განაჩენი

სისხლის სამართლის 26.02.2019
საქმის ნომერი
330100118002433195
თარიღი
26.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/1----18

№------------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

26 თებერვალი 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლოსხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა

 

სხდომის მდივან - თამთა გაჩეჩილაძის,პროკურორ - ი-----–- მ---–----–--ას,ბრალდებულების - ხ----– ნ-----ის, თ---------- გ---------ის, ბ------- შ----–--ის, გ---–--- შ-----–-ას, ლ---- გ-----–---–ის, ლ---- შ--------ის, ე-–---- ა-–----–---–ის, ც---- ნ------–---–ის, მ------ ჩ-----ის, გ---- ჩ-----ის, მ--------- ც--–--ის, ლ--–- ს-----ის,ადვოკატების - პ----- ნ-----ის, გ------- ჭ--–--ის, ბ--- პ----ის, პ------ ბ--–---–---–ის, მ------- მ--–-----ის, ნ-----–---- ბ----–-–---–ის, მ----- ფ----------ას, ლ---- მ-------–-–---–--, ვ-–- ლ----------ის,თარჯიმან - ფ-------- ა--------ის

 

მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

1. ხ----– ნ-----ის, დაბადებულის 1--- წლის 2------------–ს, პირადი №------------ საქართველოს მოქალაქის, ნასამართლობის არმქონის, არასრული საშუალო განათლების მქონის, დაოჯახებულის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების ბ---–-------------–--–---------------------------ში, ამჟამად გირაოს ქვეშ მყოფის მიმართ, საქართველოს სსკ-ის 2051-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალის გამო;

2. თ---------- გ---------ის, დაბადებულის 1--- წლის 2-----------ს, პირადი №-----------, საქართველოს მოქალაქის, ნასამართლობის არმქონის, საშუალო განათლების მქონის, დაოჯახებულის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების თ--------–--------------------–------------ში, ამჟამად გირაოს ქვეშ მყოფის მიმართ, საქართველოს სსკ-ის 2051-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალის გამო;

3. ბ------- შ----–--ის, დაბადებულის 1--- წლის 1--------ს, პირადი №-----------, საქართველოს მოქალაქის, ნასამართლობის არმქონის, საშუალო განათლების მქონის, დაოჯახებულის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების ჩ------------------------------–--------ში, ამჟამად გირაოს ქვეშ მყოფის მიმართ, საქართველოს სსკ-ის 2051-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილი ბრალის გამო;

4. გ---–--- შ-----–-ას, დაბადებულის 1--- წლის 1-----------ს, პირადი №-----------, საქართველოს მოქალაქის, ნასამართლობის არმქონის, ტექნიკური განათლების მქონის, დაოჯახებულის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების ქ---------------–-------–--------------ში, ამჟამად გირაოს ქვეშ მყოფის მიმართ, საქართველოს სსკ-ის 2051-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილი ბრალის გამო;

5. ლ---- გ-----–---–ის, დაბადებულის 1--- წლის 2-----------ს, პირადი №-----------, საქართველოს მოქალაქის, ნასამართლობის არმქონის, უმაღლესი განათლების მქონის, დაოჯახებულის, რეგისტრირებულის გ-----------------------–-----------ში, ფაქტობრივად მცხოვრების გ-----------------------–-----------ში, ამჟამად გირაოს ქვეშ მყოფის მიმართ, საქართველოს სსკ-ის 2051-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილი ბრალის გამო;

6. ლ---- შ--------ის, დაბადებულის 1--- წლის 1-----–--ს, პირადი №-----------, საქართველოს მოქალაქის, ნასამართლობის არმქონის, უმაღლესი განათლების მქონის, დაოჯახებულის, რეგისტრირებულის რუ-------------------------------------ში, ფაქტობრივად მცხოვრების რ-----------------------------------ში, ამჟამად გირაოს ქვეშ მყოფის მიმართ, საქართველოს სსკ-ის 2051-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილი ბრალის გამო;

7. ე-–---- ა-–----–---–ის, დაბადებულის 1--- წლის 8-----------ს, პირადი №-----------, საქართველოს მოქალაქის, ნასამართლობის არმქონის, უმაღლესი განათლების მქონის, დაოჯახებულის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების ს---------------------------–------------ში, ამჟამად გირაოს ქვეშ მყოფის მიმართ, საქართველოს სსკ-ის 2051-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილი ბრალის გამო;

8. ც---- ნ------–---–ის, დაბადებულის 1--- წლის 3-------------ს, პირადი №-----------, საქართველოს მოქალაქის, ნასამართლობის არმქონის, უმაღლესი განათლების მქონის, დაოჯახებულის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების ბ------------–------------–-----------ში, ამჟამად გირაოს ქვეშ მყოფის მიმართ, საქართველოს სსკ-ის 2051-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილი ბრალის გამო;

9. მ------ ჩ-----ის, დაბადებულის 1--- წლის 1---------, პირადი №-----------, საქართველოს მოქალაქის, ნასამართლობის არმქონის, ტექნიკური განათლების მქონის, დაოჯახებულის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების ტ------–------------------------ში, ამჟამად გირაოს ქვეშ მყოფის მიმართ, საქართველოს სსკ-ის 2051-ე მუხლის მე-2 ნაწილით და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალის გამო;

10. გ---- ჩ-----ის, დაბადებულის 1--- წლის 3-------------ს, პირადი №-----------, საქართველოს მოქალაქის, ნასამართლობის არმქონის, უმაღლესი განათლების მქონის, დაოჯახებულის, რეგისტრირებულის ტ------–-------–-----------------------------ში, ფაქტობრივად მცხოვრების ტ------–------------------------ში, ამჟამად გირაოს ქვეშ მყოფის მიმართ, საქართველოს სსკ-ის 2051-ე მუხლის მე-2 ნაწილით და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალის გამო;

11. მ--------- ც--–--ის, დაბადებულის 1--- წლის 4-------–ს, პირადი №-----------, საქართველოს მოქალაქის, ნასამართლობის არმქონის, საშუალო განათლების მქონის, დაოჯახებულის, რეგისტრირებულის ხ--–---------------------------–---------–---–ში, ფაქტობრივად მცხოვრების ბ--------------–--------ში, ამჟამად გირაოს ქვეშ მყოფის მიმართ, საქართველოს სსკ-ის 2051-ე მუხლის მე-2 ნაწილით და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალის გამო;

