განაჩენი

სისხლის სამართლის 20.03.2019
საქმის ნომერი
200100119002885490
დავის ტიპი
373 2
თარიღი
20.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 200100119002885490

N1/70-19

განაჩენი

საქართველოს სახელით

თელავის რაიონული სასამართლო

20 მარტი, 2019 წელი თელავი

მოსამართლე: მამუკა წიკლაური

სხდომის მდივანი: შორენა მარგალიტაშვილი

სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა

ბრალდების მხარე:

სახელმწიფო ბრალმდებელი, თ--–---------------–-------------------ის პროკურორი - ნ----------------–---–ი

დაცვის მხარე:

ადვოკატი - თ------–-------–---–ი

ბრალდებული: მ------ გ------–---–-–---–ი

მამის სახელი:----

დაბადებული: 2----------- წელი

პირადი ნომერი: 2----------

მოქალაქეობა: საქართველო

განათლება: ს-–----–--

ოჯახური მდგომარეობა: ქორწინებაში არ მყოფი

ნასამართლეობა: ნასამართლობის არმქონე

რეგისტრირებული: თელავის რაიონი სოფელი გ---–----–ა

მცხოვრები: ქ.თელავი, კ-------------ის ქუჩა N21

კვალიფიკაცია: 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 373-ე მუხლის მეორე ნაწილი - დანაშაულის ჩადენის შესახებ ცრუ დასმენა, რასაც ერთვის ბრალდება მძიმე დანაშაულში.

აღწერილობით_სამოტივაციო ნაწილი

სასამართლომ დაადგინა:

1. 2018 წლის 23 აგვისტოს, შსს თ--–---------------–------------–--ში სისხლის სამართლის N0----------- საქმეზე, მოწმის სახით გამოკითხვისა, ცრუ დასმენის შესახებ, სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობის გაფრთხილების შემდეგ, მ------ გ------–---–-–---–მა განახორციელა ბ----- ბ--------–---–ის ცრუ დასმენა და განაცხადა, რომ 2018 წლის 23 აგვისტოს, დაახლოებით 14:00 საათზე, ქალაქ თელავში, უ-------------ის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, ე.წ. „ნ-------ში“ ბ----- ბ--------–---–მა, მის მფლობელობაში არსებულ „BMW-ს“ მარკის, სახელმწიფო ნომრით X--------, ავტომანქანაში სცადა მ------ გ------–---–-–---–ი გაუპატიურება ძალადობით. მ------ გ------–---–-–---–ის ჩვენებისა და საქმის მასალების ერთობლიობით, ბ----- ბ--------–---–ს წარედგინა ბრალი განზრახი მძიმე დანაშაულისათვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,137-ე მუხლის პირველი ნაწილით. ბ----- ბ--------–---–ის ბრალდების საქმის არსებითი განხილვისას, 2018 წლის 03 დეკემბერს, თ--–---------------–------------–--ში მოწმის სახით დაიკითხა დაზარალებული მ------ გ------–---–-–---–ი, რა დროსაც მან უარყო ბ----- ბ--------–---–ის მიერ მისი გაუპატიურების მცდელობის ფაქტი და განაცხადა, რომ გამოძიების დროს მის მიერ მიცემული ჩვენება იყო ტყუილი. აღნიშნულის საფუძველზე, 2019 წლის 19 თებერვალს, ბ----- ბ--------–---–ი გამართლდა წარდენილ ბრალდებაში, საქართველოს სსკ-ის 19, 137-ე მუხლით.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

2. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები გარდა ბრალდებულის აღიარებისა, დასტურდება მხარებს შორის შეთანხმებული შემდეგი მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, დაზარალებულ ბ----- ბ--------–---–ის ჩვენებით, მოწმეების ჩვენებებით, სხდომის ოქმის აუდიოჩანაწერის დათვალიერების ოქმით, ბრალდებულ მ------ გ------–---–-–---–ის დაკავების ოქმით და სისხლის სამართლის საქმეში არსებული სხვა დოკუმენტაციით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” პუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, ვინაიდან მხარეები დაეთანხმნენ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებსა და გარემოებებს.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

3. ამდენად, აღნიშნული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზიდან გამომდინარე სასამართლომ დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა მ------ გ------–---–-–---–მა ჩაიდინა დანაშაულის ჩადენის შესახებ ცრუ დასმენა, რასაც ერთვის ბრალდება მძიმე დანაშაულში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 373-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4. სასამართლოს ბრალდებულ მ------ გ------–---–-–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად მიაჩნია ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის შემდეგ გამოხატული ქცევები, მისი აღიარება და თანამშრომლობა გამოძიების ორგანოებთან. ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება საქმის მასალების მიხედვით არ გააჩნია.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

5. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას მხედველობაშს იღებს ჩადენილი დანაშაულის საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს, დამნაშავის პიროვნებას, მის ქცევას დანაშაულის ჩადენის შემდეს, მისს ბრალის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს.

6. აღნიშნულის და დანაშაულის ჩადენის მიზნის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია რომ ბრალდებულ მ------ გ------–---–-–---–ის მიმართ სასჯელის მიზნების მიღწევას, კერძოდ, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, სამართლიანობის აღდგენასა და ბრალდებულის შემდგომ რესოციალიზაციას, უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 373-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა, რომლის ოდენობაც ბრალდებულის პიროვნებისა და შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით უნდა განისაზღვროს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-260-ე, 269-ე 272-274-ე, 277-278-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

7. მ------ გ------–---–-–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 373-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახით დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 02(ორი) წლით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 02(ორი) წელი.

8. მ------ გ------–---–-–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.

9. მ------ გ------–---–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2019 წლის 12 თებერვლიდან 2019 წლის 14 მარტის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის დრო.

10. ნივთიერი მტკიცებულება - სხდომის ოქმის ჩანაწერი ერთ ცალ CD დისკზე, ერთ კონვერტად და 2018 წლის 03 დეკემბრის სხდომის ოქმის აუდიოჩანაწერი, ერთ ცალ CD დისკზე, დალუქული ერთ ფუთად, ლუქის ბეჭდით 31/4 (გადაგზავნილია საექსპერტო დაწესებულებაში) , შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით.

11. განაჩენი გამოცხადებისთანავე შედის კანონიერ ძალაში და მიექცევა აღსასრულებლად.

12. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 01(ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მამუკა წიკლაური