განაჩენი

სისხლის სამართლის 07.02.2019
საქმის ნომერი
330100118002613189
თარიღი
07.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1--------

#0-----------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

7 თებერვალი, 2--- წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა ს------------, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე შორენა გუნცაძე

სხდომის მდივანი თამარ ფიფია

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ლ-–----------–---

 

დაცვის მხარე:

ადვოკატები - ნ-----------------–-----, ი---------------

 

ბრალდებული შ--–----------- (პირადი #0----------), დაბადებული 1----–-–----------------–-, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლებით, დასაოჯახებელი, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები თ---–--–-------------–-------------------------------------------ში

 

კვალიფიკაცია და დისპოზიცია - საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (ორი ეპიზოდი); სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილი - ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში

 

სხდომის სახე - ღია

 

წარდგენილი ბრალდების არსი:

 

2--- წლის 13 ივლისს, საღამოს საათებში, თ---–--–-------------–-------------------------------------------ში, შ--–-----------მ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დედას - დ--–----------ს, კერძოდ, ორივე ხელი დაარტყა თავის არეში, თმებში წაავლო ხელი, მოქაჩა, დააგდო ძირს და ფეხი ორჯერ ჩაარტყა მარჯვენა ბარძაყის არეში, რის შედეგადაც დ--–----------მ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

 

2--- წლის 15 ივლისს, დილით, დაახლოებით 10:00 საათზე, იმავე ბინაში, შ--–-----------მ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დედას - დ--–----------ს, კერძოდ, წიხლი ჩაარტყა ფეხებში და მარცხენა მკლავზე მოუჭირა ხელი, რის შედეგადაც დ--–----------მ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. ამის შემდგომ შ--–----------- სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა დ--–----------ს, თუ რატომ არ ყიდდა ბინას, რომ ამის გამო შ--–----------- მოკლავდა მას, რის შედეგადაც დ--–----------ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

სასამართლომ დაადგენა:

 

2--- წლის 15 ივლისს, დილის საათებში, თ---–--–-------------–-------------------------------------------ში, შ--–-----------მ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დედას - დ--–----------ს, კერძოდ, წიხლი ჩაარტყა ფეხებში და მარცხენა მკლავზე მოუჭირა ხელი, რის შედეგადაც დ--–----------მ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი

 

2--- წლის 13 ივლისის ეპიზოდი:

 

დაზარალებულ დ--–----------ს სასამართლოსთვის მიცემული ჩვენებით, 2--- წლის 13 ივლისს, ბინასთან და ფულთან დაკავშირებით, შვილთან - შ--–-----------სთან მოუხდა კონფლიქტი. კერძოდ, შ--–-ა ფულს სთხოვდა, მისგან ითხოვდა ბინის გადაფორმებას და გაყიდვას. კონფლიქტის დროს შ--–-ამ ხელი და ფეხი მოუქნია, თუმცა ტკივილი არ უგრძვნია. მისი შვილი ისეთი კეთილია, ვერ გაიმეტებდა ტკივილისთვის, ნასვამი რომ არ ყოფილიყო, ამასაც არ გააკეთებდა. საპატრულო პოლიცია გამოიძახა, რათა ფსიქიატრიულში წაეყვანათ და ემკურნალათ, სასმელის გამო იყო აგრესიული. ადრე იწვა ფსიქიატრიულში და სამი თვე უმკურნალეს. ამჯერადაც გადაიყვანეს, მაგრამ კლინიკამ არ დაიტოვა, რადგან მეტადონის პროგრამაში იყო ჩართული და ისინი ვერ უზრუნველყოფდნენ მეტადონით. შვილთან კონფლიქტი მეორედაც მოუხდა 2--- წლის 15 ივლისს, რა დროსაც ხელი მოუქნია და დაარტყა, თუმცა ტკივილი არ განუცდია. ამ დროს შ--–-ას მხრიდან მის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარას ადგილი არ ჰქონია, არ უთქვამს, მოგკლავო. ექსპერტიზის დასკვნით დაუდგინდა დალურჯებები, თუმცა ეს შ--–-ას ქმედებებით არ იყო გამოწვეული, ბაზარში ვაჭრობს, დილიდან დაღამებამდე იქ არის და დაზიანებებიც იქ მიიღო, ფეხის ყუთებზე მირტყმის შედეგად.

 

დაზარალებულის განმარტებით, მან სასამართლოს სრული სიმართლე უთხრა. ამასთან, მის მიერ გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებებს ნაწილობრივ დაეთანხმა და განაცხადა, რომ ფაქტები გაზვიადებულია. ჩვენებები საკუთარი ხელით არ დაუწერია, გამომძიებელი ბეჭდავდა კომპიუტერზე, თვითონ გვერდით ეჯდა, რომ ამობეჭდა, ხელი მოაწერა. რაც შეეხება განცხადებას, სადაც ასახული აქვს, რომ შვილმა თმებით ითრია, დააგდო და წიხლები დაარტყა, თვითონ დაწერა, გამომძიებლის კარნახით.

 

დაზარალებულის 2--- წლის 13 ივლისის გამოკითხვის ოქმით, რომელიც, დაცვის მხარის ინიციატივით, გამოკვლეულ იქნა საქმის არსებითი განხილვისას, საპატრულო პოლიცია გამოიძახა, რადგან შვილი შ--–----------- ფსიქიკურად გაუწონასწორებელი იყო. გადაიყვანეს ფსიქიატიულ საავადმყოფოში, მაგრამ მეტადონის პროგრამაში ყოფნის გამო საავადმყოფომ არ მიიღო. შ--–-----------მ მხოლოდ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მას, არავითარ ფიზიკურ ძალადობას და მუქარას შვილის მხრიდან ადგილი არ ჰქონია.

 

დაზარალებულის 2--- წლის 15 და 19 ივლისის გამოკითხვის ოქმების თანახმად, რომლებიც, ბრალდების მხარის ინიციატივით, ასევე, გამოკვლეულ იქნა საქმის არსებითი განხილვისას, მის შვილს - შ--–-----------ს სისტემატური სმის შედეგად შეერყა ჯანმრთელობა და ფსიქიკა, დაიწყო აზარტული თამაშები. 2--- წლის 13 ივლისს 10 ლარი სთხოვა, რაც უქონლობის გამო ვერ მისცა. ამის გამო, შ--–-ა გაექანა მისკენ და ორივე ხელი დაარტყა თავში, ძლიერად ეტკინა და თვალთ დაუბნელდა. შემდეგ თმებში მოქაჩა, ძირს დააგდო და ორჯერ ძლიერად ჩაარტყა მარჯვენა ბარძაყში. ტკივილისგან გამწარდა და ტირილი დაიწყო. ცემის შედეგად აქვს ჩალურჯებები მარჯვენა ბარძაყზე. შ--–-ა ეუბნებოდა, რომ სარეცხის მანქანას წაიღებდა. მართალაც აიყვანა სახლში ვიღაც მამაკაცი, რომელსაც მოახსნევინა მანქანა და ეზოში ჩაიტანა. საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახა, რათა შვილი შესაბამის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაეყვანა. წაიყვანეს ქ----------- ქუჩაზე მდებარე ფსიქიატიულში, მაგრამ ვინაიდან შ--–-ა მეტადონის პროგრამაში იყო, არ დაიტოვეს, არ ჰქონდათ ეს პრეპარატები. საპატრულოს მანქანითვე წაიყვანეს ს----------–-------–-–----------------- ორგანოში, სადაც გამომძიებელს მისცა ჩვენება, მაგრამ შვილი ძალიან უყვარს, შეეცოდა და რადგან არ უნდოდა მის გამო დასჯილიყო, გამომძიებელს უთხრა, რომ შ--–-ამ მხოლოდ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, არ უთქვამს, რომ სცემა და თმებით ითრია.

 

საქმის არსებითი განხილვისას ბრალდებულის ძმამ - გ---------------მ გამოიყენა კანონით მინიჭებული უფლება და უარი განაცხადა სასამართლოში ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.

 

მოწმე კ----------–--------–---–-ს სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების მიხდვით, 2--- წლის 13 ივლისს, ოჯახური ძალადობის თაობაზე შეტყობინების გამო, მეწყვილე რ-------------–---სთან ერთად, გამოცხადდა ვ---------–-----------------ნში. სახლში დედა-შვილი დახვდათ. დედა ამბობდა, რომ მისი შვილი იყო აგრესიული და მასზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენდა თანხასთან დაკავშირებით. ამის გამო დედა ითხოვდა მის ფ-------------–---–-----–- გადაყვანას. გამოიძახეს სასწრაფო დახმარების ბრიგადა, თავიდან შ--–-----------ს არ სურდა გადაყვანა, თუმცა შემდეგ დათანხმდა და წაიყვანეს ფსიქიატრიულში. კლინიკაში არ დაიტოვეს, რადგან შ--–----------- მეტადონის პროგრამაში იმყოფებოდა, რის მიწოდებასაც კლინიკა ვერ უზრუნველყოფდა. უკან წამოიყვანეს და შეადგინეს შემაკავებელი ორდერი, რომლითაც აუკრძალეს 30 დღე სახლში მისვლა და დედასთან მიახლოება. შემდგომ მიიყვანეს ს------------ ორგანოში. დაზარალებულს არაფერი უთქვამს შ--–-ა ბ-------- მხრიდან ფიზიკურ შეურაცხყოფაზე, არც არაფერი შეუმჩნევიათ.

 

ანალოგიური ჩვენება მისცა სასამართლოს მოწმე რ-------------–---მ, რომელმაც განმარტა, რომ შ--–----------- გამოხატავდა აგრესიას დედის მიმართ. როგორც დედა ამბობდა, სთხოვდა ფულს, თუმცა შვილის მხრიდან ფიზიკურ ძალადობას ქალი არ ადასტურებდა. პირიქით, განაცხადა, რომ არანაირი ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია.

 

2--- წლის 13 ივლისის პატაკით, რომელიც შედგენილია რ-------------–---ს მიერ, კ----------–--------–---–თან ერთად, გამოძახების საფუძველზე, გამოცხადდა ვ---------–-------------------------------------------ში, სადაც დახვდათ დ--–----------, რომელმაც განმარტა, რომ მისმა შვილმა - შ--–-----------მ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა.

 

2--- წლის 13 ივლისის შემაკავებელი ორდერით, შ--–-----------ს აეკრძალა მსხვერპლთან - დ--–----------სთან მიახლოება, კერძოდ, აეკრძალა სამსახურსა და იმ ადგილებთან მისვლა, სადაც ის იმყოფება.

 

ამავე შემაკავებელი ორდერის ოქმით, 2--- წლის 13 ივლისს, თ---–--–-------------–-------------------------------------------ში, შ--–----------- ახორციელებდა ძალადობას დედაზე - დ--–----------ზე, სთხოვდა ფულს და აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. შ--–----------- გადაყვანილ იქნა ქ----------- ქუჩაზე მდებარე ფ-------------–---–-----–-, სადაც ის არ მიიღეს, რადგან იმყოფებოდა მეტადონის პროგრამაში, რის შემდეგაც გადაიყვანეს ს------------ სამსახურში და დაიწყო გამოძიება.

 

მოწმე გ-------–---------ს ჩვენებით დგინდება, რომ 2--- წლის 13 ივლისს, მორიგეობისას, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ს------------ ს-----------–--–- შევიდა შეტყობინება, რომ ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე შ--–-----------მ დედას - დ--–----------ს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. აღნიშნულ ფაქტზე დაიწყო გამოძიება. დაკითხა შ--–----------- და პატრულ-ინსპექტორი რ-------------–---, ასევე, დ--–----------, რომელიც ძლიერ აღელვებული იყო, მაგრამ არ დაუფიქსირებია, რომ შვილის მხრიდან ძალადობას ჰქონდა ადგილი, კატეგორიულად უარყოფდა ამას და ითხოვდა შ--–-ა ბ-------- ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოთავსებას. მას შემდეგ, რაც შეიტყო, რომ შ--–----------- დაკავებული იყო 2--- წლის 15 ივლისს განხორციელებული ოჯახური ძალადობის გამო, კვლავ დაიბარა დ--–---------- და გამოკითხა. გამოკითხვისას დაზარალებულმა დააფიქსირა, რომ შ--–-----------მ მის მიმართ განახორციელა როგორც სიტყვიერი, ისე - ფიზიკური ძალადობა. ამასთან, აჩვენა სისხლნაჟღენთები.

 

დ--–----------ს 2--- წლის 15 ივლისის განცხადებით, მისმა შვილმა - შ--–-----------მ 2--- წლის 13 ივლისს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, სცემა, რის გამოც გამოიძახა საპატრულო პოლიცია. გამოკითხვის დროს შვილი შეეცოდა და განაცხადა, რომ მხოლოდ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რის შემდეგაც მისი შვილის მიმართ გამოცემულ იქნა შემაკავებელი ორდერი.

 

2--- წლის 30 აგვისტოს სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნის თანახმად, რომელიც, მხარეთა შეთანხმებით, გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული მტკიცებულებად და მიენიჭა პრეიუდიციული ძალა, დ--–----------ს სასამართლო სამედიცინო შემოწმებისას მარცხენა მხრის და მარცხენა ბარძაყის მიდამოში აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები, წელის მიდამოში - ნაჭდევი. აღნიშნული დაზიანებანი განვითარებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოშლის გარეშე. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს - 2--- წლის 13 ივლისს.

 

ქმედების სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ ,,გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას... ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში‘‘ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ #1/1/548; 22/01/2015; §4).

 

მოცემულ შემთხვევაში, საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული, ბრალდების მხარის მიერ დანაშაულის ამ ეპიზოდთან მიმართებით წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და ანალიზის საფუძველზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ არ არსებობს მტკიცებულებათა ერთობლიობა, რითაც უტყუარად დადასტურდებოდა შ--–-ა ბ-------- მიერ 2--- წლის 13 ივლისს დ--–----------ს მიმართ ფიზიკური ძალადობის განხორციელების ფაქტი.

 

სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს დაზარალებულ დ--–----------ს 2--- წლის 15 ივლისისა და 19 ივლისის გამოკითხვის ოქმებსა და სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნაზე, რომელთა ურთიერთშეჯერებისას წარმოიშვა ერთმანეთთან შეუსაბამო ფაქტები და გარემოებები.