12. ლ--–- ს-----ის, დაბადებულის 1--- წლის 2-----–--ს, პირადი №-----------, საქართველოს მოქალაქის, ნასამართლობის არმქონის, უმაღლესი განათლების მქონის, დაოჯახებულის, რეგისტრირებულის ხ--–---------------------------–-–----------ში, ფაქტობრივად მცხოვრების ბ--------------–--------ში, ამჟამად გირაოს ქვეშ მყოფის მიმართ, საქართველოს სსკ-ის 2051-ე მუხლის მე-2 ნაწილით და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალის გამო;

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ხ----– ნ-----მა და თ---------- გ---------ემ ჩაიდინეს საწარმოში ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ დიდი ოდენობით ქონების გადამალვა მოჩვენებითი გარიგებით, ჩადენილი მოსალოდნელი ქონებრივი ვალდებულებისათვის თავის არიდების მიზნით,ხ----– ნ-----ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: ი/მ ,,ფ------ ნ-----ი“ (ს/ნ-----------) გადასახადის გადამხდელად დარეგისტრირდა 2012 წლის 21 დეკემბერს. საწარმოს ფაქტობრივი საქმიანობის ადგილი მდებარეობდა ქ----------–ში, ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე. საწარმოს საქმიანობის სფეროს წარმოადგენდა ავტომანქანის საბურავებით, აკუმულატორებით და ავტომობილის სხვა აქსესუარებით ვაჭრობა. ხ----– ნ-----ი, რომელიც ფაქტობრივად ხელმძღვანელობდა და წარმართავდა ი/მ „ფ------ ნ-----ის“ საქმიანობას, ვალდებული იყო კეთილსინდისიერად განეხორციელებინა სამეწარმეო საქმიანობა და ყველა სავაჭრო ოპერაცია დაეფიქსირებინა შესაბამის დოკუმენტებში. შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2014 წლის 17 ნოემბრის №----- ბრძანებით დანიშნულ იქნა ი/მ „ფ------ ნ-----ის“ სასაქონლო მატერიალური ფასეულობებისა და ძირითადი საშუალებების ინვენტარიზაცია. ინვენტარიზაცია მიმდინარეობდა 2014 წლის 17 ნოემბრიდან 2014 წლის 15 დეკემბრის პერიოდში. ინვენტარიზაციის შედეგად საწარმოს ბიუჯეტში გადასახდელად დაერიცხა ჯარიმა, ჯამში 82 125.40 ლარის ოდენობით. ხ----– ნ-----მა იცოდა რა, რომ ი/მ „ფ------ ნ-----ს“ 2014 წლის 15 დეკემბრის №------ და №------ სამართალდარღვევის ოქმებით დაერიცხა ჯარიმის სახით 82 125.40 ლარი, განიზრახა უკვე არსებული ქონებრივი ვალდებულებისათვის თავის არიდების მიზნით, მოჩვენებითი გარიგების გზით დიდი ოდენობით ქონების გადამალვა, რადგან საგადასახადო ორგანოს მიერ არ მომხდარიყო ჯარიმის სახით დარიცხული თანხების იძულების წესით ამოღება. აღნიშნული მიზნის განსახორციელებლად 2014 წლის 18 დეკემბერს ხ----– ნ-----მა, თავის ნათესავს და თანამშრომელს - ჩ----- კ----------ს (პ/ნ-----------) დაარეგისტრირებინა ი/მ „------ კ----------ი“ (ს/ნ 1----------). ხ----– ნ-----მა, 2015 წლის 9 იანვარს ი/მ „ფ------ ნ-----ი“-ს საკუთრებაში ფაქტობრივად არსებული 19 913 ლარის ღირებულების საქონლის ნაშთი, მოჩვენებითი გარიგების საფუძველზე სრულად გადაიტანა ი/მ „------ კ----------ი“-ს ბალანსზე და გააგრძელა საქმიანობა ი/მ „------ კ----------ი“-ს სახელით იმავე მისამართზე, რითაც სახელმწიფოს მოუსპო შესაძლებლობა, ქონების რეალიზაციის გზით ამოეღო ჯარიმის სახით დარიცხული დავალიანება.

თ---------- გ---------ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: ი/მ „----- გ---------ე“ (ს/ნ 2----------) გადასახადის გადამხდელად დარეგისტრირდა 2010 წლის 7 იანვარს. საწარმო ფაქტობრივად საქმიანობდა ქ. თ--------–--------------–-----------ში. საწარმოს საქმიანობის სფეროს წარმოადგენდა სურსათითა და შერეული საქონლით ვაჭრობა. თ---------- გ---------ე, რომელიც ხელმძღვანელობდა და წარმართავდა ი/მ „----- გ---------ე“-ს საქმიანობას, ვალდებული იყო კეთილსინდისიერად განეხორციელებინა სამეწარმეო საქმიანობა და ყველა სავაჭრო ოპერაცია დაეფიქსირებინა შესაბამის დოკუმენტებში. შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2015 წლის 12 მარტის №---- ბრძანებით დანიშნულ იქნა ი/მ „----- გ---------ე“-ს სასაქონლო მატერიალური ფასეულობებისა და ძირითადი საშუალებების ინვენტარიზაცია. ინვენტარიზაცია მიმდინარეობდა 2015 წლის 12 მარტიდან 2015 წლის 11 ივნისის პერიოდში. ინვენტარიზაციის შედეგად საწარმოს ბიუჯეტში გადასახდელად დაერიცხა ჯარიმა, ჯამში 13 260.60 ლარის ოდენობით. თ---------- გ---------ემ, იცოდა რა, რომ ი/მ „----- გ---------ე“-ს ზემოაღნიშნული სასაქონლო მატერიალური ფასეულობებისა და ძირითადი საშუალებების ინვენტარიზაციის შედეგად დაერიცხებოდა ჯარიმა, განიზრახა მოსალოდნელი ქონებრივი ვალდებულებისათვის თავის არიდების მიზნით, მოჩვენებითი გარიგების გზით, დიდი ოდენობით ქონების გადამალვა, რადგან საგადასახადო ორგანოს მიერ არ მომხდარიყო ჯარიმის სახით დარიცხული თანხების იძულების წესით ამოღება. 2015 წლის 11 ივნისის №------ და №------ სამართალდარღვევის ოქმებით ი/მ „----- გ---------ე“-ს მართლაც დაერიცხა ჯარიმის სახით, ჯამში 13 260.60 ლარი. მოსალოდნელი ქონებრივი ვალდებულებისათვის თავის არიდების მიზნით, ი/მ „----- გ---------ე“-ს ხელმძღვანელმა და წარმომადგენელმა - თ---------- გ---------ემ 2015 წლის 3 აპრილს, თავის მეუღლეს - ჟ--–---- გ------ს დაარეგისტრირებინა ი/მ „–--–---- გ------“ (ს/ნ 5----------). 2015 წლის 21 და 22 აპრილს, თ---------- გ---------ემ ი/მ „----- გ---------ე“-ს საკუთრებაში ფაქტობრივად არსებული 12 534.15 ლარის ღირებულების პროდუქციის ნაშთი მოჩვენებითი გარიგების საფუძველზე სრულად გადაიტანა ი/მ „–--–---- გ------“-ს ბალანსზე და იგივე მისამართზე გააგრძელა საქმიანობა აღნიშნული საწარმოს სახელით, რითაც სახელმწიფოს მოუსპო შესაძლებლობა, ქონების რეალიზაციის გზით ამოეღო ჯარიმის სახით დარიცხული დავალიანება.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ბ------- შ----–--ემ, გ---–--- შ-----–-ამ, ლ---- გ-----–---–მა, ლ---- შ--------ემ, ე-–---- ა-–----–---–მა და ც---- ნ------–---–მა ჩაიდინეს საწარმოში ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ ქონების გადამალვა მოჩვენებითი გარიგებით, ჩადენილი მოსალოდნელი ქონებრივი ვალდებულებისათვის თავის არიდების მიზნით,ბ------- შ----–--ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: ი/მ „---------–- გ---------“ (ს/ნ 3----------) გადასახადის გადამხდელად დარეგისტრირდა 2003 წლის 2-----–--ს. საწარმო ფაქტობრივად საქმიანობდა ქ-------------------------------ში. საწარმოს საქმიანობის სფეროს წარმოადგენდა სურსათითა და შერეული საქონლით ვაჭრობა. ბ------- შ----–--ე, რომელიც ხელმძღვანელობდა და წარმართავდა ი/მ „---------–- გ---------“-ს საქმიანობას, ვალდებული იყო კეთილსინდისიერად განეხორციელებინა სამეწარმეო საქმიანობა და ყველა სავაჭრო ოპერაცია დაეფიქსირებინა შესაბამის დოკუმენტებში. შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2014 წლის 21 ივლისის №----- ბრძანებით დანიშნულ იქნა ი/მ „---------–- გ---------“-ს სასაქონლო მატერიალური ფასეულობებისა და ძირითადი საშუალებების ინვენტარიზაცია. ინვენტარიზაცია მიმდინარეობდა 2014 წლის 21 ივლისიდან 2014 წლის 2-----------ს პერიოდში. ინვენტარიზაციის შედეგად საწარმოს ბიუჯეტში გადასახდელად დაერიცხა ჯარიმა, ჯამში 67 141 ლარის ოდენობით. ბ------- შ----–--ემ, იცოდა რა, რომ ი/მ „---------–- გ---------“-ს ზემოაღნიშნული სასაქონლო მატერიალური ფასეულობებისა და ძირითადი საშუალებების ინვენტარიზაციის შედეგად დაერიცხებოდა ჯარიმა, განიზრახა მოსალოდნელი ქონებრივი ვალდებულებისათვის თავის არიდების მიზნით, მოჩვენებითი გარიგების გზით, ქონების გადამალვა, რადგან საგადასახადო ორგანოს მიერ არ მომხდარიყო ჯარიმის სახით დარიცხული თანხების იძულების წესით ამოღება. 2014 წლის 22 აგვისტოს №------ და №------ სამართალდარღვევის ოქმებით ი/მ „---------–- გ---------“-ს მართლაც დაერიცხა ჯარიმის სახით, ჯამში 67 141 ლარი. მოსალოდნელი ქონებრივი ვალდებულებისათვის თავის არიდების მიზნით, ი/მ „---------–- გ---------“-ს ხელმძღვანელმა და წარმომადგენელმა - ბ------- შ----–--ემ 2014 წლის 15 აგვისტოს, თავის შვილს - კ------- შ----–--ეს დაარეგისტრირებინა ი/მ „კ------- შ----–--ე“ (ს/ნ 3----------). 2014 წლის 19 აგვისტოს, ბ------- შ----–--ემ ი/მ „---------–- გ---------“-ს საკუთრებაში ფაქტობრივად არსებულ 8 076.01 ლარის ღირებულების პროდუქციის ნაშთი მოჩვენებითი გარიგების საფუძველზე სრულად გადაიტანა ი/მ „კ------- შ----–--ე“-ს ბალანსზე და იგივე მისამართზე გააგრძელა საქმიანობა აღნიშნული საწარმოს სახელით, რითაც სახელმწიფოს მოუსპო შესაძლებლობა, ქონების რეალიზაციის გზით ამოეღო ჯარიმის სახით დარიცხული დავალიანება.

გ---–--- შ-----–-ას მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: ი/მ „გ---–--- შ-----–-ა“ (ს/ნ 3----------) გადასახადის გადამხდელად დარეგისტრირდა 2011 წლის 19 სექტემბერს. საწარმო ფაქტობრივად საქმიანობდა ქ---------------–-------–----------ში. საწარმოს საქმიანობის სფეროს წარმოადგენდა სურსათითა და შერეული საქონლით ვაჭრობა. გ---–--- შ-----–-ა, რომელიც ხელმძღვანელობდა და წარმართავდა ი/მ „გ---–--- შ-----–-ა“-ს საქმიანობას, ვალდებული იყო კეთილსინდისიერად განეხორციელებინა სამეწარმეო საქმიანობა და ყველა სავაჭრო ოპერაცია დაეფიქსირებინა შესაბამის დოკუმენტებში. შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2014 წლის 20 ოქტომბრის №----- ბრძანებით დანიშნულ იქნა ი/მ „გ---–--- შ-----–-ა“-ს სასაქონლო მატერიალური ფასეულობებისა და ძირითადი საშუალებების ინვენტარიზაცია. ინვენტარიზაცია მიმდინარეობდა 2014 წლის 20 ოქტომბრიდან 2015 წლის 16 იანვრის პერიოდში. ინვენტარიზაციის შედეგად საწარმოს ბიუჯეტში გადასახდელად დაერიცხა ჯარიმა, ჯამში 53 325.61 ლარის ოდენობით. გ---–--- შ-----–-ამ იცოდა რა, რომ ი/მ „გ---–--- შ-----–-ა“-ს ზემოაღნიშნული სასაქონლო მატერიალური ფასეულობებისა და ძირითადი საშუალებების ინვენტარიზაციის შედეგად დაერიცხებოდა ჯარიმა, განიზრახა მოსალოდნელი ქონებრივი ვალდებულებისათვის თავის არიდების მიზნით, მოჩვენებითი გარიგების გზით, ქონების გადამალვა, რადგან საგადასახადო ორგანოს მიერ არ მომხდარიყო ჯარიმის სახით დარიცხული თანხების იძულების წესით ამოღება. 2015 წლის 16 იანვრის №------ და №------ სამართალდარღვევის ოქმებით ი/მ „გ---–--- შ-----–-ა“-ს მართლაც დაერიცხა ჯარიმის სახით, ჯამში 53 325.61 ლარი. მოსალოდნელი ქონებრივი ვალდებულებისათვის თავის არიდების მიზნით, ი/მ „გ---–--- შ-----–-ა“-ს ხელმძღვანელმა და წარმომადგენელმა - გ---–--- შ-----–-ამ 2014 წლის 1-----------ს, თავის ნაცნობს - ნ----- ნ--------ეს დაარეგისტრირებინა ი/მ „ნ----- ნ--------ე“ (ს/ნ 3----------). 2014 წლის 16 და 21 დეკემბერს, გ---–--- შ-----–-ამ, ი/მ „გ---–--- შ-----–-ა“-ს საკუთრებაში ფაქტობრივად არსებული 9 112.39 ლარის ღირებულების პროდუქციის ნაშთი მოჩვენებითი გარიგების საფუძველზე სრულად გადაიტანა ი/მ „ნ----- ნ--------ე“-ს ბალანსზე და იგივე მისამართზე გააგრძელა საქმიანობა აღნიშნული საწარმოს სახელით, რითაც სახელმწიფოს მოუსპო შესაძლებლობა, ქონების რეალიზაციის გზით ამოეღო ჯარიმის სახით დარიცხული დავალიანება.

ლ---- გ-----–---–ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: ი/მ „ე---------- ტ-------ე“ (ს/ნ 1----------) გადასახადის გადამხდელად დარეგისტრირდა 2002 წლის 19 ნოემბერს. საწარმოს ფაქტობრივი საქმიანობის ადგილი მდებარეობდა ქ--------------------------–------------ში. საწარმოს საქმიანობის სფეროს წარმოადგენდა სურსათითა და შერეული საქონლით ვაჭრობა. ლ---- გ-----–---–ი, რომელიც ფაქტობრივად ხელმძღვანელობდა და წარმართავდა ი/მ „ე---------- ტ-------ე“-ს საქმიანობას, ვალდებული იყო კეთილსინდისიერად განეხორციელებინა სამეწარმეო საქმიანობა და ყველა სავაჭრო ოპერაცია დაეფიქსირებინა შესაბამის დოკუმენტებში. შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2014 წლის 25 დეკემბრის №----- ბრძანებით დანიშნულ იქნა ი/მ „ე---------- ტ-------ე“-ს სასაქონლო მატერიალური ფასეულობებისა და ძირითადი საშუალებების ინვენტარიზაცია. ინვენტარიზაცია მიმდინარეობდა 2014 წლის 25 დეკემბრიდან 2015 წლის 12 იანვრის პერიოდში. ინვენტარიზაციის შედეგად საწარმოს ბიუჯეტში გადასახდელად დაერიცხა ჯარიმა, ჯამში 96 428.97 ლარის ოდენობით. ლ---- გ-----–---–მა, იცოდა რა, რომ ი/მ „ე---------- ტ-------ე“-ს 2015 წლის 12 იანვრის №------ და №------ სამართალდარღვევის ოქმებით დაერიცხა ჯარიმის სახით 96 428.97 ლარი, განიზრახა უკვე არსებული ქონებრივი ვალდებულებისათვის თავის არიდების მიზნით, მოჩვენებითი გარიგების გზით ქონების გადამალვა, რადგან საგადასახადო ორგანოს მიერ არ მომხდარიყო ჯარიმის სახით დარიცხული თანხების იძულების წესით ამოღება. აღნიშნული მიზნის განსახორციელებლად ლ---- გ-----–---–მა, 2015 წლის 16 იანვარს ი/მ „ე---------- ტ-------ე“-ს საკუთრებაში ფაქტობრივად არსებული 7 758.41 ლარის ღირებულების საქონლის ნაშთი, მოჩვენებითი გარიგების საფუძველზე სრულად გადაიტანა თავის სახელზე რეგისტრირებულ ი/მ „ლ---- გ-----–---–ის“ (ს/ნ 1----------) ბალანსზე და გააგრძელა საქმიანობა ი/მ „ლ---- გ-----–---–ის“ სახელით იმავე მისამართზე, რითაც სახელმწიფოს მოუსპო შესაძლებლობა, ქონების რეალიზაციის გზით ამოეღო ჯარიმის სახით დარიცხული დავალიანება.

ლ---- შ--------ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: ი/მ „ლ---- გ---------“ (ს/ნ 3----------) გადასახადის გადამხდელად დარეგისტრირდა 2009 წლის 21 ოქტომბერს. საწარმოს ფაქტობრივი საქმიანობის ადგილი მდებარეობდა ქ. რ-------–--------–------------ში. საწარმოს საქმიანობის სფეროს წარმოადგენდა სურსათითა და შერეული საქონლით ვაჭრობა. ლ---- შ--------ე, რომელიც ფაქტობრივად ხელმძღვანელობდა და წარმართავდა ი/მ „ლ---- გ---------“-ს საქმიანობას, ვალდებული იყო კეთილსინდისიერად განეხორციელებინა სამეწარმეო საქმიანობა და ყველა სავაჭრო ოპერაცია დაეფიქსირებინა შესაბამის დოკუმენტებში. შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2014 წლის 3 ოქტომბრის №----- ბრძანებით დანიშნულ იქნა ი/მ „ლ---- გ---------“-ს სასაქონლო მატერიალური ფასეულობებისა და ძირითადი საშუალებების ინვენტარიზაცია. ინვენტარიზაცია მიმდინარეობდა 2014 წლის 3 ოქტომბრიდან 2014 წლის 25 ნოემბრის პერიოდში. ინვენტარიზაციის შედეგად საწარმოს ბიუჯეტში გადასახდელად დაერიცხა ჯარიმა, ჯამში 88 073.19 ლარის ოდენობით. ლ---- შ--------ემ, იცოდა რა, რომ ი/მ „ლ---- გ---------“-ს 2014 წლის 25 ნოემბრის №------ და №------ სამართალდარღვევის ოქმებით დაერიცხა ჯარიმის სახით 88 073.19 ლარი, განიზრახა უკვე არსებული ქონებრივი ვალდებულებისათვის თავის არიდების მიზნით, მოჩვენებითი გარიგების გზით ქონების გადამალვა, რადგან საგადასახადო ორგანოს მიერ არ მომხდარიყო ჯარიმის სახით დარიცხული თანხების იძულების წესით ამოღება. აღნიშნული მიზნის განსახორციელებლად 2015 წლის 13 იანვარს ლ---- შ--------ემ, თავის შვილს - ნ----- შ--------ეს (პ/ნ 3----------) 100% წილობრივი მონაწილეობით დააფუძნებინა შპს „ნ----- შ--------ე“ (ს/ნ 4--------). ლ---- შ--------ემ, 2015 წლის 2 და 4 თებერვალს ი/მ „ლ---- გ---------“-ს საკუთრებაში ფაქტობრივად არსებული 8 835.36 ლარის ღირებულების საქონლის ნაშთი, მოჩვენებითი გარიგების საფუძველზე სრულად გადაიტანა შპს „ნ----- შ--------ე“-ს ბალანსზე და გააგრძელა საქმიანობა შპს „ნ----- შ--------ე“-ს სახელით იმავე მისამართზე, რითაც სახელმწიფოს მოუსპო შესაძლებლობა, ქონების რეალიზაციის გზით ამოეღო ჯარიმის სახით დარიცხული დავალიანება.

