განაჩენი

სისხლის სამართლის 14.02.2019
საქმის ნომერი
090100119002812563
თარიღი
14.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N(1/2–2019) 090100119002812563

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

14 თებერვალი, 2019 წელი ქ. ამბროლაური

 

ამბროლაურის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ლეილა გურგუჩიანი

სხდომის მდივანი იამზე მურუსიძე

 

პროკურორის - ზ------–--–--------ის

ბრალდებულის - ი-----------–-–---–--

ბრალდებულის - ს---–----------–-ს

 

მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის N 0----------- საქმე

 

ბრალდებულ ი-----------–-–---–-- მიმართ

მამის სახელი: ი-–ა;

დაბადებული: 1--------- წელი;

პირადი ნომერი: 2----------;

მოქალაქეობა: საქართველო;

განათლება: ტ---------ი;

ოჯახური მდგომარეობა: დ------------–ი;

რეგისტრაციის მისამართი: ქვეყანა– საქართველო, ქ---------–----------------------------------------–----------------------------

ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი: ქვეყანა– საქართველო, ქ---------–----------------------------------------–----------------------------

 

პასუხისგებაში მიცემის მუხლი:საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1------------–----------–-----------–--–-------------------

 

ბრალდებულ ს---–----------–-ს მიმართ

მამის სახელი: უ–---ი;

დაბადებული: 0--------- წელი;

პირადი ნომერი: 4-----------

მოქალაქეობა: საქართველო;

განათლება: უ-----–--ი;

ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი;

რეგისტრაციის მისამართი: ქვეყანა– საქართველო, ქ---------–----------------------------------------–----------------------------

ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი: ქვეყანა– საქართველო, ქ---------–----------------------------------------–----------------------------

 

პასუხისგებაში მიცემის მუხლი:საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1------------–----------–-----------–--–-------------------.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

1.2018 წლის 22 ივნისს, დაახლოებით 22:00 საათზე, ა-------–-------------–----–----------------–-----–--–ი მდებარე ა---------–--------ს მაღაზიასთან, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ი-----------–-–---–-ა და მისმა შვილმა ს---–----------–-ა, სხეულის სხვადასხვა ადგილებში ჯგუფურად სცემეს მ--–-----------–-–---–ი, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

 

2.2018 წლის 22 ივნისს, დაახლოებით 22:00 საათზე, ა-------–-------------–----–----------------–-----–--–ი მდებარე ა---------–--------ს მაღაზიასთან, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ს---–----------–-ა და მისმა მისმა დედამ –ი-----------–-–---–-ა, სხეულის სხვადასხვა ადგილებში ჯგუფურად სცემეს მ--–-----------–-–---–ი, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ი-----------–-–---–-ა ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჯგუფურად.

 

ს---–----------–-ა ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჯგუფურად.

 

3.მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული ბრალდების მხარის არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს (2019 წლის 30 იანვრის წინასასამართლო სხდომის ოქმი, ს.ფ.153–158).

 

4.საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73 -ე მუხლის ’’დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

5. ი-----------–-–---–-ა სრულად აღიარა და მონანია მის მიერ ჩადენილი ქმედება და ითხოვა პატიება.

 

6. ს---–----------–-ა სრულად აღიარა და მონანია მის მიერ ჩადენილი ქმედება და ითხოვა პატიება.

 

7.დაზარალებულ მ--–----------–-–---–-- წინასწარ გამოძიებაში მიცემული და წინასასამართლო სხდომის განჩინებით პრეიუდიციულ მტკიცებულებად მიჩნეული ჩვენებით დასტურდება, რომ ნათესაურ კავშირში იმყოფება ბრალდებულებთან. ამბროლაურის რაიონის სოფელ საკეცი-–ი დასთანხმდა შეთავაზებულ სამუშაოს მუშის პოზიციაზე. ი-----------–-–---–-- ზარის საფუძველზე ავიდა საკეცი-–ი, ა---------–--------ს მაღაზიასთან, სადაც დახვდა ი-----------–-–---–ი და მისი ვაჟი ს---–---ი. იქვე იყო ა---------–--------. ი-----------–-–---–-ა დაუწყო ყვირილი, რატომ ჩამოდი სამუშაოდო და გაშლილი ხელი გაარტყა სახეში. იგრძნო ძლიერი ტკივილი, დაუბნელდა თვალებში, რის გამოც შეაგინა. რა დროსაც მივარდა ი----ას შვილი ს---–----------–-, დაუწყო ხელებით და ფეხებით ცემა, სცემდა ი----აც, რის გამოც წაიქცა იატაკზე. ი----ა და ს---–---ი აგრძელებდნენ მის ცემას. ა---------–-------- ცდილობდა მოეშორებინა ისინი მისგან და გაეყარა გარეთ მაღაზიიდან. სცემდნენ გამეტებით. რამდენიმე ხანში წამოაყენა ი-----------–-–---–-ა, წაიყვანა ა---------–--------ს სახლში, სადაც დაადო ცივი საფენები და დაუწყო მუქარა: თუ პოლიცი-–ი წავიდოდა ღორივით დაკლავდა. შემდგომში ი----ა ტელეფონით ურეკავდა და ეძახდა გადაკარგულიყო და რაჭაში ამოსული არ დაენახა. ტკივილების და დაზიანებათა გამო იძულებული გახდა მიემართა საავადმყოფოსათვის (დაზარალებულის დაკითხვის ოქმი, ს.ფ. 4–8; ს.ფ.85–87).

 

8.2018 წლის 13 დეკემბრის დადგენილებით პირის ბრალდების შესახებ დასტურდება, რომ ი-----------–-–---–-ა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 მუხლის 11 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული ჩაიდინა 2018 წლის 22 ივნისს, დაასხლოებით 22:00 საათზე, ა-------–-------------–----–-----------------–--აკეცი-–ი (დადგენილება პირის ბრალდების შესახებ ს.ფ.97–99);

 

9.2018 წლის 13 დეკემბრის დადგენილებით პირის ბრალდების შესახებ დასტურდება, რომ ს---–----------–-ა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 მუხლის 11 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული ჩაიდინა 2018 წლის 22 ივნისს, დაასხლოებით 22:00 საათზე, ა-------–-------------–----–-----------------–--აკეცი-–ი(დადგენილება პირის ბრალდების შესახებ ს.ფ.94–96);

 

10.სსიპ ლ----------------–--------–----- სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 29 ივნისის №--------- დასკვნით, თანახმად წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის (შ--------------–---------–----–------------------–---- ცნობა N5-- ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, გაცემის თარიღი 26.06.18) მონაცემებისა, მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით, მოქალაქე მ--–----------–-–---–-- აღნიშნულ საავადმყოფოს მიმართა 24.06.18 წ. 20:20 საათზე, საიდანაც გაეწერა 25.06.18 16:20 საათზე დიაგნოზით: ზედაპირული ტრავმების შეუღლების სხვა ვარიანტები, რომლებიც მოიცავენ სხეულის რამოდენიმე მიდამოს. (სახის, გულმკერდის, მუცლის). ამავე სამედიცინო დოკუმენტაციის თანახმად მასვე აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთი სახის მიდამოში მარცხნივ. სისხლჩაქცევები ორთავე მხარეს კონიუქტივის პარკში. ნაჭდევი ექსკორაცია მუცლის მიდამოში მარცხენა მხარეს.

 

დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი–ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად. ცალკ–ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხაქრისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ს.ფ.47–49).

 

11.ი-----------–-–---–-- და ს---–----------–-ს მიმართ წარდგენილი ბრალდება დასტურდება ასევე საქმეზე პრეიუდიციულად მიჩნეული ბრალდების მხარის შემდეგი მტკიცებულებებით: 2018 წლის 24 ივნისის და 2019 წლის 11 იანვრის მოწმე ა---------–--------ს გამოკითხვის ოქმებით; 2018 წლის 24 ივნისის მოწმე რ------–----–-- გამოკითხვის ოქმით; 2018 წლის 24 ივნისის მოწმე გ----–----–----ამოკითხვის ოქმით; 2018 წლის 25 ივნისის და 2019 წლის 11 იანვრის მოწმე მ---------------–--ის გამოკითხვის ოქმებით; 2019 წლის 18 იანვრის მოწმე ა------------------ს გამოკითხვის ოქმით; 2018 წლის 25 ივნისისა და 18 დეკემბრის ბრალდებულ ი-----------–-–---–-- გამოკითხვის ოქმებით; 2018 წლის 25 ივნისისა და 18 დეკემბრის ბრალდებულ ს---–--- დ---–-- გამოკითხვის ოქმებით; 2018 წლის 24 ივნისის მ--–----------–-–---–-- მაისურის ამოღების ოქმით, 2018 წლის 3 ივლისის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით და ფოტოცხრილით, 2018 წლის 26 ივნისის დაზარალებულისათვის უფლებების განმარტების ოქმით, 2018 წლის 13 ივნისის ბრალდებულ ს---–--- დ---–თან მტკიცებულებების გაცვლის ოქმით, 2018 წლის 13 ივნისის ბრალდებულ ი-----------–-–---–თან მტკიცებულებების გაცვლის ოქმით, 2018 წლის 26 ივნისის დადგენილებით მ--–----------–-–---–-- მიმართ სასამართლო–სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, 2018 წლის 25 ივნისის ი-----------–-–---–-- ადმინისტრაციული შემოწმების ცნობით, 2018 წლის 25 ივნისის ი-----------–-–---–-- ნასამართლობის ცნობით, 2018 წლის 25 ივნისის ს---–--- დ---–-- ადმინისტრაციული შემოწმების ცნობით, 2018 წლის 25 ივნისის ს---–--- დ---–-- ნასამართლობის ცნობით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 3 ივლისის განაჩენით ს---–--- დ---–-- მიმართ, 2018 წლის 25 ოქტომბრის ცნობით აღსრულების ეროვნული ბიუროდან ი-----------–-–---–-- მიმართ, 2018 წლის 19 ოქტომბრის ცნობით პრობაციის ეროვნული ბიუროდან ი-----------–-–---–-- მიმართ, 2018 წლის 9 ნოემბრის ცნობით ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრიდან ი-----------–-–---–-- შესახებ, 2018 წლის 9 ნოემბრის ცნობით ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრიდან ს---–--- დ---–-- შესახებ, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 20 ივლისის განაჩენით ი-----------–-–---–-- მიმართ, ამბროლაურის რასიონული სასამართლოს 2016 წლის 25 ოქტომბრის დადგენილებით ი-----------–-–---–-- მიმართ, 2016 წლის 3 დეკემბრის გადაწყვეტილებით შემაკავებელი ორდერის დამტკიცების შესახებ და ოქმებით ი-----------–-–---–-- მიმართ, შეტყობინებით დანაშაულის შესახებ; ცნობით ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა N100) მ--–----------–-–---–-- მიმართ. გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით–ფორმა N1; დადგენილებით გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ამოღების შესახებ, წერილობითი მიმართვებით და პასუხებით; შუამდგომლობით გადაუდებელი აუცილებლობის გამო ჩატარებული ამოღების კანონიერად ცნობის შესახებ, მოსამართლის განჩინებით ამოღების კანონიერად ცნობის შესახებ, დადგენილებით მ--–----------–-–---–-- დაზარალებულად ცნობის შესახებ; შუამდგომლობით აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ და ბრალდების მხარის სხვა მტკიცებულებებით.

 

12.აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით დასტურდება რომ:

 

ბრალდებულმა ი-----------–-–---–-ა ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჯგუფურად.

 

ბრალდებულმა ს---–--- დ---–მა ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჯგუფურად.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

13.სასამართლოს მიაჩნია, რომ ი-----------–-–---–-ა, მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჯგუფურად – დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.

 

ს---–----------–-ა ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჯგუფურად – დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები:

 

14. ი-----------–-–---–ს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

15. ს---–--- დ---–ს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

16.ი-----------–-–---–-- სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ჩადენილი ქმედების აღიარება და გულწრფელი მონანიება. არის დ------------–ი, ოჯახის მარჩენალი.

 

17.ს---–--- დ---–-- სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ჩადენილი ქმედების აღიარება და გულწრფელი მონანიება.

 

სასჯელის დასაბუთება:

 

18. სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ ი-----------–-–---–ს და ს---–--- დ---–ს ჩადენილი დანაშაულისათვის უნდა დაენიშნოთ სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახით - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მათი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულთათვის, რათა მათ უკეთ გააცნობიერონ ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხი, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამცირონ ი-----------–-–---–--ა და ს---–--- დ---–-- მხრივ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს სასჯელის დანიშვნის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

ამავე მუხლის მეორე ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მესამე ნაწილით სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ბრალდებულთა მხრიდან ჩადენილი ქმედების აღიარებას და მონანიებას, გამოძიებასთან თანამშრომლობის ხარისხს, როგორც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის უმნიშვნელოვანეს შემამსუბუქებელ გარემოებას, თვლის რომ ბრალდებულთა რესოციალიზაციის პროცესის საწყისი, მათი მხრივ ჩადენილი ქმედების გაცნობიერება და აღქმაა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

 

მითითებული გარემოებების გათვალისწინებით ი-----------–-–---–--ა და ს---–--- დ---–-- მიმართ სასჯელის სახით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის გამოყენებით, იარაღთან დაკავსირებული უფლებების შეზღუდვასთან ერთად, დაცული იქნება ბალანსი საზოგადოების ზოგადი ინტერესის მოთხოვნებსა და ინდივიდის ფუნდამენტური უფლებების დაცვის მოთხოვნებს შორის.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მესამე მუხლის მე-14 ნაწილით, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე, 293-ე და

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1.ბრალდებული ი-----------–-–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 (ას ოთხმოცი) საათის ოდენობით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით 1 (ერთი) წლის ვადით.

 

2.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 44–ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახე განსაზღვროს პრობაციის ბიურომ მსჯავრდებულ ი-----------–-–---–-- საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, რომელსაც დაევალოს აღნიშნული სასჯელის ღონისძიების აღსრულება და კონტროლი.

 

3.გაუქმდეს ბრალდებულ ი-----------–-–---–-- მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო.

 

4.ბრალდებული ს---–----------–- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათის ოდენობით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით 1 (ერთი) წლის ვადით.

 

5.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 44–ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახე განსაზღვროს პრობაციის ბიურომ მსჯავრდებულ ს---–----------–-ს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, რომელსაც დაევალოს აღნიშნული სასჯელის ღონისძიების აღსრულება და კონტროლი.

 

6.გაუქმდეს ბრალდებულ ს---–--- დ---–-- მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო.

 

7. საქმეზე ნივთიერ მტკიცებულებად ცნობილი, მ--–-----------–-–---–ის შავი ფერის მაისური, რომელიც ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ამბროლაურის რაიონულ სამმართველოში, განაჩენის გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ დაუბრუნდეს მალხაზ კუბლაშვილს.

 

8.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.

 

9.განაჩენის გასაჩივრება შეიძლება სააპელაციო წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, მისი გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, ამბროლაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: ლეილა გურგუჩიანი