განაჩენი

სისხლის სამართლის 11.03.2019
საქმის ნომერი
330100118002583026
თარიღი
11.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №--------------------------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

11 მარტი 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

მოსამართლე ნინო ნ------ამ

თამარ შ--------ის მდივნობით,ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - მ-------------–-–---–ი

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - ზ----- ა------ის ძე ც---–---ე - დაბადებული 1----–-–-----------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ჭ------------------–--------------------------ში, ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–--------------–---------ა;

 

ადვოკატი - ც-------------------ე

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილი

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

2--- წლის 27 ივნისს, დაახლოებით 23:15 საათზე, ქ. თბილისში, წ---–-----------------------------ში ზ----- ც---–---ე მოკვლით დაემუქრა ი---- ნ-----–--–---–ს და მის შვილს თ-------- წ--------–ს, რაც ბრალდებულის მხრიდან გამოვლენილი იმწუთიერი აგრესიიდან და წარსული ქმედებებიდან გამომდინარე, დაზარალებულებმა აღიქვეს რეალურად და გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში

 

დაზარალებულ ი---- ნ-----–--–---–ის ჩვენებით, ზ----- ც---–---ე გაიცნო 2--- წელს და მასთან ჩამოუყალიბდა მეგობრული ურთიერთობა. დაზარალებულის განმარტებით, 2--- წლის ივლისის თვიდან, ზ-–---–---ემ რამდენჯერმე დაამყარა მასთან სქესობრივი კონტაქტი ძალის გამოყენებით, ბრალდებული მუდმივად აშანტაჟებდა და ემუქრებოდა, რომ ურთიერთობის გაწყვეტის შემთხვევაში, ყველაფერს უამბობდა მის შვილს, ნათესავებსა და თანამშრომლებს. მიუხედავად იმისა, რომ შანტაჟსა და პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოსურათების სოციალურ ქსელში გამოქვეყნების მუქარას ზ----- ც---–---ის მხრიდან სისტემატური სახე ჰქონდა, დაზარალებულს არ სურდა ვინმეს გაეგო მისი ამბავი, ამიტომ პოლიციას არ მიმართავდა. მას შემდეგ, რაც ზ-–---–---ის ქმედებამ შეიძინა განსაკუთრებულად აგრესიული ხასიათი, არაერთხელ მიმართა საპატრულო პოლიციას, თუმცა სამართალდამცავთა მხრიდან ჯეროვანი რეაგირება არ მოჰყოლია. დაზარალებულის ჩვენებით, ზ-–---–---ის ძალადობრივი ქმედებების გამო იძულებული გახდა ვარკეთილში მდებარე კუთვნილი ბინა გაეყიდა და დიდუბეში გადასულიყო საცხოვრებლად, თუმცა ბრალდებულმა შეიტყო მისი ახალი მისამართიც, მიაკითხა და კვლავ გაგრძელდა მუქარა, შანტაჟი და სექსუალური კავშირის იძულების ფაქტები ზ--–---–---ის მხრიდან.

 

