გადაწყვეტილება

სამოქალაქო 28.02.2019
საქმის ნომერი
330210117001912680
კატეგორია
დავის ტიპი
უდაო წარმოების საქმეები
თარიღი
28.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე #2/11581-17 26 თებერვალი 2019 წელი

ქ.თბილისი

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი

 

სხდომის მდივანი მარი კირვალიძე

 

მოსარჩელე წარმომადგენლები მოპასუხე წარმომადგენლები ,,რ---------------------------------------“ გი----------------–---–ი თა---------------ი კ-----------–------------------------------------------------------ შა-–------------ე ეკ----------------ე

დავის საგანი სასაქონლო ნიშნის გაუქმება

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

,,რ---------------------------------------“ ითხოვს, გაუქმდეს მოპასუხის _ კ-----------–-------------------------------------------------------ს კუთვნილი სასაქონლო ნიშნის ,,-----------“-ის (საერთაშორისო რეგისტრაციის N1------, რეგისტრაციის თარიღი 26.03.2010 წ.) დაცვა საქართველოს ტერიტორიაზე, ვინაიდან მოპასუხე უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში არ იყენებს სასაქონლო ნიშანს საქართველოს ტერიტორიაზე. მოსარჩელის მითითებით, მოსარჩელე არის საერთაშორისო სასაქონლო ნიშნის ,,H------------“, (საერთაშორისო რეგისტრაციის ნომერი N1------, საქონლის ჩამონათვალი: 30-ე კლასი - ტკბილეული) მფლობელი, რომელსაც უარი ეთქვა საქართველოში დაცვის მინიჭებაზე იმ საფუძვლით, რომ საქართველოში მოპასუხის სახელზე რეგისტრირებულია უფრო ადრინდელი პრიორიტეტის მქონე სასაქონლო ნიშანი ,,-----------“ (საერთაშორისო რეგისტრაციის N1------, რეგისტრაციის თარიღი 26.03.2010წ.) 30-ე კლასის საქონლის მსგავსი ჩამონათვლისათვის. მოპასუხე არ იყენებს სასაქონლო ნიშანს ,,-----------“ (საერთაშორისო რეგისტრაციის N1------, რეგისტრაციის თარიღი 26.03.2010წ.) უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში.

2. მოპასუხის პოზიცია მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ სადავო სასაქონლო ნიშნით პროდუქტს ყიდდა საქართველოს ტერიტორიაზე 2013-2015 წლებში. მოპასუხე უკ--------–ი კომპანიაა და საქონლის შემოტანა ხდებოდა დისტრიბუტორების მეშვეობით, რომლებიც რეალიზაციას ახდენენ საქართველოში არსებული სავაჭრო ობიექტებით.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები 3.1.1 ინტელექტუალური საკუთრების საერთაშორისო ორგანიზაციის (ისმო) მიერ გაცემული ინფორმაციის მიხედვით, კ-----------–-------------------------------------------------------ს (ყოფილი: პ----–-------–-----------------------------------------------------------“) სახელზე რეგისტრირებულია სასაქონლო ნიშანი ,,-----------”, (საერთაშორისო რეგისტრაციის N1------; თარიღი: 26.03.2010) 30-ე კლასის საქონლის მიმართ: ბისკვიტის ტორტები, ბისკვიტები, ბრიოშები, ვაფლი, საკონდიტრო ნაწარმი, საკონდიტრო ნაწარმი საშობაო ნაძვის ხის მოსართავად, მარმელადი (საკონდიტრო ნაწარმი), ნამცხვრები, არაქისის საკონდიტრო ნაწარმი, ნუშის საკონდიტრო ნაწარმი, ღვეზელი, კაკაო, კაკაოს ნაწარმი, კარამელი (კანფეტები), კანფეტები, ძირტკბილას კანფეტები, პიტნის კანფეტები, კრეკერები, შაქარყინული, მარციპანი, მოხარშული კრემი რძითა და კვერცხით, პასტილა (საკონდიტრო ნაწარმი), პატარა პასტილები (საკონდიტრო ნაწარმი), პტიფური (პატარა ნამცხვარი), გალეტები, პომადი (საკონდიტრო ნაწარმი), ბატიბუტი, პრალინე, თაფლაკვერები, პუდინგები, ნამცხვრის პუდრი, შაქარი, ტკბილი ერბოზელილი ცომი საკონდიტრო ნაწარმისთვის, კანფეტები (საკონდიტრო ნაწარმი), ორცხობილა, სენდვიჩები, ტარტები, ნამცხვრის საკვები მოსართავები, ჰალვა, ფანტელები (მარცვლეულის ნაწარმი), შოკოლადი (ს.ფ. 23-24). 3.1.2 საქართველოს ინტელექტუალური საკთრების ეროვნული ცენტრი საქპატენტის 20---–-–---------------ს #2--- ბრძანებით ,,რ---------------------------------------ე“-ს უარი ეთქვა სასაქონლო ნიშნისათვის ,,H------------“ დაცვის მინიჭებაზე იმ საფუძვლით, რომ საქართველოში მოპასუხის სახელზე დაცულია უფრო ადრინდელი პრიორიტეტის მქონე სასაქონლო ნიშანი ,,-----------“ (საერთაშორისო რეგისტრაციის N1------, რეგისტრაციის თარიღი 26.03.2010წ) 30-ე კლასის საქონლის მსგავსი ჩამონათვალისათვის (ს.ფ. 29-31). 3.1.3 ს.ს.ი.პ. საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის ,,საქპატენტი“-ს სააპელაციო პალატის 20---–-–-------------ს N1-------- გადაწყვეტილებით კომპანიის ,,რ---------------------------------------ე“-ს (R--------------------------------) N1-------- საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ძალაში დარჩა საერთაშორისო სასაქონლო ნიშნისთვის დაცვის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ ს.ს.ი.პ. საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - ,,საქპატენტის“ სასაქონლო ნიშნების, გეოგრაფიული აღნიშვნებისა და დიზაინის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის 20---–-–---------------ს N2---/03 ბრძანება (ს.ფ. 33-38). 3.1.4 დადგენილია, რომ 2009 წლის 01 დეკემბერს დახურული სააქციო საზოგადოება კო-----------------------ა ,,ხ-----------ა“-ს (სახელწოდების შეცვლის შემდეგ: კ-----------–------------------------------------------------------) და საქართველოში რეგისტრირებულ საწარმო შ.პ.ს. ,,გ---------------ს” (მისამართი: თბილისი, წ-------–-----6) შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება N4-------, რომლის საფუძველზე შ.პ.ს. ,,გ---------------“-ს მოპასუხისგან მიეწოდება საკონდიტრო ნაწარმი. ხელშეკრულების მოქმედების ვადა ცვლილებების შემდეგ განისაზღვრა 31/01/2020 წლამდე (ს.ფ. 172-185). 3.1.5 დადგენილია, რომ 2013 წლის 01 თებერვალს საჯარო სააქციო საზოგადოება ,,ხ-----------------------------------“-ს (სახელწოდების შეცვლის შემდეგ: კ-----------–------------------------------------------------------) და შ.პ.ს. ,,გ---------------ს”-ს (მისამართი: საქართველო, ხუ-–--------------------–-----ო) გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება N8-----, ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 31/01/2017 წლამდე. შ.პ.ს. ,,გ---------------ს” მოპასუხე კომპანია აწვდიდა საკონდიტრო ნაწარმს (ს.ფ. 198-208). 3.1.6 სახელმწიფო ფედერალური სამსახურის ხარკოვის საბაჟო დეკლარაციის E------- ჩანაწერის მიხედვით დადგენილია, რომ კ-----------–------------------------------------------------------) (საფოსტო მისამართი: 61017 უ-----------------------–----------------------) 2015 წლის 29 აპრილს ექსპორტის სახით შ.პ.ს. ,,გ---------------ს“-ს გაუგზავნა სხვადასხვა დასახელების პროდუქტი მისამართზე: საქართველო, 6------------–-------------–------------------------------------------------–--ა (ს.ფ. 223-227). 3.1.7 ინტელექტუალური საკუთრების საერთაშორისო ორგანიზაციის (ისმო) მიერ გაცემული ინფორმაციით (ფორმა M-----)) დადგენილია, რომ პ----–-------–----------------------------------------------------------ა“-მ შეიცვალა სახელწოდება და მფლობელის ახალი დასახელებაა: პ------------–----------------------------------------------------------ა“ (ს.ფ. 213-214).

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები მოწმე დ------------------ის ჩვენების მიხედვით, იგი არის შპს ,,G---------r“-ის დამფუძნებელი და დირექტორი. ხა--------------------------------ნ თანამშრომლობს 2005 წლიდან და აღმოსავლეთ საქართველოში აღნიშნული კომპანიის ექსკლუზიური დისტრიბუტორია. 2015-2016 წლებში ხა------------------------------ნ შეძენილი აქვთ ორცხობილა ,,H---------T“, მოგრძო ფორმის, ჯემის შიგთავსით, რომელიც მოთავსებულია ტელევიზორის ტიპის ყუთში და დაახლოებით იწონის 2 კილოგრამს. ყუთს აქვს შესაბამისი წარწერა, თუ რომელი დასახელების პროდუქტი არის განთავსებული, წონა, შემადგენლობა და ა.შ. მათ, როგორც ექსკლუზიურმა დილერებმა, აღნიშნული ორცხობილა შემოიტანეს საქართველოს ტერიტორიაზე და მოახდინეს მისი რეალიზაცია (სხდომის ოქმი: 21.02.2019). სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელის მითითებას ხუთი წლის განმავლობაში უწყვეტად მოპასუხის მიერ სადავო სასაქონლო ნიშნის (,,-----------“) გამოუყენებლობასთან დაკავშირებით, რადგან, მოპასუხის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით, კერძოდ, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით, საბაჟო დეკლარაციით, ნასყიდობის ხელშკერულებებით და მოწმის ჩვენებით დასტურდება სადავო სასაქონლო ნიშნის გამოყენება საქართველოს ტერიტორიაზე. სამოტივაციო ნაწილი:

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა ,,სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი და მესამე პუნქტები, მე-6 მუხლის პირველი პუნქტი, 24-ე მუხლის პირველი პუნქტი, 27-ე მუხლის მე-2 პუნქტი, 28-ე მუხლის პირველი პუნქტი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 105-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1 ,,სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სასაქონლო ნიშანი არის სიმბოლო ან სიმბოლოთა ერთობლიობა, რომელიც გამოისახება გრაფიკულად და განასხვავებს ერთი საწარმოს საქონელს ან/და მომსახურებას მეორე საწარმოს საქონლისა ან/და მომსახურებისაგან (შემდგომ _ საქონელი). ამავე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, სასაქონლო ნიშანი დაცულია ,,საქპატენტში“ მისი რეგისტრაციის ან საერთაშორისო შეთანხმების საფუძველზე. 6.2 ,,სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, რეგისტრაციით დაცულ სასაქონლო ნიშანზე მფლობელის განსაკუთრებული უფლება წარმოიშობა ამ ნიშნის რეგისტრაციის დღიდან. ინტელექტუალური საკუთრების საერთაშორისო ორგანიზაციის (ისმო) მიერ გაცემული ინფორმაციის მიხედვით, კ-----------–-------------------------------------------------------ს (ყოფილი: პ----–-------–-----------------------------------------------------------“) სახელზე რეგისტრირებულია სასაქონლო ნიშანი ,,-----------”, (საერთაშორისო რეგისტრაციის N1------; თარიღი: 26.03.2010) 30-ე კლასის საქონლის მიმართ: ბისკვიტის ტორტები, ბისკვიტები, ბრიოშები, ვაფლი, საკონდიტრო ნაწარმი, საკონდიტრო ნაწარმი საშობაო ნაძვის ხის მოსართავად, მარმელადი (საკონდიტრო ნაწარმი), ნამცხვრები, არაქისის საკონდიტრო ნაწარმი, ნუშის საკონდიტრო ნაწარმი, ღვეზელი, კაკაო, კაკაოს ნაწარმი, კარამელი (კანფეტები), კანფეტები, ძირტკბილას კანფეტები, პიტნის კანფეტები, კრეკერები, შაქარყინული, მარციპანი, მოხარშული კრემი რძითა და კვერცხით, პასტილა (საკონდიტრო ნაწარმი), პატარა პასტილები (საკონდიტრო ნაწარმი), პტიფური (პატარა ნამცხვარი), გალეტები, პომადი (საკონდიტრო ნაწარმი), ბატიბუტი, პრალინე, თაფლაკვერები, პუდინგები, ნამცხვრის პუდრი, შაქარი, ტკბილი ერბოზელილი ცომი საკონდიტრო ნაწარმისთვის, კანფეტები (საკონდიტრო ნაწარმი), ორცხობილა, სენდვიჩები, ტარტები, ნამცხვრის საკვები მოსართავები, ჰალვა, ფანტელები (მარცვლეულის ნაწარმი), შოკოლადი. საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი საქპატენტის 20---–-–---------------ს #2--- ბრძანებით ,,რ---------------------------------------ე“-ს უარი ეთქვა სასაქონლო ნიშნისათვის ,,H------------“ დაცვის მინიჭებაზე იმ საფუძვლით, რომ სასაქონლო ნიშანი მსგავსი იყო მოპასუხის სახელზე მადრიდის შეთანხმების ოქმით საქართველოზე გავრცელებული და დაცული სასაქონლო ნიშნისა ,,-----------“ (საერთაშორისო რეგისტრაციის N1------, რეგისტრაციის თარიღი 26.03.2010წ) 30-ე კლასის საქონლის მსგავსი ჩამონათვალისათვის. 6.3 ,,სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სასაქონლო ნიშნის გამოყენებად ითვლება საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ისეთი ქმედებები, როგორიცაა მისი აღბეჭდვა იმ საქონელზე, რომლის მიმართაც ის რეგისტრირებულია, ასევე ამ საქონლის შეფუთვაზე, გამოფენასა და ბაზრობაზე წარმოდგენილ ექსპონატებზე, აბრაზე, ოფიციალურ ბლანკზე, ეტიკეტზე, რეკლამაში, ბეჭდვით გამოცემაში, აგრეთვე სასაქონლო ნიშნის სხვაგვარი გამოყენება მფლობელის, ლიცენზიატის ან მესამე პირის მიერ მფლობელისაგან მინიჭებული უფლების საფუძველზე. სასაქონლო ნიშნის გამოყენებად ითვლება რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის ნაცვლად მისგან უმნიშვნელოდ განსხვავებული ნიშნის გამოყენებაც. 6.4 ,,სასაქონლო ნიშნების შესახებ” საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მეორე პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციას აუქმებს სასამართლო მესამე პირის მოთხოვნით, თუ სასაქონლო ნიშანი არ გამოიყენებოდა უწყვეტად 5 წლის განმავლობაში იმ საქონელზე, რომლის მიმართაც არის ეს ნიშანი რეგისტრირებული საქართველოში. თუ ნიშნის გამოყენება დაიწყო ან განახლდა აღნიშნული ხუთწლიანი ვადის გასვლიდან სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნის შეტანამდე შუალედში, არავის არ აქვს უფლება, მოითხოვოს სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის გაუქმება. 6.5 საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. 6.6 საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. 6.7 საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა; სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების, კერძოდ, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების, საბაჟო დეკლარაციის, ნასყიდობის ხელშეკრულებების და მოწმის ჩვენების ერთობლიობაში შეფასებით, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია სადავო სასაქონლო ნიშნის _ ,,-----------” გამოყენება საქართველოს ტერიტორიაზე, რაც გამორიცხავს სარჩელის დაკმაყოფილებას. ამდენად, არ არსებობს სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი, რის გამოც მოსარჩელე ,,რ---------------------------------------“-ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს. 6.8 საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის მიხედვით, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან. ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 05 მაისის N2/11581-17 განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლის საფუძველზე აეკარძალა პ----–-------–------------------------------------------------------------“ საქმის საბოლოო გადაწყვეტამდე სასაქონლო ნიშნის “H----------” (საერთაშორისო რეგისტრაციის ნომერი 1------, რეგისტრაციის თარიღი _ 26.03.2010) გასხვისება (სასაქონლო ნიშანზე უფლებების გადაცემა).

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. ვინაიდან, სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი არ ანაზღაურდება.

 

სარეზოლუციო ნაწილი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-244, 248-249-ე, 364-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა : 1. ,,რ---------------------------------------ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდეს. 2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 05 მაისის N2/11581-17 განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლის საფუძველზე აეკარძალა პ----–-------–------------------------------------------------------------“ საქმის საბოლოო გადაწყვეტამდე სასაქონლო ნიშნის ,,-----------” (საერთაშორისო რეგისტრაციის ნომერი 1------, რეგისტრაციის თარიღი _ 26.03.2010) გასხვისება (სასაქონლო ნიშანზე უფლებების გადაცემა). 3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. #6) მხარეებისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით. 4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი