განაჩენი

სისხლის სამართლის 11.02.2019
საქმის ნომერი
330100118002478484
თარიღი
11.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №---------

გამოძიების #------------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

11 თებერვალი, 2019 წელი Qქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

მოსამართლე ელენე გოგუაძე

სხდომის მდივანი ეკატერინა მანჯგალაძე,ბრალდების მხარე:

პროკურორი - გ---------------–---–ი

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული – ა-–-----------------–----–---–ი, დაბადებული 1----–-–--------სს, საქართველოს მოქალაქე, პირადი #2----------, ნასამართლობის არ მქონე, დაოჯახებული, საშუალო განათლებით, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: კ-----------------------–-----------------

 

ადვოკატები - ბ---------ე და თ-------–-----–---–ი,კვალიფიკაცია:

 

საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის I ნაწილი (ძალადობა, ესე იგი ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი)

 

სხდომის სახე: ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. ა-–-----------------–----–---–მა ჩაიდინა ძალადობა, ესე იგი ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 6 მარტს, დაახლოებით 18:30 საათზე, ქ. თბილისში, ხ--–-------–--------ზე მდებარე სავაჭრო ცენტრ ,,ა–----ის“ ავტოსადგომზე, ა-–-----------------–----–---–მა გ-------------–--ის მიმართ განახორციელა ფიზიკური ძალადობა და სიტყვიერი შეურაცხყოფა, კერძოდ, ა-–-----------------–----–---–მა გ-------------–--ეს დაარტყა მარჯვენა გაშლილი ხელი მარცხენა ყურისა და საფეთქლის მიდამოში, რის შედეგადაც გ-------------–--ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

ე.ი. ა-–-----------------–----–---–მა ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის I ნაწილით.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

2.1. დაზარალებულმა გ-------------–--ემ სასამართლოს მოახსენა, რომ მოცემულ შემთხვევამდე იგი ა-–-----------------–----–---–ს არ იცნობდა. 2018 წლის 6 მარტს, დაახლოებით 18:30 საათზე, გ-------------–--ე და მისი სიდედრი შ-------------–--–---–ი იმყოფებოდნენ ქ. თბილისში, ხ--–-------–--------ზე მდებარე სავაჭრო ცენტრ ,,ა–----ი“-ში, სარემონტო მასალების შესაძენად. შეძენას დაახლოებით 1:30-2:00 საათი დასჭირდა. სავაჭრო ცენტრის ტერიტორიის დატოვებისას გასასვლელში იდგა დაცვის ორი თანამშრომელი, ერთი მათგანი მიუახლოვდა მათ და ავტოსადგომით სარგებლობის საფასურის გადახდა მოსთხოვა. მან და მისმა სიდედრმა დაცვის თანამშრომელს განუმარტეს, რომ აღნიშნულ სავაჭრო ცენტრში არაერთხელ ყოფილან და ავტოსადგომის თანხა არასდროს გადაუხდიათ, ხოლო ამჟამად 1300 ლარის ღირებულების საქონელი ჰქონდათ ნავაჭრი, რისი დამადასტურებელი ჩეკიც წარუდგინეს დაცვის თანამშრომელს. დაცვის თანამშრომელი აცხადებდა, რომ ძველი წესები შეიცვალა და თანხა იყო გადასახდელი. ამასთან დაკავშირებით დაცვის ერთ-ერთ თანამშრომელსა და მის სიდედრს შორის წარმოიშვა შელაპარაკება. დაცვის თანამშრომელი, რომელიც შემდგომ აღმოჩნდა ა-–-----------------–----–---–ი, გახდა აგრესიული და ქალბატონის მიმართ ხმამაღლა დაიწყო საუბარი. მან მოუწოდა, რომ ხმადაბლა ესაუბრა ქალბატონთან, რის გამოც დაცვის თანამშრომელმა მოუარა ავტომანქანას, მივიდა მძღოლის ფანჯარასთან, სადაც იგი იჯდა და გაშლილი ხელი ჩაარტყა სახის არეში - დაახლოებით მარცხენა თვალისა და ყურის ადგილას. დარტყმის შედეგად განიცადა ტკივილი და წვა. ა-–-----------------–----–---–ი ნასვამ მდგომარეობაში იყო. ამ დროს მან გადააყენა მანქანა გვერდით, რა დროსაც ადგილზე მივიდნენ დაცვის სხვა თანამშრომლებიც, რომლებიც ასევე ნასვამები იყვნენ. შემთხვევის ადგილზე ხალხი მოგროვდა. შ-------------–--–---–ი უკვე მას ამშვიდებდა, რომ არ აყოლილიყო ჩხუბს. თავად მან დარეკა 112-ში და გამოიძახა პოლიცია. პოლიცია დაახლოებით 3 წუთში გამოცხადდა ადგილზე. პოლიციის მოსვლის შემდეგ ა-–-----------------–----–---–ი განერიდა ტერიტორიას, ხოლო ის, შ-------------–--–---–ი და მათი ხელოსანი - ნ----------–---ე, რომელიც მათ თან ახლდათ, წაიყვანეს დაკითხვაზე.

 

2.2. მოწმე შ-------------–--–---–მა სასამართლოს მოახსენა, რომ იგი არის დაზარალებულ გ-------------–--ის სიდედრი, ხოლო ბრალდებული ა-–-----------------–----–---–ი გაიცნო ინციდენტის დროს. 2018 წლის 6 მარტს, დაახლოებით 17:00 საათზე, შ-------------–--–---–ი გ-------------–--ესთან და ხელოსან ნ----------–---ესთან ერთად იმყოფებოდა ქ. თბილისში, ხ--–-------–--------ზე მდებარე სავაჭრო ცენტრ ,,ა–----ი“-ში, სარემონტო მასალების შესაძენად. მასალების შეძენის შემდეგ, შეძენილი მასალა ჩააწყეს ავტოსადგომზე მდგარ თავიანთ ავტომანქანაში. ავტოსადგომიდან გამოსვლისას ისინი გააჩერა დაცვის ორმა თანამშრომელმა, რომლებმაც მათ ავტოსადგომით სარგებლობის საფასურის გადახდა მოსთხოვეს. შ-------------–--–---–მა დაცვის თანამშრომლებს აუხსნა, რომ ისინი აღნიშნულ სავაჭრო ცენტრში ხშირად დადიოდნენ სავაჭროდ და არასდროს გადაუხდიათ პარკირების საფასური, ამჟამადაც მათ 1300 ლარის ღირებულების საქონელი ჰქონდათ ნაყიდი და ავტოსადგომის ფულის გადახდის ვალდებულება არ ჰქონდათ. დაცვის თანამშრომლებმა, რომლებსაც ალკოჰოლური თრობა ეტყობოდათ, შ-------------–--–---–ს უთხრეს, რომ ახალი ინსტრუქცია დაახლოებით ნახევარი საათის წინ მიიღეს, რომლის მიხედვითაც მას თანხის გადახდა ევალებოდა ავტოსადგომით სარგებლობისთვის. შ-------------–--–---–მა მათ მოსთხოვა ხსენებული ინსტრუქციის გაცნობა. ამ დროს დაცვის ერთ-ერთი თანამშრომელი, რომელიც შემდეგ ა-–-----------------–----–---–ი აღმოჩნდა, მიუტრიალდა გ-------------–--ეს და უთხრა, ,,რას ატლიკინებ ამ ქალს, გადმოდი მანქანიდან და ფული გადაიხადეო“. გ-------------–--ე, რომელიც ამ დროს მანქანაში იჯდა და ტელეფონს უყურებდა, ა-–-----------------–----–---–ს უპასუხა, რომ ნუ ყვიროდა, მისი სიდედრი სამართლიანად ეუბნებოდა, რომ თანხის გადახდა არ ეკუთვნოდათ. ამის შემდეგ ა-–-----------------–----–---–მა მოუარა ავტომანქანას, მიუახლოვდა მძღოლის ფანჯარას და გ-------------–--ეს უთხრა შუშა ჩამოეწია. მას შემდეგ, რაც გ-------------–--ემ შუშა ჩამოწია, ა-–-----------------–----–---–მა მას გაშლილი ხელი ჩაარტყა სახის არეში, ყურთან. გ-------------–--ე გადმოვიდა ავტომანქანიდან. შ-------------–--–---–ი მათ შუაში ჩაუდგა, რათა ჩხუბში არ გადაზრდილიყო დაპირისპირება. ა-–-----------------–----–---–ი კვლავ იწევდა გ-------------–--ისკენ, თუმცა მას აკავებდნენ. გ-------------–--ეს სახეზე სიწითლე ეტყობოდა. შ-------------–--–---–მა გ-------------–--ეს უთხრა, რომ დაცვის თანამშრომლები ნასვამები იყვნენ და 112-ში დაერეკა. მათ აშველებდა ასევე დაცვის სამსახურის უფროსი ც-------–---–ი. გ-------------–--ემ დარეკა 112-ში და გამოიძახა პოლიცია. ამ დროს ა-–---------- ჯ-------–---–ი კვლავ ყვიროდა და ყველას აგინებდა. პოლიციის მოსვლის მომენტში ა-–-----------------–----–---–ი ადგილზე აღარ იყო, იგი მიიმალა.

