განაჩენი

სისხლის სამართლის 08.02.2019
საქმის ნომერი
330100118002666975
თარიღი
08.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1--------

გამოძიების #0-----------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

8 თებერვალი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

 

მოსამართლე - ხათუნა ხარჩილავა

 

სხდომის მდივანი - თეიმურაზ სულაძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ც------ ც---–----

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - ი----- შ------ ძე ტ-------ე - საქართველოს მოქალაქე, პირადი #3----------, დაბადებული 1--- წლის 2--------–ს, რეგისტრირებული: ო------------ რაიონის სოფელი შ-----ა, მ---- ქუჩა #---

 

ადვოკატი - ლ---- მ-------–---–-

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილი (ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი - 2018 წლის 23 აგვისტოს და 2018 წლის 1 სექტემბრის ეპიზოდები).

 

სხდომის სახე - ღია

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. წარდგენილი ბრალდება:

 

1.1.2018 წლის 23 აგვისტოს, დაახლოებით 14:00 საათზე, ქ.თბილისში, მ-------- დასახლება მ--- მ/რ, 4--- კორპუსი, ბინა #4--ში ი----- ტ-------ემ ყოფილ მეუღლეს ლ--–- ჭ----–---–ს დაარტყა ფეხი მკლავზე, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. ი----- ტ-------ის ქმედებით ლ--–- ჭ----–---–ს მიადგა ფიზიკური და მორალური სახის ზიანი.

 

1.2.2018 წლის 1 სექტემბერს, დაახლოებით 21:00 საათზე, ქ.თბილისში, მ-------- დასახლება მ--- მ/რ, 4--- კორპუსი, ბინა #4--ში ი----- ტ-------ემ ყოფილ მეუღლეს ლ--–- ჭ----–---–ს დაარტყა ხელი თავის არეში, რის შემდეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. ი----- ტ-------ის ქმედებით ლ--–- ჭ----–---–ს მიადგა ფიზიკური და მორალური სახის ზიანი.

 

2.სასამართლომ დაადგინა:

 

2.1. 2018 წლის 1 სექტემბერს, დაახლოებით 21:00 საათზე, თბილისში, მ-------- დასახლება მ--- მ/რ-ნი, 4--- კორპუსი, ბინა #4--ში ი----- ტ-------ემ მეუღლეს ლ--–- ჭ----–---–ს დაარტყა ხელი თავის არეში. ძალადობის შედეგად ლ--–- ჭ----–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

3.ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ოჯახში ძალადობა (2018 წლის 1 სექტემბრის ეპიზოდი)

 

ბრალდების მხარის მტკიცებულებები:

 

3.1. 2018 წლის 6 სექტემბერს დაიწყო გამოძიება ნ--- ტ-------ის თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის ფაქტზე.

 

3.2. ნ--- ტ-------ის სამედიცინო დოკუმენტაციით და კლინიკური დიაგნოზით დასტურდება, რომ 2018 წლის 2 სექტემბერს იპოვეს უგონო მდგომარეობაში. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიერ გადაყვანილი იქნა ,,ალადაშვილის სახელობის კლინიკაში“, დადგინდა, რომ პაციენტს მიღებული ჰქონდა მედიკამენტები თვითმკვლელობის მიზნით. ნ--- ტ-------ის მდგომარეობა იყო მძიმე, რის გამოც რამდენიმე დღე მკურნალობდა რეანიმაციულ განყოფილებაში.

 

3.3.დაწყებული გამოძიების ფარგლებში, 2018 წლის 6 სექტემბერს, გამოკითხული იქნა ნ--- ტ-------ე, რომელმაც თვითმკვლელობის ჩადენის ერთ-ერთ განმაპირობებელ ფაქტორად დაასახელა მამის - ი----- ტ-------ის მხრიდან დედის - ლ--–- ჭ----–---–ის მიმართ განხორციელებული ძალადობები.

 

3.4. ნ--- ტ-------ის თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში გამოვლინდა ი----- ტ-------ის მიერ ოჯახური ძალადობის ჩადენის ნიშნები და გამოძიება წარიმართა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლით.

