განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N340100119002830756
N1/12-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
22 მარტი, 2019 წელი ქ. გურჯაანი
გურჯაანის რაიონული სასამართლო
მოსამართლე დავით ნარიმანიშვილმა
ანნა მათიაშვილის სხდომის მდივნობით
სახელმწიფო ბრალმდებლის, გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორის სანდრო გიორგაშვილის
ბრალდებულ - ზვ---- მო---------–-–---–ის
ადვოკატ - გია ფა------–---–ის
მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------)
ბრალდებული: ზვ---- მო---------–-–---–ი
მამის სახელი: ოთ----
დაბადებული: 1----–-–-----------
პირადი ნომერი: 1----------
მოქალაქეობა: საქართველო
განათლება: საშუალო
ნასამართლეობა: ნასამართლობის არ მქონე
რეგისტრირებული: გურჯაანის რაიონი სოფელი შა–---ი
ფაქტობრივად მცხოვრები: გურჯაანის რაიონი სოფელი შა–---ი
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით. (2018 წლის 14 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია)
კვალიფიკაცია: ზვ---- მო---------–-–---–ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.
მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2018 წლის 28 ნოემბერს დაახლოებით 11:00 საათზე გურჯაანის რაიონის სოფელ შა–---ში ბე-- ჩე------–---–ზე განაწყენებულმა ზვ----ი მო---------–-–---–მა, ქვა ესროლა ბე-- ჩე------–---–ის მართვის ქვეშ მყოფ ავტომანქანას. ქვის სროლის შედეგად ჩაიმტვრა ავტომანქანის წინა მარცხენა მინა და ქვა მოხვდა ბე-- ჩე------–---–ს, რამაც მისი ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.
ზვ----ი მო---------–-–---–ს 2018 წლის 30 ნოემბერს წარედგინა ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120 მუხლით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
სასამართლომ დაადგინა:
2018 წლის 28 ნოემბერს დაახლოებით 11:00 საათზე გურჯაანის რაიონის სოფელ შა–---ში ბე-- ჩე------–---–ზე განაწყენებულმა ზვ----ი მო---------–-–---–მა, ქვა ესროლა ბე-- ჩე------–---–ის მართვის ქვეშ მყოფ ავტომანქანას. ქვის სროლის შედეგად ჩაიმტვრა ავტომანქანის წინა მარცხენა მინა და ქვა მოხვდა ბე-- ჩე------–---–ს, რამაც მისი ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.
ქმედების სამართლებრივი აღწერა
ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია
მხარეთა მიერ არსებითი განხილვის სხდომაზე შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, დაზარალებულ ბე-- ჩე------–---–ის, მოწმეების - შა-–-- ჩე------–---–ის, ცი--–- ქე---–---–ის, რა---- ხო-----–---–ის, ვა-–---- ჩე------–---–ის, გა------– ბო------ას გამოკითხვის ოქმებით, თავად ბრალდებულ ზვ---- მო---------–-–---–ის გამოკითხვის ოქმებით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ ზვ----ი მო---------–-–---–მა, ქვა ესროლა ბე-- ჩე------–---–ის მართვის ქვეშ მყოფ ავტომანქანას. ქვის სროლის შედეგად ჩაიმტვრა ავტომანქანის წინა მარცხენა მინა და ქვა მოხვდა ბე-- ჩე------–---–ს, რამაც მისი ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.
ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, გამოიხატება მხოლოდ განზრახ მოქმედებაში. ამასთან აუცილებელია, რომ აღნიშნულმა მოქმედებამ გამოიწვოს ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა ან საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა. გარდა ამისა, აუცილებლად უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ზვ---- მო---------–-–---–მა ზვ---- მო---------–-–---–მა ქვის სროლის შედეგად ბე-- ჩე------–---–ს მიაყენა ჯანმრთელობის მსუბუქი დაზინაება, რამაც მისი ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.
სამართლებრივი შეფასება
ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებათა შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ზვ---- მო---------–-–---–მა ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით. (2018 წლის 14 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია)
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები
ზვ---- მო---------–-–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა მის მიერ ჩადენილი დანაშაულის აღიარება და მონანიება, ხოლო დამამძიმებელი გარემოება საქმის მასალების მიხედვით არ გააჩნია.
სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგობას მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულების პიროვნებას.
ზვ---- მო---------–-–---–ის მიერ ჩადენილი დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებდა ჯარიმას ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ექვს თვემდე ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 35-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ყურადღებას მიაქცევს სტაციონარული სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის N001651619 დასკვნას, რომლის თანახმადაც, ზვ---- მო---------–-–---–ს „ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენის დროს აღენიშნებოდა მსუბუქი გონებრივი ჩამორჩენილობა, ქცევის მნიშვნელოვანი აშლილობით, გართულებული ალკოჰოლიზაციით და მას არ შეეძლო სრულად გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შეზღუდული შერაცხადობა).“ აქედან გამომდინარე, ზვ---- მო---------–-–---–ის მიმართ დანიშნული სასჯელი არ უნდა იყოს ზედმეტად მკაცრი.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ზვ---- მო---------–-–---–ი, აღიარებს ჩადენილ ქმედებას. მან ითანამშრომლა გამოძიებასთან.
ზვ---- მო---------–-–---–ი არ არის ნასამართლევი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს ზვ---- მო---------–-–---–ის მიმართ გამოყენებული იქნეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული წესი. რომლის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში არ ყოფილა ნასამართლევი განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის.
ნივთმტკიცება, ყადაღა ან სხვა საკითხები
ზვ---- მო---------–-–---–ს გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 3 დეკემბრის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით შეერჩა გირაო 2000 (ორი ათასი) ლარი. რაც ბრალდებულის მიერ ვერ იქნა უზრუნველყოფილი და ამავე სასამართლოს 2019 წლის 10 იანვრის განჩინებით შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გირაო შეეცვალა უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით - პატიმრობით.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-ე, 260-ე, 269-ე, 271- 274-ე, 277-ე, 292-293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ზვ---- მო---------–-–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით (2018 წლის 14 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვე, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 1 (ერთი) წელი.
აღკვეთის ღონისძიება გაუქმდეს. ზვ---- მო---------–-–---–ი გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან და სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 11 იანვრის 15:25 საათიდან 2019 წლის 22 მარტის ჩათვლით.
მსჯავრდებულ ზვ---- მო---------–-–---–ის მიმართ კონტროლისა და დახმარების განხორციელება დაევალოს კახეთის პრობაციის ბიუროს, რომელსაც საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს პირობით მსჯავრდებულმა.
განაჩენი შევიდეს კანონიერ ძალაში და აღსრულდეს.
მხარეებს განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში უფლება აქვთ გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინოს საჩივარი ამ განაჩენის გაუქმების თაობაზე.
მოსამართლე დავით ნარიმანიშვილი