გადაწყვეტილება

სამოქალაქო 05.03.2019
საქმის ნომერი
190210017001981661
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
05.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2-1-2--1-

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

05.03.2-1- წ. ქ. რუსთავი

რუსთავის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე ნ---- თ----–---–ი

სხდომის მდივანი ე-–--- ო-----

მოსარჩელე: საქართვლოს თავდაცვის სამინისტრო,წარმომადგენელი: ჯ----– მ---------–--

მოპასუხე: შპს ,,ქ--------–-----------------ა",წარმომადგენელი: ს------- ქა–---–---–-,დავის საგანი: სამზარეულო ინვენტარის ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო მდგომარეობაში გადაცემა.

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

მოსარჩელე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი მოითხოვს შპს ,,ქ--------–-----------------ას" დაევალოს 2-1- წლის 1- აპრილის №3----- წერილზე თანდართული მიღება-ჩაბარებების აქტების დანართებში დანაკლის სახით მითითებული ფასგარეშე სამზარეულო ინვენტარის/დანადგარების საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის გადაცემა/დაბრუნება, ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო მდგომარეობაში და 2-1- წლის 1- აპრილის №3----- წერილზე თანდართული მიღება-ჩაბარების აქტების დანართებში მითითებული დაზიანებული ფასიანი ნივთით ჩანაცვლება და საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო მდგომარეობაში გადაცემა.

 

მოსარჩელის წარმომადგენელი მიუთითებს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შპს ,,ქ--------–-----------------ას" შორის 2-1- წლის 2------------- გაფორმდა №8-- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა სხვადასხვა სამხედრო ნაწილებში, მათ შორის ვაზიანის სამხედრო ნაწილში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა კვებითი უზრუნველყოფა. 2-1- წლის 2-----------ის №8-- ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2-1- წლის 3- მარტის ჩათვლით. ხელშეკრულების 8.2.1 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელი ვალდებულია გაუფრთხილდეს მისთვის მიღება-ჩაბარების აქტით დროებით გადაცემული ქონებას; 8.2.2 პუნქტის მიხედვით, მიმწოდებელი ვალდებულია ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურებები ვადის დასრულების შემდგომ გადასცეს შემსყიდველს მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე მასზე დროებით გადაცემული ქონება გამართულ მდგომარეობაში. 8.2.3 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელს ეკისრება სრული მატერიალური პასუხისმგებლობა მისთვის მიღება-ჩაბარების აქტით გადაცემული ქონების დაზიანებისა და/ან განადგურებაზე. ქონების დაზიანებისა და/ან განადგურების შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია აუნაზღაუროს შემსყიდველს მიყენებული ზიანი.

 

2-1- წლის 2-----------ის №8-- ხელშეკრულების №5 დანართის (ტექნიკური დავალება) მიხედვით: ა) სწორი ექსპლუატაცია გაუწიოს სამხედრო ნაწილების სასადილოებში არსებული დროებით სარგებლობაში გადაცემულ ქონებას; ბ) საკუთარი სახსრებით აწარმოოს დროებით ხმარებაში გაცემული მატერიალური ქონების მიმდინარე სარემონტო სამუშაოები; გ) მატერიალურად აანაზღაუროს ექსპლუატაციის პერიოდში მატერიალური ქონების წარმოშობილი დანაკლისები. მითითებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების დასრულების შემდგომ მოპასუხემ განახორციელა №1 რეგიონალურ ბაზაზე მისთვის დროებით გადაცემული ქონების დაბრუნება, თუმცა არასრული მოცულობით და რიგ შემთხვევებში ტექნიკურად გაუმართავ მდგომარეობაში. ქონების სამინისტროზე დაბრუნების აქტებს ხელს აწერს და მის შინაარსობრივ მხარეს ეთანხმება მოპასუხეც, თუმცა ამ უკანასკნელს არ განუხორციელებია დროებით გადაცემული ქონების სამინისტროზე სრულყოფილად და გამართულ მდგომარეობაში დაბრუნება.

 

2-1- წლის 2- მაისს გამართულ სასამართლო მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა დააზუსტა პირველი სასარჩელო მოთხოვნა. კერძოდ, მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხეს დაეკისროს თავდაცვის სამინისტროზე დაბრუნებული ფასგარეშე სასადილო-სამზარეულო ინვენტარისა/დანადგარების დანაკლისები, ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლი მდგომარეობაში ქვემოთ მითითებული დასახელების და რაოდენობის მიხედვით: 1. აბაზანა (ალ ,,ემ" უ/ფ) - 3 ცალი; 2. ასარევი თასების (უჟანგავი ფოლადის) პატარა - ერთი ცალი; 3. ბარის სკამი ერთი ცალი. 4. ბოსტნეულის სახეხი ერთი ცალი; 5. გაზქურა ერთკამფორიანი ერთი ცალი. 6. გასაცემი ხაზი უ/ფ; 1. თბური ზედაპირი ორი ცალი, 2 დანადგარი ნეიტრალი - დანა-ჩანგლების - ორი ცალი - ერთი კომპლექტი. 7.დანა 5 ცალი. 8. დანა №2 - ერთი ცალი; 9. დანა №3 - ერთი ცალი; 10. დანა №4 - ერთი ცალი; 11. დანა №5 - ორი ცალი; 1-. დანა მზარეულის 7 ცალი; 1-. დანა მზარეულის ,,სამეული" - ერთი კომპლექტი; 1-. დანა ხორცის - 3 ცალი; 1-. დანა სადილის - 1- ცალი; 1-. დანა უ/ფ - 11-7 ცალი; 1-. დანა უ/ფ - 63 ცალი; 1-. დანების ჩასადები ერთი ცალი. 1-. დაფა პროდუქტის დასამუშავებელი (მორი) -ერთი ცალი; 2-. დახლი ცხელი და ცივი კერძებისათვის - ერთი ცალი; 2-. დახლი ცხელი კერძებისათვის - ერთი ცალი; 2-. ელექტრო კონვენციური ღუმელის (კერამიკული სახელურით) თეფშები - ათი ცალი; 2-. თარო ბოსტნეულის კარადის ერთი ცალი; 2-. თასი პლასმასის - 3- ცალი; 2-. თეფშები - 64 ცალი; 2-. თეფშები თხელი, ალუმინის - ხუთი ცალი; 2-. თეფშები თხელი, უ/ფ - 84 ცალი; 2-. თეფში სასალათე - ერთი ცალი; 2-. თეფში - ლანგარი ჩინური - 51- ცალი; 3-. თუშფალანგი ალუმინის - ერთი ცალი; 3-. კათხა ალუმინის - 60 ცალი. 3-. კათხა ნ/ფ - 11 ცალი; 3-. კამერა მაცივარი - ერთი ცალი; 3-. კარადა მაცივარი უ/ფ - ორი ცალი; 3-. კარადა რკინის კედლის (უ/ფ) - 5 ცალი; 3-. კარაქის საჭრელი - ერთი ცალი; 3-. კარტოფილის სათლელი მანქანა - ერთი ცალი. 3-. კარტოფილის საჭყლეტი - სამი ცალი; 3-. კედლის თარო უ/ფ 6 ცალი; 4-. კოვზი დიდი უ/ფ - 4 ცალი. 41. კოვზი კარაქისათვის უ/ფ - ორი ცალი; 4-. კოვზი სადილის (აშშ) - 11- ცალი. 4-. კოვზი სადილის უ/ფ - 3-8 ცალი; 44. კოვზი სადილის უ/ფ - 70 ცალი; 45. კოვზი სადილის ალუმინის - 23- ცალი; 46. კოვზი სამზარეულოსი სამი ცალი; 47. კოვზი ჩაის უ/ფ - 811 ცალი; 48. კოვზი ჩაის უ/ფ - 2- ცალი; 49. კოვზი ჩაის - 2- ცალი; 50. კონსერვის გასახსნელი დიდი - სამი ცალი; 51. ლანგარი ალუმინის - 2- ცალი; 52. ლანგარი პლასტმასის - სამი ცალი; 53. ლანგარი უ/ფ (თურქული) 2-3 ცალი; 54. ლანგარი უ/ფ (თვითმომსახურების) - 52- ცალი; 55. მაშა - ორი ცალი; 56. მაცივრის თერმომეტრი - ერთი ცალი; 57. მიქსერი პიურეს მოსამზადებელი ხელის - 5 ცალი. 58. მომსახურეობის დახლის ცხელი კერძების კონტეინერი პატარა ღრმა უ/ფ - ოთხი ცალი; 59. მოსარევი თასი (უჟანგავი ფოლადი) საშუალო - ორი ცალი; 60. მოწყობილობა სუნელებისათვის უ/ფ - 1-4 კომპლექტი; 61. მწერების საჭერი დანადგარი - სამი ცალი. 62. ნამცხვრის ტაფა ოთხკუთხედი - ორი ცალი; 63. ნარჩენი საჭმლის დასასუფთავებელი დახლი - ორი ცალი; 64. პლასტმასის კონტეინერი ჭ/სარეცხი მანქანისთვის - ხუთი ცალი; 65. პლასტმასის ნახვრეტებიანი სუფრის კოვზი- ოთხი ცალი; 66. პურის საჭრელი მანქანა ელექტრო ერთი ცალი; 67. სადენების საწმენდი - სამი ცალი; 68. სათლი ალუმინის - თერთმეტი ცალი. 69. სათქვეფი ბლენდერი - ორი ცალი; 70. სათქვეფი ხელის - ათი ცალი; 71. საკეპი დაფა - შვიდი ცალი; 72. სალესი №10- ერთი ცალი; 73. სამარილე და საპილპილე - ექვსი ცალი; 74. სამარინე ნ/ფ - 1- ცალი. 75. სანელებკ.კ-ტი მაგიდის - 8 ცალი. 76. საპურე სახილე- ორი ცალი. 77. სასწორი 2-10 კგ - ერთი ცალი; 78. საყინულე დანადგარი - ერთი ცალი. 79. საყოფაცხოვრებო მაცივარი - ერთი ცალი. 80. საშაქრე - 1- ცალი; 81. საწარმოო მაგიდა - 5 ცალი; 82. საწარმოო მაგიდა მობილური უ/ფ - სამი ცალი; 83. საწარმოო მაგიდა უ/ფ - 1- ცალი; 84. საწური უ/ფ ერთი ცალი; 85. საწური უ/ფ დიდი ერთი ცალი; 86. სინი მოყვითალო-მოყვისფრო (პლასტმასის) ერთი ცალი; 87. სინი ყავისფერი (პლასტმასის) ერთი ცალი; 88. სტელაჟი უ/ფ - ათი ცალი; 89. სწორი ნიჩაბი უ/ფ - სამი ცალი; 90. ტაფა 2-X10, უ/ფ - ორი ცალი; 91. ტაფა დიდი - ერთი ცალი; 92. ტაფა ღრმა 2- სმ. უ/ფ - ერთი ცალი. 93. ქაფქირი №10 უ/ფ - 1- ცალი. 94. ქაფქირი №2 უ/ფ - 1- ცალი. 95.ქაფქირი №2- უ/ფ - 4 ცალი. 96. ქაფქირი №3 უ/ფ - 8 ცალი. 97. ქაფქირი №3- უ/ფ - 1- ცალი. 98. ქაფქირი №3- უ/ფ - 2 ცალი. 99. ქაფქირი №7 უ/ფ - 1- ცალი.100. ქაფქირი №9 უ/ფ - 4 ცალი.101. ქაფქირი ბადიანი უ/ფ - 10 ცალი. 102. ქაფქირი სეტკა, უ/ფ - ოთხი ცალი. 103. ქვაბების კომპლექტი, ოთხიანი - ერთი ცალი; 104. ქვაბი 3-X3-, უ/ფ - ერთი ცალი; 105. ქვაბი 3- ლიტრიანი (3-X3-) უ/ფ - ერთი ცალი; 106. ქვაბი 3- ლიტრიანი ალ. - ორი ცალი; 107. ქვაბი 50-60 ლიტრიანი ალ. - 6 ცალი; 108. ქვაბი 5-6 ლიტრიანი ალუმ. - სამი ცალი; 109. ქვაბი გადასატანი 100 მმ, უ/ფ- 10 ცალი; 110. ქვაბი გადასატანი 4- ლიტ(4-მმ) უ/ფ - სამი ცალი; 111. ქვაბი კონტეინერი 1/1 სახურავით უ/ფ - ერთი ცალი; 11-. ქვაბი კონტეინერი 1-0 მმ, სახურავით უ/ფ - 1- ცალი; 11-. ქვაბი კონტეინერი 2-0 მმ, სახურავით უ/ფ - 1- ცალი; 11-. ქვაბი კონტეინერი 65 მმ, სახურავით უ/ფ - 1- ცალი; 11-.

ქვაბი კონტეინერი უ/ფ - 2- ცალი; 11-. ქვაბი საშუალო 1-0 ლიტრიანი - ერთი ცალი. 11-.

ქვაბი - ტაფა 3-X3- - 2 ცალი; 11-. ქვაბი - ტაფა 4-X4-, უ/ფ - 3 ცალი; 11-. ღვინის ჭიქა - 2- ცალი; 1-0. ღუმელის ურიკა -ერთი ცალი; 1-1. ყავის ჭიქები - 2- ცალი. 1-2. ყინულის საჭრელი აპარატი - ერთი ცალი; 1-3. შამფური (რკინის) - 2- ცალი. 1-4. ჩიას კოვზი 70 ცალი. 1-5. ჩიას კოვზი 5 ცალი. 1-6. ჩამჩა №2 უ/ფ - ორი ცალი; 1-7. ჩამჩა №3 უ/ფ - 5 ცალი; 1-8. ჩამჩა №7 უ/ფ - ერთი ცალი; 1-9. ჩამჩა ბრტყელი, უ/ფ - 2 ცალი; 1-0. ჩამჩა გასანაწილებელი, უ/ფ (კოვზი სამზ) - 1- ცალი. 1-1. ჩამჩა პატარა ალუმინის -1- ცალი. 1-2. ჩამჩა პატარა უ/ფ - 2 ცალი; 1-3. ჩამჩა საშუალო უ/ფ - 4 ცალი; 13-. ჩანგალი აშშ- 699 ცალი; 13-.ჩანგალი უ/ფ - 51 ცალი; 1-6. ჩანგალი უ/ფ - 1-1- ცალი; 13-. ჩანგლები გრძელსახელურიანი - 2 ცალი. 1-8. ცომის ქვაბი - ერთი ცალი. 1-9. ჭიქა 2-0 გრ უ/ფ - 846 ცალი. 1-0. ჭიქა ემალის, ჩინური - 80 ცალი. 1-1. ჭიქები - 44 ცალი. 1-2. ჭურჭლის სტელაჟი - ორი ცალი. 1-3. ხაზი საჭმლის გასაცემი - ერთი კომპლექტი; 1-4. ხის დახლი (საერთო რაოდენობა) - ერთი ცალი. 1-5. ხორცის ამოსაღები ჩანგალი - ერთი ცალი. 1-6. ხორცის მოსათავსებელი ნიჟარა - ერთი ცალი. 1-7. ხორცის საბეგვი - ორი ცალი. 1-8. ჯამი საპურე, უ/ფ - 65 ცალი; 1-9. ჯამი უ/ფ -1-8 ცალი. 1-0. ჯამი ღრმა, ალუმინის - 45 ცალი. 1-1. ჯიბის თერმომეტრი - 10 ცალი. 1-2. კალათები პლასმასის, შავი - 3 ცალი. 1-3. მაგიდა სადილის - ორი ცალი. 1-4. პლასტმასის კალათი - 3 ცალი. 1-5. პლასტმასის მაგიდა - ერთი ცალი. 1-6. სასადილო ხის სკამი -4 ცალი. 1-7. სასადილოს სკამი - 5ცალი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხე შპს ,,ქ--------–-----------------ის" წარმომადგენელმა წერილობითი შესაგებლით სარჩელი არ ცნო. ამასთან მიუთითა, რომ კომპანიას თავდაცვის სამინისტროსათვის გადაცემული აქვს იმავე ღირებულების სხვა-ახალი ინვენტარი, რისი შეთანხმებაც წინასწარ განხორციელდა. დაზიანებული ფასიანი ინვენტარის ჩანაცვლება კომპანიის მიერ განხორციელებულია, რაც შეეხება ფასგარეშე ინვენტარის გვაროვნული ნივთით ჩანაცვლებას, აღნიშნული შეუძლებელია, რადგან ვერ ხდება ფასგარეშე ინვენტარის იდენტიფიცირება და ღირებულების დადგენა. მოპასუხის წარმომადგენელი ასევე მიუთითებს მოთხოვნის ხანდაზმულობაზე.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2-1- წლის 2------------- საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შპს ,,ქ--------–-----------------ას" შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №8-- ხელშეკრულება. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა კვებითი უზრუნველყოფა. ხელშეკრულების ვადა განისაზღვრა 2-1- წლის 3- მარტის ჩათვლით.

 

სასამართლო ეყრდობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი (ტ. I, ს.ფ. 1-1-);

- წერილობითი შესაგებელი (ტ. II, ს.ფ. 5-1-);

- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №8-- ხელშეკრულება (ტ. I, ს.ფ. 1--2-);

 

3.1.2. 2-1- წლის 2-----------ის სახელმწიფო შესყიდების შესახებ №8-- ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ მიღება-ჩაბარების აქტით დროებით გადაცემული ქონების გაფრთხილებისა და მომსახურების ვადის დასრულების შემდგომ შემსყიდველისათვის მისი გამართულ მდგომარეობაში, ცვეთის გათვალისწინებით დაბრუნების შესახებ. ამავე ხელშეკრულებით მიმწოდებელს ეკისრება სრული მატერიალური პასუხისმგებლობა მისთვის მიღება-ჩაბარების აქტით გადაცემული ქონების დაზიანებისა ან/და განადგურებაზე. ქონების განადგურების დაზიანების და/ან განადგურების შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია აუნაზღაუროს შემსყიდველს მიყენებული ზიანი. 2-1- წლის 2-----------ის სახელმწიფო შესყიდების შესახებ №8-- ხელშეკრულებაზე დართული დანართი №5 ტექნიკური დავალების თანახმად, კი შპს ,,ქ--------–-----------------ა" იღებს ვალდებულებას, სწორი ექსპლუატაცია გაუწიოს სამხედრო ნაწილების სასადილოებში არსებულ დროებით სარგებლობაში გადაცემულ ქონებას, რომელსაც ჩაიბარებს თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი სამსახურიდან, საკუთარი სახსრებით აწარმოოს დროებით ხმარებაში გადაცემული მატერიალური ქონების მიმდინარე სარემონტო სამუშაოები. მატერიალურად აანაზღაუროს ექსპლუატაციის პერიოდში მატერიალური ქონების წარმოშობილი დანაკლისები.

 

სასამართლო ეყრდობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №8-- ხელშეკრულება (ტ. I, ს.ფ. 1--2-);

 

3.1.3. 2-1- წლის 1- თებერვლის №--------------–-–---------------–--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------იღება-ჩაბარების აქტებით, რომელსაც ხელს აწერს ორივე მხარის უფლებამოსილი პირი, თავდაცვის სამინისტროსა და შპს ,,ქ--------–-----------------ას" შორის 2-1- წლის 2------------- სახელმწიფო შესყიდების შესახებ №8-- ხელშეკრულების ვადის ამოწურვასთან დაკავშირებით №1 რეგიონალური ბაზის უფროსის 2-1- წლის 2- იანვრის №82 ბრძანებით შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა მოახდინა შპს ,,ქ--------–-----------------ის" სასადილოებზე დროებით ხმარებაში გადაცემული სასადილო-სამზარეულო ინვენტარებისა და დანადგარების უკან დაბრუნება №1 რეგიონალურ ბაზაზე.

 

სასამართლო ეყრდობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი (ტ. I, ს.ფ. 1-1-);

- №3- მიღება-ჩაბარების აქტი, უწყისი (ტ. I, ს.ფ. 2--3-);

- №1- მიღება-ჩაბარების აქტი, უწყისი (ტ. I, ს.ფ. 3--41);

- №1- მიღება-ჩაბარების აქტი, უწყისი (ტ. I, ს.ფ. 4--48);

- №1- მიღება-ჩაბარების აქტი, უწყისი (ტ. I, ს.ფ. 49-59);

- №1- მიღება-ჩაბარების აქტი, უწყისი (ტ. I, ს.ფ. 60-67);

- №3- მიღება-ჩაბარების აქტი, უწყისი (ტ. I, ს.ფ. 68-74);

- №3- მიღება-ჩაბარების აქტი, უწყისი (ტ. I, ს.ფ. 75-79);

- №4- მიღება-ჩაბარების აქტი, უწყისი (ტ. I, ს.ფ. 80-83);

- №1- მიღება-ჩაბარების აქტი, უწყისი (ტ.I, ს.ფ. 84-87);

- №2- მიღება-ჩაბარების აქტი, უწყისი (ტ. I, ს.ფ. 88-90);

- №2- მიღება-ჩაბარების აქტი, უწყისი (ტ. I, ს.ფ. 91-94);

- №2- მიღება-ჩაბარების აქტი, უწყისი (ტ. I, ს.ფ. 95-99);

- №2- მიღება-ჩაბარების აქტი, უწყისი (ტ. I, ს.ფ. 100-104);

- №3- მიღება-ჩაბარების აქტი, უწყისი (ტ. I, ს.ფ. 105-111);

- №3- მიღება-ჩაბარების აქტი, უწყისი (ტ. I, ს.ფ. 11--11-);

- №3- მიღება-ჩაბარების აქტი, უწყისი (ტ. I, ს.ფ. 11--1-0);

- №3- მიღება-ჩაბარების აქტი, უწყისი (ტ. I, ს.ფ. 1-1-1-8);

- №1- მიღება-ჩაბარების აქტი, უწყისი (ტ. I, ს.ფ. 1-9-1-0);

- №1- მიღება-ჩაბარების აქტი, უწყისი (ტ. I, ს.ფ. 1-1-1-8);

- №2- მიღება-ჩაბარების აქტი, უწყისი (ტ. I, ს.ფ. 1-9-1-6);

- №1- მიღება-ჩაბარების აქტი, უწყისი (ტ. I, ს.ფ. 1-7-1-7);

- №3- მიღება-ჩაბარების აქტი, უწყისი (ტ. I, ს.ფ. 1-8-1-3);

- №3- მიღება-ჩაბარების აქტი, უწყისი (ტ. I, ს.ფ. 1-4- 1-5);

- №3- მიღება-ჩაბარების აქტი, უწყისი (ტ. I, ს.ფ. 1-5-1-0);

- №4- მიღება-ჩაბარების აქტი, უწყისი (ტ. I, ს.ფ. 1-1-1-4);

-№4- მიღება-ჩაბარების აქტი, უწყისი (ტ. I, ს.ფ. 1-5-1-6);

- №4- მიღება-ჩაბარების აქტი, უწყისი (ტ. I, ს.ფ. 1-7-1-1);

- №-- მიღება-ჩაბარების აქტი, უწყისი (ტ. I, ს.ფ. 1-2-1-3);

- №2- მიღება-ჩაბარების აქტი, უწყისი (ტ. I, ს.ფ. 1-4-2-4);

- №2- მიღება-ჩაბარების აქტი, უწყისი (ტ. I, ს.ფ. 2-5-2-9);

- №2- მიღება-ჩაბარების აქტი, უწყისი (ტ. I, ს.ფ. 2-0-21-);

- №2- მიღება-ჩაბარების აქტი, უწყისი (ტ. I, ს.ფ. 21--2-2);

- №2- მიღება-ჩაბარების აქტი, უწყისი (ტ. I, ს.ფ. 2-3-22-);

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულება, რომელიც მოპასუხის მიერ საქართველოს თავდაცვის სამინიტროსა და შპს ,,ქ--------–-----------------ას" შორის 2-1- წლის 2-----------ის №8-- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პირობების დარღვევას დაადასტურებდა და 2-1- წლის 1- აპრილის №3----- წერილზე თანდართული მიღება-ჩაბარების აქტების დანართებში დანაკლისის სახით მითითებული ფასგარეშე სამზარეულო ინვენტარის, დაზიანებული ფასიანი და ფასგარეშე ინვენტარის გვაროვნული ნივთით ჩანაცვლების და საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო მდგომარეობაში გადაცემის საფუძველი გახდებოდა.

 

3.2.2. საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შპს ,,ქ--------–-----------------ას" შორის არსებული 2-1- წლის 2-----------ის №8-- ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფასგარეშე სასადილო-სამზარეულო ინვენტარის ფასის განსაზღვრა შეუძლებელია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, ასევე 102-ე მუხლებით.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე სარჩელის დაკმაყოფილებას ითხოვს იმ საფუძვლით, რომ ხელშეკრულების დასრულებისთანავე მოპასუხე ვალდებულია განახორციელოს მისთვის დროებით გადაცემული ქონების დაბრუნება. მოპასუხე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოების შესახებ, რომ მისთვის ინვენტარის გადაცემა არ მომხდარა 2-1- წლის 2-----------ის №8-- ხელშეკრულების ფარგლებში. მოპასუხე ასევე მიუთითებს მოთხოვნის ხანდაზმულობის შესახებ.

სამოტივაციო ნაწილი

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

საქმის მასალების შესწავლის, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გაანალიზების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 3-6-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 31--ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

განსახილველ შემთხვევაში მხარეებს შორის ვალდებულების წარმოშობის საფუძველია საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შპს ,,ქ--------–-----------------ას" შორის 2-1- წლის 2-----------ის №8-- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება, რომელიც თავისი არსით არის ნარდობა, რადგან ითვალისწინებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის მომსახურების გაწევას – სამხედრო მოსამსახურეების კვებით მომსახურებას. მხარეები №8-- ხელშეკრულებით შეთანხმდნენ მიღება-ჩაბარების აქტით დროებით გადაცემული ქონების გაფრთხილებისა და მომსახურების ვადის დასრულების შემდგომ შემსყიდველისათვის მისი გამართულ მდგომარეობაში, ცვეთის გათვალისწინებით დაბრუნების შესახებ. მოპასუხემ იკისრა სრული მატერიალური პასუხისმგებლობა მისთვის მიღება-ჩაბარების აქტით გადაცემული ქონების დაზიანებისა ან/და განადგურებაზე, ხოლო ასეთის არსებობის შემთხვევაში, შემსყიდველისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 32--ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემული სარჩელის განხილვისას სასამართლომ უნდა შეაფასოს, დაირღვა თუ არა მხარეთა შორის არსებული მომსახურების ხელშეკრულების პირობები.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 62--ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.

 

ამდენად, ნარდობის სამართლებრივ ურთიერთობაში მენარდეს ეკისრება სამუშაოს შესრულების ვალდებულება, ხოლო გაწეული მომსახურება უნდა იყოს ხარისხიანი – ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შესაბამისი ან მხარეთა ასეთი შეთანხმების არარსებობის შემთხვევაში ზოგადად ამგვარი მომსახურებისათვის გათვალისწინებული წესების და პირობების შესაბამისი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 63--ე მუხლის თანახმად, თუ მომსახურება მოიცავს რაიმე ნაკეთობის დამზადებას, მაშინ მენარდემ შემკვეთს უნდა წარუდგინოს ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო ნაკეთობა. 64--ე მუხლის მიხედვით, ნაკეთობა უფლებრივად უნაკლოა, თუ მესამე პირებს არ შეუძლიათ გამოიყენონ რაიმე უფლებები შემკვეთის წინააღმდეგ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 641-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეესაბამება შეთანხმებულ პირობებს; ხოლო, თუ ეს პირობები შეთანხმებული არ არის, მაშინ ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოდ მიიჩნევა, თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი გამოყენებისათვის.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 3-2-ე მუხლის შესაბამისად, თუ შესრულების საგანია ნივთი, რომლის შეცვლაც შეიძლება (გვაროვნული ნივთი), მოვალემ ვალდებულება ყოველთვის უნდა შეასრულოს, 488-ე მუხლის თანახმად, კი ნივთი ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეთანხმებული ხარისხისაა. თუ ხარისხი არ არის წინასწარ შეთანხმებული, მაშინ ნივთი უნაკლოდ ჩაითვლება, თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი სარგებლობისათვის. ნაკლს უთანაბრდება, თუ გამყიდველი გადასცემს ნივთის მხოლოდ ერთ ნაწილს, სულ სხვა ნივთს, მცირე რაოდენობით ან, თუ ნივთის ერთი ნაწილი ნაკლის მქონეა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ნაკლი არსებით გავლენას ვერ მოახდენს შესრულებაზე.

 

დადგენილია, რომ 2-1- წლის 1- თებერვლის №---------------–-–---------------–----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------ღება-ჩაბარების აქტებით, რომელსაც ხელს აწერს ორივე მხარის უფლებამოსილი პირი, თავდაცვის სამინისტროსა და შპს ,,ქ--------–-----------------ას" შორის 2-1- წლის 2------------- სახელმწიფო შესყიდების შესახებ №8-- ხელშეკრულების ვადის ამოწურვასთან დაკავშირებით №1 რეგიონალური ბაზის უფროსის 2-1- წლის 2- იანვრის №82 ბრძანებით შექმნილმა სამუშოა ჯგუფმა მოახდინა შპს ,,ქ--------–-----------------ის" სასადილოებზე დროებით ხმარებაში გადაცემული სასადილო-სამზარეულო ინვენტარებისა და დანადგარების უკან დაბრუნება №1 რეგიონალურ ბაზაზე. რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას 2-1- წლის 1- აპრილის №3----- წერილზე თანდართული მიღება-ჩაბარების აქტების დანართებში დანაკლისის სახით მითითებული ფასგარეშე სამზარეულო ინვენტარის, დაზიანებული ფასიანი და ფასგარეშე ინვენტარის გვაროვნული ნივთით ჩანაცვლების და საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის გადაცემის შესახებ სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დაუდგენელია ასეთის არსებობა.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ არ შეიძლება მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი გახდეს მოსარჩელის წარმომადგენლის მითითება შპს ,,ქ--------–-----------------ის" დირექტორის 2-1- წლის 1- მარტის წერილზე, (ტომი II, ს. ფ. 77) რომლითაც, მოპასუხემ თითქოსდა მზაობა გამოთქვა თავდაცვის სამინისტროს მიმართ არსებული ფასიანი სამზარეულო ინვენტარის (ჯამური ღირებულებით 1-3 989,2- ლარი) სხვა სამზარეულო ინვენტარით ჩანაცვლებაზე, ვინაიდან მითითებული წერილით, 2-1- წლის 09 სექტემბრის №22-/09-2-1- (ტომი II, ს. ფ. 58) წერილთან ერთობლიობაში დგინდება, რომ ინვენტარის შესყიდვის შემდეგ მოხდენილია მისი მოსარჩელისთვის გადაცემა. გარდა ამისა აღნიშნული წერილით მოპასუხე მოითხოვს მოსარჩელემ გადასცეს ფასგარეშე ინვენტარის ჩამონათვალი, რომლის შეფასების შემდეგაც განხორციელდება არანაკლებ იგივე ღირებულების სხვა საქონლის შესყიდვა, რაზეც მოსარჩელე 2-1- წლის 3- მარტის წერილით თანახმაა (ტომი II, ს. ფ. 83) თუმცა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შპს ,,ქ--------–-----------------ას" შორის არსებული 2-1- წლის 2-----------ის №8-- ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფასგარეშე სასადილო-სამზარეულო ინვენტარის ფასის განსაზღვრა შეუძლებელია. (ტომი VI, ს. ფ. 2-3)

 

რაც შეეხება მოპასუხის წარმომადგენლის მითითებას მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით, სასამართლო განმარტავს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1-8-ე მუხლის პირველ ნაწილს რომლის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა.

 

ხანდაზმულობის ვადაში მოიაზრება დრო, რომლის განმავლობაშიც უფლებამოსილ პირს შეუძლია თავისი უფლების რეალიზაცია ან დაცვა. ხანდაზმულობის ინსტიტუტის სპეციფიკურობა იმაში მდგომარეობს, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა იგი განუხორციელებელია, ანუ ამ უფლების რეალიზება სრული მოცულობით დამოკიდებულია მოთხოვნის ადრესატის ნება-სურვილზე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1-0-ე მუხლი ხანდაზმულობის დაწყებას მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს, ხოლო მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ, ე. ი. თუ ხანდაზმულობის წარმოშობის მომენტის დადგენა ობიექტურად შეუძლებელია, ყურადღება უნდა მიექცეს სუბიექტურ მომენტს. ამასთან, იგულისხმება, რომ ხანდაზმულობის წარმოშობის ობიექტური და სუბიექტური მომენტები თანმხვედრია, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე არ ეთანხმება ხანდაზმულობის წარმოშობის ობიექტური და სუბიექტური მომენტების თანხვედრას, მაშინ მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, იმის გასარკვევად, თუ როდიდან უნდა დაიწყოს ხანდაზმულობის ვადის ათვლა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1-9-ე მუხლის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა – ექვს წელს.

 

მოცემულ შემთხვევაში, მხარეებს შორის სახელშეკრულებო ურთიერთობების შეწყვეტის შემდეგ შედგენილია ინვენტარის მიღება-ჩაბარების აქტები, რის შემდგომაც გამოვლენილი იქნა დანაკლისი და დაბრუნებული ნივთების დაზიანების ფაქტები. მიღება-ჩაბარების აქტები შედგენილია 2-1- წლის თებერვლის თვეში და შესაბამისად სამწლიანი ხანდაზმულობის ვადის ათვლა უნდა დაიწყოს 2-1- წლის თებერვლიდან, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი კი აღძულია 2-1- წლის 2- ივნისს - ხანდაზმულობის ვადის გასვლამდე. მით უფრო, მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულება მოქმედებს 2-1- წლის 3- მარტის ჩათვლით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მითითებული კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებანი, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. საქართველოს სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი განაწილებული უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელთა მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია. ამტკიცებს ის, ვინც ამტკიცებს და არა ის, ვინც უარყოფს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის. მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. მხარეები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად სრულიად თავისუფალნი არიან მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებენ ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს - ეს უკვე სასამართლის პრეროგატივაა.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2-1- წლის 2- სექტემბრის წერილი, რომლის შინაარსით დგინდება, რომ მოსარჩელის მიერ წარდგენილი დანართით ფასგარეშე სასადილო-სამზარეულო ინვენტარის, დანაკლისის ჩამონათვალი, რომელშიც მითითებულია მხოლოდ საქონლის დასახელება და არ არის მითითებული მათი კონკრეტული მასახიათებლები (მწარმოებელი ქვეყანა, ფირმა (ბრენდი), მოდელი, გამოშვების გამოშვების თარითი და ა.შ), შეუძლებელია ერთეული ფასის განსაზღვრა.

 

7. საპროცესო ხარჯები

სარჩელის აღძვრისას მოსარჩელე მხარეს სახელმწიფო ბაჟი არ გადაუხდია ვინაიდან, იგი ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის ,,უ" ქვეპუნქტის თანახმად განთავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მოთხოვნებიდან გამომდინარე, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ ორივე მხარე გათავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.

 

მოცემულ შემთხვევაში, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ხოლო მოპასუხეც განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

მოცემულ საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8-ე, 55-ე, 24--2-4-ე, 2-7-ე, 3-4-ე, 3-7-ე, 3-9-ე მუხლებით

 

გადაწყვიტა

 

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. მხარეები განთავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 1- დღის ვადაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 2- და არა უგვიანეს 3- დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 3--ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა არ შეიძლება.

 

მოსამართლე ნ---- თ----–---–ი