3.5. სასამართლო სხდომაზე დაიკითხა ფიზიკური ძალადობის თვითმხილველი მოწმე ბრალდებულ ი----- ტ-------ის შვილი ნ--- ტ-------ე. მოწმის ზეპირი ჩვენებით დადგინდა, რომ ოჯახი არის სოციალურად დაუცველი, შემოსავლის წყაროს წარმოადგენდა სახელმწიფოს მიერ ყოველთვიურად გაცემული ფულადი დახმარება. მძიმე სოციალური ფონის გამო, ნ--- ტ-------ე დედასთან ლ--–- ჭ----–---–თან და და-ძმასთან ერთად ო------------ რაიონის სოფელი შ-----ადან საცხოვრებლად გადმოვიდა თბილისში და ცხოვრობდნენ მ-------- დასახლება მ--- მ/რ-ნი, 4--- კორპუსი, ბინა #4--ში. ი----- ტ-------ეს ჰყავდა მეგობარი ქალი და ამის გამო ბოლო სამი წელი ცხოვრობდა ოჯახისგან დამოუკიდებლად, ფინანსურად პრაქტიკულად არ ეხმარებოდა, თუმცა პერიოდულად ღამის გასათენებლად მაინც მიდიოდა მათთან და ეჩხუბებოდა მეუღლეს ლ--–- ჭ----–---–ს. მოწმის ჩვენებით, ი----- ტ-------ის მხრიდან, წლების განმავლობაში ადგილი ჰქონდა ოჯახში კონფლიქტს და ყოველი ამ კონფლიქტის დროს ბრალდებული იწევდა მეუღლეზე დასარტყმელად. 2018 წლის 1 სექტემბერს ი----- ტ-------ე მივიდა ოჯახში და მეუღლეს ლ--–- ჭ----–---–ს მოსთხოვა სოციალური დახმარების სახით აღებული ფულადი თანხა, რომელიც ოჯახის ერთადერთ საარსებო წყაროს წარმოადგენდა. უარის მიღების შემდეგ, ი----- ტ-------ემ დაზარალებულს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ აგინა უწმაწური სიტყვებით, მოუქნია მუშტი და ჩაარტყა თავის არეში.

 

3.6.მოწმე ნ--- ტ-------ის დაკითხვის პროცესში სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნდა 6.9.2018 წლის გამოკითხვის ოქმი. გამოკითხვის ოქმით დადასტურდა 2018 წლის 1 სექტემბერს ი----- ტ-------ის მიერ მეუღლეზე ფიზიკური ძალადობა. ციტატა გამოკითხვის ოქმიდან ,,...2018 წლის 1 სექტემბერს, დაახლოებით 21:00 საათზე მამაჩემი კვლავ მოვიდა ჩვენს დროებით საცხოვრებელ ბინაში მ-------- დასახლებაში და დედაჩემს კვლავ სთხოვდა ფულად თანხას ვალების დასაფარად, მაგრამ დედაჩემმა უარი უთხრა თანხის მიცემაზე, რის შემდეგაც მამაჩემმა კვლავ აგინა დედაჩემს, ხელი დაარტყა თავში და წავიდა. ამ დროს მეც სახლში ვიმყოფებოდი და ყველაფერს ვხედავდი, მაგრამ მათ კამათში არ ჩავრეულვარ, ვინაიდან ვხედავდი, რომ მამაჩემი იყო აგრესიული და შემეშინდა რომ ჩემს მიმართაც არ ეძალადა“.

 

3.7. მოწმე ნ--- ტ-------ემ ზეპირ ჩვენებაში დამატებით განმარტა და იგივე ინფორმაცია მიაწოდა გამომძიებელს 6.9.2018წ., 7.10.2018წ. გამოკითხვის ოქმებში, რომ ოჯახში შექმნილ მძიმე სოციალურ ფონს დაემატა მამის - ი----- ტ-------ის მხრიდან ოჯახში მუდმივი კონფლიქტი, დედაზე სიტყვიერი და ფიზიკური ძალადობები, რომლებიც წლების განმავლობაში გრძელდებოდა. ნ--- ტ-------ე მუდმივად ცდილობდა დედის ლ--–- ჭ----–---–ის დაცვას, ამის გამო ი----- ტ-------ე მასაც აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. 2018 წლის 2 სექტემბერს გადაწყვიტა თვითმკვლელობა, დალია დიდი დოზით წამალი. თვითმკვლელობის ძირითადი მიზეზი ნ--- ტ-------ის ზეპირი ჩვენებით იყო ი----- ტ-------ის მხრიდან ოჯახში ხშირი კონფლიქტი, რამაც მის ფსიქიკაზე იმოქმედა და ამგვარი გადაწყვეტილება მიაღებინა.

 

3.8. მოწმე ა------------ის ჩვენებით დადგინდა, რომ 2018 წლის 1 სექტემბერს, საღამოს, როდესაც დაბრუნდა სახლში დისგან ნ--- ტ-------ისგან და დედა ლ--–- ჭ----–---–ისგან შეიტყო, რომ ი----- ტ-------ე მივიდა მათ დროებით საცხოვრებელ ბინაში და მოითხოვა ფული. უარის მიღების გამო გაბრაზდა და ლ--–- ჭ----–---–ს თავში ჩაარტყა მუშტი. მოწმემ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განაცხადა, რომ მამის მხრიდან დედის მიმართ ძალადობას ჰქონდა ხშირი ხასიათი. მან გაიხსენა შემთხვევა, როდესაც ი----- ტ-------ემ მის თვალწინ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს ლ--–- ჭ----–---–ს, შემდეგ ყელში ხელები მოუჭირა და ცდილობა მის დახრჩობას. ამ დროს კონფლიქტში ჩაერია მოწმე და დედა განარიდა საფრთხეს. მოწმის ჩვენებით, ხშირად დასთან და დედასთან ერთად სახლიდან გაქცეულან, რათა მამას არ ეცემა დედა. ამ ყველაფერის გამო ნ--- ტ-------ე ჩავარდა განსაცდელში და 2 სექტემბერს სცადა თვითმკვლელობა.

