განაჩენი

სისხლის სამართლის 06.02.2019
საქმის ნომერი
330100119002800768
თარიღი
06.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #-------------------------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

6 თებერვალი, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ნინო ელიეშვილი

სხდომის მდივანი სოფიკო უგრეხელიძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ნ-----------------

დაცვის მხარე:

ბრალდებული - დ--------------------------------- დაბადებული 1----–-–------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი #------------ ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული: ქ------–-------–------------------------------------------–- და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ------–-------–-------------------------------------------–-

ადვოკატი - გ---------------.

კვალიფიკაცია:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილი - გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

სხდომის სახე - ღია.

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

1. დადგენილებით პირის ბრალდების შესახებ:

2018 წლის 12 ნოემბერს, დაახლოებით 18:38 საათზე, თ---–--–-----–----------------------------------------------------–- მდებარე თავის ოჯახის საცხოვრებელ სახლში, დ------------------- გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, ოჯახური ძალადობა განახორციელა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მ--------------- მიმართ, კერძოდ, მიაჩნდა რა, რომ თავისი მეუღლე, როგორც ქალი, უნდა ყოფილიყო ქმრის, როგორც მამაკაცის მორჩილი, არ ჰქონდა მეუღლესთან ზარის განხორციელების უფლება, როდესაც ეს უკანასკნელი ძმაკაცების წრეში იმყოფებოდა და ვალდებული იყო მისი გადაწყვეტილების შესაბამისად ემოქმედა, მ--------------- მხრიდან მის მიმართ წინააღმდეგობრივი დამოკიდებულების გამოხატვისას, შეკრული ხელის მტევანი დაარტყა მას ტუჩისა და ცხვირის არეში, რა დროსაც მ--------------- განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2. სასამართლომ დაადგინა:

2018 წლის 12 ნოემბერს, დაახლოებით 18:38 საათზე, თ---–--–-----–----------------------------------------------------–- მდებარე თავის ოჯახის საცხოვრებელ სახლში, დ------------------- ოჯახური ძალადობა განახორციელა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მ--------------- მიმართ, კერძოდ, მას შეკრული ხელის მტევანი დაარტყა ტუჩისა და ცხვირის არეში, რა დროსაც მ--------------- განიცადა ფიზიკური ტკივილი.

3. მტკიცებულებათა ერთობლიობა და სამართლებრივი შეფასება:

სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა სისხლის სამართლის საქმე და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა დ------------------- დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს გენდერული დისკრიმინაციის მოტივით დანაშაულის ჩადენას, რადგან თავად დაზარალებულის განმარტებით დ.----------–ის გაღიზიანება გამოიწვია არა ზოგადად მისი, როგორც ქალის მხრიდან ზარის განხორციელებამ, არამედ იმან, რომ ძმაკაცებთან თამაშის დროს დაურეკა ორჯერ. თავად ბრალდებულმაც აღიარა რა ფიზიკური ძალადობის განხორციელება, თუმცა გამორიცხა რაიმე გენდერული დისკრიმინაციის მოტივით მეუღლისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება, მისი როგორც ქალის, როგორც მეუღლის როლის რაიმე სახით შეურაცხყოფა ან დამცირება.

სასამართლო აღნიშნავს, რომ არსებითი განხილვის სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან მხარეებს ისინი არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

დ------------------- მიერ ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დასტურდება სისხლის სამართლის საქმეში არსებული, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე შემდეგი მტკიცებულებებით: დაზარალებულის მ--------------- გამოკითხვის ოქმით, მოწმეების - ლე--------------–ის, თ-----------------, დ----------------- გამოკითვის ოქმებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით.

ამდენად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის შესაბამისად, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ დ------------------- ჩაიდინა:

ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

4. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზნებს წარმოადგენს სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულებზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ზემოხსენებული მუხლი წარმოადგენს სასჯელის კერძო და ზოგადი პრევენციის ერთობლიობას. კერძო პრევენციის მიზანია მსჯავრდებულის მიერ მომავალში ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება მისი რესოციალიზაციის გზით, ზოგადი პრევენცია კი ემსახურება საზოგადოების გაფრთხილებას, რომ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში მათ მიმართაც მკაცრი სასჯელი იქნება გამოყენებული სახელმწიფოს მხრიდან.

დ------------------- მიმართ სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის როგორც შემამსუბუქებელ, ისე დამამძიმებელ გარემოებებს, ასევე დანაშაულის მოტივსა და მიზანს, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს.

ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ დ------------------- რესოციალიზაციისთვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის, ბრალდებულის პიროვნების გათვალისწინებით, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, სასჯელი უნდა დაენიშნოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის სახით.

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

დ------------------ ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა - 150 (ას ორმოცდაათი) საათის ვადით.

მის მიმართ გამოყენებული აღკვეთი ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის თანახმად, დ------------------- პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით (-----–-–---------------------------–-–--------------–---------–---- დანიშნული სასჯელი, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა - 150 (ას ორმოცდაათი) საათის ვადით, დღეის მდგომარეობით მოხდილია.

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე ნ.ელიეშვილი