 

დ--–----------ს გამოკითხვის ოქმების თანახმად, მას შემდეგ, რაც შ--–-----------მ 2--- წლის 13 ივლისს უარი მიიღო 10 ლარის მიცემაზე, გაექანა მისკენ და ორივე ხელი დაარტყა თავში, რაც ძლიერად ეტკინა და თვალთ დაუბნელდა, შემდეგ თმებში მოქაჩა, დააგდო ძირს და ორჯერ ძლიერად ჩაარტყა მარჯვენა ბარძაყში. ტკივილისგან გამწარდა და ტირილი დაიწყო. ამ ცემის შედეგად აქვს ჩალურჯებები მარჯვენა ბარძაყზე. აღნიშნულ ოქმებში გადმოცემული ინფორმაცია შეუსაბამოა სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნასთან, რომლის მიხედვითაც, დ--–----------ს სასამართლო სამედიცინო შემოწმებისას სისხლნაჟღენთები აღენიშნებოდა მარცხენა მხრის და მარცხენა ბარძაყის მიდამოში, ასევე, წელის მიდამოში აღენიშნებოდა ნაჭდევი.

 

სასამართლო ახდენს რა ზემოხსენებული გამოკითხვის ოქმებისა და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის ურთიერთშედარებას, ადგენს, რომ ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული დაზიანებების ლოკალიზაცია მარცხენა მხრისა და მარცხენა ბარძაყის მიდამოში არ შეესაბამება გამოკითხვის ოქმებში მითითებულ დაზიანებებს, პირიქით, სრულიად წინააღმდეგობრივია ერთმანეთთან, რამდენადაც დ--–----------ს გაცხადებული აქვს, რომ შვილმა დაზიანებები მიაყენა საპირისპირო - მარჯვენა მხარეს.

 

ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ არ არსებობს ბრალდებულის მხრიდან დაზარალებულის მიმართ განხორციელებული ძალადობრივი ქმედების შემსწრე არცერთი მოწმე. 2--- წლის 13 ივლისის ეპიზოდთან დაკავშირებით დაკითხული პოლიციის თანამშრომლების მიერ სასამართლოში დაფიქსირდა, რომ მითითებულ დღეს საქმეს მსვლელობა მიეცა შ--–-ა ბ-------- მიერ დედის - დ--–----------ს მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტზე, რამდენადაც გამოძახების ადგილზე გამოცხადებისას მათ დაზარალებულმა განუცხადა, რომ მის მიმართ შვილის მხრიდან ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს ადგილი არ ჰქონია და არც მათ შეუმჩნევიათ დ--–----------სთვის დაზიანებები. ამასვე ადასტურებს 2--- წლის 13 ივლისის გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი - ფორმა #1. ბრალდებულის მიერ აღნიშნულ დღეს განხორციელებული ძალადობის ფაქტზე არაფერია მითითებული 2--- წლის 13 ივლისის შემაკავებელი ორდერის ოქმშიც. სასამართლო, რა თქმა უნდა, აცნობიერებს, რომ ოჯახური დანაშაულები თვითმხილველთა სიმცირით გამოირჩევა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ პირის მიერ დანაშაულის ჩადენა დადგენილად იქნეს მიჩნეული, პირდაპირი მტკიცებულებების არარსებობის პირობებში, როდესაც საქმის არსებითი განხილვისას დაზარალებულიც კი არ ადასტურებს მისთვის შვილის მხრიდან ისეთი დაზიანების მიყენებას, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, შ--–-----------, მტკიცებულებათა არასაკმარისობის გამო, უნდა გამართლდეს 2--- წლის 13 ივლისის ეპიზოდში საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში

 

2--- წლის 15 ივლისის ეპიზოდი:

 

დაზარალებულ დ--–----------ს სასამართლოსთვის მიცემული ჩვენებით, შვილი შ--–----------- არც 2--- წლის 13 ივლისის და არც 15 ივლისის კონფლიქტის დროს მას სიცოცხლის მოსპობით არ დამუქრებია.

 

დ--–----------ს 2--- წლის 15 ივლისისა და 19 ივლისის გამოკითხვის ოქმების მიხდვით, 2--- წლის 15 ივლისს, დილით, დაახლოებით 10 საათზე, შვილი - შ--–----------- სთხოვდა ბინის გაყიდვას და ფულს, რის გამოც, მას შემდეგ, რაც ფიზიკურად იძალადა მასზე, დაადგა თავზე და უთხრა: ,,ხვალ 3 საათამდე თუ არ გაყიდი ბინას, მოგკლავო‘‘. მუქარის შეეშინდა და სახლიდან წამოვიდა.

 

დ--–----------ს 2--- წლის 15 ივლისის განცხადებით, გარდა იმისა, რომ შ--–-----------მ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, თუ მეორე დღეს არ გაყიდდა ბინას და არ მისცემდა 10 000 დოლარს, დაემუქრა მოკვლით.

 

ქმედების სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი. ამავე კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილისა და 33-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს - პროკურორს.

