გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 28.02.2019
საქმის ნომერი
330310018002689404
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
28.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/6650-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

28 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - დავით წერეთელი

სხდომის მდივანი - თამილა ახვლედიანი

 

მოსარჩელე - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

წარმომადგენელი - ლ----------–-–---–-

 

მოპასუხე - გ---------------

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. გ---------------ს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ დაევალოს მის მიერ, უსაფუძვლოდ მიღებული თანხის ანაზღაურება 1----- ლარის ოდენობით;

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

მოპასუხე - გ--------------- არ გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე, მისთვის სხდომის თარიღის შესახებ ცნობილი იყო კანონმდებლობით დადგენილი წესით, საჯარო შეტყობინების გზით.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ავიაციის და საჰაერო თავდაცვის სარდლობის ს----------------–----------------------–-----------–-----–------------–------------------------–-----–-------------------------–---------–--------------–-------------------------–--–---------–----–------------ გ--------------- ძ---------- შეუჩერდა სამსახურებრივი ურთიერთობა 2018 წლის 25 აპრილიდან. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ა---–-------------------------–-----------–-----------------------–----------------------–-----------–----–-------------–------------------ 2018 წლის 25 აპრილის №----------------- ბრძანების თანახმად გ--------------- სამსახურში ნასვამ მდგომარეობაში გამოცხადების ფაქტის გამო 2018 წლის 25 აპრილს ჩამოშორებული იქნა სამსახურებრივი ურთიერთობიდან და არ მიეცა შრომის ანაზღაურება სამსახურიდან ჩამოშორების პერიოდში.

 

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2018 წლის 18 ივლისის №----------------- ბრძანების თანახმად გ--------------- გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურის რეზერვში.

 

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის საჰაერო თავდაცვის ბრიგადის 2018 წლის 31 აგვისტოს №----------------- ცნობის თანახმად გ---------------ს სამსახურებრივი ურთიერთობა შეუჩერდა 2018 წლის 25 აპრილიდან ხოლო ხელფასი დაერიცხა 2018 წლის 20 აპრილს, აპრილის თვეში ზედმეტად დაერიცხა 6 დღის ხელფასი. 6 დღის ზედმეტად გაცემულმა ხელზე ასაღებმა თანხმა შეადგინა სულ 1----- ლარი.

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ვალდებულების ნებაყოფლობითი შესრულების მიზნით 2018 წლის 13 სექტემბერს მიმართა მოსარჩელე გ---------------ს და აცნობა, რომ გ---------------ს ზედმეტად ჩაერიცხა 1----- ლარი რომელიც ექვემდებარება უკან დაბრუნებას.

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2018 წლის 19 ოქტომბრის №----------------- წერილი თანახმად გ---------------ს მიერ ზედმეტად დარიცხული ხელფასიდან (1----- ლარი) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ თანხები არ ანაზღაურებულა.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

 

- საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის საჰაერო თავდაცვის ბრიგადის მეთაურის 27.02.2018 წლის №----------------- ბრძანება;

- საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის საჰაერო თავდაცვის ბრიგადის პირველი რადიოლოკაციური ბატალიონის მეთაურის 25.04.2018 წლის №----------------- ბრძანება;

- საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 18.07.2018 წლის M---------------- ბრძანება;

- საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის საჰაერო თავდაცვის ბრიგადის 31.08.2018 წლის №----------------- ბრძანება;

- საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 13.09.2018 წლის №------------------ ბრძანება;

- საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 19.10.2018 წლის №-----------------5 ბრძანება;

- მხარის ახსნა-განმარტება;

- საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები;

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება:

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად სასამართლოს მიმართოს, ხოლო 34-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციაში მითითებული ძირითადი უფლებანი და თავისუფლებანი, მათი შინაარსის გათვალისწინებით, ვრცელდება აგრეთვე იურიდიულ პირებზე.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ ურთიერთობებში, სახელმწიფო მონაწილეობს, როგორც შესაბამისი უფლებაუნარიანობით აღჭურვილი იურიდიული პირი და შესაბამისად, მას აქვს უფლება ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყველა იმ უფლებით, რაც განსაზღვრულია იურიდიული პირებისათვის, სათანადო გამონაკლისების გათვალისწინებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 24-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეული სამოქალაქო-სამართლებრივ ურთიერთობებში მონაწილეობენ ისევე, როგორც კერძო სამართლის იურიდიული პირები. სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებებს ამ დროს ახორციელებენ მისი ორგანოები (უწყებები, დაწესებულებები და ა. შ.) ისე, რომ ისინი არ არიან იურიდიული პირები.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ გ--------------- მუშაობდა შეიარაღებული ძალების გენერალური შ-----------–-------------------------–-----------–-----------------------–----------------------–-----------–-----–------------–------------------------–----–--------------------------–---------–--------------–-------------------------–--–---------–----–------------- თანამდებობაზე 2018 წლის 25 აპრილამდე. ხოლო 2018 წლის 15 აპრილს შეუჩერდა სამსახურებრივი ურთიერთობა.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს, გამომდინარეობს, თუ არა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონიდან, სხვა საკანონმდებლო, თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებიდან, მოსარჩელე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნა გ---------------სათვის თანხის დაკისრებასთან დაკავშირებით.

 

6.2. სადავო არ არის რომ ის გარემოება, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის საჰაერო თავდაცვის ბრიგადის 2018 წლის 31 აგვისტოს №----------------- ცნობის თანახმად გ---------------ს სამსახურებრივი ურთიერთობა შეუჩერდა 2018 წლის 25 აპრილიდან ხოლო ხელფასი დაერიცხა 2018 წლის 20 აპრილს, აპრილის თვეში ზედმეტად დაერიცხა 6 დღის ხელფასი. 6 დღის ზედმეტად გაცემულმა ხელზე ასაღებმა თანხმა შეადგინა სულ 1----- ლარი, რომელიც ექვემდებარება სახელმწიფო ბიუჯეტში აღდგენას.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლზე, რომლის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

მითითებული კოდექსის 385-ე მუხლის თანახმად, ის, რაც ვალდებულების გარეშეა გადახდილი, შეიძლება უსაფუძვლო გამდიდრების შესახებ წესების მიხედვით უკან იქნეს მოთხოვილი, ხოლო 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, ვალდებულების ნებაყოფლობითი შესრულების მიზნით, 2018 წლის 13 სექტემბერს მიმართა მოსარჩელე გ---------------ს და აცნობა, რომ გ---------------ს ზედმეტად ჩაერიცხა 1----- ლარი, რომელიც ექვემდებარება უკან დაბრუნებას. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2018 წლის 19 ოქტომბრის №----------------- წერილი თანახმად გ---------------ს მიერ ზედმეტად დარიცხული ხელფასიდან (1----- ლარი) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ თანხები არ ანაზღაურებულა.

 

ამრიგად, მოპასუხე გ---------------ს მიერ, უსაფუძვლოდ მიღებული თანხის ოდენობამ შეადგინა 1----- ლარი. შესაბამისად, მოპასუხე გ---------------ს სახელწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს, მის მიერ უსაფუძვლოდ მიღებული თანხის ანაზღაურება 1----- ლარის ოდენობით.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან დაწესებულებები (ორგანიზაციები), რომელთა ხარჯები ფინანსდება მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან – ყველა საქმეზე.

 

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, სამინისტრო ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. იგი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ანგარიშვალდებულია საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივ გამოყენებაზე.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი და მე-2, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2. გ---------------ს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს მის მიერ, ხელფასის სახით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსაგან უსაფუძვლოდ მიღებული თანხის ანაზღაურება 1----- ლარის ოდენობით;

 

3. მხარეები განთავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. 7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. N6) 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.

 

მოსამართლე დავით წერეთელი