განაჩენი

სისხლის სამართლის 14.02.2019
საქმის ნომერი
330100117002235487
თარიღი
14.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

საქმე N1/5----17

გამოძიების N0-----------

14 თებერვალი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

მოსამართლე - დალი მეტრეველი

სხდომის მდივანი - ანა გაბუნია

 

ბრალდების მხარე:

პროკურორები - მ-----------–--–---–ი, მ----------–----ე, ი-–---------ა, თ--------------;

დაცვის მხარე:

ბრალდებული ნ-----–--------–- (პ/ნ 0----------), დაბადებული 1----–-–---------–--ს, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ქ. თბილისი, ზ-------------------–----------------------------------------------ში, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისი, მ------–-----------ში;

ადვოკატი - გ--–--------–--–---–ი,კვალიფიკაცია:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლის 1-ლი ნაწილი - თვითნებობა, ე.ი. ნამდვილად თავისი უფლების დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ განხორციელება, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი.

სხდომის სახე - ღია,ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ დაადგინა:

მიკროსაფინანსო კომპანია შპს „კა------------------ს“ მენეჯერი, ნ-----–--------–- 2017 წლის ოქტომბრის თვიდან სამსახურებრივად ახორციელებდა კონტროლს მ--------–---–ის საკრედიტო საქმეზე და შპს „კა------------------ს“ წინაშე მის ფინანსურ ვალდებულებაზე, რომელიც წარმოშობილი იყო, მათ შორის, - 2017 წლის 2-------- დადებული სესხის ხელშეკრულების საფუძველზე. ნ-----–--------–-, როგორც კომპანიის წარმომადგენელი, მ--------–---–ს, სატელეფონო საუბრების მეშვეობით, მოუწოდებდა შეესრულებინა მისი ვალდებულება კომპანიის წინაშე.

2017 წლის 3----------ს, დაახლოებით 12:00 საათზე, ქ. თბილისი, ა. ჩ--------- ქუჩა N---–- მდებარე, მ--------–---–ის კუთვნილ აფთიაქში, ამ უკანასკნელის ნების საწინააღმდეგოდ, მ-----------------------------–--------------, ნ-----–--------–- თვითნებურად დაეუფლა აფთიაქის სალაროზე, პოლიეთილენის ყუთში არსებულ თანხას, დაახლოებით 300 ლარის ოდენობით და დატოვა აფთიაქის ტერიტორია.

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

დაზარალებულ მ--------–---–ის სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას მიცემული ჩვენებით ირკვევა, რომ საგადასახადო ორგანოში დარეგისტრირებულია ინდ. მეწარმის სახით და საკუთრებაში აქვს აფთიაქი. 2017 წლის ივნისის თვეში, ფინანსური საჭიროებიდან გამომდინარე, მიკროსაფინანსო კომპანია "კა------------------დან" აიღო ბიზნესსესხი. საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებას თავდაპირველად ჯეროვნად ასრულებდა, თუმცა, შემდეგ, ფინანსური პრობლემების გამო, დათქმული თანხის სრულად გადახდა გაუჭირდა. აღნიშნულის გამო, მასთან ხშირი სატელეფონო კომუნიკაცია ჰქონდა მიკროსაფინანსო ორგანიზაციის თანამშრომელ ნ---- წ--------–ს, რომელიც მოუწოდება, რომ წინასწარ შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით, დროულად გადაეხადა ხელშეკრულებით განსაზღვრული თანხა. 2017 წლის 0------------ ნ-----–--------–- ტელეფონით დაუკავშირდა და უთხრა, რომ იმყოფებოდა აფთიაქში და ფულის წაღებას აპირებდა. ვინაიდან ამ დროს დასთან - ლ---------–---–თან ერთად, გასული იყო საქმეზე, ნ. წ--------–ს სთხოვა დალოდებოდა აფთიაქში, სადაც დედამისი - თ----------–---–ი იმყოფებოდა. ხუთ წუთში აფთიაქში მისულს ნ. წ--------–ი აგრესიულად დახვდა, საუბარი არ აცადა, ისე მოსთხოვა ფული, შემდეგ კი დაუკითხავად გადავიდა დახლს იქეთ, სადაც სალაროდან თვითნებურად აიღო აფთიაქის კუთვნილი, 300 ლარამდე ოდენობის თანხა - დისტრიბუტორისთვის გადასაცემად გადანახული 260 ლარი და პოლიეთილენის პარკში მოთავსებული, დაახლოებით 30 ლარის ოდენობის რკინის მონეტები. ფულის აღებისთანავე ბრალდებულმა დატოვა აფთიაქის ტერიტორია. ნ. წ--------–ს მოსალაპარაკებლად გაედევნა, მაგრამ მან უარი განუცხადა საუბარზე, საღამოს დავბრუნდები და აფთიაქში არსებულ მედიკამენტებსა და ავეჯს წავიღებო, უთხრა. დაზარალებულმა მ. პ---–---–მა დაკითხვისას აღნიშნა, რომ ბრალდებული ნ. წ-------–ის მიერ სალაროდან თანხის აღებისას აფთიაქში იმყოფებოდა თავად, დედამისი - თ----------–---–ი, რომელიც სალაროსთან იდგა, მისი და - ლ---------–---–ი და იმ დროს მედიკამენტის საყიდლად შემოსული მეზობელი - ლ--------------.

მოწმე ლ---------–---–მა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ 2017 წლის 0------------ დასთან - მ--------–---–თან ერთად იმყოფებოდა საქმეზე, რა დროსაც მის დას ტელეფონზე დაუკავშირდა ნ-----–--------–-. მასთან საუბრის შემდეგ დაბრუნდნენ აფთიაქში, სადაც ნ-----–--------–- დახვდათ. ბრალდებული ჯერ სასწრაფოდ ფულის გადახდას ითხოვდა, იმუქრებოდა, საღამოს მანქანას მოვაყენებ და საქონელი გადმოწყობილი დამახვედრეთ წასაღებადო, შემდეგ კი დაუკითხავად შევარდა დახლში, წაავლო ხელი ფულს და გაიქცა. მ--- უკან გაედევნა, მაგრამ ნ-----–--------–- არ გაუჩერდა - სად მაქვს თქვენი დროო. დედისგან და დისგან შეიტყო, რომ ნ-----–--------–-ს მიერ წაღებული თანხა დაახლოებით 300 ლარის ოდენობის იყო.

მოწმე თ----------–---–მა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ 2017 წლის 0------------ მისი ქალიშვილების: მ--- და ლ---------–---–ების ნაცვლად იმყოფებოდა აფთიაქში, რადგან ისინი საქმეზე იყვნენ გასულები. აფთიაქში შემოვიდა ქალბატონი, - მისი განმარტებით, "კა------------------ს" წარმომადგენელი, - რომელსაც მ---ს ნახვა სურდა. როდესაც შეატყობინა, რომ მ--- გასული იყო, მაგრამ მალე დაბრუნდებოდა, ქალბატონმა უთხრა, რომ ლოდინის დრო არ ჰქონდა და თანხა მას უნდა მიეცა. ამასობაში მ--- და ლ---- მოვიდნენ კიდეც. ქალბატონი მათ წარუდგა და თანხის გადახდა მოსთხოვა, რაზედაც მ--- დაპირდა, რომ დღედღეზე, მოვალისგან თანხის მიღებისთანავე გადაიხდიდა, მანამდე კი ანგარიშზე თანხის ნაწილს შეიტანდა. ისინი დახლთან საუბრობდნენ, თავად კი დახლს იქეთ იჯდა. ამდენი დრო არ მაქვს, ახლავე გადაიხადეო, თქვა ბრალდებულმა, დახლს შემოუარა და სალაროდან დისტრიბუტორისთვის განკუთვნილი თანხა და ხურდები აიღო, შემდეგ კი - საღამოს ფული დამახვედრეთ, თორემ სანაცვლოდ მედიკამენტებს და სხვა ყველაფერს წავიღებო, - თქვა და მაშინვე აფთიაქიდან გავიდა. ყველანი გაოგნებულები დარჩნენ მიკროსაფინანსო კომპანიის წარმომადგენლის მოქმედებით. მ--- მაშინვე უკან გაჰყვა ბრალდებულს, მისი შეჩერება უნდოდა, მაგრამ მალევე უკან შემობრუნდა - არც მომისმინაო, თქვა. მოწმე თ. პ---–---–მა აღნიშნა, რომ ნ-----–--------–-ს მიერ დახლიდან თანხის აღებას ასევე შეესწრო მათი მეზობელი - ლ--------------, რომელიც აფთიაქიდან ნ-----–--------–-ს გასვლისას შენიშნა. მანვე განმარტა, რომ ნ-----–--------–-ს მიერ წაღებული იქნა დაახლოებით 280-290 ლარი, თანხის ზუსტი ოდენობა არ იცის.

მოწმე ლ--------------მ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაადასტურა, რომ იგი შეესწრო 2017 წლის 0------------ პ---–---–ების აფთიაქში მათსა და ბრალდებულს შორის მომხდარ ინციდენტს და ამ უკანასკნელის მიერ თანხის აღების ფაქტს. მოწმემ აღნიშნა, რომ მ--- ბრალდებულს ეუბნებოდა - „არაფერი არ მაქვს“, „გადავიხდიო“. ნ-----–--------–- კი თვითნებურად შევიდა დახლში, საიდანაც აიღო ფული და აფთიაქი დატოვა. მას მ--- გაედევნა უკან.

ბრალდებულმა ნ---- წ--------–მა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ 2017 წლის 0------------ მ--------–---–ის აფთიაქში იმ მიზნით მივიდა, რომ ამ უკანასკნელისთვის ვადაგადაცილებული თანხის გადახდა მოეთხოვა. თ----- და მ--------–---–ებმა უთხრეს, რომ გადახდას მატერიალური პრობლემების გამო ვერ ახერხებდნენ და იმაში დასარწმუნებლად, რომ სალაროში 20 ლარზე მეტი არ ჰქონდათ, სალაროსთან მისვლა თავად შესთავაზეს. მათ თავადვე გადასცეს სალაროში არსებული ზემოაღნიშნული თანხა, რაც მ. პ---–---–ის სახელით, შეთანხმებისამებრ, ანგარიშზე შეიტანა. პ---–---–ებს უთხრა, რომ ვინაიდან ვალდებულების შესრულებას ვერ ახერხებდნენ, თანხის განაწილვადება და საქონლის აღწერა უნდა მოეხდინათ, მაგრამ მათ აღნიშნულზე დიდი წინააღმდეგობა გასწიეს, სიტყვიერი შეურაცხყოფაც მიაყენეს და დაპირდნენ, რომ ფულად ვალდებულებას შეასრულებდნენ. ბრალდებულმა ნ---- წ--------–მა დაკითხვისას კატეგორიულად უარყო აფთიაქის სალაროდან უნებართვოდ, თვითნებურად თანხის აღების ფაქტი.

სასამართლომ გამოიკვლია რა მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, მათი ურთიერთშეჯერებისა და ანალიზის საფუძველზე, მივიდა დასკვნამდე, რომ დაცვის მხარის პოზიცია წარდგენილ ბრალდებაში ნ-----–--------–-ს უდანაშაულობის შესახებ საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან ბრალადშერაცხულ დანაშაულში ნ. წ--------–ის ბრალეულობა სრულადაა დადასტურებული ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი, დამაჯერებელი და ურთიერთშეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ, დაზარალებული მ--------–---–ის და მოწმეთა - თ----------–---–ის, ლ---------–---–ის და ლ---- ჭ-------ის ჩვენებებით, რომელთა ურთიერთშეჯერება და ანალიზი იძლევა საფუძველს, იმაში დასარწმუნებლად, რომ მიკროსაფინანსო კომპანიის წარმომადგენელმა - ნ---- წ--------–მა დაუკითხავად აიღო დაზარალებული მ--------–---–ის კუთვნილი თანხა ამ უკანასკნელის მიერ კომპანიის წინაშე ნაკისრი ფინანსური ვალდებულების უზრუნველსაყოფად.

სასამართლო არ იზიარებს ბრალდებულ ნ-----–--------–-ს განმარტებას იმასთან დაკავშირებით, რომ მისი მხრიდან თვითნებობას ადგილი არ ჰქონია და თანხა თავად დაზარალებულმა გადასცა, რადგან ამგვარი პოზიცია წინააღმდეგობაში მოდის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობასთან, რომელთა საფუძველზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ანალიზიც ცხადჰყოფს დაცვის მხარის განმარტების უსაფუძვლობას.

სასამართლო არ ეთანხმება დაცვის მხარეს ბრალდების ძირითად მოწმეთა სანდოობის შეფასებაში და თვლის, რომ თითოეული მათგანის, როგორც ინფორმაციის წყაროს, სანდოობა და მათ მიერ სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებათა უტყუარობა ეჭვს არ იწვევს. უპირველეს ყოვლისა, აღსანიშნავია, რომ დაზარალებული მ--------–---–ის და მოწმეთა - თ----------–---–ის, ლ---------–---–ის და ლ---- ჭ-------ის ჩვენებები არამხოლოდ თანმიმდევრული და დამაჯერებელი, არამედ, ერთმანეთთან თანმხვედრია. ამავე დროს, სასამართლო განმარტავს, რომ საქმის სასამართლო განხილვისას, დაზარალებული მ. პ---–---–ის ან მისი ოჯახის რომელიმე წევრის მხრიდან ბრალდებულ ნ. წ--------–ისთვის დანაშაულის დაბრალების რაიმე ინტერესი საქმის სასამართლო განხილვისას არ გამოკვეთილა (ამგვარი ინტერესის არსებობას არც დაცვის მხარე აღნიშნავს). სასამართლო თვლის, რომ დაცვის მხარის მიერ იმ გარემოებებზე მითითება _ რომ დაზარალებული მ. პ---–---–ი ბრალდებულის დამსაქმებელი კომპანიის კლიენტი, თ. პ---–---–ი და ლ. პ---–---–ი - დაზარალებულის ოჯახის წევრები, ხოლო მოწმე ლ. ჭ-------ე - პ---–---–ების მეზობელია, _ არ წარმოადგენს არგუმენტს, რომელიც ობიექტურ პირს მათ გულწრფელობაში დააეჭვებდა, მითუფრო, იმ ფაქტის მხედველობაში მიღებით, რომ ბრალდებულის სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემა ანდა მისი დისკრედიტაცია, გავლენას ვერ იქონიებდა დაზარალებული მ. პ---–---–ის მიერ მიკროსაფინანსო კომპანიის წინაშე ნაკისრი ფინანსური ვალდებულების შესრულებაზე.

გარდა იმისა, რომ დაკითხული და სასამართლოს მიერ სანდოდ მიჩნეული მოწმეები პირდაპირ ამხელენ ბრალდებულ ნ---- წ--------–ს დაზარალებულის თანხის დაუკითხავად დაუფლებაში, იმ გარემოებაზე, რომ აღნიშნულს ადგილი მართლაც ჰქონდა, ასევე მიანიშნებს თანხის აღებამდე და მას შემდეგ განვითარებული მოვლენები. სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულის განმარტებას, იმასთან დაკავშირებით, რომ შემთხვევის დღეს პ---–---–ებს, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, თანხის გადახდისკენ მოუწოდა, რაზედაც მათ არაადეკვატური აგრესია გამოავლინეს, მაგრამ, წინააღმდეგობის მიუხედავად, ნებაყოფლობით გადასცეს თანხა, რომელიც მან, შესაბამისი უფლებამოსილების არქონის მიუხედავად, პ---–---–ების ინტერესებიდან გამომდინარე, გამოართვა, რათა მათ ნაცვლად ანგარიშზე დაერიცხა. ბრალდებულის განმარტებასთან აბსოლუტურ წინააღმდეგობაში მოდის დაზარალებული მ. პ---–---–ის და მისი ოჯახის წევრების ჩვენებები, რომელთა თანახმადაც დგინდება, რომ შემთხვევისას აგრესიას სწორედ ბრალდებული ნ. წ--------–ი იჩენდა, რომელიც ჯერ კატეგორიულად, სასწრაფოდ მოითხოვდა მათგან თანხის გადახდას და წინააღმდეგ შემთხვევაში, დღის ბოლოს მათი საქონლისა და ნივთების წაღებით იმუქრებოდა, შემდეგ კი უნებართვოდ შეიჭრა გარეშე პირთათვის დახურულ სივრცეში (დახლს მიღმა), საიდანაც დაუკითხავად დაეუფლა სალაროში არსებულ თანხას, რის შედეგადაც აფთიაქი სასწრაფოდ დატოვა.

გარდა იმისა, რომ მ---, თ----- და ლ---------–---–ების ჩვენებები მოვლენათა განვითარების უფრო ლოგიკურ ჯაჭვს ასახავს, ვიდრე ბრალდებული ნ. წ--------–ის ზემოაღნიშნული ჩვენება - ის გარემოება, რომ ნეიტრალური მოწმის, ლ. ჭ-------ის ჩვენება თანხვედრაშია საქმეზე პ---–---–ების მიერ მიცემულ განმარტებებთან და არ შეესაბამება ბრალდებული ნ. წ--------–ის ჩვენებას, სასამართლოს დამატებით საფუძველს აძლევს ირწმუნოს ბრალდების მოწმეთა მიერ გაცხადებული გარემოებები და ეჭვი შეიტანოს ბრალდებულის ჩვენების უტყუარობაში. მოწმე ლ. ჭ-------ემ, რომელიც ინციდენტის დასასრულს შეესწრო, დაკითხვისას აღნიშნა, რომ აფთიაქში შესვლისას გაიგონა მ--------–---–ის სიტყვები - „არაფერი არ მაქვს“, „გადავიხდი“ და დაინახა სავაჭრო დახლს მიღმა გადასული ბრალდებული, რომელმაც რაღაცას დაავლო ხელი და კარისკენ გამობრუნდა, რა დროსაც ხელში ფული ეჭირა. მოწმისვე განმარტებით, ბრალდებულმა მაშინვე დატოვა აფთიაქი და მას მ--------–---–ი გაედევნა. მართალია, მოწმე ლ. ჭ-------ე არ შესწრებია ნ. წ--------–ის მიერ თანხის აღებამდე განვითარებულ მოვლენებს, მაგრამ ის ვითარება, რომლის თვითმხილველიც იგი გახდა, სასამართლოს აზრით, გამორიცხავს დაზარალებულის ნებართვით ბრალდებულის მოქმედების შესაძლებლობას. კერძოდ, სასამართლო თვლის, რომ ბრალდებულის ნაჩქარევი მოქმედება, დაზარალებულის მხრიდან თანხის სამომავლოდ გადახდის დაპირება და თანხის აღებისთანავე აფთიაქიდან გასული ბრალდებულის მ. პ---–---–ის მიერ გადევნება, ცალსახად მიანიშნებს, რომ ნ. წ--------–ის მიერ სალაროდან თანხის დაუფლება პ---–---–ებისთვის მოულოდნელი იყო და მათთან შეთანხმებული არ ყოფილა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია მ--------–---–ის აფთიაქის სალაროდან მიკროსაფინანსო კომპანიის წინაშე აღებული ფულადი ვალდებულების შესრულების მიზნით ნ-----–--------–-ს მიერ თანხის თვითნებურად დაუფლების ფაქტი. რაც შეეხება დაუფლებული თანხის ოდენობას, სასამართლო თვლის, რომ ბრალდებული ნ-----–--------–-ს მიერ სალადოდან აღებული თანხა იყო არა - 20 (როგორც ამას ბრალდებული აღნიშნავს), არამედ - 300 ლარამდე ოდენობის, რადგან მ--- და თ----------–---–ების მიერ, საქმის წარმოების საწყისი ეტაპიდანვე არაერთხელ იქნა გაცხადებული და მათ სასამართლო სხდომაზეც დაადასტურეს, რომ შემთხვევის დღეს აფთიაქის სალაროში დისტრიბუტორისთვის განკუთვნილი 260 ლარი და სხვა, სავარაუდოდ, 20-30 ლარის ოდენობის თანხა ჰქონდათ. სასამართლო განმეორებით აღნიშნავს, რომ მ--- და თ----------–---–ების თანმხვედრ და დამაჯერებელ ჩვენებათა უტყუარობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ გააჩნია, ხოლო რაც შეეხება დაუფლებული თანხის ოდენობასთან დაკავშირებით ბრალდებულის განმარტებებს, ისინი მნიშვნელოვან კითხვებს ბადებს, მათ შორის, - რამდენად წარმოადგენდა 20 ლარი იმ თანხას, რომლის დაუფლებაც კომპანიის წინაშე არსებული დავალიანების დაფარვას წაადგებოდა და რომლისთვისაც რადიკალური ზომების მიღება და კლიენტებთან ურთიერთობის დადგენილი პრაქტიკის საწინააღმდეგოდ მოქმედება (მათთვის თანხის გამორთმევა და მათ ნაცვლად ანგარიშზე შეტანა) ღირდა.

სასამართლო განმარტავს, რომ ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად მიჩნევისას იხელმძღვანელა კანონმდებლის მიერ დაწესებული, მაღალი, „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სამართლებრივი სტანდარტით, რის შედეგადაც მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით მტკიცების საგანში შემავალი ფაქტობრივი გარემოებების უტყუარობა დადასტურდა სრულად. სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი სისხლის სამართლის საქმეში მოითხოვს არა მტკიცებულებათა სიუხვეს, არამედ, - წონადი და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობას, რომელთა ურთიერთშეჯერებისა (და არა მათი განყენებულად შეფასების) და ანალიზის შედეგად, ნებისმიერი გონიერი და ობიექტური ადამიანი დარწმუნდება პირის ბრალეულობაში.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო თვლის, რომ გამოკვლეული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადგინდა, რომ მიკროსაფინანსო კომპანიის წარმომადგენელი - ნ-----–--------–- თვითნებურად დაეუფლა დაზარალებულ მ--------–---–ის კუთვნილ, 300 ლარამდე ოდენობის თანხას, ამ უკანასკნელის მიერ კომპანიის წინაშე ნაკისრი ფულადი ვალდებულების უზრუნველსაყოფად.

ქმედების სამართლებრივი შეფასება:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლით კრიმინალიზებულია თვითნებობა, ე.ი. ნამდვილად თავისი ან თავისად დაგულებული უფლების დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ განხორციელება, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი. სისხლისსამართლებრივი წესით დასჯადი ზემოაღნიშნული ქმედებისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის უშუალო ობიექტია სადავო უფლებათა განხორციელების დადგენილი წესი. მუხლის დისპოზიციიდან გამომდინარე, დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ მოქმედი პირი შეიძლება ახორციელებდეს თავის ნამდვილ ან თავისად დაგულებულ უფლებას. ნამდვილად თავისი უფლება ისეთი უფლებაა, რომელიც პირს მინიჭებული აქვს კანონის ან კანონქვემდებარე აქტის საფუძველზე, ხოლო თავისად დაგულვებული კი - ისეთი, როცა პირი შეცდომით ფიქრობს, რომ მას ესა თუ ის უფლება აქვს, თუმცა, სინამდვილეში, ასეთი უფლება არ გააჩნია ანდა ეს უფლება მას შეიძლება მიენიჭოს, მაგრამ მხოლოდ დადგენილი წესით. დადგენილი წესის დარღვევად ჩაითვლება რაიმე მოქმედება ან უმოქმედობა, რომელიც არღვევს უფლების შეძენის ან რეალიზაციის ნორმატიული აქტით დადგენილ წესს, როცა პირი მოვალე იყო ემოქმედა სამართლებრივი აქტის ან ხელშეკრულების საფუძველზე.

გარდა ზემოაღნიშნულისა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ობიექტური შემადგენლობისათვის სავალდებულოა ისეთი ნიშნის არსებობა, როგორიცაა მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად დამდგარი მნიშვნელოვანი ზიანი.

რაც შეეხება ქმედების სუბიექტურ შემადგენლობას, თვითნებობა განზრახი დანაშაულია, მის ჩამდენ პირს გაცნობიერებული აქვს თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა და ითვალისწინებს მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის - ფიზიკური ან იურიდიული პირისთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების შესაძლებლობას.

მოცემულ შემთხვევაში, გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მიკროსაფინანსო კომპანია შპს „კა------------------ს“ მენეჯერმა, ნ---- წ--------–მა, - რომელიც სამსახურებრივად მ--------–---–ის საკრედიტო საქმეზე და შპს „კა------------------ს“ წინაშე მის მიერ ნაკისრი ფინანსური ვალდებულების შესრულებაზე ახორციელებდა კონტროლს, - დაზარალებულის ნების საწინააღმდეგოდ, მისი სახელშეკრულებო ვალდებულების უზრუნველსაყოფად, მოახდინა ამ უკანასკნელის კუთვნილი თანხის ამოღება. სასამართლო თვლის, რომ ზემოაღნიშნული ქმედების განხორციელებისას ბრალდებული ნ-----–--------–- მოქმედებდა დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ, „თავისად დაგულებული“ (და არა - „ნამდვილად თავისი“) უფლების განხორციელების მიზნით. შპს „კ------------------სა“ და დაზარალებულს შორის დადებული სესხის ხელშეკრულებისა და ნ-----–--------–-ს ჩვენების ანალიზი ცხადჰყოფს, რომ ბრალდებული შეცდომით ფიქრობდა, რომ მას მ--------–---–ის, როგორც პრობლემური გადამხდელის მიმართ გააჩნდა არამხოლოდ შესრულების მოთხოვნის, არამედ იძულებითი აღსრულების განხორციელების უფლება.

მ--------–---–თან დადებული სესხის ხელშეკრულებით ირკვევა, რომ მოვალეების მიერ ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, გამსესხებელი უფლებამოსილი იყო მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით (მათ შორის სახეშეკრულებო ვადის გასვლამდე), მიემართა ნოტარიუსისთვის და მოეთხოვა სააღსრულებო ფურცელი სესხის ძირითად თანხაზე, მასზე ფაქტობრივად დარიცხულ საპროცენტო სარგებელთან და პირგასამტეხლოსთან ერთად (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და გადახდევინება მიექცია მოვალეების კუთვნილ ნებისმიერ ქონებაზე. შესაბამისად, უდავოა, რომ ნ---- წ--------–ს, როგორც გამსესხებლის წარმომადგენელს, მოცემულ ვითარებაში, უფლება არ ჰქონდა მოვალეთათვის გამოერთმია ფულადი თანხა ან თვითნებურად, ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად, აღეწერა და ამოეღო მათ საკუთრებაში არსებული ქონება. მოვალეთა მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, იგი უფლებამოსილი იყო მოთხოვნის დაკმაყოფილება უზრუნველეყო ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების (აღსრულების ეროვნული ბიუროსთვის მიმართვა და ა. შ) დაცვით.

გარდა იმისა, რომ შპს „კ------------------სა“ და მ--------–---–ს შორის არსებულ სახელშეკრულებო ურთიერთობაში ნ---- წ--------–მა თავისად დაგულებული უფლება დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ განახორციელა, მისმა ქმედებამ მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. სასამართლო ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის პოზიციას მიყენებული ზიანის შეფასების ნაწილშიც და განმარტავს, რომ საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულებისაგან განსხვავებით, რომლებთან დაკავშირებითაც ქმედებით გამოწვეული ზიანის მნიშვნელობა საკანონმდებლო წესითაა განსაზღვრული, თვითნებობის შემთხვევაში, საკითხი - მნიშვნელოვანია თუ არა ქმედებით გამოწვეული ზიანი - განისაზღვრება ინდივიდუალურად, კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე და იგი სასამართლოს შეფასების საგანია. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ დანაშაულებრივი თვითნებობის შედეგად მიყენებული ზიანი შეიძლება წარმოადგენდეს არამხოლოდ მატერიალურ, არამედ - არამატერიალურ ზიანს, კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას.

სასამართლო თვლის, რომ იმ გარემოებას, რომ მიყენებული ზიანი (მატერიალური და მორალური) დაზარალებულისათვის უმნიშვნელო არ იყო, მოწმობს მისი მხრიდან სამართალდამცველი ორგანოებისათვის მიმართვის ფაქტი. ამავე დროს, სასამართლო მხედველობაში იღებს რა შემთხვევის პერიოდში დაზარალებულის მძიმე მატერიალურ მდგომარეობას, - რომელიც საკმარისი თანხის (360 ლარის) არქონის გამო, მიკროსაფინანსო კომპანიის წინაშე ნაკისრი ვალდებულების ჯეროვნად შესრულების შესაძლებლობას არ აძლევდა, - მიიჩნევს, რომ 300 ლარამდე ოდენობის თანხა მ--------–---–ისათვის წარმოადგენდა თანხას, რომლის დანაშაულებრივი ქმედების შედეგად ამოღებითაც მან მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი განიცადა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ნ-----–--------–-ს ქმედებაში აშკარად იკვეთება საქართველოს სსკ 360-ე მუხლი 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის (თვითნებობა, ე.ი. თავისად დაგულებული უფლების დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ განხორციელება, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი) ობიექტური და სუბიექტური შემადგენლობისათვის დამახასიათებელი ნიშნები, შესაბამისად, ნ-----–--------–- დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი ზემოაღნიშნული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელად უნდა განესაზღვროს კანონიერი და სამართლიანი სასჯელი.

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

ნ---- წ--------–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

სასჯელის დასაბუთება:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი; სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

საქართველოს სსკ 53-ე მუხლის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.

საქართველოს სსკ 360-ე მუხლის 1-ლი ნაწილის სანქციით დადგენილ ფარგლებში სასჯელის სახისა და ზომის განსაზღვრისას, სასამართლომ გაითვალისწინა რა ბრალდებულის პიროვნება, მისი წარსული ცხოვრება და მხედველობაში მიიღო საქართველოს სსკ 53-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებების არარსებობის ფაქტი, მივიდა დასკვნამდე, რომ ნ---- წ-------–ის მიმართ სასჯელის სახით გამოყენებული უნდა იქნეს ჯარიმა, მინიმალური ოდენობით, რაც სავსებით უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

ნ-----–--------–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე დალი მეტრეველი