განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
საქმე №1/0-6-1-წ. 06 მარტი, 2019 წელი ქ.ახალციხე
ახალციხის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - მარიკა ჩიტაშვილი
სხდომის მდივანი - ლაშა ზაზაძე
სხდომის სახე - ღია
ბრალდების მხარე - პროკურორი - კ---------–---–---–ი;
დაცვის მხარე - ბრალდებული - გ-------------ე - საქართველოს მოქალაქე, დაბ. 0-.0-.1--- წელს რ------ის რესპუბლიკაში, პ--------------, რეგისტრაციის მისამართი: ქ.ა---––--ე შ-----------------–ის ქ.N9----; ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი: ქ.თ---–--ი, მ----------------- მიკრო რაიონი, გ----------ის ქ.N6-.
ადვოკატი - ი-----–-----------ე, ნ---------------–---–ი;
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
წარდგენილი ბრალდების არსი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, გ-------------ეს ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 11--ე, 11--ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.
დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.
მანვე, ჩაიდინა ცემა რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად,1. 201- წლის 0- ნოემბერს დილის საათებში გ-------------ე მეუღლესთან თ----------–-----ესთან, ძმასთან დ------------ესთან და სხვა პირებთან ერთად სტუმრად იმყოფებოდა ა---––--ის რაიონის სოფ. მ----ში მცხოვრები ძმის გ--–--------ის ოჯახში, სადაც მის თანხმლებ პირებს მოუვიდათ შეკამათება ძმის გ--–--------ის მეუღლესთან თ----–--------ესთან, რა დროსაც ოჯახში მყოფმა ბებიამ ე--------------ემ მისცა მათ შენიშვნა და შეეცადა სიტუაციის განმუხტვას, აღნიშნულით განაწყენებულმა შვილიშვილმა გ-------------ემ ბებიას ე--------------ეს დაარტყა ხელი სახის არეში, რა დროსაც ე--------------ემ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
ე.ი. ჩაიდინა დნაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
2. 201- წლის 0- ნოემბერს დილის საათებში გ-------------ე მეუღლესთან თ----------–-----ესთან, ძმასთან დ------------ესთან და სხვა პირებთან ერთად სტუმრად იმყოფებოდა ა---––--ის რაიონის სოფ. მ----ში მცხოვრები ძმის გ--–--------ის ოჯახში, სადაც მის თანხმლებ პირებს მოუვიდათ შეკამათება ძმის გ--–--------ის მეუღლესთან თ----–--------ესთან, რა დროსაც გ-------------ემ ძმის ცოლს თ----–--------ეს, ერთი ხელით თმებიდან დაქაჩა, ხოლო მეორე ხელის რამოდენიმეჯერ დარტყმით სახისა და თავის არეში დაუწყო ცემა, რა დროსაც თ----–--------ემ მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად და განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.
სასამართლომ დაადგინა:
გ-------------ე გამართლდეს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობაში, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 11--ე, 11--ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.
ამასთან, ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ ცემაში რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
გ-------------ის დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
201- წლის 0- ნოემბერს დილის საათებში გ-------------ე მეუღლესთან თ----------–-----ესთან, ძმასთან დ------------ესთან და სხვა პირებთან ერთად მივიდა ა---––--ის რაიონის სოფ. მ----ში მცხოვრები ძმის გ--–--------ის ოჯახში, სადაც ძმის ცოლს თ----–--------ეს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ერთი ხელით თმებიდან დაქაჩა, ხოლო მეორე ხელის რამოდენიმეჯერ დარტყმით სახისა და თავის არეში დაუწყო ცემა, რა დროსაც თ----–--------ემ მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად და განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
ე.ი. ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.