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის მიხედვითაც, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

ამდენად, ზემოაღნიშნული ნორმით დადგენილია, რომ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის აუცილებელია ბრალდებულის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების დამდგენი მტკიცებულებების ერთობლიობის არსებობა. ამასთან, ეს მტკიცებულებები უნდა იყოს უტყუარი, არ უნდა ტოვებდეს ეჭვს კონკრეტული გარემოების თაობაზე, უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი. მათმა ერთობლიობამ უნდა გადალახოს ობიექტური პირის გონივრული ეჭვის ბარიერი, რომ შესაძლოა ბრალად წარდგენილი ქმედება ბრალდებულის მიერ არ იყოს ჩადენილი და უნდა იძლეოდეს კატეგორიული მტკიცების საშუალებას, რომ ბრალად წარდგენილი ქმედება ეჭვს გარეშე ბრალდებულის მიერ არის ჩადენილი.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და ანალიზის საფუძველზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ შ--–-ა ბ-------- მიმართ არ არსებობს მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა მისი მხრიდან 2--- წლის 15 ივლისს დ--–----------ს მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარის განხორციელების ფაქტს.

 

როგორც ზემოთ აღინიშნა, დ--–----------მ სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში უარყო მის მიმართ შ--–-ა ბ-------- მხრიდან მუქარის განხორციელების ფაქტი. ამასთან, მხოლოდ ნაწილობრივ დაეთანხმა გამოძიებისთვის მის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, რაც დაფიქსირებულია 2--- წლის 15 და 19 ივლისის გამოკითხვის ოქმებში. შ--–-ა ბ-------- მიერ დედის მიმართ მუქარის თაობაზე ინფორმაციის მომცემია მხოლოდ ზემოაღნიშნული გამოკითხვის ოქმები და დაზარალებულის განცხადება, თუმცა, იმის გამო, რომ იმავე პირის მიერ გადმოცემულ ინფორმაციას ასახავს, სასამართლო დაზარალებულის განცხადებას ვერ განიხილავს სხვა დამოუკიდებელი მტკიცებულების კონტექსტში და არ არის მტკიცებულებათა ერთობლიობის მომცემი. განცხადებასა და გამოკითხვის ოქმებში გადმოცემულ ინფორმაციას დაზარალებული საქმის არსებითი განხილვისას კატეგორიულად არ დაეთანხმა და განმარტა, რომ განცხადება გამომძიებლის კარნახით დაწერა, ხოლო გამოკითხვის ოქმებში ფაქტები გაზვიადებულია, სხვა მტკიცებულება კი, რომელიც მიუთითებდა უშუალოდ ამ დანაშაულებრივი ფაქტის - მუქარის ჩადენაზე, სასამართლოში არ გამოკვლეულა.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ შ--–-ა ბ-------- მიერ 2--- წლის 15 ივლისს დედის - დ--–----------ს მიმართ მუქარის ეპიზოდთან მიმართებით არ არსებობს გონივრული ეჭვის ბარიერის გადამლახავ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც შ--–-ა ბ-------- საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დამნაშავედ ცნობის საფუძველი გახდებოდა.

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი

 

2--- წლის 15 ივლისის ეპიზოდი:

 

დაზარალებულ დ--–----------ს სასამართლოსთვის მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ 2--- წლის 15 ივლისს შვილმა - შ--–-----------მ ისევ დაუწყო ჩხუბი ფულთან და ბინის გაყიდვასთან დაკავშირებით. ჩხუბის დროს შ--–-ამ მოუქნია ხელი და ფეხი, მაგრამ ტკივილი არ უგრძვნია, არც სხეულზე არსებული სილურჯე აქვს მიღებული მისი დარტყმის შედეგად.

 

დ--–----------ს 2--- წლის 15 ივლისისა და 19 ივლისის გამოკითხვის ოქმებით ირკვევა, რომ 2--- წლის 15 ივლისს, დილით, დაახლოებით 10 საათზე, შვილმა - შ--–-----------მ დაუწყო ჩხუბი და კატეგორიული მოთხოვნა, რომ ბინა გაეყიდა, რა დროსაც ძლიერად დაარტყა ფეხებში წიხლი და მარცხენა მკლავზე ძლიერად მოუჭირა ხელი, ჩაულურჯდა მარცხენა ფეხი და მკლავი და იგრძნო ტკივილი.

 

სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნის თანახმად, რომელიც უდავოდაა მიჩნეული, დ--–----------ს სასამართლო სამედიცინო შემოწმებისას მარცხენა მხრისა და მარცხენა ბარძაყის მიდამოში აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები, ხოლო წელის მიდამოში -ნაჭდევი. აღნიშნული დაზიანებანი განვითარებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოშლის გარეშე.

 

მოწმეებმა - ი------------------------------------–---–მა სასამართლოს ჩვენებები მისცეს 2--- წლის 15 ივლისს დ--–----------ს განცხადების საფუძველზე დაწყებული გამოძიების თაობაზე, რის ფარგლებშიც ჩაატარეს საჭირო ს------------ მოქმედებები.

 

ჩატარებული ს------------ და საპროცესო მოქმედებების ირგვლივ სასამართლოს ჩვენებები მისცეს, ასევე, მოწმეებმა - თ------------------------------------------–--------–-----–-–---–მა, რომლებმაც დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული მოქმედებების შინაარსი და კანონიერება.

