გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 31.01.2019
საქმის ნომერი
330310118002691612
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
31.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 3-----------------

საქმე №3/6665-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

31 იანვარი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ნინო ბუაჩიძე

სხდომის მდივანი ანა მგელაძე

 

მოსარჩელე - შპს ზ----

წარმომადგენელი - ზ-------------ე

 

მოპასუხე - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო

წარმომადგენლები - თ---------------–--ე, ხ-----------–--------–ი

 

მოპასუხე - საქართველოს რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი

წარმომადგენელი - ხ-----------–--ე

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ელექტრონული ტენდერის პირობის გაუქმება

 

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 19 ოქტომბრის D--------------(NAT), D--------------(NAT), D--------------(NAT), D--------------(NAT) გადაწყვეტილებები შპს ზ----ს ადმინისტრაციული საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე;

 

1.2. გაუქმდეს ტენდერების N-----------, N-----------, N-----------, N----------- დამატებითი მოთხოვნების 10.6 პუნქტით გათვალისწინებული პირობა: სარეგისტრაციო/უფლებრივი დოკუმენტებში ყადაღა/აკრძალვის შემთხვევაში პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის შესახებ.

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხის - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს წარმომადგენლებმა სარჩელი არ ცნეს.

 

2.2. მოპასუხის - საქართველოს რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო;

 

3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. საქართველოს რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გამოცხადებული ელექტრონული ტენდერების - N-----------, N-----------, N-----------, N----------- დამატებითი მოთხოვნების 10.6 პუნქტით გათვალისწინებულია შემდეგი პირობა: იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ წარდგენილ სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველ დოკუმენტებში პრეტენდენტის (ამხანაგობის შემთხვევაში, ასევე მისი რომელიმე წევრ(ებ)ის, ხოლო სატენდერო დოკუმენტაციის 5.1.7. პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ასევე სათაო კომპანიის) მიმართ რეგისტრირებულია ყადაღა/აკრძალვა ან/და საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება ან/და პრეტენდენტი (ამხანაგობის შემთხვეაში, ასევე მისი რომელიმე წევრ(ებ)ი, ხოლო სატენდერო დოკუმენტაციის 5.1.7 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ასევე სათაო კომპანია) რეგისტრირებულია მოვალეთა რეესტრში ან/და აქვს აღიარებული დავალიანება ბიუჯეტის მიმართ, შემსყიდველი კომპანია ახდენს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- N----------- ელექტრონული ტენდერის სატენდერო დოკუმენტაცია (ტ. 2, ს.ფ.57);

- N----------- ელექტრონული ტენდერის სატენდერო დოკუმენტაცია (ტ. 2, ს.ფ. 284);

- N----------- ელექტრონული ტენდერის სატენდერო დოკუმენტაცია (ტ. 2, ს.ფ.351-352);

- N---------- ელექტრონული ტენდერის სატენდერო დოკუმენტაცია (ტ. 2, ს.ფ.434);

 

3.2. შპს ზომომ მონაწილეობა მიიღო საქართველოს რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გამოცხადებულ - N-----------, N-----------, N-----------, N----------- ელექტრონული ტენდერებში.

 

2018 წლის 16 ოქრომბერს შპს ზ----მ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს წარუდგინა ადმინისტრაციული საჩივრები N-----------, N-----------, N-----------, N----------- ელექტრონული ტენდერების სატენდერო პირობის გაუქმების მოთხონით. საჩივრის ავტორი მიიჩნევდა, რომ სატენდერო პირობა: იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტის მიერ წარდგენილი სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველ დოკუმენტებში პრეტენდენტის (ამხანაგობის შემთხვევაში, ასევე მისი რომელიმე წევრ(ებ)ის, ხოლო სატენდერო დოკუმენტაციის 5.1.7 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ასევე სათაო კომპანია) რეგისტრირებულია მოვალეთა რეესტრში ან/და აქვს აღირებული დავალიანება ბიუჯეტის მიმართ, შემსყიდველი ახდენს პრეტენდენტოს დისკვალიფიკაციას, ეწინააღმდეგებოდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონის მე13 მუხლს, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 1--------- N-- ბრძანებით დამტკიცებული ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის მე-4 მუხლს, მე-18 მუხლის მე-2 პუნქტს. საჩივრის ავტორი მოითხოვდა სარეგისტრაციო დოკუმენტაციაში მითითებული პირობის: ყადაღა/აკრძალვის არსებობის შემთხვევაში კომპანიის დისკვალიფიკაციის შესახებ, გაუქმებას.

 

საჩივარებს თან ერთვოდა შემდეგი დოკუმენტები: 1. შპს ზ----ს სამეწარმეო რეეტრიდან ამონაწერი; 2. შპს ვილა პარკის სამეწარმეო რეესტრიდან ამონაწერი; 3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 21 ნოემბრის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების შესახებ; 4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 17 აპრილის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ; 5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 17 აპრილის განჩინება გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ; 6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 18 აპრილის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ; 7. შემოსავლების სამსახურის N1 აქტი ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ; 8. სასაქონლო ზედნადები; 9. ქონების შეფასების დასკვნები; 10. მიმართვა სასამართლოსადმი, გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მოთხოვნით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საჩივრები (ტ. 1, ს.ფ. 199-206);

- საჩივარზე თანდართული დოკუმენტები (ტ. 1, ს.ფ. 18-198);

3.3. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 19 ოქტომბრის D--------------(NAT), D--------------(NAT), D--------------(NAT), D--------------(NAT) გადაწყვეტილებებით შპს ზ----ს ადმინისტრაციული საჩივრები არ დაკმაყოფილდა.

 

საჩივრის განმხილველმა ადმინისტრაციულმა ორგანომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 1--------- N-- ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ მე-18 მუხლის მე-2 პუნქტსა და მე-3 პუნქტის დანაწესზე დაყრდნობით მიიჩნია, რომ სატენდერო დოკუმენტაციის 10.6 პუნქტის მე-6 ქვეპუნქტით დადგენილი მოთხოვნა გამომდინარეობდა შემსყიდველი ორგანიზაციის საჭიროებიდან, რადგან დადგენილი მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში უფრო მეტად სავარაუდოა, რომ კომპანია ხელშეკრულებებს შეასრულებს ჯეროვნად და კეთილსინდისიერად შეასრულებს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 19 ოქტომბრის D--------------(NAT), D--------------(NAT), D--------------(NAT), D--------------(NAT) გადაწყვეტილებები (ტ. 3, ს.ფ. 60-64, 81-85, 118-122, 162-166);

3.4. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის სატენდერო კომისიის 2018 წლის 1------------ N- სხდომის ოქმით, თ--–--------------------–-------------------------–----–-----------------------------------–-------------------–---–-----–-------–-----------------------–-------------------------–--------------------–------------–-----–--------------------–----–--------------------–-----–-- საავტომობილო გზის კმ. 63+400-კმ. 75+350 (პკ 0+00 - პკ 119+50) რეაბილიტაციის ელექტრონულ ტენდერში N----------- მონაწილე პრეტენდენტის, შპს ც-------ს მიერ წარდგენილი ტენიკური დოკუმენტაცია მიჩნეულ იქნა სატენდერო პირობების შესაბამისად, რის გამოც შპს ც------- გამოცხადდა გამარჯვებულად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის სატენდერო კომისიის 2018 წლის 1------------ N- სხდომის ოქმი (ტ. 3, ს.ფ. 27-32);

3.5. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის სატენდერო კომისიის 2018 წლის 2 ნოემბრის N- სხდომის ოქმით, თ--–--------------------–-------------------------–----–-----------------------------------–-------------------–---–-----–-------–-----------------------–-------------------------–--------------------–------------–-----–--------------------–----–---------------------–-----–-----------------–-------------------------------------------------0) რეაბილიტაციის ელექტრონულ ტენდერში N----------- მონაწილე პრეტენდენტის მიერ წარდგენილი ტენიკური დოკუმენტაცია, დაზუსტებული დოკუმენტაციისა და დაზუსტებული ხარჯთაღრიცხვა მიჩნეულ იქნა სატენდერო პირობების შესაბამისად, რის გამოც შპს სამშენებლო კომპანია მ-------ი გამოცხადდა გამარჯვებულად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის სატენდერო კომისიის 2018 წლის 2----------- N- სხდომის ოქმი (ტ. 3, ს.ფ. 65-69);

3.6. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის სატენდერო კომისიის 2018 წლის 5----------- N- სხდომის ოქმით, თ--–--------------------–-------------------------–----–-----------------------------------–-------------------–---–-----–-------–-----------------------–-------------------------–--------------------–------------–-----–--------------------–----–--------------------–-----–-----------------–---------------------------------------------------- რეაბილიტაციის ელექტრონულ ტენდერში N----------- მონაწილე პრეტენდენტის მიერ წარდგენილი ტენიკური დოკუმენტაცია, დაზუსტებული ტექნიკური დოკუმენტაციის გათვალისწინებით მიჩნეულ იქნა სატენდერო პირობების შესაბამისად, რის გამოც შპს სამშენებლო კომპანია მ-------ი გამოცხადდა გამარჯვებულად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის სატენდერო კომისიის 2018 წლის 5----------- N- სხდომის ოქმი (ტ. 3, ს.ფ. 86-90);

3.7. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის სატენდერო კომისიის 2018 წლის 27 ნოემბრის N- სხდომის ოქმით, თ--–--------------------–------------------- მუნიციპალიტეტის ტერიტორიებზე გამავალი ს----------------–---–-----–-------–-----------------------–-------------------------–--------------------–------------–-----–--------------------–----–-------------------–-----–-----------------–----------------------------------------------------- რეაბილიტაციის ელექტრონულ ტენდერში N----------- მონაწილე პრეტენდენტის მიერ წარდგენილი ტენიკური დოკუმენტაცია, დაზუსტებული ტექნიკური დოკუმენტაციის გათვალისწინებით მიჩნეულ იქნა სატენდერო პირობების შესაბამისად, რის გამოც შპს სამშენებლო კომპანია მ-------ი გამოცხადდა გამარჯვებულად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის სატენდერო კომისიის 2018 წლის 2------------ N- სხდომის ოქმი (ტ. 3, ს.ფ. 123-127);

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 1--------- N-- ბრძანებით დამტკიცებული ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, შესყიდვებში მონაწილეობის მსურველს, პრეტენდენტს ან მიმწოდებელს შეუძლია გაასაჩივროს შემსყიდველი ორგანიზაციის ან სატენდერო კომისიის ქმედება სასამართლოში, თუ მიაჩნია, რომ შესყიდვისას დაირღვა ამ კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი წესები ან/და შეილახა მისი უფლებები.

 

სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების ზოგად სამართლებრივ, ორგანიზაციულ და ეკონომიკურ პრინციპებს ადგენს ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ’’ საქართველოს კანონი, რომლის მე-2 მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია: ა) სახელმწიფო შესყიდვებისათვის განკუთვნილი ფულადი სახსრების რაციონალური ხარჯვის უზრუნველყოფა; ბ) სახელმწიფო საჭიროებისათვის აუცილებელი საქონლის წარმოების, მომსახურების გაწევისა და სამშენებლო სამუშაოს შესრულების სფეროში ჯანსაღი კონკურენციის განვითარება; გ) სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას შესყიდვების მონაწილეთა მიმართ სამართლიანი და არადისკრიმინაციული მიდგომის უზრუნველყოფა; დ) სახელმწიფო შესყიდვების საჯაროობის უზრუნველყოფა; ე) სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის შექმნა და მის მიმართ საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბება. ამავე კანონის მე-101 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ელექტრონული სახელმწიფო შესყიდვა ხორციელდება გამარტივებული ელექტრონული ტენდერის ან ელექტრონული ტენდერის საშუალებით, ხოლო მეორე პუნქტის თანახმად, შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, გამარტივებული შესყიდვა შეიძლება განხორციელდეს ელექტრონულად. ამავე კანონის მე-13 მუხლის თანახმად, შესყიდვის ობიექტის ტექნიკურ, შესრულების ან/და ფუნქციურ სპეციფიკაციებთან, აგრეთვე პრეტენდენტთა საკვალიფიკაციო მონაცემებთან დაკავშირებულ მოთხოვნებს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესით განსაზღვრავს შემსყიდველი ორგანიზაცია ყოველი კონკრეტული შესყიდვისათვის. აღნიშნული მოთხოვნები უნდა იყოს პროპორციული და არადისკრიმინაციული, ხელს უნდა უწყობდეს ჯანსაღი კონკურენციის დამკვიდრებას და პრეტენდენტთა მიმართ თანასწორ მოპყრობას.

 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N-- ბრძანებით დამტკიცებული ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის მე-4 მუხლის თანახმად, ელექტრონული ტენდერის ჩატარებისას უნდა იყოს დაცული შემდეგი პრინციპები: ა) სახელმწიფო შესყიდვებისათვის განკუთვნილი ფულადი სახსრების რაციონალური ხარჯვა; ბ) შესყიდვის მონაწილეთა შორის ჯანსაღი კონკურენცია; გ) შესყიდვის მონაწილეთა მიმართ არადისკრიმინაციული მიდგომა და თანასწორი მოპყრობა; დ) შესყიდვის მონაწილეთა მიმართ პროპორციული მოთხოვნების დადგენა; ე) საჯაროობა და გამჭვირვალობა.

 

ამავე წესის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მოთხოვნები, რომელთაც განსაზღვრავს სატენდერო კომისია, უნდა გამომდინარეობდეს შემსყიდველი ორგანიზაციის საჭიროებიდან, უნდა იყოს პროპორციული და არადისკრიმინაციული, ხელს უნდა უწყობდეს ჯანსაღი კონკურენციის დამკვიდრებასა და პრეტენდენტთა მიმართ თანასწორ მოპყრობას. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, პრეტენდენტთა მიმართ მოთხოვნები შესაძლებელია დადგინდეს მათი ცოდნის, გამოცდილების, სანდოობის, ფინანსური და ტექნიკური შესაძლებლობების შეფასების მიზნით. ამავე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, სატენდერო დოკუმენტაცია შესაძლებელია შეიცავდეს სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ის წარდგენის მოთხოვნას, თუ შესყიდვის სავარაუდო ღირებულება შეადგენს ან აღემატება 200 000 ლარს. თუ შესყიდვის სავარაუდო ღირებულება ნაკლებია 200 000 ლარზე, სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ის წარდგენის მოთხოვნა დასაშვებია მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში, რაც უნდა დასაბუთდეს სატენდერო დოკუმენტაციაში. ასეთ შემთხვევაში, სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტების რაოდენობა უნდა იყოს მინიმალური, კონკრეტული შესყიდვის თავისებურებიდან გამომდინარე.

 

ამავე წესის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, პრეტენდენტი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას, თუ იგი არ წარადგენს სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველ დოკუმენტ(ებ)ს დადგენილ ვადაში ან მის მიერ წარდგენილი სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ი არ შეესაბამება სატენდერო პირობებს, გარდა ამ წესის მე-40 მუხლის მე-7 და მე-10 პუნქტებით, ასევე 41-ე მუხლის მე-6 და მე -9 პუნქტებით გათვალისწინებული გამონაკლისებისა.

 

დადგენილია, რომ საქართველოს რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გამოცხადებული ელექტრონული ტენდერების - N-----------, N-----------, N-----------, N----------- დამატებითი მოთხოვნების 10.6 პუნქტით გათვალისწინებულია შემდეგი პირობა: იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ წარდგენილ სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველ დოკუმენტებში პრეტენდენტის (ამხანაგობის შემთხვევაში, ასევე მისი რომელიმე წევრ(ებ)ის, ხოლო სატენდერო დოკუმენტაციის 5.1.7. პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ასევე სათაო კომპანიის) მიმართ რეგისტრირებულია ყადაღა/აკრძალვა ან/და საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება ან/და პრეტენდენტი (ამხანაგობის შემთხვეაში, ასევე მისი რომელიმე წევრ(ებ)ი, ხოლო სატენდერო დოკუმენტაციის 5.1.7 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ასევე სათაო კომპანია) რეგისტრირებულია მოვალეთა რეესტრში ან/და აქვს აღიარებული დავალიანება ბიუჯეტის მიმართ, შემსყიდველი კომპანია ახდენს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.

 

მოცემული დავის ფარგლებში უნდა დადგინდეს ის გარემოება, სადავო გადაწყვეტილებების მიღებისას მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან სწორად შეფასდა თუ არა საჩივრის წარმდგენი პირის პრეტენზია შემსყიდველი ორგანიზაციის - საქართველოს რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გამოცხადებული სატენდერო პირობების არაპროპორციულობასთან მიმართებით. ასევე დავის საგანი არის შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ დადგენილი დამატებითი შემზღუდველი პირობა იყო თუ არა პროპორციული კონკრეტული შესყიდვის ობიექტის თავისებურებებიდან გამომდინარე. შპს ზ----, როგორც წარდგენილი საჩივრებით, ისე სარჩელით მიუთითებდა, რომ კომპანიას აქვს რამდენიმე ათეული მილიონი ლარის ღირებულების ქონება. შესაბამისად, სასამართლო დავების გამო გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომელიც მოიცავს რამდენიმე ათასი ლარის ღირებულების დავის საგანს, გავლენას ვერ მოახდენდა ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში სამუშაოების შესრულებაზე. ასევე გასათვალისწინებელი იყო კომპანიის გამოცდილება, ხოლო გასაჩივრებული ჩანაწერი ყოველგვარი შეფასების გარეშე კომპანიის ტენდერიდან დისკვალიფიკაციის საფუძველი იქნებოდა. კომპანიის მონაწილეობის გარეშე სათანადო კონკურენცია ვერ იქნებოდა უზრუნველყოფილი. შესაბამისად, სადავო ჩანაწერი საჩივრის ავტორს არაპროპორციულად მიაჩნდა.

 

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის ნორმატიულ დანაწესზე, რომელიც ადგენს სახელმწიფო შესყიდვებში დასადგენი მოთხოვნების პროპორციულობისა და არადისკრიმინაციულობის აუცილებლობას, ამგვარი მოთხოვნები ხელს უნდა უწყობდეს ჯანსაღი კონკურენციის დამკვიდრებას და პრეტენდენტთა მიმართ თანასწორ მოპყრობას.

 

სასამართლო თავდაპირველად აღნიშნავს, რომ პროპორციულობის ზოგადი პრინციპი მოითხოვს, რომ დაცულ იქნეს ბალანსი კერძო და საჯარო ინტერესებს შორის იმ ურთიერთობათა სპეციფიკის გათვალისწინებით, რომელთა უზრუნველსაყოფადაც დღისწესრიგში დგება მოთხოვნათა პროპორციულობის პრინციპი. სწორედ პროპორციულობის კრიტერიუმი განსაზღვრავს დამოკიდებულებას მიზანსა და საშუალებას შორის, კერძოდ იგი ადგენს, მიზნის მიღწევისათვის გამოყენებული უფლების შეზღუდვა არის თუ არა შეზღუდვის მიზანთან პროპორციულ, თანაზომიერ დამოკიდებულებაში. ესე იგი, შეზღუდვის პროპორციულობის შინაარსის დადგენა შეზღუდვის თანაზომიერების განსაზღვრის ერთ-ერთი ძირითადი ელემენტია. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ პროპორციულობა, როგორც ინტერესთა შეზღუდვის თანაზომიერი შეფასების საზომი, არ არის აბსოლუტურად განსაზღვრული და სტატიკური. იგი კონკრეტულ საზოგადოებრივ ურთიერთობასთან მიმართებით მუდამ დინამიკური და შეფარდებითია, აბსოლუტურია მხოლოდ პროპორციულობის მუდმივი მოთხოვნა. სწორედ ამიტომ, სახელმწიფო შესყიდვების მომწესრიგებელი კანონმდებლობით ერთმნიშვნელოვნად არ არის დადგენილი შესყიდვის ობიექტისადმი მისადაგებული შეზღუდვები. კანონმდებელი პრინციპის სახით ადგენს კონკრეტული შესყიდვისადმი დასაწესებელი შეზღუდვების პროპორციულობის აუცილებლობას, რათა უზრუნველყოფილ იქნეს ჯანსაღი კონკურენციის დამკვიდრება და პრეტენდენტთა მიმართ თანასწორი მოპყრობა. ასეთ პირობებში, შესყიდვის ობიექტის სოციალური ფუნქციიდან გამომდინარე, შემსყიდველი ორგანოს უფლებამოსილება, დაადგინოს პრეტენდენტთა საკვალიფიკაციო მონაცემების უპირობოდ შემზღუდველი მოთხოვნები, გამართლებულია იმდენად, რამდენადაც ეს შესყიდვა, შესაძლოა, მაღალ საზოგადოებრივ ინტერესებს ემსახურებოდეს. მოცემულ სადავო შემთხვევაში, სახეზეა ერთი მხრივ, საჯარო ინტერესი, მაღალღირებული სახელმწიფო შესყიდვა და ფართო საზოგადოებრივი საჭიროების მქონე გზის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები, ხოლო მეორე მხრივ, კერძო ინტერესი გამოხატულია ტენდერში მონაწილეობის მსურველი პირის კანონით დაცული ინტერესით, ჯანსაღი კონკურენციის პირობებში მონაწილეობა მიიღოს გამართულ სახელმწიფო შესყიდვაში.

 

სასამართლოს მოსაზრებით, მართალია, სახელმწიფო შესყიდვისათვის შემსყიდველი მიერ განსაზღვრული სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ნაკლებშემზღუდველი მოთხოვნა უფრო მეტი მსურველისათვის ქმნის თავისუფალ შესაძლებლობას, მონაწლეობა მიიღოს გამოცხადებულ სახელმწიფო შესყიდვაში, რაც კონკურენციის შექმნის აუცილებელი პირობაა, თუმცა აღნიშნული პირობა კანონით განსაზღვრული ჯანსაღი კონკურენციის გარანტიას არ იძლევა. თავისთავად ის ფაქტი, რომ კანონმდებლობა შემსყიდველს აძლევს უფლებას შესყიდვის ობიექტის ტექნიკურ, შესრულების ან/და ფუნქციურ სპეციფიკაციებთან, აგრეთვე პრეტენდენტთა საკვალიფიკაციო მონაცემებთან დაკავშირებული მოთხოვნები თავად განსაზღვროს, ჯანსაღი კონკურენციის შეზღუდვაზე არ მიუთითებს. შესაბამისად, შესყიდვის ობიექტის მნიშვნელობა და სახელმწიფო შესყიდვისათვის განკუთვნილი ფულადი სახსრების რაციონალური ხარჯვის მიზანი, როგორც სახელმწიფო შესყიდვის ერთ-ერთი ძირითადი პრინციპი, ხსნის კონკრეტული სახელმწიფო შესყიდვის საკვალიფიკაციო მოთხოვნით დადგენილი შეზღუდვის პროპორციულობას და აქცევს მას თანაზომიერი შეზღუდვის ფარგლებში.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო სახელმწიფო შესყიდვისათვის პრეტენდენტთა საკვალიფიკაციო მონაცემებთან დაკავშირებით დიფერენცირებული მოთხოვნების დაწესება, პირიქით, წინააღმდეგობაში მოვიდოდა პროპორციულობის პრინციპთან და ეჭვქვეშ დააყენებდა პირობის არადისკრიმინაციულობას.

6.3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. ამავე კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო, იმ შემთხვევაში გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. ამავე კოდექსის 331 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან.

 

აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს ზ----ს სარჩელი უსაფუძვლოა, ადგილი არ აქვს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დარღვევას. გასაჩივრებული N-----------, N-----------, N-----------, N----------- ელექტრონული ტენდერების დამატებითი მოთხოვნების 10.6 პუნქტით გათვალისწინებული პირობა, ასევე სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 19 ოქტომბრის D--------------(NAT), D--------------(NAT), D--------------(NAT), D--------------(NAT) გადაწყვეტილებებში ასახული მსჯელობა წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, 22-ე, 24-ე, 32-ე, 331 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. შპს ზ----ს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს უცვლელად;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14 დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ.თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. 7ა).

 

მოსამართლე ნინო ბუაჩიძე