გადაწყვეტილება

სამოქალაქო 12.06.2018
საქმის ნომერი
020210017001940395
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
12.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე# 020210017001940395 (2/847-17)

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

12.06.2018 წ. ქ. ზუგდიდი

შესავალი ნაწილი

ზუგდიდის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ირაკლი აბშილავა

სხდომის მდივანი ნინო დიხამინჯია

მოსარჩელე სს ,,სა---------–--------ი"

წარმომადგენელი სა-–-------------ა

მოპასუხე ნი---------ა,მოპასუხე ზ------------ა,დავის საგანი:თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ნი---------ას სს ,,სა---------–--------ის" სასარგებლოდ დაეკისროს 15560,80 აშშ დოლარი (მ/შ სესხის ძირი 3636,23 აშშ დოლარი, სარგებელი 2140,21 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო 9784,36 აშშ დოლარი).

 

1.2. დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცეს ზ------------ას საკუტრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება მდებარე ქ---------------–----–--–-------ას ქ.51, ს/კ 4-.3--60.0--.

 

იმ შემთხვევაში თუ ამონაგები ანხა არ იქნება საკმარისი დავალიანების დასაფარავად თანხის ამოღება განხორციელდეს მოპასუხის სხვა ქონებიდან.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

ნი---------ა ნაწილობრივ აღიარებს დავალიანებას. განმარტავს, რომ ბანკმა თვითონ შეუშალა ხელი თანხის გადახდას. ხელოვნურად შეუქმნა დაბრკოლებები სხვა სესხის გამო, სადაც მოპასუხე თავდებ პირს წარმოადგენდა.

 

ზ------------ა არ ეთანხმება მოთხხოვნას. იგივე პოზიცია აქვს რაც მსესხებელს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.11.04.2012 წ სს ,,სა---------–--------სა" და ნი---------ას შორის დაიდო საბსნკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანახმად მსესხებელზე გაიცა სესხი 5002 აშშ დოლარის ოდენობით 30 თვის ვადით, წლიური საპროცენტო განაკვეთი 20,2 %-ის დარიცხვით.

 

სესხის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო პერიოდულად მხარეთა შორის წინასწარ შეთანხმებული გრაფიკით.

 

ხელშეკრულება ითვალისწინებს გადახდის ვადის გადაცილებაზე პირგასამტეხლოს დარიცხვას ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ვადაგადაცილებული თანხის 0,5 %-ის ოდენობით.

 

3.2. 11.042012 წ სესხის უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკის ხელშეკრულება დაიდო ზ------------ასთან. იპოთეკით დაიტვირთა უძრავი ქონება მდებარე ქ---------------–----–--–-------ას ქ.51, ს/კ 4-.3--60.0--.

 

იპოთეკის ხელშეკრულების 11.3 პუნქტი ითვალისწინებს დათქმას, რომლის თანახმად იმ შემთხვევაში თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა სრულად არ ფარავს იპოთეკარის მოთხოვნას, იპოთეკარი უფლებამოსილია აღსრულება მიაქციოს მსესხებლის სხვა ქონებაზე, მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების მიზნით.

 

3.3. 21.05.2--- წ მდგომარეობით ნი---------ას დავალიანება სს ,,სა---------–--------ის" მიმართ შეადგენს 15560,80 აშშ დოლარს (მ/შ სესხის ძირი 3636,23 აშშ დოლარი, სარგებელი 2140,21 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო 9784,36 აშშ დოლარი).

 

3.3. სს ,,სა---------–--------მა ნაკისრი ვალდებულებები შეასრულა.

 

კრედიტით სარგებლობისას ნი---------ამ არაერთხელ დაარღვია ხელშეკრულების პირობები, ხოლო შემდეგ საერთოდ შეწყვიტა გადახდა.

 

მოპასუხეებს გაეგზავნათ გაფრთხილების წერილები, თუმცა უშედეგოდ. დავალიანების დაფარვა არ განხორციელებულა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-სარჩელი

-შესაგებელი

-მხარეთა განმარტებები, სხდომის ოქმი

-სესხის ხელსეკრულება

-იპოთეკის ხელშეკრულება, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან

-ინფორმაცია სს სა---------–--------ის წინაშე არსებული ფინანსური ვალდებულებების შესახებ

-ნაერთი ამონაწერი პირადი ანგარიშიდან

-სესხის დაფარვები

- გაფრთხილების წერილები

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს სესხის ძირითადი თანხისა და სარგებლის ნაწილში. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია და უნდა შემცირდეს სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის გათვალისწინებით.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

სასამართლომ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე, 103-ე, 131-ე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე, 301-ე, 316-ე, 317-ე, 361-ე, 401-ე, 403-ე, 411-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე , 623-ე, 867, 868-ე, 873-ე, მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს სამოქალქო კოდექსის 316-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მოვალისაგან შესრულების მოთხოვნის უფლება კრედიტორს გააჩნია ვალდებულების ძალით, ხოლო 317-ე მუხლის 1-ლი ნაწილით კი, ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთი საფუძველი არის ხელშეკრულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა წარმოშობილია საბანკო კრედიტის და იპოთეკის ხელშეკრულებათა საფუძველზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია, გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პროცენტი, თუ კრედიტორს, სხვა საფუძვლიდან გამომდინარე, უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

 

ბანკსა და მსესხებელს შორის პროცენტის განაკვეთი შეთანხმებულია. მის გაანგარიშებასთან დაკავშირებით დასაბუთებული პრეტენზიები მოპასუხეებს არ წარმოუდგენიათ.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე-103-ე მუხლის დანაწესებით მხარეები ინაწილებენ მტკიცების ტვირთს და თვითონ წარუდგენენ მტკიცებულებებს სასამართლოს. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლით, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.

