განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №---------
№------------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
27 თებერვალი, 2019 წ. ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა
ფატიმა გოგიშვილის მდივნობით
პროკურორ – ც------ ც---–---ის
ბრალდებულ – ნ-----–---- რ------–---–ის
ადვოკატების – ი-----–- ჩ------ის და თ----- დ------–---–ის
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე
– ნ-----–---- ნ--------ის ძე რ------–---–ის, დაბადებულის 1--- წლის---------------ს, საქართველოს მოქალაქის (საქართველოს მოქალაქის პირადი №-----------), ნასამართლობის არმქონის (შეწყალებულის), საშუალო განათლების მქონის, დაოჯახებულის, რეგისტრირებულის: თ------–------- რ------ს სოფელ ჩ-------ში, ფაქტობრივად მცხოვრების: ქ.თბილისში, გ-–------ მ--- მ---------------- კორპუსი №---, ბინა №---ში, ამჟამად გირაოს ქვეშ მყოფის მიმართ, ბრალდება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ნ-----–---- რ------–---–ს წარედგინა ბრალდება ოჯახში ძალადობისათვის, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობისათვის, სისტემატური შეურაცხყოფისათვის, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ნ-----–---- რ------–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენა გამოიხატა შემდეგში:
ნ-----–---- რ------–---–ი მის ყოფილ მეუღლეს - ს------- ხ------–---–ს სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. 2017 წლის 23 ივნისს, საღამოს საათებში, ნ-----–---- რ------–---–მა თავის დროებით საცხოვრებელ ბინაში, მდებარე ქ. თბილისში, გ-–------ მ--- მ---------------- 3--- კორპუსი, ბინა #---ში, ს------- ხ------–---–ს, მათი მცირეწლოვანი შვილის - დ-------- რ------–---–ის თანდასწრებით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, რამდენჯერმე დაარტყა ხელი სხეულზე, ხელები მოუჭირა ყელში და გუდავდა, რის შედეგადაც დაზარალებულმა ს------- ხ------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ამის გამო ნ-----–---- რ------–---–ს წარედგინა ბრალდება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
საქმის არსებითი განხილვის შედეგად დადასტურებულ იქნა ბრალდებულის მიერ ს------- ხ------–---–ის მიმართ ფიზიკური ძალადობის ჩადენის ფაქტი, თუმცა არ იქნა დადასტურებული მისი ჩადენა არასრულწლოვნის თანდასწრებით, რის გამოც ნ-----–---- რ------–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილზე, ასევე არ იქნა დადასტურებული ბრალდებულის მიერ ს------- ხ------–---–ისათვის სისტემატური შეურაცხყოფის მიყენება.
სასამართლო აღნიშნულ დასკვნამდე მივიდა შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის არსებითი განხილვის დროს ბრალდებულმა ნ-----–---- რ------–---–მა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და განმარტა, რომ 2013 წელს სიყვარულით შექმნა ოჯახი და მეუღლის სურვილით საცხოვრებლად გადავიდა მის საცხოვრებელ ბინაში, საიდანაც დროთა განმავლობაში დაგროვილი პრობლემების გამო მისმა მეუღლემ და სიდედრმა გამოაგდეს სახლიდან. იგი მარტო ცხოვრობდა ქირით, მისამართზე ქ. თბილისში, გ-–------ მ--- მიკრო/რ------,----- კორპუსი, ბინა #---ში და სისტემატურად ურთიერთობდა მცირეწლოვან შვილთან. 2017 წლის 23 ივნისს, ბავშვი ჰყავდა თავის დროებით საცხოვრებელ ბინაში აყვანილი, რა დროსაც ბავშვს ჩაეძინა და ვერ მოახერხა მისი დროული დაბრუნება დედის სახლში, რაზეც გაღიზიანებული ს------- ხ------–---–ი სახლში მიეჭრა და მოუწყო კონფლიქტური სცენები. ეს უკანასკნელი იყო ძალიან აგრესიული და ცდილობდა ახლად გაღვიძებული და ატირებული ბავშვის მამისათვის ხელიდან წართმევას, რაზეც მან გაუწია წინააღმდეგობა და ცდილობდა მისი აგრესიის შეჩერებას, რა დროსაც მისი მხრიდან რაიმე ძალადობას ს------- ხ------–---–ის მიმართ ადგილი არ ჰქონია. მეორე დღეს პოლიციის თანამშრომლებმა შეატყობინეს, რომ განყოფილებაში უნდა წასულიყო, რადგან მის ცოლს საჩივარი ჰქონდა მის წინააღმდეგ შეტანილი.
მიუხედავად ბრალდებულის პოზიციისა მისი უდანაშაულობის შესახებ, ნ-----–---- რ------–---–ის მიერ ოჯახში ძალადობის ჩადენა უტყუარად იქნა დადასტურებული სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული შემდეგი მტკიცებულებებით:
სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა ს------- ხ------–---–მა განმარტა, რომ 2013 წლიდან ნ-----–---- რ------–---–თან იმყოფება ქორწინებაში და ჰყავთ ერთი მცირეწლოვანი შვილი. თანაცხოვრების პერიოდში მეუღლის მხრიდან მის მიმართ ადგილი ჰქონდა სისტემატური სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებას. საწყის ეტაპზე ისინი ცხოვრობდნენ დედამისთან ერთად, თუმცა ნ-----–----ის მხრიდან სისტემატური შეურაცხყოფის გამო დედამისმა იგი სახლიდან გააგდო და ნ-----–----ი ცალკე საცხოვრებლად სხვაგან გადავიდა. აღნიშნულის მიუხედავად, მას ბავშვთან ურთიერთობა მუდმივად ჰქონდა და ხშირად მიჰყავდა სახლში. 2017 წლის 23 ივნისს, დაახლოებით 13:00 საათზე, ნ-----–---- რ------–---–მა ბავშვი წაიყვანა დედის ბინიდან და 19:00 საათისთვის უკან უნდა დაებრუნებინა, თუმცა ვინაიდან ბავშვი არ ჰყავდა დაბრუნებული, დაახლოებით 20:00 საათზე მან თავად მიაკითხა ბავშვს წამოსაყვანად, რადგან ნ-----–----ი არ აპირებდა მის დაბრუნებას და ეუბნებოდა, რომ ბავშვს ეძინა და იმ ღამეს მასთან დარჩებოდა. ნ-----–----ის ბინაში მისვლისას ბავშვს მართლაც ეძინა. მან ბავშვი გააღვიძა და დააპირა მისი წაყვანა სახლში, რაზეც ცოლ-ქმარს მოუვიდათ ერთმანეთში კონფლიქტი და ბავშვის თანდასწრებით ნ-----–---- რ------–---–მა მას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ყელზე უჭერდა ხელს და ცდილობდა მის დახრჩობას, შემდეგ ძირს დააგდო, ზემოდან მოექცა და ყელში ძლიერად წაუჭირა ხელი, რის გამოც მან მხარზე უკბინა, რითიც შეძლო თავის დაღწევა და ბავშვთან ერთად სახლიდან წასვლა, რის შემდეგაც დარეკა საპატრულო პოლიციაში.
სასამართლო სხდომაზე დაზარალებულ ს------- ხ------–---–ის დედამ - მოწმე ქ------- ა--------–--ემ განმარტა, რომ 2017 წლის 23 ივნისს, დილით დაურეკა შვილმა - ს------- ხ------–---–მა და უთხრა, რომ ბავშვი გაეტანებინა მამისთვის, რაც გააკეთა კიდეც. დაახლოებით 19:00 საათზე დაბრუნდა მისი შვილი ს------- ხ------–---–ი სამსახურიდან და ნახა რა, რომ ბავშვი არ ჰყავდა მამას დაბრუნებული, დაურეკა ნ-----–---- რ------–---–ს, რომელმაც უთხრა, რომ ბავშვს ეძინა და ამაღამ მასთან დარჩებოდა. აღნიშნულზე ს------- ხ------–---–ი გაღიზიანდა და წავიდა ბავშვის წამოსაყვანად. მოწმის განმარტებით, სახლში დაბრუნებისას მისი შვილი იყო ძალიან აღელვებული და სხეულზე ეტყობოდა დაზიანებები. ს------- ხ------–---–მა მას მოუყვა ნ-----–---- რ------–---–ის მხრიდან მის მიმართ განხორციელებული ძალადობის შესახებ და დარეკა საპატრულო პოლიციაში.
დაზარალებულ ს------- ხ------–---–ის სხეულზე ფიზიკური დაზიანების არსებობა დასტურდება 2017 წლის 20 ივლისის სამედიცინო ექსპერტიზის #--------- დასკვნით, რომლის თანახმად, პირადი შემოწმებით: 2017 წლის 28 ივნისს, მოქალაქე ს------- ხ------–---–ს სხეულზე აღენიშნებოდა მექანიკური დაზიანების ნიშნები სისხლნაჟღენთების სახით, კერძოდ: მარჯვნივ ქვედა ყბის ძვლის კუთხის საპროექციოდ აღინიშნება ორი, უსწორო ფორმის, მოლურჯო-მომწვანო კიდეებზე მოყვითალო ელფერის მქონე სისხლნაჟღენთი, ზომებით: 1X0,4სმ. და 0,4X0,2სმ. ასეთივე ფერის და ფორმის სისხლნაჟღენთები აღინიშნება: მარჯვენა მხრის ზემო მესამედის უკანა ზედაპირზე, ზომით: 4X1,5სმ; მარჯვენა წინამხრის ზემო მესამედის გარეთა ზედაპირზე, ზომით: 1,5X0,4სმ; მარცხენა მხრის ქვემო მესამედის უკანა ზედაპირზე, ზომით: 3,5X1,5სმ; მარჯვენა ტერფის შუა მესამედის შიგნითა ზედაპირზე. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, როგორც ერთობლიობაში, ასევე იზოლირებულად ცალ-ცალკე აღებულნი მიეკუთვნებიან მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს.
დაზარალებულის სხეულზე არსებული დაზიანებების წარმომავლობასთან დაკავშირებით ხსენებული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში აღნიშნულია, რომ შესამოწმებლის გადმოცემით, 2017 წლის 23 ივნისს, დაახლოებით 20:00 საათზე, მეუღლემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შემდგომაც 2017 წლის 24 ივნისს კისრის არეში ტკივილის გამო მიმართა სამედიცინო დაწესებულებას.
დაზარალებულისათვის მიყენებული დაზიანებებისა და მათი წარმომავლობის დადგენის კონტექსტში მნიშვნელოვანია ასევე სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი შპს წ-------------–--------------–------------–-------------–---------–-------–--------- საავადმყოფოს სტაციონარული პაციენტის #------- სამედიცინო ბარათი, რომლის მიხედვით ირკვევა, რომ 2017 წლის 24 ივნისს, 11:31 საათზე მოქალაქე ს------- ხ------–---–ს მიუმართავს საავადმყოფოსთვის, კერძოდ, პაციენტი კლინიკაში მიყვანილ იქნა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიერ, ჩივილებით: ტკივილი კისრის წინა ნაწილში, დაჟეჟილობა მარცხენა ზედა კიდურის წინამხრის არეში. პაციენტის გადმოცემით წინა დღით მეუღლემ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა.
სასამართლო სხდომაზე დაიკითხა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გ-–-----------–--------------------–-------------------–--ის თანამშრომელი - მოწმე გ------- შ--–--------ე, რომელმაც განმარტა, რომ 2017 წლის 24 ივნისს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც მიიღო ინფორმაცია, რომ 2017 წლის 23 ივნისს ს------- ხ------–---–ის მიმართ ძალადობის განმახორციელებელი პირი - ნ-----–---- რ------–---–ი იმყოფებოდა ქ.თბილისში, გ-–------ მ--- მ---------------- 3--- კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე და აპირებდა მიმალვას. მიღებული ინფორმაციის შესახებ მან პატაკით აცნობა ხელმძღვანელობას.
