განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
#--------
#--------------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
08 თებერვალი 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე ლილი მსხილაძე
სხდომის მდივანი ნინო მაისაია
სხდომის სახე - ღია
ბრალდების მხარე :
პროკურორები - თ----- მ-----–---–ი, დ----- შ----–---–ი
დაცვის მხარე:
ბრალდებული:
ლ--–- ნ-–-----ე - დაბადებული 1--- წლის 1------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი N-----------, საშუალო განათლების მქონე, დაოჯახებული, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული: გ----------, ო-----------------------, ფაქტობრივად მცხოვრები - ქ. თბილისი, ვ-–----–----–-------------------------------------.
ადვოკატი - დ----- კ----------–---–ი
კვალიფიკაცია:
ლ--–- ნ-–-----ეს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი დიდი ოდენობით, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. სასამართლომ დადგენილად სცნო, რომ გ--- და მ----- ა---–-----–---–ების ვაჟიშვილი, 1--- წელს დაბადებული ნ------- ა---–-----–---–ი, დაავადებული იყო საშუალო სიმძიმის სპასტიური დიპლეგიით - ცერებრალური დამბლით, იგი მშობლებს წლების განმავლობაში სამკურნალოდ დაჰყავდათ სხვადასხვა კლინიკებში, რის შედეგადაც შეძლო დედის დახმარებით გადაადგილება. ნ-------ისა და მისი მშობლების მიზანი იყო, ნ-------ს შეძლებოდა დამოუკიდებლად სიარული. ლ--–- ნ-–-----ე (ქორწინებამდელი გვარი - რ------ი), რომელსაც არ გააჩნდა სამედიცინო განათლება და სამედიცინო საქმიანობის ლიცენზია, როგორც ექიმი, მუშაობდა ქალიშვილის - დ-------- ნ-–-----ის კუთვნილ შპს ,--–--------------- კლინიკაში“. მიუხედავად იმისა, რომ ლ--–- ნ-–-----ეს არ შეეძლო ცერებრალური დამბლის მქონე პაციენტის განკურნება, ა---–-----–---–ების კუთვნილი თანხების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, გ--- და მ----- ა---–-----–---–ებს დაჰპირდა, რომ ცერებრალური დამბლით დაავადებულ მათ შვილს - ნ------- ა---–-----–---–ს გამოაჯანმრთელებდა და ფეხზე დააყენებდა. ა---–-----–---–ებს მან თავი მოაჩვენა პროფესიონალ ექიმად, მოსთხოვა მაგნიტო-რეზონანასული ტომოგრაფიის გადაღება, რომლის ნახვის შემდგომაც მისცა პირობა, რომ მასთან კლინიკაში მკურნალობის კურსის გავლის შემთხვევაში ნ-------ი დამოუკიდებლად სიარულს შეძლებდა. ამისათვის ნ------- ა---–-----–---–ი სამი თვის განმავლობაში უნდა დარჩენილიყო კლინიკაში, სადაც ლ--–- ნ-–-----ე (რ------ი) ჩაუტარებდა სამედიცინო პროცედურებს, ხოლო კლინიკიდან გაწერის შემდგომ ცხრა თვის განმავლობაში საჭირო იქნებოდა სარეაბილიტაციო კურსის ჩატარება. კლინიკაში გატარებული თითოეული დღისათვის მათ უნდა გადაეხადათ 420 ლარი. ვინაიდან კლინიკა, სადაც ლ--–- ნ-–-----ე (რ------ი) მუშაობდა, იყო კეთილმოწყობილი სამედიცინო დაწესებულება და ატარებდა ლ--–------------ სახელს, ამასთან ლ--–- ნ-–-----ე (რ------ი) ამბობდა, რომ მას იმავე დაავადების მქონე პაციენტები ჰყავდა მორჩენილი და იძლეოდა ნ------- ა---–-----–---–ის განკურნების გარანტიას, გ--- და მ----- ა---–-----–---–ები ენდნენ ლ--–- რ------ს და მის შეთავაზებას დასთანხმდნენ. 2010 წლის 10 ნოემბერს ნ------- ა---–-----–---–ი დააწვინეს ქ. თბილისში, გ----------------------------ში მდებარე შპს ,--–--------------- კლინიკაში“, თუმცა ამ პერიოდისათვის კლინიკას სტაციონარული დაწესებულების ნებართვა არ გააჩნდა. პალატაში ნ------- ა---–-----–---–ი ლ--–- ნ-–-----ემ (რ------ი) მოათავსა ხის, ჯვრის ფორმის ტრავმატოლოგიურ საწოლზე, რაზედაც იგი გაშლილი ხელებით და ფეხებით დამაგრებული და გადახვეული იყო ლ--–- ნ-–-----ის (რ------ი) მიერ დამზადებული ეთერ-ზეთებში ამოვლებული სახვევებით, უკეთ ფიქსაციისათვის კი ჩამოკიდებული ჰქონდა გირები. ასეთ მდგომარეობაში ნ------- ა---–-----–---–ი იმყოფებოდა სამი თვის განმავლობაში, 2011 წლის 19 თებერვლამდე. ზემოაღნიშნული პროცედურების გავლის შემდგომ ნ------- ა---–-----–---–მა არათუ დამოუკიდებლად სიარული ვერ შეძლო, არამედ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. მიუხედავად იმისა, რომ ლ--–- ნ-–-----ემ (რ------ი) საკუთარი გამოცდილებითაც იცოდა, რომ ცერებრალური დამბლის მქონე პაციენტს ვერ განკურნავდა და მის მიერ გამოყენებული მეთოდი ნ------- ა---–-----–---–ისათვის დაპირებული შედეგის მომტანი არ იქნებოდა, ისარგებლა მშობლების დამოკიდებულებით - ნებისმიერი მსხვერპლი გაეღოთ შვილის ფეხზე დასაყენებლად, მოიპოვა მათი ნდობა და ნ------- ა---–-----–---–ისათვის თითქოსდა ,,მკურნალობისათვის“ გაწეული საფასურის სახით, მოტყუებით, 2010 წლის 10 ნოემბრიდან 2011 წლის 19 თებერვლამდე პერიოდში, თავის ოჯახის კუთვნილი შპს ,--–--------------- კლინიკის“ სასარგებლოდ გ--- ა---–-----–---–ს გადაახდევინა - 27 800 ლარი. ლ--–------------ მიერ განხორციელებული ქმედებით გ--- ა---–-----–---–ს მიადგა დიდი ოდენობით 27 800 ლარის მატერიალური ზიანი.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით
სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით.
2.1. დაზარალებულმა გ--- ა---–-----–---–მა განაცხადა, რომ 1--- წელს მას და მ----- ა---–-----–---–ს შეეძინათ ვაჟიშვილი ნ------- ა---–-----–---–ი, რომელიც დაავადებული იყო ცერებრალური დამბლით. სხვადასხვა პერიოდში ნ------- ა---–-----–---–ი დაჰყავდათ სამკურნალოდ კლინიკებში, მათ შორის საზღვარგარეთ, რის შემდეგაც ნ------- ა---–-----–---–ის მდგომარეობა გაუმჯობესდა და მან შეძლო ერთი ადამიანის დახმარებით გადაადგილება, ასევე დაიჭირა თავი და დამოუკიდებლად დაჯდა. გაუმჯობესებული მდგომარეობიდან გამომდინარე მშობლებმა ნ------- ა---–-----–---–ი შეიყვანეს 1---- საჯარო სკოლაში, სადაც მისი მდგომარეობა გონებრივადაც გაუმჯობესდა, სწავლობდა და კონტაქტობდა თანატოლებთან და პედაგოგებთან. გ--- ა---–-----–---–ის განმარტებით, მას ურჩიეს მიემართა ლ--–- ნ-–-----ისთვის, რომელსაც ჰქონდა კლინიკა და რომელიც მკურნალობდა ცერებრალური დამბლის მქონე ბავშვებს. როდესაც გ--- ა---–-----–---–ი მის მეუღლესთან და შვილთან ერთად მივიდა ლ--–- ნ-–-----ის კლინიკაში, მას დახვდა კეთილმოწყობილი კლინიკა, თეთრ ხალათში გამოწყობილი პერსონალით და სხვადასხვა სამედიცინო მომსახურებით. მათ ლ--–- ნ-–-----ემ განუცხადა, რომ დაახლოებით 300-მდე ანალოგიური დაავადების მქონე ბავშვს უმკურნალა და ყველანი კმაყოფილები და მადლიერნი არიან. ასევე ლ--–- ნ-–-----ემ განუცხადა, რომ ბავშვს (ნ------- ა---–-----–---–ს) ფეხზე გაატარებდა, იგი შეძლებდა დამოუკიდებლად გადაადგილებას, ხოლო მკურნალობის დაწყებამდე მოითხოვა ტომოგრაფიის სურათის გადაღება. ნ------- ა---–-----–---–ის ტომოგრაფიის სურათის ნახვის შემდეგ ლ--–- ნ-–-----ემ განაცხადა, რომ ნ-------ს მალები ჰქონდა ჩაწეული და მკურნალობის მეშვეობით ამოუწევდა და დამოუკიდებლად შეძლებდა გავლას. როცა თანხებზე წავიდა საუბარი, ლ--–- ნ-–-----ემ მოითხოვა 420 ლარი, გ--- ა---–-----–---–ს ეგონა თვეში, მერე რომ აუხსნა, რომ დღეში იყო ეს თანხა, იგი დააბნია ასეთმა დიდმა თანხამ, მაგრამ იფიქრა, რადგან ამხელა თანხაზეა ლაპარაკი ასეთ ასაკოვან ადმიანთან, დაიჯერა რომ ბავშვი გაივლიდა, არ ეგონა რომ ლ--–- ნ-–-----ე მოატყუებდა. ლ--–- ნ-–-----ემ ასევე მოითხოვა 5000 ლარი თუ ბავშვს დედა დაადგებოდა თავზე. დიდი ხვეწნა-მუდარის შემდეგ 5000 ლარი არ გადაახდევინეს და დაიწყეს ნ------- ა---–-----–---–ის მკურნალობა. გ--- ა---–-----–---–ი მძიმე ფინანასური და სოციალური მდგომაროებიდან გამომდინარე, ფულის სესხებით და ვალების აღების შედეგად ყოველდღიურად იხდიდა 420 ლარს. გ--- ა---–-----–---–ის განმარტებით, მის შვილს ნ------- ა---–-----–---–ს ლ--–- ნ-–-----ე მკურნალობდა ტრადიციული მეთოდით, საწოლზე ჯვრის ფორმის ფიცარზე გაკრული ჰყავდა ნ------- ა---–-----–---–ი, რომელსაც დაფიქსირებული ჰქონდა სხეული და სიმძიმეები ჰქონდა ფეხებზე დაკიდებული. ლ--–- ნ-–-----ე მკურნალობის პროცესში აცხადებდა, რომ შედეგი იყო ძალიან კარგი, იმაზე მეტი ვიდრე ის მოელოდა. ნ------- ა---–-----–---–ს ადებდნენ საფენებს სპეციალური წამლებით გაჯერებულს, ასევე უკეთებდნენ ნემსებს, მაგრამ მკურნალობას შედეგი არ მოჰყოლია, ნ------- ა---–-----–---–ი გამოიყვანა ხელში აყვანილი, ხოლო როდესაც სახლში მიიყვანა ნ------- ა---–-----–---–ს დაიწყო სისხლის შარდვა და ბავშვმა მიიღო ფსიქოლოგიური ტრამვა. მკურნალობის შემდეგ ნ------- ა---–-----–---–ის მდგომარეობა გაუარესდა, იგი ნაბიჯსაც ვეღარ დგამს და გადაადგილდება დახმარებით, ხოხვით. ამ ყველაფერს ემატება გ--- ა---–-----–---–ის ფინანსური სიდუხჭირე, მას გაყიდა ბინა და აქვს ბანკის ვალები. გ--- ა---–-----–---–მა განაცხადა, რომ ლ--–- ნ-–-----ე დაპირდა, რომ მკურნალობის შემდეგ ნ------- ა---–-----–---–ი დამოუკიდებლად შეძლებდა გადაადგილებას. მან მკურნალობაში, სამი თვის განმავლობაში ყოველდღიურად გადაიხადა 420 ლარი, ასევე მან ლ--–- ნ-–-----ის მოთხოვნით სხვადასხვა დასახელების წამლები იყიდა. მას ლ--–- ნ-–-----ე უცხადებდა, რომ ვინაიდან მასაჟების კურსი ბოლომდე არ გაიარეს, აქედან გამომდინარე დადგა მდგომარეობის გაურესება. ლ--–- ნ-–-----ის მკურნალობის შედეგად ოჯახმა მიიღო 27 800 ლარის მატერიალური ზიანი.
2.2. ანალოგიური შინაარსის ჩვენება მისცა სასამართლოს ნ------- ა---–-----–---–ის დედამ მ----- ა---–-----–---–მა, რომელმაც დამატებით განმარტა, რომ მან და მისმა მეუღლემ გ--- ა---–-----–---–მა იცოდნენ თუ რა სახის დაავადება ჰქონდა ნ------- ა---–-----–---–ს. მათ კითხვაზე ლ--–- ნ-–-----ემ განაცხადა ,,მერე რა, რომ ცერებრალური დამბლით არის დაავადებული, სამი დღის წინ კლინიკიდან გაწერა ანალოგიური დაავადების მქონე ბავშვი“, ,,სამასი ბავშვი მყავს ცერებრალური დამბლით მორჩენილი“. მ----- ა---–-----–---–მა განმარტა, რომ მკურნალობის დაწყებამდე ნ------- ა---–-----–---–ის მდგომარეობა იყო ბევრად უკეთ, ვიდრე მკურნალობის შემდეგ. ლ--–- ნ-–-----ესთან მკურნალობამდე ნ------- ა---–-----–---–ი სკოლის მე-3 სართულამდე მოაჯირზე დაყრდნობით ადიოდა, ხოლო მკურნალობის შემდეგ მისი მდგომარეობა გაუარესდა, მან სკოლაში სიარულსაც დაანება თავი.
2.3. მოწმე ქ------- მ---------ემ განაცხადა, რომ იყო ნ------- ა---–-----–---–ის პედაგოგი. ნ-------ი 2--- წელს ჩაირიცხა თ---–--------- საჯარო სკოლაში, რომელიც იყო ინკლუზიური სწავლების პროგრამით. იგი ნ-------ს პირველი კლასიდან ასწავლიდა 4 წლის განმავლობაში. ნ-------ი სკოლაში მშობლების დახმარებით გადაადგილდებოდა, მე-4 სართულზე ადიოდა, ესწრებოდა გაკვეთილებს, სკამზე იჯდა ჩვეულებრივად, ხოლო საკლასო ოთახში მერხებზე დაყრდნობით გადაადგილდებოდა. ლ--–- ნ-–-----ესთან მკურნალობის შემდეგ როცა ნახა ნ-------ი, მისი მდგომარეობა აშკარად გაუარესებული იყო როგორც ფიზიკურად, ასევე ფსიქოლოგიურად.
2.4. მოწმე ფ------ ბ-------ემ განაცხადა, რომ არის ა---------------–---–-------------–----–--ს ცენტრის დირექტორი. ცენტრი მდებარეობს ქ. გ----ში. 2--- წელს მიმართა გ--- და მ----- ა---–-----–---–მა ნ------- ა---–-----–---–ის სარეაბილიტაციო ცენტრში ჩარიცხვის თაობაზე, მოსთხოვეს ფორმა 100. ნ-------ი ცენტრში ხელკავით ჰყავდა მიყვანილი დედამისს, უმოაჯირო სკამზე ბავშვი იჯდა ჩვეულებრივად, თავიც და ზურგიც გამართულად ეჭირა. მეცადინეობების დროს მშობელი არ ესწრებოდა, გადაადგილება უჭირდა, მაგრამ დედის დახმარებით დადიოდა, სწავლობდა, კალამი ეჭირა, პედაგოგის დახმარებით სველ წერტილში შედიოდა, მოაჯირზე დაყრდნობით კიბეზე ადიოდა დამოუკიდებლად, მყარ საგანზე დაყრდნობით ბავშვი დამოუკიდებლად გადაადგილდებოდა, ბავშვი ფსიქოლოგიური მდგომარეობა იყო დადებითი, ხალისიანი, ბავშვებთან და პედაგოგებთანაც იყო კონტაქტური. მკურნალობის შემდეგ, როდესაც ნახა ნ-------ი, მისი მდგომარეობა იყო მძიმე, შეცვლილი ქონდა ფერი, ვერ გადაადგილდებოდა, ბავშვი იყო განადგურებული, როგორც მორალურად, ასევე ფსიქოლოგიურად.
2.5. მოწმე მ-----– თ----ემ განაცხადა, რომ არის ა---–-----–---–ების ოჯახის ახლობელი. ლ--–- ნ-–-----ესთან მკურნალობამდე პერიოდში ნ------- ა---–-----–---–ი მშობლების დახმარებით გადაადგილდებოდა, ხოლო მკურნალობის შემდეგ ნ------- ა---–-----–---–ი იყო დასუსტებული, უხასიათოდ გამოიყურებოდა და გადაადგილება დახმარებითაც უჭირდა.
2.6. მოწმეებმა კ------- ტ--------ემ, ი-----–--- ა---–--–მა, ჯ----– ხ--------–---–მა, ა---------– ბ--–--–---–მა და ვ-–-------- შ-----–--–---–მა, რომლებიც არიან გ--- ა---–-----–---–ის ოჯახის ახლობლები განაცხადეს, რომ ნ------- ა---–-----–---–ის მდგომარეობა მკურნალობის შემდეგ არ გაუმჯობესებულა, პირიქით, გაუარესდა.
2.7. მოწმე შ------- დ------მ განაცხადა, რომ ,,ნ--------–----ს’’ მეშვეობით შეიტყო ა---–-----–---–ების შესახებ. მისი შვილი დაავადებულია ცერებრალური დამბლით, რომელმაც მკურნალობის კურსი გაიარა ლ--–- ნ-–-----ის კლინიკაში. ცხოვრობდა ფ----ში, სადაც გაყიდა ერთ ოთახიანი ბინა და 2 ათასი აშშ დოლარი გადაუხადა ლ--–- ნ-–-----ეს. მას ლ--–- ნ-–-----ე პირდებოდა, რომ მკურნალობის შემდეგ მისი შვილი დამოუკიდებლად შეძლებდა გავლას. მან დაადასტურა, რომ მისი შვილის მდგომარეობა მკურნალობის შემდეგ გაუარესდა.
2.8. მოწმე დ-------- ნ-–-----ემ განაცხადა, რომ არის ლ--–- ნ-–-----ის შვილი, საოჯახო ბიზნესის მიზნით ჩამოაყალიბა შპს ,--–--------------- კლინიკა“, რომლის დირექტორია. კლინიკას სახელი დაარქვა დედის ლ--–- ნ-–-----ე-რ-------- საპატივცემულოდ, რომელიც არის სახალხო მკურნალი და პაციენტებს ტრადიციული მეთოდით მკურნალობს. დ-------- ნ-–-----ეს ლ--–- ნ-–-----ესთან ქირავნობის ხელშეკრულება ჰქონდა დადებული, რომლის მიხედვითაც კლინიკის გარკვეული ფართი ნაქირავები ჰქონდა ლ--–- ნ-–-----ეს. ლ--–- ნ-–-----ის პაციენტები მასთან იხდიდნენ თანხებს და ერთიანი ბუღალტერია ჰქონდათ. ფაქტობრივად, ლ--–- ნ-–-----ე მის თანამშრომლად ითვლებოდა, მიუხედავად იმისა, რომ მასთან შრომითი ხელშეკრულება არ ჰქონია დადებული. ვინაიდან, ლ--–- ნ-–-----ეს კლასიკურ მედიცინაზე ლიცენზია არ ჰქონდა, ამიტომ ხარჯები შპს-ში აისახებოდა. კლინიკა მკურნალობდა მხოლოდ ძვალსახსროვან დაავადებებს, არ მკურნალობდა ცერებრალურ დამბლას, არც ლ--–- ნ-–-----ე შეპირებია ა---–-----–---–ებს შვილის გამოჯანმრთელებას. დ-------- ნ-–-----ეს ა---–-----–---–ებთან არ ქონია არანაირი შემხებლობა. მან დაადასტურა, რომ მათ კლინიკაში მკურნალობის კურსი გაიარა ნ------- ა---–-----–---–მა, რომელსაც მკურნალობდა მხოლოდ ლ--–- ნ-–-----ე. ნ------- ა---–-----–---–ის მკურნალობამ კარგი შედეგი გამოიღო, მისი სახსრები იყო გამართული და გადაადგილება შეეძლო. ა---–-----–---–ებმა კლინიკაში შემოიტანეს დაახლოებით 27 ათასი ლარი. მკურნალობის პროცესში ა---–-----–---–ებს არანაირი პრეტენზია არ გამოუხატავთ.
2.9. მოწმე ლ--–-ა ნ-–-----ემ განაცხადა, რომ არის ლ--–- ნ-–-----ის შვილიშვილი, იგი შპს ,--–--------------- კლინიკაში“ მუშაობდა უმცროსი ექთანად. ლ--–- ნ-–-----ესთან მკურნალობის კურსი გაიარა ნ------- ა---–-----–---–მა, რომელიც დაავადებული იყო ცერებრალური დამბლით და იყო ლ--–- ნ-–-----ის პაციენტი. კლინიკაში ნ------- ა---–-----–---–ის კონსულტაციაზე მიყვანისას, ნახა, რომ იგი მშობლებმა ხელში აყვანილი შეიყვანეს კლინიკის მისაღებში, ჯდომასაც ვერ ახერხებდა. მოწმემ განაცხადა, რომ პერიოდულად უვლიდა ნ------- ა---–-----–---–ს, რომელიც მოთავსებული იყო სამედიცინო საწოლზე, რომელზეც დამაგრებული იყო ფართო ფიცარი, ზედ ორი სქელი ღრუბელი, ყოველდღე იცვლებოდა საფენები, რომ ავადმყოფს ნაწოლები არ გასჩენოდა, ასევე მას კიდურებზე სიმძიმეები ჰქონდა დაკიდებული დაჭიმვის მიზნით. მკურნალობა მიდიოდა ქვედა კიდურების კონტრაქტურის გახსნისთვის. ა---–-----–---–ის მსგავსი პაციენტი იმ დროს სხვა არ იყო კლინიკაში. მკურნალობის შედეგად ნ------- ა---–-----–---–ს გაეშალა კონტრაქტურა - მუხლის სახსრები, ბოლოს ჩოჩიალას მეშვეობით გადაადგილდებოდა. მოწმის განმარტებით, მკურნალობის პერიოდში ა---–-----–---–ებს რაიმე სახის პრეტენზია არ დაუფიქსირებიათ.
2.10. მოწმე გ-- ხ-----–---–მა განაცხადა, რომ არის ლ--–- ნ-–-----ის სიძე და შპს ,--–--------------- კლინიკის“ თანამშრომელი, მას კლინიკის დირექტორმა დ-------- ნ-–-----ემ დაავალა ფორმა 100-ის გაცემა, რის შემდეგაც ნ------- ა---–-----–---–თან დაკავშირებით გასცა ფორმა 100. მოწმეს არანაირი მონაწილეობა არ მიუღია პაციენტის მკურნალობაში. კლინიკაში ლ--–- ნ-–-----ე (რ------ი) პაციენტებს მკურნალობდა მალამოებით, მას აქვს ორიგინალური მეთოდი ფუნქციონალური მკურნალობის, საყრდენ მამოძრავებელი აპარატის გაუმჯობესების მიზნით. მკურნალობის შედეგად ბევრ პაციენტს გაუუმჯობესდა მდგომარეობა.
2.11. მოწმე ლ---–- ც----ემ განაცხადა, რომ 2--- წლიდან სხვადასხვა დროს მუშაობდა კლინიკაში მასაჟისტად. ნ------- ა---–-----–---–ი კლინიკაში მიყვანეს ხელში აყვანილი, იყო მოხრილ მდგომარეობაში, არ შეეძლო ზედა და ქვედა კიდურების მოძრაობა. მკურნალობის პერიოდში უტარებდა მსუბუქი სახის მასაჟებს. მკურნალობის დასასრულს ნ------- ა---–-----–---–ის ფიზიკური მდგომარეობა გაუმჯობესდა, კერძოდ, მან შეძლო ფეხზე დადგომა და ჩოჩიალით გადაადგილება. მას ნ------- ა---–-----–---–ის მშობლების მხრიდან რაიმე სახის შენიშვნა ან უკმაყოფილება მკურნალობის პერიოდში არ გაუგია.
2.12. მოწმე ე-- ჩ-------მა განმარტა, რომ მუშაობდა შპს ,--–--------------- კლინიკის“ მენეჯერად. კლინიკას ჰქონდა ამბულატორიული და სტაციონარული ნებართვა, კლინიკაში მკურნალობდნენ ძვალ-სახსრებით დაავადებულ ადამიანებს. ლ--–- ნ-–-----ე გაფორმებული იყო როგორც მომსახურე პერსონალი. მან დაადასტურა, რომ გ--- ა---–-----–---–ი მეუღლესთან და შვილთან ერთად კლინიკაში 2010 წლის ნოემბრის თვეში მივიდნენ, მათ კლინიკაში სამკურნალოდ დააწვინეს ნ------- ა---–-----–---–ი, რომელმაც სამი თვის განმავლობაში იმკურნალა. გ--- ა---–-----–---–ი და მისი მეუღლე დღეში იხდიდნენ 420 ლარს, ხოლო შაბათ-კვირას იხდიდნენ 60 ლარს, საერთო ჯამში მათ 27 000 ლარამდე გადაიხადეს, თანხა შედიოდა შპს ,--–--------------- კლინიკის“ სალაროში. მისი განცხადებით, ნ------- ა---–-----–---–ი კლინიკაში მშობლებმა ხელში აყვანილი შეიყვანეს, ნ------- ა---–-----–---–ს არც ჯდომა და არც ფეხზე დგომა შეეძლო. ერთ-ერთი კონსულტაციის დროს, როდესაც მშობლები კონსულტაციაზე ლ--–- ნ-–-----ესთან იყვნენ შესულები, ნ------- ა---–-----–---–ი მისაღებში იჯდა დივანზე და რამდენიმე ხანში ჩამოცურდა დივანიდან. ე-- ჩ-------მა განმარტა, რომ მკურნალობის პერიოდში არც გ--- ა---–-----–---–ისგან და არც მ----- ა---–-----–---–ისგან რაიმე სახის პრეტენზია არ გაუგია, ისინი კმაყოფილნი იყვნენ ლ--–- ნ-–-----ის.
2.13. მოწმე რ--------- ჩ---------–--ემ განაცხადა, რომ მუშაობდა შპს ,--–--------------- კლინიკის“ ბუღალტერიაში, შპს-ს საბუღალტრო საქმიანობას ახორციელებდა ე-- ჩ-------ის მიერ მიწოდებული დოკუმენტაციის საფუძველზე.
2.14. მოწმე ი-----–- ნ-------–---–მა განაცხადა, რომ არის ი---------------------–---------------------------- ცენტრის ექიმი. ცენტრში მკურნალობის კურსს გადიოდა ნ------- ა---–-----–---–ი, რომელიც დაავადებული იყო ცერებრალური დამბლით, თავად იყო მისი მკურნალი ექიმი. აღნიშნული დაავადება არის თავის ტვინის დაზიანებით გამოწვეული მდგომარეობა და შეიძლება განვითარდეს მუცლად ყოფნის პერიოდში, ასევე მშობიარობის დროს და 1-2 წლის განმავლობაში მშობიარობიდან. ცერებრალური დამბლა არის თავის ტვინის დაზიანებით გამოწვეული და მას აუცილებლად უნდა ახლდეს მოძრაობის შეზღუდვა, რომელსაც აქვს სხვადასხვა ფორმები, არის შემთხვევა როდესაც დაზიანება არის ფეხებში, წელს ქვევით, ან როგორც ხელებში ასევე ფეხებში, გონებრივი გამოვლინება არის აზროვნების დაქვეითება. მისი განცხადებით, ცერებრალური დამბლის მკურნალობა არის კომპლექსური, მის განკურნებას მთელ მსოფლიოში ვერ ახერხებენ. თავის ტვინის უჯრედის გაცოცხლება წარმოუდგენელი და შეუძლებელია. მკურნალობის მიზანია პაციენტის მდგომარეობის გაუმჯობესება. მკურნალობის დაწყებამდე მთავარია შეფასდეს პაციენტის მდგომარეობა. შესაძლებელია საჭირო გახდეს თერაპიული მკურნალობის კურსის ჩატარება და ასევე შესაძლებელია ქირურგიული მკურნალობის ჩატარება. მისი განმარტებით, ლ--–- ნ-–-----ის მიერ ჩატარებული მკურნალობის კურსს არ იცნობს.
2.15. მოწმე შ------- გ--------–--ემ (გამომძიებელი) დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე.
დაცვის მხარის მოწმეები:
2.16. მოწმეებმა ნ----------–- თ------ემ, მ------ გ-------–--ემ, მ------ მ-------ემ დაადასტურეს, რომ სხვადასხვა სახის მოტეხილობის თაობაზე მკურნალობას გადიოდნენ ლ--–- ნ-–-----ესთან, რომლის მკურნალობის მეთოდით და შედეგით კმაყოფილნი დარჩნენ.
2.17. მოწმე ც-–---- გ-------–---–მა განაცხადა, რომ მისი შვილი დაავადებული იყო ცერებლარული დამბლით. 5 წლის იყო ბავშვი, როდესაც მიმართა ლ--–- ნ-–-----ეს და სრულიად უანგაროდ მკურნალობის ორი კურსი გაიარა. მკურნალობის ორი თვის თავზე ბავშვი დადგა ფეხზე, დასვა შეკითხვები. 2 წელიწადში ბავშვი მიიყვანა სკოლაში. ლ--–- ნ-–-----ესთან აქვს ახლო ურთიერთობა და მადლიერია მისი. ეხლა მისი შვილი არის 30 წლის, სიარული უჭირს, მაგრამ თავის მოვლის შესაძლებლობა აქვს, საუბრობს და აქვს კარგი იუმორის გრძნობა. ც-–---- გ-------–---–მა ადვოკატს წარუდგინა მისი შვილის თ-------- რ-----–---–ის დაბადების მოწმობა, საიდანაც ირკვევა, რომ თ-------- რ-----–---–ი დაბადებულია 1--- წლის 2-----------ს; ასევე, წარუდგინა 2005 წლის 1--------ს გაცემული ამონაწერი სამედიცინო ბარათიდან, რომლითაც ირკვევა, რომ თ-------- რ-----–---–ი დაავადებულია ბავშვთა ცერებრალური დამბლით. გონებრივი განვითარების ჩამორჩენა.
2.18. ბრალდებულმა ლ--–- ნ-–-----ემ თავი არ სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განაცხადა, რომ არის სახალხო მკურნალი. მშობლების ტრადიციული მეთოდით მკურნალობს ძვალსახსრებს 5--–ელია. ქონდა კარგი შედეგები და ყავდა მადლიერი პაციენტები. მედიცინის დარგში არ არის დიპლომირებული. ცოდნა აქვს მიღებული ძვალსახსრის მკურნალობის განხრით, მოტეხილობებზე, კონტრაქტურაზე. ნ------- ა---–-----–---–ი მასთან კლინიკაში მიიყვანეს მშობლებმა. შემოყვანისას მშობლებს ბავშვი ხელში ეჭირათ, ვერც ჯდებოდა და დააწვინეს დივანზე. გასინჯვისას ნახა, რომ რბილი ქსოვილი იყო გაუხეშებული და ბავშვი ,,ხედ’’ იყო ქცეული, რის გამოც უარი განაცხადა მკურნალობაზე. მაგრამ გ--- და მ----- ა---–-----–---–ები სამჯერ მივიდნენ მასთან კლინიკაში და თხოვდნენ ემკურნალა ნ------- ა---–-----–---–ისათვის. არავითარი დაპირება მდგომაროების გამოსწორების თაობაზე არ მიუცია ნ------- ა---–-----–---–ის მშობლებისთვის. ერთ თვიანი მკურნალობის შედეგის მიხედვით დაიწყო ბავშვის მკურნალობა. ერთი თვის თავზე პაციენტის მდგომარეობა გაუმჯობესდა, დაურბილდა ქსოვილები და გაშალა სახსრები, გასწორდა ხერხემალი. აღნიშნულის თაობაზე მ----- ა---–-----–---–ი კმაყოფილებას ვერ მალავდა და იყო გახარებული. მკურნალობა გააგრძელეს და 3 თვის თავზე ნ------- ა---–-----–---–მა შეძლო თავის წამოწევა, ჯდომა და დაფიქსირებით ფეხზე დგომა. ლ--–- ნ-–-----ის განმარტებით, კლინიკიდან ნ------- ა---–-----–---–ის გაწერისას, მ----- ა---–-----–---–ს ერთი თვის წამალი გაატანა, რომლითაც სახლში უნდა გაეგრძელებინათ მკურნალობა, ასევე შეთანხმდნენ, რომ რეაბილიტაციის კურსს გაივლიდნენ. ლ--–- ნ-–-----ემ განაცხადა, რომ ა---–-----–---–ების ოჯახს რეაბილიტაციის კურსი თავიდან ბოლომდე არ გაუვლია, ხშირად არ მიდიოდნენ კლინიკაში, მიუხედავად ამისა რეაბილიტაციის ორი თვის თავზე ნ------- ა---–-----–---–მა შეძლო დახმარებით გადაადგილება. მისი მკურნალობა არ გამოიწვევდა შარდის ბუშტიდან სისხლდენას, რაც კლინიკიდან გაწერის შედეგ დაემართა ნ------- ა---–-----–---–ს. სახლში გაყვანისას ოჯახმა ვერ შეძლო მისი მეთოდებით მკურნალობა. ლ--–- ნ-–-----ისთვის გაუგებარი იყო თავიდანვე თუ რას ედავებოდნენ გ--- და მ----- ა---–-----–---–ები. ლ--–- ნ-–-----ის განმარტებით, იგი არ მკურნალობდა ცერებრალურ დამბლაზე, იგი მკურნალობდა ა---–-----–---–ის კონტრაქტურაზე ეთერზეთებით, რაშიც ახვევდა მთელ სხეულს. გ--- და მ----- ა---–-----–---–ები თხოვდნენ ფულს, როდესაც თანხის დაბრუნებაზე უარი განუცხადა, ამის შემდეგ უჩივლეს.
2.19. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, შპს ,--–--------------- კლინიკა’’ რეესტრში დარეგისტრირდა 2--- წლის 16 აპრილს, მისი დირექტორი და 100% წილის მფლობელია დ-------- ნ-–-----ე. შპს ,--–--------------- კლინიკის’’ იურიდიული მისამართია: საქართველო, ქ. თბილისი, დ-------------------------------,--------------------------
2.20. შპს ,--–--------------- კლინიკის“ წესდების თანახმად, საზოგადოება დადგენილი წესით ახორციელებს საქმიანობის შემდეგ სახეებს: ტრადიციული მედიცინა.
2.21. ქირავნობის ხელშეკრულების თანახმად, ხელშეკრულება დადებულია 2--- წლის 25 ნოემბერს. შპს ,--–--------------- კლინიკა“ არის შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება და სარგებლოს ყველა იმ უფლებით, რომელიც არ ეკრძალება საზოგადოებას. ამავდროულად შპს ,--–--------------- კლინიკას“ აქვს ლიცენზია და არის სამედიცინო დაწესებულება. ქალბატონ ლ--–- ნ-–-----ეს არ გააჩნია სამედიცინო განათლება და შესაბამისად სერთიფიკატი, კანონი უკრძალავს გაუწიოს სამედიცინო მომსახურეობა, მაგრამ, ვინაიდან ლ--–- ნ-–-----ე ეწევა ტრადიციული მეთოდით მკურნალობას და მისი საქმიანობა არ არის მოქცეული კლასიკური მეთოდით მკურნალობის მოქმედების არეალში, დაიდო ქირავნობის ხელშეკრულება შემდეგზე: ხელშემკვრელი პირები: ერთის მხრივ, გამქირავებელი - იურიდიული პირი შპს ,--–--------------- კლინიკა“, მისი დირექტორი დ-------- ნ-–-----ე და მეორეს მხრივ, დამქირავებელი - ფ/პ ლ--–- ნ-–-----ე; ხელშეკრულების პირობები: შპს ,--–--------------- კლინიკის“ დირექტორი პასუხისმგებლობას იღებს შეუქმნას ყველა პირობა ტრადიციული მეთოდით მკურნალობისათვის ლ--–- ნ-–-----ეს, კერძოდ, გამოიყენოს ყველა საშუალებები: საწოლი, სამედიცინო, კომუნალური და ფინანასური აღრიცხვა. ლ--–- ნ-–-----ე ვალდებულია გაუფრთხილდეს მის დროებით სარგებლობაში (გამოყენებაში) არსებულ ნივთებს და მისი მიზეზით დაზიანების შემთხვევაში საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს პირვანდელი მდგომარეობით აღდგენა. მხარეთა შორის ანგარიშსწორება განხორციელდება ზეპირი შეთანხმების საფუძველზე, გადაცემული და გამოყენებული მომსახურეობის მიხედვით. ხელშეკრულებას ხელს აწერენ შპს-ს დირექტორი დ-------- ნ-–-----ე და ლ--–- ნ-–-----ე.
2.22. შპს ,--–--------------- კლინიკის“ თანამშრომელთა სიის ასლის თანახმად, შპს ,--–--------------- კლინიკის“ თანამშრომელთა სია შედგება 10 პირისგან, N3 გრაფაში მითითებულია ნ-–-----ე ლ--–-, მის თანამდებობის გრაფაში მითითებულია მკურნალი ტრადიციული (ხალხური) მედიცინის დარგში.
2.23. დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერებული იქნა გ--- ა---–-----–---–ის მიერ წარდგენილი შპს ,--–--------------- კლინიკისათვის“ გადახდილი თანხების დამადასტურებელი სალარო აპარატის ქვითრები, სულ 62 (სამოცდაორი) ქვითარი.
2.24. ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის (ფორმა #IV-100ა) თანახმად, ცნობა გაცემულია შპს ,--–--------------- კლინიკის’’ მიერ, ცნობაში მითითებულია, პაციენტი ნ------- ა---–-----–---–ი, დაბადებული 1--- წლის 1------------–ს, თბილისის 1--------------------–-- მე-6 კლასის მოსწავლე. სტაციონარში მოთავსება - 23.11. 2010, გაწერა - 19.02. 2011. დიაგნოზი: ბავშვთა ცერებრალური დამბლა, ორივე მენჯ-ბარძაყის მუხლის სახსრების მოხრითი კონტრაქტურა, ხერხემლის მიდამოს სკოლიოზური დეფორმაცია.
2.25. ქიმიური ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად, ქიმიურ ექსპერტიზაზე წარმოდგენილ ბოთლში (ეტიკეტზე წარწერით ,,ნოვოკაინი პროკაინი’’ Юрiя-Фарм შემადგენლობა: ნოვოკაინი 5 გ 0.1 M ქლორწყალბადმჟავა pH 3.8-4.5-მდე წყალი საინექციო 1 ლ-მდე ვარგისია 022013“) მოთავსებულ 100 მლ, მოყვითალო ფერის, ბლანტი სითხის შემადგენლობაში შედის: ტრიტერპენული ნახშირწყალბადი; ცხიმოვანი მჟავები: ოლეინის მჟავა, პალმიტინის მჟავა, ჰექსადეკანოიდის მჟავა, ტეტრადეკანოიდის მჟავა, 6-ოქტედაკანის მჟავა. ზემო დასახელებული ნივთიერებები არ მიეკუთვნებიან მომწამვლელ ნივთიერებებს. ობიექტში არ აღმოჩნდა: მეთილის, ეთილის, იზოპროპილის სპირტები, აცეტონი, ფოსფორორგანული და ქლორორგანული შხამქიმიკატები. სამკურნალო საშუალება (ფარმაცევტული პროდუქტი, წამალი) არის ფიზიოლოგიური აქტიური, ბუნებრივი ან სინთეზური გზით მიღებული ნივთიერება ან მათი კომბინაცია, რომლებიც ნებადართულია სამედიცინო გამოყენებისათვის და შეტანილია სახელმწიფო რეესტრში; ამასთანავე, სამკურნალო საშუალების ქვეშ მოიაზრება მარკირებული, დოზირებული, ანოტაციის (დანიშნულება, უკუჩვენება, გვერდითი მოვლენები, მიღების და შენახვის წესები) მქონე ფარმაცევტული პროდუქტი, რაც ექსპერტიზაზე წარმოდგენილ ობიექტს არ გააჩნია. აღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოდგენილი სითხე არ მიეკუთვნება ,,სამკურნალო საშუალებას“ და მისი შეფასება ,,ხასიათდება თუ არა სამკურნალო თვისებებით“ შეუძლებელია.
2.25.1. აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ც----- გ--------ემ.
2.26. სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანხმად, შპს ,--–--------------- კლინიკაში“ ნ.ა---–-----–---–ის მიმართ წარმოებული ქმედებები (განსაკუთრებით ,,მკურნალობა წოლითი რეჟიმით“) არსობრივად ეწინააღმდეგება ცერემბრალური დამბლის მქონე პაციენტებისათვის ჩასატარებელი მკურნალობის პრინციპებს. ექსპერტის დასკვნა N----------ში მითითებულ ნაერთებს (ტრიტერპენული ნახშირწყალბადი სკვალენი; ცხიმოვანი მჟავები: ოლეინის მჟავა, პალმიტინის მჯავა, ჰექსადეკანოიდის მჟავა, ტეტრადეკანოიდის მჟავა, 6 ოქტადეკანის მჟავა) შეეძლო თუ არა გამოეწვია მოწამვლა და გარეგანი მოხმარებისას შეეძლო თუ არა გამოეწვია საშარდე სისტემის პროვოცირება, რაც გამოიხატება შარდში სისხლის აღმოჩენით- აღნიშნულზე მსჯელობა ექსპერტიზას არ შეუძლია, ვინაიდან ჩვენს ხელთ არსებული სამეცნიერო ლიტერატურაში აღნიშნულის შესახებ მონაცემები არ მოიპოვება. ცერებრალური დამბლის პირთა რეაბილიტაციის უმთავრესი პრინციპია მათი კუნთოვანი სისტემის გაძლიერება და მოძრაობის კოორდინაციის შეძლებისდაგვარად გაუმჯობესება, რაც მიიღწევა მიზანმიმართული მუდმივი ვარჯიშით, კუნთების მასაჟით, ორტეზების გამოყენებით, მედიკამენტური თერაპიით. აქედან გამომდინარე, 102 დღის განმავლობაში პაციენტისათვის წოლითი რეჟიმის დანიშვნა, თუნდაც შეხვევების დროს მისი პოზის შეცვლით, არის არასწორი ქმედება და მას მკურნალობასთან საერთო არაფერი აქვს. ცერებრული დამბლის მიზეზს წარმოადგენს თავის ტვინის გარკვეული სტრუქტურების შეუქცევადი და არაპროგრესირებადი დაზიანება. ის ქმედებები რაც ჩატარდა შპს ,--–--------------- კლინიკაში“ ნ------- ა---–-----–---–ის მიმართ მისი თავის ტვინის დაზიანებული სტრუქტურების გაუარესება/გაუმჯობესებას ვერ გამოიწვევდა. წოლითმა რეჟიმმა 102 დღის განმავლობაში გამოიწვია მისი კუნთოვანი სისტემის დასუსტება (ატროფია) ანუ მდგომარეობის გაუარესება. ნ------- ა---–-----–---–ის ჯანმრთელობის მდგომარეობა ნევროლოგიური თვალსაზრისით, 2----–--ის 23 ნოემბრამდე და დღესაც არის მძიმე და შეესაბამება მის დიაგნოზს: ბავშვთა ცერებრული დამბლა. ნერვულ სნეულებათა მენეჯმენტში მკურნალობის აღნიშნულ მეთოდზე ინფორმაცია ვერ იქნა მოძიებული.
2.26.1. აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურეს მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა ე-- ჩ---–--–---–მა, დ----- გ-------–-ამ და მ--–---- ფ-------–-–---–მა.
2.27. ნ------- ა---–-----–---–ის სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად, შპს ,--–--------------- კლინიკის“ მკურნალის - ლ--–- ნ-–-----ე-რ-------- მიერ ჩატარებულ მკურნალობის ასეთ მეთოდს შეეძლო გამოეწვია პაციენტის (ნ------- ა---–-----–---–ის) ფსიქოლოგიური მდგომარეობის გაუარესება.
2.27.1. აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა მ------ მ-----–---–მა.
2.28. საქართველოს ო------------------------–----------------------- საგანგებოდ მოწვეული სხდომის ოქმის თანახმად, სხდომას ესწრებოდნენ ლ---- ნ------- (საქართველოს ო------------------------–--------------------------------------), ჯ----– ჭ----------ე (ბავშვთა ორთოპედი), ბ--- ე----- (ბავშვთა ორთოპედი), ლ---- ქ------ (ბავშვთა ორთოპედი). საზოგადოების წევრებმა განიხილეს წარდგენილი დოკუმენტები, გაიმართა დისკუსია და გაკეთდა შემდეგი დასკვნები: ბავშვთა ცერებრალური დამბლა განეკუთვნება ნევროლოგიურ დაავადებათა იმ ჯგუფს, რომელიც სრულ გამოჯანმრთელებას არ ექვემდებარება. მსოფლიოში არსებობს ზემოთ ხსენებული დაავადების მკურნალობის უამრავი სხვადასხვა მეთოდი, როგორც ნეიროქირურგიული, ასევე ორთოპედიული და რეაბილიტაციური. დამოუკიდებლად რეაბილიტაციური თერაპია ასევე მოიცავს უამრავ განსხვავებულ მეთოდს. უმეტეს შემთხვევაში ბ.ც.დ-ს მკურნალობა არის ხანგრძლივი, ეტაპობრივი და კომპლექსური, რომელიც მოიცავს ორთოპედის, ნეიროქირურგის, ნევროპათოლოგის და რეაბილიტოლოგის ერთობლივ მიდგომას. მოგახსენებთ, რომ მკურნალობის ის მეთოდი, რომელიც ჩატარებულია ექიმბაშის მიერ ,--–--------------- კლინიკაში“ ჩვენთვის არის უცნობი და უცხო, რომლის გამოცდილება, არც თეორიული და არც პრაქტიკული ჩვენ არ გაგვაჩნია და შესაბამისად კონკრეტულ დასკვნებს ჩვენ ვერ გავცემთ.
2.28.1. საქართველოს ო------------------------–----------------------- საგანგებოდ მოწვეული სხდომის ოქმის სისწორე დაადასტურა მასში მონაწილე ბავშვთა ორთოპედ-ტრავმატოლოგმა ჯ----– ჭ----------ემ, რომელმაც დამატებით განმარტა, რომ იცნობს ტრადიციულ მედიცინის მეთოდებს, მაგრამ ისეთი მკურნალობის მეთოდი, რასაც ლ--–- რ------ი ეწეოდა მისთვის უცნობია. კონტრაქტურა იხვევა არტაშებით, 7-10 დღიანი მეთოდით, დიდხანს უმოძრაობამ შეიძლება კუნთის განლევა გამოიწვიოს. მას არ გაუგია 3 თვე ამგვარი მკურნალობა და არ ეთანხმება, რადგან მას შეიძლება მოყვეს კუნთოვანი ატროფია. რთული ცერებრალური დამბლის შემთხვევაში, კონტრაქტურის მკურნალობამ, შეიძლება ფსიქიკური მდგომარეობის აშლილობაც გამოიწვიოს. ცერებრალური დამბლის მკურნალობა მიმდინარეობს კომპლექსურად და ექვემდებარება მხოლოდ გაუმჯობესებას.
2.29. 2015 წლის 16 ნოემბრის დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერდა დ-------- ნ-–-----ის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია და კომპაქტ დისკი. კერძოდ, დათვალიერდა: შპს ,--–--------------- კლინიკის’’ საგადასახადო რეგისტრაციის მოწმობის ასლი; ქირავნობის ხელშეკრულების ასლი დადებული შპს ,--–--------------- კლინიკის’’ დირექტორ დ-------- ნ-–-----ესა და ლ--–- რ------ს შორის; ცნობა ლ--–------------ ჯანმრთელობის შესახებ, რომლითაც ირკვევა, რომ ლ--–- რ------ი დაავადებულია ონკოლოგიურად; ნ------- ა---–-----–---–ის მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფიის ჩანაწერი და რენტგენოფირები; შპს ,--–--------------- კლინიკის’’ ჟურნალის ამონაწერი ნ------- ა---–-----–---–ის დაავადებასთან დაკავშირებით; 2011 წლის 15 აპრილს შპს ,--–--------------- კლინიკის’’ მიერ გაცემული ცნობა ნ------- ა---–-----–---–ის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ; საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 1---------ს განჩინების ასლი; დ-------- ნ-–-----ის ს------–-------------------–- ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტის დიპლომის ასლი; შპს ,--–--------------- კლინიკის’’ სამედიცინო მომსახურების შიდა სტანდარტების ასლი; ასევე დათვალიერდა კომპაქტ დისკის ოთხი ფაილი, სადაც ასახულია ნ------- ა---–-----–---–ის მკურნალობის შედეგები ერთი თვის თავზე და მკურნალობის დასრულების შემდეგ, რა დროსაც ნ------- ა---–-----–---–ი დედის მ----- ა---–-----–---–ის თანდასწრებით ცდილობს შეასრულოს ლ--–- ნ-–-----ის მითითებები, რაზეც მ----- ა---–-----–---–ი გამოხატავს კმაყოფილებას.
2.30. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 3--------ის #--------- გადაწყვეტილების თანახმად, ნ------- ა---–-----–---–ის და გ--- ა---–-----–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა; 2014 წლის 6-------ს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებით უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 3--------ის გადაწყვეტილება; 2015 წლის 1---------ს თბილისის უზენაესი სასამართლოს განჩინებით აღნიშნული საქმის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველად.
2.31. CD დისკის თანახმად, მასში დაფიქსირებულია შპს ,--–--------------- კლინიკაში“ ნ------- ა---–-----–---–ის მკურნალობის პროცესი. ლ--–- ნ-–-----ე აჯამებს ნ------- ა---–-----–---–ის მდგომარეობას მკურნალობის ერთი თვის თავზე და აფასებს მდგომარეობას დადებითად. ასევე ლ--–- ნ-–-----ე აჯამებს ნ------- ა---–-----–---–ის მკურნალობას და აფასებს მდგომარეობას დადებითად.
2.32. სხდომაზე გამოკვლეული CD-R დისკების (,,ნ--------–----“, ,,თ-----–----“) თანახმად, გ--- ა---–-----–---–ი და მ----- ა---–-----–---–ი გადაცემებში საუბრობენ ნ------- ა---–-----–---–ის მდგომარეობამდე ლ--–- ნ-–-----ესთან ჩატარებულ მკურნალობის კურსამდე, ასევე საუბრობენ ლ--–- ნ-–-----ის ჩატარებული მკურნალობის მეთოდოლოგიის შესახებ და ნ------- ა---–-----–---–ის მდგომარეობის შესახებ მკურნალობის შემდეგ პერიოდში. შ----–ი მოწვეულია ექსპერტი, რომელმაც აღნიშნა, რომ ცერებრალური დამბლის მიზეზია თავის ტვინის დაზიანება.
2.33. დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი სალიცენზიო მოწმობების--------- #------- თანახმად, შპს ,--–--------------- კლინიკის’’ სამედიცინო საქმიანობის სახეებია: მოზრდილთა ტრავმატოლოგიურ-ორთოპედიული სტაციონალური საქმიანობის სპეციალური ლიცენზია, რენტგენოლოგიური დიაგნოსტიკის ლიცენზია. ორივე გაცემულია 2--- წლის 24 აპრილს.
2.34. ბრალდებულ ლ--–- ნ-–-----ის ადვოკატმა ვრცლად მიმოიხილა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და აღნიშნა, რომ აღნიშნულ საქმეზე სამოქალაქო წესით იმსჯელა ყველა ინსტანციის სასამართლომ და ამჟამად სისხლის სამართლებრივად ხდება გადაწყვეტილებების რევიზია, რაც არასწორია. ლ--–- ნ-–-----ე არ იყო ექიმი, იგი იყო სახალხო მკურნალი, რომელსაც არ სჭირდება ლიცენზია. მის მიერ ჩატარებული მკურნალობის ხარჯების თაობაზე თავიდანვე ინფორმირებულები იყვნენ ა---–-----–---–ები. ლ--–- ნ-–-----ე არ პირდებოდა ნ------- ა---–-----–---–ის მშობლებს შვილის განკურნებას. მკურნალობა მიმართული იყო მხოლოდ კონტრაქტურის აღდგენაზე და მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, რაც იქნა მიღწეული, რადგან მკურნალობამ გამოიღო დადებითი შედეგი. მკურნალობის პროცესში არანაირი პრეტენზია ა---–-----–---–ებს არ გამოუხატავთ, მათთან შეთანხმებით ხდებოდა მკურნალობის ყოველი კურსის გაგრძელება. ადვოკატის პოზიციით, ლ--–- ნ-–-----ე უდანაშაულოა წარდგენილ ბრალდებაში და მოითხოვა გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.
2.35. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი და დასაბუთებული. განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას.
2.36. სასამართლომ შეაფასა რა ლ--–- ნ-–-----ის ბრალდების საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები საქმისადმი მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო მათი ერთობლიობა - ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მივიდა დასკვნამდე, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ლ--–- ნ-–-----ის ბრალდებას მასში, რომ ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით. კერძოდ:
2.36.1. გ--- და მ----- ა---–-----–---–ის ჩვენებებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ გ--- და მ----- ა---–-----–---–ებს 1--- წელს შეეძინათ ვაჟიშვილი ნ------- ა---–-----–---–ი, რომელიც დაავადებული იყო ცერებრალური დამბლით.
2.36.2. მ----- ა---–-----–---–ის, ნ------- ა---–-----–---–ის, ქ------- მ---------ის ჩვენებებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ნ------- ა---–-----–---–ი 2--- წელს თ---–------------------------ სკოლაში ჩაირიცხა, სადაც მშობლების დახმარებით გადაადგილდებოდა და მონაწილეობდა სასწავლო პროცესში.
2.36.3. დ-------- ნ-–-----ის, გ-- ხ-----–---–ის, ლ--–-ა ნ-–-----ის, ლ--–- ნ-–-----ის ჩვენებებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ლ--–- ნ-–-----ე არ არის მედიცინის დარგში დიპლომირებული. იგი არის სახალხო მკურნალი და 5--–ელია მშობლების ტრადიციული მეთოდით მკურნალობს ძვალსახსრის მოტეხილობას და კონტრაქტურას.
2.36.4. დ-------- ნ-–-----ის, ლ--–-ა ნ-–-----ის ჩვენებებით, რეესტრის ამონაწერით, ქირავნობის ხელშეკრულებით და სხვა წერილობითი მტკიცებულებებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ 2--- წლის 16 აპრილს ლ--–- ნ-–-----ის შვილმა დ-------- ნ-–-----ემ საოჯახო ბიზნესის მიზნით დაარეგისტრირა შპს ,--–--------------- კლინიკა’’, რომლის დირექტორი და 100% წილის მფლობელია დ-------- ნ-–-----ე. შპს ,--–--------------- კლინიკის’’ იურიდიული მისამართია: საქართველო, ქ. თბილისი, დ-------------------------------,-------------------------- კლინიკას სახელი დაერქვა დედის - ლ--–- ნ-–-----ის საპატივცემულოდ, რომლის ქალიშვილობის გვარია რ------ი. აღნიშნული კლინიკასთან ლ--–- ნ-–-----ე დაკავშირებული იყო ქირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე, მაგრამ ასევე ირიცხებოდა თანამშრომლადაც. ქირავნობის ხელშეკრულებაში ჩაიწერა, რომ დირექტორი პასუხისმგებლობას იღებს შეუქმნას ყველა პირობა ტრადიციული მეთოდით მკურნალობისათვის ლ--–- ნ-–-----ეს, კერძოდ, გამოიყენოს ყველა საშუალებები: საწოლი, სამედიცინო, კომუნალური და ფინანასური აღრიცხვა.
2.36.5. მ----- ა---–-----–---–ის, გ--- ა---–-----–---–ის ჩვენებებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ა---–-----–---–ებს გადაწყვეტილება ნ------- ა---–-----–---–ისთვის ემკურნალათ შპს ,--–--------------- კლინიკაში’’ მიაღებინა იმ ფაქტორებმა, რომ კლინიკა იყო კეთილმოწყობილი, სამედიცინო პერსონალით და სერვისით აღჭურვილი და ტოვებდა სამედიცინო დაწესებულების შთაბეჭდილებას; ლ--–- ნ-–-----ემ განუცხადა მშობლებს, რომ მას განუკურნავს ანალოგიური ავადმყოფები; ნდობა იმისი, რომ ლ--–- ნ-–-----ე ერკვეოდა მედიცინაში გაამყარა იმ ფაქტმაც, რომ ლ--–- ნ-–-----ემ მკურნალობის დაწყებამდე მოითხოვა ტომოგრაფიის სურათის გადაღება; ასევე, გ--- ა---–-----–---–ის განმარტებით, ყოველდღიურად 420 ლარის გადახდამ იგი დააჯერა, რადგან ამხელა თანხაზე იყო ლაპარაკი ასეთ ასაკოვან ადამიანთან, იგი არ მოატყუებდა. აღნიშნულმა გარემოებებმა ერთობლიობაში გ--- და მ----- ა---–-----–---–ები დაარწმუნა, რომ ლ--–- ნ-–-----ე იყო მედიცინის სფეროში დასაქმებული სახალხო მკურნალი, რომელიც კურნავდა ცერებრალური დამბლით დაავადებულ ავადმყოფებს და მისი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას გააუმჯობესებდა.
2.36.6. მ----- ა---–-----–---–ის, გ--- ა---–-----–---–ის, დ-------- ნ-–-----ის, ლ--–-ა ნ-–-----ის, ე-- ჩ-------ის და სხვათა ჩვენებებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ კლინიკაში ნ------- ა---–-----–---–ი მკურნალობდა 2010 წლის 23 ნოემბრიდან 2011 წლის 19 თებერვლამდე, რაშიც დღეში იხდიდნენ 420 ლარს, ხოლო შაბათ-კვირას 60 ლარს, საერთო ჯამში ა---–-----–---–ებმა მკურნალობის მიზნით ლ--–- ნ-–-----ეს გადაუხადეს 27 800 ლარი.
2.36.7. წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ არ დადებულა ხელშეკრულება პაციენტსა და სამკურნალო დაწესებულებას ან ლ--–- ნ-–-----ეს შორის; არც ლ--–- ნ-–-----ეს და არც შპს ,--–--------------- კლინიკას’’ მკურნალობის თაობაზე სამედიცინო ჩანაწერები არ უწარმოებიათ; საქმეში არ არსებობს ხარჯთაღრიცხვა ჩატარებული მკურნალობის შესახებ.
2.36.8. ი--------------ს ს----–-------------------------ის ცენტრის ექიმის მოწმე ი-----–- ნ-------–---–ის ჩვენებით დასტურდება, რომ ლ--–- ნ-–-----ის მიერ ჩატარებული მკურნალობის კურსს არ იცნობს; სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნით დასტურდება, რომ ნერვულ სნეულებათა მენეჯმენტში მკურნალობის აღნიშნულ მეთოდზე ინფორმაცია ვერ იქნა მოძიებული; ანალოგიურად, საქართველოს ო------------------------–----------------------- საგანგებოდ მოწვეული სხდომის ოქმით დასტურდება, რომ მკურნალობის ის მეთოდი, რომელიც ჩატარებულია ექიმბაშის მიერ ,--–--------------- კლინიკაში“ მათთვის უცნობი და უცხოა, რომლის გამოცდილება, არც თეორიული და არც პრაქტიკული ო------------------------–----------------------ს არ გააჩნია. აღნიშნული მტკიცებულებები ადასტურებს, რომ კლასიკური მედიცინა ლ--–- ნ-–-----ის მკურნალობის მეთოდს არ იცნობს.
2.36.9. სასამართლო აფასებს თავად მკურნალობის როგორც მეთოდს, ასევე შედეგს და აღნიშნავს, რომ ტრადიციული მედიცინის მკურნალობის მეთოდები აუხსნელია კლასიკური მედიცინისთვის, რომელიც სამეცნიერო-პრაქტიკული მოღვაწეობის სფეროა და მეცნიერულ დონეზე შეისწავლის ადამიანის ორგანიზმში მიმდინარე სხავადასხვა დაავადებებს და პათოლოგიურ პროცესებს. კლასიკური მედიცინის წარმომადგენელთა პოზიციის გაზიარებისას სასამართლო ემყარება სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნაში აღნიშნულს იმის თაობაზე, რომ ცერებრალური დამბლის პირთა რეაბილიტაციის უმთავრესი პრინციპია მათი კუნთოვანი სისტემის გაძლიერება და მოძრაობის კოორდინაციის შეძლებისდაგვარად გაუმჯობესება, რაც მიიღწევა მიზანმიმართული მუდმივი ვარჯიშით, კუნთების მასაჟით, ორტეზების გამოყენებით, მედიკამენტური თერაპიით. 102 დღის განმავლობაში პაციენტისათვის წოლითი რეჟიმის დანიშვნა, თუნდაც შეხვევების დროს მისი პოზის შეცვლით, არის არასწორი ქმედება და მას მკურნალობასთან საერთო არაფერი აქვს. ცერებრული დამბლის მიზეზს წარმოადგენს თავის ტვინის გარკვეული სტრუქტურების შეუქცევადი და არაპროგრესირებადი დაზიანება. ის ქმედებები, რაც ჩატარდა შპს ,--–--------------- კლინიკაში“ ნ------- ა---–-----–---–ის მიმართ მისი თავის ტვინის დაზიანებული სტრუქტურების გაუარესება/გაუმჯობესებას ვერ გამოიწვევდა. წოლითმა რეჟიმმა 102 დღის განმავლობაში გამოიწვია მისი კუნთოვანი სისტემის დასუსტება (ატროფია) ანუ მდგომარეობის გაუარესება.
2.36.10. ექსპერტიზის დასკვნაში განვითარებული მსჯელობა აშკარად ადასტურებს, რომ ლ--–- ნ-–-----ის მიერ განხორციელებული მკურნალობა მხოლოდ კონტრაქტურაზე, ვერ გამოიღებდა დადებით შედეგს და ასახვას ვერ ჰპოვებდა თავის ტვინის დაზიანებულ სტრუქტურაზე. პირიქით, ხანგრძლივი დროით პაციენტის წოლითმა რეჟიმმა გამოიწვია კუნთოვანი სისტემის ატროფია, რაც ასევე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხვისას საქართველოს ო------------------------–----------------------- სხდომის მონაწილე ექსპერტმა ჯ----– ჭ----------ემ.
2.36.11. სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N--------- დასკვნით, სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნით, ექსპერტ ჯ----– ჭ----------ის ჩვენებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ნ------- ა---–-----–---–ის ჯანმრთელობის მდგომარეობა ლ--–- ნ-–-----ის მკურნალობის შედეგად გაუარესდა როგორც ფიზიკურად, ასევე ფსიქოლოგიურად. აღნიშნულ მტკიცებულებებიდან გამომდინარე სასამართლო სარწმუნოდ მიიჩნევს როგორც მ----- და გ--- ა---–-----–---–ის ჩვენებას, ასევე მოწმეების მ-----– თ----ის, კ------- ტ-------ის, ი-----–--- ა---–--–ის, ჯ----– ხ--------–---–ის, ა---------– ბ--–-–---–ის, ვ-–-------- შ-----–--–---–ის, ქ------- მ---------ის, ნ----- ბ-------ის ჩვენებებს იმის თაობაზე, რომ ლ--–- ნ-–-----ის მკურნალობის შედეგად ნ------- ა---–-----–---–ის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. აღნიშნულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით სასამართლო ასკვნის, რომ მკურნალობას, რომელშიც გ--- ა---–-----–---–მა გადაიხადა 27 800 ლარი, ნ------- ა---–-----–---–ისთვის დადებითი შედეგი არ მოჰყოლია, პირიქით, გააუარესა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა.
2.36.12. სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს იმ ფაქტს, რომ დაცვის მხარის მოწმეების (ნ----------–- თ------ე, მ------ გ-------–--ე, მ------ მ-------ე) ჩვენებების თანახმად, მათ ლ--–- ნ-–-----ე მკურნალობდა მხოლოდ მოტეხილობებზე, რაზეც ჰქონდათ კარგი შედეგი, მაგრამ არც ერთ მათგანს ცერებრალურ დაავადებასთან შემხებლობა არ ჰქონია. მხოლოდ მოწმე ც-–---- გ-------–---–ის ჩვენებას იმის თაობაზე, რომ ცერებრალური დამბლით დაავადებულ მის შვილს უმკურნალა ლ--–- ნ-–-----ემ და ქონდა შედეგი, სასამართლო არ მიიჩნევს საკმარისად და სარწმუნოდ იმ ფაქტის დასადგენად, რომ ლ--–- ნ-–-----ე წარმატებულად მკურნალობდა ამგვარ პაციენტებს. ფაქტია, ლ--–- ნ-–-----ემ ც-–---- გ--------–---–ის შვილის გარდა, რომელსაც დაახლოებით 25 წლის წინ სრულიად უანგაროდ უმკურნალა, სხვა ვერც ერთი პაციენტი ვერ წარმოადგინა იმ ფაქტის დასადგენად, რომ იგი ცერებრალური დამბლით დაავადებულებს კურნავდა. აღსანიშნავია, რომ ბრალდების მხარემ წარმოადგინა მოწმე შ------- დ------, რომელმაც განაცხადა, რომ ლ--–- ნ-–-----ემ უმკურნალა ცერებრალური დამბლით დაავადებულ მის შვილს, რომლის მდგომარეობა მკურნალობის შემდეგ გაუარესდა. აღნიშნული გარემოებები მოწმობს, რომ ლ--–- ნ-–-----ეს არ ჰქონდა აქტიური პრაქტიკა და დადებითი შედეგი ცერებრალური დამბლით დაავადებულ პაციენტთა მკურნალობის.
2.36.13. ფაქტობრივი გარემოებების ანალიზის საფუძველზე სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ლ--–- ნ-–-----ეს არ გააჩნდა სამედიცინო განათლება და არც სამედიცინო საქმიანობის ლიცენზია; არ ჰქონდა უფლება სამედიცინო დაწესებულება შპს ,--–--------------- კლინიკაში’’ ეწარმოებინა ტრადიციული მეთოდით სამედიცინო საქმიანობა; არ ჰქონდა ცერებრალური დამბლის მკურნალობის თაობაზე არც ტრადიციული მეთოდი და არც პრაქტიკა; ლ--–- ნ-–-----ის მიერ ჩატარებულ მკურნალობის მეთოდს არ იცნობს კლასიკური მედიცინა, რომელთა დასკვნით დასტურდება, რომ ამგვარი ფორმით მკურნალობას მოყვა მდგომარეობის გაუარესება; ლ--–- ნ-–-----ეს, რომელიც ფაქტობრივად კლინიკის ექიმის სტატუსით მოქმედებდა ა---–-----–---–ებთან, არ გაუფრთხილებია პაციენტის ოჯახი სამედიცინო მომსახურების მოსალოდნელი შედეგების შესახებ, პაციენტის ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის მოსალოდნელი რისკის შესახებ; ლ--–- ნ-–-----ემ ამგვარ უპერსპექტივო მკურნალობისთვის თავისი ოჯახის კუთვნილ შპს ,--–--------------- კლინიკაში’’ ა---–-----–---–ებს ახდევინებდა ყოველდღიურად 420 ლარს, ისე რომ არანაირი ხარჯთაღრიცხვა ამ თანხის ხარჯვასთან დაკავშირებით არც კლინიკას და არც ლ--–- რ------ს არ უწარმოებია; ლ--–- ნ-–-----ის მკურნალობის შედეგად ნ------- ა---–-----–---–ის მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა, პირიქით, გაუარესდა, მას შეექმნა როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქოლოგიური პრობლემები; ლ--–- ნ-–-----ის მიერ განხორციელებული ქმედებით გ--- ა---–-----–---–ს მიადგა 27800 ლარის მატერიალური ზიანი.
2.36.14. სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომ აღნიშნული საკითხი სამოქალაქო დავის სფეროს წარმოადგენს, იგი სამოქალაქო სამართალწარმოების წესით იქნა განხილული, რა დროსაც როგორც პირველი, ასევე ზედა ინსტანციის სასამართლოებმა არ დააკმაყოფილა გ--- ა---–-----–---–ის სარჩელი ლ--–- ნ-–-----ისათვის თანხის დაკისრების თაობაზე.
2.36.15. სასამართლოს მიაჩნია, რომ ლ--–- ნ-–-----ის ქმედება არ შეიძლება შემოიფარგლოს მხოლოდ კერძო სამართლებრივი ურთიერთობებით და უნდა გახდეს საჯარო სამართლის განსჯის საგანი, ვინაიდან ჯანმრთელობის დაცვის უფლება ყველა ადამიანის კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა. საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლის თანახმად, მოქალაქის უფლება ხელმისაწვდომ და ხარისხიან ჯანმრთელობის დაცვის მომსახურებაზე უზრუნველყოფილია კანონით. სახელმწიფო აკონტროლებს ჯანმრთელობის დაცვის ყველა დაწესებულებას და სამედიცინო მომსახურების ხარისხს.
2.36.16. აღსანიშნავია, რომ ლ--–- ნ-–-----ე არ იყო სამედიცინო მუშაკი, მაგრამ თავის საქმიანობას ახორციელებდა ლიცენზირებულ სამედიცინო დაწესებულებაში, როგორც კლინიკის თანამშრომელი. შესაბამისად, ნ------- ა---–-----–---–ი მისთვის და კლინიკისთვის წარმოადგენდა პაციენტს. ,,პაციენტის უფლებების შესახებ’’ კანონის თანახმად, პაციენტია ნებისმიერი პირი, რომელიც, მიუხედავად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისა, სარგებლობს, საჭიროებს ან აპირებს ისარგებლოს ჯანმრთელობის დაცვის სისტემის მომსახურებით; ამ კანონის მიზანია მოქალაქის უფლებების დაცვა ჯანმრთელობის დაცვის სფეროში, აგრეთვე მისი პატივისა და ღირსების ხელშეუხებლობის უზრუნველყოფა. როდესაც პაციენტის უფლებები ირღვევა და იგი ამის შესახებ მიმართავს სათანადო ორგანოებს, სახელმწიფოს ვალდებულებაა დაადგინოს რამდენად იქნა დაცული პაციენტის უფლებები სამედიცინო მომსახურებისას, ხომ არ შეიცავს პირის ქმედება დანაშაულის ნიშნებს, არის თუ არა ეს ქმედება მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული.
2.36.17. ევროსასამართლომ საქმეში ს----–---–------–----ე საქართველოს წინააღმდეგ აღნიშნა, რომ ,,სახელმწიფოებს უნდა ჰქონდეთ სათანადო მარეგულირებელი ჩარჩო, რათა უზრუნველყონ პაციენტთა უსაფრთხოება, რაც მოიცავს ადეკვატურ სამართლებრივ ნორმას, რომელიც ადგენს მაღალ პროფესიონალურ სტანდარტებს’’. აღსანიშნავია, რომ ეროვნულ კანონმდებლობას ტრადიციულ მედიცინის მეთოდებით მკურნალობასთან დაკავშირებით სპეციალური ნორმატიული რეგულაციები არ გააჩნია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ტრადიციული მეთოდებით მკურნალობა არ ექვემდებარება სახელმწიფოს კონტროლს. ამავე საქმეში სტრასბურგის სასამართლომ აღნიშნა, რომ ,,ეროვნულმა სასამართლოებმა დაადგინეს გ.ბ.-ს მკურნალობაში იმ სამედიცინო პერსონალის ჩართულობა, რომელთაც არ ჰქონდათ სათანადო ლიცენზიები; გარდა ამისა, საავადმყოფო ახორციელებდა არალიცენზირებულ სამედიცინო საქმიანობას რამდენიმე მიმართულებით.’’ ევროსასამართლოს მიერ აღნიშნული საკითხზე ყურადღების გამახვილება მიუთითებს, რომ კლინიკის მიერ არალიცენზირებული საქმიანობა არალიცენზირებული სამედიცინო პერსონალის მიერ უკავშირდება პაციენტის უფლებების დარღვევას, რაზეც რეაგირება სახელმწიფოს ვალდებულებაა.
2.36.18. სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს ქმედების მართლწინააღმდეგობას და აღნიშნავს, რომ მართლწინააღმდეგობის არსიდან გამომდინარე, ადამიანმა თავისი ქცევა უნდა დაუქვემდებაროს ,,კულტურის ნორმათა’’ მოთხოვნებს, რომლებიც შედგება როგორც სამართლებრივი, ისე ზნეობრივი ნორმებისაგან, წინააღმდეგ შემთხვევაში დგება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი. კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლო ლ--–- ნ-–-----ის ქმედებას მიიჩნევს მართლსაწინააღმდეგოდ, ვინაიდან, ბრალდებულმა ა---–-----–---–ების ნდობა მოიპოვა და დაარწმუნა ისინი, რომ გააუმჯობესებდა ნ------- ა---–-----–---–ის ჯანმრთელობის მდგომარეობას, მაშინ, როდესაც ლ--–- ნ-–-----ეს ამის არც მეცნიერული, არც ტრადიციული მკურნალობის მეთოდები გააჩნდა, არც აქტიური პრაქტიკა ჰქონდა; ამასთანავე, ეკონომიურად უკიდურეს მდგომარეობაში მყოფ ოჯახს, ამგვარ უპერსპექტივო მკურნალობაში გადაახდევინა დიდი ოდენობით თანხა. აღნიშნულ ქმედებას სასამართლო აფასებს მართლსაწინააღმდეგო გასაკიცხ ქმედებად, რომელიც შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობას.
2.36.19. სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდება ლ--–- ნ-–-----ეს ედავება თაღლითობის ჩადენას, რაც საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულს წარმოადგენს და ობიექტური შემადგენლობის სავალდებულო ნიშანია მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ქონების დაუფლება ან ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, ლ--–- ნ-–-----ემ მოატყუა ნ------- ა---–-----–---–ი, როდესაც ლ--–- ნ-–-----ემ შეიქმნა ისეთი სამუშაო გარემო, რომლითაც დაარწმუნა ა---–-----–---–ები, რომ იგი იყო სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი, რომელიც ტრადიციული მეთოდის გამოყენებით აუმჯობესებდა ცერებრალური დამბლით დაავადებულ პაციენტების მდგომარეობას და დაპირდა გ--- ა---–-----–---–ს გააუმჯობესებდა ნ------- ა---–-----–---–ის მდგომარეობას, ჩატარებული მკურნალობა იქნებოდა ადეკვატური გადახდილი თანხის, აღნიშნულით მოიპოვა ა---–-----–---–ების ნდობა და 2010 წლის 23 ნოემბრიდან 2011 წლის 19 თებერვლამდე პერიოდში, თავის ოჯახის კუთვნილი შპს ,--–--------------- კლინიკის“ სასარგებლოდ გ--- ა---–-----–---–ს გადაახდევინა - 27 800 ლარი.
2.36.20. თაღლითობის სუბიექტური შემადგენლობა პირდაპირ განზრახვაში გამოიხატება, რა დროსაც დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს, რომ იგი თაღლითობით მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლება სხვის ქონებას, რითაც ზიანს აყენებს მის მესაკუთრეს და სურს ამ შედეგის დადგომა, ამასთან, ქმედების განხორციელების დროს დამნაშავეს უნდა ამოძრავებდეს ანგარების მოტივი და მიზანი, რაც კონკრეტულ დანაშაულში სახეზეა, ვინაიდან, გ--- ა---–-----–---–ის მიერ შვილის მკურნალობის მიზნით გადახდილი თანხა მიმართული იქნა ლ--–- ნ-–-----ის და მისი საოჯახო ბიზნესის სასარგებლოდ.
2.36.21. სასამართლო აძლევს რა სამართლებრივ შეფასებას დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, მიაჩნია, რომ ლ--–- ნ-–-----ის ქმედება შეიცავს სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული თაღლითობის შემადგენლობის ყველა ელემენტს.
2.37. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს ლ--–- ნ-–-----ის ბრალდებას მასში, რომ ლ--–- ნ-–-----ემ ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით.
თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით.
2.38. დაზარალებულ გ--- ა---–-----–---–ის ჩვენებით და გამოკვლეული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ გ--- ა---–-----–---–მა ლ--–- ნ-–-----ეს და შპს ,--–--------------- კლინიკას“ გადასცა 27 800 ლარი.
2.39. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-ე თავში დიდ ოდენობად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 10 000 ლარის ზევით.
2.40. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ლ--–- ნ-–-----ის მიერ ჩადენილი ქმედების შედეგად დაზარალებულისთვის მიყენებული ქონებრივი ზიანი აღემატება 10 000 ლარს და იგი შეადგენს 27 800 ლარს, რაც მოწმობს, რომ ბრალდებულმა ლ--–- ნ-–-----ემ ჩაიდინა თაღლითობა, დიდი ოდენობით.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს; საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
3.2. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ლ--–- ნ-–-----ემ მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა - თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც დიდი ოდენობით ზიანი გამოიწვია, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტით.
3.3. მოცემულ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები არის ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა, დამაჯერებელი და გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ლ--–- ნ-–-----ის ბრალეულობას წარდგენილ ბრალდებაში, რის გამოც მის მიმართ გამოტანილ უნდა იქნას გამამტყუნებელი განაჩენი და იგი მითითებული კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. ლ--–- ნ-–-----ეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო აფასებს, როგორც ჩადენილი დანაშაულის ხასიათს, ასევე, დამნაშავის პიროვნებას. გამამტყუნებელი განაჩენის სამართლიანობის არსიდან გამომდინარე, სასჯელს უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი და აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს სასჯელის როგორც ზოგადი, ასევე, კერძო პრევენციის მისაღწევად.
5.2. სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ყურადღებას მიაქცევს კანონისმიერ მოთხოვნას და ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე, ბრალდებულის პიროვნებას, ინდივიდუალურ მახასიათებელს: ლ--–- ნ-–-----ეს ბრალი ედება სოციალურად მომეტებული საფრთხის მქონე დანაშაულის ჩადენაში, რომელიც ზიანს აყენებს არა მარტო პაციენტს და მისი ოჯახის წევრებს, არამედ ქვეყნის იმიჯს ჯანდაცვის კუთხით. სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ლ--–- ნ-–-----ე არის 8--–-–ის, წარსულში არ არის ნასამართლევი, დაავადებულია ონკოლოგიურად, ჰყავს ოჯახი.
5.3. სასჯელის აუცილებლობისა და კანონიერების პრინციპიდან გამომდინარე, ლ--–- ნ-–-----ეს უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სასჯელი ჯარიმის სახით. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ ლ--–- ნ-–-----ისთვის ბრალად წარდგენილი ქმედება ჩადენილია 2010-2011 წლებში, მაგრამ მის მიმართ სასამართლო არ ავრცელებს 2012 წლის 28 დეკემბრის ამნისტიას, ვინაიდან სასჯელის სახით ნიშნავს ჯარიმას.
5.4. სასჯელის ზოგადი პრევენციის და დამნაშავის რესოციალიზაციის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ დანიშნული სასჯელი არის პროპორციული, რათა მსჯავრდებულმა ლ--–- ნ-–-----ემ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება და გამოიტანოს სათანადო დასკვნები, მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია და ღირსეულ წევრად დაუბრუნდეს საზოგადოებას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-279-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ--–- ნ-–-----ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
2. ლ--–- ნ-–-----ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
3. მსჯავრდებულ ლ--–- ნ-–-----ის მიერ ჯარიმის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდაზე კონტროლი დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
4. ნივთმტკიცება:
4.1. გ--- ა---–-----–---–ის წარდგენილი - კომპაქტ დისკი ,,ნ-------–----–---–------–----“; გ--- ა---–-----–---–ის წარდგენილი კომპაქტ დისკი ,,ტე-–---------- თ---------------------------“; გ--- ა---–-----–---–ის წარდგენილი კომპაქტ დისკი ,,ტ--–-----------------------------------–----------------“; სასამართლოს სხდომის CD დისკები (სულ 8 დისკი); დ-------- ნ-–-----ის მიერ წარდგენილი კომპაქტ დისკი; გ--- ა---–-----–---–ის წარდგენილი სალაროს შემოსავლის ორდერები 62 ცალი - რომლებიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
4.2. მ----- ა---–-----–---–ის წარდგენილი მინის ბოთლი - რომელიც დალუქული სახით ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მსჯავრდებულის/ადვოკატის და პროკურორის მიერ გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე /ლილი მსხილაძე/