გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N3/5647-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
22 იანვარი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე მერი გულუაშვილი
სხდომის მდივანი ნინო მაღალდაძე
მოსარჩელე -ს--------------–---–ი
მოპასუხე - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო
წარმომადგენელი - გუ-–--------–--ა
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაუქმება, ქმედების განხორციელების დავალება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. გაუქმდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 1 აგვისტოს N---------- ადმინისტრაციული აქტი
1.2. დაევალოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მოსარჩელეს გადაურიცხოს 1896 ლარი.
მოსარჩელე სასამართლო სხდომაზე რა გამოცხადდა, მისთვის ცნობილი იყო სასამართლო სხდომის დღე კანონით დადგენილი წესით, რაიმე საპატიო მიზეზი სხდომაზე გამოუცხადებლობის თაობაზე წარმოდგენილი არ არის საქმის მასალებში.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მხარი დაუჭირა წერილობით წარმოდგენილ შესაგებელს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. ს--------------–---–მა 2018 წლის 3 და 1--------–ს განცხადებებით მიმართა სსიპ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს და მოითხოვა სააგენტოს მიერ გამოცხადებულ, 2--- წლის 28 ივნისს დასრულებულ N----------------------------------------–-------------------------------------------------------------------------) აუქციონებზე რეალიზებული ქონების შესაძენად გადახდილი თანხების დაბრუნება საგარანტიო თანხების გამოკლებით ან იმ დოკუმენტების გადაცემა, რომლებიც დაადასტურებდა მის მიერ აღნიშნულ აუქციონებზე შეძენილი ქონების გატანას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-2018 წლის 3 აპრილის განცხადება (ს.ფ.56)
-2018 წლის 1--------–ის განცხადება (ს.ფ.59
3.2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 2018 წლს 01 მაისის წერილით, ს--------------–---–ს ეცნობა, რომ აღნიშნულ აუქციონებზე რეალიზებული ქონება 2--- წლის 01----------ს, შესაბამისი მინდობილობის საფუძველზე მიღებული აქვს მის წარმომადგენელს კ----------------–-–---–ს და გაეგზავნა შესაბამისი დოკუმენტაციაც.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 1------------------ წერილი (ს.ფ.60-61)
3.3. 2018 წლის 5 ივლისს, ს--------------–---–მა კვლავ მიმართა სააგენტოს განცხადებით და მოითხოვა 2--- წლის 01----------ს მიღება-ჩაბარების აქტის გაუქმება და ქონების შესაძენად გადახდილი თანხის-1896 ლარის დაბრუნება ან შეძენილი ქონების გადაცემა იმის გამო, რომ მის მინდობილ პირს კ----------------–-–---–ს აუქციონზე შეძენილი ქონება არათუ არ მიუღია, არამედ არც უნახავს და მიღება-ჩაბარების აქტზე მისი ხელმოწერა გაყალბებულია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-2018 წლის 5 ივლისის განცხადება (ს.ფ. 69)
3.4. სასამართლო დადგენილად მიჩნევს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელის მიერ ელექტრონულ აუქციონზე შეძენილი ქონება მიღებული აქვს მის მინდობილ პირს, კ----------------–-–---–ს, რომელსაც წარდგენილი აქვს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ნოტარიულად დადასტურებული მინდობილობა და შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტიც დადასტურებული აქვს ხელმოწერით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-რწმუნებულება, სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი N---------, რეგისრაციის თარიღი 25.07.2---წ. (ს.ფ. 64-66)
-მიღება-ჩაბარების აქტი 01.08.2---წ., დანართი N1 (ს.ფ. 67-68)
3.5 საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 01----------ს N---------- წერილით ს--------------–---–ს კვლავ ეცნობა, რომ სააგენტოს მიერ გამოცხადებულ, 2--- წლის 28 ივნისს დასრულებულ N876 (ლოტები: N1, N2, N3, N5, N6, N7, N8, N9; განაცხადები: N24120, N24123, N24125, N24115; N24121; N24124; N24117, N24127) აუქციონზე რეალიზებული ქონება, 2--- წლის 25 ივლისს გაცემული მინდობილობის საფუძველზე, 2--- წელს 1----------ს მიღებული აქვს მოსარჩელის წარმომადგენელს კ----------------–-–---–ს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 01----------ს N---------- წერილი (ს.ფ 70)
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
მოპასუხის ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 281-ე მუხლის დანაწესზე, რომლის თანახმად, სასამართლო არ არის უფლებამოსილი, გასცდეს სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს, მაგრამ იგი არ არის შებოჭილი სასარჩელო მოთხოვნის ფორმულირებით. პროცესის დაჩქარების მიზნით, მოსამართლეს შეუძლია დაეხმაროს მხარეს მოთხოვნის ტრანსფორმირებაში. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე ითხოვს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 1----------ს N---------- ადმინისტრაციული აქტის გაუქმებას და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსათვის დავალებას მოსარჩელეს გადაურიცხოს 1896 ლარის ოდენობის თანხა. სასამართლომ აღნიშნულ შემთხვევაში ვერ გამოიყენა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის ზემოაღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ინსტიტუტი, რომელიც გულისხმობს სარჩელის სახის შეუსაბამობის პირობებში სხვა სახის სარჩელად გარდაქმნისაკენ მითითების სასამართლოს პროცესუალური უფლებამოსილება, რამეთუ მოსარჩელე არ გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე, შესაბამისად, სასამართლო მსჯელობს იმ მოთხოვნის ფარგლებში, როგორც მოსარჩელე მხარემ საბოლოოდ განსაზღვრა იგი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მიხედვით კი სწორედ მხარეა უფლებამოსილი თავად განსაზღვროს, თუ რა სახის სარჩელი გამოიყენოს თავისი უფლებების დასაცავად. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, მოსარჩელისათვის ქმედების განხორციელებაზე უარი ეფუძნება შემდეგ გარემოებებს, 2--- წლის 01----------ს მიღება-ჩაბარების აქტის გაუქმება და ქონების შესაძენად გადახდილი თანხის-1896 ლარის დაბრუნება ან შეძენილი ქონების გადაცემა იმის გამო, რომ მის მინდობილ პირს კ----------------–-–---–ს აუქციონზე შეძენილი ქონება არათუ არ მიუღია, არამედ არც უნახავს და მიღება-ჩაბარების აქტზე მისი ხელმოწერა გაყალბებულია.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 01----------ს N---------- წერილით კი ს--------------–---–ს უარი ეთქვა ქმედების განხორციელებაზე, ვინაიდან სააგენტოს მიერ გამოცხადებულ, 2--- წლის 28 ივნისს დასრულებულ N876 (ლოტები: N1, N2, N3, N5, N6, N7, N8, N9; განაცხადები: N24120, N24123, N24125, N24115; N24121; N24124; N24117, N24127) აუქციონზე რეალიზებული ქონება, 2--- წლის 25 ივლისს გაცემული მინდობილობის საფუძველზე, 2--- წელს 1----------ს მიღებული აქვს მოსარჩელის წარმომადგენელს კ----------------–-–---–ს.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მხარე თავის სასარჩელო მოთხოვნის არგუმენტაციას არსებითად ამყარებს იმ გარემოებაზე, რომ წარმოდგენილი დოკუმენტები გაყალბებულია, გაყალბებულია კ----------------–-–---–ის ხელმოწერა და მას აღნიშნული ქონება არ წაუღია.
სასამართლო განმარტავს, რომ შესაძლო კანონსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა, როგორიცაა გაყალბება და ა.შ, რაზეც აპელირებს მოსარჩელე მხარე, არ წარმოადგენს ადმინისტრაციული სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველ და გადასაწყვეტ საკითხს. მოცემული ადმინისტრაციული სამართალწარმოების ფარგლებში შეუძლებელია დადგინდეს ადგილი ჰქონდა თუ არა სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული მართლსაწინააღდეგო ქმედების ჩადენას. სასამართლო დადგენილად მიჩნევს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელის მიერ ელექტრონულ აუქციონზე შეძენილი ქონება მიღებული აქვს მის მინდობილ პირს, კ----------------–-–---–ს, რომელსაც წარდგენილი აქვს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ნოტარიულად დადასტურებული მინდობილობა და შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტიც დადასტურებული აქვს ხელმოწერით.
სასამართლო მოსარჩელეს დამატებით განუმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობაში მხარეთა შორის დამტკიცების ტვირთის განაწილება მხარეთა თანასწორუფლებიანობის პრინციპის კონკრეტული გამოვლინებაა. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით დადგენილი შეჯიბრებითობის პრონციპი გულისხმობს ადმინისტრაციულ პროცესში მონაწილე ყველა სუბიექტის უფლებას მოახდინოს საკუთარი უფლებების დაცვა ყველა შესაძლო საშუალებით. შეჯიბრებითობის არსი მდგომარეობს იმაში, რომ მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წარმოდგენილი მოთხოვნები, მოსაზრებები და მტკიცებულებები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომელზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს, ხოლო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი, წარადგინოს თავისი შესაგებელი და შესაბამისი მტკიცებულებანი. სასამართლომ განმარტა, რომ კანონის აღნიშნული ნორმები ადგენს მხარეთა საპროცესო მავალეობებს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, რაც უზრუნველყოფს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის სრულყოფილ რეალიზაციას, აქვე კანონი ადგენს საგამონაკლისო შემთხვევას, კერძოდ: როდესაც დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მართლზომიერების შემოწმება, მტკიცების ტვირთი გადადის აღნიშნული აქტის გამომცემ ორგანოზე, მოპასუხე სუბიექტზე. მიუხედავად ამისა, მტკიცების ტვირთის ამგვარი განაწილება ადმინისტრაციულ აქტთან დაკავშირებული სარჩელის წარდგენისას არ გულისხმობს, რომ მოსარჩელე საერთოდ თავისუფლდება სარჩელის დასაბუთების ვალდებულებისაგან, ანუ იმ გარემოებების შესაბამისი მტკიცებულებებით დადასტურების მოვალეობისაგან, რითაც მისი მოთხოვნა ფაქტობრივად და იურიდიულად გამართლებული აღმოჩნდა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო თვლის, რომ მოპასუხის მიერ ქმედების განხორციელებაზე უარი შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331-ე მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლო თვლის, რომ არ არსებობს მოპასუხისათვის ქმედების განხორციელების დავალების ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობები, რის გამოც მოსარჩელეებს უარი უნდა ეთქვათ სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე უნდა განთავისუფლდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, რამდენადაც ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ,,მ’’ ქვეპუნქტის თანახმად, საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საზოგადოებრივი ორგანიზაციები, მათი დაწესებულებები, სასწავლო-საწარმოო ორგანიზაციები და გაერთიანებები – ყველა სარჩელზე.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, 24-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. მოსარჩელე განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 14 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში (მდებარე: თბილისი, გრიგოლ რობაქიძის 7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მდებარე: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) სააპელაციო საჩივრის შემოტანის გზით.
მოსამართლე მერი გულუაშვილი