 

2.3. მოწმე ნ----------–---ემ სასამართლოს მოახსენა, რომ 2018 წლის 6 მარტს, იგი ახლდა გ-------------–--ესა და მის სიდედრს - შ-------------–--–---–ს ქ. თბილისში, ხ--–-------–--------ზე მდებარე სავაჭრო ცენტრ ,,ა–----ი“-ში, სარემონტო მასალების შესაძენად. მასალის შეძენის შემდეგ, ისინი ავტომანქანით ტოვებდნენ სავაჭრო ცენტრის ავტოსადგომს, რა დროსაც დაცვის თანამშრომლებმა მათ მოსთხოვეს ავტოსადგომის საფასურის გადახდა. შ-------------–--–---–ი მათ შეეწინააღმდეგა, რომ არ ეკუთვნოდა თანხის გადახდა. დაცვის ერთ-ერთმა თანამშრომელმა მას ხმამაღლა დაუწყო საუბარი და სთხოვდა თანხის გადახდას. ამ დროს ნ----------–---ე მანქანაში უკანა სკამზე იჯდა, გ-------------–--ე საჭესთან, ხოლო შ-------------–--–---–ი - მის გვერდით. გ-------------–--ე დაცვის თანამშრომელს გამოელაპარაკა და უთხრა, ნუ ყვიროდა. დაცვის თანამშრომელმა მოუარა ავტომანქანას, მივიდა გ-------------–--ის მხარეს და მას სახეში ჩაარტყა გაშლილი ხელი. ადგილზე სხვა თანამშრომლებიც მივიდნენ, რომლებმაც გააშველეს ისინი, რომ ჩხუბი არ მომხდარიყო. დარტყმის შედეგად გ-------------–--ეს სიწითლე ეტყობოდა. გ-------------–--ემ ავტომანქანიდანვე დარეკა 112-ში და აღნიშნულ ფაქტზე გამოიძახა პოლიცია. ადგილზე გამოცხადდნენ პოლიციის თანამშრომლები.

 

2.4. მოწმე გ-----–-------–---–მა სასამართლოს მოახსენა, რომ იგი არის სავაჭრო ცენტრ ,,ა–----ი“-ს დაცვის სამსახურის უფროსი, ა-–-----------------–----–---–ი მისი თანამშრომელია. 2018 წლის 6 მარტს, საღამოს საათებში იგი მივიდა დაცვის ჯიხურთან, სადაც ა-–-----------------–----–---–ი ელაპარაკებოდა ქალბატონს, რომელიც გადმოსული იყო ავტომანქანიდან და ყვიროდა. ადგილზე მისვლისას გ-----–-------–---–მა იკითხა თუ რაში იყო საქმე, რაზეც ა-–-----------------–----–---–მა უპასუხა, რომ ავტოსადგომის საფასურს არ იხდიდნენ მომხმარებლები. ქალბატონმა მას ჰკითხა თუ ვინ იყო, რაზეც უპასუხა, რომ დაცვის სამსახურის უფროსი იყო და ავტოსადგომით სარგებლობის თანხა ნამდვილად იყო გადასახდელი. ა-–-----------------–----–---–მა ამოარტყა ჩეკი და მიუტანა მანქანის საჭესთან მჯდომ მამაკაცს. ამ დროს უცაბედად ხსენებულმა მამაკაცმა დაქოქა მანქანა და ჩქარი სვლით გადააყენა წინ, გასასვლელისკენ. ამის მიზეზი რა იყო, გ-----–-------–---–მა არ იცის, მას ხელის დარტყმის ფაქტი არ დაუნახავს. ადგილზე ასევე მივიდნენ დაცვის სხვა თანამშრომლებიც - გ-----------ე, გ--------------–-–---–ი და ვ--------------ე, რომლებიც შეესწრნენ ამ ფაქტს. შემდეგ გამოიძახეს სამართალდამცავები. როდესაც პოლიცია გამოცხადდა ადგილზე, ა-–-----------------–----–---–ი კვლავ სამსახურში იყო, თუმცა იგი არავის მოუკითხავს.

 

2.5. მოწმე ა-------------ემ სასამართლოს მოახსენა, რომ იგი არის სავაჭრო ცენტრ ,,ა–----ი“-ს დაცვის სამსახურის თანამშრომელი და ა-–-----------------–----–---–ი მისი თანამშრომელია. 2018 წლის 6 მარტს, საღამოს საათებში იგი იმყოფებოდა სამსახურში, რა დროსაც ,,ოპელის“ მარკის ავტომანქანამ ისარგებლა ხსენებული სავაჭრო ცენტრის ავტოსადგომით. როდესაც ავტომანქანა ტერიტორიიდან გასვლას აპირებდა, დაცვის თანამშრომლებმა გასასვლელში უთხრეს მათ, რომ ავტოსადგომით სარგებლობის თანხა - 3 ლარი იყო გადასახდელი. ამის თაობაზე წარწერაც არსებობდა ტერიტორიაზე. ავტომანქანაში მყოფმა ქალბატონმა და ბატონმა დაცვის თანამშრომლების მოწოდება გააპროტესტეს და უთხრეს, რომ არ ეკუთვნოდათ თანხის გადახდა. ამ საკითხთან დაკავშირებით წარმოიშვა შელაპარაკება. ქალბატონი გადმოვიდა მანქანიდან და ყვიროდა, რომ თანხას არ გადაიხდიდა, რადგან სავაჭრო ცენტრში შეძენილი ჰქონდა გარკვეული საქონელი, თუმცა რეალურად მათ ტერიტორიის გარეთაც ჰქონდათ შეძენილი სამშენებლო მასალა. შემდეგ ა--------------ე ტელეფონის ჩასარიცხად გავიდა 20 მეტრის მოშორებით, რა დროსაც ხსენებულმა ქალბატონმა ა-–-----------------–----–---–ს წარუდგინა გადახდის ქვითრები და ყვირილით უთხრა, რომ არ ეკუთვნოდა ავტოსადგომის საფასურის გადახდა. შემდეგ ადგილზე მივიდა დაცვის სამსახურის უფროსი გ-----–-------–---–ი, რომელმაც ქალბატონს აუხსნა, რომ საჭირო იყო თანხის გადახდა. ა-–-----------------–----–---–მა ქალბატონს გამოართვა ქვითრები და მივიდა მძღოლის ადგილას მჯდომ მამაკაცთან, რომელსაც მიაწოდა ეს ქვითრები და უთხრა, რომ თანხა უნდა გადაეხადა. მამაკაცმა უპასუხა, ,,რა ფული უნდა გადავიხადოო?!“ შემდეგ დაქოქა მანქანა და სწრაფად გადააყენა გასასვლელთან. მან ა-–-----------------–----–---–ს უთხრა, რომ პოლიციაში დარეკავდა, რის შემდეგაც გამოიძახა პოლიცია. გამოძახების შედეგად ადგილზე მივიდა პოლიცია. კომფლიქტის დროს იგი იყო გადახდის აპარატთან. მას არ დაუნახავს ა-–-----------------–----–---–ის მხრიდან ხელის დარტყმის ფაქტი.

 

2.6. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმემ გამომძიებელმა ა-–------------------–-----მა დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები და მიუთითა, რომ 112-დან მათთან შევიდა შეტყობინება, რომ ადგილი ჰქონდა დაცვის თანამშრომლის მხრიდან სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, რის საფუძველზეც გავიდნენ შემთხვევის ადგილზე, სადაც დახვდათ გ-------------–--ე, მისი სიდედრი შ-------------–--–---–ი და ერთი ხელოსანი. გ-------------–--ემ განუცხადა მათ, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა დაცვის თანამშრომელმა მას მიაყენა შეურაცხყოფა, კერძოდ ე.წ. შლაგბაუმთან მას მანქანაში დაარტყა ხელი, გ-------------–--ეს ეტყობოდა სახეზე სიწითლე, ეტყობოდა რომ სტკიოდა რადგან სახეზე ხელით ცდილობდა ტკივილის შეჩერებას. ასევე შ-------------–--–---–მა და ნ----------–---ემ დაადასტურეს გ-------------–--ის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტი, მათ მიუთითეს, რომ მანქანის ჩამოწეულ შუშაში როგორ შეყო ხელი პირმა და როგორ გაარტყა გ-------------–--ეს. ასევე მათ უთხრეს რომ აღნიშნული პირი იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში. შემთხვევის ადგილზე იგი შეეცადა რომ გაერკვია მომხდარი ინციდენტი და მოეძიებინა დაზარალებულის მიერ დასახელებული პირი, თუმცა იქ მომუშავეებმა განუცხადეს რომ ის პირი ადგილზე აღარ იმყოფებოდა.

 

2.7. მოწმეებმა (გამომძიებლებმა) პ----------------ემ და დ------------–---–მა სასამართლოს ჩვენება მისცეს მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მათ მიერ ჩატარებულ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებათა კანონიერებისა და ავთენტურობის თაობაზე.

 

2.8. 2018 წლის 6 მარტის #5----- შეტყობინების ოქმით დასტურდება, რომ გ-------------–--ემ დარეკა 112-ში და შეატყობინა, რომ 2018 წლის 6 მარტს, 17:46 საათზე, ქ. თბილისში, ე-–----ს ბაზრობა - ,,ა–----ი“-ს შესასვლელთან სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ბაზრობის დაცვის თანამშრომელმა, რომელიც ნასვამია (ს.ფ. 2).

 

2.9. 2018 წლის 8 მარტის პირის ამოცნობის ოქმით დასტურდება, რომ გ-------------–--ემ ამოიცნო ა-–-----------------–----–---–ი, რომელმაც 2018 წლის 6 მარტს, ქ. თბილისში, ხ--–-------–-------- #---ში მდებარე სამშენებლო სავაჭრო ობიექტი ,,ა–----ი“-ში ყოფნისას ა/მანქანის ავტოსადგომზე გაჩერების გამო 3 ლარის გადახდასთან დაკავშირებით მოუხდა შეკამათება, რა დროსაც სახეში გაარტყა ხელი (ს.ფ. 31-32).

 

2.10. 2018 წლის 8 მარტის პირის ამოცნობის ოქმით დასტურდება, რომ შ-------------–--–---–მა ამოიცნო ა-–-----------------–----–---–ი, რომელმაც 2018 წლის 6 მარტს, ქ. თბილისში, ხ--–-------–-------- #---ში მდებარე სამშენებლო სავაჭრო ობიექტი ,,ა–----ი“-ში ყოფნისას ა/მანქანის ავტოსადგომზე გაჩერების გამო 3 ლარის გადახდასთან დაკავშირებით მის სიძესთან - გ-------------–--ესთან მოუხდა შეკამათება, რა დროსაც სახეში გაარტყა ხელი (ს.ფ. 33-34).

 

2.11. ბრალდებულმა ა-–-----------------–----–---–მა სასამართლოს მოახსენა, რომ იგი მუშაობს ქ. თბილისში, ხ--–-------–--------ზე მდებარე სავაჭრო ცენტრ ,,ა–----ას“ ავტოსადგომზე, უსაფრთხოების სამსახურის რიგით ინსპექტორად. მისი მოვალეობაა კომპანიის ტერიტორიაზე წესრიგის დაცვა და ავტოსადგომზე ავტომანქანებისთვის თანხის გამორთმევა. დადგენილი წესის თანახმად, როდესაც მომხმარებელი კომპანიის ავტოსადგომზე ტოვებს ავტომანქანას და საქონელს ყიდულობს ტერიტორიის გარეთ, იგი ვალდებულია გადაიხადოს ავტოსადგომის სარგებლობის საფასური. 2018 წლის 6 მარტს, საღამოს საათებში იგი თავის კოლეგა ა--------------ესთან ერთად იმყოფებოდა ავტოსადგომზე, რა დროსაც ,,ოპელის“ მარკის ავტომანქანა მივიდა გასასვლელთან. ა--------------ემ მას უთხრა, რომ პიროვნებები, რომლებიც ხსენებული ავტომანქანით იყვნენ, გარეთ იყვნენ გასულები და მან თანხის გადახდის შესახებ გააფრთხილა. ამის შემდეგ ა--------------ე მოშორებით გავიდა აპარატში ფულის ჩარიცხვის მიზნით, ხოლო ა-–-----------------–----–---–მა ხსენებულ პიროვნებებს განუმარტა თანხის გადახდის ვალდებულების შესახებ. ავტომანქანის მძღოლის გვერდითა ადგილიდან ქალბატონი ჩხუბით გადმოვიდა და ყვირილით უთხრა: ,,რა ფული უნდა გადავიხადო?! გამომძალველები და მათხოვრები ხართ, აქ ვიყიდე საქონელი, მე ჟურნალისტი ვარ და ამ საქმეს ასე არ დავტოვებო!“ იგი ქალბატონს უხსნიდა, რომ იქვე იყო საინფორმაციო დაფა, სადაც ეწერა თუ რა სერვისს სთავაზობდა მათ კომპანია. ა-–-----------------–----–---–სა და აღნიშნულ ქალბატონს შორის წარმოიშვა ხმამაღალი საუბარი. ამ დროს მათთან მივიდა უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გ-----–-------–---–ი, რომელიც ასევე უხსნიდა ქალბატონს, რომ თანხის გადახდა სავალდებულო იყო. რა დროსაც შევიდა ჯიხურში, სადაც ამოარტყა ჩეკი და მიუტანა მძღოლის ადგილას მჯდარ მამაკაცს, რომელსაც მიაწოდა და უთხრა, რომ თანხა გადასახდელი იყო. ამის მიუხედავად, მამაკაციც კატეგორიული წინააღმდეგი იყო თანხის გადახდაზე, მან უთხრა ,,რა თანხა უნდა გადავიხადოო?!“ შემდეგ დაძრა მანქანა, სწრაფად გადააყენა გასასვლელისკენ, გადმოხტა მანქანიდან და ტელეფონით გამოიძახა პოლიცია. ადგილზე ბევრი ხალხი მოგროვდა, როგორც თანამშრომლები, ასევე მომხმარებლები. ა-–-----------------–----–---–მა გააგრძელა საკუთარი მოვალეობის შესრულება. ორი დღის შემდეგ იგი დაიბარეს პოლიციის განყოფილებაში, რა დროსაც მან დაადასტურა, რომ ნამდვილად მოუვიდა კონფლიქტი სამუშაოს შესრულებისას.

 

2.12. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებები, ა-–-----------------–----–---–ის მიერ გ-------------–--ის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით არარელევანტურია და სასამართლო მათ არ მიმოიხილავს.

 

2.13. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

2.14. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32).

 

2.15. სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებები, შეაფასა საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის და საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 1.1. პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

2.16. სასამართლო ყურადღებას შეაჩერებს ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შინაარსზე და განმარტავს, თუ რა ფაქტების უტყუარად დადგენის შესაძლებლობას იძლევა თითოეული მათგანი ცალ-ცალკე და ერთობლიობაში, კერძოდ:

 

2.17. მხარეთა შორის არასადაო ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს, რომ 2018 წლის 6 მარტს, დაახლოებით 18:30 საათზე, ქ. თბილისში, ხ--–-------–--------ზე მდებარე სავაჭრო ცენტრ ,,ა–----ის“ ავტოსადგომზე, ა-–-----------------–----–---–სა და გ-------------–--ეს შორის მოხდა შელაპარაკება, რაც უკავშირდებოდა კომპანიის ავტოსადგომით სარგებლობის საფასურის გადახდას.

 

2.18. დაზარალებულმა გ-------------–--ემ ერთმნიშვნელოვნად, დამაჯერებლად და თანმიმდევრულად ისაუბრა იმის შესახებ, რომ 2018 წლის 6 მარტს, საღამოს საათებში, ა-–----------------–--ემ მას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ გაშლილი ხელი ჩაარტყა სახის არეში, დაახლოებით თვალისა და ყურის მიდამოში, რის შედეგადაც განიცადა ტკივილი და წვა.

 

2.19. გარდა დაზარალებულისა, ცემის ფაქტი ასევე დაადასტურეს მოწმეებმა შ-------------–--–---–მა და ნ----------–---ემ, რომლებმაც აღნიშნეს, რომ მათ უშუალოდ დაინახეს ა-–-----------------–----–---–ის მიერ გ-------------–--ის მიმართ ხელის დარტყმის ფაქტი, რის შედეგადაც გ-------------–--ეს სახეზე ადგილი აწითლებული ჰქონდა. ასევე ურთიერთშელაპარაკების ფაქტი დაადასტურეს მოწმეებმა გ-----–-------–---–მა და ა--------------ემ, რომლებიც არიან ბრალდებულის თანამშრომლები.

 

2.20. ა-–-----------------–----–---–ის მიერ გ-------------–--ის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტი ასევე დადასტურდა გამოკვლეული შეტყობინების ოქმით და ამოცნობის ოქმებით.

 

2.21. გარდა ზემოაღნიშნული პირდაპირი მტკიცებულებებისა, სასამართლო, გამამტყუნებელი განაჩენისათვის აუცილებელი, მტკიცებულებათა ერთობლიობის ჭრილში, ასევე ითვალისწინებს მოწმეების (გამომძიებლების) - პ----------------ის, დ------------–---–ის და ა-–------------------–-----ის ჩვენებებს, რომლებმაც მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩაატარეს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები.

 

2.22. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ბრალდებულის თანამშრომლებმა გ-----–-------–---–მა და ა--------------ემ დაადასტურეს კონფლიქტის არსებობა ა-–-----------------–----–---–სა და გ-------------–--ეს შორის, თუმცა მათ სასამართლო სხდომაზე განაცხადეს, რომ არცერთ მათგანს დარტყმის ფაქტი არ დაუნახავთ. ერთ შემთხვევაში მოწმე გ-----–-------–---–ი განმარტავს, რომ ა-–-----------------–----–---–მა ამოარტყა ჩეკი და მიუტანა მანქანის მძღოლს, რა დროსაც მანქანა უცბად დაიძრა და გვერდზე იქნა გაჩერებული, თუმცა ამის მიზეზი რა იყო მოწმემ ვერ მიუთითა. ხოლო მოწმე ა--------------ემ განმარტა, რომ შემთხვევის დროს იგი იმყოფებოდა ტელეფონის თანხის ჩასარიცხად, ინციდენტიდან 20 მეტრის მოშორებით, რა დროსაც დაინახა, რომ ქალბატონმა წარუდგინა ქვითრები ა-–-----------------–----–---–ს, რომელმაც ქვითრები გამოართვა და მძღოლს მიუტანა, რის შემდგომაც დაინახა, რომ ავტომანქანა სწრაფად დაიძრა და იქვე გაჩერდა, ხელის დარტყმის ფაქტი მასაც არ დაუნახავს. თავად ბრალდებულმა კი განმარტა, რომ იგი ჩეკის ამოსარტყმელად ჯიხურში შევიდა და ჩეკი მძღოლს მიაწოდა მანქანაში რა დროსაც დაზარალებულმა დაძრა მანქანა, სწრაფად გადააყენა გასასვლელისკენ, გადმოხტა მანქანიდან და ტელეფონით გამოიძახა პოლიცია. სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულისა და მისი თანამშრომლების მოწმეების გ-----–-------–---–ისა და ა--------------ის ჩვენებებს, მართალია სასამართლოში დაკითხული მოწმეები არ უარყოფენ მომხდარ ინციდენტს, თუმცა დაზარალებული და მისი სიდედრი მოწმე შ-------------–--–---–ი ერთხმად აღნიშნავენ რომ გ-------------–--ის მიმართ ა-–-----------------–----–---–ის მხრიდან ჰქონდა ფიზიკურ შეურაცხყოფას ადგილი, კერძოდ ა-–-----------------–----–---–მა ხელი შეყო მანქანის კარების ჩამოწეულ მინაში მძღოლის მხრიდან და მანქანაში მჯდომ გ-------------–--ეს დაარტყა გაშლილი ხელი, ხოლო თავად ბრალდებული და მისი თანამშრომლები მოწმეები გ-----–-------–--–ი და ა--------------ე ადასტურებენ ფაქტს, რომ ა-–-----------------–----–---–ი მივიდა მანქანის მძღოლის მხარეს თუმცაღა დარტყმის ფაქტის ნაცვლად ისინი მიუთითებენ რომ ა-–-----------------–----–---–მა ამორტყმული ჩეკი მიაწოდა მძღოლს ავტომანქანის სადგომისთვის საფასურის გადასახდელად. ხოლო ნეიტრალური მოწმე ნ----------–---ე ადასტურებს დაზარალებულისა და მოწმე შ-------------–--–---–ის მიერ გაცხადებულ ფაქტს იმის თაობაზე, რომ ა-–-----------------–----–---–მა ხელი შემოყო რა მანქანაში, გაშლილი ხელი დაარტყა გ-------------–--ეს. სასამართლო მიუთითებს რომ მოწმე ნ----------–---ე არის ის ნეიტრალური და მიუკერძოებელი მოწმე რომელიც არის ხელოსანი, არანაირი ურთიერთობა არ აკავშირებს როგორც დაზარალებულთან ასევე მის სიდედრთან შ-------------–--–---–თან, იგი მათ მანქანაში აღმოჩნდა მხოლოდ იმიტომ, რომ ის არის ხელოსანი და სამშენებლო მასალების საყიდლად გაყვა გ-------------–--ეს. შესაბამისად არცერთი მხარე არ უარყოფს რომ ა-–-----------------–----–---–მა მანქანაში მძღოლის მხარეს შეყო ხელი, თუმცა სასამართლო აქვე დასძენს, რომ შესაძლოა ბრალდებულის თანამშრომლებს - გ-----–-------–---–ს, რომელიც იმ დროისთვის ესაუბრებოდა მოწმე შ-------------–--–---–ს, თუმცა იდგა იქვე მანქანასთან, ხოლო ა--------------ე, რომელიც იმ დროისთვის იმყოფებოდა 20 მეტრის დაშორებით და ტელეფონზე რიცხავდა თანხას, ვერ დაენახათ ა-–-----------------–----–---–ის მიერ მანქანაში მძღოლის მიმართ განხორციელებული დარტყმის ფაქტი. ასევე გამომძიებელმა ა-–------------------–-----მა, რომელიც შემთხვევიდან რამოდენიმე წუთში მივიდა შემთხვევის ადგილზე, სასამართლო სხდომაზე მიუთითა და დაადასტურა, რომ დაზარალებულ გ-------------–--ეს სახეზე აღენიშნებოდა სიწითლე, მას ხელი ჰქონდა აფარებული სახეზე და ცდილობდა ტკივილის შეჩერებას, შემთხვევის ადგილზე მისულს განუცხადა, რომ მასზე იძალადა დაცვის თანამშრომელმა და ასევე ძალადობის ფაქტი დაუდასტურეს, მოწმეებმა შ-------------–--–---–მა და ნ----------–---ემ, რომლებიც უშუალოდ შემსწრეები იყვნენ ძალადობის ფაქტის. ზემოაღნიშნული მტკიცებულებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ა-–-----------------–----–---–ის მხრიდან ადგილი ჰქონდა ძალადობის ფაქტს გ-------------–--ის მიმართ.

 

2.23. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, no 37801/97; 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება §34; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Van de Hurk v. the Netherlands, no 16034/90; 1994 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, no 21522/93; 1997 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება §43).

 

2.24. დასკვნითი სიტყვის წარმოთქმისას ბრალდებულის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა ითხოვეს ბრალდებულის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა, იმ გარემოებებზე მითითებით, რომ სახელმწიფო ბრალდებას უტყუარად არ დაუდასტურებია მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის ბრალეულობა.

 

2.25. სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას ბრალდებულის უდანაშაულობის შესახებ, ვინაიდან გამოკვლეული მასალები შეიცავენ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც საკმარის საფუძველს წარმოადგენს ა-–-----------------–----–---–ის მსჯავრდებისათვის.

 

2.26. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების - ,,საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015; №1/1/548, თანახმად, ირიბი ჩვენება ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის სტანდარტს და მხოლოდ ირიბი ჩვენებები არ შეიძლება დაედოს საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს. მოცემულ შემთხვევაში დაზარალებული გ-------------–--ე და მოწმეები შ-------------–--–---–ი და ნ----------–---ე სასამართლოს აძლევენ პირდაპირ ჩვენებებს ა-–-----------------–----–---–ის წინააღმდეგ.

 

2.27. ამდენად, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზით, სასამართლოს უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია, რომ 2018 წლის 6 მარტს, დაახლოებით 18:30 საათზე, ქ. თბილისში, ხ--–-------–--------ზე მდებარე სავაჭრო ცენტრ ,,ა–----ის“ ავტოსადგომზე, ა-–-----------------–----–---–მა გ-------------–--ის მიმართ განახორციელა ფიზიკური ძალადობა და სიტყვიერი შეურაცხყოფა, კერძოდ, ა-–-----------------–----–---–მა გ-------------–--ეს დაარტყა მარჯვენა გაშლილი ხელი მარცხენა ყურისა და საფეთქლის მიდამოში, რის შედეგადაც გ-------------–--ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

3.სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

3.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

3.3. მტკიცებულებითი სტანდარტი - გონივრულ ეჭვს მიღმა, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

3.4. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია ძალადობა, რომელიც გულისხმობს ცემას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლით გათვალისწინებულ ,,ძალადობაში“ კანონმდებელი მხოლოდ ფიზიკურ ძალადობას გულისხმობს.

3.5. ობიექტური მხრივ ძალადობა გამოიხატება ქმედებაში (ცემა, ან სხვაგვარი ძალადობა), შედეგში (დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი) და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ბრალდებულ ა-–-----------------–----–---–ის მიმართ შერაცხული ბრალდება სუბიექტური მხრივ განზრახ დანაშაულთა კატეგორიას მიეკუთვნება, რომლისთვისაც მნიშვნელობა არ აქვს მოტივსა და მიზანს.

 

3.6. ამდენად, საქმეში გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა საკმარისია ა-–-----------------–----–---–ის დამნაშავედ ცნობისა და მისთვის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, შესაბამისად სასამართლოს მიაჩნია, რომ ა-–-----------------–----–---–მა მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა - ძალადობა, ესე იგი ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი), რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

3.7. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ა-–-----------------–----–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.

 

5.2. სასამართლო თვლის, რომ ბრალდებულისთვის დანიშნული სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნების მისაღწევად, რათა გაცნობიერებულ იქნეს დანაშაულის საფრთხე. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნების მისაღწევად, ა-–-----------------–----–---–ს საბოლოოდ სასჯელის სახით უნდა განესაზღვროს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით. სწორედ დანიშნული სასჯელი იქნება ა-–-----------------–----–---–ისთვის შემაკავებელი ხასიათის და მომავალში სათანადო ქცევის ერთგვარი გარანტი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ა-–-----------------–----–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1000(ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

ა-–-----------------–----–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს. გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან 1(ერთი) თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.

 

მსჯავრდებულ ა-–-----------------–----–---–ის მიმართ სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმის გადახდაზე კონტროლი და აღსრულება დაევალოს - სააღსრულებო ბიუროს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: ელენე გოგუაძე