გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 26.02.2019
საქმის ნომერი
060310018002480671
კატეგორია
დავის ტიპი
ადგილობრივი თვითმმართელობისა და მმართველობის აქტების თაობაზე
თარიღი
26.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/93-20-8

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

26 თებერვალი, 20-9 წელი ქ. სამტრედია

 

შესავალი ნაწილი

 

სამტრედიის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ლევან მეშველიანი

სხდომის მდივანი ქეთევან მეიშვილი

 

მოსარჩელე - მა----ა შე----–-ა

წარმომადგენელი - მა----–ა ფრ----–---–ი

 

მოპასუხე - სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერია

წარმომადგენელი -ნი----–---- სა----

 

დავის საგანი - ინდივიდუალურ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულება.

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. ბათილად იქნას ცნობილი მოპასუხე ქალაქ სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის 20-8 წლის 10 მაისის №37/3064 განკარგულება (მოსარჩელის მითითებით), ქ. სამტრედია, თა---------ის ქუჩა №---ში მდებარე №-- ბინა, ფართი 30,40 კვ.მ. მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №--.0-.5-.0--.0-.014 მოსარჩელე მა----ა შე----–-ასთვის უსასყიდლო სარგებლობის უფლებაზე უარის თქმის შესახებ;

1.2. მოპასუხე ქალაქ სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიისათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (განკარგულების) გამოცემის დავალდებულება, მოსარჩელე მა----ა შე----–-აზე ქ. სამტრედია, თა---------ის ქუჩა №--, ბინა №---ში მდებარე საცხოვრებელი ბინის მოსარჩელის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემა და უძრავ ქონებაზე უსასყიდლო სარგებლობის უფლების აღიარების მოწმობის გაცემა.

 

მოსარჩელის წარმომადგენელის მითითებით, განცხადებით მიმართა მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს და მოითხოვა ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 30,40 კვ.მ. მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №--.0-.5-.0--.0-.0-4 (მდებარე: ქ. სამტრედია, თა---------ის ქუჩა №--, ბინა №--) უსასყიდლოდ სარგებლობაში გადაცემა მა----ა შე----–-ასთვის, რაზეც მოპასუხის 20-8 წლის 10 მაისის №37/3064 განკარგულებით უკანონოდ ეთქვა უარი. ადმინისტრაციულ ორგანოში მის მიერ შეტანილი იქნა ყველა დოკუმენტაცია რომელიც მას გააჩნდა და რომლის წარდგენაც კომისიაში გათვალისწინებული იყო მოქმედი კანონმდებლობით. მოცემული ბინა კი წარმოადგენს მისი და მისი შვილების ერთადერთ საცხოვრებელ ფართს.

 

1. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხის წარმომადგენელმა წერილობითი შესაგებელით სარჩელი არ ცნო იმ საფუძვლით, რომ სადავო აქტი გამოცემულია კანონის სრული დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი. მერიის წარმომადგენლის მითითებით, წარმოდგენილი დოკუმენტებით დგინდება, რომ სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიაში შეტანილი განცხადებით მა----ა შე----–-ას წარმომადგენელი მა----–ა ფრ----–---–ი ითხოვდა, რომ ქალაქ სამტრედიაში, თა---------ის ქუჩა N---ში მდებარე N-- ბინა, ფართი 30.40 კვ.მ. მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N--.0-.5-.0--.0-.0-4 უსასყიდლო სარგებლობაში გადაცემოდა მა----ა შე----–-ას საცხოვრებელი მიზნით. აღნიშნული ქონების უსასყიდო სარგებლობაში გადაცემის საფუძვლად უთითებდა, რომ მა----ა შე----–-ა არის უსახლკარო, ორი არასრულწლოვანი შვილის დედა და ამასთანავე არის მარტოხელა დედა.

,,სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირთა რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 20-7 წლის 17 აგვისტოს N19 დადგენილებით დამტკიცებული სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირების რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესი განსაზღვრავს რეგისტრაციის კრიტერიუმებს, პროცედურებსა და საცხოვრისით დაკმაყოფილების პირობებს.

,,სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირთა რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 20-7 წლის 17 აგვისტოს N19 დადგენილების განსახორციელებლად სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიაში მიმდინარეობს შესაბამისი უძრავი ქონების მოძიება, აღრიცხვა და შემდგომ მოხდება მისი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფისათვის გაცემა ,,სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირთა რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 20-7 წლის 17 აგვისტოს N19 დადგენილებით გათვალისწინებული კრიტერიუმებისა და პროცედურების მიხედვით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, იმ ეტაპზე განმცხადებლის მოთხოვნა ქალაქ სამტრედიაში, თა---------ის ქუჩა N---ში მდებარე N-- ბინის, ფართი 30.40 კვ.მ. მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N--.0-.5-.0--.0-.0-4 მა----ა შე----–-ასთვის საცხოვრებელი მიზნით უსასყიდლო სარგებლობაში გადაცემის შესახებ ვერ დაკმაყოფილდა.

 

მა----ა შე----–-ა და მისი შვილები ცხოვრობენ დედის, მა----–ა ფრ----–---–ის ბინაში, ქალაქი სამტრედია, წე------–ის ქ. N1, ბინა N---ში.

 

მა----–ა ფრ----–---–ს ეცნობა, რომ მისი განცხადების განხილვა მოხდებოდა უსახლკარო მოქალაქეების განცხადებებთან ერთად. სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიაში აღრიცხვაზე იმყოფება 250 უსახლკარო პირი.

 

მოპასუხის წარმომადგენელი მიუთითებს, რომ სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის 20-8 წლის 10 მაისის N37/3064 მიმართვა არ ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები, შესაბამისად, სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის 20-8 წლის 10 მაისის N37/3064 მიმართვა კანონიერია და არ არსებობს მისი ბათილობის საფუძველი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. დადგენილია, რომ მოსარჩელის წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს და მოითხოვა ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 30,40 კვ.მ. მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №--.0-.5-.0--.0-.0-4 (მდებარე: ქ. სამტრედია, თა---------ის ქუჩა №--, ბინა №--) უსასყიდლოდ სარგებლობაში გადაცემა მა----ა შე----–-ასთვის, რაზეც მოპასუხის 20-8 წლის 10 მაისის №37/3064 განკარგულებით უკანონოდ ეთქვა უარი. ადმინისტრაციულ ორგანოში მის მიერ შეტანილი იქნა ყველა დოკუმენტაცია რომელიც მას გააჩნდა და რომლის წარდგენაც კომისიაში გათვალისწინებული იყო მოქმედი კანონმდებლობით. მოცემული ბინა კი წარმოადგენს მისი და მისი შვილების ერთადერთ საცხოვრებელ ფართს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი (ტომი 1, ს. ფ. 2-11);

-სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის 20-8 წლის 10 მაისის №37/3064 მიმართვა (ტომი 1, ს.ფ.12-13);

 

3.1.2. დადგენილია, რომ სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიაში შეტანილი განცხადებით მა----ა შე----–-ას წარმომადგენელი მა----–ა ფრ----–---–ი ითხოვდა, რომ ქალაქ სამტრედიაში, თა---------ის ქუჩა N---ში მდებარე N-- ბინა, ფართი 30.40 კვ.მ. მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N--.0-.5-.0--.0-.0-4 უსასყიდლო სარგებლობაში გადაცემოდა მა----ა შე----–-ას საცხოვრებელი მიზნით. აღნიშნული ქონების უსასყიდო სარგებლობაში გადაცემის საფუძვლად უთითებდა, რომ მა----ა შე----–-ა არის უსახლკარო, ორი არასრულწლოვანი შვილის დედა და ამასთანავე არის მარტოხელა დედა.

,,სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირთა რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 20-7 წლის 17 აგვისტოს N19 დადგენილებით დამტკიცებული სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირების რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესი განსაზღვრავს რეგისტრაციის კრიტერიუმებს, პროცედურებსა და საცხოვრისით დაკმაყოფილების პირობებს.

,,სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირთა რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 20-7 წლის 17 აგვისტოს N19 დადგენილების განსახორციელებლად სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიაში მიმდინარეობს შესაბამისი უძრავი ქონების მოძიება, აღრიცხვა და შემდგომ მოხდება მისი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფისათვის გაცემა ,,სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირთა რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 20-7 წლის 17 აგვისტოს N19 დადგენილებით გათვალისწინებული კრიტერიუმებისა და პროცედურების მიხედვით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, იმ ეტაპზე განმცხადებლის მოთხოვნა ქალაქ სამტრედიაში, თა---------ის ქუჩა N---ში მდებარე N-- ბინის, ფართი 30.40 კვ.მ. მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N--.0-.5-.0--.0-.0-4 მა----ა შე----–-ასთვის საცხოვრებელი მიზნით უსასყიდლო სარგებლობაში გადაცემის შესახებ ვერ დაკმაყოფილდა.

 

მა----–ა ფრ----–---–ს ეცნობა, რომ მისი განცხადების განხილვა მოხდებოდა უსახლკარო მოქალაქეების განცხადებებთან ერთად. სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიაში აღრიცხვაზე იმყოფება 250 უსახლკარო პირი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ,,სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირთა რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 20-7 წლის 17 აგვისტოს N19 დადგენილება (ტომი I, ს. ფ. 14-19);

- სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის 20-5 წლის 02 ივლისის N37/165- მიმართვა (ტომი 2. ს.ფ. 19);

- სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის 20-6 წლის 18 ნოემბრის N37/4900 მიმართვა (ტომი 2. ს.ფ. 20);

 

3.1.3. მა----ა შე----–-ა და მისი შვილები ცხოვრობენ დედის, მა----–ა ფრ----–---–ის ბინაში, ქალაქი სამტრედია, წე------–ის ქ. N1, ბინა N---ში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ოჯახის დეკლარაცია (ტომი 1. ს.ფ. 48-51)

-სამტრედიის რაიონული სასამაართლოს 20-1 წლის 09 მაისის გადაწყვეტილება (ტომი 2. ს.ფ. 15-16);

- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 20-2 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება (ტომი 2. ს.ფ. 17-18).

 

4.1. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

4.1.1. საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებებს მხარეები სადაოდ არ ხდიან.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები; მოპასუხე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი შესაგებელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით არც ერთ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი სავალდებულო ძალა, რაც გულისხმობს, რომ ყველა მტკიცებულება ექვემდებარება გამოკვლევას და შეფასებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება საერთოდ უშინაარსოდ მიიჩნევა.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე სარჩელის დაკმაყოფილებას ითხოვს იმ საფუძვლით, რომ მა----ა შე----–-ა არის უსახლკარო, ორი არასრულწლოვანი შვილის დედა და ამასთანავე არის მარტოხელა დედა.

 

მოპასუხე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას ითხოვს იმ საფუძვლით, რომ სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის 20-8 წლის 10 მაისის N37/3064 მიმართვა გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით. საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის ,,ფ“ ქვეპუნქტის მიხედვით, მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი საკუთარი უფლებამოსილება არის უსახლკაროთა თავშესაფრით უზრუნველყოფა და რეგისტრაცია. ,,სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირთა რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 20-7 წლის 17 აგვისტოს N19 დადგენილების განსახორციელებლად სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიაში მიმდინარეობს შესაბამისი უძრავი ქონების მოძიება და აღრიცხვა და შემდგომ ხდება მისი დროებითი საცხოვრისის უზრუნვეყოფისათვის გაცემა. დროებითი საცხოვრისის უზრუნველყოფისათვის ქონების გაცემა ხდება ,,სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირთა რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 20-7 წლის 17 აგვისტოს N19 დადგენილებით გათვალისწინებული კრიტერიუმებისა და პროცედურების მიხედვით.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხის მიერ საქმის გარემოებები გამოკვლეულია სრულყოფილად. მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულების წარმოდგენა, რომელიც დაადასტურებდა, რომ სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის 20-8 წლის 10 მაისის N37/3064 მიმართვა (განკარგულება) ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

 

სამოტივაციო ნაწილი: 4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უსაფუძვლოა, რადგან ადგილი არა აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 60- მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან. სადავო გადაწყვეტილება მიღებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის საფუძველზე, აგრეთვე დაცულია ადმინისტრაციული აქტის მომზადებისა და გამოცემისთვის კანონმდებლობით დადგენილი წესი. 5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, ,,სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირთა რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 20-7 წლის 17 აგვისტოს N19 დადგენილება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე–2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს ან ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები მოცემულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 60- მუხლში, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს ბათილად იქნას ცნობილი მოპასუხე ქალაქ სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის 20-8 წლის 10 მაისის №37/3064 განკარგულება (მოსარჩელის მითითებით), ქ. სამტრედია, თა---------ის ქუჩა №---ში მდებარე №-- ბინა, ფართი 30,40 კვ.მ. მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №--.0-.5-.0--.0-.0-4 მოსარჩელე მა----ა შე----–-ასთვის უსასყიდლო სარგებლობის უფლებაზე უარის თქმის შესახებ; მოპასუხე ქალაქ სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიისათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (განკარგულების) გამოცემის დავალდებულება, მოსარჩელე მა----ა შე----–-აზე ქ. სამტრედია, თა---------ის ქუჩა №--, ბინა №---ში მდებარე საცხოვრებელი ბინის მოსარჩელის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემა და უძრავ ქონებაზე უსასყიდლო სარგებლობის უფლების აღიარების მოწმობის გაცემა. სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო აქტი აკმაყოფილებს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტისათვის დადგენილ ყველა კრიტერიუმს, რის გამოც მისი კანონიერების შემოწმება გარდა საქართველოს ორგანული კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს მე-16 მუხლისა და ,,სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირთა რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 20-7 წლის 17 აგვისტოს N19 დადგენილებისა უნდა მოხდეს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ნორმებთან შესაბამისობის თვალსაზრისით. შესაბამისად დადგენილი უნდა იქნას, შეესაბამება თუ არა გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონს და აყენებს თუ არა იგი პირდაპირ და უშუალო ზიანს მოსარჩელის კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის შესაბამისად ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1. მუხლში რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი _ უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც ნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს ან ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები მოცემულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 60- მუხლში, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. განსახილველ შემთხვევაში, ქალაქ სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოკვლეული იქნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიღებული იქნა ამ გარემობათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამასთანავე სადავო 20-8 წლის 10 მაისის N37/3064 მიმართვის მომზადებისა და გამოცემისას დაცული იქნა კანონმდებლობის მოთხოვნები. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქალაქ სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ, მოსარჩელის წარმომადგენლის განცხადების განხილვისა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისას არ დარღვეულა კანონმდებლობის მოთხოვნები. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ შეძლო საწინააღმდეგო არგუმენტაციისა და იმ სამართლებრივი ნორმის მითითება, რომლის საფუძველზეც დაადასტურებდა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს ქმედებისა და მის მიერ მიღებული აქტის კანონსაწინააღმდეგო ხასიათს, ვერ მიუთითა კანონის ისეთ დარღვევაზე, რომლის არარსებობის შემთხვევაშიც საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. რის გამოც არ არსებობს მა----ა შე----–-ას სარჩელის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი. 7. საპროცესო ხარჯები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი 55-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. განსახილველ შემთხვევაში სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ამასთან სახელმწიფო ბაჟი გადახდილია. სარეზოლუციო ნაწილი: სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, მე-17, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 25--ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა: 1. მა----ა შე----–-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდეს; 2. მოსარჩელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია; 3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ.ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32) დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სამტრედიის რაიონული სასამართლოს (მდებარე: ქ. სამტრედია, ძმები ნინუების ქ. №1) მეშვეობით. მოსამართლე ლევან მეშველიანი