სასამართლო სხდომაზე დაიკითხნენ ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გ-–-----------–--------------------–-------------------–--ის თანამშრომლები - გ-- ბ---–---–ი, მ------ ქ----- და გ------- მ----–--ე, რომელთაც დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე და კანონთან შესაბამისობა.
ზემოთ ჩამოთვლილი მტკიცებულებათა ერთობლიობა აკმაყოფილებს გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ სტანდარტს და სასამართლოს უქმნის საფუძველს დასკვნისათვის, რომ ნ-----–---- რ------–---–მა ნამდვილად ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, კერძოდ, მისი მხრიდან ადგილი ჰქონდა ს------- ხ------–---–ის მიმართ ფიზიკური ძალადობის განხორციელებას. ის გარემოება, რომ დაზარალებულ ს------- ხ------–---–სა და ბრალდებულ ნ-----–---- რ------–---–ს შორის ამ უკანასკნელის დროებით საცხოვრებელ ბინაში კონფლიქტი ნამდვილად არსებობდა, დასტურდება თავად ბრალდებულისა და დაზარალებულის განმარტებით. რაც შეეხება ნ-----–---- რ------–---–ის მიერ ს------- ხ------–---–ის მიმართ ფიზიკური ძალადობის განხორციელების ფაქტს, აღნიშნული დასტურდება თავად დაზარალებულის განმარტებით, რომლის თანახმად, ნ-----–---- რ------–---–მა მას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ყელზე უჭერდა ხელს, შემდეგ ძირს დააგდო, ზემოდან მოექცა და ყელში უჭერდა ხელს; ასევე დაზარალებულის დედის - მოწმე ქ------- ა--------–--ის ჩვენების თანახმად, მან პირველმა ნახა კონფლიქტის შემდეგ სახლში დაბრუნებული ს------- ხ------–---–ი, რომელიც იყო ძლიერ აღელვებული და რომელსაც ვიზუალურად ეტყობოდა დაზიანებები; შპს წ-------------–--------------–------------–-------------–---------–-------–--------- საავადმყოფოს სტაციონარული პაციენტის #------- სამედიცინო ბარათითა და სამედიცინო ექსპერტიზის #--------- დასკვნით დადგენილია, რომ მსხვერპლს ს------- ხ------–---–ს მართლაც აღენიშნებოდა დაზიანებები სხეულის სწორედ იმ ადგილებში, რაზედაც იგი თავის ჩვენებაში უთითებს. ამდენად, ის გარემოება, რომ დაზარალებულმა ბრალდებულის მხრიდან ძალადობის შედეგად მიიღო სხეულის დაზიანება და განიცადა ფიზიკური ტკივილი, დასტურდება თავად დაზარალებულის ჩვენებით, სამედიცინო დოკუმენტაციითა და ექსპერტიზის დასკვნით, რომელიც ადგენს ფიზიკური დაზიანების არსებობის ფაქტს.
რაც შეეხება ნ-----–---- რ------–---–ის ბრალეული ქმედების მაკვალიფიცირებელ გარემოებას - არასრულწლოვნის თანდასწრებით ძალადობის ჩადენას მისივე ოჯახის წევრის მიმართ, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ იქნა დადასტურებული ზემოაღნიშნული ფაქტი. მოცემულ შემთხვევაში დანაშაულებრივი ქმედების სპეციფიკიდან გამომდინარე (ძალადობა ჩადენილია ბინაში) აშკარაა, რომ თვითმხილველ მოწმეთა სიმრავლე ობიექტურად ვერ იარსებებს, შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში ფაქტის უტყუარად დადასტურება შეუძლიათ მხოლოდ იმ მომენტში ბინაში მყოფ პირებს - დაზარალებულს და ბრალდებულს, რამდენადაც თავად ბავშვი არ არის დაკითხული ასაკიდან გამომდინარე. იმ ფონზე კი, როცა დაზარალებული აცხადებს, რომ მის მიმართ განხორციელებულ ძალადობას შეესწრო მათი მცირეწლოვანი შვილი და ამის გამო ატირდა, ხოლო ბრალდებული განმარტავს, რომ ბავშვი ატირდა გაღვიძების გამო, რამაც წარმოშვა კონფლიქტი, სასამართლოს არ აქვს საკმარისი მტკიცებულებითი საფუძველი დადგენილად მიიჩნიოს, რომ მცირეწლოვანმა დ-------- რ------–---–მა, რომელიც ახლად გაღვიძებული და ატირებული იყო, სრულად აღიქვა და განიცადა მშობლებს შორის კონფლიქტის ფაქტი, კერძოდ, დადგენილია, რომ ნ-----–---- რ------–---–ის დროებით საცხოვრებელ ბინაში ს------- ხ------–---–ის შესვლის დროს მათი მცირეწლოვანი შვილი იყო მძინარე მდგომარეობაში. დედამ იგი ყვირილისა და ჩხუბის ფონზე გააღვიძა, რის გამოც ბავშვმა დაიწყო ტირილი. შემდეგ მისი წაყვანა-არწაყვანის გამო მშობლებს შორის მოხდა შელაპარაკება, თუმცა ახლადგაღვიძებული ბავშვი ამ ყველაფერს რამდენად გაცნობიერებულად აღიქვამდა და განიცდიდა, აღნიშნულის მტკიცებულებითი საფუძველი სასამართლოს არ აქვს, მაშინ, როცა კანონმდებლის მიზანი არის არა უბრალოდ არასრულწლოვანის ფიზიკური არსებობის დადასტურება კონფლიქტის ადგილზე, არამედ მის ფსიქიკაზე უარყოფითი ზემოქმედების თავიდან აცილება, რათა მან არ განიცადოს მისი ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული ძალადობის უაღრესად უარყოფითი შედეგები. მოცემულ შემთხვევაში კი, გარდა დაზარალებულისა და ბრალდებულის ჩვენებებისა, რომლებიც განსხვავებულ ინფორმაციას აწვდიან სასამართლოს, არ არის წარმოდგენილი სხვა მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ახლად გაღვიძებული და ატირებული მცირეწლოვნის მიერ დედის მიმართ განხორციელებული ძალადობის აღქმისა და განცდის შესაძლებლობას და ნამდვილობას, შესაბამისად, მცირეწლოვანი ბავშვის მხოლოდ ფიზიკური არსებობა შემთხვევის ადგილზე არ იძლევა აღნიშნული მაკვალიფიცირებელი გარემოების დადასტურებულად მიჩნევის საფუძველს. ამდენად, არსებობს მხოლოდ ეჭვი, რომ არასრულწლოვანმა დ-------- რ------–---–მა აღიქვა და განიცადა ძალადობის ფაქტი, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მ--- მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულებათა შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. შესაბამისად, ნ-----–---- რ------–---–ს წარდგენილი ბრალდებიდან უნდა ამოერიცხოს აღნიშნული მაკვალიფიცირებელი გარემოება.
რაც შეეხება ბრალდებულის მიერ ს------- ხ------–---–ის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტს (მაკვალიფიცირებელი გარემოების გარეშე), უტყუარად დასტურდება საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლივი შეფასების საფუძველზე, რომლებიც იძლევა საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების გაკეთების შესაძლებლობას. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებასა და დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარმოდგენილი მოსაზრებებიდან. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან.
სისხლის სამართლის საქმეზე დაკითხულ იქნენ დაცვის მხარის მოწმეები - დაზარალებულის დეიდა - მ----- კ-------, ბრალდებულის მამა - ნ-------- რ------–---–ი, საბავშვო ბაღის პედაგოგი - ლ-- ბ------, საბავშვო ბაღის აღმზრდელი - ლ-- რ------- და ამავე საბავშვო ბაღის დ-----------------------–- - თ--ა ა-–--–---, ასევე გამოკვლეულ იქნა წერილობითი მტკიცებულებები, რომლებიც სასამართლოს აწვდიან ინფორმაციას მხოლოდ ბრალდებულის პიროვნული მახასიათებლების თაობაზე, მათ შორის შვილის მიმართ გამოხატული მზრუნველობის შესახებ და არ იძლევიან რაიმე ინფორმაციას დანაშაულებრივ ფაქტთან მიმართებაში. შესაბამისად, აღნიშნული მტკიცებულებები პირის ბრალეულობაზე მსჯელობის ასპექტში რჩება სასამართლოს შეფასების მიღმა და ისინი მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული სასჯელის განსაზღვრის დროს.
რაც შეეხება თავად ბრალდებულის ჩვენებას, სასამართლო განმარტავს, რომ იგი მოტივირებულია მოსალოდნელი პასუხისმგებლობის თავიდან არიდების სურვილით და სასამართლოს არ აწვდის სრულყოფილ და სწორ ინფორმაციას ოჯახში ძალადობის ფაქტთან მიმართებაში. იგი ადასტურებს მეუღლეთა შორის კონფლიქტის ფაქტს, თუმცა გამორიცხავს ფიზიკურ ძალადობას, ხოლო დაზარალებულის სხეულზე არსებულ დაზიანებებთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ იგი შეიძლება გამოწვეული ყოფილიყო ბავშვის დატოვება-არდატოვების გამო წარმოშობილი კონფლიქტისას ხელის კვრის შედეგად ს------- ხ------–---–ის წაქცევით, რასაც სასამართლო არ იზიარებს და აღნიშნავს, რომ 2017 წლის 24 ივნისის პაციენტის სამედიცინო ბარათითა და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია ს------- ხ------–---–ის დაზიანებები, რომელიც მას აღენიშნებოდა კისრის წინა ნაწილში, კერძოდ, პაციენტის სამედიცინო ბარათის თანახმად, ს------- ხ------–---–ს კლინიკისთვის მიუმართავს 2017 წლის 24 ივნისს, ჩივილებით: ტკივილი კისრის წინა ნაწილში..., ხოლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, პირადი შემოწმებით: 2017 წლის 28 ივნისს, ს------- ხ------–---–ს სხეულზე აღენიშნებოდა მექანიკური დაზიანების ნიშნები სისხლნაჟღენთების სახით, კერძოდ: მარჯვნივ ქვედა ყბის ძვლის კუთხის საპროექციოდ აღენიშნებოდა ორი, უსწორო ფორმის, მოლურჯო-მომწვანო კიდეებზე მოყვითალო ელფერის მქონე სისხლნაჟღენთი, ასეთივე ფერის და ფორმის სისხლნაჟღენთები აღინიშნება: მარჯვენა მხრის ზემო მესამედის უკანა ზედაპირზე.... დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით... და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს., რაც სრულ შესაბამისობაშია დაზარალებულის მიერ მითითებულ განმარტებასთან, რომ ნ-----–---- რ------–---–მა ხელი წაუჭირა ყელის არეში, რამდენადაც ხელის კვრით და წაქცევით შეუძლებელია ისეთი სახის და ლოკალიზაციის დაზიანებების მიღება, როგორც ეს პაციენტის სამედიცინო ბარათსა და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაშია მითითებული.
შესაბამისად, სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას იმის თაობაზე, რომ სისხლის სამართლის საქმეში არ არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებათა სტანდარტი, რაც საკმარისი იქნებოდა ნ-----–---- რ------–---–ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. პირიქით, როგორც უკვე აღინიშნა, სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილია დაზარალებულის ჩვენება, ასევე მოწმე ქ------- ა--------–--ის ჩვენება, რომელმაც კონფლიქტიდან მცირე პერიოდში ნახა დაზარალებული, რომელიც იყო აღელვებული და ვიზუალურად აღენიშნებოდა დაზიანებები. ასევე შესწავლილ იქნა პაციენტის სამედიცინო ბარათი და ექსპერტიზის დასკვნა, რომლებიც ადასტურებს დაზარალებულის სხეულზე ფიზიკური დაზიანების არსებობის ფაქტს, ხოლო აღნიშნული დაზიანებების ხასიათი და ლოკალიზაცია სრულ შესაბამისობაშია როგორც დაზარალებულის ჩვენებასთან, ასევე მის განმარტებასთან 2017 წლის 24 ივნისს სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებისას, რომლის თანახმად, პაციენტის გადმოცემით წინა დღით მეუღლემ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა; ასევე სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულ შესამოწმებლის განმარტებასთან, რომლის თანახმად 2017 წლის 23 ივნისს, დაახლოებით 20:00 საათზე, მეუღლემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა.
სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის ოჯახურ მდგომარეობას, კერძოდ, აღსანიშნავია, რომ ნ-----–---- რ------–---–ი დღეის მდგომარეობით არ არის ნასამართლევი, ხასიათდება დადებითად, კერძოდ, საქმეში წარმოდგენილია საქართველოს საპატრიარქოდან გაცემული დახასიათება, რომლის მიხედვითაც იგი ხასიათდება დადებითად. ასევე სასამართლო სხდომაზე დაკითხულ მოწმეთა მიერ, მათ შორის დაზარალებულის დეიდის და საბავშვო ბაღის პედაგოგის, აღმზრდელის და დირექტორის მოადგილის მიერ ნ-----–---- რ------–---–ი ხასიათდება დადებითად და უაღრესად მზრუნველ მამად. მათი თქმით, ნ-----–---- რ------–---–ი ყოველთვის იყო მზად ოჯახის შესანარჩუნებლად.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა როგორც კერძო, ისე ზოგადი პრევენციის მიზნების შესრულების საჭიროება სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით.
ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ 2018 წლის 30 ნოემბერს მიღებული კანონით (რომელიც ძალაში შევიდა 2018 წლის 28 დეკემბერს) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქცია დამძიმდა (თავისუფლების აღკვეთის მაქსიმალური ვადა 1 წლიდან გაიზარდა 2 წლამდე) და ამ მხრივ მოხდა სასჯელის გამკაცრება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კანონს უკუძალა ვერ ექნება და ბრალდებულმა პასუხი უნდა აგოს 2018 წლის 28 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციით.
სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია ნ-----–---- რ------–---–ის მიმართ საპატიმრო სასჯელის გამოყენება, რადგან სასამართლო სხდომაზე დაკითხულ მოწმეთა მხრიდან იგი ხასიათდება დადებითად, ასევე, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილ იქნა, რომ კონფლიქტი გამოწვეულ იქნა დაზარალებულის აგრესიული ქცევით. ამასთან მინიმუმამდეა შემცირებული ძალადობის განმეორების რისკი, რამდენადაც მეუღლეები დღეისათვის აწარმოებენ სამართლებრივ პროცედურებს განქორწინებასთან და შვილთან ურთიერთობის განსაზღვრასთან დაკავშირებით. ამასთან, სასამართლო არ მსჯელობს პირობითი მსჯავრის გამოყენებაზე, რადგან ნ-----–---- რ------–---–ი არ აღიარებს დანაშაულს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ნ-----–---- რ------–---–ს უნდა განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, რაც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს და მის სათანადო ქცევას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 269-ე, 272-274-ე, 277-278-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ-----–---- რ------–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
2. ნ-----–---- რ------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის 28 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციით) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 (ასი) საათის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდეს 2017 წლის 24 ივნისიდან - 2017 წლის 27 ივნისის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის დროის გათვალისწინებით და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 80 (ოთხმოცი) საათის ვადით.
3. გაუქმდეს ნ-----–---- რ------–---–ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2----–-–------------- განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გირაო და გირაოს გადამხდელ პირს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით გადახდილი თანხა - 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობითი.
4. მსჯავრდებულ ნ-----–---- რ------–---–ის მიმართ დანიშნული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სრულფასოვან აღსრულებაზე კონტროლი განახორციელოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით.
5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის მიღებისთანავე.
6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე: ბადრი კოჭლამაზაშვილი