ე-–---- ა-–----–---–ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: ი/მ „ე-–---- ა-–----–---–ი“ (ს/ნ 4----------) გადასახადის გადამხდელად დარეგისტრირდა 2011 წლის 20 დეკემბერს. საწარმოს იურიდიული და ფაქტობრივი საქმიანობის ადგილი მდებარეობდა ს--------------------------------------ში. საწარმოს საქმიანობის სფეროს წარმოადგენდა სურსათითა და შერეული საქონლით ვაჭრობა. ე-–---- ა-–----–---–ი, რომელიც ფაქტობრივად ხელმძღვანელობდა და წარმართავდა ი/მ „ე-–---- ა-–----–---–ი“-ს საქმიანობას, ვალდებული იყო კეთილსინდისიერად განეხორციელებინა სამეწარმეო საქმიანობა და ყველა სავაჭრო ოპერაცია დაეფიქსირებინა შესაბამის დოკუმენტებში. შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2014 წლის 23 ივლისის №----- ბრძანებით დანიშნულ იქნა ი/მ „ე-–---- ა-–----–---–ი“-ს სასაქონლო მატერიალური ფასეულობებისა და ძირითადი საშუალებების ინვენტარიზაცია. ინვენტარიზაცია მიმდინარეობდა 2014 წლის 23 ივლისიდან 2014 წლის 21 აგვისტოს პერიოდში. ინვენტარიზაციის შედეგად საწარმოს ბიუჯეტში გადასახდელად დაერიცხა ჯარიმა, ჯამში 70 040.25 ლარის ოდენობით. ე-–---- ა-–----–---–მა, იცოდა რა, რომ ი/მ „ე-–---- ა-–----–---–ი“-ს 2014 წლის 21 აგვისტოს №------ და №------ სამართალდარღვევის ოქმებით დაერიცხა ჯარიმის სახით 70 040.25 ლარი, განიზრახა უკვე არსებული ქონებრივი ვალდებულებისათვის თავის არიდების მიზნით, მოჩვენებითი გარიგების გზით ქონების გადამალვა, რადგან საგადასახადო ორგანოს მიერ არ მომხდარიყო ჯარიმის სახით დარიცხული თანხების იძულების წესით ამოღება. აღნიშნული მიზნის განსახორციელებლად 2015 წლის 23 მარტს ე-–---- ა-–----–---–მა, თავის მეუღლეს - გ--- ბ------–-–---–ს (პ/ნ 4----------) 100% წილობრივი მონაწილეობით დააფუძნებინა შპს „ბ-------ი“ (ს/ნ 4--------). ე-–---- ა-–----–---–მა, 2015 წლის 25 მარტს ი/მ „ე-–---- ა-–----–---–ი“-ს საკუთრებაში ფაქტობრივად არსებული 9 555.84 ლარის ღირებულების საქონლის ნაშთი, მოჩვენებითი გარიგების საფუძველზე სრულად გადაიტანა შპს „ბ-------ი“-ს ბალანსზე და გააგრძელა საქმიანობა შპს „ბ-------ი“-ს სახელით იმავე მისამართზე, რითაც სახელმწიფოს მოუსპო შესაძლებლობა, ქონების რეალიზაციის გზით ამოეღო ჯარიმის სახით დარიცხული დავალიანება.

