განაჩენი

სისხლის სამართლის 14.12.2018
საქმის ნომერი
330100115001070480
თარიღი
14.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/-------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

14 დეკემბერი 2018 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

მოსამართლე - გიორგი დარახველიძე

სხდომის მდივანი - ქეთევან ხელაძე

 

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - გი-------------ე,დაცვის მხარე:

 

ადვოკატები - ამ----------------–ი და ნა------------–---–ი,ბრალდებული - ტა-----–-–-----–-ა, დაბადებული 1----–-–-------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №4----------, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული: ქ.ფ---------------–---–-------- N207, მცხოვრები: თბილისი, ვ-–----–----–-----------------

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი;

 

ქონების მესაკუთრის დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანება მოტყუებით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

"საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის N290-ე ბრძანების 51-ე მუხლით განსაზღვრულია საშეღავათო პერიოდი, რის ფარგლებშიც იმპორტიორი უფლებამოსილია შემოტანილ საქონელზე იმპორტის გადასახდელები გადაიხადოს საქონლის გაშვებიდან არაუგვიანეს 5 კალენდარული დღისა, ხოლო წინასწარი დეკლარირების შემთხვევაში არაუგვიანეს 15 კალენდარული დღისა. ტა-----–-–-----–-ასთვის ცნობილი იყო ზემოხსენებული საშეღავათო პირობების თაობაზე, ანგარების მოტივით განიზრახა შესაბამისი მაკონტროლებელი ორგანოების მოტყუების გზით, მოეხდინა სხვადასხვა მეწარმე სუბიექტების სახელით დიდი ოდენობით საქონლის იმპორტი, ესარგებლა 5 ან 15 დღიანი საშეღავათო პერიოდით და არ გადაეხადა იმპორტის გადასახადები, რითაც მიუღებელი შემოსავლის სახით დიდი ოდენობით ზიანი მიადგებოდა სახელმწიფო ბიუჯეტს. დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, ტა-----–-–-----–-ამ 2012 წლის 0------------–- მის მიერ დარეგისტრირებული შპს „ფ-----------“-ის (ს/ნ 4--------- კომპანიას დარეგისტრირებისას ერქვა შპს „B-------------“, რომელსაც შეეცვალა სახელი და დაერქვა შპს „ფ-----------“) სახელით, 2012 წლის აგვისტოდან 2013 წლის 28 იანვრის ჩათვლით განახორციელა 78 441 ლარის ღირებულების საქონლის იმპორტი. იმპორტის საბაჟო ოპერაციების შედეგად დარიცხულმა გადასახადმა იმპორტის და დამატებითი ღირებულების გადასახადის ნაწილში შეადგინა 25 209 ლარი. ასევე, მისი ძმის ავ--------–-–-----–--ს მიერ 2013 წლის 1--------- დარეგისტრირებული შპს ,,ლ------------“-ით (ს/ნ 4--------), ტა-----–-–-----–-ამ, 2013 წლის 0---------------- 2014 წლის 1---------- ჩათვლით განახორციელა 375 578 ლარის ღირებულების საქონლის იმპორტი. იმპორტის საბაჟო ოპერაციების შედეგად დარიცხულმა გადასახადმა იმპორტის და დამატებითი ღირებულების გადასახადის ნაწილში შეადგინა 84 404 ლარი. ასევე, მისი ძმის ბე----–-----–-ას სიმამრის - კ----------------ს სახელზე დარეგისტრირებული შპს ,,ჯ---------ს (ს/ნ 4--------) სახელით, ტა-----–-–-----–-ამ 2013 წლის 2--------–----- 2014 წლის 2--------------- ჩათვლით განახორციელა 337 656 ლარის ღირებულების საქონლის იმპორტი. იმპორტის საბაჟო ოპერაციების შედეგად დარიცხულმა გადასახადმა იმპორტის და დამატებითი ღირებულების გადასახადის ნაწილში შეადგინა 72 889 ლარი. ასევე ტა-----–-–-----–-ამ, 2010 წლის 1--------–- დარეგისტრირებული მისი კუთვნილი შპს ,,მე-----------------“-ს (ს/ნ 4--------) სახელით 2014 წლის 23 ივლისიდან 2014 წლის 04 სექტემბრის ჩათვლით განახორციელა 441 110 ლარის ღირებულების საქონლის იმპორტი. იმპორტის საბაჟო ოპერაციების შედეგად დარიცხულმა გადასახადმა იმპორტის და დამატებითი ღირებულების გადასახადის ნაწილში შეადგინა 93 298 ლარი. ასევე, შპს ,,ევ-----------“-ს (ს/ნ 2-------9) სახელით, ტა-----–-–-----–-ამ 2014 წლის 11 აგვისტოს განახორციელა 187 285 ლარის ღირებულების საქონლის იმპორტი. იმპორტის საბაჟო ოპერაციების შედეგად დარიცხულმა გადასახადმა იმპორტის და დამატებითი ღირებულების გადასახადის ნაწილში შეადგინა 60 230 ლარი. ასევე, მისი ცოლის მ-------------–--ს სახელზე დარეგისტრირებული შპს ,,იმ---------“-ს (ს/ნ 4--------) სახელით, ტა-----–-–-----–-ამ 2014 წლის 18 ნოემბრიდან 2014 წლის 01 დეკემბრამდე განახორციელა 51 397 ლარის ღირებულების საქონლის იმპორტი. იმპორტის საბაჟო ოპერაციების შედეგად დარიცხულმა გადასახადმა იმპორტის და დამატებითი ღირებულების გადასახადის ნაწილში შეადგინა 16 525 ლარი. ტა-----–-–-----–-ამ ზემოაღნიშნული კომპანიების სახელით იმპორტირებული საქონელი გაფორმების ეკონომიკური ზონიდან გაიტანა ისე, რომ საქართველოს ფინანასთა მინისტრის ბრძანებით გათვალისწინებულ საშეღავათო პერიოდში არ გადაიხადა იმპორტის გადასახდელები, რითაც სახელმწიფოს მიადგა 352 555 ლარის დიდი ოდენობით ზიანი.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა, შეფასება:

 

ქონების მესაკუთრის დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანება მოტყუებით.

 

სასამართლო სხდომაზე დაზარალებულის წარმომადგენელმა გი-----------------მ დაადასტურა, რომ ტა-----–-–-----–-ას ქმედებებით ფინანსთა სამინისტროს მიადგა ზიანი. მან განმარტა თუ როგორ ხდება 5 ან 15 დღიანი საშეღავათო პერიოდით სარგებლობა. ფინანსთა მინისტრის ბრძანებით შესაძლებელია საქონელი შემოტანილი იქნეს საქართველოში, მოხდეს საქონლის დეკლარირება და გარკვეული პერიოდის შემდეგ გადახდილი იქნეს დღგ და იმპორტის გადასახადი. საშეღავათო პერიოდებია 5 და 15 დღიანი, ასევე არსებობს ოქროს სია, რომელშიც მოხვედრილ კომპანიებს 30 დღიანი საშეღავათო პერიოდი აქვს. სახელმწიფოს მხრიდან წახალისების ფორმაა საშეღავათო პერიოდები, ვინაიდან სახელმწიფო ცდილობს ხელი შეუწყოს ეკონომიკის განვითარებას, ასევე დაცული იქნეს მხარეების ინტერესები. სახელმწიფოს კეთილი ნების საპასუხოდ, არსებობს ისეთი პირები, რომლებიც საშეღავათო პერიოდებს იყენებენ ბოროტად. არეგისტრირებენ ფიქტიურად შპს-ეს, რომლითაც შემოაქვთ საქართველოში საქონელი, შემდეგ ითხოვენ გარკვეულ საშეღავათო პერიოდს, საქონლის განბაჟების გარეშე ზონიდან გააქვთ საქონელი და ახდენენ მის რეალიზაციას, ხოლო შემდეგ კი სახელმწიფო ბიუჯეტში არ იხდიან გადასახადებს. ვინაიდან შპს-ს არ გააჩნია არავითარი საწესდებო კაპიტალი, სახელმწიფო ვერ ახორციელებს გადასახადების ამოღებას.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე კი----------–---მ განაცხადა, რომ მის მიერ მოპოვებული იქნა ინფორმაცია ტა-----–-–-----–-ას შესახებ, შემდეგ მან დაამუშავა ინფორმაცია, რის შემდეგაც დაადგინა, რომ ტა-----–-–-----–-ა საშეღავათო პერიოდს იყენებდა ბოროტად. ტა-----–-–-----–-ას საბაჟო კონტროლის ზონიდან საქონელი გაჰქონდა და ახდენდა საქონლის რეალიზაციას, მაგრამ 5 და 15 დღიანი საშეღავათო პერიოდის გასვლის შემდეგ არ იხდიდა გადასახადებს. იმ კომპანიებს, რომლითაც ტა-----–-–-----–-ა ახდენდა საქართველოში საქონლის იმპორტს, ბალანსზე არ აღერიცხებოდა არაფერი. კომპანიები ერთმანეთთან იყვნენ დაკავშირებულნი, ერთი და იგივე პირები იყვნენ ამ კომპანიის უკან. საშეღავათო პერიოდის ამოწურვის შემდეგ, როდესაც საშემოსავლო სამსახურისთვის ცნობილი ხდებოდა დავალიანების შესახებ, ეს კომპანიები წყვეტდნენ საქმიანობას და ვერ ხდებოდა დავალიანების ამოღება.

