გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 28.01.2019
საქმის ნომერი
330310018002537586
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
28.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 3-----------------

საქმე №3/4340-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

28 იანვარი, 2019 წ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ნინო ბუაჩიძე

სხდომის მდივნები: თამარ ბარნოვი;

მანანა გოგიბედაშვილი;

გვანცა გერმანიშვილი;

 

მოსარჩელე - შპს გ--–------ა

წარმომადგენლები - გ---------–--ა, მ---------------ე, გ-------------ა (დირექტორი)

 

მოპასუხე - სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო

წარმომადგენელი - თ---------------–--ე

 

მესამე პირი - ამხანაგობა ე-–----------------ა

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

 

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 12 ივნისის D-------------- გადაწყვეტილება ამხანაგობა ე-–----------------ს ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების თაობაზე;

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხის - სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო.

 

3. მესამე პირის პოზიცია

 

3.1. მესამე პირს პოზიცია არ წარმოუდგენია.

 

4. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1. მ--------–ის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანოს სატენდერო კომისიის მიერ სოფელ დ---------------ში მდინარე დებედას ნაპირსამაგრი სამუშაოების შესყიდვის მიზნით გამოცხადებული ელექტრონული ტენდერის ტექნიკური დოკუმენტაციის 4.1.1. პუნქტის თანახმად: პრეტენდენტის მიერ მითითებული ფასწარმოქმნის ადეკვატურობა უნდა დადასტურდეს ს-----–----------------–--------–-----------------–--------------------------ს ან შესაბამის სფეროში სხვა აკრედიტებული პირის მიერ გაცემული დასკვნით. პრეტენდენტმა აღნიშნული დასკვნის ღირებულება უნდა დაფაროს საკუთარი ხარჯებით და უნდა უზრუნველყოს მისი წარმოდგენა ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტი შედგენილი და გაცემული უნდა იყოს საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 სექტემბრის N-39 დადგენილებით დამტკიცებული „სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადგენის მეთოდის“ მოთხოვნების შესაბამისად. პრეტენდენტის მიერ წარდგენილი დასკვნა დაზუსტებას არ ექვემდებარება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სატენდერო ტექნიკური დოკუმენტაცია (ს.ფ. 105-110);

 

4.2. მ--------–ის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანოს სატენდერო კომისიის 2018 წლის 2------------- სხდომის ოქმით დადგინდა, რომ შპს გ--–------ას ატვირთული დოკუმენტაცია არასრულყოფილი იყო და საჭიროებდა დაზუსტებას, კერძოდ წარსადგენი იყო: 1) განფასება შესყიდვების ელექტრონულ სისტემაში დაფიქსირებულ საბოლოო ფასისა და სისტემაში ატვირთული დანართის შესაბამისად; 2) ინფორმაცია საგარანტიო ვადების შესახებ 1.6. პუნქტის შესაბამისად და 3) სამუშაოს შესრულების ფინანსური გეგმა-გრაფიკი 2.5.1. პუნქტისა და დანართი N3-ის შესაბამისად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მ--------–ის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანოს სატენდერო კომისიის 2018 წლის 2------------- სხდომის ოქმი (ს.ფ. 16-17);

 

4.3. შპს გ--–------ას 2018 წლის 27 მარტის N---–-----–-თ სატენდერო კომისიას წარედგინა დაზუსტებული დოკუმენტაცია მათ შორის, შ---------------- აუდიტესკოტის 2018 წლის 12 აპრილის ი------------ის ანგარიში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შპს გ--–------ას 2018 წლის 27 მარტის N---–-----–- თანდართული მასალით (ს.ფ. 19-280;

 

4.4. მ--------–ის მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიის 2----–-–------------–-- N- სხდომის ოქმით დადგინდა, რომ შპს გ--–------ას წარდგენილი დაზუსტებული დოკუმენტაციით დგინდებოდა სამუშაოები შესრულებადი იყო. აღნიშნულის გამო შპს გ--–------ას დაევალა 2 დღის ვადაში სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენეტაციის წარდგენა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მ--------–ის მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიის 2----–-–------------–-- N- სხდომის ოქმი (ს.ფ. 32-33);

 

4.5. სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების საბჭოს 2018 წლის 8 მაისის გადაწყვეტილებით ამხანაგობა ე-–----------------ას საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მ--------–ის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანოს სატენდერო კომისიას დაევალა 2----–-–------------–-- სხდომის N- ოქმით მიღებული გადაწყვეტილება და შპს გ--–------ას მიერ წარდგენილი ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტის შეფასება განხორციელებინა გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის გათვალისწინებით და სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით შეფასება.