 

მოწმე გ-------–---------ს ჩვენების თანახმად, 2--- წლის 13 ივლისს ს----------–-------–-–----------------- ს-----------–--–- დაიწყო გამოძიება ოჯახური კონფლიქტის ფაქტზე, რომლის თანახმად, შ--–-----------მ დედას - დ--–----------ს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. გამოკითხვისას დ--–----------მ, მიუხედავად იმისა, რომ ძლიერ აღელვებული იყო, კატეგორიულად უარყო ფიზიკური შეურაცხყოფა შ--–-ა ბ-------- მხრიდან. მას შემდეგ, რაც შეიტყო, რომ შ--–----------- დაკავებული იყო 2--- წლის 15 ივლისს ოჯახური ძალადობის ფაქტზე, კვლავ დაიბარა დ--–---------- და გამოკითხა, რა დროსაც დაზარალებულმა დააფიქსირა, რომ შ--–-----------მ მის მიმართ განახორციელა როგორც სიტყვიერი, ისე, ფიზიკური ძალადობა და აჩვენა სისხლნაჟღენთები.

 

დ--–----------ს 2--- წლის 15 ივლისის განცხადებით, 2--- წლის 15 ივლისს შ--–-----------მ სცემა და მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა.

 

სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ დ--–----------მ საქმის არსებითი განხილვისას ნაწილობრივ უარყო გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენებები და განაცხადა, რომ შვილთან კონფლიქტისას არ სტკენია არაფერი, თუმცა აღსანიშნავია, რომ დაზარალებულს სრულად არ უარყვია გამოკითხვის ოქმებში გადმოცემული ინფორმაცია.

 

ქმედების სამართლებრივი შეფასება:

 

კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით კრიმინალიზებულია ოჯახური ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

აღნიშნული დანაშაულის სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის (ოჯახის წევრის) ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა. დანაშაული გამოიხატება: ა) ძალადობაში; ბ) სისტემატურ შეურაცხყოფაში, შანტაჟსა და დამცირებაში. ოჯახში ძალადობა (სსკ-ის 1261-ე მუხლი) შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

სასამართლო განხილულ მტკიცებულებებს შეაფასებს იმ კუთხით, თუ რამდენად აკმაყოფილებს ცალ-ცალკე და ერთობლიობაში შ--–-ა ბ-------- მიმართ წარდგენილ ბრალდებასთან მიმართებით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად აუცილებელ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს 2--- წლის 15 ივლისს დ--–----------ს მიმართ ძალადობის განხორციელების ფაქტზე.

 

გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულ შ--–-ა ბ-------- მიერ ჩადენილ იქნა ძალადობა დედის - დ--–----------ს მიმართ.

 

საქმის არსებითი განხილვისას დ--–----------მ განაცხადა, რომ შ--–-----------მ მოუქნია ხელი, მაგრამ არ სტკენია, ამასთან, ხაზი გაუსვა, რომ მისი შვილი ძალიან კეთილია და რომ არა სასმელი, ამას არ გააკეთებდა, რაც გამოწვეულია დაზარალებულის მხრიდან შვილის მიმართ თანაგრძნობით.

 

2--- წლის 15 ივლისის ეპიზოდის შეფასებისას სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ დაზარალებულის მიერ გამოძიების ორგანოებში (როგორც საპატრულო პოლიციაში, ისე - ი----------------–- ს-----------–--–-) გაცხადებული გარემოებები ფაქტების შესახებ ობიექტურად შეესაბამება სხვა მტკიცებულებებს.

 

2--- წლის 15 ივლისისა და 19 ივლისის გამოკითხვის ოქმებში დ--–----------ს გაცხადებული აქვს, რომ 2--- წლის 15 ივლისს, დილით, ფულთან და ბინის გაყიდვასთან დაკავშირებით კონფლიქტის დროს, შ--–-----------მ ძლიერად დაარტყა ფეხებში წიხლი და მარცხენა მკლავზე ძლიერად მოუჭირა ხელი, რის შედეგადაც ჩაულურჯდა მარცხენა ფეხი და მკლავი, ამასთან, იგრძნო ტკივილი და დაიწყო ტირილი.

 

დაზარალებულის მიერ მითითებული დაზიანებების შესაბამისი ლოკაციაა დადგენილი სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნით. კერძოდ, დ--–----------ს სასამართლო სამედიცინო შემოწმებისას დაუდგინდა მარცხენა მხრისა და მარცხენა ბარძაყის მიდამოში სისხლნაჟღენთების არსებობა, რაც განვითარებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოშლის გარეშე.

 

შესაბამისად, დაზარალებულის მიერ გამოძიებისთვის მიწოდებული ინფორმაცია შ--–-ა ბ-------- ქმედებასთან დაკავშირებით აბსოლუტურ თანხვედრაშია სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნასთან, მის მიერ აღწერილი დაზიანებები და სხეულზე არსებული ჩალურჯებები ზუსტად ემთხვევა ექსპერტიზის დასკვნით დადგენილ გარემოებებს.

 

ამასთან, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულ თარიღს, რომ ,,ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს - 2--- წლის 13 ივლისს‘‘.

 

სასამართლო განმარტავს, რომ გამოსაკვლევად ექსპერტს დადგენილება გადაეცა და შესამოწმებელი პირი პირადად წარედგინა 2--- წლის 16 ივლისს. აღნიშნული თარიღი ფარავს როგორც 2--- წლის 13 ივლისის, ისე - 15 ივლისის ფაქტებს, შესაბამისად, სასამართლოს აზრით, დროში ასეთი მცირე (ორდღიანი) სხვაობა, ამ სახის დაზიანებებისთვის, როდესაც სახეზეა ჩალურჯება, რაც შესაძლოა ინდივიდუალურად რჩებოდეს თითოეული ადამიანის სხეულზე, განხილული უნდა იქნეს სწორედ 2--- წლის 15 ივლისის ეპიზოდის ასპექტში, რამდენადაც ზუსტად ემთხვევა დაზარალებულის მიერ გადმოცემული ფაქტების აღწერას.

 

ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებული და დაზარალებული დედა-შვილი არიან, სასამართლოს ფაქტებზე დაყრდნობით უჩნდება რწმენა, რომ არა - რეალური ძალადობა, ძნელად წარმოსადგენია სხვა მიზეზი, რომელიც დედას აიძულებდა შვილის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას. აღნიშნულს ამყარებს გამომძიებელ გ-------–---------ს სასამართლოსთვის მიცემული ჩვენებაც, რა დროსაც მან განაცხადა, რომ, როდესაც ი--------------- წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე შ--–-ა ბ-------- დაკავების თაობაზე შეიტყო, ხელახლა გამოკითხა დ--–----------, რა დროსაც, გარდა იმისა, რომ განუცხადა შ--–-ა ბ-------- მიერ მის მიმართ ფიზიკური ძალადობის განხორციელების თაობაზე, აჩვენა სისხლნაჟღენთები. მართალია, მოწმეს სახელდებით არ დაუსახელებია, თუ როდინდელ დაზიანებაზე მოხდა დაზარალებულის მხრიდან დაზიანებებზე მითითება, თუმცა დ--–----------ს მიერ გამოკითხვის ოქმებში მითითებული დაზიანებები სრულ თანხვედრაშია ზემოხსენებულ ექსპერტიზის დასკვნასთან.

 

გარდა ამისა, დ--–----------ს 2--- წლის 15 ივლისის განცხადებაში, ისევე, როგორც ზემოთ ხსენებულ გამოკითხვის ოქმებში, მითითებული აქვს, რომ ცემის შედეგად განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

 

ამდენად, სასამართლომ ბრალდების მხარის მტკიცებულებები შეაფასა მათი უტყუარობის, რელევანტურობისა და საკმარისობის თავალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადგენილად მიაჩნია შ--–-ა ბ-------- მიმართ 2--- წლის 15 ივლისის ეპიზიდში სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილი ბრალით გათვალისწინებული ფაქტობრივი გარემოებების არსებობა.

 

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. აღნიშნული კონსტიტუციური პრინციპი, ასევე, განმტკიცებულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილით.

 

დაზარალებულის როგორც სასამართლოში, ისე, გამოძიებაში მიცემული ჩვენებების, უდავოდ ცნობილი სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნისა და ამ კონკრეტული დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მატარებელი სხვა წერილობითი მტკიცებულებების ერთობლივად შეფასების შედეგად, ცალსახად დასტურდება, რომ შ--–-----------ს ჰქონდა დ--–----------ს მიმართ ძალადობის განხორციელების განზრახვა, რამდენადაც ის პრაქტიკულად ანგარიშს უსწორებდა დედას იმის გამო, რომ ვერ დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა თანხის გადაცემასთან დაკავშირებით.

 

ამასთან, ცალსახადაა დადგენილი შ--–-ა ბ-------- 2--- წლის 15 ივლისის ქმედების შედეგი, დაზიანებები დაზარალებულის ფეხსა და მკლავზე, ისევე, როგორც უტყუარად დასტურდება ბრალდებულის ძალადობრივი ქმედების შედეგად დ--–----------ს მიერ განცდილი ფიზიკური ტკივილი.