 

მოწმე ავ--------–-–-----–--ს ჩვენების მიხედვით, შპს ,,ლ------------“-ის და შპს ,,ევ-----------“-ის დირექტორი იყო, თუმცა მას სამეწარმეო საქმიანობა არასდროს განუხორციელებია და მინდობილი ჰქონდა მის ძმაზე - ტა-----–-–-----–-აზე. ორივე კომპანიით სამეწარმეო საქმიანობას ახორციელებდა მისი ძმა. 2013 წლის 5 დეკემბრიდან 2014 წლის 15 მარტამდე პერიოდში ტა-----–-–-----–-ა ახორციელებდა სამეწარმეო საქმიანობას, მას იმპორტირებული საქონელი შემოჰქონდა საქართველოში. მან დაადასტურა, რომ 2013-2014 წლებში ტა-----–-–-----–-ა სხვა შპს-ებითაც საქმიანობდა და შემოჰქონდა საქართველოში იმპორტი. მას რაიმე ინფორმაცია დავალიანებასთან დაკავშირებით არ ჰქონია. მას არანაირი სარგებელი არ მიუღია. მანვე დაადასტურა, რომ 2014 წლის 11 აგვისტოს შპს ,,ევ-----------“-ის მეშვეობით იმპორტი განხორციელებული აქვს ტა-----–-–-----–-ას.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე კუ-------------ს ჩვენების მიხედვით დასტურდება, რომ შპს ,,ჯ--------“-ს საქმიანობის და მართვის თაობაზე მინდობილობა გაცემული ჰქონდა ტა-----–-–-----–-აზე, ვინაიდან იგი ვერ ერკვეოდა სამეწარმეო საქმიანობაში. საჯარო რეესტრში მივიდნენ ის და ტა-----–-–-----–-ა, სადაც განახორციელეს კომპანიის სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში ცვლილებები, მომსახურეობის თანხა გადაიხადა ტა-----–-–-----–-ამ. მას საქართველოში საქონლის იმპორტი არ განუხორციელებია, ასევე არ განუხორციელებია უცხოელებთან საქონლის შეძენის თაობაზე მოლაპარაკებები, ამ ყველაფერს ახდენდა ტა-----–-–-----–-ა. ასევე ტა-----–-–-----–-ა ახორციელებდა საბაჟო დეკლარაციების წარდგენას.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე ზა--–-–----–-----მ განაცხადა, რომ 2014-2015 წლებში მუშაობდა ტა-----–-–-----–-ასთან, მას მხოლოდ შპს ,,იმ----------თან და შპს ,,ლ------------

- თან ჰქონდა შეხება. ტა-----–-–-----–-ა საქართველოში ძირითადად მარილის და შაქრის იმპორტს ახორციელებდა. იგი კურირებდა საწყობს ტა-----–-–-----–-ას დავალებით, მას ჩაბარებული ჰქონდა საწყობის საქმეები. ის ტა-----–-–-----–-ას დავალებით, როცა მას (ტა-----–-–-----–-ა არ ეცალა, ამზადებდა ტვირთების გამოწერის თაობაზე საბუთებს, ასევე საქონლის განბაჟებაში მონაწილეობდა. მას ანგარიშსწორებასთან დაკავშრებით შეხება არ ჰქონია.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე გრ-----–----------მ დაადასტურა, რომ მინდობილობის საფუძველზე, ტა-----–-–-----–-ას თხოვნით შპს ,,მე---------------“-ით შემოტანილი საქონელი განაბაჟა, შემდეგ კი საბაჟო კონტროლის ზონიდან გამოიტანა საქონელი და ჩააბარა ტა-----–-–-----–-ას.

 

სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა ტა-----–-–-----–-ამ თავი არ სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განაცხადა, რომ მან იცის საშეღავათო პერიოდის შესახებ, რომელსაც იყენებდა სამეწარმეო საქმიანობის დროს. მისი განმარტებით, იყო შემთხვევები, როდესაც ვერ იხდიდა იმპორტირებული საქონლის გადასახადებს, რაც დაკავშირებული იყო პროდუქციის უვარგისობასთან, ასევე უკავშირდებოდა აშშ დოლარის ეროვნულ ვალუტასთან გამყარებას, ასევე უკავშირდებოდა პროდუქციის წარუმატებელ რეალიზაციას, თუმცა მას არავინ მოუტყუებია და წარდგენილ ბრალდებაში თავს არ ცნობს დამნაშავედ. მან ასევე განმარტა, რომ შპს ,,ფ-----------“ დარეგისტრირებული იქნა 2012 წელს ზუ----------ას მიერ, ხოლო შემდეგ თავად საქმიანობდა შპს ,,ფ-----------“-ით. შპს ,,ლ------------“-ი და შპს ,,ევ-----------“ დაარეგისტრირა მისმა ძმამ ავ--------–-–-----–--მ, ხოლო მინდობილობის საფუძველზე თავად საქმიანობდა აღნიშნული შპს-ებით. მან შპს ,,ჯ--------“-ს თაობაზე განაცხადა, რომ შპს ეკუთვნოდა მის ძმას, ხოლო თავად ეხმარებოდა მის ძმას გარკვეული საქონლის იმპორტის განხორციელებაში. შპს ,,მე---------------“ დააფუძნა მან და მისმა პარტნიორმა ბ------------–----ამ, საქონლის იმპორტირებას აღნიშნული შპს-ით თავად ახორციელებდა. შპს ,,იმ---------“ დააფუძნა და დაარეგისტრირა მისმა მეუღლემ მ-------------–--მ. მას და მის მეუღლეს სურდათ შპს ,,იმ---------“-ით სამეწარმეო საქმიანობა განეხორციელებინათ. მან შპს ,,იმ---------“-ის სახელით საქართველოში გარკვეული საქონლის იმპორტი განახორციელა.

 

შპს ,,ლ------------“-ის იურიდიული დოკუმენტაციის და ამონაწერების დათვალიერების ოქმის თანახმად: 2013 წლის 1--------- რეგისტრირებული იქნა შპს ლ------------, რომლის 100% წილის მფლობელი და დირექტორი იყო ავ--------–-–-----–--. საზოგადოების საქმიანობის საგანი არის: საბითუმო ვაჭრობა, საცალო ვაჭრობა, დისტრიბუცია. 2013 წლის 10 აპრილს ტა-----–-–-----–-ას მიერ განცხადებით მოთხოვნილი იქნა რათა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებულ იქნეს განცხადება, რომლითაც მოთხოვნილი იყო ამონაწერის მომზადება მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრიდან. საკონტაქტო მონაცემების გრაფაში მითითებულია ელექტრონული ფოსტის მისამართი: --------------------

 

შპს ,,მე-----------------“ რეგისტრირებულია 2010 წლის 1--------–-, რეგისტრაციაზე განცხადება და დოკუმენტაცია წარდგენილი აქვს ჯუ------------–---–-ას. კომპანიის დირექტორად დაფიქსირებულია ჯუ------------–---–-ა, 50% წილის მფლობელი ტა-----–-–-----–-ა, ხოლო 50% წილის მფლობელია ბ------------–----ა. შპს ,,მე-----------------“ იურიდიულ მისამართად გამოყენებულია ცი--–--------ს კუთვნილი უძრავი ქონება. 2010 წლის 19 აგვისტოს ტა-----–-–-----–-ას განცხადებით მოთხოვნილია კომპანიის რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაცია, რის შედეგადაც 2010 წლის 19 აგვისტოდან შპს ,,მე-----------------“-ს დირექტორია ტა-----–-–-----–-ა. საკონტაქტო მონაცემების გრაფაში მითითებულია ელექტრონული ფოსტის მისამართი: --------------------

 

შპს ,,ჯ--------“-ს იურიდიული დოკუმენტაციის და ამონაწერების დათვალიერების ოქმის თანახმად: 2012 წლის 28 სექტემბერს რეგისტრირებული იქნა შპს ჯ--------, რომლის 100% წილის მფლობელია ა-–--–---------ა, ხოლო დირექტორია ბე----–-----–-ა. 2014 წლის 30 სექტემბერის მდგომარეობით შპს ,,ჯ--------“-ს 100% წილის მფლობელი და დირექტორი იყო კ----------------.

 

შპს ,,იმ---------“-ის იურიდიული დოკუმენტაციის და ამონაწერების დათვალიერების ოქმის თანახმად, 2014 წლის 7 ოქტომბერს დარეგისტრირებული იქნა შპს იმ---------, რომლის 100% წილის მფლობელი და დირექტორი იყო მ-------------–--. საკონტაქტო მონაცემების გრაფაში მითითებულია ელექტრონული ფოსტის მისამართი: --------------------. ტელეფონის ნომერი: 5------------

 

შპს ,,B-------------”-ის იურიდიული დოკუმენტაციის და ამონაწერების დათვალიერების ოქმის თანახმად: 2012 წლის 3 თებერვალს დარეგისტრირებული იქნა შპს ,,B-------------”, რომლის 100% წილის მფლობელი და დირექტორი იყო ზუ----------ა. შპს ,,B-------------”-ს შეეცვალა სახელი და დაერქვა შპს „ფ-----------“ და 2012 წლის 12 ივნისის მდგომარეობით შპს ,,ფ-----------“-ის 50%-50% წილის მფლობელები იყვნენ ზუ----------ა და გ-----------ა, ხოლო დირექტორი ტა-----–-–-----–-ა. განცხადების მიღების ბარათის თანახმად საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიერ მიღებული იქნა განცხადება ტა-----–-–-----–-ასგან, რომლითაც იგი ითხოვდა სუბიექტის რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაციას. 2013 წლის 18 მარტის მდგომარეობით შპს ,,ფ-----------“-ის 100% წილის მფლობელი და დირექტორი არის ტა-----–-–-----–-ა.

 

შპს ,,ევ-----------”-ის იურიდიული დოკუმენტაციის და ამონაწერების დათვალიერების ოქმის თანახმად, 2006 წლის 15 ნოემბერს დარეგისტრირდა შპს ევ-----------, რომლის 100% წილის მფლობელი არის შპს ,,მკ-------ე“, ხოლო დირექტორი ავ--------–-–-----–--.

 

,,T-------”-ს 2015 წლის 21 აპრილს ჩატარებული მონაცემთა ბაზის დათვალიერების ოქმის თანხმად, შპს ,,ლ------------“-ს დარიცხული გადასახადების ჯამი შეადგენს 84 404; შპს ,,მე---------------“-ს დარიცხული გადასახადების ჯამი შეადგენს 93 298; შპს ,,ჯ--------“-ს დარიცხული გადასახადების ჯამი შეადგენს 72 889; შპს ,,იმ---------“ დარიცხული გადასახადების ჯამი შეადგენს 16 525; შპს ,,ფ-----------“ დარიცხული გადასახადების ჯამი შეადგენს 25 209; შპს ,,ევ-----------“-ს დარიცხული გადასახადების ჯამი შეადგენს 60 230;

 

სსიპ შე-------–--------------------–------------–--------------–--- ბაზის მონაცემების თანახმად ირკვევა, რომ: შპს ,,ფ-----------“-ის მიერ შესამოწმებელ პერიოდში იმპორტირებული საქონლის ღირებულება შეადგენდა 78 441 ლარს. იმპორტირებულია 68 970 კგ ტექნიკური მარილი და 752 660 კგ იოდიზირებული მარილი. იმპორტის საბაჟო ოპერაციების შედეგად დარიცხულმა გადასახადმა იმპორტის და დამატებითი ღირებულების გადასახადის ნაწილში შეადგინა 25 209,00 ლარი. შპს ,,ლ------------“-ის მიერ იმპორტირებული საქონლის ღირებულება შეადგენდა 375 578 ლარს. იმპორტირებულია 2 978 660 კგ ტექნიკური მარილი, 417 183 კგ იოდიზირებული მარილი და 1 950 კგ მცენარეული მასალა. იმპორტის საბაჟო ოპერაციების შედეგად დარიცხულმა გადასახადმა იმპორტის და დამატებითი ღირებულების გადასახადის ნაწილში შეადგინა 84 404,00 ლარი. შპს ,,ჯ--------“-ს მიერ იმპორტირებული საქონლის ღირებულება შეადგენდა 337 655 ლარს. იმპორტირებულია 113 060 კგ იოდიზირებული მარილი და 449 000 კგ თეთრი შაქარი. იმპორტის საბაჟო ოპერაციების შედეგად დარიცხულმა გადასახადმა იმპორტის და დამატებითი ღირებულების გადასახადის ნაწილში შეადგინა 72 889 ლარი. შპს ,,მე---------------“-ის მიერ იმპორტირებული საქონლის ღირებულება შეადგენდა 784 009,72 ლარს. იმპორტირებულია 100 000 კგ რძის ფხვნილი, 757 860 კგ იოდიზირებული მარილი და 46 000 კგ ტექნიკური მარილი. იმპორტის საბაჟო ოპერაციების შედეგად დარიცხულმა გადასახადმა იმპორტის და დამატებითი ღირებულების გადასახადის ნაწილში შეადგინა 93 298 ლარი. შპს ,,ევ-----------“-ს მიერ იმპორტირებული საქონლის ღირებულება შეადგენდა 187 284,71 ლარს. იმპორტირებულია 260 000 კგ თეთრი შაქარი. იმპორტის საბაჟო ოპერაციების შედეგად დარიცხულმა გადასახადმა იმპორტის და დამატებითი ღირებულების გადასახადის ნაწილში შეადგინა 60 230 ლარი. შპს ,,იმ---------“-ის მიერ იმპორტირებული საქონლის ღირებულება შედგენდა 169 491,62 ლარს. იმპორტირებულია 2 250 კგ მ/მ ტანსაცმელი (პირველი კატეგორია), 307 870 კგ იოდიზირებული მარილი და 67 820 კგ ტექნიკური მარილი. იმპორტის საბაჟო ოპერაციების შედეგად დარიცხულმა გადასახადმა იმპორტის და დამატებითი ღირებულების გადასახადის ნაწილში შეადგინა 16 525 ლარი. ასევე აღნიშნული ცნობით დგინდება, რომ ტა-----–-–-----–-ას ქმედებების შედეგად სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანის ოდენობა არის 352 555 ლარი.

 

აღნიშნული ცნობის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა მთავარმა ინსპექტორმა ნა------------ემ.

 

სასამართლო სხდომაზე კანონის დაცვით გამოკვლეული წერილობითი მტკიცებულებებით - საბაჟო დეკლარაციები და სხვა წერილობითი მტკიცებულებები - უტყუარად დასტურდება, რომ საქონლის იმპორტისას საბაჟო დეკლარაციების წარდგენასა და საქონლის განბაჟებას ახდენს ბრალდებული ტა-----–-–-----–-ა.

 

ამდენად, გამოკვლეული მტკიცებულებების შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა ტა-----–-–-----–-ას საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის. სასამართლო არ იზიარებს ბრალდებულის და მისი ადვოკატის პოზიციას მისი უდანაშაულობის შესახებ, რადგან სასამართლო განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებების ანალიზი სრულიად გამორიცხავს ამ მოსაზრებათა საფუძვლიანობას, კერძოდ, მოწმეების ჩვენებები არის დამაჯერებელი, უტყუარი და ერთმანეთში თანხვედრილი. მოწმეების ჩვენებები ასევე თანხვედრაშია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ წერილობით მტკიცებულებებთან. კერძოდ, ტა-----–-–-----–-ა სხვადასხვა კომპანიების სახელით, რომელთა ნაწილი მისი დარეგისტრირებული იყო, ხოლო ნაწილი მინდობილი ჰქონდა, ახორციელებდა სამეწარმეო საქმიანობას - საქონლის იმპორტს. იგი სარგებლობდა საქართველოს ფინანასთა მინისტრის ბრძანებით გათვალისწინებულ საშეღავათო პერიოდით, იმპორტირებული საქონელი გაფორმების ეკონომიკური ზონიდან გაჰქონდა, ახდენდა მის რეალიზებას, ხოლო შემდეგ აღარ იხდიდა იმპორტის გადასახადს, რითაც სახელმწიფოს ჯამში მიადგა 352 555 ლარის დიდი ოდენობით ზიანი. საქმის მასალებით ასევე უტყუარად დასტურდება, რომ ბრალდებული ტა-----–-–-----–-ა ზემოაღნიშნული კომპანიების მეშვეობით ახდენდა ერთგვაროვანი საქონლის (პროდუქტი) იმპორტს, მაშინ, როდესაც ამისათვის რამდენიმე კომპანიის აუცილებლობა არ არსებობდა და საქონლის იმპორტის განხორციელება შესაძლებელი იყო ერთი კომპანიითაც. სწორედ ამგვარი ქმედებით ის ახერხებდა თავი აერიდებინა გადასახადისათვის, რითიც სახელმწიფოს მიუღებელი შემოსავლის სახით ადგებოდა დიდი ოდენობით ზიანი. იგი ყოველ ჯერზე ახალი კომპანიის მეშვეობით ახორციელებდა საქონლის იმპორტს ისე, რომ წინა კომპანიით განხორციელებული იმპორტის შედეგად სახელმწიფოს წინაშე არ ჰქონდა შესრულებული საგადახდო ვალდებულებები. ყოველივე აღნიშნულით კი, სახელმწიფოს მიუღებელი შემოსავლის სახით ადგებოდა ზიანი.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.

 

ბრალდებულ ტა-----–-–-----–-ას პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება

 

სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ ტა-----–-–-----–-ას უნდა დაენიშნოს ბრალად წარდგენილი სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის ისეთი ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ტა-----–-–-----–-ას მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 225, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,-

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ტა-----–-–-----–-ა ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.

ტა-----–-–-----–-ას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაკავების მომენტიდან.

მსჯავრდებულ ტა-----–-–-----–-ას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.

 

ტა-----–-–-----–-ას სასარგებლოდ გირაოს სახით შეტანილი თანხა განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს მის გადამხდელს.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდგომ მოცემულ სს საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი:

 

CD დისკები - დარჩეს საქმეში და შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

განაჩენი მხარეების მიერ შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: გიორგი დარახველიძე