 

საბჭომ მიიჩნია, რომ სატენდერო კომისიას გადაწყვეტილება უნდა მიეღო იმ გარემოების შეფასების შედეგად, აკმაყოფილდა თუ არა შპს გ--–------ას მიერ ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასადასტურებლად წარდგენილი შ---------------- აუდიტესკორტის 2018 წლის 12 აპრილის N--------------- ი------------ის ანგარიში სატენდერო დოკუმენტაციით დადგენილ მოთხოვნას. კერძოდ ჰქონდა თუ არა კონკრეტული დასკვნის ხელმოწერის უფლებამოსილება ი-----------------------------------------------–-ს - გ---------------–---–ს და რის საფუძველზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების საბჭოს 2018 წლის 8 მაისის გადაწყვეტილება (ს.ფ. 36-40);

 

4.6. სსიპ აკრედიტაციის ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის 2018 წლის 21 მაისის N--------- წერილით მ--------–ის მუნიციპალიტეტის მერს გაეგზავნა შ---------------- ა--------------------------------------------------------–-ს თანამდებობრივი ინსტრუქცია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსიპ აკრედიტაციის ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის 2018 წლის 21 მაისის N--------- წერილი, თანდართული ინსტრუქციით (ს.ფ. 45-55);

 

4.7. შპს გ--–------ას 2018 წლის 11 მაისის წერილით მ--------–ის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანოს სატენდერო კომისიას წარედგინა შ---------------- ა---------------------------------ს 2017 წლის 29 აგვისტოს N-------------- ბრძანება, რომლის თანახმად, დელეგირებულ იქნა ი-----------------------------------------------–-ზე გ---------------–---–ზე შ---------------- აუდიტესკორტის A ტიპის ი------------ის ორგანოს უ-------------------–-ს თანამდებობრივი ინსტრუქციით გათვალისწინებული ი------------ის ორგანოს უფროსის მოვალეობები და მიენიჭა შესაბამისი უფლებამოვალეობები 2017 წლის 28 აგვიტოდან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შ---------------- ა---------------------------------ს 2017 წლის 29 აგვისტოს N-------------- ბრძანება (ს.ფ.57);

 

4.8. მ--------–ის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანოს სატენდერო კომისიის 2018 წლის 23 მაისის N- სხდომის ოქმით შპს გ--–------ას მიერ ატვირთული სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტები შეესაბამებოდა სატენდერო დოკუმენტაციით დადგენილ მოთხოვნებს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მ--------–ის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანოს სატენდერო კომისიის 2018 წლის 23 მაისის N- სხდომის ოქმი (ს.ფ. 42-44);

 

4.9. სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების საბჭოს 2018 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილებით ამხანაგობა ე-–----------------ას საჩივარი დაკმაყოფლდა. მ--------–ის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანოს სატენდერო კომისიას დაევალა 2018 წლის 23 მაისის სხდომის N- ოქმით მიღებული გადაწყვეტილება და შპს გ--–------ას მიერ წარდგენილი ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტის შეფასება განეხორციელებინა გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის გათვალისწინებით და სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით შეფასება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების საბჭოს 2018 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება (ს.ფ. 69-73).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ შპს გ--–------ას სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, შესყიდვებში მონაწილეობის მსურველს, პრეტენდენტს ან მიმწოდებელს შეუძლია გაასაჩივროს შემსყიდველი ორგანიზაციის ან სატენდერო კომისიის ქმედება სასამართლოში, თუ მიაჩნია, რომ შესყიდვისას დაირღვა ამ კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი წესები ან/და შეილახა მისი უფლებები.

 

სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების ზოგად სამართლებრივ, ორგანიზაციულ და ეკონომიკურ პრინციპებს ადგენს ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის მე-2 მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია: ა) სახელმწიფო შესყიდვებისათვის განკუთვნილი ფულადი სახსრების რაციონალური ხარჯვის უზრუნველყოფა; ბ) სახელმწიფო საჭიროებისათვის აუცილებელი საქონლის წარმოების, მომსახურების გაწევისა და სამშენებლო სამუშაოს შესრულების სფეროში ჯანსაღი კონკურენციის განვითარება; გ) სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას შესყიდვების მონაწილეთა მიმართ სამართლიანი და არადისკრიმინაციული მიდგომის უზრუნველყოფა; დ) სახელმწიფო შესყიდვების საჯაროობის უზრუნველყოფა; ე) სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის შექმნა და მის მიმართ საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბება. ამავე კანონის მე-101 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ელექტრონული სახელმწიფო შესყიდვა ხორციელდება კონკურსის, ელექტრონული ტენდერისა და კონსოლიდირებული ტენდერის საშუალებით. ამავე კანონის მე-13 მუხლის თანახმად შესყიდვის ობიექტის ტექნიკურ, შესრულების ან/და ფუნქციურ სპეციფიკაციებთან, აგრეთვე პრეტენდენტთა საკვალიფიკაციო მონაცემებთან დაკავშირებულ მოთხოვნებს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესით განსაზღვრავს შემსყიდველი ორგანიზაცია ყოველი კონკრეტული შესყიდვისათვის. აღნიშნული მოთხოვნები უნდა იყოს პროპორციული და არადისკრიმინაციული, ხელს უნდა უწყობდეს ჯანსაღი კონკურენციის დამკვიდრებას და პრეტენდენტთა მიმართ თანასწორ მოპყრობას.

 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტი არის ამ წესის მოთხოვნათა დაცვით, სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული დოკუმენტი, რომლითაც უნდა დადასტურდეს პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ წინადადების ფასად დასადები ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელ დოკუმენტ(ებ)ს პრეტენდენტი ტვირთავს სისტემის შესაბამის ველში; ამავე წესის მე-7 მუხლის თანახმად, შემსყიდველ ორგანიზაციასა და პრეტენდენტს/მიმწოდებელს შორის ნებისმიერი მიმოწერა მიმდინარეობს სისტემის შესაბამისი მოდულის მეშვეობით. სისტემის გამოყენების გარეშე მიმოწერა სავალდებულო არ არის. შეტყობინება ოფიციალურად მიღებულად ჩაითვლება მისი სისტემაში ატვირთვის მომენტიდან.

 

ამავე წესის მე-18 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, ფასწარმოქმნის ადეკვატურობა, ყოველ კონკრეტულ ელექტრონულ ტენდერში, შესაძლებელია დასაბუთდეს ექსპერტიზის დასკვნით, შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებით პრეტენდენტის მიერ დადებული ხელშეკრულებით, ანგარიშფაქტურით, ინვოისით ან/და სხვა ისეთი დოკუმენტაციით, რომელიც ადასტურებს პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ ფასად დასადები ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობას. სატენდერო კომისიამ წინასწარ, მკაფიოდ უნდა განსაზღვროს სატენდერო დოკუმენტაციაში, თუ რა სახის დოკუმენტაციით უნდა დაასაბუთოს პრეტენდენტმა ფასწარმოქმნის ადეკვატურობა.

 

ამავე წესის 28-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, წარდგენილი ნიმუში, ექსპერტიზის დასკვნა ან/და ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი დაზუსტებას არ ექვემდებარება.

 

დადგენილია, რომ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების საბჭოს 2018 წლის 8 მაისის გადაწყვეტილებით ამხანაგობა ე-–----------------ას საჩივარი დაკმაყოფლდა ნაწილობრივ. მ--------–ის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანოს სატენდერო კომისიას დაევალა 2----–-–------------–-- სხდომის N- ოქმით მიღებული გადაწყვეტილება და შპს გ--–------ას მიერ წარდგენილი ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტის შეფასება განეხორციელებინა წინამდებარე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის გათვალისწინებით. საბჭომ მიიჩნია, რომ სატენდერო კომისიას გადაწყვეტილება უნდა მიეღო იმ გარემოების შეფასების შედეგად, აკმაყოფილდა თუ არა შპს გ--–------ას მიერ ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასადასტურებლად წარდგენილი შ---------------- აუდიტესკორტის 2018 წლის 12 აპრილის N--------------- ი------------ის ანგარიში სატენდერო დოკუმენტაციით დადგენილ მოთხოვნას. კერძოდ ჰქონდა თუ არა კონკრეტული დასკვნის ხელმოწერის უფლებამოსილება ი-----------------------------------------------–-ს - გ---------------–---–ს და რის საფუძველზე.

 

დადგენილია ასევე ის გარემოება, რომ სატენდერო კომისიამ საბჭოს გადაწყვეტლებაში ასახული მითითებების შესასრულებლად თავად მოიძია შ---------------- აუდიტესკორტის მოადგილის უფლებამოსილების დამდგენი დოკუმენტაცია, კერძოდ სსიპ აკრედიტაციის ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის 2018 წლის 21 მაისის N--------- წერილით მ--------–ის მუნიციპალიტეტის მერს გაეგზავნა შ---------------- ა--------------------------------------------------------–-ს თანამდებობრივი ინსტრუქცია. აღნიშნული ინსტრუქციის მე-11 პუნქტის თანახმად, ინსტექტირების ორგანოს უფროსის მოადგილეზე ი------------ის ორგანოს უფროსის მხრიდან მოვალეობების დელეგირება და შესაბამისი უფლებამოსილების მინიჭება ფორმდება შპს-ს დირექტორის ბრძანებით.

 

დადგენილია ასევე ის გარემოება, რომ შპს გ--–------ამ არაელექტრონულად 2018 წლის 11 მაისის წერილით მ--------–ის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანოს სატენდერო კომისიას წარუდგინა შ---------------- ა---------------------------------ს 2017 წლის 29 აგვისტოს N-------------- ბრძანება, რომლის თანახმად, დელეგირებულ იქნა ი-----------------------------------------------–-ზე გ---------------–---–ზე შ---------------- აუდიტესკორტის A ტიპის ი------------ის ორგანოს უ-------------------–-ს თანამდებობრივი ინსტრუქციით გათვალისწინებული ი------------ის ორგანოს უფროსის მოვალეობები და მიენიჭა შესაბამისი უფლებამოვალეობები 2017 წლის 28 აგვიტოდან.

 

დადგენილია, რომ მ--------–ის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანოს სატენდერო კომისიის 2018 წლის 23 მაისის N- სხდომის ოქმით ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასკვნის სათანადოობის დადგენის მიზნით შეფასდა, როგორც თავად სატენდერო კომისიის მიერ მოძიებული ინსპექტრების ორგანოს უ-------------------–-ს ინსტრუქცია, ასევე შპს გ--–------ას მიერ 2018 წლის 11 მაისის წერილით წარდგენილი დოკუმენტაცია.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მ--------–ის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანოს სატენდერო კომისიის 2018 წლის 23 მაისის N- სხდომის ოქმით შპს გ--–------ას მიერ 2018 წლის 11 მაისს წარდგენილი დოკუმენტაციის შეფასება ეწინააღმდეგება როგორც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის 28-ე მუხლის მე-7 პუნქტის მოთხოვნებს, ისე თავად შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ დადგენილი ტექნიკური მოთხოვნების 4.1.1. პუნქტის დანაწესს. დადგენილია, რომ სატენდერო კომისიის მიერ ტექნიკური დოკუმენტაციის 4.1.1. პუნქტით, ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის მე-18 მუხლის მე-7 პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, წინასწარ განსაზღვრა, რომ პრეტენდენტის მიერ მითითებული ფასწარმოქმნის ადეკვატურობა უნდა დადასტურდეს ს-----–----------------–--------–-----------------–--------------------------ს ან შესაბამის სფეროში სხვა აკრედიტებული პირის მიერ გაცემული დასკვნით. პრეტენდენტმა აღნიშნული დასკვნის ღირებულება უნდა დაფაროს საკუთარი ხარჯებით და უნდა უზრუნველყოს მისი წარმოდგენა ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტი შედგენილი და გაცემული უნდა იყოს საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 სექტემბრის N-39 დადგენილებით დამტკიცებული „სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადგენის მეთოდის“ მოთხოვნების შესაბამისად. პრეტენდენტის მიერ წარდგენილი დასკვნა დაზუსტებას არ ექვემდებარება.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების საბჭოს 2018 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილებით მართებულად შეფასდა ის გარემოება, რომ შპს გ--–------ას მიერ ტექნიკური დოკუმენტაციის წარდგენის ეტაპზე ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ფასწარმოქმნის დამადასტურებელი დასკვნა და დოკუმენტაცია, ასევე თავად შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ მოპოვებული ინსპექტრების ორგანოს უ-------------------–-ს ინსტრუქცია არ ქმნიდა იმის დადგენის შესაძლებლობას, რომ გ---------------–---–- უფლებამოსილი იყო დაემოწმებინა შპს გ--–------ას მიერ წარდგენილი ი------------ის ანგარიში. შესაბამისად, პრეტენდენტის მიერ წარდგენილი სატენდერო დოკუმენტაციის შეფასება იძლევა იმ დასკვნის გამოტანის შესაძლებლობას, რომ შპს გ--–------ამ ელექტრონული სისტემის მეშვეობით არასრული დოკუმენტაცია ატვირთა. რაც შეეხება შემდგომში, 2018 წლის 11 მაისს წარდგენილ წერილს, იგი წარდგენილია არაელექტრონული გზით, რაც ელეტრონული ტენდერის მიზნებისათვის წარდგენილ დოკუმენტად ვერ მიიჩნევა მით უმეტეს, რომ როგორც ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის, ისე ტექნიკური დოკუმენტაციისადმი წაყენებული სავალდებულო მოთხოვნებით დგინდება, ფასწარმოქმნის დამადასტურებელი დასკვნა დაზუსტებას არ ექვემდებარებოდა. შესაბამისად,6.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო, იმ შემთხვევაში გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს გ--–------ას სარჩელი უსაფუძვლოა, ადგილი არ აქვს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დარღვევას. გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც არ არსებობს სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების საბჭოს 2018 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. შპს გ--–------ას სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს უცვლელად;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14 დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ.თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. 7ა).

 

მოსამართლე ნინო ბუაჩიძე