2--- წლის 27 ივნისს, დაახლოებით 22:00 საათის შემდეგ, ი---- ნ-----–--–---–ს სახლში შეუვარდა ზ-–---–---ე, მთელი ძალით დააგდო ლოგინზე, რა დროსაც თავი მიარტყა კედელს და ტკივილი განიცადა. მას ზევიდან დაახტა ბრალდებული და მოითხოვდა, რომ ჩუმად ყოფილიყო, წინააღმდეგ შემთხვევაში დახრჩობით და ფანჯრიდან გადაგდებით დაემუქრა და დაიწყო მასზე სექსუალური ძალადობა. დაზარალებულის ჩვენებით, ამ პერიოდში მისი ტელეფონი გაუჩერებლად რეკავდა, როგორღაც მოახერხა პასუხის გაცემა და შვილს შეატყობინა, რომ ზ-–---–---ე მასზე ძალადობდა. დაზარალებულის განმარტებით, მაქსიმალურად ცდილობდა წინააღმდეგობის გაწევას, ფრჩხილებით სახე ჩამოკაწრა ბრალდებულს, რომელსაც ცხვირიდან სისხლი წამოუვიდა. მოულოდნელად კარზე გაისმა ბრახუნის ხმა და ზ-–---–---ის მცდელობის მიუხედავად დაეჭირა დაზარალებული, ამ უკანასკნელმა მაინც შეძლო კარის გაღება და ბინაში შევიდა მისი შვილი თ-------- წ--------–ი. მის დანახვაზე ზ-–---–---ე კიდევ უფრო აგრესიული გახდა და ორივე დედა-შვილს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რასაც მოყვა ზ-----სა და თ--------ს შორის დაპირისპირება, თ--------მ ბრალდებულს ყელზე ხელი შემოხვია და ცდილობდა მის შეკავებას, რა დროსაც ზ-–---–---ის სისხლით დაესვარა ტანსაცმელი. ხმაურზე ბინის ღია კარში შემოიხედა ორმა უცნობმა ახალგაზრდა მამაკაცმა, თ--------მ მათზე გადაიტანა ყურადღება, ზ-----მა კი აღნიშნულით ისარგებლა და გაიქცა. შემთხვევის ადგილზე მალევე მივიდა საპატრულო პოლიცია და გამომძიებლები. დაზარალებულის განმარტებით, ზ-–---–---ის მუქარის შეეშინდა და რეალურად აღიქვა, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა, აღნიშნულის საფუძველს კი აძლევდა როგორც აგრესიული და არაადეკვატური ბრალდებულის სახის გამომეტყველება და თვალები, ისე მისი წარსული ქმედებები (სისტემატური ძალადობა, შანტაჟი, მის მიერ შესრულებული ყველა მუქარა, სახლსა და სამსახურში მივარდნები). დაზარალებულის განმარტებით, პოლიციის განყოფილებაშიც კი აგრძელებდა ზ-–---–---ე ყვირილს და გამოხატავდა აგრესიას, თუმცა თავად მოშორებით იყო და სიტყვების გარჩევა ვერ შეძლო. დაზარალებულმა ითხოვა ბრალდებულის მკაცრად დასჯა.

 

დაზარალებულ თ-------- წ--------–ის ჩვენებით, არის ი---- ნ-----–--–---–ის შვილი. იცნობს ბრალდებულ ზ----- ც---–---ესაც, რომელიც სისტემატურად აწუხებდა ი----ს, გამოხატავდა აგრესიას, უვარდებოდა სახლში და ამყარებდა არასასურველ კომუნიკაციას. აღნიშნული ფაქტების გამო, არაერთხელ გამოიძახეს პოლიცია, თუმცა ბრალდებული არ დაუკავებიათ. 2--- წლის ივნისის თვეში საცხოვრებელი ადგილიც კი შეიცვალეს, ქ. თბილისში, წ---–-----ოს ქუჩაზე გადავიდნენ საცხოვრებლად, თუმცა იქაც მიაგნო მათ ბრალდებულმა, ერთხელ კოსპურთან შეამჩნია ზ-–---–---ე, რომელიც მის დანახვაზე გაიქცა. მოწმის განმარტებით, ზ-–---–---ე მის ოჯახს ავიწროებდა, რაც ცუდად მოქმედებდა როგორც დედამისზე, ისე პირადად მასზე.

 

2--- წლის 27 ივნისს, დაახლოებით 22:30 საათზე, საცხოვრებელ კორპუსთან დაბრუნებულმა დედას დაურეკა, რომ ლიფტის ფულის ჩატანა ეთხოვა, თუმცა ი---- ნ-----–--–---–ი ტელეფონს არ პასუხობდა, რამაც დააეჭვა. რამდენიმე წუთში კვლავ დაურეკა დედას, მან კი აღელვებული ხმით უთხრა, რომ ზ----- ც---–---ე სახლში შეუვარდა და მასზე ძალადობდა. დაზარალებულის განმარტებით, სასწრაფოდ დარეკა პოლიციაში და ფეხით აირბინა კიბეები. სახელურის პირველ ჩამოწევაზე კარი არ გაიღო, მეორედ როდესაც მოქაჩა, დედამისმა გაუღო კარი და დაინახა ზ-–---–---ე, რომელიც ი----ს კისერში ხელს უჭერდა. მოწმის განმარტებით, ი---- სისხლიანი იყო, რამაც აფიქრებინა, რომ ზ-–---–---ემ მას დაზიანება მიაყენა. მიუახლოვდა ბრალდებულს და მისი თავის იღლიაში მოქცევით, მოაშორა ი----ს. მოწმის განმარტებით, ზ--–---–---ე ყვიროდა და იმუქრებოდა, რომ არცერთს არ აცოცხლებდა. ამ დროს ბინაში ორმა ბიჭმა შემოიხედა, რითაც ბრალდებულმა ისარგებლა და გაიქცა. თ-------- გაეკიდა მას, მაგრამ ვერ დაეწია. დაზარალებულის განმარტებით, ბრალდებულის მხრიდან განხორციელებული სიცოცხლის მოსპობის მუქარა რეალურად აღიქვა და შეეშინდა, რადგან აგრესიას და დედამისის შევიწროებას, მათ შორის მოკვლის მუქარას, ზ-–---–---ის მხრიდან არაერთხელ ჰქონია ადგილი. დაზარალებულის ჩვენებით, მან მხოლოდ ხელი გააშვებინა ზ-–---–---ეს იმ დროს, როდესაც ი----ს ყელში უჭერდა, სხვა რაიმე დაზიანება ბრალდებულისათვის არ მიუყენებია.

 

მოწმე ს------- ლ------–---–ის ჩვენებით, ქ. თბილისში, წ---–-----ოს ქუჩაზე, ი---- ნ-----–--–---–ის კარის მეზობელია, თუმცა მასთან ხშირი ურთიერთობა არ აქვს. მოწმემ დაადასტურა, რომ 2--- წლის 27 ივნისამდე, დაახლოებით ერთი კვირით ადრე, ზ--–---–---ე ყოველ საღამოს მიდიოდა ი----სთან, დიდი ხნის განმავლობაში იდგა კართან და ქალბატონისაგან ბინაში შეშვებას მოითხოვდა, ი---- კი სახლში არ უშვებდა. მოწმის ჩვენებით, 27 ივნისს, ღამის საათებში, ზ-–---–---ე კვლავ მივიდა ი----სთან, იდგა ბინის კართან, აბრახუნებდა და ხმამაღლა ყვიროდა, დიდი ხნის განმავლობაში ითხოვდა, მაგრამ დაზარალებული კარს არ უღებდა. ბოლოს ზ-–---–---ე მაინც შევიდა ბინაში, საიდანაც მოწმემ გაიგონა ჩხუბის ხმა, რაც დაახლოებით 10 წუთი გაგრძელდა. მოწმის განმარტებით, ი---- ყვიროდა და საპატრულო პოლიციის გამოძახებას ითხოვდა, დაახლოებით 10 წუთში კი სახლში დაბრუნდა დაზარალებულის შვილიც. თ--------ს დაბრუნებიდან რამდენიმე წუთში, ზ----- ც---–---ე დასისხლიანებული გამოვიდა ბინიდან. მოწმის განმარტებით, შემთხვევის ადგილზე მივიდა საპატრულო პოლიცია.

 

მოწმე ა-–---------ე გ----------ის ჩვენებით, მეუღლესთან ს------- ლ------–---–თან ერთად ცხოვრობს ი---- ნ-----–--–---–ის მეზობლად წ---–-----ოს ქუჩაზე. 2--- წლის 27 ივნისს, სახლში დაბრუნებულმა კორპუსთან შეამჩნია საპატრულო პოლიცია, ლიფტთან კი შეხვდა დასისხლიანებული მამაკაცი, რომელსაც დახმარება შესთავაზა. მოწმის განმარტებით, ბრალდებული მას 27 ივნისამდე ორჯერ ჰყავს ნანახი კორპუსთან. მოწმემ დაადასტურა, რომ კონფლიქტს არ შესწრებია და ინფორმაციას ფლობს მხოლოდ მეუღლისაგან.

 

2--- წლის 28 ივნისის შემაკავებელი ორდერის თანახმად, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტზე, მოძალადე ზ----- ც---–---ეს 30 დღის ვადის აეკრძალა მსხვერპლთან, ი---- ნ-----–--–---–თან, მის საცხოვრებელ სახლთან და იმ ადგილებთან მიახლოვება, სადაც მსხვერპლი იმყოფება (უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი ვ.ღ----–--ე).

