გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 23.01.2019
საქმის ნომერი
330310018002511790
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
23.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 3-----------------

საქმე №3/3941-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

23 იანვარი, 2019 წელი ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ნინო ბუაჩიძე

სხდომის მდივანი გვანცა გერმანიშვილი

მოსარჩელე - შპს ჯ---------------------------------ი

წარმომადგენელი - ი------------–--–---–ი

მოპასუხე - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია

წარმომადგენელი - ნ-----–-----–----–--ე

მესამე პირები - მ-----–---------–---–ი, შპს გ--–-----------ი

დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 17 მაისის №----- გადაწყვეტილება

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია წარმოდგენილ წერილობით შესაგებელში მიიჩნევს, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. მესამე პირის პოზიცია

 

3.1. მესამე პირი - მ-----–---------–---–ი არ დაეთანხმა სარჩელს.

 

3.2. მესამე პირს - შპს გ--–-----------ს პოზიცია არ წარმოუდგენია.

 

4. ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1. შპს ჯ---------------------------------ის მიერ 2017 წლის 8 აგვისტოს დადგენილებით, ქ. თბილისში, ჭ---------------ში, შპს გ--–-----------ის მფლობელობაში არსებულ ფართში, აბონენტი 7--------, სასმელი წყლის უკანონო მოხმარების ფაქტზე შედგენილი ოქმის საფუძველზე შპს გ--–-----------ს დაედო ადმინისტრაციული სახდელი - გაფრთხილება.

 

დარიცხული თანხის შესწორების შემდეგ N7-------- აბონენტს, მირიანაშვილს, აღურიცხავი წყლის საფასურის სახით დაერიცხა 1---,36 ლარი.

 

მტკიცებულება. რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- სამართალდარღვევის ოქმი (ს.ფ. 183)

- აღურიცხავი წყლის მოხმარების აქტი (ს.ფ. 184);

- 2017 წლის 8 აგვისტოს N---- დადგენილება (ს.ფ. 181-182);

- აბონენტის ბრუნვის ისტორია (ს.ფ.109-115);

 

4.2. შპს გ--–-----------სა და მ-----–---------–---–ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ქ. თბილისში, ა-----–-----------ში არსებული ფართი იჯარით ჰქონდა გადაცემული შპს გ--–-----------ს 2017 წლის 24 მარტიდან 2018 წლის 24 მარტამდე.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- ხელშეკრულება (ს.ფ. 65-71 );

 

4.3. საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, ქ. თბილისში, ა-----–----------------------–---–----------–---------–------------------ში არსებული (ს.კ. 0----------------------) უძრავი ნივთი, მიწის ნაკვეთის დაზუსტებული ფართობი 1678 კვ.მ., შენობა-ნაგებობა 212 კვ.მ. ½-დი წილი ეკუთვნის ლ-------–----------–---–ს, ½-დი წილი - მ-----–---------–---–ს;

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 61-62);

 

4.4. ქ. თბილისში, ა-----–----------------------–---–----------–---------–------------------ში სს თელასის აბონენტად რეგისტრირებულია სამი სააბონენტო ნომერი: 0------, 1------ და 1------, პირველ სართულზე სამომხმარებლო მრიცხველით 14------ აბონენტი.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- აბონენტის ამონაწერები (ს.ფ. 83-121);

 

4.5. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 17 მაისის N----5 გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მ-----–---------–---–ის განცხადება. შპს ჯ---------------------------------ის 2017 წლის 2 აგვისტოს N------ აღურიცხავი წყლის მოხმარების აქტით სააბონენტო ნომერზე N7-------- უკანონოდ მოხმარებული სასმელი წყლის საფასურად 1---,36 ლარის დარიცხვა მიჩნეულ იქნა უსაფუძვლოდ. დაევალა შპს ჯ---------------------------------ს დარიცხვის გაუქმება. მასვე დაევალა დარიცხვა განეხორციელებინა აბონენტის პირადი აღრიცხვის ბარათში ცვლილების შეტანა.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 17 მაისის N----5 გადაწყვეტილება (ს.ფ. 15-20).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ” საქართველოს კანონი, „ელექტოენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის №32 დადგენილებით დამტკიცებული „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესები“.

 

7. სამართლებრივი შეფასება

 

7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

„ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ” საქართველოს კანონი ემყარება საქართველოს კონსტიტუციასა და საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებს. აღნიშნული კანონის მეორე მუხლის მეორე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია წარმოადგენს საქართველოში მოქმედ ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოს. ამავე საკანონმდებლო აქტის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის დანაწესიდან გამომდინარე იგი უფლებამოსილია გადაწყვიტოს მისი კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული დავები ამ მარეგულირებელი ორგანოს მიერ გაცემული ლიცენზიების ან/და ნებართვების მფლობელებს შორის ან ლიცენზიების ან/და ნებართვების მფლობელსა და მომხმარებელს შორის.

 

„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია არის „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზვრული პირი, რომელიც არ არის შექმნილი სახელმწიფო ქონების საფუძველზე. კომისიის ძირითადი ფუნქციები განსაზღვრულია ამავე მუხლის მე-5 პუნქტით, რომლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მის ერთ-ერთ კომპეტენციას წარმოადგენს ლიცენზიატებს, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურებს, იმპორტიორებს, ექსპორტიორებს, მიმწოდებლებს, მომხმარებლებსა და ბაზრის ოპერატორებს შორის წარმოქმნილი სადავო საკითხების გადაწყვეტა თავისი კომპეტენციის ფარგლებში. ამავე კანონის 29-ე მუხლის შესაბამისად, ბაზრის ოპერატორი, ლიცენზიატები, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურები, იმპორტიორები, ექსპორტიორები, მიმწოდებლები და მომხმარებლები უფლებამოსილი არიან, კომისიაში შეიტანონ განაცხადი ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სფეროებში სადავო საკითხის განხილვაზე, თუ აღნიშნული დავის გადაწყვეტა კომისიის კომპეტენციას განეკუთვნება.

 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის №32 დადგენილებით დამტკიცებული სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების მე-8 მუხლის მე-2-მე-4 პუნქტების თანახმად, სასმელი წყლის უკანონო მოხმარების გამოვლენის შემთხვევაში მიმწოდებელი, ამ წესების შესაბამისად, ვალდებულია შეუწყვიტოს სასმელი წყლით მომარაგება შესაბამის მომხმარებელს. ამ შემთხვევაში, სასმელი წყლით მომარაგების შეწყვეტა შესაძლებელია მომხმარებლის წინასწარი გაფრთხილების გარეშე (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ცნობილია, რომ ამ მომხმარებლისთვის სასმელი წყლით მომარაგების შეწყვეტა გამოიწვევს ადამიანის სიცოცხლის ან ჯანმრთელობის გაუარესებას ან ამ მომხმარებლის არათანაზომიერად დიდ ხარჯებს, დასარიცხ ან დარიცხულ თანხასთან მიმართებაში). 3. მიმწოდებელი სასმელი წყლის უკანონო მოხმარების ფაქტის გამოვლენისთანავე ვალდებულია შეადგინოს შესაბამისი აქტი. 4. მომხმარებლის მიერ ქსელზე სასმელი წყლის მოწყობილობებისა თუ მილსადენის თვითნებურად მიერთების, სასმელი წყლის მრიცხველის ბრჯენების განზრახ დაზიანების (აღრიცხვის სიზუსტის დარღვევის შემთხვევაში), სასმელი წყლის მრიცხველის ციფრული მაჩვენებლის გაყალბების, სასმელი წყლის დატაცების, მათ შორის, სასმელი წყლის მრიცხველის (აღრიცხვის სისტემის) გვერდის ავლით ან/და მის გარეშე სასმელი წყლის არასანქცირებული მოხმარების შემთხვევაში, სასმელი წყლის უკანონოდ მომხმარებელი ვალდებულია, გადაიხადოს სასმელი წყლის უკანონოდ მოხმარების პერიოდში მის მიერ მოხმარებული სასმელი წყლის ღირებულება. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელს უფლება აქვს იმ დრომდე არ გაუწიოს მომსახურება იმ პირს, რომელიც უკანონოდ სარგებლობდა მომსახურებით და ამის გამო ერიცხება დავალიანება, სანამ არ იქნება დაფარული დავალიანება ან მიღწეული შეთანხმება დავალიანების სრულად გადახდაზე, მათ შორის, დავალიანების განაწილვადებაზე.

 

ამავე წესის მე-9 მუხლის მე-12 პუნქტის თანახმად, მომხმარებელზე დარიცხული თანხა სრულად უნდა იყოს მოცემული ქვითარში. ამავე მუხლის მე-14 პუნქტის თანახმად, დაუშვებელია მიმწოდებლის მიერ ერთი მომხმარებლის დავალიანების გადაკისრება სხვა მომხმარებელზე, ამ უკანასკნელის წერილობითი თანხმობის გარეშე.

 

ამავე წესების მე-10 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელი პასუხისმგებელია ამ წესებით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების გამოუყენებლობის შედეგად დამდგარ შედეგებზე. ასევე, თუ მიმწოდებელმა არ გამოიყენა ამ წესებით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილება, რის შედეგადაც ადგილი აქვს მომხმარებელზე ორი თვისა და მეტი პერიოდის განმავლობაში დავალიანების გადაუხდელობას, ამასთან, არ არსებობს ამ დავალიანების გადახდის პირობებზე შეთანხმება, მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში აღნიშნული დავალიანება უნდა გადანაწილდეს ორ კალენდარულ წელზე თანაბრად, თუ მხარეები სხვა ვადაზე არ შეთანხმდებიან.

 

დადგენილია, რომ შპს ჯ---------------------------------ის მიერ 2017 წლის 8 აგვისტოს დადგენილებით, ქ. თბილისში, ჭ---------------ში, შპს გ--–-----------ის მფლობელობაში არსებულ ფართში, აბონენტი 7--------, სასმელი წყლის უკანონო მოხმარების ფაქტზე შედგენილი ოქმის საფუძველზე შპს გ--–-----------ს დაედო ადმინისტრაციული სახდელი - გაფრთხილება. დარიცხული თანხის შესწორების შემდეგ N7-------- აბონენტს, მირიანაშვილს, აღურიცხავი წყლის საფასურის სახით დაერიცხა 1---,36 ლარი. მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება იმ გარემოების დასადასტურებლად, რომ უკანონოდ წყლის მოხმარების ფაქტზე შედგენილი სამართალდარღვევის გამოტანისა და აქტის შედგენის შემდეგ, მომდევნო თვეებში შპს გ--–-----------ის მიმართ განახორციელა რაიმე დარიცხული თანხის ამოღების უზრუნველყოფის რაიმე ღონისძიება.

 

სასამართლო იზიარებს ადმინისტრაციული ორგანოს მოსაზრებას იმ გარემოებასთან მიმართებით, რომ მ-----–---------–---–ის მიერ სასმელი წყლის უკანონოდ მოხმარების ფაქტის დადგენა შეუძლებელია, რაც გამორიცხავს სამართალდამრღვევის ჩადენის გამო მომხმარებლის დავალიანების გადაკისრებას სხვა მომხმარებელზე.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად, მოსარჩელე ვალდებული იყო დაესაბუთებინა თავისი სარჩელი და წარედგინა შესაბამისი მტკიცებულებები. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელემ ვერ დაასაბუთა სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობა, ვერ მიუთითა შესაბამის მტკიცებულებებზე, რომლებიც დაასტურებდნენ მის მიერ სადავოდ გამხდარი სამართალურთიერთობის კანონშეუსაბამობას, რის გამოც სარჩელს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო.

 

7.4. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მეორე ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევით, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო გადაწყვეტილების გამოცემისას მოპასუხის მიერ არ დარღვეულა ზემოაღნიშნული ნორმები. სადავო აქტი სამართლებრივად დასაბუთებულია და მიღებულია კანონმდებლობით განსაზღვრული ადმინისტრაციული სამართალწარმოების ფორმის და იმპერატიული ნორმების მოთხოვნათა სრული დაცვით.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს უცვლელად.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მეორე, 22-ე, 32-ე, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. შპს ჯ---------------------------------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით დარჩეს უცვლელად;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14 დღის ვადაში სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6).

 

მოსამართლე ნინო ბუაჩიძე