გ-------------ის მიერ სასამართლოს მიერ დადგენილი დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია შემდეგი მტკიცებულებებით:
დაზარალებულმა თ----–--------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 201- წლის 7 ნოემბერს 10:00 საათზე სოფელ მ----ში მდებარე მის საცხოვრებელ სახლში მივიდნენ გ-------------ე და თავისი მეუღლე თ---- რომლის გვარიც არ იცის, ასევე, დ------------ე და მისი მეუღლე მ------------ე. მისვლისთანავე საძინებელ ოთახში შეეჭრა გ-------------ე, ერთი ხელით ითრევდა თმიდან, ხოლო მეორე ხელით ურტყამდა სახეში და სხეულზე. ასევე ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა გ-------------ის მეუღლე. დ------------ე სიტყვიერ შეურაწყოფას აყენებდა, რომელსაც იგივეთი შეეპასუხა. კონფლიქტის მიზეზი იყო ის გარემოება, რომ მისი ქმრის გ--–--------ის სახელზე ბანკიდან სესხი იყო გატანილი ზემოაღნიშნული პირების მიერ და მის ქმარს აწუხებდნენ, რათა გადაეხადა ეს ვალდებულებები. მათ გადახდის საშუალება არ ჰქონდათ, ამის შესახებ მან მეზობელთან ისაუბრა. ამის გამო 6 ნოემბერს მასთან მივიდნენ დ------------ის და გ-------------ის მეუღლეები და უთხრეს თუ რატომ ჭორაობდა მათზე. მან კი უთხრა, რომ სიმართლე იყო და არ ჭორაობდა. ამის გამო გაღიზიანდნენ და მეორე დღეს აგრესიულად მივიდნენ სოფელ მ----ში არსებულ მისივე საცხოვრებელ სახლში უკვე ქმრებთან ერთად, სადაც გ-------------ემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. ცემის დროს განიცდიდა ფიზიკურ ტკივილს. ასევე ესმოდა თუ როგორ ურტყამდნენ ე--------------ეს. კონფლიქტი რომ განელდა დააფიქსირა, რომ ყურის არედან სისხლი სდიოდა და ამიტომ დარეკა 112-ში. ექიმმა აღმოუჩინა პირველადი დახმარება. სხეულზე აღენიშნებოდა სილურჯეები.
მოწმე გ--–--------ემ უარი განაცხადა ძმის გ-------------ის მიმართ ჩვენების მიცემაზე.
დაზარალებულმა ე--------------ემ უარი განაცხადა შვილიშვილის გ-------------ის მიმართ ჩვენების მიცემაზე.
გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით დადგენილია, რომ 201- წლის 7 ნოემბერს დაიწყო გამოძიება თ----–--------ისა და ე--------------ის მიმართ ოჯახის წევრების მიერ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე. გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა თ----–--------ის შეტყობინება იმის თაობაზე, რომ მაზლებმა და მაზლის ცოლის ძმამ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხოფა მიაყენეს.
ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 201- წლის 0- ნოემბრის N96-/0-/9-2 სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, თ----–--------ის სხეულზე არსებული სისხლნაჟღენთები მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და როგორც თითოეული ცალ-ცალკე ასევე ყველა ერთად აღებული ეკუთვნის სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით აღნიშნული დაზიანებები არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს. დასკვნის თანახმად, თ----–--------ეს აღენიშნებოდა დაზიანებები ნიკაპის ქვემო არეში, მარჯვენა ყურის ნიჟარაზე, ასევე ყურის ნიჟარის უკანა ზედაპირზე, მარცხენა ყვრიმალის არეში, წელის ქვემო შუა არეში, მარჯვენა მხრის შუა მესამედის მედიალურ ზედაპირზე.
ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 201- წლის 0- ნოემბრის N9--/0-/9-2 სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ე--------------ის სხეულზე გარეგნული დათვალიერებით დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება.
201- წლის 0- ნოემბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ შსს ახალციხის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ გამომძიებლის გ-------------–--ს მიერ, ექსპერტის მ---------–------ის და დაზარალებული თ----–--------ის მონაწილეობით, ა---––--ის რაიონის სოფელ მ----ში მდებარე თ----–--------ის საცხოვრებელ სახლში 201- წლის 0- ნოემბრის 1-:50 საათიდან 19:25 საათამდე პერიოდში მოხდა საგამოძიებო მოქმედება შემთხვევის ადგილის დათვალიერება. დათვალიერების დროს აღწერილ იქნა საცხოვრებელი სახლისა და მიმდებარე ტერიტორია და ამოღებული იქნა თ----–--------ის კუთვნილი ვარდისფერი მაისური.
201- წლის 3- იანვრის დადგენილებით დაზარალებულად ცნობის შესახებ თ----–--------ე (პ/ნ 01020014450) ცნობილი იქნა დაზარალებულად საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.
201- წლის 3- ნოემბრის დადგენილებით დაზარალებულად ცნობის შესახებ ე--------------ე (პ----7---------) ცნობილი იქნა დაზარალებულად საქართველოს სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით.
გ-------------ეს 201- წლის 3- იანვარს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და 02 თებერვალს აღკვეთის ღონისძიების სახით შეერჩა გირაო 2000 ლარის ოდენობით გირაოს შეტანის ვადად განესაზღვრა 50 დღე.
