გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 3-----------------
საქმე № 3/5768-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
28 იანვარი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ნინო ბუაჩიძე
სხდომის მდივნები - თამარ ბარნოვი, გვანცა გერმანიშვილი
მოსარჩელე - ა--------------ე
წარმომადგენლი - ე-–-----------ა
მოპასუხე - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო
წარმომადგენელი - ე---------------–--–ი
მესამე პირი: სს საქართველოს რკინიგზა
წარმომადგენელი - ნ-----------ე
დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 3 აგვისტოს N6-- ბრძანება;
1.2. დაევალოს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროსათვის თბილისის საქალაქო სასამართლოს N2/2-----16 გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის დავალება და შესაბამისი სააღსრულებო წარმოების განახლება.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხის წარმომადგენელმა სარჩელი არ სცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა;
3. მესამე პირის პოზიცია
მესამე პირი სარჩელს არ დაეთანხმა.
4. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
4.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 8-------- N2/2---- გადაწყვეტილებით ა--------------ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ბათილად იქნა ცნობილი 2015 წლის 2-----–----, 2015 წლის 1------------- და 2016 წლის 1------------ ბრძანებები შრომის ხელშეკრულების ვადის განსაზღვრის ნაწილში. ბათილად იქნა ცნობილი 2016 წლის 2-----–---- ბრძანება ა--------------ის სამსახურიდან გათავისუფლების ნაწილში. ა--------------ე აღდგენილ იქნა სს საქართველოს რკინიგზის ი---------------------------–---–-- ს-----–----–-----–--------–----–----------–---------- დეპარტამენტის უ---------------------------–------------------–----–------------------ად. მოპასუხეს - სს საქართველოს რკინიგზას ა--------------ის სასარგებლოდ დაეკისრა 2016 წლის 26 ივლისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად იძულებითი განაცდურის გადახდა 2--0 ლარის ოდენობით (საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების გარეშე); სს საქართველოს რკინიგზას დაეკისროს ა--------------ისათვის 100 ლარის გადახდა სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად. სს საქართველოს რკინიგზას დაეკისრა სახელმწიფო ბიუჯეტში სახელმწიფო ბაჟის 8--.8 ლარის გადახდა. სს საქართველოს რკინიგზას დაეკისრა ა--------------ის მიერ ადვოკატისათვის გადახდილი თანხის ანაზღაურება 5-- ლარის ოდენობით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 8-------- N2/2---- გადაწყვეტილებაზე 2018 წლის 1-------- გაიცა სააღსრულებო ფურცელი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 8-------- N2/2---- გადაწყვეტილება (ს.ფ. 136-159);
- სააღსრულებო ფრცელი (ს.ფ. 161-162);
4.2. 2018 წლის 15 ივნისს სს საქართველოს რკინიგზას გაეგზავნა წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ, სადაც აღწერილი იყო მოვალის უფლება-მოვალეობები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ (ს.ფ. 165-172);
4.3. 2018 წლის 3 ივლისის წერილით სს საქართველოს რკინიგზამ აღსრულების ეროვნულ ბიუროს განუმარტა, რომ იძულებითი განაცდურის 5----- ლარის ანაზღაურების ნაწილში სასამართლო გადაწყვეტილება აღსრულებული იყო ნებაყოფლობით. რაც შეეხება თანამდებობაზე აღდგენის საკითხს, სასამართლო დავის პერიოდში 2018 წლის 11 იანვრის N---- დადგენილებით განხორციელდა ცვლილება ი---------------------------–---–-- სტრუქტურასა და საშტატო განრიგში, რის შედეგადაც გაუქმდა ი---------------------------–---–-- სიგნალიზაციის, ცენტრალიზაციისა და ბლოკირების დეპარტამენტის უსაფრთხოების კონტროლისა და ინფორმაციის ცენტრი, როგორც სტრუქტურული ერთეული და ცენტრის უფროსის თანამდებობაც. აღნიშნული ცვლილების თაობაზე მტკიცებულებები წარდგენილი იყო საქართველოს უზენაეს სასამართლოში. ამდენად, 2018 წლის იანვრიდან აღარ არსებობდა ხსენებული თანამდებობა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელი იყო.
სს საქართველოს რკინიგზის დირექტორთა საბჭოს 2018 წლის 11 იანვრის N---- დადგენილებით მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული სს საქართველოს რკინიგზის ფილიალ საქართველოს რკინიგზის ი---------------------------–---–-- სტრუქტურასა და საშტატო განრიგში ცვლილების შეტანა N1 დანართის შესაბამისად. მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული სს საქართველოს რკინიგზას ფილიალ საქართველოს რკინიგზის ი---------------------------–---–-- მონიტორინგისა და პრევენციის ცენტრის სტრუქტურისა და საშტატო განრიგის დამტკიცება N-------- დანართების შესაბამისად. დამტკიცდა საქართველოს რკინიგზის ფილიალ საქართველოს რკინიგზის ი---------------------------–---–-- მონიტორინგისა და პრევენციის ცენტრის დებულება დადგენილი სახით (N4 დანართი). დამტკიცდა სს საქართველოს რკინიგზის ფილიალ საქართველოს რკინიგზის ი---------------------------–---–-- მ----------------------------–----–------------------ის მოადგილის ანალიტიკის მიმართულებით და მ----------------------------–----–------------------ის მოადგილის სამუშაოს აღწერილობები წარდგენილი დანართების სახით. მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული სს საქართველოს რკინიგზის ფილიალ საქართველოს რკინიგზის ი---------------------------–---–-- სიგნალიზაციის, ცენტრალიზაციისა და ბლოკირების დეპარტამენტის სტრუქტურის დამტკიცება წარდგენილი დანართის სახით.
2018 წლის 26 ივნისს განხორციელებული ელექტრონული საგადახდო დავალების მიხედვით სს საქართველოს რკინიგზამ ა--------------ეს 5----- ლარი გადაურიცხა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2018 წლის 3 ივლისის წერილი (ს.ფ. 187-188);
- დადგენილება თანდართული დოკუმენტაციით (ს.ფ. 258-268);
- საგადახდო ქვითარი (ს.ფ. 257);
4.4. თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა 2018 წლის 10 ივლისს მოხსენებითი ბარათით მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს სააღსრულებო ფურცლის კრედიტორისათვის დასაბრუნებლად გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოხსენებითი ბარათი (ს.ფ. 190);
4.5. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 3 აგვისტოს N6-- ბრძანებით კრედიტოს, ა--------------ეს დაუბრუნდა აღსრულების ეროვნული ბიუროს ტერიტორიული ორგანოს - თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში არსებული თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 8-------- გადაწყვეტილების საფუძველზე 2018 წლის 1-------- გაცემული N2/2-----16 სააღსრულებო ფურცელი ნაწილობრივ შეუსრულებელი სახით (სააღსრულებო საქმე A----------
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 3 აგვისტოს N6-- ბრძანება (ს.ფ. 91-93).
4.6. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 8 აგვისტოს წერილით კრედიტორს - ა--------------ეს დაუბრუნდა სააღსრულებო ფურცელი ნაწილობრივ შეუსრულებელი სახით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 8 აგვისტოს წერილი (ს.ფ. 94);
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონი;
7. სამართლებრივი შეფასება:
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული აქტი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტია. შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან.
7.2. სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონი აწესრიგებს საერთო სასამართლოების, ადმინისტრაციული ორგანოების (თანამდებობის პირების), არბიტრაჟის, რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისიისა და მისი კომიტეტის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებული აქტების და ამ კანონით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილებების აღსრულების წესსა და პირობებს.
ამავე კანონის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონით დადგენილი წესით აღსრულებას ექვემდებარება სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება, განჩინება და დადგენილება, გარდა ბავშვის გადაცემასთან ან/და შვილთან მეორე მშობლის ან ოჯახის სხვა წევრის ურთიერთობის უფლების განხორციელებასთან დაკავშირებულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებისა;
ხსენებული საკანონმდებლო აქტის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიურო სააღსრულებო წარმოებას იწყებს იძულებითი აღსრულების შესახებ კრედიტორის წერილობითი განცხადებისა და სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე.
ამავე კანონის 35-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, სააღსრულებო ფურცელი/აღსასრულებელი გადაწყვეტილება, რომლითაც არ მოხდა ან ნაწილობრივ მოხდა აღსრულება, უბრუნდება კრედიტორს თუ გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელია ფაქტობრივი გარემოების ან/და სამართლებრივი საფუძვლის გამო. ამ შემთხვევაში სააღსრულებო ფურცლის/აღსასრულებელი გადაწყვეტილების დაბრუნების საკითხს წყვეტს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე.
დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 8-------- N2/2---- გადაწყვეტილებით ა--------------ე აღდგენილ იქნა სს საქართველოს რკინიგზის ი---------------------------–---–-- ს-----–----–-----–--------–----–----------–---------- დეპარტამენტის უ---------------------------–------------------–----–------------------ად. დადგენილია, რომ სს საქართველოს რკინიგზის დირექტორთა საბჭოს 2018 წლის 11 იანვრის N---- დადგენილებით სს საქართველოს რკინიგზის ფილიალ საქართველოს რკინიგზის ი---------------------------–---–-- სტრუქტურასა და საშტატო განრიგში ცვლილება განხორციელდა იმგვარად, რომ უსაფრთხოების, კონტროლისა და ინფორმატიზაციის ცენტრის ფუქციები გადაეცა ფილიალი საქართველოს რკინიგზის ი---------------------------–---–-- მონიტორინგისა და პრევენციის ცენტრს, რაც გაიწერა ცენტრის უფროსის მოადგილის ანალიტიკის მიმართულებით ფუნქციებში, დამტკიცდა საშტატო განრიგი და სამუშაოს აღწერილობები (ს.ფ. 258-266).
სასამართლო ვერ გაიზაირებს მოსარჩელის მოსაზრებას იმ გარემოებასთან დაკავშირებით, რომ სს საქართველოს რკინიგზის დირექტორთა საბჭოს 2018 წლის 11 იანვრის N---- დადგენილებით მხოლოდ მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული საშტატო ცვლილებების განხორციელება და იგი შემდგომში, დადგენილების მე-7 პუნქტის შესაბამისად, ბრძანების გამოცემის შემდეგ უნდა განხორციელებულიყო. აღნიშნული მოსაზრება არ გამომდინარეობს ხსენებული დადგენილების შინაარსიდან, ვინაიდან მონიტორინგისა და პრევენციის ცენტრის დებულების, ასევე დეპარტამენტის სტრუქტურისა და სამუშაოს აღწერილობის დამტკიცება ადასტურებს განხორციელებული რეორგანიზაციის შინაარსს. რაც შეეხება დადგენილების მე-7 პუნქტს, იგი ადგენს სს საქართველოს რკინიგზის ა----------------------------------------------------------------------- ვალდებულებას, განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად მოემზადებინა ინდივიდუალური ბრძანებები.
დადგენილია, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 3 აგვისტოს N6-- ბრძანებით კრედიტოს, ა--------------ეს დაუბრუნდა აღსრულების ეროვნული ბიუროს ტერიტორიული ორგანოს - თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში არსებული თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 8-------- გადაწყვეტილების საფუძველზე 2018 წლის 1-------- გაცემული N2/2-----16 სააღსრულებო ფურცელი ნაწილობრივ შეუსრულებელი სახით (სააღსრულებო საქმე A---------
სასამართლო აღნიშნავს, რომ სს საქართველოს რკინიგზის დირექტორთა საბჭოს 2018 წლის 11 იანვრის N---- დადგენილება თავდაპირველად სს საქართველოს რკინიგზის მიერ წარდგენილ იქნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში საქმის საკასაციო წესით განხილვისას. საქმეში დაცულია საქართველოს უზენასი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 3-------- განჩინება, რომლის თანახმად, კასატორს სს საქართველოს რკინიგზას დაუბრუნდა მის მიერ საკასაციო სასამართლოში წარდგენილი დოკუმენტები, მათ შორის სს საქართველოს რკინიგზის დირექტორთა საბჭოს 2018 წლის 11 იანვრის N---- დადგენილება (ს.ფ. 269). სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ასევე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 8-------- N2/2---- გადაწყვეტილებაზე, რომლითაც ა--------------ის სარჩელი სამუშაოზე აღდგენის ნაწილში სრულად დაკმაყოფილდა და მოსარჩელის მოთხოვნის შესაბამისად, იგი აღდგენილ იქნა სს საქართველოს რკინიგზის ი---------------------------–---–-- ს-----–----–-----–--------–----–----------–---------- დეპარტამენტის უ---------------------------–------------------–----–------------------ად. შესაბამისად, სასამართლომ სამუშაოდან გათავისუფლებული მუშაკი აღადგინა იმგვარად, როგორც მოსარჩელის მიერ სასარჩელო მოთხოვნა იქნა დაყენებული. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულება უნდა განხორციელდეს იმგვარად, როგორც ეს სასამართლო გადაწყვეტილებით არის დადგენილი. აღმასრულებელი არ არის უფლებამოსილი გასცდეს სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილი აღსასრულებელი ღონისძიების ფარგლებს და სააღსრულებო წარმოება შეცვლილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით წარმართოს.
დადგენილია, რომ თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა 2018 წლის 10 ივლისს მოხსენებითი ბარათით მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს სააღსრულებო ფურცლის კრედიტორისათვის დასაბრუნებლად გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
სადღეისოდ უდავოა, რომ სს საქართველოს რკინიგზის ი---------------------------–---–-- ს-----–----–-----–--------–----–----------–---------- დეპარტამენტის უ---------------------------–------------------–----–-------------------- თანამდებობა გაუქმებულია და აღნიშნული ფუნქცია-მოვალეობები ფილიალი საქართველოს რკინიგზის ი---------------------------–---–-- მ----------------------------–----–------------------ის მოადგილის კომპეტენციას დაექვემდებარა. შესაბამისად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 3 აგვისტოს N6-- ბრძანებით სწორად იქნა შეფასებული ის გარემოება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 8-------- N2/2---- გადაწყვეტილებაზე 2018 წლის 1-------- გაცემული სააღსრულებო ფურცელი ნაწილობრივ შესრულებული იყო. მოსარჩელე სადავოდ არ ხდის თანხის ანაზღაურების ნაწილში გადაწყვეტილების შესრულების სისწორეს. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 3 აგვისტოს N6-- ბრძანებით მართებულად იქნა მიჩნეული, რომ სამუშაოზე აღდგენის ნაწილში გადაწყვეტილების იძულებით აღსრულება და სააღსრულებო მოქმედებების გაგრძელება, ფაქტობრივი გარემოების შეცვლის გამო, შეუძლებელი იყო და სააღსრულებო ფურცელი კრედიტორს უნდა დაბრუნდებოდა.
7.3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი და მე–2 ნაწილების შესაბამისად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.
სასამართლო მიუთითებს, რომ ბათილად გამოცხადების ობიექტს წარმოადგენს უკანონო ადმინისტრაციული აქტი. სასამართლო სწორედ ადმინისტრაციული აქტის მხოლოდ კანონიერების შემოწმებით შემოიფარგლება. საქმის მასალების ანალიზით სასამართლო თვლის, რომ სახეზე არ არის გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, რამდენადაც კონკრეტულ შემთხვევაში მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი იყო გამოეყენებინა საქმიანობის აღნიშნული სამართლებრივი ფორმა, დაცულია სადავო აქტის გამოცემისთვის საჭირო საგნობრივი კომპეტენცია, ასევე ადმინისტრაციული აქტის გამოცემის ფორმა, ამასთან, ადმინისტრაციული აქტი შინაარსობრივად შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და შეესაბამება სამართლის იმ ნორმებს, რომელთა აღსრულებასაც ის ახდენს. აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო თვლის, რომ არ არსებობს სადავო აქტის ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331-ე მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან.
სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ სარჩელის მეორე მოთხოვნის - დაევალოს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროსათვის თბილისის საქალაქო სასამართლოს N2/2-----16 გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის დავალება და შესაბამისი სააღსრულებო წარმოების განახლება, - საფუძვლიანობის დადგენა დამოკიდებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 3 აგვისტოს N6-- ბრძანების კანონშესაბამისობის დადგენაზე. ვინაიდან არ არსებობს სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, ასევე უსაფუძვლოა ა--------------ის მოთხოვნა მოპასუხისათვის ქმედების განხორციელების დავალების თაობაზე.
8. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. აღნიშნულის გათვალისწინებით, სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა 100 ლარი უნდა დარჩეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, 22-ე, 24-ე, 32-ე, 331 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ა--------------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს უცვლელად;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ.თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. N 7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. N6) 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.
მოსამართლე ნინო ბუაჩიძე