გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 3-----------------
საქმე № 3/4913-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
28 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ნინო ბუაჩიძე
სხდომის მდივანი თამთა კაკიაშვილი
მოსარჩელე - შ-----------–----------ა
წარმომადგენლები - ქ--------------–---–ი, ვ--–----------------ე (დირექტორი)
მოპასუხე - სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო
წარმომადგენლები - გ----------–---–---–---–ი, თ---------------–--ე
მოპასუხე (მესამე პირი) - შ------------------ი
წარმომადგენლები - გ----------ე, რ-------------ე
დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი შ------------------ის სატენდერო კომისიის 2018 წლის 14 ივნისის N- სხდომის ოქმით მიღებული გადაწყვეტილება შპს მ------–-----------ის დისკვალიფიკაციის თაობაზე;
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილება D------------- (NAT) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე;
1.3. ბათილად იქნეს ცნობილი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2018 წლის 6 აგვისტოს N---- განკარგულება შპს მ------–-----------ის შავ სიაში რეგისტრაციის თაობაზე;
მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხის - სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს წარმომადგენლები არ დაეთანხმნენ სარჩელს, მხარი დაუჭირეს შესაგებელს, განმარტეს, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
2.2. მოპასუხის - შ------------------ის წარმომადგენლებმა მხარი დაუჭირეს შესაგებელს, განმარტეს, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. შ------------------ის სატენდერო კომისიის მიერ 3 ცალი ტრაქტორის სახელმწიფო შესყიდვის მიზნით გამოცხადებული ელექტრონული ტენდერის სატენდერო დოკუმენტაციის 10.2.4. პუნქტით დადგინდა მოთხოვნა: პრეტენდენტმა სავალდებულოა წარმოადგინოს შესაბამისი ტრაქტორის წარმოშობის სერთიფიკატი ან ქარხანა მწარმოებლის მიერ გაცემული ოფიციალური დოკუმენტი, სადაც დეტალურად გაწერილი იქნება ტრაქტორის ტექნიკური მონაცემები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სატენდერო დოკუმენტაცია (ს.ფ. 190-194);
3.2. შ------------------ის სატენდერო კომისიის 2018 წლის 4 ივნისის N- სხდომის ოქმით დადგინდა, რომ N----------- ტენდრის ფარგლებში ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტს - შპს მ------–-----------ას უნდა წარედგინა დაზუსტებული დოკუმენტაცია, მათ შორის სატენდერო პირობის 10.2.4. პუნქტის შესაბამისად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შ------------------ის სატენდერო კომისიის 2018 წლის 4 ივნისის N- სხდომის ოქმი (ს.ფ. 202-205);
3.3. შპს მ------–-----------ამ სატენდერო კომისიას წარდუდგინა შემდეგი დოკუმენტები: შესაბამისობის მოწმობა, ტრაქტორ „ბელარუს 622“-ის ტექნიკური სპეციფიკაცია ტენდერისთვის საქართველოში; ღია საზოგადოება „ბობრუისკის სატრაქტორო დეტალების და აგრეგატების ქარხანის“ 2018 წლის 6 ივნისის N------------- წერილი შპს მ------–-----------ის თანამშრომელთა ქარხანაში სერთიფიცირებისა და შპს მ------–-----------ის საამწყობო ბაზის შემოწმების დადასტურების თაობაზე;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შპს მ------–-----------ის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია (ს.ფ. 207-223);
3.4. 2018 წლის 8 ივნისს შ------------------ის სატენდერო კომისიას N0---- წერილით მიმართა შპ---------მა, რომლითაც აცნობა, რომ კომპანია 2006 წლიდან წარმოადგენს მინსკის სატრაქტორო ქარხანას საქართველოში. წერილის ავტორი აღნიშნავდა, რომ შპს მ------–-----------ის მიერ ელექტრონულ ტენდერში წარდგენილი დოკუმენტაციის გაცნობის შემდეგ ჰქონდა ქარხანასთან კომუნიკაცია და ითხოვდა, კომუნიკაციის შედეგად მიღებულ წერილებში ასახული გარემოებების გათვალისწინებას სატენდერო კომისიის მიერ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შპ---------იის 2018 წლის 8 ივნისის წერილი დანართით (ტ. 1, ს.ფ. 240-249);
