განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/3---19
(№00----------)
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
18 თებერვალი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - ლელა ნოზაძე,სხდომის მდივანი - ს------- ჩოხელი,ბრალდების მხარე:
პროკურორი - დ----------------,დაცვის მხარე:
ადვოკატი - გ-------–---------–---–-,ბრალდებული - ნ-----–---- თ----------ის ძე ტ------–---–ი, დაბადებული 1----–-–---------–--ს, პ/ნ0----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ------–-----–---–-----------------------ში,კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილი (2018 წლის 1------------- მოქმედი რედაქცია),სხდომის სახე - ღია,აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ 2018 წლის 1-------------, დაახლოებით 02:00 საათზე, ქ.-----–-----–---–--------------------------ის მიმდებარედ, ნასვამ მდგომარეობაში მყოფ ნ-----–---- ტ------–---–ს შეკამათება მოუვიდა მეზობლად მცხოვრებ დ-------ი გ-–----------, კამათში ჩაერია დ-------ი გ-–------ის მამა ვ----- გ-–------ი, რაც გადაიზარდა სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებაში. ყოველივე აღნიშნულით განაწყენებულმა ნ-----–---- ტ------–---–მა, შურისძიების მოტივით, თანნაქონი დანა ორჯერ დაარტყა ვ----- გ-–------ს, თავდაპირველად დაარტყა მარცხენა მხარში, კერძოდ ზედა მესამედში, შემდგომ კი გულ-მკერდის მიდამოში, უკანა მარჯვენა მხარეს, რითაც მიაყენა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოწვია, რის შემდგომაც ნ-----–---- ტ------–---–ი მიიმალა შემთხვევის ადგილიდან, ხოლო ვ----- გ-–------ი გადაყვანილ იქნა საავადმყოფოში, სადაც აღმოუჩინეს დროული სამედიცინო დახმარება.
მხარეებმა საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებები გახადეს უდავოდ, რაც სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება და ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან.
სტრასბურგის სასამართლო მიიჩნევს, რომ ზოგიერთ საპროცესო უფლებაზე უარის თქმა არ შეიძლება ჩაითვალოს კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევად. სასამართლო შენიშნავს, რომ უფლებაზე უარის თქმა, კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე ეფექტიანი რომ იყოს, აუცილებელია განხორციელდეს აშკარა ფორმით და ასევე, უზრუნველყოფილი იყოს მინიმალური დაცვის გარანტიები. ამასთან დამატებით უფლებებზე უარის თქმა არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საჯარო ინტერესს.
მტკიცებულების შეფასების თავისუფლების პრინციპიდან გამომდინარე, რომლის თანახმად, არც ერთ მტკიცებულებას არ გააჩნია წინასწარ დადგენილი ძალა, ბრალდებულის აღიარება შეიძლება შემაჯამებელ გადაწყვეტილებას დაედოს საფუძვლად მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ის დასტურდება საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების ერთობლიობით, რაც საკმარისია გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის დაკმაყოფილებისათვის. საკმარისად მიიჩნევა მხოლოდ ისეთი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელთა პირველწყაროს წარმოადგენს არა მხოლოდ ბრალდებულის აღიარება, არამედ ბრალდებულის ჩვენებისაგან დამოუკიდებელი სხვა მტკიცებულებითი ინფორმაციის წყაროები.
ნ-----–---- ტ------–---–მა სასამართლო სხდომაზე თავი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და დაეთანხმა მხარეთა მიერ უდავოდ გამხდარი მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებს.
სასამართლო თვლის, რომ ბრალდებულის აღიარება წარდგენილ ბრალდებაზე, სრულად თავსებადია დაზარალებულ ვ----- გ-–------ის გამოკითხვის ოქმით, მოწმეთა, ი-----–- პ------–-–---–ის, შ---–-- ს-----–--ის, ლ---–- შ---–--ის, ს------- რ-–----ის, კ---- შ-----–იას, კ------- შ---–--ის, თ---------- ტ------–---–ის, მ------ ლ-------–---–ის, გ-------– ტ----–---–ის, დ-------ი გ-–------ის, ა----- მ----------ის, გ-----------ის და ტ------– შ---–--ის გამოკითხვის ოქმებით, ავტომანქანის დათვალიერების ოქმით, თანდართული ფოტოსურატებით, ამოღების ოქმებით, ბინის ჩხრეკის ოქმით, დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით, ალკოტესტით შემოწმების ოქმით, ფოტოსურათების დათვალიერების ოქმით, სასაქონლო, ქიმიური და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით, ვ----- გ-–------ის ფორმა N100-ით და შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან, რომელთა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ ნ-----–---- ტ------–---–მა ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით (2018 წლის 1------------- მოქმედი რედაქცია).
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
ნ-----–---- ტ------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, შერიგებულია დაზარალებულთან, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები საქმის მასალებით არ არის დადგენილი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 81-ე 258-ე-260-ე, 268-ე-269-ე, 271-ე-274-ე, 277-ე-279-ე, 292-293-ემუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
ნ-----–---- ტ------–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით (2018 წლის 1------------- მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1(ერთ) წელი;
ნ-----–---- ტ------–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 18 დეკემბრიდან - 2019 წლის 05 თებერვლის ჩათვლით პერიოდი.
გაუქმდეს ნ-----–---- ტ------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო.
მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი განახორციელოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. მსჯავრდებულს დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი;
ნივთიერი მტკიცებულებები:
- შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული დაზიანებული მინის ფრაგმენტები და მოწითალო ლაქის ანაწმენდები ოთხ ცალ ბიოლოგიურ ჩხირზე - 02 პაკეტად, ავტომანქანის დათვალიერებისას ამოღებული მოწითალო ლაქის ანაწმენდები ორ ცალ ბიოლოგიურ ჩხირზე - 01 პაკეტად, ვ----- გ-–------ის სისხლის ნიმუში - 01 პაკეტად, ნ-----–---- ტ------–---–ის სისხლის ნიმუში 01 პაკეტად, ნ-----–---- ტ------–---–ის დაქტილობარათი 01 პაკეტად, თ---------- ტ------–---–ის სისხლის ნიმუში 01 პაკეტად, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;
- დ-------ი გ-–------ის ტანსაცმელი 01 პაკეტად, ნ-----–---- ტ------–---–ის ტანსაცმელი 01 პაკეტად, თ---------- ტ------–---–ის ტანსაცმელი 01 პაკეტად, დაუბრუნდეთ მათ კანონიერ მფლობელებს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე. მისი გასაჩივრება შეიძლება 1(ერთი) თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე :
/ლელა ნოზაძე/