 

სასამართლო, აქვე, ყურადღებას გაამახვილებს მხარეთა შეთანხმებით უდავოდ მიჩნეულ მტკიცებულებაზე - სტაციონარული სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის #0-------- დასკვნაზე, რომლის თანახმადაც, შ--–-----------ს აღენიშნება ემოციურად არამდგრადი პერსონოლოგიური აშლილობა გართულებული ნარკოტიზაციით (კოდი F60.3 დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-10 გადასინჯვის მიხედვით), არამკვეთრად გამოხატული ცვლილებებით ფსიქიკის მხრივ. მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს მას აღენიშნებოდა ემოციურად არამდგრადი პერსონოლოგიური აშლილობა, გართულებული ნარკოტიზაციით, არამკვეთრად გამოხატული ცვლილებებით ფსიქიკის მხრივ, და მას არ შეეძლო სრულად გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შეზღუდული შერაცხადობა). თავისი ფსიქიკური მდგომარეობით შ--–-----------ს შეუძლია ანგარიში გაუწიოს თავს, უხელმძღვანელოს მას, მისცეს ჩვენება და მონაწილეობა მიიღოს ს------------ და სასამართლო მოქმედებებში. მას აქვს გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი. იგი იმგვარი ფსიქიკური ავადმყოფობით, რომელიც ხელს უშლის სასჯელის მოხდას, დაავადებული არ არის. მას აქვს ფსიქიკური ნაკლი, რაც ხელს უშლის მის მიერ საკუთარი დაცვის განხორციელებას. შ--–-ა ბ-------- ფსიქიკურ აშლილობას ახასიათებს ქრონიკული მიმდინარეობა. იგი თავისი ფსიქიკური მდგომარეობით იძულებით მკურნალობას ან არანებაყოფლობით სტაციონარულ ფსიქიატრიულ დახმარებას არ საჭიროებს. შ--–----------- თავისი ფსიქიკური მდგომარეობით შეიძლება წარსდგეს მართლმსაჯულების წინაშე და პასუხი აგოს ბრალად შერაცხული ქმედებისათვის. შესაბამისად, ის, რომ ბრალდებულს შეზღუდული შერაცხადობა აქვს დადგენილი ექსპერტიზის დასკვნით, რა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ბრალის გამომრიცხველ გარემოებას, თუმცა სასამართლო მას გაითვალისწინებს სასჯელის დანიშვნისას.

 

ამდენად, ზემოთ განხილული, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ შ--–-----------მ 2--- წლის 15 ივლისს ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

შ--–-ა ბ-------- პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ დანაშაული ჩადენილი აქვს შეზღუდული შერაცხადობის მდგომარეობაში, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა ის, რომ დანაშაული ჩადენილი აქვს ოჯახის წევრის მიმართ.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასამართლო უთითებს, რომ განაჩენის სამართლიანობა უკავშირდება სწორედაც სასჯელს.

 

სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებულ იქნეს დანაშაულის საფრთხე. სასჯელის სიმკაცრე ქმედების გასაკიცხაობას უნდა უტოლდებოდეს. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება და სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. სასჯელის გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს ინდივიდუალურ გარემოებებს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, ბრალეული პირის პიროვნებას. სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპი სისხლის სამართალში ნიშნავს იმას, რომ სასჯელი უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით.

 

ამასთან, სასამართლო ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მისი განხორციელების სახეს, ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს და ბრალდებულის წარსულ ცხოვრებას.

 

შ--–-ა ბ-------- მიმართ სასჯელის დანიშვნისას სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებებს, რომ შ--–-ა ბ-------- მიერ ჩადენილია განზრახი დანაშაული, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკვილი, რა დროსაც მნიშვნელოვანია ხაზი გაესვას ბრალდებულის ფსიქიკურ მდგომარეობას, რომ მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს მას აღენიშნებოდა ემოციურად არამდგრადი პერსონოლოგიური აშლილობა და არ შეეძლო სრულად გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შეზღუდული შერაცხადობა). სასამართლო მხედველობაში იღებს, ასევე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს, რომლებიც გავლენას ახდენს სასჯელზე.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ შ--–-ა ბ-------- მიმართ სასჯელის სახით გამოყენებულ უნდა იქნეს თავისუფლების აღკვეთა, რაც, სასამართლოს აზრით, იქნება სამართლიანი, შესატყვისი და პროპორციული ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან, რა დროსაც სასჯელის ზომის განსაზღვრისას გათვალისწინებული იქნება მისი ფსიქიკურ მდგომარეობა.

 

ნივთიერი მტკიცებულების ბედის გადაწყვეტა:

 

მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ნივთიერ მტკიცებულებად ცნობილია შ---------------------–---–--------------------------------–------–-----------------------------------–---------------------------–--------------------------------–--- ცენტრიდან ამოღებული, შ--–-ა ბ-------- სამედიცინო დოკუმენტაციის დამოწმებული ასლები, რაც უნდა დაერთოს საქმეს და შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

შ--–----------- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2--- წლის 13 ივლისის ეპიზოდში) და 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში.

 

შ--–----------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2--- წლის 15 ივლისის ეპიზოდში) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) თვის ვადით.

 

შ--–-----------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდა დაეწყოს 2--- წლის 16 ივლისიდან.

 

შ--–-ა ბ-------- მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.

 

ნივთიერი მტკიცებულებები - შ---------------------–---–--------------------------------–------–----------------–---------------------------–--------------------------------–--- ცენტრიდან ამოღებული, შ--–-ა ბ-------- სამედიცინო დოკუმენტაციის დამოწმებული ასლები დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს და შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა ს------------, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე შორენა გუნცაძე