3.5. შ------------------ის სატენდერო კომისიამ 2018 წლის 12 ივნისის N- სხდომის ოქმით გადაწყვიტა, რომ პრეტენდენტის მიერ წარდგენილი დაზუსტებული დოკუმენტაციის ზოგიერთი დეტალის დამატებით და სრულყოფილად შესწავლის მიზნით გააგრძელოს განხილვის ვადა 2 სამუშაოდ დღით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შ------------------ის სატენდერო კომისიის 2018 წლის 12 ივნისის N- სხდომის ოქმი (ტ. 1, ს.ფ. 224-226);
3.6. ბელარუსის რესპუბლიკის სამინისტროს ღია საზოგადოება „მინსკის სატრაქტორო ქარხნის“ 2018 წლის 13 ივნისის N--------------- წერილით შ------------------ს ეცნობა, რომ ღია საზოგადოება „მტზ“-მ პასუხი გაუგზავნა მათ სადისტრიბუციო ქსელის სუბიექტს შპ---------ს მასზედ, რომ „მაღალმთიან რაიონებში მიწების რაციონალურად გამოყენების შესახებ“ დამტკიცებული პროგრამით საქართველოს მთავრობის N--- დადგენილების ფარგლებში 30.05.2018 წლის ტენდერზე წარდგენილი „ბელარუს-622“-ის ტრაქტორზე სპეციფიკაცია გაყალბებულია. გარდა ამისა, ჰოლდინგ „მტზ-ჰოლდინგის“ ხელმძღვანელობა ადასტურებს, რომ აღნიშნულ სპეციფიკაციაზე ხელი არ მოუწერია. ღია საზოგადოება „მტზ-ჰოლდინგის“ მიერ დამოწმებული დოკუმენტების წარდგენა მხოლოდ შპ---------ის სახელზე ხდებოდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ბელარუსის რესპუბლიკის სამინისტროს ღია საზოგადოება „მინსკის სატრაქტორო ქარხანის“ 2018 წლის 13 ივნისის N--------------- წერილი (ტ. 1. ს.ფ. 250-252);
3.7. შ------------------ის სატენდერო კომისიამ 2018 წლის 14 ივნისის N- სხდომის ოქმით გადაწყვიტა, რომ შპს მ------–-----------ის მიერ წარდგენილი დაზუსტებული დოკუმენტაცია ექვემდებარებოდა დისკვალიფიკაციას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შ------------------ის სატენდერო კომისიის 2018 წლის 14 ივნისის N- სხდომის ოქმი (ტ. 1. ს.ფ. 63-66);
3.8. სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების საბჭოს 2018 წლის 4 ივლისის D-------------- (NAT) გადაწყვეტილებით შპს მ------–-----------ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების საბჭოს 2018 წლის 4 ივლისის D-------------- (NAT) გადაწყვეტილება (ტ. 1. ს.ფ. 289-294);
3.9. შ------------------ის 2018 წლის 15 ივნისის N--- წერილით სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ეთხოვა, რომ ემსჯელა შპს მ------–-----------ის შავ სიაში რეგისტრაციასთან დაკავშირებით, ვინაიდან პრეტენდენტი/მიმწოდებელი შპს მ------–-----------ა დისკვალიფიცირებულ იქნა ტენდერიდან. ამავე წერილით სააგენტოს გაეგზავნა დოკუმენტაცია 25 ფურცელი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2018 წლის 15 ივნისის წერილი (ტ. 2, ს.ფ.269);
3.10. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2018 წლის 21 ივნისის N---- წერილით შპს მ------–-----------ას ადმინისტრაციული წარმოების დაწყებისა და შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის ელექტრონულად გაცნობის შესაძლებლობის შესახებ. მასვე განესაზღვრა ვადა პოზიციის, მტკიცებულებებისა და გარმოებების წარსადგენად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2018 წლის 21 ივნისის N---- წერილი (ტ. 2, ს.ფ. 269);
3.11. შპს მ------–-----------ამ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2018 წლის 21 ივნისის წერილის პასუხად პოზიცია წარუდგინა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შპს მ------–-----------ის წერილი (ტ. 2, ს.ფ. 271-274);
3.12. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2018 წლის 6 აგვისტოს N---- განკარგულებით შპს მ------–-----------ა შავ სიაში დარეგისტრირდა;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2018 წლის 6 აგვისტოს N---- განკარგულება (ტ. 2, ს.ფ. 275-279);
სამოტივაციო ნაწილი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონი, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N-- ბრძანებით დამტკიცებული ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესი; სახელმწიფო შესყიდვების სააენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის N19 ბრძანება შავი სიის წარმოების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ.
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონის მე-121 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ელექტრონული ტენდერის ჩატარებისას სატენდერო კომისია შემსყიდველი ორგანიზაციის სახელით ელექტრონული ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადებასა და სატენდერო დოკუმენტაციას ქართულ ენაზე განათავსებს სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში. შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია ელექტრონული ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადება სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ინგლისურ ენაზედაც განათავსოს. თუ შესასყიდი საქონლის, მომსახურების ან სამუშაოს სავარაუდო ღირებულება აღემატება სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი ევროკავშირის დირექტივებით დადგენილ მონეტარულ ზღვრებს, ელექტრონული ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადების სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ინგლისურ ენაზე განთავსება სავალდებულოა.
ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სატენდერო დოკუმენტაციას ამტკიცებს სატენდერო კომისია. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნტის თანახმად, სატენდერო დოკუმენტაცია უნდა შეიცავდეს იმ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს პრეტენდენტი. ამავე პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, შესყიდვის ობიექტის ტექნიკური, შესრულების ან/და ფუნქციური სპეციფიკაციების სრულ აღწერას, მათ შორის, გეგმებს, ნახაზებს, ესკიზებს, ინფორმაციას ხარისხის, ფუნქციონირების, უსაფრთხოების, ზომების, შეფუთვის, ნიშანდებისა და მარკირების, წარმოების მეთოდისა და პროცესის, სიმბოლოების, ტერმინების, შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ დადგენილი შესაბამისობის მოთხოვნების შესახებ და სხვა;
სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის თანახმად, შესყიდვის ობიექტის ტექნიკურ, შესრულების ან/და ფუნქციურ სპეციფიკაციებთან, აგრეთვე პრეტენდენტთა საკვალიფიკაციო მონაცემებთან დაკავშირებულ მოთხოვნებს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესით განსაზღვრავს შემსყიდველი ორგანიზაცია ყოველი კონკრეტული შესყიდვისათვის. აღნიშნული მოთხოვნები უნდა იყოს პროპორციული და არადისკრიმინაციული, ხელს უნდა უწყობდეს ჯანსაღი კონკურენციის დამკვიდრებას და პრეტენდენტთა მიმართ თანასწორ მოპყრობას.
დადგენილია, რომ შ------------------ის სატენდერო კომისიის მიერ 3 ცალი ტრაქტორის სახელმწიფო შესყიდვის მიზნით გამოცხადებული ელექტრონული ტენდერის სატენდერო დოკუმენტაციის 10.2.4. პუნქტით დადგინდა მოთხოვნა: პრეტენდენტმა სავალდებულოა წარმოადგინოს შესაბამისი ტრაქტორის წარმოშობის სერთიფიკატი ან ქარხანა მწარმოებლის მიერ გაცემული ოფიციალური დოკუმენტი, სადაც დეტალურად გაწერილი იქნება ტრაქტორის ტექნიკური მონაცემები. შ------------------ის სატენდერო კომისიის 2018 წლის 4 ივნისის N- სხდომის ოქმით დადგინდა, რომ N----------- ტენდრის ფარგლებში ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტს - შპს მ------–-----------ას უნდა წარედგინა დაზუსტებული დოკუმენტაცია, მათ შორის სატენდერო პირობის 10.2.4. პუნქტის შესაბამისად.
დადგენილია, რომ შპს მ------–-----------ამ სატენდერო კომისიას წარდუდგინა შემდეგი დოკუმენტები: შესაბამისობის მოწმობა, ტრაქტორ „ბელარუს 622“-ის ტექნიკური სპეციფიკაცია ტენდერისთვის საქართველოში; ღია საზოგადოება „ბობრუისკის სატრაქტორო დეტალების და აგრეგატების ქარხანის“ 2018 წლის 6 ივნისის N------------- წერილი შპს მ------–-----------ის თანამშრომელთა ქარხანაში სერთიფიცირებისა და შპს მ------–-----------ის საამწყობო ბაზის შემოწმების დადასტურების თაობაზე;
დადგენილია ასევე ის გარემოება, რომ ბელარუსის რესპუბლიკის სამინისტროს ღია საზოგადოება „მინსკის სატრაქტორო ქარხანის“ 2018 წლის 13 ივნისის N--------------- წერილით შ------------------ს ეცნობა, რომ ღია საზოგადოება „მტზ“-მ პასუხი გაუგზავნა მათ სადისტრიბუციო ქსელის სუბიექტს შპ---------ს მასზედ, რომ „მაღალმთიან რაიონებში მიწების რაციონალურად გამოყენების შესახებ“ დამტკიცებული პროგრამით საქართველოს მთავრობის N--- დადგენილების ფარგლებში 30.05.2018 წლის ტენდერზე წარდგენილი „ბელარუს-622“-ის ტრაქტორზე სპეციფიკაცია გაყალბებულია. გარდა ამისა, ჰოლდინგ „მტზ-ჰოლდინგის“ ხელმძღვანელობა ადასტურებს, რომ აღნიშნულ სპეციფიკაციაზე ხელი არ მოუწერია. ღია საზოგადოება „მტზ-ჰოლდინგის“ მიერ დამოწმებული დოკუმენტების წარდგენა მხოლოდ შპ---------ის სახელზე ხდებოდა.
შ------------------ის სატენდერო კომისიამ 2018 წლის 14 ივნისის N- სხდომის ოქმით გადაწყვიტა, რომ შპს მ------–-----------ის მიერ წარდგენილი დაზუსტებული დოკუმენტაცია ექვემდებარებოდა დისკვალიფიკაციას.
სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია ამ კანონით დადგენილი წესით მოახდინოს პრეტენდენტთა დისკვალიფიკაცია.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N-- ბრძანებით დამტკიცებული ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პრეტენდენტი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას, თუ იგი ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით ჩაიდენს არაკეთილსინდისიერ ქმედებას;
სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე პრეტედენტის კეთილსინდისიერება განისაზღვრება მის მიერ, შემსყიდველი ორგანიზაციისათვის მიწოდებული ინფორმაციის უტყუარობით და სატენდერო პირობებთან პრეტედენტის მიერ წარდგენილი დოკუმენტების შესაბამისობის რეალურობით. სახელმწიფო სახსრების რაციონალურად ხარჯვის უზრუნველსაყოფად, შემსყიდველ ორგანიზაციას ზუსტი და ნამდვილი ინფორმაცია უნდა ჰქონდეს პრეტედენტის შესახებ, რათა სწორად შეაფასოს თუ ვის მიანდოს სამუშაოთა შესრულება და პასუხისმგებელი იყოს მათზე, ხოლო მეორე მხრივ, პრეტედენტმა ნამდვილი უპირატესობით უნდა მოიპოვოს გამარჯვება სხვა პრეტედენტებთან მეტოქეობაში, რათა ჯანსაღი კონკურენცია იქნეს უზრუნველყოფილი. მოცემულ შემთხვევაში, შპს მ------–-----------ის მიერ წარდგენილი ტექნიკური დოკუმენტაცია, ტრაქტორ „ბელარუს 622“-ის ტექნიკური სპეციფიკაცია ტენდერისთვის საქართველოში არ იქნა დადასტურებული თავად მწარმოებელი ქარხანის მიერ და მიჩნეულ იქნა იგი გაყალბებულ დოკუმენტად. აღნიშულ გარემოებას ვერ შეცვლის ის ფაქტი, რომ შპს მ------–-----------ას 2016 წლის 6 ივლისს ღია საზოგადოება „სატრაქტორო დეტალების და აგრეგატების ბობრუსკის ქარხანასთან გაფორმებული აქვს სუბსალიცენზიო ხელშეკრულება. სასამართლო აღნიშნავს, რომ სატენდერო კომისია ვალდებულია შეაფასოს ის დოკუმენტაცია, რაც სატენდერო პირობების შესაბამისად წარდგენილი იქნა პრეტენდენტის მიერ. შ------------------ის სატენდერო კომისიის 2018 წლის 4 ივნისის N- სხდომის ოქმით დადგენილი მტკიცებულებების დაზუსტების მიზნით წარდგენილი დოკუმენტის შემდგომი შესწავლით გაირკვა, რომ დოკუმენტაცია არ იყო დამოწმებული ქარხანა მწარმოებლის მიერ. აღნიშნული გარემოება წინააღმდეგობაში მოდის ელექტრონული ტენდერის სატენდერო დოკუმენტაციის 10.2.4. პუნქტით დადგენილ მოთხოვნას, ვინაიდან პრეტენდენტის მიერ წარდგენილი დოკუმენტი არ არის უფლებამოსილი პირის მიერ ოფიციალურად გაცემული დოკუმენტი.
7.2. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის N19 ბრძანება შავი სიის წარმოების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ელექტრონული ტენდერის შემთხვევაში, პრეტენდენტის შავ სიაში დარეგისტრირების საფუძველია, თუ იგი დისკვალიფიცირებულია ტენდერიდან ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის გამო. ამავე წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, 1. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების მოთხოვნით დაუყოვნებლივ მიმართოს სააგენტოს წერილობითი შეტყობინებით, თუ წარმოიშობა პრეტენდენტის/მიმწოდებლის ამ წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებული შავ სიაში რეგისტრაციის საფუძველი. ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, 5. წერილობითი შეტყობინების ამ წესის მე-4 მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის შემდეგ, სააგენტო პრეტენდენტს/მიმწოდებელს აცნობებს ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ და მიმართავს მას განმარტების წარმოდგენის მოთხოვნით. განმარტებაში აღნიშნული უნდა იყოს: ა) ეთანხმება თუ არა პრეტენდენტი/მიმწოდებელი წერილობით შეტყობინებაში მითითებულ გარემოებებს და რა ნაწილში; ბ) თუ პრეტენდენტი/მიმწოდებელი არ ეთანხმება წერილობით შეტყობინებაში მითითებულ გარემოებებს – კონკრეტული მტკიცებულებები, ფაქტები და გარემოებები, რომლებზეც იგი აფუძნებს საკუთარ მსჯელობას. ამავე წესის მე-7 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, 7. თუ დადგინდა, რომ პრეტენდენტმა/მიმწოდებელმა ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით ჩაიდინა არაკეთილსინდისიერი ქმედება, იგი ექვემდებარება შავ სიაში რეგისტრაციას და მის მიმართ გაფრთხილება არ გამოიყენება.
დადგენილია, რომ შ------------------ის 2018 წლის 15 ივნისის N--- წერილით სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ეთხოვა, რომ ემსჯელა შპს მ------–-----------ის შავ სიაში რეგისტრაციასთან დაკავშირებით, ვინაიდან პრეტენდენტი/მიმწოდებელი შპს მ------–-----------ა დისკვალიფიცირებულ იქნა ტენდერიდან. ამავე წერილით სააგენტოს გაეგზავნა დოკუმენტაცია 25 ფურცელი. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2018 წლის 21 ივნისის N---- წერილით შპს მ------–-----------ას ადმინისტრაციული წარმოების დაწყებისა და შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის ელექტრონულად გაცნობის შესაძლებლობის შესახებ. მასვე განესაზღვრა ვადა პოზიციის, მტკიცებულებებისა და გარმოებების წარსადგენად.
დადგენილია, რომ შპს მ------–-----------ამ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2018 წლის 21 ივნისის წერილის პასუხად პოზიცია წარუდგინა. პრეტენდენტი არ ეთანხმებოდა „მტ-------–-----ის“ წერილში ასახულ ტერმინს, რომელიც შპს მ------–-----------ის მიერ წარდგენილი სპეციფიკაციის სიყალბეზე მიუთითებდა. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2018 წლის 6 აგვისტოს N---- განკარგულებით შპს მ------–-----------ა შავ სიაში დარეგისტრირდა.
სასამართლო მიიჩნევს, რომ არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის გამო პირის დისკვალიფიკაცია უპირობოდ ქმნის ელექტრონულ ტენდერში მონაწილე პირის შავ სიაში დარეგისტრირების საფუძველს. მოცემულ შემთხვევაში, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ წერილით აცნობა შ----------–--- ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე. ამასთან, შპს მ------–-----------ის მიერ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2018 წლის 21 ივნისის წერილის პასუხად წარდგენილი პოზიცია არ ქმნიდა შ------------------ის სატენდერო კომისიის 2018 წლის 14 ივნისის N- სხდომის ოქმით დადგენილი გარემოების გაბათილების შესაძლებლობას. აღნიშნულიდან გამომდინარე, ხელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2018 წლის 6 აგვისტოს N---- განკარგულება შპს მ------–-----------ის შავ სიაში რეგისტრაციის თაობაზე მიღებულია ადმინისტრაციული წარმოების შედეგად გამოკვლეული გარემოებებისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის N19 ბრძანებით დადგენილი წესის შეფასების შედეგად.
7.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო, იმ შემთხვევაში გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს მ------–-----------ის სარჩელი უსაფუძვლოა, ადგილი არ აქვს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დარღვევას. გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც არ არსებობს სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
8. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 200 ლარის ოდენობით უნდა დარჩეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. შპს მ------–-----------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. მოსარჩელის მიერ სარჩელებზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს უცვლელად;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14 დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ.თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. 7ა).
მოსამართლე ნინო ბუაჩიძე