განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
მცხეთის რაიონული სასამართლო
საქმე №1/004-18 6 მარტი, 2018 წელი ქალაქი მცხეთა
(გამოძიების №0-----------)
მოსამართლე - მაია ოშხარელი,სხდომის მდივანი - მერი თათრიშვილი,სხდომის სახე - ღია,ბრალდების მხარე:
პროკურორი - ნ--–----------------;
დაცვის მხარე:
ადვოკატი - ლ--–------------ე;
ბრალდებული - ვ-–--ა ა---------–ის ძე ჯ-----–---–ი, დაბადებული 1--- წლის 4 თ--------–ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი №1----------, დასაოჯახებელი, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: დუშეთის რაიონის სოფელ უ------–--ში, აღკვეთის ღონისძიების სახედ გირაო შეფარდებული.
კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილი - ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. 2017 წლის 16 ნოემბერს, დუშეთის რაიონის სოფელ უ------–--ში, გ-----------–-ითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთ რეგიონული სამმართველოს მცხეთა-მ--------ის გ-----------–-ითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლები ახორციელებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც მათ მიერ ამოღებული იქნა ვ-–--ა ჯ-----–---–ის კუთვნილი ,,მოსინის’’ კონსტრუქციის 7,62 მმ კალიბრის შაშხანა, რომელსაც მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა, აღნიშნული შაშხანა მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისთვის.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა.
2.1. ბრალდებულმა ვ-–--ა ჯ-----–---–მა სასამართლო სხდომაზე თავი დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში.
2.2. მოწმე მ-----– ო----–----ის, ს----ო ტ-------ის, ს---–--ო ფ----–--–--ის, ვ----– ს------ის გამოძიებაში მიცემული ჩვენებებით დადგენილია, რომ ისინი მუშაობენ გ-----------–-ითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთ რეგიონული სამმართველოს მცხეთა-მ--------ის გ-----------–-ითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების მესამე კატეგორიის უფროსი ს--–---–----ის თანამდებობაზე. 2017 წლის 16 ნოემბერს ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას, ფშავ ხევსურეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე, სოფელ უკანა ფშავში პატრულირებისას გაჩერებული იქნა ორი პიროვნება, რომლებსაც მხრებზე ჰქონდათ ჩამოკიდებული კარაბინის სისტემის ცეცხლსასროლი იარაღები, ისინი გაჩერებული იქნენ ა---------– ჯ-----–---–ის საცხოვრებელი სახლის გარეთ არსებულ მინდვრის ტერიტორიაზე, მოხდა იქ არსებული ტერიტორიის დათვალიერება და ა---------– ჯ-----–---–ის სახლის ეზოს მესერის ნაპირზე არსებულ ფიცრული ოთახის გარეთ მხარეს ამოთხრილ ორმოში ჩადებული იყო ორი ცალი ცეცხლსასროლი იარაღი, რომლებიც იყო ერთი ავტომატური იარაღი თავის მჭიდით, ხოლო მეორე იყო კარაბინის სისტემის ზედ დამაგრებული ოპტიკური სამიზნით, რომლებიც მათ მიერ იქნა ამოღებული. კითხვაზე თუ ვისი იყო აღნიშნული იარაღები ვ-–--ა ჯ-----–---–მა განაცხადა, რომ აღნიშნული ფიცრული და იქ არსებული კარაბინის სისტემის იარაღი ეკუთვნოდა მას, რაც ჰქონდა რეგისტრაციის გარეშე, ხოლო ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი არ იცოდა ვის ეკუთვნოდა. მათ მიერ ამოღებული იქნა იარაღები, რომლებიც დაილუქა. მომხდარის შესახებ აცნობეს შსს დუშეთის რაიონულ სამმართველოს. მათ მიერ ასევე გადაღებული იქნა ვიდეო მასალა.
