გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 140310019002906034
საქმე №3/51-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
22 მარტი, 2018 წელი ქ.გორი
გორის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე ნინო გერგაული
სხდომის მდივანი ნინო არაბული
მოსარჩელე -ი----- ბ----–-–---–ი
მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შსს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილება
წარმომადგენელი - დ--- მ–---------ე
მესამე პირი - ნ---- ბ----–-–---–ი
დავის საგანი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შსს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილების უბნის ინსპექტორ - გამომძიებლის დ--- მ–---------ის მიერ 2019 წლის 19 მარტს გამოცემული №0----- შემაკავებელი ორდერის გაუქმება.
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. გაუქმდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შსს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილების უბნის ინსპექტორ - გამომძიებლის დ--- მ–---------ის მიერ 2019 წლის 19 მარტს გამოცემული №0----- შემაკავებელი ორდერი.
მოსარჩელის განმარტებით, 2003 წლიდან იგი, დედა - ვ-----ა ბ----–-–---–ი, მამა - ვ------- ბ----–-–---–ი, ყოფილი მეუღლე - ე---------- ბ----–-–---–ი და შვილი - გ------- ბ----–-–---–ი არიან გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქ--------––ი მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრეები.
მის მშობლებს მიმართული აქვთ სასამართლოსთვის უკანონო ხელშეშლის აღკვეთასთან დაკავშირებით და ითხოვენ შვილიშვილის - გ------- ბ----–-–---–ის და მისი მეუღლის - ნ---- ბ----–-–---–ის გასახლებას, სახლის მათი კუთვნილი წილიდან, ხოლო ნ---- და გ------- ბ----–-–---–ები მოხუცებისგან ითხოვენ სახლისათვის გაწეული სარემონტო სამუშაოების ხარჯების ანაზღაურებას. მიმდინარე წლის 19 მარტს ნ---- ბ----–-–---–მა სახლში მიიყვანა მხაზველი, რომელიც აწარმოებდა მიწის ნაკვეთის დახაზვას. ი----- ბ----–-–---–ის განმარტებით, იგი გახდა მომსწრე, თუ როგორ ემუქრებოდა ნ---- ბ----–-–---–ი მის მშობლებს - ვ-----ა და ვ------- ბ----–-–---–ებს, სახლიდან გასახლებით, რაზედაც ნ.ბ----–-–---–ს მოუწოდა, რომ ნუ აღიზიანებდა მოხუცებს, რადგან მათ აქვთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, ამის გამო დარეკა პოლიციაში და პოლიციის თანამშრომლებს განუმარტა გ------- და ნ---- ბ----–-–---–ების მიერ მის მშობლებზე განხორციელებული მუქარის და შეურაცხყოფის შესახებ. ადგილზე მისულ პოოლიციის თანამშრომლებს ნ---- ბ----–-–---–მა მოუყვა რეალობასთან შეუსაბამო ფაქტები, რის გამოც პოლიციის თანამშრომნლების მიერ გამოიცა შემაკავებელი ორდერები, როგორც მის - ი----- ბიბიბლაშვილის, ისე მისი რძლის - ნ---- ბ----–-–---–ის მიმართ. აღნიშნული შემაკავებელი ორდერით მას აეკრძალა ნ---- ბ----–-–---–თან მიახლოება, მასთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია. მოსარჩელე ითხოვს შსს შიდა ქარეთლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილების მიერ გამოცემული №0----- შემაკავებელი ორდერის გაუქმებას, ვინაიდან იგი ვერ მიდის მის კუთვნილ სახლში, სადაც ცხოვრობენ მისი მოხუცი მშობლები, მათი ერთადერთი პატრონი კი არის თვითონ, ასევე მისი განმარტებით, არსებობს ნ---- ბ----–-–---–ისგან პროვოკაციის საფრთხე, რადგან მას სურს ი----- ბ----–-–---–ის დაპატიმრება, ამასთან, მოსარჩელემ ახსნა-განმარტებაში მიუთითა, რომ ისინი ცხოვრობენ ორსართულიან სახლში, აქვთ ერთმანეთისგან იზოლირებული შესასვლელები და ოთახები.
2. მხარეთა პოზიცია
2.1. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი დ--- მ–---------ე არ დაეთანხმა ი----- ბ----–-–---–ის სასარჩელო მოთხოვნას და განმარტა, რომ 2019 წლის 19 მარტის №0----- შემაკავებელი ორდერი გამოცემულ იქნა კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი, მისი განმარტებით, შემაკავებელი ორდერის გამოცემის საფუძველი გახდა ი----- ბ----–-–---–ის კონფლიქტის თაობაზე შეტყობინება, რა დროსაც ითხოვა ადგილზე მისვლა. ადგილზე მისვლისას ი----- ბ----–-–---–მა მათ განუმარტა, რომ საცხოვრებელი სახლის თაობაზე აქვთ დავა შვილთან - გ------- ბ----–-–---–სა და რძალთან - ნ---- ბ----–-–---–თან. აღნიშნულის თაობაზე 2019 წლის 19 მარტს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ერთმანეთს ნ---- ბ----–-–---–მა და ი----- ბ----–-–---–მა, დადგინდა, რომ ადგილი ჰქონდა მათი მხრიდან ერთმანეთზე ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტს, რაზედაც ორივეს მიმართ გამოიცა შემაკავებელი ორდერები.
2.2. მესამე პირის პოზიცია
მესამე პირი ნ---- ბ----–-–---–ი არ დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნას და განმარტა, რომ მისი მამამთილი - ი----- ბ----–-–---–ი მასზე ახორციელებს ფსიქოლოგიურ ძალადობას, ამასთან, იგი პასუხისგებაში იქნა მიცემული მისი ფიზიკური შურაცხყოფისთვის. ნ.ბ----–-–---–ის განმარტებით, 2019 წლის 19 მარტს, სახლში მისულმა ი.ბ----–-–---–მა მას მიაყენს სიტყვიერი შეურაცხყოფა, მისი 9 წლის შვილის თანდასწრებით, რის გამოც თავადაც გაღიზიანდა და ასევე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ი.ბ----–-–---–ს, რის გამოც შემაკავებელი ორდერები გამოცემული იქნა, როგორც მის, ისე ი.ბ----–-–---–ის მიმართ. ნ---- ბ----–-–---–ის განმარტებით, შემაკავებელი ორდერის გაუქმების შემთხვევაში არსებობს ი----- ბ----–-–---–სგან მისი ფსიქოლოგიური და ფიზიკური შეურაცხყოფის რეალური საფრთხე, რის გამოც, მისი პოზიციით, აღნიშნული შემაკავებელი ორდერი უნდა დარჩეს ძალაში.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული იქნა ი----- ბ----–-–---–ის დედა - ვ-----ა ბ----–-–---–ი, რომელმაც დაკითხვისას განმარტა, რომ 2019 წლის 19 მარტს მის დაუკითხავად ნ---- ბ----–-–---–მა მის კუთვნილ ეზოში მიიყვანა მხაზველი, რაზედაც ნ---- ბ----–-–---–მა უთხრა, რომ მას არავინ ეკითხებოდა, რადგან სახლ-კარი იყო მისი. ამის გამო დაუკავშირდა თავის შვილს - ი----- ბ----–-–---–ს. მოწმის ჩვენებით, ნ---- ბ----–-–---–ი მასზე ახორციელებს ფსიქოლოგიურ ძალადობას და მუქარას, სიტყვიერ შეურაცხყოფას. 2019 წლის 19 მარტს სახლში მისულმა მისმა შვილმა ი----- ბ----–-–---–მა ჰკითხა ნ---- ბ----–-–---–ს, თუ რატომ ახაზეს მიწის ნაკვეთი, ნ---- ბ----–-–---–ი შეეკამათა ი----- ბ----–-–---–ს. მის შვილს არ უჩხუბია, მოწმემ განმარტა, რომ ნ.ბ----–-–---–ს უნდა ი----- ბ----–-–---–ის ციხეში ყოფნა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1. 2019 წლის 19 მარტს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილების უბნის ინსპექტორ - გამომძიებლის დ--- მ–---------ის მიერ გამოცემულ იქნა შემაკავებელი ორდერი №0----- ი----- ბ----–-–---–ის მიმართ, მსხვერპლი ნ---- ბ----–-–---–ი, შემაკავებელი ორდერი დამტკიცდა შემდეგი პირობით: მოძალადეს აეკრძალა იმ სახლთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი ცხოვრობს, ასევე აეკრძალა მსხვერპლთან, მის სამსახურთან და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება, მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია, მათ შორის სატელეფონო, სოციალური ქსელებით და სხვა ტექნიკური საშუალებებით. შემაკავებელი ორდერის მოქმედების ვადა განისაზღვრა 30 დღით;
2019 წლის 19 მარტს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილების უბნის ინსპექტორ - გამომძიებლის დ--- მ–---------ის მიერ გამოცემულ იქნა შემაკავებელი ორდერი №0----- ნ---- ბ----–-–---–ის მიმართ, მსხვერპლი ი----- ბ----–-–---–ი, შემაკავებელი ორდერი დამტკიცდა შემდეგი პირობებით: მოძალადეს აეკრძალა იმ სახლთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი ცხოვრობს, ასევე აეკრძალა მსხვერპლთან, მის სამსახურთან და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება, მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია, მათ შორის სატელეფონი, სოციალური ქსელებით და სხვა ტექნიკური საშუალებებით. შემაკავებელი ორდერის მოქმედების ვადა განისაზღვრა 30 დღით;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილების 2019 წლის 19 მარტის №0----- და №0----- შემაკავებელი ორდერები.
3.2 გ------- ბ----–-–---–ს, ე---------- ბ----–-–---–ს, ვ------- ბ----–-–---–ს, ვ------- ბ----–-–---–ს, ვ-----ა ბ----–-–---–ს და ი----- ბ----–-–---–ს, თანასაკუთრებაში აქვთ გორის რაიონის სოფელ ქ--------––ი მდებარე უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით 6-.5-.9-.0--. აღნიშნულ სახლში მათთან ერთად ცხოვრობს გ------- ბ----–-–---–ის მეუღლე - ნ---- ბ----–-–---–ი;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მხარეთა ახსნა-განმარტება;
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების, საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასებისა და შინაგანი რწმენის ურთიერთშეჯერების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ი----- ბ----–-–---–ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი 6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.1 მუხლის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს: ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ)ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; გ)ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; დ)აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების საქმე და „ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირის არანებაყოფლობითი იზოლაციის საქმე, ხოლო მე-3 პუნქტის თანახმად კი, ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2114-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერის გამოცემის წესი და მოქმედების ვადა განისაზღვრება „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერის გაუქმების თაობაზე სარჩელს განიხილავს პირველი ინსტანციის სასამართლო მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ამ კოდექსით დადგენილი წესით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლო სარჩელს წარდგენიდან 3 დღის ვადაში განიხილავს და იღებს გადაწყვეტილებას შემაკავებელი ორდერის გაუქმების ან ნაწილობრივ გაუქმების ან მის გაუქმებაზე უარის თქმის შესახებ, ხოლო მე-10 ნაწილის თანახმად კი, ამ მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში, მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში.
,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონი განსაზღვრავს საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში ქალთა მიმართ ძალადობისათვის ან/და ოჯახში ძალადობისათვის დამახასიათებელ ქმედებათა ერთობლიობას, ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთის სამართლებრივ და ორგანიზაციულ საფუძვლებს, აგრეთვე მსხვერპლთა სოციალური და სამართლებრივი დაცვისა და დახმარების გარანტიებს. ეს კანონი, ამ კანონით დადგენილ თავისებურებათა გათვალისწინებით, ვრცელდება ასევე იმ ურთიერთობებზე, რომლებითაც ირღვევა არასრულწლოვნის კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.
,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი ორგანოს მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად შესაძლებელია დროებითი ღონისძიების სახით გამოიცეს შემაკავებელი ორდერი ან დამცავი ორდერი. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერი არის პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევაში მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები, ამავე მუხლის 36 ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერი ამოქმედდება გამოცემისთანავე. იგი 24 საათის განმავლობაში ეგზავნება/ჰბარდება მსხვერპლსა და მოძალადეს, ხოლო შემაკავებელი ორდერის ერთი ეგზემპლარი რჩება მის გამომცემ ორგანოში, ხოლო ამავე კოდექსის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად კი, შემაკავებელი ორდერი გამოიცემა 1 თვემდე ვადით.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2019 წლის 19 მარტს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილების უბნის ინსპექტორ - გამომძიებლის დ--- მ–---------ის მიერ გამოცემულ იქნა შემაკავებელი ორდერი №0----- ი----- ბ----–-–---–ის მიმართ, მსხვერპლი ნ---- ბ----–-–---–ი, შემაკავებელი ორდერი დამტკიცდა შემდეგი პირობით: მოძალადეს აეკრძალა იმ საახლთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი ცხოვრობს, ასევე აეკრძალა მსხვრპლთან, მის სამსახურთან და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება, მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია, მათ შორის სატელეფონო, სოციალური ქსელებით და სხვა ტექნკური საშუალებებით. შემაკავებელი ორდერის მოქდების ვადა განისაზღვრა 30 დღით, ამასთან, 2019 წლის 19 მარტს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილების უბნის ინსპექტორ - გამომძიებლის დ--- მ–---------ის მიერ გამოცემულ იქნა შემაკავებელი ორდერი №0----- ნ---- ბ----–-–---–ის მიმართ, მსხვერპლი ი----- ბ----–-–---–ი, შემაკავებელი ორდერი დამტკიცდა შემდეგი პირობებით: მოძალადეს აეკრძალა იმ სახლთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი ცხოვრობს, ასევე აეკრძალა მსხვრპლთან, მის სამსახურთან და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება, მსხვერპლთან ნესმიერი სახის კომუნიკაცია, მათ შორის სატელეფონი, სოციალური ქსელებით და სხვა ტექნიკური საშუალებებით. შემაკავებელი ორდერის მოქმედების ვადა ამ შემთხვევაშიც განისაზღვრა 30 დღით;
გასაჩივრებულ შემაკავებელ ორდერში მითითებულია, რომ სახეზეა ი----- ბ----–-–---–ის მხრიდან ნ---- ბ----–-–---–ის მიმართ ფსიქოლოგიური ძალადობა,6.2. ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.
,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მიხედვით ფსიქოლოგიური ძალადობას და ) არასრულწლოვნის კანონიერი ინტერესების უგულებელყოფას. ფსიქოლოგიური ძალადობა – შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას; არასრულწლოვნის კანონიერი ინტერესების უგულებელყოფა − მშობლის (მშობლების), სხვა კანონიერი წარმომადგენლის ან/და სხვა პასუხისმგებელი პირის მიერ არასრულწლოვნის ფიზიკური და ფსიქოლოგიური საჭიროებების დაუკმაყოფილებლობა, საფრთხისაგან დაუცველობა, საბაზისო განათლების უფლების შეზღუდვა, დაბადების რეგისტრაციის, სამედიცინო და სხვა მომსახურებებით სარგებლობისათვის აუცილებელი მოქმედებების განუხორციელებლობა, თუკი მშობელს (მშობლებს), სხვა კანონიერ წარმომადგენელს ან/და სხვა პასუხისმგებელ პირს აქვს (აქვთ) სათანადო ინფორმაცია და შესაძლებლობა და ხელი მიუწვდება (მიუწვდებათ) შესაბამის მომსახურებაზე.
განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილების 2019 წლის 19 მარტის №0----- შემაკავებელი ორდერთან დაკავშირებით პოლიციის თანამშრომელმა განმარტა, რომ შემაკავებელი ორდერის გამოცემის საფუძველი გახდა ი----- ბ----–-–---–ის კონფლიქტის თაობაზე შეტყობინება, რა დროსაც ითხოვა ადგილზე მისვლა. ადგილზე მისვლისას ი----- ბ----–-–---–მა მათ განუმარტა, რომ საცხოვრებელი სახლის თაობაზე აქვთ დავა შვილთან - გ------- ბ----–-–---–სა და რძალთან - ნ---- ბ----–-–---–თან. აღნიშნულის თაობაზე 2019 წლის 19 მარტს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ერთმანეთს ნ---- ბ----–-–---–მა და ი----- ბ----–-–---–მა, დადგინდა, რომ ადგილი ჰქონდა მათი მხრიდან ერთმანეთზე ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტს, რაზედაც ორივეს მიმართ გამოიცა შემაკავებელი ორდერები. ამასთან, მესამე პირის განმარტებით, აღნიშნულ დღეს მამამთილმა - ი----- ბ----–-–---–მა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მას, 9 წლის შვილის თანდასწრებით. სასამართლო გასაჩივრებული შემაკავებელი ორდერის გამოცემის საფუძვლიანობის და კანონიერების შემოწმებისას დაეყრდნო შემაკავებელი ორდერის გამომცემი უბნის ინსპექტორ - გამომძიებლის, ასევე მესამე პირის ახსნა-განმარტებებს, რომელთაც დაადასტურეს, რომ 2019 წლის 19 მარტს ადგილი ჰქონდა მხარეთა შორის ორმხრივ კონფლიქტს, რაც გახდა ორივე მათგანის, როგორც ი.ბ----–-–---–ის, ისე ნ.ბ----–-–---–ის მიმართ შემაკავებელი ორდერების გამოცემის საფუძველი. რაც შეეხება მოწმის ჩვენებას, იგი ადასტურებს მხოლოდ ნ.ბ----–-–---–ის მხრიდან ი.ბ----–-–---–ის შეურაცხყოფის ფაქტს, თუმცა არ ადასტურებს იგივეს ი.ბ----–-–---–ის მხრიდან, თუმცა მოწმის ჩვენებიდანაც ირკვევა, რომ მხარეთა შორის არსებობს ორმხრივი კონფლიქტი. ამასთან, დადგენილია, რომ მხარებს აქვთ ერთი საცხოვრებელი სახლი, რომელსაც აქვს ერთმანეთისგან იზოლირებული შესასვლელები. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ორივე მათგანს შეუძლია ერთ სახლში ცხოვრება, ერთმანეთთან კომუნიკაციის გარეშე. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო თვლის, რომ არსებობს ი.ბ----–-–---–ის მხრიდან ნ.ბ----–-–---–ის მიმართ ფსიქოლოგიური ძალადობის და სიტყვიერი შეურაცხყოფის საფრთხე, რადგან 2019 წლის 19 მარტს ადგილი ჰქონდა მხარეთა შორის ორმხრივ კონფლიქტს და დაძაბულ ურთიერთობას, ამდენად არ არსებობს გასაჩივრებული შემაკავებელი ორდერის გაუქმების საფუძველი. სასამართლო ასევე, ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ შემაკავებელი ორდერი არის დროებითი ხასიათის ღონისძიება და იმ მოლოდინით, რომ მდგომარეობა უკეთესობისკენ შეიცვლება, რისი საფუძველიც არსებობს, აღნიშნული ორდერი გამოიცა მხოლოდ 30 დღის ვადით.
აქედან გამომდინარე, მხარეთა განმარტებებისა და საქმის მასალების შესწავლის შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილების 2019 წლის 19 მარტს №0----- შემაკავებელი ორდერი გამოცემულია კანონის სრული დაცვით და იგი უნდა დარჩეს ძალაში.
სასამართლო აქვე დამატებით მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტება სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად უნდა ჩაითვალოს, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს.
ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ი----- ბ----–-–---–ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად თუ ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო. მოცემულ შემთხვევაში შემაკავებელი ორდერის გაუქმების თაობაზე მოთხოვნით აღძრული სარჩელის შემთხვევაში, ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით სახელმწიფო ბაჟის გადახდა გათვალისწინებული არ არის. ამდენად, არ არსებობს სამართლებრივი საფუძველი მხარეებზე სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის დაკისრებისა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, 2112-ე, 2114-ე მუხლებით, ,,ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. ი----- ბ----–-–---–ის სარჩელი 2019 წლის 19 მარტს შსს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილების უბნის ინსპექტორ - გამომძიებლის დ--- მ–---------ის მიერ გამოცემული №0----- შემაკავებელი ორდერის ბათილად ცნობის შესახებ, არ დაკმაყოფილდეს.
2. გადაწყვეტილება შეიძლება ერთჯერადად გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შემოტანის გზით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდ: ქ.თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 03 (სამი) დღის ვადაში, გორის რაიონული სასამართლოს (მდ: ქ.გორი, ს.ჯორბენაძის ქ. №30) მეშვეობით.
მოსამართლე ნინო გერგაული