განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #2735222-1/437-18წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
ახ--––--ის რაიონული სასამართლო
21 თებერვალი, 2019 წელი ქ.ა---––---
მოსამართლე - გიორგი ლონდარიძე
სხდომის მდივანი - ბელა მერაბიშვილი
სხდომის სახე - ღია
ბრალდების მხარე - პროკურორი - კა--------–---–---–ი;
დაცვის მხარე - ბრალდებული - ზუ------------–---–ი - საქართველოს მოქალაქე, დაბ. 0--------- წელს, პ/ნ 4----------, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ.ა---––---. რუ-------–-ს ქ.N69ა.
ადვოკატი - ე--------------–-ძე.
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
2018 წლის 15 ოქტომბერს ქ. ა---––---ში რუ-------–-ს ქუჩა N69ბ-ში მდებარე სამშენებლო სამეურნეო მაღაზიაში მყოფ ზუ------------–---–ს და მამას გე-------------–---–ს მაღაზიაში არსებული ბიზნეს წილების განაწილების გამო მოუხდათ შელაპარაკება, რა დროსაც ზუ------------–---–მა მამას მიაყენა ჯერ სიტყვიერი, შემდგომ კი ხელების და ფეხების, ასევე ნიჩაბის დარტყმით და საღებავების ქილების სროლით სახისა და ტანის არეში მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შედეგადაც გე-------------–---–მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ზუ------------–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით.
სამართლებრივი შეფასება:
სასამართლომ გამოიკვლია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი შემდეგი მტკიცებულებები:
მოწმე და--------–----ის ჩვენებით დგინდება, რომ ახ--––--ის რაიონული სამმართველოს უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებელი. გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა 2018 წლის 15 ოქტომბერს დაზარალებულ გე-------------–---–ის შეტყობინება, რომელშიც საუბარი იყო ძალადობის ფაქტზე. გამოძიების დაწყებამდე 112-იე მეშვეობით თი----------–---–-ა სამართალდამცავ ორგანოებს შეატყობინა, რომ გე-------------–---–ს და შვილს ზუ------------–---–ს შორის იყო კონფლიქტი მაღაზიის წილებთან დაკავშირებით, რაზეც მოხდა შეხვედრა და გასაუბრება გე-------------–---–თან და ზუ------------–---–თან. რის შემდეგ კვლავ განმეორდა კონფლიქტი. და--------–----ის მიერ გამოკითხული იქნა დაზარალებული, რომელმაც ასახა ის გარემოებები რაც მას შეემთხვა, მისმა შვილმა მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რომელსაც თვალთანაც აღენიშნებოდა სიწითლე. რაზეც მის მიერ მოხდა სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნა, საქმეზე გამოკითხულ იქნა თი----------–--ლი, დაკავებულ იქნა ზუ------------–---–ი, რის საფუძველზეც წარედგინა ბრალდება, ასევე ამოღებულ იქნა გე-------------–---–ის ტანსაცმელი, რომელსაც საღებავების კვალი აღენიშნებოდა, საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარებისას გე-------------–---–მა მიუთითა ის კონკრეტული ადგილები, სადაც მოხდა ზუ------------–---–ის მხრიდან ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება, ადგილზე იყო წაქცეული ქილები.
2018 წლის 15 ოქტომბრის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დადგენილია, რომ დაზარალებულმა გე-------------–---–მა გამომძიებელს განუმარტა და მიუთითა ის ადგილი სადაც 2018 წლის 15 ოქტომბერს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა შვილმა ზუ------------–---–მა. ექსპერტ-კრიმინალისტმა რა------------ძემ თავისი ჩვენებით დაადასტურა მისი მონაწილეობით ჩატარებული 2018 წლის 15 ოქტომბერს საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის სისწორე და განმარტა, რომ გე-------------–---–მა მიუთითა იქ არსებულ საღებავებზე და ნიჩაბზე, რომელიც გე-------------–---–ის განმარტებით ესროლა ზუ------------–---–მა, აღნიშნული ნივთები ამოღებულ და დალუქულ იქნა, სხვა საგამოძიებო მოქმედებები მას არ მიუღია მონაწილეობა.
მოწმე გი----------------–---–-ს ჩვენებით დგინდება, რომ 2018 წლის 15 ოქტომბერს მან მონაწილეობა მიიღო გე-------------–---–ის ტანსაცმლის ამოღებაში, ამოღებული ტანსაცმელი დალუქული იქნა, რაც ხელის მოწერით დადასტურდა.
15.10.2018 წლის ამოღების ოქმით თანახმად, დადგენილია, რომ ქ. ა---––--- თა-----–---–-ს ქ. N1-ში მდებარე შსს ახ--––--ის რაიონული სამმართველოს პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში, გე-------------–---–ისგან ამოღებულ იქნა ერთი ცალი შავი ფერის სპორტული შარვალი, ერთი ცალი შავი ნაცრისფერში გაწყობილი გრძელ სახელოებიანი მაისური, ერთი ცალი ნაცრისფერი გრძელ სახელოებიანი მოსაცმელი და ერთი წყვილი შავი ფერის სპორტული სტილის ფეხსაცმელი, ტანსაცმელი სხვადასხვა ადგილებზე დასვრილი იყო თეთრი და მწვანე ფერის საღებავებით.
დაზარალებულმა გე-------------–---–მა უარი განაცხადა შვილის ზუ------------–---–ის მიმართ ჩვენების მიცემაზე.
თი----------–---–-ა და და------------–---–მა უარი განაცხადეს მამის და ძმის მიმართ ჩვენების მიცემაზე.
ბრალდებულმა ზუ------------–---–მა გამოიყენა დუმილის უფლება.
ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 16 ოქტომბრის 817/05/9-3 სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გე-------------–---–ის მარჯვენა ყვრიმალის არეში არსებული სისხლნაჟღენთი მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და ეკუთვნის სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. კონკრეტულად, გე-------------–---–ს მარჯვენა ყვრიმალის მედიალურ არეში აღენიშნებოდა მოლურჯო მოწითალო ფერის სისხლნაჟღენთი ზომით 0,5X3 სმ-ზე.
ექსპერტმა და------------–---–მა დაადასტურა ახ--––--ის რაიონული სამმართველოს დადგენილების საფუძველზე 16 ოქტომბერს მის მიერ ჩატარებული სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის სისწორე. ხანდაზმულობით აღნიშნული დაზიანებები არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს - 2018 წლის 15 ოქტომბერს.
2018 წლის 16 ოქტომბრის დადგენილებით დაზარალებულად ცნობის შესახებ გე-------------–---–ი ცნობილი იქნა დაზარალებულად საქართველოს სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით.
ზუ-------------–---–ი 2018 წლის 15 ოქტომბერს დაკავებული იქნა 20:35 საათზე, ქ.ა---––---ში თა-----–---–-ს ქუჩა N1-ში. 2018 წლის 15 ოქტომბერს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და 17 ოქტომბერს აღკვეთის ღონისძიების სახით შეერჩა გირაო 5000 ლარის ოდენობით მის უზრუნველყოფამდე პატიმრობით. ბრალდებულის მიერ გირაო იქნა უზრუნველყოფილი ფულადი თანხით და 17 ოქტომბერს განთავისუფლებული იქნა პატიმრობიდან.
სასამართლოს დასკვნა ზუ------------–---–ის მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულების ჩადენის თაობაზე, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც იძლევა ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულებრივ ქმედებას წარმოადგენს ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
,,ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ საქართველოს კანონი” განმარტავს, რომ ფიზიკური ძალადობა არის ცემა, წამება, ჯანმრთელობის დაზიანება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ფიზიკურ ტკივილს ან ტანჯვას; ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობა, რაც იწვევს ოჯახის წევრის ჯანმრთელობის დაზიანებას ან სიკვდილს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულებრივ ქმედებას შეიძლება წარმოადგენდეს ძალადობა, რომელმაც საკმარისია გამოიწვიოს ფიზიკური ტკივილი - შესაბამისად, იგულისხმება ფიზიკური ძალადობის ფაქტი.
მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის განხილვით დადგენილია, რომ 2018 წლის 15 ოქტომბერს ქ. ა---––---ში რუ-------–-ს ქუჩა N69ბ-ში მდებარე სამშენებლო სამეურნეო მაღაზიაში მყოფ ზუ------------–---–ს და მამას გე-------------–---–ს მაღაზიაში არსებული ბიზნეს წილების განაწილების გამო მოუხდათ შელაპარაკება, რა დროსაც ზუ------------–---–მა მამას მიაყენა ჯერ სიტყვიერი, შემდგომ კი ხელების და ფეხების, ასევე ნიჩაბის დარტყმით და საღებავების ქილების სროლით სახისა და ტანის არეში მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შედეგადაც გე-------------–---–მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება.
სასამართლოს დასკვნა ემყარება ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს, რომლებიც ერთმანეთთან თანხვედრაშია და მათ შორის რაიმე პრინციპული წინააღმდეგობა არ არსებობს. და--------–----ის ჩვენებით დადგენილია, რომ გე-------------–---–ის გამოკითხვის დროს მას სახეზე და ტანსაცმელზეც აღენიშნებოდა ძალადობის კვალი, კერძოდ თვალთანა აღენიშნებოდა სიწითლე. ასევე გე-------------–---–ის ტანსაცმელს აღენიშნებოდა საღებავების კვალი.
ოჯახური ძალადობის - როგორც დანაშაულის ფაქტის დასადგენად საჭიროა პირველ რიგში უტყუარი და ურთიერთშეთანხმებული მტკიცებულებებით დადგინდეს ძალადობის არსებობის ფაქტი, რომელმაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. ამ დანაშაულის თავისებურებიდან გამომდინარე ოჯახში ძალადობის ფაქტი არ გამოირჩევა მოწმეთა და სხვა მტკიცებულებების სიუხვით. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარემ წარმოადგინა ყველა ის მტკიცებულება, რომლის მოპოვებაც დანაშაულის ფაქტთან დაკავშირებით ობიექტურად შესაძლებელი იყო.
რაც შეეხება ფაქტობრივ გარემოებას - დაზარალებულმა განიცადა თუ არა ტკივილი ძალადობის გამო, სასამართლო მიუთითებს, რომ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ დაზარალებულს სხეულზე არსებული სისხლნაჟღენთები მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და ეკუთვნის სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ამასთან, ხანდაზმულობით დაზიანებები არ ეწინააღმდეგება ქმედების ჩადენის დროს 2018 წლის 15 ოქტომბერს. სასამართლოს მიაჩნია, რომ სხეულზე არსებული დაზიანებები ასევე ადასტურებენ დაზარალებულისათვის ფიზიკური ტკივილის მიყენების ფაქტს. ზოგადად ფიზიკური ტკივილის განცდა სუბიექტური შეფასების და მსჯელობის საგანია, რომელზეც როგორც წესი მიუთითებს დაზარალებული და იმ პირობებშიც როდესაც მას დაზიანების ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება, სასამართლო იზიარებს დაზარალებულის ჩვენებას ტკივილის განცდის ნაწილში. მოცემულ შემთხვევაში დაზარალებულმა ჩვენება არ მისცა სასამართლოს მისი შვილის წინააღმდეგ, თუმცა სხეულზე არსებული დაზიანებების არსებობა იძლევა შესაძლებლობას დადასტურებულად იქნეს მიჩნეული გარემოება, რომ დაზიანების მიყენებისას დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ძალადობის გამო თავდაპირველად დედამ, ხოლო მოგვიანებით კი თავად დაზარალებულმა შეატყობინეს სამართალდამცავ ორგანოებს, რადგან ობიექტური მსჯელობის შედეგად შესაძლებელია დავასკვნათ, რომ ზუ------------–---–ის მხრიდან ძალადობის განმეორების შემთხვევაში დაწყებულ იქნა გამოძიება. სასამართლოს მიაჩნია, რომ ოჯახური ძალადობის (როგორც ყველა სხვა დანაშაულის) ფაქტის მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალდების მხარეს, მაგრამ ამ ფაქტის არსებობის მტკიცების შესაძლებლობა არ უნდა იყოს დამოკიდებული დაზარალებულის ნებაზე, ვინაიდან, მისი მხრიდან მოძალადის წინააღმდეგ ჩვენების მიცემამ შესაძლოა გაართულოს მისი მდგომარეობა. ამავე დროს დაზარალებულის ეს უფლება არ უნდა იქნეს გამოყენებული იარაღად ბრალდებულის ხელში, რომელიც ცდილობს თავი დააღწიოს პასუხისმგებლობას. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ობიექტური ანალიზი იძლევა დასკვნის საშუალებას, რომ ზუ------------–---–ის მხრიდან ადგილი ჰქონდა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობის ჩადენის ფაქტს, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ?? ???????? 117-? , 118-? ან 120-? ?????? გათვალისწინებული შედეგი.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები მთლიანობაში წარმოადგენენ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ზუ-------------–---–ის ბრალეულობას წარდგენილ ბრალდებაში.
სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო აღნიშნავს, რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდებისათვის, უნდა არსებობდეს შეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა. საქმის განხილვა მიმდინარეობდა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებზე დაყრდნობით, რაც ნიშნავს იმას, რომ პროცესის შედეგი დამოკიდებული იყო მხოლოდ იმაზე, თუ როგორ დაასაბუთებდნენ მხარეები თავიანთ პოზიციებს და რა მტკიცებულებებით დაადასტურებდნენ მათ. სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა გამოკვლეული მტკიცებულებები, შინაგანი რწმენით შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე შეკრებილი ყველა მტკიცებულება მათი ერთობლიობით დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით და ბრალდებულის ქმედების სამართლებრივი შეფასებისას მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარემ წარმოადგინა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც საკმარისი იქნებოდა ბრალდებულის ზუ------------–---–ის დამნაშავედ ცნობისათვის.
საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
საქართველოს კონსტიტუციით დაცულია ადამიანის საპროცესო უფლებები და 31-ე მუხლში მითითებულია, რომ დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
გამამტყუნებელი განაჩენი ემყარება მხოლოდ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას. წარმოდგენილი მტკიცებულებებით ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა დაამტკიცა ზუ------------–---–ის ბრალეულობა წარდგენილ ბრალდებაში. მოცემულ საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა თანხვედრილია ერთმანეთთან, დამაჯერებელია და აშკარად უთითებს ზუ------------–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენაზე, რის გამოც მის მიმართ გამოტანილი უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ზუ------------–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სასამართლო სასჯელის გამოყენების დასაბუთებისას ხელმძღვანელობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით. რომლის მე-3 ნაწილი ადგენს, რომ სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
ამავე კოდექსის 53-ე პრიმა მუხლის თანახმად, დანაშაულის ჩადენა რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერის, გენდერული იდენტობის, ასაკის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების, შეზღუდული შესაძლებლობის, მოქალაქეობის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან დისკრიმინაციის შემცველი სხვა ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის. დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ, არასრულწლოვნის მიმართ ან მისი თანდასწრებით, განსაკუთრებული სისასტიკით, იარაღის გამოყენებით ან იარაღის გამოყენების მუქარით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის.
აქვე გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს სსკ-ის 126 პრიმა მუხლით გათვალისწინებული ქმედება წარმოადგენს დანაშაულს სწორედ იმის გამო, რომ ძალადობა ჩადენილია მამის, როგორც ოჯახის წევრის მიმართ. რაც გამორიცხავს ამ ფაქტის დამატებით დამამძიმებელ გარემოებად მიჩნევას, ხოლო სხვა მტკიცებულებები რაიმე ნიშნით დანაშაულის ფაქტის ჩადენის შესახებ საქმეში არ მოიპოვება.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, ზუ------------–---–ს უნდა დაენიშნოთ სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა, რომელიც უნდა შეეცვალოს პირობით, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულებისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ზუ------------–---–ი (პ/ნ 4----------) ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 თვის ვადით, რაც სსკ-ის 63-64 მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 01 წელი.
2.მსჯავრდებულ ზუ------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო 2018 წლის 15 ოქტომბრიდან 2018 წლის 17 ოქტომბრის ჩათვლით.
3. ზუ------------–---–ის (პ/ნ 4----------) მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს, გირაოს უზრუნველსაყოფად გადახდილი თანხა 5000 ლარი დაუბრუნდეს გირაოს შემტანს (გადამხდელი-ილ-----------ძე პ/ნ 4----------, თანხა გადახდილ იქნა 2018 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს ბანკში, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად.
4. განაჩენის აღსრულებაზე, ”არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 და მე-5 მუხლის თანახმად, კონტროლი დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის (იურიდიული მისამართის) მიხედვით;
5. სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები: გე-------------–---–ის ტანსაცმელი, რომელიც ინახება შსს ახ--––--ის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კუთვნილებისამებრ.
-პლასტმასის ასაღები ნიჩაბი, რომელიც ინახება შსს ახ--––--ის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კუთვნილებისამებრ.
-მწვანე და თეთრი ფერის საღებავის ორი ცალი ქილა, რომელიც ინახება შსს ახ--––--ის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს კუთვნილებისამებრ.
6.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე;
7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ახ--––--ის რაიონული სასამართლოს (მის: ქ.ა---––---, მებაღიშვილის ქ.N62) მეშვეობით.
მოსამართლე გიორგი ლონდარიძე