ც---- ნ------–---–ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: ი/მ „ც---- ნ------–---–ი“ (ს/ნ 1----------) გადასახადის გადამხდელად დარეგისტრირდა 2006 წლის 18 სექტემბერს. საწარმო ფაქტობრივად საქმიანობდა ქ-------------------------------–-. საწარმოს საქმიანობის სფეროს წარმოადგენდა სურსათითა და შერეული საქონლით ვაჭრობა. ც---- ნ------–---–ი, რომელიც ხელმძღვანელობდა და წარმართავდა ი/მ „ც---- ნ------–---–ი“-ს საქმიანობას, ვალდებული იყო კეთილსინდისიერად განეხორციელებინა სამეწარმეო საქმიანობა და ყველა სავაჭრო ოპერაცია დაეფიქსირებინა შესაბამის დოკუმენტებში. შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2015 წლის 4 მარტის №---- ბრძანებით დანიშნულ იქნა ი/მ „ც---- ნ------–---–ი“-ს სასაქონლო მატერიალური ფასეულობებისა და ძირითადი საშუალებების ინვენტარიზაცია. ინვენტარიზაცია მიმდინარეობდა 2015 წლის 4 მარტიდან 2015 წლის 7 აპრილის პერიოდში. ინვენტარიზაციის შედეგად საწარმოს ბიუჯეტში გადასახდელად დაერიცხა ჯარიმა, ჯამში 137 247.68 ლარის ოდენობით. ც---- ნ------–---–მა იცოდა რა, რომ ი/მ „ც---- ნ------–---–ი“-ს ზემოაღნიშნული სასაქონლო მატერიალური ფასეულობებისა და ძირითადი საშუალებების ინვენტარიზაციის შედეგად დაერიცხებოდა ჯარიმა, განიზრახა მოსალოდნელი ქონებრივი ვალდებულებისათვის თავის არიდების მიზნით, მოჩვენებითი გარიგების გზით, ქონების გადამალვა, რადგან საგადასახადო ორგანოს მიერ არ მომხდარიყო ჯარიმის სახით დარიცხული თანხების იძულების წესით ამოღება. 2015 წლის 7 აპრილის №------ და №------ სამართალდარღვევის ოქმებით ი/მ „ც---- ნ------–---–ი“-ს მართლაც დაერიცხა ჯარიმის სახით, ჯამში 137 247.68 ლარი. მოსალოდნელი ქონებრივი ვალდებულებისათვის თავის არიდების მიზნით, ი/მ „ც---- ნ------–---–ი“-ს ხელმძღვანელმა და წარმომადგენელმა - ც---- ნ------–---–მა 2015 წლის 1 აპრილს, თავის ნაცნობს - ი---- ც-----–---–ს დაარეგისტრირებინა ი/მ „ი---- ც-----–---–ი“ (ს/ნ 1----------). 2015 წლის 3 აპრილიდან - 6 აპრილის პერიოდში, ც---- ნ------–---–მა, ი/მ „ც---- ნ------–---–ი“-ს საკუთრებაში ფაქტობრივად არსებული 9 513.85 ლარის ღირებულების პროდუქციის ნაშთი მოჩვენებითი გარიგების საფუძველზე სრულად გადაიტანა ი/მ „ი---- ც-----–---–ი“-ს ბალანსზე და იგივე მისამართზე გააგრძელა საქმიანობა აღნიშნული საწარმოს სახელით, რითაც სახელმწიფოს მოუსპო შესაძლებლობა, ქონების რეალიზაციის გზით ამოეღო ჯარიმის სახით დარიცხული დავალიანება.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ------ ჩ-----ემ, გ---- ჩ-----ემ, მ--------- ც--–--ემ და ლ--–- ს-----ემ ჩაიდინეს საწარმოში ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ დიდი ოდენობით ქონების გადამალვა მოჩვენებითი გარიგებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და უკვე არსებული ქონებრივი ვალდებულებისათვის თავის არიდების მიზნით,მ------ ჩ-----ის და გ---- ჩ-----ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: შპს ,,ჯ----“ (ს/ნ 4--------) გადასახადის გადამხდელად დარეგისტრირდა 2012 წლის 6 ივლისს. საწარმოს იურიდიული და ფაქტობრივი მისამართი მდებარეობდა ქ----------–ი, გ--–-თის ქ.№6-ში. საწარმოს საქმიანობის სფეროს წარმოადგენდა სამშენებლო - სარემონტო მასალებით ვაჭრობა. მ------ ჩ-----ე და გ---- ჩ-----ე, რომლებიც ფაქტობრივად ხელმძღვანელობდნენ და წარმართავდნენ შპს ,,ჯ----“-ს საქმიანობას, ვალდებული იყვნენ კეთილსინდისიერად განეხორციელებინათ სამეწარმეო საქმიანობა და ყველა სავაჭრო ოპერაცია დაეფიქსირებინათ შესაბამის დოკუმენტებში. შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2014 წლის 22 ოქტომბრის №----- ბრძანებით დანიშნულ იქნა შპს ,,ჯ----“-ს სასაქონლო მატერიალური ფასეულობებისა და ძირითადი საშუალებების ინვენტარიზაცია. ინვენტარიზაცია მიმდინარეობდა 2014 წლის 22 ოქტომბრიდან 2015 წლის 26 იანვრის პერიოდში. ინვენტარიზაციის შედეგად საწარმოს ბიუჯეტში გადასახდელად დაერიცხა ჯარიმა, ჯამში 120 366.41 ლარის ოდენობით. მ------ ჩ-----ემ და გ---- ჩ-----ემ, იცოდნენ რა, რომ შპს ,,ჯ----“-ს 2015 წლის 26 იანვრის №------ და №------ სამართალდარღვევის ოქმებით დაერიცხა ჯარიმის სახით 120 366.41 ლარი, მათ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, განიზრახეს უკვე არსებული ქონებრივი ვალდებულებისათვის თავის არიდების მიზნით, მოჩვენებითი გარიგების გზით დიდი ოდენობით ქონების გადამალვა, რადგან საგადასახადო ორგანოს მიერ არ მომხდარიყო ჯარიმის სახით დარიცხული თანხების იძულების წესით ამოღება. აღნიშნული მიზნის განსახორციელებლად 2015 წლის 16 იანვარს გ---- ჩ-----ემ და მ------ ჩ-----ემ, ამ უკანასკნელის მეუღლის - თ------ კ------–--ის (პ/ნ 5----------) სახელზე დააფუძნეს შპს ,,ბ---–-----ი“ (ს/ნ 4--------). გ---- ჩ-----ემ და მ------ ჩ-----ემ 2015 წლის 21 თებერვალს შპს ,,ჯ----“-ს საკუთრებაში ფაქტობრივად არსებული 12 141.43 ლარის ღირებულების საქონლის ნაშთი, მოჩვენებითი გარიგების საფუძველზე სრულად გადაიტანეს შპს ,,ბ---–-----ი“-ს ბალანსზე და გააგრძელეს საქმიანობა შპს ,,ბ---–-----ი“-ს სახელით იმავე მისამართზე, რითაც სახელმწიფოს მოუსპეს შესაძლებლობა, ქონების რეალიზაციის გზით ამოეღო ჯარიმის სახით დარიცხული დავალიანება.

მ--------- ც--–--ის და ლ--–- ს-----ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: შპს „ა----“ (ს/ნ 4--------) გადასახადის გადამხდელად დარეგისტრირდა 2013 წლის 8 მაისს. საწარმოს ფაქტობრივი მისამართი მდებარეობდა ქ---------–----------–--–-----------ში. საწარმოს საქმიანობის სფეროს წარმოადგენდა სურსათითა და შერეული საქონლით ვაჭრობა. მ--------- ც--–--ე და ლ--–- ს-----ე, რომლებიც ფაქტობრივად ხელმძღვანელობდნენ და წარმართავდნენ შპს „ა----“-ს საქმიანობას, ვალდებული იყვნენ კეთილსინდისიერად განეხორციელებინათ სამეწარმეო საქმიანობა და ყველა სავაჭრო ოპერაცია დაეფიქსირებინათ შესაბამის დოკუმენტებში. შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2015 წლის 14 აპრილის №----- ბრძანებით დანიშნულ იქნა შპს „ა----“-ს სასაქონლო მატერიალური ფასეულობებისა და ძირითადი საშუალებების ინვენტარიზაცია. ინვენტარიზაცია მიმდინარეობდა 2015 წლის 14 აპრილ----ნ 2015 წლის 9 ივლისის პერიოდში. ინვენტარიზაციის შედეგად საწარმოს ბიუჯეტში გადასახდელად დაერიცხა ჯარიმა, ჯამში 41 796.80 ლარის ოდენობით. მ--------- ც--–--ემ და ლ--–- ს-----ემ, იცოდნენ რა, რომ შპს „ა----“-ს ზემოაღნიშნული სასაქონლო მატერიალური ფასეულობებისა და ძირითადი საშუალებების ინვენტარიზაციის შედეგად დაერიცხებოდა ჯარიმა, განიზრახეს მოსალოდნელი ქონებრივი ვალდებულებისათვის თავის არიდების მიზნით, მოჩვენებითი გარიგების გზით, დიდი ოდენობით ქონების გადამალვა, რადგან საგადასახადო ორგანოს მიერ არ მომხდარიყო ჯარიმის სახით დარიცხული თანხების იძულების წესით ამოღება. 2015 წლის 09 ივლისის №------ და №------ სამართალდარღვევის ოქმებით შპს „ა----“-ს მართლაც დაერიცხა ჯარიმის სახით, ჯამში 41 796.80 ლარი. მოსალოდნელი ქონებრივი ვალდებულებისათვის თავის არიდების მიზნით, 2015 წლის 13 მაისს მ--------- ც--–--ემ და ლ--–- ს-----ემ, მათ თანამშრომელს - ნ----–- ც--–--ეს (პ/ნ 6----------) დააფუძნებინეს შპს „ვ---------------“ (ს/ნ 4--------). მ--------- ც--–--ემ და ლ--–- ს-----ემ 2015 წლის 18 მაისს შპს „ა----“-ს საკუთრებაში ფაქტობრივად არსებული 42 624 ლარის ღირებულების საქონლის ნაშთი, მოჩვენებითი გარიგების საფუძველზე სრულად გ----------- შპს „ვ---------------“-ის ბალანსზე და გააგრძელეს საქმიანობა შპს „ვ---------------“-ის სახელით იმავე მისამართზე, რითაც სახელმწიფოს მოუსპეს შესაძლებლობა, ქონების რეალიზაციის გზით ამოეღო ჯარიმის სახით დარიცხული დავალიანება.

