განაჩენი

სისხლის სამართლის 17.01.2019
საქმის ნომერი
330100117001907546
თარიღი
17.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #-------------------------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

17 იანვარი 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ლელა შკუბულიანმა,ნინო დანელიას მდივნობით,პროკურორ - გ------- გ-----ის

ადვოკატ - ზ------ ბ----–---–ის

ბრალდებულ - გ------- ბ-–-–---–ის

 

მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ბრალდებულ გ------- ი---------- ბ-–-–---–ის მიმართ, დაბადებული 1----–-–----------------–-, საქართველოს მოქალაქე, (პირადი #-----------), ა---------–---------–--- განათლებით, დასაოჯახებელი, რეგისტრირებული: ქ--------------------–---–------------------------ ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-------–-----------–---–-----------------------------------–-- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით;

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ------- ბ-–-–---–მა ჩაიდინა თაღლითობა -მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, სხვისი დიდი ოდენობით ნივთის დაუფლება მოტყუბეით, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2015 წლის 12 ოქტომბრიდან 2016 წლის 07 ნოემბრის ჩათვლით გ------- ბ-–-–---–ი მუშაობდა ს------------------–------------------------–--–-- ა-----------------------–---–------- და მას ევალებოდა კ----------–------–--------------------------------–--------------–----------------------------.

 

გ------- ბ-–-–---–ი მოქმედებდა რა ერთიანი მიზნითა და საერთო განზრახვით, 2016 წლის 09 სექტემბრიდან 04 ნოემბრამდე პერიოდში, სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაეუფლა ს------------------ კ-------- 5-------- ლარს, რითიც კ--------- მიაყენა დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.

 

გ------- ბ-–-–---–ის ბრალდების საქმის არსებითი განხილვისას ბრალდების მხარის მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი ბრალდებულს არ გაუხდია სადავოდ და მათში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებს, თანახმად საქართველოს სსსკ 73-ე მუხლის ,,დ” პუნქტისა, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტიცებულებათა ერთობლიობა გ------- ბ-–-–---–ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, კერძოდ: გ------- ბ-–-–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება - თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი დიდი ოდენობით ნივთის დაუფლება მოტყუებით, სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, დადასტურებულია მოწმეების - ლ---- ც-------ს, ლ-–-------ის, კ------------- ლ---–----ის, რ--------- მ-----–---–ის, ი---------ის გამოკითხვის ოქმებით, კ------------- ლ---–----ის და ლ-–-------ის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციით, ს----------–------------------------------------------------------------–---–--------------–--------------------------------------------–-------, გ------- ბ-–-–---–ის გამოკითხვის ოქმით, დადგენილებით დაზარალებულად ცნობის შესახებ და საქმეში არსებული სხვა მასალათა ერთობლიობით.

 

სასამართლო გ------- ბ-–-–---–ის ბრალეულობას დადასტურებულად მიიჩნევს და თვლის, რომ მის მიერ ჩადენილია საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული.

 

გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი, არის კანონის საპასუხო სანქცია ჩადენილ დანაშაულთან მიმართებით. შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, აგრეთვე ბრალდებულის პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს. ასევე ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას.

 

სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულებრივი ქმედების ხასიათს და აღნიშნავს, რომ გ------- ბ-–-–---–ის მიმართ გამოყენებული უნდა იქნეს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის საფუძველი და იქნება დამაფიქრებელი მისთვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი და შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას. სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ საქმეზე წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება ბრალდებულმა უდაოდ ცნო და ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, დაზარალებულისთვის მიყენებული ზიანი ანაზღაურებულია სრულად.

სასჯელის სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პიროვნებას, წარსულში არასოდეს ყოფილა შემჩნეული სამართალდარღვევაში, მან აღიარა და გულწრფელად მოინანია ჩადენილი დანაშაული, რაც სასამართლოს უქმნის რწმენას, რომ ჩადენილი დანაშაულისთვის გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევა შესაძლებელია ბრალდებულისათვის სასჯელის თ/აღკვეთის დანიშვნის გარეშეც.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ გ------- ბ-–-–---–ის მიერ ჩადენილი დანაშაულისათვის საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და ,,ბ“ ქ/პუნქტების სანქციები, სასჯელის სახით ითვალისწინებენ თავისუფლების აღკვეთას და ჯარიმას.

 

გ------- ბ-–-–---–ს ზ/აღნიშნული შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს ჯარიმა, რაც ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მისი საზოგადოებრივი საშიშროებისა და პიროვნების გათვალისწინებით, არის პროპორციული და სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

გ------- ბ-–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქ/პუნქტებით და სასჯელად განესაზღვროს ჯარიმა 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.

 

გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2----–-–-----------–-- განჩინებით ბრალდებულ გ------- ბ-–-–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების, გირაოს სახით განსაზღვრული თანხის 7-------–------------- ლარის ნაცვლად, ი----- ბ-–-–---–ის (პირადი ნომერი 4----------- საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, მდებარე, ქ--–----------------------–---–------------------------------------------------- დადებული ყადაღა.

 

დისკი, რომელიც ერთვის საქმეს შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით

 

მოსამართლე ლელა შკუბულიანი