 

ზ/აღნიშნული შემაკავებელი ორდერის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაადასტურა მოწმე ვ-----–ი ღ----–--ემ, რომელმაც დამატებით განმარტა, რომ გამოძიების დაწყებისა და შემდეგ შემაკავებელი ორდერის გამოცემის საფუძველი გახდა მოქ. ი---- ნ-----–--–---–ის განმარტება, რომ ზ----- ც---–---ე სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, აგრეთვე ემუქრებოდა მას. მოწმემ დაადასტურა შემაკავებელი ორდერის მოძალადისა და მსხვერპლისათვის გაცნობის ფაქტი.

 

შემთხევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, 2--- წლის 28 ივნისს დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, მდებარე: ქ.თბილისი, წ---–-----------------------------------------ში, რა დროსაც ნანახი და ამოღებული იქნა მოწითალო ფერის ლაქის ანაწმენდები, ზეწარი და ბალიშის პირი მოწითალო ფერის ლაქებით და ხელის კვალი, რაც დაილუქა სათანადო წესით. საგამოძიებო მოქმედების დროს გადაღებული ფოტოსურათები დაერთო სს საქმეს (გამომძიებელი დ.პ-----–---–ი, მოწმე: ი-------–--–---–ი, ექსპერტები: გ.გ-------ე და გ---------ი).

 

ზ/აღნიშნული საგამოძიებო მოქმედებისა და შესაბამისი ოქმის სისწორე სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა ექსპერტმა გ--- გ-------ემ. მანვე განმარტა, რომ საგამოძიებო მოქმედებაში მასთან ერთად მონაწილეობდნენ მისი მეწყვილე - ექსპერტი გ------ი ბ-------ი, გამომძიებელი დ----- პ-----–---–ი და დაზარალებული ი---- ნ-----–--–---–ი, რომლმაც მიუთითა ადგილი, სადაც განხორციელდა მუქარის ფაქტი. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი შედგა ადგილზე და მასში მონაწილე ყველა პი---- მოაწერა ხელი.

ამოღების ოქმის თანახმად, 2--- წლის 28 ივნისს, თ-------- წ--------–ისაგან ამოღებული იქნა მაისური მოწითალო ფერის ლაქებით, რაც დაილუქა სათანადო წესით (გამომძიებელი ა. დ-----–-----ი).

 

ამოღების ოქმის თანახმად, 2--- წლის 28 ივნისს, ი---- ნ-----–--–---–ისგან ამოღებული იქნა კაბა და „სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი, რაც დაილუქა სათანადო წესით (გამომძიებლები: რ.ნ--------ე და დ.პ-----–---–ი).

 

ამოღების ოქმის თანახმად, 2--- წლის 28 ივნისს, ზ----- ც---–---ისგან ამოღებული იქნა პერანგი მოწითალო ფერის ლაქებით და „ნოკიას“ ფირმის მობილური ტელეფონი, რაც დაილუქა სათანადო წესით (გამომძიებელი ა. დ-----–-----ი).

 

მოწმე გ--- გ-------–ის ჩვენებით, ზ----- ც---–---ესა და ი---- ნ-----–--–---–ს ჰქონდათ კარგი ურთიერთობა (ზ-–---–---ე აპირებდა მის ცოლად მოყვანას), ბრალდებული ხშირად მიდიოდა მასთან სახლში, მათ შორის ჩხუბსა და კამათს არასდროს შესწრებია. მოწმემ დაადასტურა, რომ ორჯერ იმყოფებოდა ზ-–---–---ესა და ი-------–--–---–ს შორის კონფლიქტის გამო პოლიციაში, ერთხელ ისნის განყოფილებაში, მეორედ კი - დიდუბეში გამოკითხვისას. მოწმის განმარტებით, პოლიციის განყოფილებაში მყოფი ბრალდებული აღელვებული იყო, ხმაურობდა და მას პოლიციის თანამშრომლები აწყნარებდნენ.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გ--- ა-----------მა და გ------ი ბ--------ემ დაადასტურეს, რომ 2--- წლის 28 ივნისს, პოლიციის განყოფილებაში იმყოფებოდნენ მათი ინტერესების დამცველ ადვოკატებთან ერთად, რა დროსაც შეესწრნენ იმავე განყოფილებაში მყოფი ზ----- ც---–---ის მხრიდან გარესიულ ქცევას და ხმამაღალ ყვირილს. აღნიშნული ფაქტი ასევე დაადასტურა გამომძიებელმა ა-–--- წ--–------მაც.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებლებმა: ა-–------------------–----------–---------–---–------------------------------------------–---–მა დაადასტურეს ზ----- ც---–---ის ბრალდების სს საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობა.

 

ბრალდებულმა ზ----- ც---–---ემ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას არ დაადასტურა ი---- ნ-----–--–---–ისა და თ-------- წ--------–ის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარის განხორციელების ფაქტი და განმარტა, რომ 2--- წლის 27 ივნისს იგი გახდა ყოფილი მეგობარი ქალის მხრიდან პროვოკაციის მსხვერპლი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით კრიმინალიზებულია სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია მუქარა, რა დროსაც მუქარის განმახორციელებელი პირი კონკრეტულ ადამიანს ემუქრება კონკრეტული ძალადობის ჩადენით, მუქარის ადრესატს ამ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში უჩნდება, რის გამოც ეს უკანასკნელი კარგავს სიმშვიდეს და ელოდება მუქარის რეალურად განხორციელებას. დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია არა მარტო მუქარის განხორციელება, არამედ ისიც, რომ იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

მოცემულ შემთხვევაში, დაზარალებულების: ი-------–--–---–ისა და თ-–--------–ის ჩვენებებით უტყუარად დადასტურდა, რომ 2--- წლის 27 ივნისს, ღამის საათებში, ქ. თბილისში, წ---–-----------------------------ში მდებარე მათ საცხოვრებელ სახლში, ძალის გამოყენებით შევიდა ზ----- ც---–---ე, რომელმაც მარტო მყოფ ი---- ნ-----–--–---–ს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, დაემუქრა მას სიცოცხლის მოსპობით, ამასთან ბრალდებული მოკვლით დაემუქრა დაზარალებულის შვილს - თ-------- წ--------–საც. დაზარალებულთა ჩვენებები 2--- წლის 27 ივნისს განვითარებული მოვლენების თაობაზე ურთიერშესაბამისი და თანმიმდევრულია, რის გამოც არ არსებობს მათში ეჭვის შეტანის საფუძველი, მით უფრო, რომ ორივე დაზარალებულის ჩვენება ასევე თანხვედრაშია მათი მეზობლის, მოწმე ს.ლ------–---–ის ჩვენებასთან, რომელმაც დაადასტურა, რომ ხანგრძლივი უშედეგო მცდელობის მიუხედავად, ზ-–---–---ემ მაინც შეძლო ი-------–--–---–ის ბინაში შეღწევა, საიდანაც ისმოდა ჩხუბის ხმა და დაზარალებულის ყვირილი, რომელიც შველას და საპატრულო პოლიციის გამოძახებას ითხოვდა.

 

მუქარის რეალურობისა და საფუძვლიანობის შეფასებისას, გარდა დაზარალებულების პოზიციისა, რომ მათ მუქარა რეალურად აღიქვეს, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ასევე მუქარის განმახორციელებლი პირის - ბრალდებულის პიროვნებას და მის წარსულ ქმედებებს დაზარალებულებთან მიმართებაში. დაზარალებული დედა-შვილის ჩვენებებით დადგენილია, რომ ბრალდებულის მხრიდან ი-------–--–---–თან არასასურველი კომუნიკაცია, მის მიმართ აგრესიული და ძალადობრივი ქმედებები გრძელდებოდა დიდი ხნის განმავლობაში და მისთვის შემაკავებელი არ აღმოჩნდა ი-------–--–---–ის არაერთჯერადი მიმართვა სამართალდამცავი ორგანოებისადმი, უფრო მეტიც, სისტემატური მუქარისა და შევიწროვების გამო, ი-------–--–---–ი და თ-–--------–ი იძულებული გახდნენ საცხოვრებელი ადგილიც კი შეეცვალათ. ასევე მუქარის საფუძვლიანობის შეფასებისას მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს ბრალდებულის ფეთქებადი, აგრესიული, ხშირ შემთხვევაში არაადეკვატური ქცევა, რაც არაერთხელ დადასტურდა საქმის არსებითი განხილვის პროცესშიც. ყოველივე ზ/აღნიშნული კი ნათლად მიუთითებს, რომ ასეთი წარსული „გამოცდილების“ და „შესაძლებლობების“ მქონე პირისაგან სიცოცხლის მოსპობის მუქარამ ობიექტურად გამოიწვია შიში დაზარალებულებში, რომ მუქარა რეალურად განხორციელდებოდა.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული ანუ მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი, უნდა იყოს აშკარა ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა პირდაპირ და ცალსახად უნდა ადგენდეს ფაქტებს და პირის ბრალეულობას, სწორედ ამ პირის მიერ დანაშაულის ჩადენის, მოტივს, მიზანს, განზრახვას და ა.შ. გარდა ამისა, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყო დამაჯერებელი ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და უტყუარი მტკიცებულებები უნდა იყოს დამაჯერებლი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრული ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩამდენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ზ----- ც---–---ემ მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. ზ----- ც---–---ეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია.