 

ბრალდებულებმა ხ----– ნ-----მა, თ---------- გ---------ემ, ბ------- შ----–--ემ, გ---–--- შ-----–-ამ, ლ---- გ-----–---–მა, ლ---- შ--------ემ, ე-–---- ა-–----–---–მა, ც---- ნ------–---–მა, მ------ ჩ-----ემ, გ---- ჩ-----ემ, მ--------- ც--–--ემ და ლ--–- ს-----ემ, სასამართლო სხდომაზე აღიარეს მათ მიერ ჩადენილი ქმედება.

 

სასამართლომ განიხილა სისხლის სამართლის საქმე, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის, ამასთან, ხ----– ნ-----ის, თ---------- გ---------ის, ბ------- შ----–--ის, გ---–--- შ-----–-ას, ლ---- გ-----–---–ის, ლ---- შ--------ის, ე-–---- ა-–----–---–ის, ც---- ნ------–---–ის, მ------ ჩ-----ის, გ---- ჩ-----ის, მ--------- ც--–--ის და ლ--–- ს-----ის დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ხ----– ნ-----მა და თ---------- გ---------ემ ჩაიდინეს საწარმოში ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ დიდი ოდენობით ქონების გადამალვა მოჩვენებითი გარიგებით, ჩადენილი მოსალოდნელი ქონებრივი ვალდებულებისათვის თავის არიდების მიზნით. ბ------- შ----–--ემ, გ---–--- შ-----–-ამ, ლ---- გ-----–---–მა, ლ---- შ--------ემ, ე-–---- ა-–----–---–მა და ც---- ნ------–---–მა ჩაიდინეს საწარმოში ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ ქონების გადამალვა მოჩვენებითი გარიგებით, ჩადენილი მოსალოდნელი ქონებრივი ვალდებულებისათვის თავის არიდების მიზნით, ხოლო მ------ ჩ-----ემ, გ---- ჩ-----ემ, მ--------- ც--–--ემ და ლ--–- ს-----ემ ჩაიდინეს საწარმოში ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ დიდი ოდენობით ქონების გადამალვა მოჩვენებითი გარიგებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და უკვე არსებული ქონებრივი ვალდებულებისათვის თავის არიდების მიზნით.

გამოძიებაში მოპოვებული მტკიცებულებებით - პატაკი, მოწმეების გ------- ტ-----–---–ის, გ------- ჯ-----–---–ის, დ-----ი ო----–---–ის, მ------ ბ------–---–ის, ზ----- ზ------–---ის, ა----- მ--------ის, ჩ----- კ----------ის, ბ----- კ----------ას, ფ------ ნ-----ის, ხ----– ნ-----ის, გ---- ს-----ის, მ--–----ი ხ-----------ის, პ----- წ----ის, დ----- ლ-–----ის, გ--- ნ-------ის, ბ--- ა-----ის, შ--–-- ბ-----ის, ჟ--- ჩ------ის, გ------- კ----–---–-ას, ს------ ჩ------ის, ვ---- გ---------ის, ჟ--–---- გ-----ის, თ---------- გ---------ის, ა---- ფ---–---–--–---–ის, ზ------ ა-------–ის, კ------- წ----–-----ს, შ----- კ--–------ის, რ----–-- კ--------ს, გ------- პ-----------ის, ბ------- შ----–--ის, ფ-------–- გ--------ის, ი--- დ---–--ის, ა---- შ----–--ის, კ------- შ----–--ის, გ-------–--ის, გ------- მ----–-–---–ის, ი-----–- ძ---–--ის, ო-----ი ხ----–--ს, ზ-----ი კ------ის, ნ-----–---- ხ-–-------ის, ა----------- ო--------ის, ნ----- ნ--------ის, მ------ თ----ის, გ---–--- შ-----–-ას, შ--–-- ტ-----–---–ის, ლ---- შ----------–---–ის, ზ---- ა–-----–---–ის, ა-–---- ვ------ის, ა-–---- შ----------–---–ის, ე---------- ტ-------ის, ნ----- ო------–---–ის, ე---------- უ----–---–ის, ლ---- გ-----–---–ის, ო----- გ---ურის, კ------- ლ---–----ის, ნ-----–---- ს------–--ის, გ------- ჯ------ის, თ---------- მ-----–---ის, გ---------–--–---–ის, გ------- ლ----ის, ჯ--- მ------–---–ის, მ------ ც-----ის, გ----–ი ც---–---ის, მ--- დ-----–---–ის, მ------ ბ----–---–ის, ლ---- გ---------ს, ნ----- შ--------ის, ვ--–---- კ------–--ის, გ------- ს------–---–ის, ლ---- შ----------–---–ის, ს----- ბ-–-–---–ის, ა-–---- ვ------ის, ა-–---- შ----------–---–ის, მ------ დ---–-–---–ის, ქ------- ჯ-------–---–ის, ლია ბ------–-–---–ის, გ--- ბ------–-–---–ის, ე-–---- ა-–----–---–ის, შ----- გ--–-–---–ის, ი-–-- მ----–--ის, მ--–---- ღ-------ის, ე------ მ---–---–ის, ი-–-- ქ-----–---–ის, მ------ ბ------ის, გ------ პ----–---–ის, მ-----–----------ის, ს--–-- კ-----------ის, ნ-----–---------–--ის, ი---- ც-----–---–ის, ა--- ნ------–---–ის, ც---- ნ------–---–ის, მ------ ჩ-----ის, ლ----ი ჩ-----ის, მ------- გ-------ის, გ--–- დ------ის, ვ-----–- ბ-----ის, გ------- წ-------–ის, ნ---- დ---–ის, გ---- ჩ-----ის, თ------ კ------–--ის, რ----–-- ს-----ას, გ------- დ-----აძის, გ------- ე-–--–---–ის, მ------- ბ---–----ის, გ------- ც---------ის, დ----- ი----ის, ლ-–- მ-------ის, ს------- ჯ--------ის, ნ----- ს-----ის, ნ----- დ-----აძის, ნ----–- ც--–--ის და მ--------- ც--–--ის გამოკითხვის ოქმები, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ინვენტარიზაციის მასალები, ელექტრონული ბაზების დათვალიერების ოქმები, დათვალიერებისას მოპოვებული მასალები და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით რომლებიც სადავოდ არ გაუხდიათ ბრალდებულებს, დადასტურდა ხ----– ნ-----ის, თ---------- გ---------ის, ბ------- შ----–--ის, გ---–--- შ-----–-ას, ლ---- გ-----–---–ის, ლ---- შ--------ის, ე-–---- ა-–----–---–ის, ც---- ნ------–---–ის, მ------ ჩ-----ის, გ---- ჩ-----ის, მ--------- ც--–--ის და ლ--–- ს-----ის მიერ ჩადენილი დანაშაული.

სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭებათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეში გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა საკმარისია ხ----– ნ-----ის, თ---------- გ---------ის, ბ------- შ----–--ის, გ---–--- შ-----–-ას, ლ---- გ-----–---–ის, ლ---- შ--------ის, ე-–---- ა-–----–---–ის, ც---- ნ------–---–ის, მ------ ჩ-----ის, გ---- ჩ-----ის, მ--------- ც--–--ის და ლ--–- ს-----ის დამნაშავედ ცნობისა და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავეების პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ბრალდებულების პიროვნებას, ოჯახურ მდგომარეობას, მათ წარსულ ცხოვრებას, ფინანსურ მდგომარეობას, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ. მოცემულ საქმეში, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულების პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არის ის, რომ ხ----– ნ-----მა, თ---------- გ---------ემ, ბ------- შ----–--ემ, გ---–--- შ-----–-ამ, ლ---- გ-----–---–მა, ლ---- შ--------ემ, ე-–---- ა-–----–---–მა, ც---- ნ------–---–მა, მ------ ჩ-----ემ, გ---- ჩ-----ემ, მ--------- ც--–--ემ და ლ--–- ს-----ემ აღიარეს ჩადენილი დანაშული, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნიათ.

სასამართლო ითვალისწინებს რა თითოეული ბრალდებულის მძიმე ფინანსურ მდგომარეობას, განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ჯარიმის მინიმალური ოდენობაა 2 000 ლარი, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე თვლის, რომ ბრალდებულ ხ----– ნ-----ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, თ---------- გ---------ეს ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, ბ------- შ----–--ეს, გ---–--- შ-----–-ას, ლ---- გ-----–---–ს, ლ---- შ--------ეს, ე-–---- ა-–----–---–ს, ც---- ნ------–---–ს, ჯარიმა 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, მ------ ჩ-----ეს და გ---- ჩ-----ეს ჯარიმა 4 000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით, ხოლო მ--------- ც--–--ეს და ლ--–- ს-----ეს, ვინაიდან არიან ცოლქმარი ჯარიმა 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, რაც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, დამნაშავის რესოციალიზაციას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და სამართლიანობის აღდგენას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 20-ე, 255-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე 279-ე, 292-293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ხ----– ნ-----ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2051-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით;

2. თ---------- გ---------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2051-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით;

3. ბ------- შ----–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2051-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით;

4. გ---–--- შ-----–-ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2051-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით;

5. ლ---- გ-----–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2051-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით;

6. ლ---- შ--------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2051-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით;

7. ე-–---- ა-–----–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2051-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით;

8. ც---- ნ------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2051-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით;

9. მ------ ჩ-----ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2051-ე მუხლის მე-2 ნაწილით და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 4 000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით;

10. გ---- ჩ-----ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2051-ე მუხლის მე-2 ნაწილით და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 4 000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით;

11. მ--------- ც--–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2051-ე მუხლის მე-2 ნაწილით და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით;

12. ლ--–- ს-----ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2051-ე მუხლის მე-2 ნაწილით და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით;

13. ხ----– ნ-----ის, თ---------- გ---------ის, ბ------- შ----–--ის, გ---–--- შ-----–-ას, ლ---- გ-----–---–ის, ლ---- შ--------ის, ე-–---- ა-–----–---–ის, ც---- ნ------–---–ის, მ------ ჩ-----ის, გ---- ჩ-----ის, მ--------- ც--–--ის, ლ--–- ს-----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს;

14. გირაოს შემტან პირებს (გ---–--- შ-----–-ას, ე-–---- ა-–----–---–ს, ლ---- გ-----–---–ს, თ---------- გ---------ეს, ხ----– ნ-----ს, ც---- ნ------–---–ს, ლ---- შ--------ეს) განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეთ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა (გირაოს შეტანის დროს არსებული კურსის გათვალისწინებით);

15. გაუქმდეს 2018 წლის 26 აპრილის განჩინებით მ------ ჩ-----ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (საკადასტრო კოდით: №------------ მდებარე ა-------–---------------------–------–-) ბრალდებულ მ------ ჩ-----ის გირაოს თანხის 4 000 ლარის უზრუნველსაყოფად დადებული ყადაღა;

16. გაუქმდეს 2018 წლის 13 აპრილის განჩინებით ბ------- შ----–--ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (საკადასტრო კოდით: №------------ მდებარე ჩ-------------------------------–---------) ბრალდებულ ბ------- შ----–--ის გირაოს თანხის 2 000 ლარის უზრუნველსაყოფად დადებული ყადაღა;

17. გაუქმდეს 2018 წლის 11 მაისის განჩინებით რ--------- ც--–--ის (დაბადებული: 2--------- წელს, პ/ნ 6----------), საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, (მდებარე: ბ--------------ას დასახლება, სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი, (ს/კ 0-----------) ბრალდებულების ლ--–- ს-----ის და მ--------- ც--–--ის გირაოს თანხის 4 000 – 4 000 ლარის უზრუნველსაყოფად დადებული ყადაღა;

18. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე. მისი გასაჩივრება შეიძლება ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილი