განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/2------
(გამოძიების #0-----------)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
24 იანვარი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - ალექსანდრე იაშვილი
სხდომის მდივანი - თამარ გიორბელიძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - მა-------–-----ე,დაცვის მხარე:
ბრალდებული - მა-–------------–--ე (დაბადებული - 1----–-–-------------------------------–----------–----------------–-------------------------------------------–-------------------–-------------------------------------ში),კვალიფიკაცია: 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილი; 2. საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილი.
დისპოზიცია: 1. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ მუქარა, ე.ი სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში; 2. მუქარა, ე.ი სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
2018 წლის 11 მაისს, 17:10 საათზე ქ. თბილისში, დი--------, ეგ-----------------თან ბრალდებულის სახით დაკავებულ იქნა მა-–------------–--ე, რომელიც სიცოცხლის მოსპობითა და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა ყოფილ სიდედრს მა–---------–ს და ყოფილ მეუღლეს ქე-------------–ს, მათივე საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ქ. თბილისი, დი--------, ეგ---------------, რა დროსაც დაზარალებულებს - მა–-- და ქე-------------–ებს გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2. სასამართლომ დაადგინა:
2.1. 2018 წლის 11 მაისს, დაახლოებით 17:00 საათზე ქ. თბილისში, დი--------, ეგ-----------------თან მა-–------------–--ე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ყოფილ სიდედრს მა–---------–ს, რა დროსაც დაზარალებულ მა–---------–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2.2. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დადასტურდა მა-–------------–--ის მიერ ყოფილი მეუღლის - ქე-------------–ის მიმართ სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების იმგვარი მუქარა, რაც დაზარალებულს გაუჩენდა მუქარის განხორციელების საფუძვლიან შიშს.
3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
3.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
3.2. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ბარბერას (Barberà) და სხვათა საქმეზე განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32).
3.3. ამდენად, სასამართლო ყურადღებას შეაჩერებს თითოეული მტკიცებულების შინაარსზე, განმარტავს, თუ რომელი ფაქტების დადგენის შესაძლებლობას იძლევა ერთობლივად და ინდივიდუალურად აღნიშნული მტკიცებულებები და განსაზღვრავს რამდენად ქმნის ეს მტკიცებულებები გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის სავალდებულო ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტს. ამასთან, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს მხარეთა მიერ წამოჭრილ საკვანძო საკითხებზე, იმსჯელებს მათ მიერ მითითებული ძირითადი არგუმენტების მართებულობის თაობაზე.
3.4. მა-–------------–--ის მიერ ყოფილი მეუღლისა და ყოფილი სიდედრის მიმართ სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარის ფაქტების დასადასტურებლად, ბრალდების მხარემ სასამართლოს წარმოუდგინა დაზარალებულების - ქე-------------–ისა და მა–---------–ის, მოწმეების - თი--------------–--ის, ბე----------–--ის, კო-----------–---–ის, და------------ის, გო---–--------ის, მო----------–იას, გი---------–---–---–ის, მა-------------ის, ნი-----------ის, რო----------------ისა და ელ------------ის ჩვენებები, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებები, ალკოტესტით შემოწმების ოქმი, კერძოდ:
3.5. დაზარალებულმა მა–---------–მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ მა-–------------–--ე მისი ქალიშვილის ყოფილი მეუღლეა. მათ ოც წელზე მეტ ხანს იცხოვრეს ერთად და ჰყავთ ორი საერთო შვილი. მათი ბინები (მისი და მა-–------------–--ის) გვერდიგვერდ მდებარეობს. 2017 წლის დეკემბრის თვეში მა-–------------–--ეს ურთიერთობა დაეძაბა მეუღლესთან, რის გამოც ქე-------------–ი (ქალიშვილი) მის ბინაში გადავიდა საცხოვრებლად. კონფლიქტის დეტალები არ იცის, თუმცა მისთვის ცნობილია, რომ ურთიერთობის დაძაბვა მა--–-----------–---ს მხრიდან მეუღლისთვის ფულის მოთხოვნას მოჰყვა. როგორც დაზარალებულისთვის არის ცნობილი, ბრალდებულს მიაჩნდა, რომ იგი აქეზებდა და მეუღლის წინააღმდეგ განაწყობდა ქე-------------–ს, რის გამოც მა-–------------–--ემ დაიწყო მუქარა და უცენზურო სიტყვებით გინება მის მიმართ. 2018 წლის 11 მაისს სამსახურიდან დაბრუნებულმა შეამჩნია ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მა-–------------–--ე, რომელიც სახლის წინ მოძრაობდა და მისი შვილიშვილის (თი------ის) სახელს იძახდა. დაემალნენ და ხმა არ გასცეს მას. რამდენიმე წუთის შემდეგ ბრალდებული წავიდა. დაახლოებით 10 წუთის შემდეგ გავიდა ბინიდან და შეამჩნია მეზობელი კო-----------–---–ი და მა-–------------–--ე, რომელიც მისკენ (მა–---------–ისკენ) წავიდა, დაიწყო მუქარა და უცენზურო სიტყვებით გინება. კო--- შეაკავა ბრალდებული. მა-–------------–--ის ქმედებების გამო სასოწარკვეთილებაში ჩავარდა, ასევე შეეშინდა მის შვილიშვილსაც, რომელმაც დაურეკა დედამისს. სამსახურში მყოფმა ქე-------------–მა გამოიძახა საპატრულო პოლიცია. მა-–------------–--ე პოლიციის მისვლის შემდგომაც იგინებოდა და მისკენ იწევდა. თი------ს შეეშინდა, რომ მამამისს ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიეყენებინა მისთვის (მა–---------–ისთვის). მა-–------------–--ე ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით, ეუბნებოდა, რომ არ გაახარებდა და გაანადგურებდა. აღნიშნული სიტყვების გაგონებაზე შიშის გრძნობა დაეუფლა. კო-----------–---–ი რომ არ ყოფილიყო ბრალდებული ფიზიკურად შეეხებოდა. თი------მა დაინახა, რომ მამამისს დანა ეჭირა ხელში, რამაც უფრო შეაშინა. მოწმემ ერთი მხრივ განმარტა, რომ ქე-------------–ის სახლში დაბრუნების შემდეგ, ბრალდებული მის მიმართაც გამოხატავდა აგრესიას, ეუბნებოდა, რომ მისი დაკავება გაუხარდა და ემუქრებოდა, თუმცა მეორე მხრივ განმარტა, რომ ქე----ოს მისვლის შემდეგ ბრალდებულმა რა სიტყვებით მიმართა მას (ქე----ოს) ვერ გაიგო, ვინაიდან მოშორებით იდგა. საპატრულო პოლიციის მისვლის შემდეგ, მა-–------------–--ე ქე----ოს ეუბნებოდა ,,არ გაგახარებთო“ და აგინებდა. პოლიციამ მა-–------------–--ე ჩასვა ავტომანქანაში და წაიყვანეს.
3.6. დაზარალებულმა ქე-------------–მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 20 წელზე მეტია მა-–------------–--ის მეუღლეა. თანაცხოვრების პერიოდში ბრალდებულის მხრიდან, მის მიმართ რაიმე ფიზიკურ ძალადობას ადგილი არ ჰქონია. კონფლიქტი 2017 წლის დეკემბრის თვეში დაიწყო, როდესაც ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მა-–------------–--ემ სრულიად უმიზეზოდ სახლში ყველაფერი დაამტვრია. ჩათვალა, რომ მასთან ურთიერთობის გაგრძელებას აზრი არ ჰქონდა, გაწყვიტა ყველანაირი კავშირი და დედამისთან გადავიდა საცხოვრებლად. ბრალდებული სხვადასხვა საშუალებებით ცდილობდა მასთან ურთიერთობის აღდგენას, ბოდიშიც მოიხადა, თუმცა მის ყველა მცდელობას უპასუხოდ ტოვებდა. მა-–------------–--ეს მიაჩნდა, რომ ოჯახის დანგრევა დედამისის ბრალი იყო. აღნიშნული გამო, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ბრალდებული ხშირად მიდიოდა დედამისის სახლთან, აგინებდა და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მათ. მორიგი ასეთი ვიზიტისას, ბრალდებულმა დედამისის სახლში შუშა ჩაამტვრია, რის გამოც საპატრულო პოლიცია გამოიძახა. ბრალდებული წაიყვანეს და მის მიმართ გამოიცა შემაკავებელი ორდერი. მორიგი კონფლიქტი (მა-–------------–--ის მხრიდან სიტყვიერი შეურაცხყოფა) მოხდა შემაკავებელი ორდერის ვადის გასვლის შემდეგ. ისევ გამოიძახა საპატრულო პოლიცია და კვლავ გამოიცა ბრალდებულის მიმართ შემაკავებელი ორდერი. 2018 წლის 11 მაისს სამსახურში იმყოფებოდა, როდესაც დაურეკა თი--------------–--ემ (მისმა შვილმა) და უთხრა, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მა-–------------–--ე დედამისს - მა–---------–ს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. ბავშვი სტრესულ მდგომარეობაში იმყოფებოდა და დახმარებას ითხოვდა. გამოიძახა საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარება, დედამისს კი დაურეკა და სთხოვა ბრალდებულთან კონფლიქტში არ შესულიყო. ტელეფონში ესმოდა მა-–------------–--ის გინების ხმა. სამსახურიდან დაბრუნებულს სიტუაცია განეიტრალებული დახვდა. მეზობელ კო-----------–---–ს ბრალდებული მოშორებით ჰყავდა გაჩერებული. ახლოს არ მისულა, რადგან პატრულის ეკიპაჟის მისვლას ელოდებოდა. პატრულის თანამშრომლები გამოცხადების შემდეგ აკავებდნენ ბრალდებულს, რომელიც უშვერი სიტყვებით იგინებოდა და იმუქრებოდა (დაგხოცავთ სუყველას). დაზარალებულის განმარტებით, მა-–------------–--ე მის მიმართ მუქარას ვერ შეასრულებდა, რადგან პატრულის თანამშრომლები იჭერდნენ, მათ მისვლამდე კი მოშორებით იდგა და მისკენ არ წა სულა. პოლიციელებმა როდესაც ხელი მოჰკიდეს და მა-–------------–--ე ავტომანქანაში უნდა ჩაესვათ, სწორედ ამ დროს შეაგინა, დაემუქრა ბრალდებული, უთხრა, რომ გაუხარდა მისი დაკავება, „შენ მოგკლავ და დედაშენსაც მოვკლავო“. მის მიმართ ფიზიკურ ძალადობას ადგილი არ ჰქონია.
3.7. მოწმე თი--------------–--ემ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ მშობლებს შორის ურთიერთობა დაიძაბა 2018 წლის იანვრის თვეში. მამამისი მა-–------------–--ე მეუღლის - ქე-------------–ისა და სიდედრის - მა–---------–ის მიმართ გახდა აგრესიული, შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა მათ და ჭურჭელი დაამტვრია. აღნიშნული კონფლიქტის შემდეგ მისი მშობლები დაშორდნენ. დედასთან ერთად საცხოვრებლად მეზობლად ბებიის სახლში გადავიდა. მამამისის მიმართ ორჯერ გამოიცა შემაკავებელი ორდერი, ბოლოს კი დაკავეს. მა-–------------–--ეს მა–---------–თან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა, ერთმანეთს არ ესალმებოდნენ. კონფლიქტის მიზეზი სავარაუდოდ მამამისის უმუშევრობა და ალკოჰოლური სასმელის სისტემატიური მოხმარება იყო. დეტალები არ იცის, რადგან მათ ურთიერთობაში არ ჩარეულა. მა-–------------–--ის მიმართ შემაკავებელი ორდერები გამოიცა, რადგან მისი მხრიდან ქე-------------–ისა და მა–---------–ის მიმართ ადგილი ჰქონდა სიტყვიერ შეურაცხყოფას.
2018 წლის 11 მაისს ბებიასთან ერთად იმყოფებოდა სახლში, როდესაც ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მა-–------------–--ე მივიდა მათთან. ვინაიდან მამამისი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა (იგინებოდა), არ მოისურვა მასთან გასაუბრება და ბავშვის ოთახში შევიდა. ბებიამისი აბაზანაში იმყოფებოდა. მა-–------------–--ე შევიდა სახლში, დაათვალიერა და როდესაც ვერავინ დაინახა, წავიდა. ფანჯრიდან მოჰკრა თვალი, რომ იგი ინტერნეტის კაბელის გადაჭრას ცდილობდა. ვერ დაინახა რა საგანი ეჭირა ხელში (რაღაც ბასრი საგანი ეჭირა). როდესაც მა-–------------–--ე ინტერნეტის კაბელის გადაჭრა დაიწყო, ბებიამისი გავიდა გარეთ, რასაც მამამისის მხრიდან მოჰყვა მა–---------–ის მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფა. გამოძიებაში მიცემულ ჩვენებას ნაწილობრივ ეთანხმება. 2018 წლის 11 მაისს მამამისი ორივე მათგანს დაემუქრა - ქე-------------–ს და მა–---------–ს. როდესაც მამამისი ქე------ს (დედას) დაემუქრა, პოლიციელებს ხელი ჰქონდათ ჩაკიდებული მა-–------------–--ისთვის. პროკურორის მიერ გამოქვეყნებული გამოკითხვის ოქმიდან ეთანხმება მხოლოდ იმ ნაწილს, სადაც აღნიშნულია, რომ მამამისის მხრიდან ადგილი ჰქონდა მუქარას. მის ხელში დანა არ დაუნახავს.
3.8. ამდენად, სასამართლო აღნიშნავს, რომ დაზარალებულმა მა–---------–მა და მოწმე თი--------------–--ემ განმარტეს თუ როგორ დაიწყო, განვითარდა და დასრულდა კონფლიქტი, რა მოქმედებები განა---რციელა ბრალდებულმა და როგორ ემუქრებოდა მა–---------–ს სიცოცხლის მოსპობით. დაზარალებულმა ქე-------------–მა კი აღწერა კონფლიქტის მეორე ეტაპი - ბრალდებულის ქმედებები შემთხვევის ადგილზე მისი მისვლის შემდეგ. მა–---------–ისა და თი--------------–--ის განმარტებით, ალკოჰოლური სასმელის ზემოქმედების ქვეშ მყოფი მა-–------------–--ე მივიდა მათ ბინაში. ბრალდებული აგრესიული იყო, ემუქრებოდა და შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებდა ყოფილ სიდედრს. მა-–------------–--ე ეზოში მყოფმა კო-----------–---–მა შეაჩერა და დაზარალებულთან მიახლოების საშუალება არ მისცა. ორივე მათგანმა დაადასტურა, რომ მა-–------------–--ე ემუქრებოდა და აგინებდა მა–---------–ს როგორ საპატრულო პოლიციის მისვლამდე, ასევე პატრულ - ინსპექტორების მიერ ბრალდებულის ავტომანქანაში ჩასმის შემდგომაც. მა–---------–ის განმარტებით, შეშინებული იყო და რეალურად აღიქვა ბრალდებულის მუქარა მისი სიცოცხლის მოსპობის თაობაზე.
რაც შეეხება კონფლიქტის მეორე ნაწილს ქე-------------–მა დაადასტურა, რომ მა-–------------–--ე მას შემდეგ დაემუქრა და შეაგინა, რაც პოლიციელებმა ხელი მოჰკიდეს და ავტომანქანაში უნდა ჩაესვათ. მა-–------------–--ე მის მიმართ მუქარას ვერ შეასრულებდა, რადგან პატრულის თანამშრომლები იჭერდნენ, მათ მისვლამდე კი მოშორებით იდგა და მისკენ არ წასულა. თი--------------–--ის ჩვენების თანახმად, როდესაც მამამისი ქე------ს (დედას) დაემუქრა, პოლიციელებს ხელი ჰქონდათ ჩაკიდებული მა-–------------–--ისთვის, რაც თანხვედრაშია დაზარალებულ ქე-------------–ის განმარტებებთან.
მა–---------–ის განმარტება კონფლიქტის ამ ნაწილთან დაკავშირებით გაურკვეველი და ბუნდოვანია, ვინაიდან ერთი მხრივ განმარტა, რომ ქე-------------–ის სახლში დაბრუნების შემდეგ, ბრალდებული მის მიმართაც გამოხატავდა აგრესიას და ემუქრებოდა, თუმცა მეორე მხრივ განმარტა, რომ ქე----ოს მისვლის შემდეგ ბრალდებულმა რა სიტყვებით მიმართა მას (ქე----ოს) ვერ გაიგო, ვინაიდან მოშორებით იდგა. ამდენად, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას ორაზროვანი და არადამაჯერებელი განმარტების პირობებში დაადგინოს, რომ მა-–------------–--ე ქე-------------–ს ემუქრებოდა პოლიციის მისვლამდეც.
3.9. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ დაზარალებულების - მა–---------–ის, ქე-------------–ისა და მოწმე თი--------------–--ის ჩვენებებით დგინდება, რომ მა-–------------–--ე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მა–---------–ს, ხოლო ქე-------------–ს ასევე დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, თუმცა მას შემდეგ რაც პოლიციის თანამშრომლებმა ხელი მოჰკიდეს მა-–------------–--ეს და წაიყვანეს პოლიციის ავტომანქანისკენ.
3.10. მოწმე კო-----------–---–მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ დაზარალებულები (ქე-------------–ი და მა–---------–ი) და ბრალდებული მა-–------------–--ე მისი მეზობლები არიან. 2018 წლის 11 მაისს იმყოფებოდა სახლში. ბავშვებისგან შეიტყო, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მა--- (მა-–------------–--ე) კორპუსთან იდგა და იგინებოდა. გარეთ გავიდა და დაინახა, რომ ბრალდებული სკოლის მხარეს იმყოფებოდა, მა–---------–ისკენ იწევდა, აგინებდა მას და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა. ბრალდებული გააკავა და ახლოს არ უშვებდა მა–---------–თან. დაახლოებით 10 წუთში ქე-------------–ი დაბრუნდა სახლში. ნასვამი ბრალდებული მა–---------–თან ახლოს რომ მიეშვა, შეიძლება ფიზიკურად შეხებოდა და სწორედ ამიტომ გაიყვანა მა-–------------–--ე მოშორებით. მა–---------–ის მიმართ ბრალდებულის მხრიდან მუქარას ჰქონდა თუ არა ადგილი არ ახსოვს. ქე-------------–ის სახლში დაბრუნებიდან მალევე გამოჩნდა საპატრულო პოლიცია და მა-–------------–--ე დააკავეს. ბრალდებულის დაკავების საფუძველი იყო ის გარემოება, რომ იგი ნასვამ მდგომარეობაში მყოფი, ოჯახის წევრებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა. მა-–------------–--ე ქე-------------–საც აგინებდა. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მა-–----ი ავტომანქანაში ჩასვეს და წაიყვანეს. მა-–------------–--ე მანქანიდან აგინებდა ქე----ოს.
3.11. მოწმე ბე----------–--ემ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2018 წლის 11 მაისს ლექციაზე იმყოფებოდა, როდესაც დაურეკა დედამისმა და უთხრა, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მამამისი იმყოფებოდა კორპუსთან, იგინებოდა და სთხოვა მისულიყო. სახლში როდესაც მოვიდა ყველაფერი დასრულებული იყო, მამამისი პოლიციას წაყვანილი ჰყავდა. დედამისმა უთხრა, რომ მა-–------------–--ე სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა ბებიამისს - მა–---------–ს. სახლში მისვლის შემდეგ გაარკვია, რომ მამამისი დაკავებული იყო. დედამისისგან შეიტყო, რომ მა-–------------–--ე აგინებდა მათ, ემუქრებოდა და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, რის გამოც დააკავა საპატრულო პოლიციამ. ქე----ოს და მა–--ს მისთვის არ უთქვამთ, რომ მამამისს დანა ჰქონდა, აღნიშნულის შესახებ მეზობლისგან შეიტყო, თუმცა დანა აღმოჩენილ ვერ იქნა. სახლში დაზიანებული იყო მხოლოდ ინტერნეტის კაბელი. დედას და ბებიას ვიზუალურად რაიმე დაზიანებები არ ეტყობოდათ, მხოლოდ შეშინებულები იყვნენ.
3.12. მოწმე და------------ემ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2018 წლის 11 მაისს განვითარებული მოვლენების შესახებ შეიტყო მეუღლისგან. სამსახურში იმყოფებოდა, როდესაც თი--------------–--ემ დაურეკა და სასწრაფოდ მისვლა სთხოვა, რადგან ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მამამისი ჩხუბობდა. როდესაც ადგილზე მივიდა მა-–------------–--ე გარიდებული იყო იქაურობას. მივიდა მასთან და გაესაუბრა. ამ დროს ბრალდებული მშვიდად იყო. სახლში შევიდა, მეუღლე დაამშვიდა და ისევ გარეთ გავიდა, რა დროსაც სამსახურიდან დაბრუნდა ქე-------------–ი. ამ მომენტში მა-–------------–--ესა და ქე----ოს შორის მოხდა შელაპარაკება. მეზობლებთან ერთად გააშველა ისინი და ამასობაში პოლიციაც მივიდა. ამ დროს, მისი მეუღლე შეუძლოდ გახდა. მისკენ გადაერთო და კონფლიქტისთვის ყურადღება არ მიუქცევია. მა-–------------–--ის გინება ესმოდა, მაგრამ განსაკუთრებული არაფერი. მოგვიანებით გაიგო, რომ მა-–------------–--ე იმუქრებოდა, თუმცა საკუთარი თვალით არ უნახავს.
3.13. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოწმე - კო-----------–---–მა დაადასტურა, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მა-–------------–--ე სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მა–---------–ს და იწევდა მისკენ. კონფლიქტის კიდევ უფრო მეტად გამწვავება არ უნდოდა და ბრალდებული მოშორებით გაიყვანა, სადაც ცდილობდა მის დაწყნარებას. მა-–------------–--ე ასევე აგინებდა ქე-------------–ს. მოწმემ არ დაადასტურა, რომ მა-–------------–--ე დაემუქრა ქე-------------–ს. რაც შეეხება ბე----------–--ისა და და------------ის განმარტებებს, ბე----------–--ე შემთხვევის ადგილზე მივიდა მას შემდეგ რაც კონფლიქტი დასრულებული იყო. მან მომხდარის შესახებ ინფორმაცია ოჯახის წევრებისგან/მეზობლებისგან მიიღო და მა-–------------–--ის მხრიდან განხორციელებული გინებისა და მუქარის ფაქტები საკუთარი თვალით არ დაუნახავს. რაც შეეხება და------------ეს, მოწმემ დაადასტურა, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მა-–------------–--ე მისი სახლში დაბრუნების მომენტისთვის მშვიდად იყო. იგი აგრესიული გახდა მეუღლის გამოჩენის მომენტისთვის და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მას. ბრალდებულის მიერ განხორციელებული მუქარის შესახებ დეტალები არ იცის, რადგან გადართული იყო მეუღლეზე, რომელიც კონფლიქტის მიმდინარეობისას შეუძლოდ შეიქმნა.
3.14. პატრულ - ინსპექტორმა გო---–--------ემ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2018 წლის 11 მაისს მეწყვილესთან ერთად იმყოფებოდა გამოძახებაზე ქ. თბილისში, „დი-------–----ში“ (კონკრეტული მისამართი არ იყო მითითებული). შემთხვევის ადგილზე მისულებს ქუჩაში დახვდათ კონფლიქტური სიტუაცია, აგრესიული ბრალდებული იგინებოდა, ილანძღებოდა და ემუქრებოდა მოხუც ქალბატონს. ბრალდებული ოჯახის დანგრევას სიდედრს აბრალებდა, ემუქრებოდა მას, რომ ციხიდან გამოსვლის შემდეგ მოკლავდა. მას აკავებდა ახალგაზრდა მამაკაცი და არ აძლევდა ქალბატონთან მიახლოების საშუალებას. თავდაპირველად კონფლიქტში მონაწილე მხარეები ერთმანეთს დააშორეს. ბრალდებული მის მეწყვილეს ნებაყოფლობით გაჰყვა პატრულის ავტომანქანისკენ. მა-–------------–--ე ავტომანქანაში ჯდებოდა, როდესაც მისი მეუღლე გამოჩნდა. ქე-------------–მა განაცხადა, რომ ბრალდებულმა შემაკავებელი ორდერი დაარღვია და ითხოვდა მის დაკავებას. დაზარალებულის სიტყვებმა მა-–------------–--ე გააღიზიანა და მეუღლეს უთხრა, რომ ციხიდან გამოსვლის შემდეგ მას და მა–---------–ს და---ცავდა. ბრალდებულს მიუკეტეს ავტომანქანის კარი და დამშვიდებისკენ მოუწოდეს, თუმცა იგი ავტომანქანიდანაც აგრძელებდა მუქარას. მოწმის განმარტებით, მა-–------------–--ე არ დაუკავებიათ, მას ხელბორკილები არ ედო და თავისუფლად გადაადგილების საშუალება ჰქონდა. ბრალდებულს შეეძლო მუქარა აღესრულებინა მეუღლის მიმართ. იმ შემთხვევაში, თუ მა-–------------–--ე ქალბატონებისკენ გაემართებოდა, მუქარის ასრულების საშუალებას პატრულის თანამშრომლები არ მისცემდნენ. მუქარას ადგილი ჰქონდა როგორც ავტომანქანაში ჩაჯდომამდე, ასევე შემდეგაც. ბრალდებული შემოწმებულ იქნა სიმთვრალეზე და გაირკვა, რომ მას დიდი ოდენობით ალკოჰოლური სასმელი ჰქონდა მიღებული. აღნიშნულის შემდეგ ბრალდებული გადაიყვანეს ნარკოლოგიურში, სადაც დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი.
3.15. პატრულ - ინსპექტორმა მო----------–იამ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2018 წლის 11 მაისს მეწყვილესთან ერთად იმყოფებოდა გამოძახებაზე, სადაც დახვდათ ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მა-–------------–--ე, რომელიც იგინებოდა და იმუქრებოდა. სიტუაციაში გარკვევის მიზნით მისი მეწყვილე შევიდა სახლში. მისვლიდან დაახლოებით 5-10 წუთში ბრალდებულთან ერთად ჩაჯდა ავტომანქანაში. იგი მაინც აგრძელებდა გინებას და მუქარას. მისმა მეწყვილემ უთხრა, რომ ბრალდებული სიდედრს მოკვლით დაემუქრა. ადგილზე რომ მივიდნენ გარეთ ხალხი იყო შეკრებილი. მა-–------------–--ე სიდედრს ემუქრებოდა, რომ ციხიდან გამოსვლის შემდეგ მოკლავდა. პატრულის მისვლამდე ბრალდებულს მისი სიძე იჭერდა და აწყნარებდა. მათი მისვლის შემდეგ მა-–------------–--ე ავტომანქანაში ჩასვეს და მუქარას ვერ განა---რციელებდა. ქალბატონი ძალიან აღელვებული და შეშინებული იყო. შემთხვევის ადგილზე ბრალდებულის მეუღლეც იმყოფებოდა. იგი კონფლიქტის ადგილიდან მოშორებით, დაახლოებით 10 მეტრში იდგა. მოწმემ დაადასტურა, რომ ბრალდებული მეუღლეს ავტომანქანაში ჩაჯდომის შემდეგ ემუქრებოდა, ეუბნებოდა, რომ მოკლავდა ციხიდან გამოსვლის შემდეგ. ბრალდებული დასაწყისში არ დაუკავებიათ, მა-–------------–--ე ხელბორკილი არ ედო და არც შებოჭილი ჰყავდათ. გვერდზე ეჯდა თუმცა ხელი ჩაკიდებული არ ჰქონდა. მას ავტომანქანიდან გადასვლა არ უცდია, თუმცა თავისუფლად გადაადგილების საშუალება ჰქონდა. გადამოწმებისას მა-–------------–--ე ნასვამი აღმოჩნდა. აღნიშნულის შემდეგ გადაიყვანეს ნარკოლოგიურში, სადაც დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალების მიღების ფაქტი.
3.16. სასამართლო აღნიშნავს, რომ პატრულ-ინსპექტორებმა - გო---–--------ემ და მო----------–იამ დაწვრილებით განმარტეს თუ როდის მიიღეს შეტყობინება, რამდენ ხანში და რა მისამართზე გამოცხადნენ და როგორი სიტუაცია დახვდათ შემთხვევის ადგილზე. მოწმეთა განმარტებით, შემთხვევის ადგილზე დახვდათ ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მა-–------------–--ე, რომელიც იყო აგრესიული და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა და ემუქრებოდა ყოფილ სიდედრს. მას აკავებდა შემთხვევის ადგილზე მყოფი ახალგაზრდა მამაკაცი. განაცალკევეს კონფლიქტის მონაწილეები და ბრალდებული საკუთარი ნებით ჩაჯდა პატრულის ავტომანქანაში. მოწმეებმა ცალსახად დაადასტურეს, რომ ბრალდებული ნამდვილად ემუქრებოდა მა–---------–ს სიცოცხლის მოსპობით, ეს უკანასკნელი კი ძალიან აღელვებული იყო და ეშინოდა. მათი შემთხვევის ადგილზე მისვლიდან რამდენიმე წუთში გაიგონეს ქე-------------–ის ხმა, რამაც ბრალდებულის აგრესია გამოიწვია, შეაგინა მას და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. მოწმეებმა ასევე დაადასტურეს, რომ მოცემულ მომენტში მა-–------------–--ე დაკავებული არ ჰყავდათ, ბრალდებულს ხელბორკილები არ ედო და მას თავისუფლად გადაადგილების საშუალება ჰქონდა, თუმცა მათთან ერთად იმყოფებოდა და თავდასხმის მცდელობა არ ჰქონია. იმ შემთხვევაში თუ ბრალდებული მუქარის ასრულებას შეეცდებოდა, საპატრულო პოლიციის თანამშრომლები ამის საშუალებას არ მისცემდნენ.
3.17. გამომძიებლებმა - მა-------------ემ, ნი-----------ემ, გი---------–---–---–მა და რო----------------ემ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურეს მათ მიერ (მათი მონაწილეობით) ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების კანონთან შესაბამისობა/სისწორე. მოწმეებს გამოძიების მიმდინარეობისას საპროცესო ნორმების დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით სასამართლოსთვის ინფორმაცია არ მიუწოდებიათ.
3.18. სასამართლო აღნიშნავს, რომ გამომძიებლებმა - მა-------------ემ, ნი-----------ემ, გი---------–---–---–მა და რო----------------ემ დაადასტურეს მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორე, ხოლო უშუალოდ შემთხვევის ადგილზე განვითარებული მოვლენებთან დაკავშირებით გააჩნიათ ინფორმაცია, რომელიც მათთვის ცნობილი გახდა გამოძიების მიმდინარეობისას, საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილე პირებისგან. შესაბამისად, სასამართლო მა-------------ის, ნი-----------ის, გი---------–----–---–ისა და რო----------------ის ჩვენებებს ვერ გამოიყენებს 2018 წლის 11 მაისს, ქ. თბილისში, დი--------, ეგ-----------------თან განვითარებული კონფლიქტური სიტუაციისას, კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების დადგენის თვალსაზრისით.
3.19. 2017 წლის 1 დეკემბრისა და 2018 წლის 23 აპრილის შემაკავებელი ორდერებით, მა-–------------–--ეს აეკრძალა მსხვერპლთან მიახლოება 30 დღის ვადით.
3.20. სასამართლოს საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დადგენილად მიაჩნია, რომ 2018 წლის 11 მაისს, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მა-–------------–--ე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მა–---------–ს. ბრალდებულის აგრესიული ქმედებები და უშუალოდ მა–---------–ის განმარტებები ცხადყოფს, რომ დაზარალებულის მიმართ განხორციელებული მუქარა იყო რეალური და მას გაუჩნდა აღნიშნული მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
3.21. სასამართლოს ასევე მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების თანახმად, მა-–------------–--ე ქე-------------–ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით მხოლოდ მას შემდეგ, რაც პოლიციელები მივიდნენ შემთხვევის ადგილზე და ავტომანქანაში სვამდნენ ბრალდებულს, ასევე ავტომანქანაში ყონფის დროს. აღსანიშნავია, რომ დაზარალებულ - ქე-------------–ის განმარტებით, მა-–------------–--ე მუქარას ვერ შეასრულებდა, რადგან პოლიციელები იჭერდნენ, მანამდე კი მოშორებით იდგა და არ დამუქრებია, რაც ხაზს უსვამს მის შინაგან განწყობას პოლიციელების მეთვალყურეობაში მყოფი მისი ყოფილი მეუღლის მიერ განხორციელებული მუქარის არარიალურად აღქმის თაობაზე. პატრულ-ინსპექტორები - გო---–--------ე და მო----------–ია ერთი მხრივ შეეცადნენ წარმოეჩინათ მა-–------------–--ის თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობა (დაკავებული არ ჰყავდათ ბრალდებული და ხელბორკილი არ ედო), თუმცა მეორე მხრივ ფაქტობრივად დაადასტურეს, რომ ბრალდებული მათი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა და ფიზიკური ძალადობის მცდელობის შემთხვევაში აღკვეთავდნენ მის დანაშაულებრივ ქცევას. სასამართლო აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, ობიექტურად დროის მოკლე მონაკვეთში (მათ შორის საათები, დღეები და თვეებიც კი) მუქარა არ აღიქმება რეალურად, ხოლო სუბიექტურად დაზარალებულ - ქე-------------–ის აღქმით მა-–------------–--ის მუქარა არ იყო რეალური, ვინაიდან ბრალდებული იმყოფებოდა პოლიციის თანამშრომლების მეთვალყურეობის ქვეშ (ზოგადად შეეშინდა, ვინაიდან არ იცოდა რისი გამკეთებელი იყო მა-–------------–--ე).
4. სამართლებრივი შეფასება:
4.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია მუქარისთვის, რაც გულისხმობს სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარას, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ამ დანაშაულის შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ მუქარა მიმართული იყოს სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურებისაკენ. ქმედების მუქარად დაკვალიფიცირებისათვის გადამწყვეტია, რომ მუქარის ადრესატს გაუჩნდეს საფუძვლიანი შიში, რომ მუქარა რეალურად განხორციელდება. ამ საკითხის შეფასებისას სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს, როგორც ობიექტური, ისე სუბიექტური კრიტერიუმებით, კერძოდ: მუქარის საფუძვლიანობის შეფასებისას უნდა წარმოვიდგინოთ ჩვეულებრივი ჯანსაღი ფსიქიკის ადამიანი და განისაზღვროს ჩათვლიდა თუ არა ასეთი ადამიანი კონკრეტულ მუქარას რეალურად. ამ დროს მხედველობაში უნდა მივიღოთ დამმუქრებლის პიროვნება, ურთიერთდამოკიდებულება დამნაშავესა და მსხვერპლს შორის, მუქარის გამოხატვის ხერხი, ფორმა, არაერთჯერადი ხასიათი, პირის შეიარაღება, ფიზიკური კონდიციები მუქარის წარმოთქმისას და ობიექტური დაბრკოლებების არსებობა/არარსებობა.
4.2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლით განსაზღვრულია პასუხისმგებლობა ოჯახური დანაშაულისთვის, რაც განმარტებულია, როგორც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის 108-ე, 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 125-ე, 126-ე, 137-ე−141-ე, 143-ე, 144-ე−1443, 149-ე−151-ე, 160-ე, 171-ე, 253-ე, 255-ე, 2551, 3811 და 3812 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. ოჯახური დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ მუხლში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით. ამავე მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯა--- მეურნეობას.
4.3. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურებულია, რომ მა-–------------–--ე და ქე-------------–ი იყვნენ მეუღლეები, წლების განმავლობაში (2017 წლის დეკემბრის თვემდე) ცხოვრობდნენ ერთად და თანაცხოვრების პერიოდში ჰყავთ ორი საერთო შვილი, შესაბამისად, მა-–------------–--ე წარმოადგენს ოჯახური დანაშაულის სუბიექტს. სასამართლო აღნიშნავს, რომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, მა-–------------–--ე ქე-------------–ს დაემუქრა მხოლოდ მას შემდეგ, რაც იმყოფებოდა პოლიციელების მეთვალყურეობის ქვეშ და დაზარალებულის განმარტებით (აღქმით) შემთხვევის ადგილზე მუქარას ვერ განა---რციელებდა. მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიშის არსებობას სასამართლო აფასებს სუბიექტური (დაზარალებულის აღქმის გათვალისწინებით) და ობიექტური კრიტერიუმების მიხედვით და აღნიშნავს, რომ ბრალდებულს ობიექტურად არ გააჩნდა მუქარის განხორციელების ფაქტობრივი შესაძლებლობა (წუთების, საათების, დღეების და თვეების განამვლობაში), ვინაიდან ცალსახად იმყოფებოდა პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ (მოჰკიდეს ხელი, ჩასვევს პოლიციის ავტომანქანაში) და არც უცდია ქე-------------–ის მიმართ რაიმე ძალადობრივი ქმედების განხორციელება, რაც ფაქტობრივად დაზარალებულ ქე-------------–ის სუბიექტურ შეფასებაშიც ანალოგიურად დაფიქსირდა - დაზარალებულის განმარტებით, ბრალდებული იმყოფებოდა პოლიციელების მეთვალყურეობის ქვეშ და მისი აღქმით შემთხვევის ადგილზე მუქარას ვერ განა---რციელებდა. საწინააღმდეგო განმარტების პირობებში, თუ ამ კრიტერიუმებით არ შეფასდება მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიშის არსებობა, დანაშაულის შემადგენლობის ნიშანი - ,,დაზარალებულს გაუჩნდეს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში“, აზრს დაკარგავს და ყველა შემთხვევა (მათ შორის ხუმრობა, უბალო რეპლიკა და სხვა) უნდა დაკვალიფიცირდეს სსკ-ის 151-ე მუხლით, რაც არსობრივად მცდარია და არ წარმოადგენს ამ მუხლის დისპოზიციაში დაფიქსირებულ კანონმდებლის ნებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მა-–------------–--ე საქართველოს სსკ-ის 111 -151 მუხლის 1-ლი ნაწილით (ქე-------------–ის მიმართ სავარაუდოდ განხორციელებული მუქარის) წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.
4.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა, რომ 2018 წლის 11 მაისს, ალკოჰოლური სასმელის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა მა-–------------–--ემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ყოფილ სიდედრს მა–---------–ს, შეაგინა მას და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. დაზარალებულისა და მოწმეთა ჩვენებებით უტყუარად დადასტურდა, რომ ბრალდებული იყო აგრესიული და იწევდა მა–---------–ისკენ, რამაც მუქარის ადრესატს გაუჩინა საფუძვლიანი შიში, რომ მუქარა რეალურად განხორციელდებოდა. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა დანაშაულის (მუქარის) შემადგენლობისთვის აუცილებელი ყველა ნიშანი.
4.4. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებებათა ერთობლიობის საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მა-–------------–--ემ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული - სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რისთვისაც იგი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
5.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფა-ქცევა ქმედების შემდეგ.
5.3. განაჩენის 5.1. და 5.2. პუნქტებთან მიმართებით სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
5.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რომლითაც მა-–------------–--ეს მსჯავრი უნდა დაედოს სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს - ჯარიმას, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე, გამასწორებელ სამუშაოს ვადით ერთ წლამდე, შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე. ამდენად, სასამართლო იმსჯელებს და შეაფასებს მა-–------------–--ის პიროვნებისა და ჩადენილი ქმედების გათვალისწინებით, რომელი სასჯელი იქნება პროპორციული/თანაზომიერი და უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
5.5. ამდენად, სასამართლო ითვალისწინებს მა-–------------–--ის მიერ ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებასა და ხასიათს (მან ქალის (სიდედრის) მიმართ ჩაიდინა ძალადობრივი ხასიათის დანაშაული სიცოცხლის მოსპობის მუქარა, რაც მომეტებული საშიშროების მატარებელია), ქმედების განხორციელების სახესა და ხერხს (ალკოჰოლური სასმელისა და ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ მყოფი მა-–------------–--ე არაერთხელ სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მა–---------–ს) მა-–------------–--ის ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას (მის მტკიცე სურვილს, მისწრაფებას დაზარალებულისათვის დაერღვია სიმშვიდე და მყუდროება), მის პირად და ეკონომიკურ პირობებს (ჰყავს შვილები, არის ალკოჰოლზე დამოკიდებული, არის უმუშევარი) მა-–------------–--ის ქცევას სასამართლო განხილვის დროს (საქმის არსებითად განხილვის დროს ბრალდებულს წესრიგი ფაქტობრივად არ დაურღვევია), დანაშაულის ჩადენის მოტივს/მიზანს (შურისძიება/დაზარალებულის დაშინება), წარსულში მის ქცევას (ბრალდებულის მიმართ გამოცემულ იქნა შემაკავებელი ორდერები, რამაც ვერ უზრუნველყო მისი კანონის შესაბამისი ქცევა) და მიაჩნია, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, მა-–------------–--ეს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა.
5.6. დემოკრატიულ სახელმწიფოში სასჯელის მიზანს ადამიანის ფიზიკური ტანჯვა და პირადი დასჯა არ წარმოადგენს. სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა საზოგადოებისთვის განსაკუთრებული საფრთხის შემცველი ქმედებებისთვის არის დადგენილი და ვინაიდან იგი წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. სასჯელის სახით გამოყენებული თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობა უნდა წარმოადგენდეს ქმედების შესაბამის, რეალურ და პროპორციულ საშუალებას სასჯელის მიზნების მისაღწევად.
5.7. ამდენად, განაჩენის 5.5. პუნქტებში მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, მა-–------------–--ეს საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს - 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მისი საზოგადოებრივი საშიშროებისა და მა-–------------–--ეს პიროვნების გათვალისწინებით, ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მოთხოვნებიდან გამომდინარე, სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს (სასჯელის მიზნებს).
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მა-–------------–--ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
2. მა-–------------–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელად განესაზღვროს 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.
3. მა-–------------–--ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
4. მა-–------------–--ეს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 11 მაისიდან.
5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ალექსანდრე იაშვილი