გადაწყვეტილება

სამოქალაქო 28.02.2019
საქმის ნომერი
330210018002387020
კატეგორია
დავის ტიპი
სანივთო-სამართლებრივი დავები
თარიღი
28.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N2/10232-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

25 იანვარი, 2019 წ. ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ვერა დობორჯგინიძე

სხდომის მდივანი გვანცა ტურაშვილი

მოსარჩელე: ჯ----–----–-–---–ი, პ/ნ 0----------

წარმომადგენელი: მ------------–---–ი

მოპასუხე: პ---------------–---–ი

დავის საგანი: მესაკუთრედ ცნობა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

ჯ----–----–-–---–ი ცნობილ იქნეს ქ. თბილისში, თ------–---–------------ მდებარე, ე------–-–---–-----------–---–ის სახელზე საჯარო რეესტრში N----------------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 30 კვ.მ. ს----------- სახელოსნოს ½ ნაწილის მესაკუთრედ.

 

მოსარჩელემ განმარტა, რომ აწ გარდაცვლილი მხატვარი ე------–-–---–-----------–---–ი არის მოსარჩელის ყოფილი მეუღლე, რომლის სახელზეც სადავო ფართი მოსარჩელის სურვილით აღირიცხა, თუმცა, მოსარჩელეს უარი არ უთქვამს სადავო უძრავი ნივთის მესაკუთრეობაზე. მოსარჩელემ განმარტა, რომ მან არ იცოდა სახელოსნოს მხოლოდ ე------–-–---–-----------–---–ის სახელზე რეგისტრაციის შესახებ და მიიჩნია, რომ ვინაიდან სახელოსნოს გასაღები მოსარჩელეს აქვს და ჯერ კიდევ 1--- წლისთვის სახელოსნო სწორედ მოსარჩელისთვის იყო გამოყოფილი საქართველოს მ----------- კავშირის მიერ, მოსარჩელე უფლებამოსილია, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1--- წლის 1 თებერვლის 107-ე დადგენილების პირველი და მე-5 პუნქტების საფუძველზე, მოითხოვოს სადავო უძრავი ნივთის ½ ნაწილის მესაკუთრედ ცნობა.

 

მოსარჩელე მხარემ განმარტა, რომ მოთხოვნას აყენებს არა როგორც ე------–-–---–-----------–---–ის ოჯახის წევრი, არამედ როგორც სადავო ფართის ძირითადი დამქირავებელი, რადგან განქორწინების გათვალისწინებით, სადავო ფართის პრივატიზაციის დროს, მოსარჩელე აღარ იყო ე------–-–---–-----------–---–ის ოჯახის წევრი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხე პ---------------–---–ის მოძიება სასამართლოს ძალისხმევის მიუხედავად ვერ მოხერხდა. მოპასუხეს სარჩელი ჩაბარდა საჯარო შეტყობინების გზით, მისი უკანასკნელი რეგისტრირებული საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. საქმის განხილვაზე გამოცხადებულმა მოსარჩელემ განმარტა, რომ მისი ინფორმაციით, მოპასუხე ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემები და ბოლოს, სავარაუდოდ, ფსიქიატრიულ დაწესებულებაში იმყოფებოდა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. საჯარო რეესტრის ამონაწერით დადგენილია, რომ უძრავი ნივთი, მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, თ------–---–------------, 30 კვ.მ. ს----------- სახელოსნო საკადასტო კოდით N-----------------------, რეგისტრირებულია ე------–-–---–-----------–---–ის საკუთრებად. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია 1--- წლის 16 ოქტომბერს დამოწმებული პრივატიზაციის ხელშეკრულება N------ (ს.ფ. 27-28).

 

3.1.2. 1--- წლის 16 ოქტომბრის პრივატიზაციის ხელშეკრულებით დადგენილია, რომ ე------–-–---–-----------–---–ს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1--- წლის პირველი თებერვლის დადგენილების საფუძველზე, საკუთრებაში გადაეცა ადგილობრივი თვითმმართელობის ორგანოს კუთვნილი30 კვ.მ. ს----------- სახელოსნო, მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, თ------–---–----- (ს.ფ. 29-30).

 

3.1.3. ქორწინების მოწმობით დადგენილია, რომ ე------------–---–ი და ჯ----–----–-–---–ი დაქორწინდნენ 1--- წლის 14 ივნისს და ქორწინების შემდეგ, ემ-----–-–---–ს მიენიჭა გვარი ხ--–-–---–-----------–---–ი (ს.ფ. 33).

 

3.1.4. განქორწინების მოწმობით დადგენილია, რომ ე------–-–---–-----------–---–ისა და ჯ----–----–-–---–ის ქორწინება შეწყდა 1--- წლის 22 იანვარს (ს.ფ. 34, 36-37).

 

3.1.5. გარდაცვალების მოწმობით დადგენილია, რომ ე------–-–---–-----------–---–ი გარდაიცვალა თბილისში, 2--- წლის 13 თებერვალს (ს.ფ. 38, 40-41).

 

3.1.6. საქართველოს ნოტარიუსთა პალატის ანდერძების ერთიანი ელექტრონული რეესტრის 2--- წლის 31 ნოემბრის ინფორმაციით დადგენილია, რომ ანდერძების ერთიან რეესტრში არ მოიძებნა ჩანაწერი ე------–-–---–-----------–---–ის სახელით დამოწმებული ანდერძის თაობაზე (ს.ფ. 49).

 

3.1.7. საქართველოს ნოტარიუსთა პალატის 2--- წლის 20 მარტის ინფორმაციით ერთიანი ელექტრონული სამემკვიდრეო რეესტრიდან დადგენილია, რომ ერთიან ელექტრონულ სამემკვიდრეო რეესტრში რეგისტრირებულია ჩანაწერი ე------–-–---–-----------–---–ის დანაშთი ქონების თაობაზე. კერძოდ, 2--- წლის 31 მაისს, ნოტარიუსის მიერ დამოწმებულია სამკვიდროს მიღების/სამკვიდრო მოწმობის გაცემის შესახებ განცხადება. სანოტარო მოქმედების შესრულებაზე უარის თქმის შესახებ დადგენილებით დადგენილია, რომ 2--- წლის 10 დეკემბერს ჯ----–----–-–---–ს უარი ეთქვა სანოტარო მოქმედების შესრულებაზე , კერძოდ, მეუღლე ე------–-–---–-----------–---–ის კუთვნილ ქონებაზე სამკვიდრო მოწმობის გაცე--ზე, რადგან საქმის წარმოებისას გაირკვა, რომ ჯ----–----–-–---–ი და ე------–-–---–-----------–---–ი განქორწინდნენ 1--- წელს, რის გამოც, ჯ----–----–-–---–ი აღარ ჩაითვალა გარდაცვლილი ე------–-–---–-----------–---–ის მეუღლედ და პირველი რიგის მემკვიდრედ (ს.ფ. 48, 50).

 

3.1.8. მოსარჩელის ახსნა-განმარტებითა და საქართველოს მ----------- კავშირის ცნობებით დადგენილია, რომ 1--- წელს, მოსარჩელეს მ----------- კავშირის სამდივნოს მიერ გაუნაწილდა საქართველოს მინისტრთა საბჭოს დადგენილებით მ----------- კავშირისათვის გამოყოფილი შ--------------- სახელოსნო თ------–---–ის ქ. N---ში, სადაც წლების მანძილზე მუშაობდა მეუღლესთან, ე------–-–---–-----------–---–თან ერთად (ს.ფ. 54, 55, 56).

 

3.1.9. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2--- წლის 12 ივლისის წერილით დადგენილია, რომ ე------------–---–ი (ქორწინებამდელი გვარი - მ---------), 1--- წლის 3 ივნისიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იყო დ-----------------–---–თან. აღნიშნული ქორწინება შეწყდა განქორწინების საფუძველზე 1--- წლის 10 სექტემბერს. მოპასუხე პ---------------–---–ი არის ე------------–---–ის შვილი (ს.ფ. 109).

 

3.1.10. სასამართლოს მიერ საქართველოს ნოტარიუსთა პალატიდან გამოთხოვილი მტკიცებულებებით დასტურდება და მოსარჩელე სადავოდ არ ხდის გარემოებებს, რომ:

 

ა) 1--- წლის 3 აპრილს, ჯ----–----–-–---–მა საქართველოს მ----------- კავშირს მიმართა განცხადებით ჯ----–----–-–---–ის შ--------------- სახელოსნოს მის მეუღლეზე, ე------–-–---–-----------–---–ზე, გადაფორმების შესახებ. ჯ----–----–-–---–ის განცხადება დაკმაყოფილდა და საქართველოს მ----------- კავშირის გამგეობის გადაწყვეტილებით, ჯ----–----–-–---–ის შ--------------- სახელოსნო, მდებარე ქ. თბილისში, თ------–---–ის ქ. N---ში, გადაფორმდა ჯ----–----–-–---–ის მეუღლეზე, ე------–-–---–-----------–---–ზე. გამგეობის გადაწყვეტილებით, შესაბამის სახლმმართველობას გამგეობის გადაწყვეტილების შესაბამისი ცვლილების დოკუმენტურად გაფორმება დაევალა (ს.ფ. 124).

 

ბ) 1--- წლის 16 მაისს, მ----------- კავშირმა ე------–-–---–-----------–---–ის სახელზე გასცა სადავო შ--------------- სახელოსნოს ორდერი N---, ხოლო 1--- წლის 16 ოქტომბერს, ე------–-–---–-----------–---–სა და ქ. თბილისის საბურთალოს რაიონის საბინაო საექსპლუატაციო ორგანიზაციის წარმომადგენელს შორის გაფორმდა პრივატიზაციის ხელშეკრულება, რომლითაც ე------–-–---–-----------–---–ს საკუთრებაში გადაეცა 30 კვ.მ. ს----------- სახელოსნო, მდებარე ქ. თბილისში, თ------–---–ის ქ. N---ში (ს.ფ. 117-118, 123).

 

გ) საქართველოს მ----------- კავშირის 1--- წლის 2 ოქტომბრის ცნობით დადგენილია, რომ ე------–-–---–-----------–---–ის სახელზე მ----------- კავშირმა სახლმმართველობაში წარსადგენად 1--- წლის 2 ოქტომბერს გასცა ცნობა, რომლითაც მ----------- კავშირმა ე------–-–---–-----------–---–ს თავისი (ე------–-–---–-----------–---–ის) შ--------------- სახელოსნოს პრივატიზაციის უფლება მისცა (ს.ფ. 122)

 

გ) ე------–-–---–-----------–---–ი სადავო ს----------- სახელოსნოს პრივატიზების დროს იყო ამ სახელოსნოს მოსარგებლე (ცნობა, ს.ფ. 121).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

სადავო ფაქტობრივი გარემოებები საქმეში წარმოდგენილი არ არის.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შე--ჯამებელი სასამართლო დასკვნა

სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შემოწმების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო.

 

5. კანონი, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზაციის (უსასყიდლოდ გადაცემის) შესახებ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1--- წლის 1 თებერვლის N107 დადგენილება

 

6. სამართლებრივი შეფასება

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1--- წლის 1 თებერვლის 107-ე დადგენილების პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზაცია წარმოადგენს მოქალაქეთათვის სახელმწიფო და საზოგადოებრივ საბინაო ფონდში მათ მიერ დაკავაბული საცხოვრებელი სახლის (ბინის) ნებაყოფლობითი შეღავათიანი პირობებით საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცე--ს. ამავე დადგენილების მე-5 პუნქტით დადგენილია, რომ საცხოვრებელი სახლი (ბინა) უსასყიდლოდ გადაეცე--თ საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეებს, რომლებიც ამ საცხოვრებელი სახლის (ბინის) დამქირავებლები ან დამქირავებლის ოჯახის წევრები არიან; მოქალაქენი, რომელთაც უსასყიდლოდ უნდა გადაეცეთ საცხოვრებელი სახლი (ბინა), განცხადებით მიმართავენ ადგილობრივი მმართველობის ორგანოების საბინაო-საექსპლოატაციო ორგანიზაციებს, საწარმო-დაწესებულებებსა და ორგანიზაციებს, რომელთა ბალანსზეც ირიცხება საცხოვრებელი სახლი (ბინა).

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1--- წლის 1 თებერვლის 107-ე დადგენილების მიზანს წარმოადგენდა მოქალაქეთათვის სახელმწიფო და საზოგადოებრივ საბინაო ფონდში მათ მიერ დაკავებული საცხოვრებელი სახლის (ბინის) ნებაყოფლობითი შეღავათიანი პირობებით საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცე--. ამდენად, 107-ე დადგენილებით გათვალისწინებული საკუთრების უფლების მოსაპოვებლად, მოსარჩელის მიერ სარჩელზე დართული მტკიცებულებებით უნდა დასტურდებოდეს, რომ პრივატიზაციის დროისათვის მოსარჩელე სადავო სახელოსნოს დამქირავებელი და მოსარგებლე იყო, რისი დადასტურებაც მოსარჩელემ ვერ შეძლო უტყუარი და დასაშვები მტკიცებულებების სასამართლოსათვის წარდგენის გზით (იხ. სუსგ №ას-1204-1124-2---, 26 ოქტომბერი, 2---წ.). შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა განხორციელებადი იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუკი მოსარჩელე სარწმუნოდ დაასაბუთებდა პრივატიზების დროისათვის სადავო მისამართზე მდებარე ნივთით სარგებლობის ფაქტს.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებითა და საქმეზე დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებებით ერთმნიშვნელოვნად დგინდება, რომ ე------–-–---–-----------–---–ი სადავო ფართის დამქირავებელი და ფართის მოსარგებლე იყო. გარემოება, რომ მოსარჩელე სადავო ფართს ყოფილ მეუღლესთან ერთად სამუშაოდ იყენებდა, არ წარმოადგენს ამ ფართზე საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძველს. საქართველოს ნოტარიუსთა პალატის 2--- წლის 13 ნოემბრის წერილითა და საქმეში წარმოდგენილი საპრივატიზაციო დოკუმენტაციით დასტურდება, რომ მოსარჩელე ჯ----–----–-–---–ი სადავო ფართის პრივატიზების ხელშეკრულებაში და საპრივატიზაციო დოკუმენტაციაში არ ფიგურირებს (ს.ფ. 31, აბზ. II). საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1--- წლის 1 თებერვლის 107-ე დადგენილების მე-2 პუნქტის ბოლო წინადადებით დადგენილია, რომ ბინა, რომელიც სარგებლობის უფლებით გადაცემული აქვს რამდენიმე დამქირავებელს, მათ საკუთრებაში გადაეცე--თ ყველა დამქირავებლის თანხმობით. განსახილველ შემთხვევაში, უდავოა, რომ პრივატიზაციის დროს, მოსარჩელე და ე------–-–---–-----------–---–ი განქორწინებულნი იყვნენ, პრივატიზაციის დოკუმენტაცია არ შეიცავს მოსარჩელის თანხმობას პრივატიზაციაზე, ან რაიმე სხვა მტკიცებულებას, რომელიც პრივატიზების დროს მოსარჩელის სადავო ფართით სარგებლობას დაადასტურებდა.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ სარჩელს, როგორც უსაფუძვლოს, უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

 

7. პროცესის ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

სარჩელზე გადახდილია სახელწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით (ს.ფ. 23). ვინაიდან მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე, სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 ლარი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. ჯ----–----–-–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. ჯ----–----–-–---–ის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ვერა დობორჯგინიძე