 

3.9. მოწმეების ნ--- ტ-------ის და ა------------ის ზეპირი ჩვენებების პროცესში გამოვლინდა ოჯახური ძალადობისთვის დამახასიათებელი ასპექტები, - პროტესტი და მიუღებლობა მოძალადე მამის მიმართ მისი ქცევების გამო. მოწმეები, რომლებიც არიან ბრალდებულის ოჯახის წევრები ვერბალური და არავერბალური ფორმით ვერ მალავდნენ ემოციებს და ცდილობდნენ არ გაეხსენებინათ ი----- ტ-------ის მიერ ჩადენილი ძალადობრივი ფაქტები (სიტყვიერი და ფიზიკური), რომლებიც მათთვის ძალიან მტკივნეული იყო. სასამართლოს დაკვირვებითა და შეფასებით მოწმეთა ემოციური მდგომარეობა ხაზს უსვამდა მათი ჩვენებების გულწრფელობას. სასამართლო ხაზს უსვამს ზეპირობის პრინციპის მნიშვნელობას, რომელიც გულისხმობს სასამართლოს უშუალო კონტაქტს პირებთან, რომლებიც ჩვენებას იძლევიან პროცესზე, რათა შესაძლებელი გახდეს მოწმის ქცევის მანერასა და სანდოობაზე ყურადღებით დაკვირვება. სწორედ ამ პრინციპზე დაყრდნობით სასამართლო, როგორც ობიექტური დამკვირვებელი დარწმუნდა, რომ მოწმეების ნ--- ტ-------ის და ა------------ის ჩვენებები იყო სარწმუნო, დამაჯერებელი და გულწრფელი.

 

3.10. დაზარალებულმა ლ--–- ჭ----–---–მა სასამართლოში ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა მეუღლის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე. ჩვენების მიცემაზე უარი ახსნა იმ გარემოებით, რომ არ სურს მეუღლე იყოს პატიმრობაში. მსხვერპლის მოტივაციას მასზე განხორციელებული ძალადობა დარჩეს ლატენტური ადასტურებს მისი დამოკიდებულება გამოძიებასთან თანამშრომლობის კუთხით: ლ--–- ჭ----–---–მა გამოძიების ეტაპზე უარი განაცხადა სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარებაზე და მასზე განხორციელებული ძალადობის შესახებ გამოძიებას ინფორმაცია მიაწოდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც შვილმა ნ--- ტ-------ემ სცადა თვითმკვლელობა. მსხვერპლთა მსგავსი ქცევა ოჯახში ჩადენილი დანაშაულების შემთხვევაში ხშირი და თითქმის ტიპურია. მსგავსი კატეგორიის საქმეებს ახასიათებს ლატენტურობის მაღალი ხარისხი იმ ფაქტორის მხედველობაში მიღებით, რომ საქმე გვაქვს დახურულ სივრცეში, ვიწრო პირთა წრეში ჩადენილ უმართლობასთან, სადაც ადამიანები შესაძლოა მოტივირებული იყვნენ დაიცვან ერთმანეთი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან. მსხვერპლისგან განსხვავებით ძალადობის თვითმხილველი მოწმე, მოძალადის ოჯახის წევრი - შვილი ნ--- ტ-------ე მოტივირებული იყო არა ფაქტების დამალვით, არამედ მოძალადე მამის გამოაშკარავებით.

 

3.11. ი----- ტ-------ის მხრიდან მეუღლეზე ძალადობა ერთგვარ რუტინად რომ იყო ქცეული დასტურდება ძალადობის თვითმხილველი მოწმის ნ--- ტ-------ის და ა------------ის ჩვენებებით, ორივე მათგანი გარდა 2018 წლის 1 სექტემბრის ეპიზოდისა, სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას სასამართლოს მოუთხრობდენ ბრალდებულის მხრიდან მეუღლისადმი განხორციელებული ძალადობის კიდევ სხვა ეპიზოდების შესახებ.

 

დაცვის მხარის პოზიციები:

 

3.12.ბრალდებულმა ი----- ტ-------ემ წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ სცნო და კატეგორიულად გამორიცხა მეუღლეზე ძალადობა. ბრალდებულმა განაცხადა, რომ შვილებს აქვთ ეჭვი იმისა, რომ მას ჰყავს მეგობარი ქალი და ამ ეჭვების გამო ცრუდ ამხელენ დანაშაულში.

 

3.13. ბრალდებულის პოზიცია მისი უდანაშაულობის შესახებ სასამართლოს მიერ გაზიარებული არ იქნა. სასამართლო ქვემოთ მიმოიხილავს ყველა იმ არსებით საკითხს, რაზედაც დაცვის მხარე აპელირებდა:

 

3.13.1.დაცვის მხარის არგუმენტაცია მტკიცებულებათა არასაკმარისობაზე, გამომდინარე იქედან, რომ მსხვერპლმა სასამართლოს ჩვენება არ მისცა, - გაზიარებული არ იქნა. 2017 წლის 5 აპრილს საქართველოს პარლამენტის დადგენილებით, რატიფიცირებული იქნა „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ კონვენცია. კონვენციის 55-ე მუხლი ხელშემკვრელ მხარეებს, რომელთა შორისაც არის საქართველო, ავალდებულებს, რომ ფიზიკური ძალადობის დანაშაულის გამოძიება ან სისხლისსამართლებრივი დევნა არ უნდა იყოს მთლიანად დამოკიდებული მსხვერპლის მიერ შეტანილ განცხადებაზე ან საჩივარზე და რომ სასამართლო პროცესი უნდა გაგრძელდეს მაშინაც კი, თუ მსხვერპლი გამოიტანს განცხადებას--- საჩივარს. მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულმა ლ--–- ჭ----–---–მა სასამართლო სხდომაზე უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე, მხოლოდ ეს გარემოება, კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე ვერ გახდება გამამართლებელი განაჩენის მიღების საფუძველი. ი----- ტ-------ის მიერ ოჯახში ძალადობის ჩადენა 2018 წლის 1 სექტემბრის ეპიზოდთან მიმართებაში დადასტურდა მოწმეების ნ--- ტ-------ისა და ა------------ის დამაჯერებელი ჩვენებებით, პირველი (ნ. ტ-------ე) - უშუალოდ შეესწრო 2018 წლის 1 სექტემბერს ი----- ტ-------ის მიერ მეუღლეზე განხორცილებულ ძალადობას, ხოლო მეორეს (ა. ტ-------ეს) იმავე საღამოს (მყისიერობა) უშუალოდ მსხვერპლმა და თვითმხილველმა მოწმემ მიაწოდეს ინფორმაცია ოჯახში მომხდარი ძალადობის შესახებ. საყურადღებოა, რომ ბრალდებულის მამხილებელი მოწმეები არიან მისი შვილები, რომლებსაც ნათესავური კავშირიდან გამომდინარე არ გააჩნიათ მიზეზი და ინტერესი ცრუდ ამხილონ ბრალდებული დანაშაულის ჩადენაში.

 

3.13.2. სასამართლო არ მიიჩნევს მართებულად დაცვის მხარის მცდელობას მოახდინოს მოწმეების---ა და ნ--- ტ-------ეების ჩვენებათა დისკრედიტაცია იმ საფუძვლით, რომ თითქოსდა ისინი განზრახ ცრუდ ასმენენ მამას ეჭვიანობის ნიადაგზე, - სასამართლომ მოისმინა რა მოწმეთა ჩვენებები, ცალსახად დარწმუნდა მათ გულწრფელობაში. მოწმეთა ჩვენებების გულწრფელობის მტკიცების საფუძველს იძლევა მათი ვერბალური და არავერბალური ქცევა ზეპირი ჩვენებების პროცესში, რაც ზემოთ არაერთხელ აღინიშნა. ამასთან მოწმეებს არ აურიდებიათ თავი კითხვებზე პასუხის გაცემისაგან. ისინი მოწადინებული იყვნენ ეთქვათ სიმართლე და ნათლად გადმოეცათ მათ ოჯახში არსებული მძიმე ვითარება მამის მხრიდან დედაზე ძალადობის გამო. საგულისხმოა, რომ ოჯახში ძალადობა გახდა ერთ-ერთი მაპროვოცირებელი გარემოება მოწმე ნ--- ტ-------ის მიერ თვითმკვლელობის მცდელობისა. ამასთან ალოგიკურია შვილების მხრიდან მამაზე ეჭვიანობა სხვა ქალთან ურთიერთობის გამო და ამ მოტივით ი. ტ-------ეზე დანაშაულის დაბრალება, მაშინ როდესაც თავად დაზარალებული, - ბრალდებულის მეუღლე არ აპელირებს ,,ღალატზე“, პირიქით მოტივირებულია დაიხსნას მეუღლე მოსალოდნელი სასჯელისგან.

 

3.13.3.დაცვის მხარის არგუმენტაცია იმის შესახებ, რომ მხედველობაში არ უნდა იქნას მიღებული ა------------ის ჩვენება, როგორც ირიბი მტკიცებულება - გაზიარებული არ იქნა. სასამართლო განმარტავს, რომ ა------------ის ზეპირი ჩვენება შინაარსობრივი თვალსაზრისით ერთმნიშვნელოვნად ირიბი არ არის, ი----- ტ-------ის მიერ ოჯახში სისტემატური კონფლიქტის გარემოებებთან და ძალადობის თავისებურებებთან, მათ შორის მოძალადის პორტრეტთან მიმართებაში მოწმის ჩვენება არის პირდაპირი. დაცვის მხარის პოზიციის ნაწილობრივ გაზიარების შემთხვევაშიც კი, სასამართლო აკეთებს ხაზგასმას, რომ შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის #№1/1/548 გადაწყვეტილება, ისევე როგორც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტანდარტები და პრინციპები, გამონაკლის შემთხვევებში არ კრძალავს ამგვარი მტკიცებულებების გამოყენების შესაძლებლობას:

 

ა) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის #№1/1/548 გადაწყვეტილებით, საკონსტიტუციო სასამართლომ არ გამორიცხა, გამონაკლის შემთხვევებში, ირიბი ჩვენების გამოყენების მართლზომიერება. ასეთი გამონაკლისის დაშვება, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით შესაძლოა გამართლებული იყოს, თუ არსებობს ობიექტური მიზეზი, რის გამოც შეუძლებელია იმ პირის დაკითხვა, რომლის სიტყვებსაც ემყარება ირიბი ჩვენება და, როდესაც ეს აუცილებელია მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე. მაგალითად, სასამართლომ შესაძლებელია განიხილოს ირიბი ჩვენების დაშვების შესაძლებლობა, როდესაც მოწმე ან დაზარალებული დაშინებულია ან არსებობს მისი როგორც მოწმის უსაფრთხოების უზრუნველყოფის აუცილებლობა. ბრალდებულის კანონსაწინააღმდეგო ქმედებამ - მოწმის დაშინებამ არ უნდა შეაფერხოს მართლმსაჯულების განხორციელება და სწორედ ამიტომ, გამონაკლის შემთხვევებში, სასამართლო უფლებამოსილი უნდა იყოს, შეაფასოს ირიბი ჩვენების დასაშვებობისა და მისი გამოყენების აუცილებლობა. აუცილებლობა შეიძლება წარმოიშვას სხვა შემთხვევაშიც, როდესაც ინფორმაციის ავტორი თავად ვერ ახერხებს--- არ სურს ჩვენების მიცემა და ამისთვის მნიშვნელოვანი მიზეზი არსებობს. ვინაიდან სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ადგენს ირიბი ჩვენების ზოგად დასაშვებობას, მისი გამოყენება შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაშიც, როდესაც მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე, ამის აუცილებლობა არ არსებობს. მოცემულ საქმეში სახეზეა ის საგამონაკლისო შემთხვევა, როდესაც მსხვერპლმა ლ--–- ჭ----–---–მა სასამართლოს ჩვენება არ მისცა, ამისთვის, სასამართლოს შეფასებით შესაძლოა არსებობდეს მნიშვნელოვანი მიზეზი - შიში მოძალადის მიმართ.

 

ბ) ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეებზე Al-Khawaja and Tahery v. The United Kingdom, Horncastle and Others v. The United Kingdom, ირიბი ჩვენების გამოყენების მინიმალური სტანდარტი დაადგინა. იმისთვის, რომ ირიბი ჩვენების გამოყენებამ არ გამოიწვიოს კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევა, შემდეგი ორი პირობა უნდა იქნეს დაცული: უნდა არსებობდეს მოწმის სასამართლოში არგამოცხადების მნიშვნელოვანი მიზეზი ან/და ირიბი ჩვენება არ უნდა წარმოადგენდეს განაჩენის არსებით ან ერთადერთ საფუძველს. როდესაც ირიბი მტკიცებულება ერთადერთი და გადამწყვეტი მტკიცებულებაა, უნდა დადგინდეს არსებობს თუ არა ადეკვატური საპირწონე ფაქტორები, მათ შორის პროცედურული გარანტიები, რათა მოხდეს დაცვის მხარისთვის წარმოშობილი სირთულეების კომპენსირება. განსახილველ შემთხვევაში მოწმე ა------------ის ჩვენება და გამოკითხვის ოქმი ერთი მხრივ არ არის სრულად ირიბი და გარკვეულწილად პირდაპირია და მეორე მხრივ არ არის ერთადერთი და გადამწყვეტი, დასახელებული პირის ჩვენება გამყარებულია პირდაპირი მოწმის ნ--- ტ-------ის ჩვენებით.

 

3.13.4.სასამართლო ასევე არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომ ბრალდებულის მხრიდან ძალადობრივი აქტის განხორციელების მატერიალური ფაქტის დადასტურების შემთხვევაშიც კი, მას ვერ მიეცემა ძალადობის კვალიფიკაცია, ვინაიდან ქმედების ძალადობად კვალიფიკაციისათვის სავალდებულო კრიტერიუმია ისეთი სუბიექტური ფაქტორის შეფასება, როგორიცაა დაზარალებულში გამოწვეული ტკივილი, ეს კი, ადვოკატის არგუმენტაციით დაზარალებულის განმარტების გარეშე ვერ დადგინდება. სასამართლო განმარტავს, რომ ტკივილის სუბიექტური განცდა ობიექტურადაც უნდა ჰქმნიდეს გონივრული დამკვირვებლის თვალში ამ განცდის გონივრულობას, ანუ ობიექტური კრიტერიუმიც არის სწორი შეფასების სავალდებულო ინდიკატორი. მართალია, მსხვერპლმა სასამართლოს ჩვენება არ მისცა, თუმცა ამის მიუხედავად, სასამართლოს შეფასებით, თავის არეში მუშტის დარტყმა, მით უფრო მოძალადის ფიზიკური აღნაგობიდან გამომდინარე ობიექტურად გამოიწვევდა დაზარალებულში ტკივილის განცდას. გარდა აღნიშნულისა, სასამართლოს შეფასებით ფიზიკური ძალადობა ნებისმიერ შემთხვევაში იწვევს ტკივილს, ძალადობის წარმოშობის მექანიზმიდან გამომდინარე: განზრახი დარტყმა მკვრივი-ბლაგვი საგნით, როგორიც არის მოძალადის სხეულის კიდურები, მათ შორის მუშტი სხეულის მგრძობიარე ადგილზე - თავში.

 

3.14. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ურთიერთანალიზისა და ობიექტური შეფასების საფუძველზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდებულ ი----- ტ-------ის მიერ 2018 წლის 1 სექტემბერს ჩადენილია ლ--–- ჭ----–---–ის მიმართ ოჯახში ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველ ნაწილით.

 

3.15.სასამართლო განმარტავს რომ, საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლით აღიარებული სიცოცხლის ძირითადი უფლება საფუძვლად უდევს ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლებას, ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლება კი წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე. იგი დამცავი უფლებაა და უპირველესყოვლისა იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური დაზიანებისაგან, შესაბამისად მისი ხელყოფა სამართლებრივი შეფასების გარეშე არ უნდა დარჩეს. ასევე, ევროპის საბჭოს კონვენცია ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ’’ მიზნად ისახავს ქალების დაცვას ყველა ფორმის ძალადობისგან. კონვენცია აღიარებს ქალთა მიმართ ძალადობის, როგორც გენდერული ნიშნით განხორციელებული ძალადობის სტრუქტურულ ბუნებას და იმას, რომ ქალთა მიმართ ძალადობა არის ერთ-ერთი ის მთავარი სოციალური მექანიზმი, რომლის საშუალებითაც ქალები იძულებულნი არიან, დაიკავონ მამაკაცებთან შედარებით დაქვემდებარებული მდგომარეობა. დასახელებული კონვენციის და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიზნებიდან გამომდინარე „ქალთა მიმართ ძალადობა“ აღიქმება, როგორც ადამიანის უფლებების დარღვევა და ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ერთ-ერთი ფორმა და გულისხმობს გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობის ყველა იმ აქტს, რობმლესაც შედეგად მოჰყვება ან შეიძლება მოჰყვეს ქალებისთვის ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური ან ეკონომიკური ზიანის--- ტანჯვის მიყენება, მათ შორის, ასეთი აქტების ჩადენის მუქარა, იძულება ან თავისუფლების თვითნებური აღკვეთა, იმის მიუხედავად, თუ სად ხდება ეს – საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში. კონვენციის ხელშემკვრელი სახელმწიფოები, მათ შორის საქართველო იღებს ვალდებულებას დაიცვას ქალები ძალადობის ყველა ფორმისაგან და აღკვეთოს, სისხლისსამართლებრივად დევნოს და აღმოფხვრას ძალადობა ქალების მიმართ და ოჯახში ძალადობა. ხელი შეუწყოს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრას და ქალებსა და მამაკაცებს შორის რეალური თანასწორუფლებიანობის ჩამოყალიბებას, მათ შორის, ქალებისთვის მეტი შესაძლებლობების მიცემის გზით.

 

ოჯახში ძალადობა (2018 წლის 23 აგვისტოს ეპიზოდი)

 

3.16. დაზარალებულმა ლ--–- ჭ----–---–მა ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა ახლო ნათესავის - მეუღლის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.

 

3.17. ბრალდებულმა ი----- ტ-------ემ უარყო აღნიშნულ ეპიზოდშიც დანაშაულის ჩადენა.

 

3.18. მოწმე ნ--- ტ-------ის ზეპირი ჩვენებით, 2018 წლის 23 აგვისტოს ოჯახმა აიღო სოციალური დახმარება ფულადი თანხის სახით. თანხა საოჯახო საჭიროებისთვის უნდა დაეხარჯათ. იმავე დღეს სახლში მივიდა ბრალდებული ი----- ტ-------ე, რომელმაც მოითხოვა ზემოხსენებული თანხის გადაცემა. მოთხოვნილი ფულის გადაცემაზე ლ--–- ჭ----–---–მა განუცხადა უარი, რაზედაც ბრალდებული გახდა აგრესიული და მეუღლეს დაუწყო ჩხუბი. კონფლიქტში ჩაერია ნ--- ტ-------ე, რომელსაც ი----- ტ-------ემ დაუწყო ლანძღვა-გინება და მოუქნია ფეხი, ბრალდებულის მიერ მოქნეული ფეხი, მკლავში მოხვდა გასაშველებლად შუაში ჩამდგარ ლ--–- ჭ----–---–ს.

 

3.19. კონფლიქტის სცენაში გამოიკვეთა სამი პირი, ბრალდებული ი----- ტ-------ე, რომელიც წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ სცნობს, დაზარალებული ლ--–- ჭ----–---–ი, რომელიც უარს აცხადებს ჩვენების მიცემაზე და მოწმე ნ--- ტ-------ე, რომელიც ფაქტის თვითმხილველია. ერთადერთი თვითმხილველი მოწმის ჩვენებით გამოიკვეთა, რომ ი----- ტ-------ის მიერ ნ--- ტ-------ის მიმართულებით მოქნეული ფეხი შემთხვევით მოხვდა დაზარალებულ ლ--–- ჭ----–---–ს. გარდა ზეპირი ჩვენებისა, 6.09.2018 წ. გამოკითხვის ოქმშიც, რომელიც გამოქვეყნდა სასამართლო სხდომაზე მკაფიოდ არ იკითხება, თუ ვის მოუქნია ფეხი ი----- ტ-------ემ. გამოკითხვის ოქმის მიხედვით, ინციდენტის გასანეიტრალებლად კონფლიქტში ჩაერთო ნ--- ტ-------ე, რომელსაც ბრალდებულმა დაუწყო ლანძღვა-გინება და ამის შემდეგ თხრობა გრძელდება, რომ ი----- ტ-------ემ ფეხი მოიქნია, გამოკითხვის ოქმით, დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ ფეხი მოხვდა ლ--–- ჭ----–---–ს, თუმცა ფეხის მოქნევის ადრესატი ლ--–- ჭ----–---–ი იყო თუ ნ--- ტ-------ე არაორაზროვნად იკითხება. ოჯახში ფიზიკური ძალადობის მატერიალური ფაქტის დადგენასთან ერთად აუცილებელია დადასტურებული იყო პირის სუბიექტური განზრახვა ფიზიკურად იძალადოს კონკრეტულ ადამიანზე. მოცემულ შემთხვევაში ერთადერთი თვითმხილველი მოწმის ჩვენებით დგინდება, რომ ი----- ტ-------ეს მიზანმიმართულად ლ--–- ჭ----–---–ის მისამართით არ მოუქნევია ფეხი. შესაბამისად ძნელია იმის მტკიცება, რომ ბრალდებულს შეეძლო განეჭვრიტა, რომ ნ--- ტ-------ისთვის მოქნეული ფეხი მოხვდებოდა ლ--–- ჭ----–---–ს და სურდა ეს შედეგი. სასამართლოს შეფასებით, გამოკვლეული მტკიცებულებებით ამ კონკრეტულ ეპიზოდში არ დასტურდება განზრახვის არსებობა ლ--–- ჭ----–---–ის მიმართ, რის გამოც ი----- ტ-------ე საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (2018 წლის 23 აგვისტოს ეპიზოდი) ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

3.20. დაცვის მხარის არგუმენტაციის საწინააღმდეგოდ ნ--- ტ-------ის ჩვენება კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს მის გულწრფელობას, იგი ცდილობს ფაქტები გადმოსცეს რეალურად, არ შეალამაზოს, არ დამალოს---/და არ გააზვიადოს. მას რომ სდომოდა შურისძიების მიზნით ი----- ტ-------ისთვის დანაშაულის დაბრალება, როგორც ამას დაცვის მხარე ვვარაუდობს, მოწმეს ხელს არაფერი უშლიდა, რომ ამ ეპიზოდშიც, მსგავსად 1 სექტემბრის ეპიზოდისა, ეთქვა, რომ ბრალდებულმა განზრახ დაარტყა ფეხი ლ--–- ჭ----–---–ს.

 

4.სამართლებრივი შეფასება:

 

4.1. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.

 

4.2.სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლში კრიმინალიზებულია ოჯახში ძალადობა, რაც გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ობიექტური მხრივ ძალადობა გამოიხატება ქმედებაში, შედეგში და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ი----- ტ-------ის მიერ ძალადობრივი აქტის განხორციელებას ლ--–- ჭ----–---–ის მიმართ 2018 წლის 1 სექტემბერს ადასტურებს თვითმხილველი მოწმის ნ--- ტ-------ის, ასევე ა------------ის ჩვენებები, რაც შეეხება დანაშაულის შემადგენლობას - ძალადობის შედეგად ფიზიკური ტკივილის განცდას, აღნიშნული გარემოება ფასდება ობიექტურად, რამდენადაც ბრალდებულის მიერ მსხვერპლის მიმართ ძალადობა განხორციელებულია თავის არეში. გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ ძალადობის მსხვერპლი არის მოძალადის მეუღლე, აღნიშნული სტატუსი და თანაცხოვრება ქმნის ოჯახური დანაშაულის შემადგენლობას. გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლომ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ი----- ტ-------ემ 2018 წლის 1 სექტემბერს ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 1 სექტემბრის ეპიზოდი).

 

4.3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლი აწესებს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც წარმოადგენს სისხლის სამართლის პროცესის მნიშვნელოვან პრინციპს, - არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. მან უნდა წარმოადგინოს ბრალდებულის ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულება, ბრალდებულს არ ევალება საკუთარი უდანაშაულობის დამტკიცება, დაცვის საშუალებების--- მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელიც აბათილებს მის წინააღმდეგ მიმართულ ბრალდებას. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი. გამამტყუნებელი განაჩენის სტანდარტის მარეგულირებელი ნორმებიდან გამომდინარე, სასამართლოს შეფასებით 2018 წლის 23 აგვისტოს ეპიზოდში, გამოკვლეული მტკიცებულებებით ლ--–- ჭ----–---–ზე განზრახი ქმედებით ფიზიკური ძალადობა მხოლოდ ვარაუდებია, აქედან გამომდინარე ი----- ტ-------ე ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (2018 წლის 23 აგვისტოს ეპიზოდი).

 

5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

5.1. ი----- ტ-------ეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

6. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

6.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებას.

 

6.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

6.3. სასამართლო მხედველობაში იღებს სასჯელის დანიშვნის ზოგად საწყისებს და პრინციპებს, სწორედ ამ პრინციპების საფუძველზე სასამართლო განსაზღვრავს სამართლიან და კანონიერ სასჯელს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 29 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაული ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. სასამართლო ხაზს უსვამს ოჯახური ძალადობის დანაშაულის თავისებურებას, იგი ძირითად ხორციელდება დახურულ სივრცეში - ოჯახის პირობებში, როდესაც მოძალადე, მსხვერპლი და მოწმეც არიან ერთი ოჯახის წევრები და მათი ოჯახური კავშირიდან გამომდინარე დანაშაული რჩება ლატენტური (გაუმჟღავნებელი და დაფარული), აღნიშნულიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ყურადღება გამახვილდეს იმ ფაქტზე, რომ სწორედ იმ გაუსაძლისი ვითარების გამო, რაც არსებობდა ოჯახში, ნ--- ტ-------ემ სცადა თვითმკვლელობა და სწორედ ამ ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში გამოიკვეთა სხვა დანაშაული - ოჯახური ძალადობა. ამასთან საგულისხმოა, რომ მოწმეები განსახილველი ეპიზოდების გარდა ჰყვებიან ძალადობის სხვა ფაქტებსაც. სასამართლოს შეფასებით არასაპატიმრო სასჯელის---/და თავისუფლების აღკვეთის სახით დასანიშნი სასჯელის მინიმალური ვადის განსაზღვრა ვერ იქონიებს სათანადო გავლენას მსჯავრდებულის ქცევაზე. ძალადობის თვითმხილველი მოწმის ნ--- ტ-------ის ფსიქოლოგიური მდგომარეობა, რისი მაპროვოცირებელიც იყო მამის - ი----- ტ-------ის მხრიდან ოჯახში ხშირი კონფლიქტები -ძალადობა, არის ერთგვარი სიგნალი სწორად იქნეს შეფასებული ი----- ტ-------ის ძალადობრივი ქმედებების საშიშროება და გავლენა ოჯახის წევრების ფსიქიკაზე. ასევე სასამართლომ გაითვალისწინა ცალკეული შემთხვევები, როგორიცაა ახალი დანაშაულის აცილება, როგორც ზოგადი და კერძო პრევენცია, რაც ემსახურება ოჯახში ძალადობის აღკვეთას. კერძო პრევენციის მიზანი მიიღწევა მსჯავრდებულზე სასჯელის ზემოქმედებით, რათა მსჯავრდებულმა მომავალში აღარ ჩაიდინოს იდენტური დანაშაული, ზოგადი პრევენცია როგორც წესი ემსახურება საზოგადოების ფართო მასების გაფრთხილებას, რომ თუ ასეთ დანაშაულს ჩაიდენენ, მათ მიმართაც მკაცრი მიდგომა იქნება გამოყენებული.

 

6.4. სასამართლოს შეფასებით, დამნაშავე პირს უნდა განესაზღვროს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც ხელს შეუწყობს მომავალში ი----- ტ-------ის სათანადო ქცევას, რათა მოძალადისა და მსხვერპლის ურთიერთობიდან გამომდინარე მომავალშიც არ გაგრძელდეს მსხვერპლის მიმართ ძალადობა და მსჯავრდებულმა მოახდინოს ახალი სოციალური ღირებულებების გათავისება.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ი----- ტ-------ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (2018 წლის 23 აგვისტოს ეპიზოდი).

2. ი----- ტ-------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის 1 სექტემბრის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) თვის ვადით.

3. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 14 სექტემბრის განჩინებით ი----- ტ-------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა და მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 14 სექტემბრიდან.

4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

5. განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე ხ.ხარჩილავა