4.2. ზ----- ც---–---ეს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით_ მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრაც, რამაც უნდა მოახდინოს დაზარალებულებისათვის მიყენებული ტკივილის და უფლებების დარღვევის კომპენსირება. სასამართლო სასჯელის სამართლიანობასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა ბრალდებულმა გააცნობიეროს დანაშაულის საფრთხე, აგრეთვე თუ რა ზეგავლენა იქონია მისმა ქმედებამ დაზარალებულზე, იფიქროს წარსულ შეცდომებზე და შეცვალოს ცხოვრების წესი.

 

სასამართლო მხედველობაში იღებს კერძო და ზოგადი პრევენციის აუცილებლობასაც: კერძო პრევენციის მიზანია, მსჯავრდებულის მიერ მომავალში ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება, ზოგადი პრევენცია კი ემსახურება საზოგადოების ფართო მასების გაფრთხილებას, რომ ანალოგიური დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში მათ მიმართაც რეაგირება იქნება მკაცრი. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს საქართველოში ოჯახური დანაშაულების გახშირებულ შემთხვევებზე, რაც სერიოზული სოციალური პრობლემაა და მოძალადისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრის მიზანი არის ამ პრობლემის აღმოფხვრის გზა, ძალადობის მსხვერპლის დაცვა მოძალადისაგან და როგორც ბრალდებულზე, ისე სხვა პირებზე ზემოქმედებაც, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

ყოველივე ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ზ----- ც---–---ეს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს 9 (ცხრა) თვით თავისუფლების აღკვეთა, ვინაიდან ნაკლებად მკაცრი, არასაპატიმრო სასჯელი ვერ იქნება დანაშაულის ადეკვატური და პროპორციული, რათა ბრალდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება და გამოიტანოს სათანადო დასკვნები, არააადეკვატური, არაგონივრულად ლმობიერი სასჯელის გამოყენებამ კი შესაძლოა წარმოშვას დაუსჯელობის გრძნობის განვითარების რისკი. ამასთან, სასამართლოს ხსენებული გადაწყვეტილება სრულ შესაბამისობაშია როგორც მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულ სასჯელის მიზნებთან, ისე გაეროს ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის 2015 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებასთან და ხსენებულ გადაწყვეტილებაში დაფიქსირებულ რეკომენდაციებთან (X და Y საქართველოს წინააღმდეგ, განაცხადი №24/2009), რომლის თანახმადაც, კონვენციის დარღვევად იქნა მიჩნეული სახელმწიფოს მხრიდან „ოჯახში განმეორებითი ძალადობის“ ფაქტის იგნორირება და ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ ძალადობის აღსაკვეთად ადეკვატური რეაგირების განუხორციელებლობა. სასამართლოს გადაწყვეტილება სასჯელთან მიმართებაში ასევე თანხვედრაშია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ გადაწყვეტილებასთან საქმეზე OPUZ V. TURKEY, სადაც პირდაპირ არის მითითებული სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებაზე, დროულად აამოქმედოს ადეკვატური სისხლისსამართლებრივი მექანიზმები ოჯახური ძალადობის და ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტებზე მართლმსაჯულების ეფექტიანი განხორციელების მიზნით.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ზ----- ც---–---ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 9 (ცხრა) თვით თავისუფლების აღკვეთა.

 

მსჯავრდებულ ზ----- ც---–---ეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2--- წლის 29 ივნისიდან.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: ნინო ნ------ა