 

განსახილველ შემთხვევაში, მსესხებელთა მიმართ არსებობს ეს პირობები.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 401-ე მუხლის თანახმად, ვადა გადაცილებულად არ ჩაითვლება, თუკი ვალდებულება არ შესრულდა ისეთ გარემოებათა გამო, რაც მოვალის ბრალით არ არის გამოწვეული.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ კრედიტის დაფარვის ვადის გადაცილება გამოწვეულია მოპასუხეთა და არა მოსარჩელის ბრალით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417–ე და 418–ე მუხლების დანაწესებით, მოპასუხეებს აქვთ ასევე დარიცხული პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება. თუმცა 420-ე მუხლის მიხედვით სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

პირგასამტეხლოსთან დაკავშირებით სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. მოცემულ ვითარებაში, მოპასუხე მხარე სადავოდ ხდის პირგასამტეხლოს, რომლის შეუსაბამოდ მიჩნევისათვის აუცილებელია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გარკვეული გარემოებების ერთობლიობაში შეფასება. კერძოდ, როდის დაიდო ხელშეკრულება, რამდენია ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა, რა პერიოდია გასული ხელშეკრულების დადებისა და მისი მოპასუხის მიერ დარღვევის შემდეგ, სცილდება თუ არა პირგასამტეხლო ძირითადი თანხის ოდენობას, რომელი პერიოდის მდგომარეობითაა მოთხოვნილი პირგასამტეხლო, მხედველობაშია მისაღები დავის საგნის მთლიანი მოცულობა და ა.შ.

 

პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. იგი ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას.

 

განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულებით შეთანხმებული პირგასამტეხლოს განაკვეთი - 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობას, რადგან თვეში იგი შეადგენს 15%-ს, ხოლო წელიწადში 180%-ს, რაც ყოველმხრივ ეწინააღმდეგება საბანკო კრედიტის ხელშეკრულებისათვის გათვალისწინებულ გონივრულობის სტანდარტებს.

 

სასამართლო საქმის მასალების შესწავლით მივიდა დასკვნამდე, რომ განსახილველი შემთხვევისათვის სესხის გადაუხდელ თანხაზე დარიცხული პირგასამტეხლო 9784,36 ლარი უნდა შემცირდეს 10-ჯერ და მსესხებლის მიერ გადასახდელი პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა განისაზღვროს 978,4- ლარით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა). შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა კრედიტის დაფარვის მიზნით იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

იმავე კოდექსის 301-ე მუხლის 1-ლი და 11-ლი მუხლებით თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

 

განსახილველ შემთხვევაში, როგორც ამ გადაწყვეტილების აღწერილობითი ნაწილიდანაც ჩანს იპოთეკის ხელშეკრულება, ასევე საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების ხელშეკრულება ითვალისწინებს დათქმას, რომ თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციით ამონაგები თანხა არ იქნება საკმარისი იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის სრულად დასაფარად უძრუნველყოფილი მოთხოვნის ოდენობა არ ჩაითვლება სრულად დაკმაყოფილებულად, იგი დაკმაყოფილებულად ითვლება მხოლოდ იპოთეკის საგნის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხის შესაბამისი ოდენობით და სააღსრულებო წარმოება მიექცევა მოპასუხეების კუთვნილ სხვა ქონებაზე.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

სარჩელზე გადახდილია სახ. ბაჟი 750 ლარის ოდენობით (საგადახდო დავალება # 1, 22.05.2--- წ, სს ,,სა---------–--------ი", მიმღები სახელმწიფო ხაზინა, სახაზინო კოდი 3--------- ბანკის კოდი T-------- გადამხდელი სს სა---------–--------ის სათაო ოფისი, ს/ნ 2-------9), სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების პირობებში მოსარჩელეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 650 ლარის გადახდა, დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად. სახელმწიფო ბაჟის სხვა თანხა უნდა დარჩეს სახ. ბიუჯეტის შესაბამის ანგარიშზე.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქმეზე სარჩელის უძრუნველყოფის ღონისძიება არ არის გამოყენებული.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 24--ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 259-ე, 364-ე და 369-ე მუხლებით

 

გადაწყვიტა

 

1.სარჩელი დაკმაყოფილდეს:

1.1. ნი---------ას სს ,,სა---------–--------ის" სასარგებლოდ დაეკისროს სესხის ძირი 3636,23 აშშ დოლარი, სარგებელი 2140,21 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო 978,4 აშშ დოლარი.

 

1.2. დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცეს ზ------------ას საკუტრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება მდებარე ქ---------------–----–--–-------ას ქ.51, ს/კ 4-.3--60.0--.

 

იმ შემთხვევაში თუ ამონაგები თანხა არ იქნება საკმარისი დავალიანების დასაფარავად თანხის ამოღება განხორციელდეს მოპასუხის სხვა ქონებიდან.

 

2. ნი---------ას და ზ------------ას სს ,,სა---------–--------ის სასარგებლოდ დაეკისროთ 650,16 ლარის გადახდა.

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ირაკლი აბშილავა