცებულებები, შინაგანი რწმენით შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე შეკრებილი ყველა მტკიცებულება მათი ერთობლიობით დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით და ბრალდებულის ქმედების სამართლებრივი შეფასებისას მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარემ წარმოადგინა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც საკმარისი იქნებოდა ბრალდებულის ვ-------------------ის დამნაშავედ ცნობისათვის.

საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

საქართველოს კონსტიტუციით დაცულია ადამიანის საპროცესო უფლებები და 31-ე მუხლში მითითებულია, რომ დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

გამამტყუნებელი განაჩენი ემყარება მხოლოდ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას. წარმოდგენილი მტკიცებულებებით ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაამტკიცა ვ-------------------ის ბრალეულობა წარდგენილ ბრალდებაში. მოცემულ საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა თანხვედრილია ერთმანეთთან, დამაჯერებელია და აშკარად უთითებს ვ-------------------ის მიერ დანაშაულის ჩადენაზე, რის გამოც მის მიმართ გამოტანილი უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარმოებები:

ვ-------------------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

სასამართლო სასჯელის გამოყენების დასაბუთებისას ხელმძღვანელობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით. რომლის მე-3 ნაწილი ადგენს, რომ სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

სასამართლოს მიაჩნია, რომ ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, ვ-------------------ს უნდა დაენიშნოთ სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 საათის ვადით. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დანაშაულებრივი ქმედება ჩადენილია ნათესავებს შორის საყოფაცხოვრებო უთანხმოების ნიადაგზე. ბრალდებული დაზარალებულს მოუწოდებდა სიმშვიდისაკენ, რასაც ვერ მიაღწია და თავისი წინააღმდეგობა გამოხატა საქმეში აღწერილი (დანაშაულებრივი) ფორმით. კონფლიქტი გაგრძელდა მცირე დროით და მალევე შეწყდა. ბრალდებულის ოჯახი განიცდის ეკონომიკურ სიდუხჭირეს. სასამართლოს მიაჩნია, რომ დანიშნული სასჯელი არ უნდა იყოს დაკავშირებული თავისუფლების აღკვეთასთან რათა რეალურად იყოს შესაძლებელი ბრალდებულის რესოციალიზაცია და უფრო მეტად არ გაართულოს დაპირისპირებულ ნათესავებს შორის ურთიერთდამოკიდებულება. დანიშნული სასჯელი გახდება საფუძველი მომავალში ბრალდებულის საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ვ-------------------ი (პ/ნ0----------) ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 საათის ვადით.

2. ვ-------------------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.

3. ნივთიერი მტკიცებულებები: ხის ჯოხი განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

4. განაჩენის აღსრულებაზე, ”არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 და მე-5 მუხლის თანახმად, კონტროლი დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე;

6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ახალციხის რაიონული სასამართლოს (მის: ქ.ახალციხე, მებაღიშვილის ქ.N62) მეშვეობით.

 

მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილი