განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 200100117001975154
N1/161-17
განაჩენი
საქართველოს სახელით
თელავის რაიონული სასამართლო
25 მარტი 2019 წელი თელავი
მოსამართლე: მამუკა წიკლაური
სხდომის მდივანი: შორენა მარგალიტაშვილი
სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა
ბრალდების მხარე:
სახელმწიფო ბრალმდებელი, კ-------------–----------------------------------–--ის პროკურორი - ე-–------------–---–ი
დაცვის მხარე:
ადვოკატი: ი-----–-----------ე
ბრალდებული: დ-------- მ--------–---–ი
მამის სახელი: ნ--------
დაბადებული: 1------------ წელი
პირადი ნომერი: 1----------
მოქალაქეობა: საქართველო
განათლება: ს-–----–--
ოჯახური მდგომარეობა: ქორწინებაში მყოფი
ნასამართლეობა: ნასამართლობის არმქონე
რეგისტრირებული: ბორჯომის რაიონი სოფელი ჭ--------ი
მცხოვრები: ბორჯომის რაიონი სოფელი ჭ--------ი
კვალიფიკაცია: 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილები - ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე და მძიმე დაზიანება გამოიწვია.
აღწერილობით_სამოტივაციო ნაწილი
სასამართლომ დაადგინა:
1. 2016 წლის 24 მაისს, დაახლოებით 17:00 საათზე, თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზაზე, თბილისიდან ბაკურციხის მიმართულებით გადაადგილდებოდა მიკროავტობუსი „ფორდ ტრანზიტი“, სახელმწიფო ნომრით J------, რომელსაც მართავდა მძღოლი შ--–----------–--–---–ი. იმავე დროს „ფორდ ტრანზიტის“ უკან იმავე მიმართულებით მოძრაობდა „ფოლკსვაგენ გოლფის“ მარკის ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით S------, რომელსაც მართავდა მართვის უფლების არმქონე მძღოლი დ-------- მ--------–---–ი. საგარეჯოს რაიონის სოფელ ვ--------ის მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრაობის დროს დ-------- მ--------–---–მა ვერ უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხო მართვა, დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მესამე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მოთხოვნები. მას გაცნობიერებული ჰქონდა რა ‘’საგზაო მოძრაობის შესახებ’’ საქართველოს კანონის სხენებული ნორმით დადგენილი ქმედებები, ითვალისწინებდა მათი დარღვევის შემთხვევაში მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას, მაგრამ უსაფუძვლოდ იმედოვნებდა, რომ ამ შედეგს თავიდან აიცილებდა, მის წინ მიმავალ „ფორდ ტრანზიტზე“ მარცხენა მხრიდან გასწრების დროს შეეჯახა მას. შეჯახების შემდეგ, ორივე ავტომანქანა ჯერ გადაადგილდა მარჯვნივ არსებულ გვერდულზე, შემდეგ კი ჩადაბლებულ ადგილზე. შეჯახების შედეგად „ფორდ ტრანზიტის“ მძღოლმა შ--–----------–--–---–მა მიიღო ნაკლებად მძიმე დაზიანება, ხოლო მისმა მგზავრებმა დ-------–---–---–მა და ვ--–-------------–---–მა მიიღეს მძიმე ხარისხის დაზიანებები.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2. ბრალდებულმა დ-------- მ--------–---–მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მართვის მოწმობა არ აქვს. 2016 წლის 24 მაისს, სართიჭალიდან დედოფლისწყაროს მიმართულებით მიდიოდა კუთვნილი „გორფ-4-ის“ მარკის ავტომანქანით. წვიმიანი ამინდი იყო და უკან მიჰყვებოდა სამარშუტო მიკროავტობუსს. მიკროავტობუსიდან დაახლოებით 15-20 მეტრის მანძილზე იმყოფებოდა როდესაც “მერსედესმა“ ორივეს გაასწრო. მიკროავტობუსი შეტორტმანდა და გადავარდა. თვითონაც მანქანა მარცხნივ მიაბრუნა, რომ არ დაჯახებოდა, გუბეში ჩავარდა, საბურავი გაუსკდა და გონება დაკარგა.
3. მანვე განმარტა, რომ საპირისპირო სავალ ზოლში იმ მიზნით გადავიდა, რომ მარშუტკას არ დაჯახებოდა. გუბე, რომელშიც ჩავარდა სავალი გზის შუაში იყო. მან ნეკნების დაჟეჟილობები და ტვინის შერყევა მიიღო, ასევე გონება დაკარგა. გონზე საავადმყოფოში მოვიდა.
4. მის მანქანას შეჯახებამდე დაზიანებული ჰქონდა მარჯვენა ფრთა. ხევში როცა ჩაცურდა, შუშები ჩამოიშალა.
5. მოწმის, დაზარალებულ ვ--–-------------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2016 წლის 24 მაისს, საგარეჯოში ჩაჯდა თბილისიდან მომავალ სამარშუტო ტაქსში. მიდიოდა გურჯაანში. სამარშუტო ტაქსში დაახლოებით 9-10 კაცი იჯდა. მიკროავტობუსი საშუალო სიჩქარით მოძრაობდა. გზაში ძლიერი წვიმა წამოვიდა. ბ---------ში მან რყევა იგრძნო და გაიგო ხმა. ფიქრობს, რომ მიკროავტობუსს შეეჯახა სხვა მანქანა. შეჯახების შემდეგ მიკრიავტობუსმა ტრაექტორია დაკარგა და გადავარდა. ამ დროს იგი ტელეფონზე საუბრობდა, გაითიშა და გონებაზე, როცა მოვიდა გამობობღდა მანქანიდან და შველას ითხოვდა. მან ხერხემლის მოტეხილობა, ყველა ნეკნის მოტეხილობა, ფილტვის გახეთქვა და თირკმლის დაბეჟილობა მიიღო. უმძიმეს მდგომარეობაში იყო. შემთხვევის ადგილზე ასევე იყო შავი მანქანა.
6. საავადმყოფოში მასთან ერთად მცირე ხნით იწვა მიკროავტობუსის მძღოლი, არც ის და არც მეორე მძღოლი მას არ დახმარებია. მკურნალობის ხარჯები თვითონ გაიღო. იგი დღემდე არ არის გამოჯანმრთელებული, მკურნალობა დაახლოებით 3000-4000 დაუჯდა.
7. ადვოკატის შეკითხვაზე, დააკონკრეტა, რომ რყევა და ხმა თითქმის ერთდროულად იგრძნო. თვლის, რომ შეჯახების ხმა იყო.
8. მოწმის დაზარალებულ შ--–----------–--–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს მიკროავტობუსის მძღოლად. 2016 წლის 24 მაისს „ფორდ ტრანზიტის“ მარკის მიკროავტობუსით, ორთაჭალიდან მიდიოდა ყვარელში. 6-7 ადამინი მიჰყავდა და დაახლოებით 80 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობდა. დაინახა, რომ უკან მუქი ლურჯი მანქანა მიჰყვებოდა, რომელმაც დაიწყო გასწრება. უკნიდან მომავალმა მანქანამ გასწრება ვერ მოახერხა და როდესაც თავის ზოლში ჩადგომა დააპირა მარცხენა მხარეს საბურავთან დაეჯახა მის მართვის ქვეშ მყოფ მიკროავტობუსს. გაიგო შეჯახების ხმაც. შეჯახების გამო მისმა მანქანამ დაკარგა მიმართულება და მარჯვენა მხარეს გადავიდა, წინ მოჭრილი ხე დახვდა და ამობრუნდა. ეს მუქი მანქანა მის წინ, მისივე მხარეს, ჩავარდა ხევში. მას გონება არ დაუკარგავს, მხოლოდ მარცხენა ხელი იტკინა და რკინა ჩაუსვეს. ერთხელ საავადმყოფოში მიაკითხა დ-------- მ--------–---–მა.
9. მისივე განმარტებით, შემთხვევის დროს ნაწვიმარი იყო, ავარიის დროს აღარ წვიმდა. შემთხვევამდე მისთვის „მერსედესის“ მარკის და არც სხვა მანქანას არ გადაუსწრია.
10. მოწმის, დაზარალებულ დ-------–---–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2016 წლის 24 მაისს სამარშუტო ტაქსით, თბილისიდან ყვარელში მიდიოდა. იყო დღის საათები და წვიმიანი ამინდი. მარშუტკაში დაახლოებით 8-9 კაცი იმყოფებოდა და ს-–----–-- სიჩქარით, თავის სავალ ზოლში, მოძრაობდა. მათ წინ მანქანა არ მიდიოდა, რამეს ყურადღება არ მიუქცევია. 40 წუთის განმავლობაში გზას პერიოდულად აკვირდებოდა. არ დაუნახავდ, რომ ვინმემ გაასწრო მიკროავტობუსს. საგარეჯოს რომ გასცდნენ, უკნიდან დარტყმა იგრძნო და გონება დაკარგა. გონებაზე, რომ მოვიდა საავადმყოფოში იყო. დარტყმის შემდეგ რა მოხდა, ან როგორ გადაბრუნდა მიკროავტობუსი არ იცის. მან მიიღო ხუთი მალის მოტეხილობა, თავის დახურული ტრავმა, მრავლობითი მოტეხილობა. ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო. მისთვის დახმარება არავის გაუწევია. მკურნალობის გამო ყველაფერი გაყიდა და ქირით ცხოვრობს. ყავს მეუღლე და ორი შვილი.
11. მოწმის გ--------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2016 წლის 24 მაისს ორთაჭალიდან გამოყვა „ფორდის“ მარკის მიკროავტობუსს და ყვარელში მიდიოდა. ბ---------ის ტერიტორიაზე, მიკროავტობუსს მარცხენა მხრიდან ავტომანქანა შეეჯახა და სამარშუტო ტაქსი რამდენჯერმე გადაბრუნდა, ხრამში ჩავარდა და სახურავით მიწაზე გაჩერდა. შეჯახების მომენტში მათი სამარშუტო ტაქსი მიდიოდა თავის სავალ ნაწილის შუაში. იმ დღეს წვიმიანი ამინდი იყო. გზადაგზა წვიმდა. იმ კონკრეტულ მონაკვეთში, სადაც შეჯახება მოხდა აღარ წვიმდა. სამარშუტო ტაქსის მძღოლი ყვარელში მცხოვრები პიროვნება იყო, ვინმე „შ---“. სამარშუტო ტაქსი დაახლოებთ 70-80 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობდა. თვითონ წინ მძღოლის გვერდზე იჯდა და ყველაფერს ხედავდა. მათ წინ მანქანა არ მოძრაობდა. შეჯახება მოხდა მარცხენა გვერდიდან. კარგად ახსოვს დარტყმა და ხმა. კონკრეტულად რამ დაარტყა არ უნახავს, მაგრამ ნახა მსუბუქი ავტომანქანა, რომელიც ასევე გადაბრუნებული იყო. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად თვითონ მხოლოდ ფეხი იღრძო. მათი მარშუტკის მძღოლი არ იყო ნასვამი. ხოლო მეორე მანქანის მძღოლზე საავადმყოფოში ამბობდნენ, რომ ნასვამი იყო, მაგრამ თვითონ არ უნახავს.
12. მოწმის ი---------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–----------ს ექსპერტის თანამდებობაზე. მან ექსპერტ დ------------–თან ერთად გამომძიებლის დადგენილების საფუძველზე ჩაატარა ტრანსოლოგიური ექსპერტიზა. პირველ ეტაპზე ჩაატარას სატრანსპორტო ტრანსოლოგიური გამოკვლევა. ფორდ ტრანზიტს დაზიანებული ქონდა მარცხენა ნაწილი, ხოლო „ფოლკსვაგენს“ მარჯვენა ნაწილი. “ფორდ ტრანზიტის“ ვიზუალური დათვალიერების დროს დადგინდა, რომ მისი ძარა, ძლიერი მექანიკური ძალების ზემოქმედების შედეგად, მთლიანად დეფორმირებულია, დაზიანებულია მთელი რიგი დეტალები. ძირითადი დაზიანება განვითარებულია მარცხენა ცენტრალური საყრდენისა და ლავგარდის (კარნიზის) შეუღლების მიდამოში, მარცხნიდან მარჯვნივ მოქმედი ძალებით. რის გამოც დაზიანებულია: ცენტრალური საყრდენი, ლავგარდი (კარნიზი), წინა და უკანა მარცხენა კარი. „ფოლკსვაგენ გოლფის“ ვიზუალური დათვალიერენბის დროს დადგინდა, რომ მას ძირითადად დაზიანებული აქვს ძარის მარჯვენა გვერდი, მარჯვნიდან მარცხნივ მოქმედი მექანიკური ძალებით, რის გამოც დაზიანებულია: წინა ბამპერი ძირითადად მარჯვენა ნაწილში, რადიატორის მოპირკეთება, წინა და უკანა მარჯვენა ფრთა, მარჯვენა კარი, ჩამსხვრეულია წინა და უკანა გვერდითა მინები, მარჯვენა უკანა ხედვის სარკე და სხვა დეტალები. გარდა აღნიშნული დაზიანებებისა, წინა მარჯვენა საბურავი დაშვებულ მდგომარეობაშია, ხოლო წინა მარჯვენა დისკი დაზიანებულ მდგომარეობაში. ავტომობილზე არსებული დაზიანებები ნაჭყლეტი სახისაა, ხასიათდება მკვეთრი გადასვლებით და აღენიშნება საღებავის აშრევების კვალი. აღნიშნული დაზიანებები განვითარებულნი არიან ბლაგვ მკვრივგარსიან საგნებთან ურთიერთკონტაქტის (შეჯახების) შედეგად.
13. ექსპერტიზით დადგინდა, რომ მოცემულ საგზაო სიტუაციაში, მიკროავტობუსი „ფორდ ტრანზიტის“ მძღოლ შ--–----------–--–---–ზე არ იყო დამოკიდებული კონკრეტული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება და მის მოქმედებაში „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფა არ აღინიშნება.
14. კონკრეტული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა განაპირობა ავტომობილ „ფოლკსვაგენ გოლფის“ მძღოლის დ-------- მ--------–---–ის მიერ „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-3 პუნქტის გ) ქვეპუნქტის მოთხოვნათა უგულებელყოფამ, რომელთა დაცვის დროსაც კონკრეტულ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევას ადგილი არ ექნებოდა.
15. ადვოკატის შეკითხვებზე განმარტა, რომ კომპლექსური ექსპერტიზის დროს მან შეისწავლა საქმეში არსებული მასალები, მათ შორის მოწმეთა ჩვენებები, საგამოძიებო მოქმედებების ოქმები და ა.შ. იგი სრულად ეთანხმება თავის მიერ გაცემულ დასკვნებს. (იხ. ექსპერტიზის დასკვნა N007716816 დასკვნა - ტომი 1. ს.ფ. 176-177, ექსპერტიზის დასკვნა N006187216 დასკვნა - ტომი 1. ს.ფ. 145-150 )
16. ექსპერტიზის N007716816 და N006187216 დასკვნების სისწორე ასევე დაადასტურა ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–----------ს ექსპერტიმა, დ------------–მა, რომელმაც ექსპერტ ი---------------ესთან ერთად ჩაატარა აღნიშნული ექსპერტიზები.
17. მოწმის ლ-----------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2016 წლის 24 მაისს თბილისიდან წავიდა სამარშუტო ტაქსით და სანამ სოფელ ბ---------ში შევიდოდა, მოხდა ავარია. მიკროავტობუსს უკნიდან დაეჯახა მანქანა. საშინელი ხმა იყო. ახსოვს, რომ სამარშუტო ტაქსმა გააკეთა ერთი ბრუნი და მერე გონება დაკარგა. მანქანაში 7-8 მგზავრი იჯდა, თვითონ მძღოლის უკან, პირველ სავარძელზე იჯდა. წვიმიანი ამინდი იყო და ნორმალური სიჩქარით მოძრაობდნენ. მძღოლს არ იცნობს პირადად, უბრალოდ ხშირად მგზავრობს მისი მარშუტკით. მანქანა თავის ზოლში მოძრაოდა.
18. მანვე განმარტა, რომ შემთხვევის ადგილზე მანქანიდან რომ გადმოვიდა, იქვე პატარა მანქანაც დაინახა. შემდგომ საავადმყოფოში იცნო მსუბუქი მანქანის მძღოლი. შეჯახების გამო კი მიიღო დაჟეჟილობა და ხერხემალზეც აქვს პრობლემა.
19. ადვოკატის შეკითხვაზე განმარტა, რომ მარშუტკის სპიდომეტრი რა სიჩქარეს აჩვენებდა არ ახსოვს, მაგრამ დარწმუნებულია, რომ სწრაფად არ მიდიოდნენ.
20. მოწმის ნ-----–---------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2016 წლის 24 მაისს იგი თბილისიდან მიდიოდა ყვარლის რაიონში. იყო წვიმიანი ამინდი. მას ეძინა, როდესაც უკანა მხრიდან საშინელი დარტყმა იგრძნო. მიკროავტობუსი დატრიალდა და ამ დროს გონება დაკარგა. გონზე, რომ მოვიდა დაინახა, რომ მკიროავტობუსის მგზავრები მანქანის მარჯვენა მხარეს ეყარნენ. მის სოფლელ ლიას, კი სისხლი სდიოდა. ერთი ქალი სკამებს შორის იყო გაჭედილი და ვერ გამოყავდათ. იგი როგორ გადავიდა მარშუტკიდან, არ ახსოვს. მას არ უნახავს იმ ავტომობილის მძღოლი, რომელიც შეეჯახა მიკროავტობუსს. მხოლოდ ხევში სხვა მანქანაც დაინახა, მაგრამ ვინ იყო, ან რა მანქანა იყო, არ იცის, რადგან ყურადღებას ლიას აქცევდა.
21. მოწმის გ---–----------------ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2016 წლის 24 მაისს იგი თბილისიდან გურჯაანში მიკროავტობუსით მგზავრობდა. სამარშუტო მიკროავტობუსი ნორმალური სიჩქარით მოძრაობდა. უცებ წინიდან რაღაც შუქმა მიანათა. შემდეგ მან დაინახა, რომ უკნიდან სამარშუტო მიკროავტობუსს მუქი ფერის პატარა მანქანა შეეჯახა და გადაბრუნდა. თვითონ მძღოლის უკან სავარძელში იჯდა. შეჯახების შემდეგ გონება დაკარგა და არაფერი უნახავს. მისთვის დახმარება არავის გაუწევია.
22. მოწმის ვ--------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს შ--------------–-------–-–-----------------------------------------------------–--ს გამომძიებლის თანამდებობაზე. 2016 წლის 24 მაისს იყო მორიგე და შეტყობინების საფუძველზე მივიდა საგარეჯოს რაიონის სოფელ ვ--------ის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე. დაათვალიერა ექსპერტების ვ--–-----------------–-–---–ის მონაწილეობით. შემთხვევის ადგილზე დახვდა ორი ავტომანქანა. ბაკურციხის მიმართულებით სავალ გზასთან ჩადაბლებულ ადგილზე ჩავარდნილი და ამობრუნებული იყო „ფორდის“ მარკის ავტომანქანა. იმავე მხარეს იყო „ფოლკსვაგენის“ მარკის ავტომანქანაც. დააფიქსირა ფაქტობრივი გარემოებები, შეადგინა დათვალიერების ოქმი, სქემა ნახაზი, ექსპერტმა კი სურათები გადაიღო. დათვალიერების დროს წვიმიანი ამინდი იყო და ასფალტის ზედაპირიც იყო სველი. საბურავის გაცურების კვლები იყო ბაკურციხის მიმართულებით გვერდულზე. „ფორდის მარკის ავტომანქანა მარცხენა გვერდზე იყო გადაბრუნებული, ხოლო „გოლფის“ მარკის ავტომანქანას მიმართულება ცენტრალური საავტომობილო გზის მხარეს ქონდა, უკანა მხრიდან იყო ჩავარდნილი. მან დაკითხა მძღოლები და მოწმეები. სამედიცინო ექსპერტიზების შემდეგ, მან დაზარალებულად ცნობის დადგენილებები გააცნო დაზარალებულებს. მანვე დანიშნა ექსპერტიზები. (იხ. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი (ტომი 1 - ს.ფ. 5-8)
23. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები დასტურდება სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებისა და მხარებს შორის შეთანხმებული შემდეგი მტკიცებულებათა ერთობლიობით: ლ-–------------–ის დაკითხვის ოქმით, ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის N006435216 ექსპერტიზის დასკვნით, ალკოჰოლური თრობის (ქიმიური) ექსპერტიზის დასკვნით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით, ნივთიერი მტკიცებულებითა და სისხლის სამართლის საქმეში არსებული სხვა დოკუმენტაციით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” პუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, ვინაიდან მხარეები დაეთანხმნენ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებსა და გარემოებებს.
სამართლებრივი შეფასება:
24. ამდენად, აღნიშნული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზიდან გამომდინარე სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ ბრალდებულმა დ-------- მ--------–---–მა ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე და მძიმე დაზიანება გამოიწვია, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილებით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.
25. სასამართლო ვერ გაიზიარებს დ-------- მ--------–---–ის განმარტებას ავტოსაგზაო შემთხვევის ნაწილში მისი უდანაშაულობის თაობაზე, ვინაიდან, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზიდან გამომდინარე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ დ-------- მ--------–---–მა ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე და მძიმე დაზიანება გამოიწვია. სახელდობრ,26. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა 2016 წლის 24 მაისს საგარეჯოს რაიონის სოფელ ვ--------ის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე. ბაკურციხის მიმართულებით სავალ გზასთან ჩადაბლებულ ადგილზე ჩავარდნილი და ამობრუნებული იყო „ფორდის“ მარკის მიკროავტობუსი. იმავე მხარეს იყო „ფოლკსვაგენის“ მარკის მსუბუქი ავტომანქანა. შემთხვევის ადგილზე ბაკურციხის მიმართულებით გვერდულზე ფიქსირდებოდა საბურავის გაცურების კვლები. „ფორდის მარკის ავტომანქანა მარცხენა გვერდზე იყო გადაბრუნებული, ხოლო „გოლფის“ მარკის ავტომანქანას მიმართულება ცენტრალური საავტომობილო გზის მხარეს ქონდა. (იხ. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი ტომი 1 - ს.ფ. 5-8)
27. ის გარემოება, რომ მიკროავტობუსის გადაბრუნება გამოწვეულია თანმხვედრი მიმართულებით მოძრავი ავტომანქანის შეჯახებით დასტურდება მოწმეების დაზარალებულ ვ--–-------------–---–ის, მიკროავტობუსის მძღოლის დაზარალებულ შ--–----------–--–---–ის, დაზარალებულ დ-------–---–---–ის, გ--------------ის ,ლ-----------–---–ის, ნ-----–---------–---–ისა და გ---–----------------ს ჩვენებებით. ხსენებული მოწმეები ადასტურებენ, რომ სოფელ ბ---------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, მიკროავტობუსს, რომელშიც ისინი იმყოფებოდნენ, უკნიდან შეეჯახა ავტომანქანა. გაიგეს შეჯახების ხმა და მიკროავტობუსი გადაბრუნდა.
28. მიკროავტობუსის მძღოლი დაზარალებული შ--–----------–--–---–ი აღწერს შეჯახების მექანიზმს. კერძოდ, 2016 წლის 24 მაისს „ფორდ ტრანზიტის“ მარკის მიკროავტობუსით, ორთაჭალიდან მიდიოდა ყვარელში. 6-7 ადამინი მიჰყავდა და დაახლოებით 80 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობდა. დაინახა, რომ უკან მუქი ლურჯი მანქანა მიჰყვებოდა, რომელმაც დაიწყო გასწრება. უკნიდან მომავალმა მანქანამ გასწრება ვერ მოახერხა და როდესაც თავის ზოლში ჩადგომა დააპირა, მარცხენა მხარეს საბურავთან დაეჯახა მის მართვის ქვეშ მყოფ მიკროავტობუსს. გაიგო შეჯახების ხმაც. შეჯახების გამო, მისმა მანქანამ დაკარგა მიმართულება და მარჯვენა მხარეს გადავიდა, წინ მოჭრილი ხე დახვდა და ამობრუნდა. ეს მუქი მანქანა მის წინ, მისივე მხარეს, ჩავარდა ხევში.
29. მიკროავტობუსზე შეჯახების ფაქტი ასევე დაინახა მგზავრმა გ---–----------------მ. ის ადასტურებს, რომ 2016 წლის 24 მაისს იგი თბილისიდან გურჯაანში მიკროავტობუსით მგზავრობდა. თვითონ მძღოლის უკან სავარძელში იჯდა. სამარშუტო მიკროავტობუსი ნორმალური სიჩქარით მოძრაობდა. უცებ წინიდან რაღაც შუქმა მიანათა. შემდეგ მან დაინახა, რომ უკნიდან სამარშუტო მიკროავტობუსს მუქი ფერის პატარა მანქანა შეეჯახა და მიკროავტობუსი გადაბრუნდა.
30. ტრანსოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით გამოვლინდა ის დაზიანებები, რაც ადასტურებს მიკროავტობუსზე მარცხენა მხრიდან „ფოლკსვაგენის“ მარჯვენა ნაწილით შეჯახების ფაქტს, კერძოდ. „ფორდ ტრანზიტს“ დაზიანებული ქონდა მარცხენა ნაწილი, ხოლო „ფოლკსვაგენს“ მარჯვენა ნაწილი. „ფორდ ტრანზიტის“ ვიზუალური დათვალიერების დროს დადგინდა, რომ მისი ძარა, ძლიერი მექანიკური ძალების ზემოქმედების შედეგად, მთლიანად დეფორმირებულია, დაზიანებულია მთელი რიგი დეტალები. ძირითადი დაზიანება განვითარებულია მარცხენა ცენტრალური საყრდენისა და ლავგარდის (კარნიზის) შეუღლების მიდამოში, მარცხნიდან მარჯვნივ მოქმედი ძალებით. რის გამოც დაზიანებულია: ცენტრალური საყრდენი, ლავგარდი (კარნიზი), წინა და უკანა მარცხენა კარი.
31. „ფოლკსვაგენ გოლფის“ ვიზუალური დათვალიერების დროს დადგინდა, რომ მას ძირითადად დაზიანებული აქვს ძარის მარჯვენა გვერდი, მარჯვნიდან მარცხნივ მოქმედი მექანიკური ძალებით, რის გამოც დაზიანებულია: წინა ბამპერი ძირითადად მარჯვენა ნაწილში, რადიატორის მოპირკეთება, წინა და უკანა მარჯვენა ფრთა, მარჯვენა კარი, ჩამსხვრეულია წინა და უკანა გვერდითა მინები, მარჯვენა უკანა ხედვის სარკე და სხვა დეტალები. გარდა აღნიშნული დაზიანებებისა, წინა მარჯვენა საბურავი დაშვებულ, ხოლო წინა მარჯვენა დისკი, დაზიანებულ მდგომარეობაშია. ავტომობილზე არსებული დაზიანებები ნაჭყლეტი სახისაა, ხასიათდება მკვეთრი გადასვლებით და აღენიშნება საღებავის აშრევების კვალი. აღნიშნული დაზიანებები განვითარებულნი არიან ბლაგვ მკვრივგარსიან საგნებთან ურთიერთკონტაქტის (შეჯახების) შედეგად.
32. ავტოტექნიკური ექსპერტიზით დგინდება, რომ მოცემულ საგზაო სიტუაციაში, მიკროავტობუსი „ფორდ ტრანზიტის“ მძღოლ შ--–----------–--–---–ზე არ იყო დამოკიდებული კონკრეტული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება და მის მოქმედებაში „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფა არ აღინიშნება.
33. კონკრეტული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა განაპირობა ავტომობილ „ფოლკსვაგენ გოლფის“ მძღოლის დ-------- მ--------–---–ის მიერ „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-3 პუნქტის გ) ქვეპუნქტის მოთხოვნათა უგულებელყოფამ, რომელთა დაცვის დროსაც კონკრეტულ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევას ადგილი არ ექნებოდა. (იხ. ექსპერტიზის დასკვნა N007716816 დასკვნა - ტომი 1. ს.ფ. 176-177, ექსპერტიზის დასკვნა N006187216 დასკვნა - ტომი 1. ს.ფ. 145-150 )
34. არასადავო მტკიცებულებებით, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით დადგენილია, რომ ვ--–-------------–---–ს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიღებული აქვს სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანება. (ს.ფ 75-76) შ--–----------–--–---–ს მიყენებული აქვს ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება. (ს.ფ. 79-80) დ-------–---–---–ს მიყენებული აქვს სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანება. (ს.ფ. 137-139)
35. სასამართლო ასევე მხედველობაში იღებს, რომ დ-------- მ--------–---–ს არ აქვს მართვის მოწმობა, შესაბამისად სათანადოდ იცის თუ არა საგზაო მოძრაობის წესები, უცნობია.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
36. ბრალდებულ დ-------- მ--------–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ აქვს.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
37. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში იღებს ჩადენილი დანაშაულის საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს, დამნაშავის პიროვნებას, მის ქცევას დანაშაულის ჩადენის შემდეგ, მისი ბრალის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს.
38. სასამართლო აქვე განმარტავს, იმის გათვალისწინებით, რომ დ-------- მ--------–---–ს ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, მას სასჯელი უნდა დაენიშნოს ამ მუხლის ყველაზე მძიმე ნაწილებით, რადგან კონკრეტულ შემთხვევაში აღნიშნული მუხლების მძიმე ნაწილები მოიცავს წინა ნაწილებით გათვალისწინებულ ქმედებას.
39. აღნიშნულის და დანაშაულის ჩადენის მიზნის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია რომ ბრალდებულ დ-------- მ--------–---–ის მიმართ სასჯელის მიზნების მიღწევას, კერძოდ, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, სამართლიანობის აღდგენასა და ბრალდებულის შემდგომ რესოციალიზაციას, უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის სახე - ჯარიმა, რომლის ოდენობაც ბრალდებულის პიროვნებისა და შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით უნდა განისაზღვროს.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-260-ე, 269-ე 272-274-ე, 277-278-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
40. დ-------- მ--------–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახით დაენიშნოს ჯარიმა 4000(ოთხი ათასი) ლარი
41. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 41-ე, 43-ე მუხლების საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით 02(ორი) წლით ჩამოერთვას საქმიანობის, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
42. დ-------- მ--------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და ყადაღა მოეხსნას დ-------- მ--------–---–ის მიმრთ შეფარდებული გირაოს უზრუნველყოფის მიზნით თელავის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 20 ივნისის განჩინებით დაყადაღებულ პ---–--------–---–ის (პირადი N1----------) უძრავ ქონებას.
43. ნივთიერი მტკიცებულებები - „ფოლკსვაგენ გოლფის“ მარკის ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით S------, რაც ხელწერილით ჩაბარდა დ-------- მ--------–---–ს, მიკროავტობუსი „ფორდ ტრანზიტი“, სახელმწიფო ნომრით J------, რაც ხელწერილით ცაბარდა შ--–----------–--–---–ს, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელებს.
44. დ-------- მ--------–---–ის და შ--–----------–--–---–ის სისხლის ნიმუშები, რაც გადაგზავნილია ქიმიურ ექსპერტიზაზე, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, განადგურდეს.
45. ავტომანქანიდან ამოღებული ლაქსაფარის მიკრონაწილაკები 2 ფუთა, დალუქული ერთვის საქმეს,საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, განადგურდეს.
46. განაჩენი გამოცხადებისთანავე შედის კანონიერ ძალაში და მიექცევა აღსასრულებლად.
47. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 01(ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
48. მსჯავრდებულს უფლება აქვს, შეწყალების თხოვნით მიმართოს საქართველოს პრეზიდენტს.
მოსამართლე: მამუკა წიკლაური