2.3. ბალისტიკური ექსპერტიზის №1----- დასკვნის თანახმად, მოსინის კონსტრუქციის 7,62 მმ კალიბრის შაშხანა, რომლის ლულაზე, ჩამკეტზე ნომერი არ იკითხება, ხოლო სავაზნის ხუფზე იკითხება К 49. შაშხანის ლულა შეცვლილია კუსტარული წესით, შაშხანა მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისთვის, იარაღი არის ქარხნული წესით დამზადებული.
2.4. ,,იარაღის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, ცეცხლსასროლ იარაღს წარმოადგენს იარაღი, რომელშიც ჭურვი ან საფანტის ჭურვები მიმართულ მოძრაობას იწყებს დენთის ან სხვა მუხტის წვისას გამოყოფილი ენერგიის შედეგად და რომელიც განკუთვნილია ობიექტის მანძილიდან მექანიკურად დასაზიანებლად ან/და გასანადგურებლად;
2.5. ის გარემოება, რომ მოსინის კონსტრუქციის 7,62 მმ კალიბრის შაშხანა, რომლის ლულაზე, ჩამკეტზე ნომერი არ იკითხება, ხოლო სავაზნის ხუფზე იკითხება К 49, დამზადებულია ქარხნული წესით, მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის, დადგენილია მხარეთა მიერ პრეიუდიციად მიჩნეული ბალისტიკური ექსპერტიზის 2017 წლის 22 ნოემბრის №1----- დასკვნით.
2.6. ვ-–--ა ჯ-----–---–ს არ აქვს სპეციალური ნებართვა იარაღის შეძენისა და შენახვის თაობაზე.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. მხარეთა მიერ პრეიუდიციად მიჩნეული მტკიცებულებების (მოწმეების: ა---------– ჯ-----–---–ის, ლ------ ჯ-----–---–ის, ბ------ ა--–------ის, ვ-–- ჭ----------–ის, მ----- თ---------ის გამოკითხვის ოქმები, ვ-–--ა ჯ-----–---–ის აღიარებითი ჩვენება, ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმი, ამოღების ოქმი, ახსნა-განმარტებები და საქმეში არსებული სხვა მასალათა ერთობლიობა) სათანადო შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე, ერთმანეთთან შეთანხმებულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ვ-–--ა ჯ-----–---–მა მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და ინახავდა ,,მოსინის’’ კონსტრუქციის 7,62 მმ კალიბრის შაშხანას, რომელიც მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისთვის.
3.2. შესაბამისად, ვ-–--ა ჯ-----–---–მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული - ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. ბრალდებულ ვ-–--ა ჯ-----–---–ის შემამსუბუქებელია ის გარემოება, რომ იგი თავს ცნობს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში. პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება მას არ გააჩნია.
5. სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება:
5.1. სასამართლო ბრალდებულ ვ-–--ა ჯ-----–---–ის მიმართ სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას და მის ასაკს. ამდენად, დამნაშავის რესოციალიზაციისა და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ვ-–--ა ჯ-----–---–ს უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთის სახით, რაც უნდა ჩაეთვალოს პირობითად.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ვ-–--ა ჯ-----–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალოს პირობით, ხოლო ამავე კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი.
2. ვ-–--ა ჯ-----–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და გირაოს თანხა სრულად დაუბრუნდეს მის შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.
3. ვ-–--ა ჯ-----–---–ის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის განმავლობაში დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
4. საქმეზე არსებული ნივთმტკიცება: ხრახლულიანი კარაბინის სიტემის ცეცხლსასროლი იარაღი № ,,ტპ 50431’’, SKS-ის ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი №,,ზშ 1329’’, მოსინის ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი ,,ტბ 6208’’ დაუბრუნდეთ მათ კანონიერ მფლობელებს, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი №,,გზ 3138’’ და მოსინის სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი 7,62 მმ კალიბრის შაშხანა გადაეცეს საქართველოს შსს შესაბამის სამსახურს, ხოლო სდ დისკი დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს საქმის შენახვის ვადით.
5. განაჩენი კანონიერ ძალაშია მისი გამოცხადებისთანავე.
6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, მცხეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მ. ოშხარელი