ბრალდებულმა გ-------------ემ გამოიყენა დუმილის უფლება.
გამომძიებლებმა თ-----------–---ემ, თ------------–-–---–მა და გ-------------–--მ დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ამსახველი ოქმების სისწორე.
სასამართლომ გამოიკვლია ასევე დაცვის მხარის მტკიცებულებები:
მოწმე მ------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ თ----–--------ესთან, რომელიც არის მისი მაზლის ცოლი, ცუდი ურთიერთობა ჰქონდათ, ცრუ ინფორმაციას ამბობდა და მათთან ბრალდებები ჰქონდა, ეს რომ გაიგო გ-------------ის ცოლთან თ----------–-----ესთან ერთად წავიდნენ დასალაპარაკებლად. 201- წლის 06 ნოემბერს მივიდნენ სოფელ მ----ში მისი ქმრის მშობლების სახლში და ეცადნენ რომ მშვიდად ესაუბრათ თ----–--------ესთან, მაგრამ იგი იყო აგრესიული და უკან გამობრუნდნენ.
მეორე დღეს ისევ მივიდნენ, მას უბრალოდ აინტერესებდა თუ რა ინტერესი ჰქონდა პირადად მასთან. მისვლისთანავე თ----–--------ემ გამოხატა აგრესია. ყვიროდა რაღაცეებს და აღარ ჩათვალეს საჭიროდ, რომ კიდევ რამე ეთქვათ და მას აჰყოლოდნენ. ფიზიკურ შეურაცხყოფას არ ჰქონია ადგილი, სიტყვიერად კი მიმართეს ერთმანეთს უხეშად. მან მიმართა თ----–--------ეს თუ რა აყვირებდა და ნორმალურად დამჯდარიყვნენ და ელაპარაკათ. იგი მაინც აგრძელებდა და ყვიროდა. ამ დროს თ----–ა საძინებელში შევიდა და ისევ გამოვიდა. თ----–--------ისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არავის მიუყენებია და რომ მიეყენებინათ - დაინახავდა. სახლში ყველა ერთად არ შესულან - ჯერ გ------ი შევიდა, მერე შევიდნენ სხვებიც. იქ ასევე იყო ბებია ე------ა რომლისთვისაც ფიზიკური და სიტყვიერი შერაცხყოფა არ მიუყენებიათ.
მოწმე თ----------–-----ის ჩვენებით დადგენილია, რომ 201- წლის 7 ნოემბერს ის და მისი რძალი მ------------ე მივიდნენ სოფელ მ----ში მცხოვრებ მაზლის ცოლთან თ----–--------ესთან. სახლში პირველი შევიდა გ-------------ე, შემდეგ დანარჩენები. მათ შორის მოხდა კონფლიქტი მაგრამ ჩხუბი არ მომხდარა, უბრალოდ ის ავიდა დასალაპარაკებლად თუ რატომ ავრცელებდა თ----–--------ე მის წინააღმდეგ სიცრუეს. მას დაელაპარაკა საძინებელ ოთახში, რადგან იგი არ გადიოდა მისაღებ ოთახში. არც მისი მეუღლე იყო ჩართული კონფლიქტში მხოლოდ ქალებს შორის გაიმართა საუბარი. ფიზიკურ დაპირისპირებას არ ჰქონია ადგილი. მათი შელაპარაკების დროს მისი მეუღლე გ-------------ეც ჩაერთო დაწყნარების მიზნით. ე--------------ისთვის ხელი არავის არ დაურტყავს და რომ დაერტყათ დაინახავდა.
მოწმე დ------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 201- წლის 7 ნოემბერს წავიდნენ ა---––--იდან მის მეუღლესთან მ------------ესთან, გ-------------ესთან და გ------ის მეუღლესთან თ----------–-----ესთან ერთად სოფელ მ----ში მათივე ძმის გ--–--------ის საცხოვრებელ სახლში, ალბათ იქნებოდა შუადღე. როდესაც მ----ში ავიდნენ თ----–--------ე იყო სახლში. ეზოში არ დახვედრია. პირველები შევიდნენ სახლში გ------ი ივ----ე და მისი მეუღლე. როდესაც სახლში შევიდნენ მოინახულა ბებია ე--------------ე, შემდეგ ბაბუა მოინახულა. ზუსტად არ იცის სად იჯდა თ----–--------ე. როდესაც ქალებმა ხმამაღალი ლაპარაკი დაიწყეს იგი წავიდა პაპის სანახავად და ეს ხმა ესმოდა მეორე ოთახიდან. ფიზიკურ დაპირისპირებას არ შესწრებია.
სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ძირითადი პრინციპებით და ნორმებით.
სასამართლო განმარტავს, რომ წარდგენილ ბრალდებაში პირის მსჯავრდებისათვის, უნდა არსებობდეს ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება ფაქტის არსებობა. შემდეგ ეს მტკიცებულებები უნდა შეფასდეს უტყუარობის თვალსაზრისით, - რამდენად დადასტურებულია ბრალდებულის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ ხდება ქმედების სამართლებრივი შეფასება, ანუ რამდენად სწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით დანაშაულს წარმოადგენს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 11--ე, 11--ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
კონკრეტულ შემთხვევაში გ-------------ეს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხის გადაწყვეტისას აუცილებელი იყო ბრალდების მხარეს სასამართლოში წარმოედგინა ურთიერთშეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც პირველ რიგში დაადასტურებდა ფაქტს, რომ გ-------------ემ მისი ოჯახის წევრის, კონკრეტულ შემთხვევაში ბებიის ე--------------ის მიმართ ჩაიდინა ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 11--ე, 11--ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. თავად დაზარალებულმა უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე, შესაბამისად, ერთადერთი მთავარი მტკიცებულება, რომლითაც უნდა დადგენილიყო შესაძლო დანაშაულის შემადგენლობა, სახეზე არ არის. ამასთან, განსახილველი კატეგორიის დანაშაულისათვის საკმარისი არ არის დადგინდეს მხოლოდ ფაქტის - ფიზიკური შეურაცხყოფის არსებობა, სავალდებულოა იყოს დადგენილი, რომ დაზარალებულმა ასეთი მოქმედების შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან, ბრალდებულს ბრალი ედებოდა ბებიის მიმართ ფიზიკურ ძალადობაში, სავალდებულოა სახეზე იყოს მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც დაადგენდა, რომ დაზარალებულმა უშუალოდ ფიზიკური შეურაცხყოფის შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი, ე--------------ის მიმართ ჩატარებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ მას სხეულზე დაზიანების ნიშნები არ აღენიშნება, ხოლო თავად დაზარალებულმა შესაძლო დანაშაულის ჩადენაში არ ამხილა შვილიშვილი - გ-------------ე. შესაბამისად, მტკიცებულებები, რომლითაც სავარაუდოდ დადგინდებოდა შესაძლო დანაშაულის შემადგენლობა, გ-------------ის მიმართ წარდგენილი ბრალდების ამ ნაწილთან მიმართებაში არაინფორმაციული ხასიათისაა.
ამდენად, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლოს მიერ გამოკვლეული მტკიცებულებები არ იძლევა სრულყოფილ და ობიექტურ ინფორმაციას გ-------------ის მიმართ წარდგენილი ბრალდების შესახებ, არსებული ეჭვი, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა ბრალად წარდგენილი დანაშაული, არ დასტურდება პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებათა ერთობლიობით. ხოლო ეჭვი რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
სასამართლომ შეაფასა რა ყველა მტკიცებულება ერთობლიობაში მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ წარმოადგენს ურთიერთ შეთანხმებულ, აშკარა, დამაჯერებელ და უტყუარ მტკიცებულებებს, გ-------------ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შესაძლო ჩადენისათვის წარდეგნილი ბრალდების დასადასტურებლად. ამდენად, არ დასტურდება ბრალდებულის მიერ ზემოაღნიშნული დანაშაულის ჩადენა, შესაბამისად იგი წარდგენილი ბრალდების ნაწილში უნდა გამართლდეს.
რაც შეეხება ბრალდებულის მიმართ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტს სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოს დასკვნა გ-------------ეს მიერ ბრალად წარდგენილი ზემოაღნიშნული დანაშაულის ჩადენის თაობაზე, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც იძლევა ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულებრივ ქმედებას წარმოადგენს ცემა რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
საქმის განხილვით დადგენილია, რომ 201- წლის 0- ნოემბერს დილის საათებში გ-------------ე მეუღლესთან თ----------–-----ესთან, ძმასთან დ------------ესთან და სხვა პირებთან ერთად მივიდა ა---––--ის რაიონის სოფელ მ----ში მცხოვრები ძმის გ--–--------ის ოჯახში, სადაც გ-------------ემ ძმის ცოლს თ----–--------ეს, ერთი ხელით დაქაჩა თმიდან, ხოლო მეორე ხელის რამოდენიმეჯერ დარტყმით სახისა და თავის არეში დაუწყო ცემა, რა დროსაც თ----–--------ემ მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად და განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
სასამართლოს დასკვნა ემყარება ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი დაზარალებულის თ----–--------ის ჩვენებას და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას მისი სხეულის დაზიანების შესახებ, რომლებიც ერთმანეთთან თანხვედრაშია და მათ შორის რაიმე პრინციპული წინააღმდეგობა არ არსებობს. ამასთან, თ----–--------ის მიერ სასამართლოსათვის მიცემული ინფორმაცია თანმიმდევრულია და თანხვედრაშია ექსპერტიზის მიერ ასახულ დაზიანებებთან მიმართებაში. დაზარალებულის თ----–--------ის ჩვენებით ფაქტიურად დგინდება ძალადობის ფაქტი, მან თანმიმდევრულად აღწერა თუ როგორ მიაყენა გ-------------ემ ფიზიკური შეურაცხყოფა. რაც შეეხება თ----------–-----ის მიერ მისთვის შეურაცხყოფის შესაძლო მიყენების ფაქტზე სასამართლო ვერ იმსჯელებს ამ საკითხთან დაკავშირებით, ვიანიდან, ვერ გასცდება წარმოდგენილი ბრალდების ფარგლებს.
ძალადობის - როგორც დანაშაულის ფაქტის დასადგენად საჭიროა პირველ რიგში უტყუარი და ურთიერთშეთანხმებული მტკიცებულებებით დადგინდეს ძალადობის არსებობის ფაქტი, რომელმაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარემ წარმოადგინა ყველა ის მტკიცებულება, რომლის მოპოვებაც დანაშაულის ფაქტთან დაკავშირებით ობიექტურად შესაძლებელი იყო. რაც შეეხება დაცვის მხარის მოწმეთა მიერ სასამართლოსათვის მიცემულ ინფორმაციას, ისინი წარმოდგენილია იმგვარად, რომ არ გამორიცხავენ გ-------------ის მიერ თ----–--------ისათვის ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტს, კერძოდ, მოწმეები განმარტავენ, რომ სოფელ მ----ში მისვლისას სახლში, სადაც იმყოფებოდა თ----–--------ე პირველი შევიდა გ-------------ე, შემდეგ სხვები. ამასთან, თ----–--------ე არ გამოდიოდა თავისი საძინებელი ოთახიდან და მასთან სასაუბროდ გ-------------ეს მოუწია ოთახში შესვლა, სადაც ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტს ვერ დაინახავდნენ სახლში მყოფი სხვა პირები. დ------------ემ განმარტა, რომ როდესაც ქალებმა დაიწყეს ხმამაღალი საუბარი იგი შევიდა სხვა ოთახში ბაბუის მოსანახულებლად და გვერდითა ოთახიდან ესმოდა ხმაური. ამდენად, მითითებული მოწმეები წარმოდგენილი იქნენ დაცვის მხარის მიერ გ-------------ისათვის პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მიზნით, თუმცა მათი ჩვენებები ვერ გამოდგება მისი უდანაშაულობის სამტკიცებლად, რადგან არ არის დამაჯერებელი, მიკერძოებულია და ვერ აბათილებს თ----–--------ის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას რაც ამავე დროს გამყარებულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ობიექტური ანალიზი იძლევა დასკვნის საშუალებას, რომ გ-------------ის მხრიდან ადგილი ჰქონდა თ----–--------ის ცემის ფაქტს, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები მთლიანობაში წარმოადგენენ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ გ-------------ის ბრალეულობას საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარმოებები:
გ-------------ეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
სასჯელის დასაბუთება:
სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, ამასთან, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ გ-------------ეს უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - ჯარიმა, აღნიშნული გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე, 293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ-------------ე (პ--------------) ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
2. გ-------------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით.
3. გ-------------ის (პ--------------) მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გირაო რომელიც არ არის უზრუნველყოფილი გაუქმდეს.
4. ჯარიმის გადახდაზე კონტროლი განახორციელოს სააღსრულებო ბიურომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
5. სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები - იასამნისფერი მაისური დაუბრუნდეს დაზარალებულს თ----–--------ეს.
6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე;
7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ახალციხის რაიონული სასამართლოს (მის: ქ.ახალციხე, მებაღიშვილის ქ.N62) მეშვეობით.
მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილი