განაჩენი

სისხლის სამართლის 27.03.2019
საქმის ნომერი
120100118002684267
დავის ტიპი
109 3 ა
თარიღი
27.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/402-18წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

15 მარტი, 2019 წელი ქ. ახალციხე

 

ახალციხის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - მარიკა ჩიტაშვილი

სხდომის მდივანი - ლაშა ზაზაძე

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე: პროკურორი – მ-------------–---–ი;

დაცვის მხარე - ბრალდებული - გ-------------–---ი - საქართველოს მოქალაქე, დაბ. 2-.0-.1--- წელს ნ----–-----ის რაიონის სოფელ ს-----ში, პ/ნ 3----------, რეგისტრაციის და ფაქტობრივი საცხოვრებელის მისამართი: ნ----–-----ის რაიონი სოფელი ს-----;

ადვოკატი - კ--------------–---–ი;

თარჯიმანი - ლ---------------;

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ პუნქტით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

2018 წლის 10 აგვისტოს, ღამის საათებში, ნ----–-----ის რაიონის სოფელ ს-----ში, გ-------------–---მა, შელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი ჩხუბის დროს პ---–- მ-------ს საცხოვრებელ სახლში, ხოლო ს------ პ---------ს სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, განზრახ მოკვლის მიზნით, დანით, მიაყენა მრავლობითი ჭრილობები. რის შედეგადაც პ---–- მ-------ი და ს------ პ---------ი მიყენებული დაზიანებებით ადგილზე გარდაიცვალნენ.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

გ-------------–---მა ჩაიდინა - ორი პირის განზრახ მკვლელობა.

 

სამართლებრივი შეფასება:

სასამართლომ გამოიკვლია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი შემდეგი მტკიცებულებები: მოწმე მ------- ა--------მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ ცხოვრობს ნ----–-----ის რაიონის სოფელ ს--------ში. გ-------------–---ი მისი მეუღლის ბიძაშვილია. 2018 წლის 10 აგვისტოს ნ----–-----იდან ჩავიდა სოფელ ს-----ში რადგან ა/მანქანის ნაწილები უნდა ეყიდა. გ-------------–---ი შეხვდა გზაში და სახლში შეიპატიჟა, საუბრობდნენ მეგობრულად. იგი არ იყო ნასვამი. გ-------------–---მა სუფრა გაშალა, გ-------------–---თან მივიდა ე-------- ც---------ი რომელსაც თვითონვე დაურეკა და მისვლა სთხოვა, იგი დაახლოებით 5-10 წუთში მივიდა. შემდეგ ვ---- პ--–-----ს დაურეკა და სთხოვა პური მიეტანა, ისიც მივიდა ცოტა ხანში. გვიანი იყო როდესაც ე-------- ც---------ს დაურეკა ვიღაცამ და სთხოვდა სადღაც შეხვედროდა. იგი ამ საუბრიდან 10 წუთის შემდეგ გავიდა და ნახევარ საათში დაბრუნდა ორ პიროვნებასთან ერთად, ორივე ნასვამ მდგომარეობაში იყო, ხელში ეჭირათ არაყის ბოთლები ერთი იყო სავსე ერთი თითქმის ცარიელი. გ-------------–---მა მათ თეფშები მიუტანა. არანაირი კამათი და ჩხუბი არ მომხდარა მისი იქ ყოფნის დროს. მალევე ადგა და წავიდა სახლში. გ-------------–---ი წყნარი ბუნების ადამიანია, არასდროს ჩხუბობდა და ყოველთვის წყნარად იქცეოდა.

მოწმე ე-------- ც---------მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2018 წლის 10 აგვისტოს იმყოფებოდა სახლში. 16:30 საათი იქნებოდა როდესაც დაურეკა მ------- ა--------მა და უთხრა გ-------ს ფეხი ჰქონდა მოტეხილი და მისულიყო მასთან სანახავად. როდესაც მივიდა გ-------ის სახლში სუფრა გაშლილი დახვდა, სახლში იყვნენ გ-------------–---ი და მ------- ა--------ი, როგორც გაარკვია ისინი გაეხუმრენ რათა შეკრებილიყვნენ და ექეიფათ. დასხდნენ სუფრასთან, მიირთმევდნენ და ლაპარაკობდნენ. შემდეგ შეუერთდათ ვ---- პ--–-----ი, რომელმაც პური მიიტანა. მოგვიანებით კი შეუერთდათ ა-------------------ი. ცოტა ხანში ე-------- ც---------ს დაურეკეს მისმა ნაცნობებმა პ---–- მ-------მა და ს------ პ---------მა და სთხოვეს, რომ ნ----–-----იდან წაეყვანა სოფელში. გ-------------–---მა შესთავაზა, რომ ისინი მიეყვანა სტუმრად მასთან და ერთად გაეგრძელებინათ ქეიფი. მართლაც პ---–- მ-------ი და ს------ პ---------ი ტაქსის მეშვეობით მივიდნენ სოფელ ს-----ში ა-------------------ის კუთვნილ მაღაზიასთან, საიდანაც ე-------- ც---------მა ისინი მიიყვანა გ-------------–---ის სახლში. ს------ და პ---–- ნასვამ მდგომარეობაში იყვნენ, მათ კვლავ შეიძინეს არაყი ა-------------------ის მაღაზიაში და თავად ა-------------------იც დაპატიჟეს გ-------------–---თან სტუმრად. ისიც დასთანხმდა და უთხრა, რომ მოგვიანებით შეუერთდებოდა. მაღაზიიდან მივიდნენ ბრალდებულის სახლში. ა-------------------ი მივიდა მათი მისვლიდან ნახევარი საათის შემდეგ. დაახლოებით 3-4 საათი ქეიფობდნენ და სადღეგრძელოებს ამბობდნენ, სანამ ს------ს და პ---–-ს მიიყვანდა სადღეგრძელოს ამბობდა გ-------------–---ი. მათი მისვლის შემდეგ სადღეგრძელოს ამბობდა ყველა. მ------- ა--------ი და ვ---- პ--–-----ი ადრე წავიდნენ. ბოლოს გ-------------–---ის სახლში დარჩნენ ე-------- ც---------ი, ა-------------------ი, ს------ პ---------ი, პ---–- მ-------ი და თავად გ-------------–---ი. ზოგადად გ-------------–---ი წყნარი და მშრომელი კაცია, სუფრასთან მან წარმოსთქვა ჯარისკაცის სადღეგრძელო, რაც პ---–- მ-------სა და ს------ პ---------ს არ მოეწონათ. პ---–-ს და გ-------ს შორის მოხდა გაუგებრობა. გ-------მა მუშტი დაარტყა მაგიდას და მაგიდას ხელი ჰკრა, ისინი აწყნარებდნენ, როდესაც გ-------------–---ი და პ---–- მ-------ი ერთმანეთს ექაჩებოდნენ ს------ პ---------მა აიღო სკამი და გ-------ს დაარტყა. ე-------- ც---------სა და ა-------------------ს შეეშინდათ და გარეთ გაიქცნენ. ვიდრე გარეთ გამოვარდებოდა ე-------- ც---------მა დაინახა, რომ გ-------------–---მა პ---–- მ-------ს მუშტი დაარტყა, პ---–- მ-------ი წაიქცა. მისთვის დანის დარტყმის მომენტი არ დაუნახავს, თუმცა დაინახა, რომ გ-------------–---ი როდესაც შეტრიალდა ხელში ეჭირა დანა, ასევე დაინახა როგორ გაიქნია დანა გ-------------–---მა პ---–- მ-------ის მიმართულებით. მათთან ერთად ასევე სახლიდან გამოიქცა ს------ პ---------ი, რომელიც გარბოდა ეკლესიისკენ. გ-------------–---იც მისდევდა მათ, იგი ეზოს კარებთან წაიქცა, ასევე წაიქცა ს------ პ---------ი, შემდეგ ორივე ადგნენ და ისევ გაიქცნენ. მოწმემ დაინახა, რომ ს------ს უკნიდან შეახტა გ-------ი და ორივე წაიქცნენ. სწრაფად გარბოდა, თან ბნელოდა და თვითონაც კედელს შეეჯახა, ამის შემდეგ აღარაფერი დაუნახავს პირდაპირ სახლში წავიდა. მოგვიანებით მივიდა პოლიცია და წაიყვანა.

მოწმე ა-------------------მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2018 წლის 10 აგვისტოს იყო მისი მამის კუთვნილ მაღაზიაში. საღამოს საათებში მივიდა ფორდის ფირმის მანქანა, სადაც ორი რუსი კაცი იჯდა აქედან ერთს ს------ ერქვა, იცნობდა, რადგან სოფელში მუშაობდა ხელოსნად. ერთს ხელში ეჭირა არაყის ბოთლი ნახევრად დაცლილი. მათი მისვლის შემდეგ მივიდა ე-------- ც---------ი, მაღაზიაში არაყი იყიდა. ც---------მა დაპატიჟა გ-------------–---თან. დაახლოებით 10-15 წუთის შემდეგ ე-------- ც---------ი წავიდა, შემდეგ მან მაღაზია დაკეტა არაყი და ხორცი აიღო და გ-------------–---თან წავიდა სახლში. იქ დახვდნენ ე-------- ც---------ი, გ-------------–---ი, მ------- ა--------ი, ვ---- პ--–-----ი და ის ორი პიროვნება. მ------- ა--------მა სადღეგრძელო თქვა და მალევე წავიდა. იმ ორ პიროვნებას კონფლიქტი ჰქონდათ, ხშირად გადიოდნენ გარეთ და კამათობდნენ, ერთი ცდილობდა თავისი უპირატესობა წარმოეჩინა და მეორე ეუბნეოდა, რომ ცუდად იქცეოდა და კარგად მოქცეულიყო. მ------- ა--------ის შემდეგ ვ---- პ--–-----ი წავიდა. ყველაფერი ნორმალურად იყო, უბრალოდ ის ორი პიროვნება კამათობდნენ, გ-------ი კი სუფრას ემსახურებოდა, როდესაც გამოელიათ სასმელი მაგიდის ალაგება დაიწყეს ის ორი პიროვნება კიდევ ერთმანეთში კამათობდნენ. ამ დროს გ-------მა მაგიდაზე ხელი დაარტყა და უთხრა, რომ გაჩერებულიყვნენ. შემდეგ ს------მ სკამი ჩაარტყა გ-------ს, გ-------მა დანა აიღო და აშინებდა იმ ორ პიროვნებას, იცოდა გ-------------–---ი მას არ დაარტყამდა, მაგრამ მაინც შეეშინდა და კარებისკენ გაიქცა. პ---–-მ ამოიღო ე.წ. ,,ბაბაჩკა" დანა. გარეთ გასვლის შემდეგ შეტრიალდა და დაინახა, რომ გ-------ს და პ---–- მ-------ს ეჭირათ დანები. გ-------------–---მა პ---–- მ-------ს დაარტყა დანა. ე--------ი შიგნით იყო და ისიც გარეთ გარბოდა, გამოიქცა ს------ პ---------იც. მოწმემ გაასწრო და გაიქცა, ეზოს ღობის ერთ-ერთი შესასვლელიდან გაასწრო, გავიდა გარეთ და იქ დაიმალა, აპირებდა სახლისკენ წასვლას როდესაც დაინახა, რომ ჯერ გავიდა ე--------ი და ერთი რუსი რომელთაც მისდევდა გ-------------–---ი და ბოლოს მეორე რუსი გავიდა კვნესით, რომელსაც გ-------------–---მა დანა დაარტყა. რუსი პიროვნება რომელიც გ-------მა დაჭრა ეზოში ძირს ხოხავდა.

კონკრეტულად კონფლიქტი ვინ დაიწყო არ ახსოვს, მაგიდას ალაგებდა როდესაც მიტრიალდა და დაინახა, რომ გ-------მა მაგიდა ამოატრიალა, ს------მ ხის სკამი აიღო და დაარტყა გ-------ს, გ-------ი ისევ ფეხზე იდგა, ამ დროს გ-------------–---მა დანა აიღო, თავი არსად არ მიურტყამს. მეორე სტუმარი გ-------ისგან დაახლოებით 3-4 მეტრის მოშორებით იდგა. დანა რომელიც გ-------ს ეჭირა იყო შავი ფერის და ჰქონდა 20-30სმ პირი, დანა იყო შავი ფერის. ამავე დროს პ---–- კარებში იდგა დანით ხელში. შეეშინდა ხელით აიცილა, რომ შემთხვევით მისთვის არ დაერტყა და გაიქცა გარეთ. რომ გაიქცა გარეთ შეტრიალდა და შემოტრიალების მომენტში დაინახა გ-------მა ორჯერ რომ დაარტყა ერთ-ერთ რუსს, იგი წაიქცა. გ-------ი სკამის დარტყმის გამო უფრო გაღიზიანდა და ამ დროს დაარტყა დანა. ეზო განათებული იყო თუ არა არ ახსოვს, განათება არის გზაზე. გზიდან დაახლოებით 30-40 მეტრი იქნებოდა სადაც გაჩერდა. მან დაინახა, რომ გ-------ი მისდევდა ს------ს და ე--------ს, ხოლო მეორე რუსი ეზოში მიხოხავდა კვნესით.

მოწმე გაიქცა სახლისკენ, სახლში არ შესულა, გარეთ კარებთან დადგა სტრესულ მდგომარეობაში იყო. დაახლოებით 15 წუთის შემდეგ დაწყნარდა და გავიდა უკან, რათა გაეგო რა ხდებოდა, მან გარედან დაინახა, რომ გ-------------–---ი სამზარეულოს იატაკს რეცხავდა. ვისაც გ-------------–---მა დაარტყა დანა, ის იქ აღარ იყო.

სუფრაზე მყოფი პირები ნორმალურად იქცეოდნენ. მოსული რუსი კაცებიდან ერთ-ერთი ცუდად იქცეოდა, გ-------------–---თან საუბარში ეუბნებოდა, რომ ციხეში იყო ნაჯდომი, მეორეს გაჰყავდა ეზოში და იქ ეჩხუბებოდა, რომ წესიერად მოქცეულიყო.

მოწმე ვ---- პ--–-----მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2018 წლის 10 აგვისტოს საღამოს 5 პური იყიდა სოფლის ფურნიდან და მივიდა გ-------------–---ის სახლში, ქეიფობდნენ და ისიც შეუერთდა. იქ დახვდნენ მ------- ა--------ი, ე-------- ც---------ი და გ-------------–---ი. ე-------- ც---------ს დაურეკა ს------ პ---------მა და პ---–- მ-------მა. გ-------------–---მა ე-------- ც---------ს უთხრა რომ თუ წასვლა უნდოდა წასულიყო და არავინ არ მიეყვანა. ე-------- ც---------მა მაინც დაპატიჟა თავისი სტუმრები გ-------------–---ის სახლში. მისვლის დროს ისინი იყვნენ ნასვამ მდგომარეობაში და არაყის ბოთლიც ეჭირათ ხელში. როგორც სტუმრები მიიღეს და გაგრძელდა ქეიფი, სუფრასთან ს------ პ---------ი და პ---–- მ-------ი შეკამათდნენ, რადგან პ---–- მ-------ი ხმარობდა ჟარგონებს და არაწესიერად იქცეოდა, ქურდული ჟარგონით საუბრობდა, რუსულად ლაპარაკობდა, რომ ქურდულ ცხოვრებას მიჰყვებოდა და იჯდა ციხეში. ს------ პ---------მა იგი გაიყვანა გარეთ და შენიშვნა მისცა. ამის შემდეგ სუფრას შეუერთდა ა-------------------ი, შემდეგ წავიდა მ------- ა--------ი და თვითონაც სახლიდან დაურეკეს და წავიდა, სახლში გაჩერდა საათნახევარი და შემდეგ სახლიდან ფეხით გავიდა ისევ გ-------------–---ის სახლისკენ. დაინახა, რომ გარეთ სახლთან მანქანა იდგა. სახლში შუქები ენთო, შევიდა რათა გაეგო რა ხდებოდა. სახლში შუქი ჩამქრალი რომ ყოფილიყო არ შევიდოდა, გ-------------–---მა უთხრა, რომ ჩხუბი მოუვიდა დაარტყეს და შემდეგ მან დაარტყა, იგი მთვრალი იყო, თვითონაც მთვრალი იყო და მის ნათქვამს სერიოზულად არ მიუდგა, წავიდა სახლში. მეორე დღეს პოლიციაში დაიბარეს და გაიგო, რომ გ-------------–---ის სახლში ჩხუბი მომხდარა და მკვლელობა.

გ-------------–---ის ოჯახში რამდენჯერმე უქეიფია, კამათი და გაუგებრობა არ ყოფილა, გ-------------–---ი როგორც სიფხიზლეში ასევე სიმთვრალეშიც წყნარი ადამიანია, უბრალოდ თუ აბრაზებენ ნასვამ მდგომარეობაში თვითონაც ღიზიანდება. შემთხვევის ღამეს ე-------- ც---------ი წინასწარ არ შეთანხმებია გ-------------–---ს, რომ სტუმრების დაპატიჟებას აპირებდა. ე-------- ც---------ი მათ დახვდა გარეთ და ოჯახში შეიპატიჟა,მოწმე გ--–----- პ--–-----მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ მუშაობს ნ----–-----ის მუნიციპალიტეტში მერიის წარმომადგენელის თანამდებობაზე სათხის ერთეულში. ცხოვრობს სოფელ ს-----ში. 2018 წლის 11 აგვისტოს გამთენიისას სახლში ეძინა. დაახლოებით სამ საათზე დაურეკა გ-------------–---მა და უთხრა რომ სასწრაფოდ მისულიყო მასთან სახლში. მას შეეშინდა და დაურეკა ო----- მ----–---ს, უთხრა რომ მის ბიძაშვილს სურდა რომ მისულიყო მასთან სახლში და სთხოვა წაჰყოლოდა. მივიდნენ გ-------------–---თან და მისგან შეიტყვეს, რომ მისი თანასოფლელის მუშები მივიდნენ მასთან სტუმრად, დალიეს, შემდეგ დანით ემუქრებოდნენ, დანით დაჭრეს შუბლზე ნაკაწრი ჰქონდა და ფეხზეც დაზიანება აღენიშნებოდა. შემდეგ ის ორი პიროვნება წავიდნენ სახლიდან. მოწმემ უთრა, რომ ამ პატარა ნაკაწრის გამო პოლიციას ნუ გამოიძახებდა, გათენდებოდა და შერიგდებოდნენ. გ-------------–---იც დაეთანხმა. სახლიდან როდესაც გავიდა გაიფიქრა, რომ შეიძლებოდა ის ორი პიროვნება უკან მიბრუნებულიყვნენ გ-------------–---თან და ისევ მომხდარიყო კამათი, ამიტომ გადაწყვიტა უკან მიბრუნებულიყო. გადაწყვიტა ო----- მ----–---თან ერთად ავტომანქანით სოფელში გაევლოთ ცენტრალურ გზაზე. როდესაც მიუახლოვდნენ გ-------------–---ის სახლს გზაზე ადამიანის გვამი ნახეს. ამ დროს დაურეკა უბნის უფროსს ე-------------------ს. სასწრაფო დახმარებაც გამოიძახა. ზოგადად გ-------------–---ი არის ნორმალური პიროვნება, შრომისმოყვარე, პატივს სცემენ სოფელში, ხლობლებს პატივს სცემდა. შემთხვევის ღამეს როდესაც გ-------------–---ს შეხვდა იგი იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში.

მოწმე ო----- მ----–---მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2018 წელს 11 აგვისტოს ღამის საათებში დაურეკა სოფლის რწმუნებულმა გ--–----- პ--–-----მა და უთხრა, რომ მისი ბიძაშვილი გ-------------–---ი სთხოვდა მისულიყო მასთან სახლში. მისვლისას ნახა, რომ გ-------------–---ი ჭურჭელს რეცხავდა, სახლში არეულობის კვალი არ შეუმჩნევია, გ-------------–---ი მშვიდად იყო. გ--–----- პ--–-----მა ჰკითხა თუ რა მოხდა, მან უპასუხა, რომ სტუმრები ჰყავდა, რომლებმაც მას დაარტყეს. შეამჩნია, რომ შუბლზე ჭრილობა ჰქონდა, მისი აზრით დანის ჭრილობა იყო, ბრალდებულმა მათ უთხრა, რომ პოლიციის გამოძახებას აპირებდა. ბრალდებუმა აუხსნა, რომ ე-------- ც---------მა მიიყვანა ორი სტუმარი და ამ სტუმრებთან მოუვიდა ჩხუბი, მოწმემ უთხრა ბრალდებულს, რომ დაწყნარებულიყო, დილით დაელაპარაკებოდნენ ე-------- ც---------ს და ვისთანაც იჩხუბეს შეარიგებდნენ. დაეთანხმა გ-------------–---იც და წავიდნენ. გ--–----- პ--–-----მა გადაიფიქრა წასვლა და მოწმეს შესთავაზა, რომ დარჩენილიყვნენ, რათა ის ორი პიროვნება უკან არ მობრუნებულიყო, ისიც დათანხმდა. შემდეგ გადაწყვიტეს გზას გაჰყოლოდნენ და გაეგოთ სად ცხოვრობდნენ ისინი. გზას გაუყვნენ ეკლესიისკენ აუხვიეს და იქ დახვდათ ადამიანის გვამი, ეკლესიიდან დაახლოებით 30 მეტრის დაშორებით იქნებოდა ეს გვამი და გ-------------–---ის სახლიდან 100 მეტრის დაშორებით. შემდეგ გადაწყვიტეს პოლიციაში დაერეკათ. დაახლოებით 30 წუთის შემდეგ მივიდა პოლიცია და დაიწყეს საგამოძიებო მოქმედებები.

გ-------------–---ი რემონტის ხელოსანია. სოფელში ვისაც სჭირდებოდა უკეთებდა რემონტს. იგი სისტემატიურად არ სვამდა. ფხიზელ და ნასვამ მდგომარეობაშიც მშვიდი წყნარი პიროვნებაა, არ არის კონფლიქტური. გ-------------–---ს აღენიშნებოდა დაზიანებები, რომელიც მიაყენეს იმ ორმა პირმა ვისთანაც ბრალდებულს კონფლიქტი შეემთხვა. გ-------------–---ს ჰყავს მამა, რომელიც არის 84 წლის და მასთან ცხოვრობს.

მოწმე ე-------------------მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ მუშაობს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ნ----–-----ის რაიონული სამმართველოს განყოფილების დეტექტივ-გამომძიებლის თანამდებობაზე. 2018 წლის 11 აგვისტოს იმყოფებოდა სამსახურში პოლიციის განყოფილებაში. დაახლოებით იქნებოდა 4 საათი რა დროსაც სამსახურის ტელეფონზე დაურეკა ნ----–-----ის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა სათხის ერთეულში გ--–----- პ--–-----მა და უთხრა, რომ სასწრაფოდ მისულიყო, რადგან ახალგაზრდა პიროვნება იყო გზაზე გარდაცვლილი. მანვე განუმარტა, რომ ამის შესახებ ტელეფონით შეატყობინა გ-------------–---მა. მან ასევე გამოიძახა სასწრაფო დახმარება ვინაიდან, არ იცოდა აღნიშნული პიროვნება გარდაცვლილი იყო თუ არა. მოწმე დაუყოვნებლივ სამსახურის ა/მანქანით წავიდა სოფელ სათხისკენ. შემთხვევის ადგილზე ნახა გ--–----- პ--–-----ის ა/მანქანა. ასევე გზაზე იყო 30-35 წლის მისთვის უცნობი მამაკაცის გვამი. ამ დროს მივიდა პოლიცია და სასწრაფო დახმარება. თვითონ თანამშრომელთან დ-----------–---–--ესთან ერთად წავიდა გ-------------–---ის სახლისკენ. შესასვლელ კარებთან იყო სისხლი, ასევე ნახეს სათვალეები და ხელის საათი. გ-------------–---ს გაესაუბრენ, რომელმაც უთხრა, რომ სტუმრად იყვნენ მისი თანასოფლელები მათ ერთად დალიეს და შელაპარაკება მოუვიდათ. დანით ემუქრებოდნენ, დაარტყეს, შუბლზე ემჩნეოდა ნაკაწრი. ბრალდებულმა განუმარტა, რომ გარეთ კამათით გავიდნენ, ერთმანეთში კამათობდნენ. გ-------------–---ს ტანსაცმელზე ეტყობოდა სისხლის ლაქები რამაც ეჭვი გამოიწვია. ასევე გაესაუბრენ ა-------------------ს, რომელმაც უთხრა, რომ კონფლიქტის დროს გ-------------–---მა დანით დაჭრა ერთ-ერთი პიროვნება. ადგილზე გ-------------–---ის დაკავების გადაწყვეტილება მიიღო, შეუთანხმდა ხელმძღვანელობასაც. მან დააკავა გ-------------–---ი დ-----------–---–--ესთან ერთად და აუხსნა მისი უფლებები მისთვის გასაგებ სომხურ ენაზე. იქვე ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა, თუმცა ოქმები შეადგინეს ნ----–-----ის რაიონის სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში, ვინაიდან თან არ ჰქონდა სათანადო აღჭურვილობა. თანაც ხალხი უკვე გროვდებოდა და დაკავებული გაარიდეს სოფელს. გარდაცვლილი პიროვნება იყო ს------ პ---------ი, რომელიც იყო ეკლესიისკენ მიმავალ გზაზე, მეორე გვამი ნახეს გ-------------–---ის სახლის ეზოში, იგი იყო პ---–- მ-------ი.

მოწმე დ-----------–---–--ემ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ მუშაობს ნ----–-----ის რაიონულ სამმართველოში უფროსის მოადგილის თანამდებობაზე. 2018 წლის 11 აგვისტოს დაახლოებით 04:00 საათზე სამსახურში იყო როდესაც დაურეკა ე-------------------მა და უთხრა რომ მას დაუკავშირდა სოფელ ს-----ს გამგებელი გ--–----- პ--–-----ი და უთხრა რომ სოფელ ს-----ში ეკლესიისკენ მიმავალ გზაზე იყო მამაკაცი სისხლიანი და ითხოვა დახმარება. იგი სამსახურის მანქანით ნ----–-----ის სამმართველოდან წავიდა. ე-------------------ი წავიდა გ---იდან, სოფლის შესასვლელთან შეხვდნენ ერთმანეთს და წავიდნენ ეკლესიის მიმართულებით, იქ ელოდებოდა გ--–----- პ--–-----ი თავისი მანქანით. გ--–----- პ--–-----მა მიუთითა გვამზე რომელიც ძირს ეგდო სისხლიანი, ჰქონდა ჭრილობები და იყო გაციებული. სასწრაფოდ გამოიძახა დამხმარე ჯგუფი. გაარკვია, რომ აღნიშნული პიროვნება რემონტს აკეთებდა ვიღაცის სახლში, სადაც გვამი იყო იქიდან რამდენიმე მეტრში ქეიფობდნენ მანამდე და ეს შემთხვევა სავარაუდოდ იქ უნდა მომხდარიყო. წავიდა გ-------------–---ის სახლში ე-------------------თან ერთად. სახლის შესასვლელში ეგდო საათი, სათვალე და სისხლის ლაქა. როდესაც სახლში შევიდნენ გ-------------–---ი რეცხავდა ჭურჭელს, იატაკი იყო სველი და ეტყობოდა რომ ახალი მოწმენდილი იყო. შესასვლელი კარებიდან მარჯვენა მხარეს სისხლის გუბე იყო. ბრალდებულს სახეზე აღენიშნებოდა დაზიანებები და შუბლზე ჰქონდა სისხლნაჟღენთი. მან უთხრა, რომ სტუმრები ჰყავდა, სუფრაზე მოუვიდათ კამათი, შეურაცხყოფა მიაყენეს, შემდეგ გავიდნენ და რა მოხდა აღარ იცოდა. ამის შემდეგ გაესაუბრენ აპეტნაკ თუმასიანს, რომელიც ახლოს ცხოვრობს, ჰკითხეს თუ რა მოხდა მან კი უთრა რომ მაგიდასთან ჩხუბი მოხდა და გ-------------–---მა დანით რამდენჯერმე დაარტყა ს------ს, მას შეეშინდა და გაიქცა. შეკრებილი ინფორმაციის საფუძველზე გ-------------–---ი დააკავეს, ე-------------------მა აუხსნა სომხურ ენაზე თავისი უფლებები და გადაიყვანეს ნ----–-----ის პოლიციაში.

მოწმე ო---------------მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ გ-------------–---მა მისგან ხორცი შეიძინა შემთხვევიდან ერთი დღით ადრე. მან იყიდა 5 კილოგრამი ხორცი, ერთ კილოში 10 ლარი უნდა გადაეხადა, მაგრამ არ გადაუხდია. უთხრა, რომ მოგვიანებით მისცემდა. გ-------------–---ს იცნობს დიდი ხანია, იგი კარგი ადამიანია და ყველას ეხმარებოდა.

ბრალდებულმა გ-------------–---მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2018 წლის 10 აგვისტოს იყო სოფელში, ბიჭებთან ერთად მანქანას შლიდა, შემდეგ მ------- ა--------ი მივიდა და შესთავაზა, რომ მანქანით სახლში წაიყვანდა. შემდეგ სახლში წავიდნენ ყავა დალიეს და შესთვაზა, რომ ევახშმათ და მერე წასულიყო სახლში, მათ ასევე ე-------- ც---------ს დაურეკეს და უთხრეს, თითქოს გ-------------–---ს ფეხი ჰქონდა მოტეხილი და ენახა. ე-------- ც---------ი სანამ მივიდოდა ხორცი შეიწვა. ასვე დაურეკა ვ---- პ--–-----მა და ვინაიდან პურის საყიდლად მაინც უნდა წასულიყო, მას შესთავაზა, რომ მისულიყო და პურის მიეტანა. შეიკრიბნენ ოთხი კაცი: თვითონ, ე-------- ც---------ი, ვ---- პ--–-----ი და მ------- ა--------ი. მშვიდად საუბრობდნენ და მიირთმევდნენ.

ამ პროცესში იყვნენ, როდესაც ე-------- ც---------ს დაურეკეს აწ გარდაცვლილმა პიროვნებებმა და სთხოვეს, რომ უნდა დახვედროდა სოფლის ცენტრში, ე-------- ც---------მა უთხრა, რომ სურდა მითი მოპატიჟება სუფრასთან, რაზეც ბრალდბულმა უარი უთხრა. ე-------- ც---------ი წავიდა მათ შესახვედრად, როდესაც დაბრუნდა ეს პიროვნებებიც მიიყვანა. ბრალდებულს არ ესიამოვნა და ე-------- ც---------ს უსაყვედურა, მან კი უთხრა, რომ ცუდი პიროვნებები არ იყვნენ ცოტახანში წაიყვანდა. ყველანი სუფრას უსხნენ და მიირთმევდნენ, ასევე სვამდნენ არაყს. მათი მისვლის შემდეგ მ------- ა--------ი წავიდა. იმ ორი პიროვნებიდან ერთი ცუდი სიტყვებით და ჟარგონებით ლაპარაკობდა, ბრალდებულმა შენიშვნა მისცა, რომ შეეწყვიტა ქურდული ჟარგონებით საუბარი. ამ დროს მასთან სახლში მივიდა ა-------------------ი, რომელიც ასევე ე-------- ც---------მა დაპატიჟა, მან მიიტანა არაყი, ,,ბორჯომი", სხვა საკვები და სუფრას შეუერთდა. ის ერთი პიროვნება ისევ აგრძელებდა ქურდული ჟარგონებით ლაპარაკს ვ---- პ--–-----თან. მას ისევ შენიშვნა მისცა და უთხრა რომ სტუმრად იყო მისული და მოქცეულიყო ისე როგორც სტუმარს შეეფერებოდა. ცოტა ხნის შემდეგ ეს პიროვნება მეორე მისმა თანმხლებმა გაიყვანა და მანაც შენიშვნა მისცა მისი საქციელის გამო. როდესაც ეს პიროვნებები შემობრუნდნენ, ამ დროს შესთავაზა მეგობრობის სადღეგრძელო, ერთერთი მისი მეგობარიც ახსენა, რომელიც ყარაბაღში მსახურობდა და მისი სადრეგრძელოც დაელიათ. აღნიშნულზე მოსულებიდან ერთ-ერთმა ს------მ შენიშვნა მისცა, რადგან ის ქურდებს ახსენებდა ბრალდებული კი ,,ძაღლების" სადღეგრძელოს ამბობდა. ს------ როდესაც დააწყნარეს, სუფრასთან დარჩნენ ბრალდებული, ე-------- ც---------ი, ს------ თავის მეგობართან ერთად და ა-------------------ი. ვ---- პოდისიანი ამ დროს წავიდა. ქეიფიც დაასრულეს ე-------- ც---------ი საპირფარეშოში გავიდა, ა-------------------მა შესთავაზა, რომ აალაგებდა მაგიდას. თვითონ კი სკამზე დაჯდა და სიგარეტის მოკიდებას აპირებდა, ამ დროს ს------ ფეხზე ადგა, ბრალდებულმა თავის არეშე ძლიერი დარტყმა იგრძნო. ა-------------------ის დაკითხვიდან გაიგო, რომ მას ს------მ სკამი ჩაარტყა. ამ დრომდე ეგონა, რომ ხელი დაარტყა. დარტყმის მიზეზი არ იცის. რადგან კონფლიქტი არ ჰქონიათ. გონზე რომ მოეგო ფეხზე ადგა და დაინახა, რომ ის ორი პიროვნება კარებთან იდგნენ. ოთახში არ იყვნენ ა-------------------ი და ე-------- ც---------ი. როდესაც ფეხზე დგებოდა ერთმა პიროვნებამ რომელიც ქერა იყო რუსულად უთხრა შავგვრემან პიროვნებას უყურე ეს კიდევ ადგა ფეხზეო. შავგვრემანმა პიროვნებამ მაგიდიდან დანა აიღო და თავს ესხმოდა, თავის არეშე მოარტყა, მან კი ფეხი მოუქნია და მოიგერია. თითქოს გათიშული იყო, ნელ-ნელა გონზე რომ მოვიდა შეამჩნია, რომ ერთ-ერთი მათაგნი ძირს იყო, მეორე გარეთ გაიქცა, მას გაეკიდა და დაინახა, რომ ჭიშკრიდან გაიქცა, როცა უკან დაბრუნდა ოთახში აღარ დახვდა ის კაცი, რომელიც ძირს ეგდო. მან არ იცოდა პოლიციაში როგორ დაერეკა, ამიტომ გ--–----- პ--–-----ს დაურეკა და შეატყობინა რაც მოხდა. უთხრა, რომ მისულიყო.

ბრალდებულის განმარტებით ჩხუბის დროს იგი ჭიშკრიდან გარეთ არ გასულა და არც გაჰკიდებია რომელიმეს, მას არ დაუნახავს რომელიმეს ვინმე გაეკიდა თუ არა. შემდეგ სახლში დაბრუნდა, სისხლიანი სახე დაიბანა, სახლი დაასუფთავა, მორეცხა თავისი სისხლით დასვრილი იატაკი. ჭურჭელი გარეცხა. მაგიდა გადატრიალებული იყო და ყველაფერი ძირს ეყარა.

ბრალდებულმა განმარტა, რომ პ---–- მ-------ს დანა სად დაარტყა და როდის არ ახსოვს, გონზე არ იყო, თავს ვერ აკონტროლებდა. ხელში 2 დანა ეჭირა, რომელიც აიღო სამზარეულოს მაგიდიდან. ერთი დანა იყო გრძელი, მეორე მოკლე, მოკლე დანას შავი ტარი ჰქონდა და გრძელ დანას ნაცრისფერი. დანის დარტყმის მომენტები არ ახსოვს თავს იცავდა და გონზე არ იყო. სკამი, რომელიც ს------ პ---------მა დაარტყა დაახლოებით 5-6 კილოგრამი იყო.

მოწმე დ-------------–---–მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ მუშაობს სამცხე-ჯავაეხითის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის განყოფილებაში ექსპერტის თანამდებობაზე. 2018 წლის 11 აგვისტოს მის მიერ ნ----–-----ის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის შენობაში გამოკვლეული იქნა მოქალაქე ს------ პ---------ი. დადგენილების თანახმად, 2018 წლის 11 აგვისტოს ნ----–-----ის რაიონის სოფელ ს-----ში გ-------------–---ს შელაპარაკება მოუვიდა თბილისში მცხოვრებ ს------ პ---------თან და პ---–- მ-------თან. რომელმაც მიაყენა სასიკვდილო ჭრილობები აღნიშნულ მოქალაქეებს და გარდაიცვალნენ შემთხვევის ადგილზე. გარეგნული დათვალიერებით გვამს აღენიშნებოდა შემდეგი სახის დაზიანებები: მარცხენა ბარძაყის წინა ზედაპირზე ქვემო მესამედში სწორკიდეებიანი ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ხასიათის ჭრილობა 1X3სმ-ზე, ყელის შუა არეში აღენიშნებოდა ნაკვეთ ნაჩხვლეტი ჭრილობა სიგრძივად მდებარე ზომით 1X4სმ-ზე, კისრის მარცხენა გვერდის ზედაპირზე შუა მესამედში ნაკვეთ ნაჩხვლეტი ჭრილობა 1X2სმ-ზე, მარცხენა მკერდის ოდნავ დაბლა განივრად მდებარე ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა ზომით 1,5X4სმ-ზე, მარჯვენა შუა მეორე-მესამე ნეკნების საპროექციოდ ოდნავ ირიბად მდებარე ნაკვეთ-ნაცხვლეტი ხასიათის ჭრილობა 1.5X3სმ-ზე, მარცხენა მხრის ზემო მესამედის წინა მედიალურ ზედაპირზე ზედაპირული ნაკვეთი ჭრილობა სიგრძით 4 სმ, მარცხენა მუცლის ქვემო არეში განივრად მდებარე ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა 5X7სმ-ზე სადაც გამოსულია ნაწლავების მარკუჟი, მარცხენა მხრის უკანა ზედაპირზე ქვემო მესამედში ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა 1X3სმ-ზე, მარჯვენა არავერტიკალური და ბეჭის ხაზებს შორის მეოთხე-მეხუთე ნეკნებს შუა აღენიშნებოდა ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა 1X3სმ-ზე, ჭრილობის არხი მიემართებოდა პირდაპირ, უკნიდან წინ; მარჯვენა წინამხრის ზემო მესამედის უკანა ზედაპირზე მოწითალო ფერის ნაჭდევი 2X3სმ-ზე, ზურგზე აღენიშნებოდა მოწითლო ფერის ნაჭდევი 03X05სმ-ზე მის ირგვლივ ლურჯი სისხლნაჟღენთი 1X3სმ-ზე, მარცხენა წინამხრის წინა მედიალურ ზედაპირზე აღენიშნებოდა იგივე ხასიათის ნაჭდევი, მარჯვენა წინამხრის წინა მედიალურ ზედაპირზე სიგრძივად მდებარე ნაჭდევები საერთო ფართის 3X10სმ-ზე, წელის მარჯვენა არეში აღენიშნებოდა ლურჯი ფერის სისხლნაჟღენთი. შინაგანი გამოკვლევით აღმოჩნდა მარჯვენა პელიარულ ღრუში თავისუფალი სისხლი 250 მლ. რაოდენობით, მუცლის ღრუში 800მლ. რაოდენობით თვისუფალი სისხლი მარჯვენა წინაგულში აღენიშნებოდა შემავალი ჭრილობა და მარცხნივ წვრივ ნაწლავებში აღენიშნებოდა ნაჩხვლეტი ჭრილობები. მის მიერ გვამიდან აღებული იქნა სისხლი ალკოჰოლის დადგენის მიზნით, სისხლი ნარკოტიკებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების დადგენის მიზნით, შინაგანი ორგანოები ჰისტოლოგიური გამოკვლევის მიზნით, კანის პრეოპარატები სასამართლო-კრიმინალისტიკური გამოკვლევებისათვის, ასევე აღებული იქნა სისხლი და გადაეცა გამოძიებას ჟგუფის დადგენის მიზნით. ლაბორატორიიდან პასუხების მიღების შემდეგ მის მიერ გაკეთებული იქნა დასკვნა: რომ ს------ პ---------ის სიკვდილის მიზეზია მწვავე ზოგადი ანემია, მარჯვენა წინაგულის, წვრილნაწლავების ნაკვეთი-ნაჩხვლეთი ჭრილობებისა და სხეულზე არსებული მრავლობითი ნაკვეთი-ნაჩხვლეტი ჭრილობების შედეგად განვითრებული, სიკვდილის დადგომიდან გვამის გამოკვლევიდან გასულია არანაკლებ 2-4 საათისა და არაუმეტეს 12-14 საათისა, სისხლის ქიმიური გამოკვლევით აღმოჩნდა ალკოჰოლი 2,59 პრომილე, აღნიშნული ჭრილობები მიყენებულია რაიმე მჭრელი-მჩხვლეტავი საგნის მოქმედებით, ხოლო სხეულზე არსებული ნაჭდევები და სისხლნაჟღენთები მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით.

ასევე გამოკვლეული იქნა პ---–- მ-------ის გვამი, დაზიანებები აღენშნებოდა ყელის არეში ირიბად მდებარე ნაკვეთი-ნაჩხვლეტი ხასიათის ჭრილობა, რომელიც იწყებოდა კისრის ზემო მესამედის მარცხენა გვერდითი ზედაპირიდან და მთავრდებოდა ყელის შუა არეში ქვემო მესამედში, 1X10სმ-ზე, მარჯვენა წინა აქსილარულ ხაზზე ნეკნის დაბლა აღენშნებოდა ნაკვეთი-ნაჩხვლეტი ხასიათის ჭრილობა და ჭრილობაში გამოსული იყო წვრილი ნაწლავების მარყუჟები. აღნიშნული ჭრილობის ზემოთ 2სმ-ით მაღლა აღენიშნებოდა ნაკვეთი ნაჩხვლეტი ხასითის ჭრილობა 1X2სმ-ზე, რომელიც მიემართებოდა მარჯვნიდან მარცხნივ, წინიდან უკან და ოდნავ ქვემოდან ზევით, ასევე აღენიშნებოდა წელის მარჯვენა არეში ნაკვეთი-ნაჩხვლეტი ჭრილობა ზომით 1X3სმ-ზე, მრცხენა დუნდულის ზემო შიგნითა კვადრატში აღენიშნებოდა განივრად მდებარე ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა ზომით 1X3სმ-ზე, მარჯვენა მუხლის არეში ნაჭდევები, მარჯვენა მუხლის არეში ზემოთ სისხლნაჟღენთები, მარჯვენა წვივის ზემო მესამედის მედიალურ ზედაპირზე ნაჭდევი, მარჯვენა წვივის წინა ზედაპირზე შუა მესამედში ნაჭდევი, მარცხენა მუხლის არეში აღენიშნებოდა ნაჭდევი და სისხლნაჟღენთი, მარცენა მუხლის ზემო მესამედში წინა მედიალურ ზედაპირზე ნაჭდევი, წინა ზედაპირზე ნაჭდევი, მარცხენა იდაყვის წინა ზედაპირზე, სახსრის წინა ზედაპირზე ნაჭდევი, მარცხენა ქვემო ქუთუთოს ოდნავ დაბლა აღენიშნებოდა ნაჭდევი. მარცხენა თვალბუდის გარე კუთხესთან აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთი, შუბლთხემის არეში აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთი 5x6სმ-ზე და თხემის მარცენა წინა არეში აღენიშნებოდა ნაჭდევი, შინაგანი გამოკვლევით მუცლის ღრუში აღენიშნებოდა დიდი რაოდენობით თავისუფალი სისხლი 1250მლ ლიტრი, ღვიძლზე აღენიშნებოდა შემავალი ნაკვეთი ჭრილობები. მის მიერ გვამიდან აღებული იქნა სისხლი ალკოჰოლის, ნარკოტიკებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების დადგენის მიზნით, შინაგანი ორგანოები ჰისტოლოგიური გამოკვლევის მიზნით, კანის პრეოპარატები სასამართლო-კრიმინალისტიკური გამოკვლევებისათვის, ასევე აღებული იქნა სისხლი და გადაეცა გამოძიებას ჟგუფის დადგენის მიზნით. ლაბორატორიიდან პასუხების მიღების შემდეგ მის მიერ გაკეთებული იქნა დასკვნა: პ---–- მ-------ის სიკვდილის მიზეზია მწვავე ზოგადი ანემია, მარჯვენა წინაგულის, წვრილნაწილაკების ნაკვეთი-ნაჩხვლეტი ჭრილობებისა და სხეულზე არსებული მრავლობითი ნაკვეთი-ნაჩხვლეტი ჭრილობების შედეგად განვითრებული, აღნიშნული ჭრილობები მიყენებულია რაიმე მჭრელი-მჩხვლეტავი საგნის მოქმედებით, ხოლო სხეულზე არსებული ნაჭდევები და სისხლნაჟღენთები მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით. სისხლის ქიმიური გამოკვლევით აღმოჩნდა ალკოჰოლი 2,69 პრომილე, ნარკოტიკები და ფსიქოტროპული ნივთიერებები არ აღმოჩნდა.

გარდა ზემოაღნიშნულისა მის მიერ შემოწმებული იქნა 2018 წლის 11 აგვისტოს 14:03 საათზე ნ----–-----ის რაიონულ სამმართველოში მოქალაქე გ-------------–---ი, რომელიც უჩიოდა თავის ტკივილს, სხეულზე აღენიშნებოდა მარჯვენა მხრის არეში ნაჭდევი, მარჯვენა ბეჭის არეში 3 სისხლნაჟღენთი, მარჯვენა მხრის უკანა მესამედზე ნაჭდევი, მარცხენა წინამხრის ზემო მესამედის არეში უკანა ზედაპირზე ნაჭდევი, მარჯვენა ბეჭის ზემოთ სისხლნაჟღენთი მოლურჯო მოწითლო ფერის, შუბლის მარცხენა არეში ირიბად მდებარე ხაზოვანი ფორმის მოწითალო ფერით დაფარული ნაჭდევი რომელიც არ სცდებოდა ლოკალიზებულ დონეს სიგრძით 4 სმ. ქვემო ტუჩის მარჯვენა არეში აღენიშნებოდა ნაჭდევი 03X04სმ-ზე. გარდა ამისა მის მიერ 2018 წლის 12 აგვისტოს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის შენობაში გამომძიებელ რევაზ ქუქჩიშვილის მიერ წარმოდგენილი იქნა 4 პიროვნება პ--–-----ი, პ----------ი, ა--------ი და ც---------ი. აღნინულ მოქალაქეებს სუბიექტური გასინჯვით ჩივილები არ აღენიშნებოდათ. ობიექტური გასინჯვით გარეგანი დათვალიერებით დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღენიშნებოდათ.

დაზარალებულის უფლებამონაცვლე ი----- მ-------მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ გარდაცვლილი პ---–- მ-------ი არის მისი ძმა, იგი ხშირად არ სვამდა ალკოჰოლურ სასმელს. იყო ხელოსანი, ბოლოს ა---–---–--ის მხარეში მუშაობდა ს------ პ---------თან ერთად. 2018 წლის 10 აგვისტოს შემთხვევის შესახებ გაიგო ს------ს ნათესავებისგან. სასამართლოსგან ითხოვს სიმართლის დადგენას და კანონის ფარგლებში მოქმედებას.

დაზარალებულის უფლებამონაცვლე ვ---------- პ---------მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ ს------ პ---------ი იყო მისი შვილი. იგი იყო წყნარი და განათლებული ადამიანი. იყო ხელოსანი, ამუშავებდა ხეს. ბოლო პერიოდში მუშაობდა პ---–- მ-------თან ერთად სოფელ ს-----ში ოჯახში რემონტს აკეთებდა. მომხდარი ფაქტის შესახებ იცის, რომ გ-------------–---მა დაპატიჟა სტუმრად. ს------ს უნდოდა სადღეგრძელოს თქმა, მაგრამ გ-------ს არ მოეწონა და მაგიდაზე დაარტყა ხელი, რასაც კონფლიქტი მოჰყვა.

 

გ-------------–---ის მიმართ ბრალად წარდგენილი ინკრიმინირებული ქმედების ჩადენა დასტურდება ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, რომელიც დაცვის მხარეს სადავოდ არ გაუხდია, კერძოდ: დამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი, შეტყობინება დანაშაულის ჩადენის შესახებ, ბრალდებულ გ-------------–---ის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი, შუამდგომლობა გადაუდებელი აუცილებლობის პირადი ჩხრეკის კანონიერად ცნობის შესახებ, დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობის შეემთვევაში დათვალიერების ჩატარების შესახებ, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, შუამდგომლობა გადაუდებელი აუცილებლობის გამო დათვალიერების კანონიერად ცნობის შესახებ, დადგენილებები სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ პ---–- მ-------ზე და ს------ პ---------ზე, მოწმეების - ა-------------------ის, ე-------- ც---------ის, ვ---- პ--–-----ის, გ--–----- პ--–-----ის, ვ---------- პ---------ის, ი----- მ-------ის, ო----- მ----–---ის, მ------- ა--------ის გამოკითხვის ოქმები, თვით ბრალდებულ გ-------------–---ის გამოკითხვის ოქმი, გარდაცვალების შესახებ სამედიცინო ცნობები, დადგენილებები გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ამოღების წარმოების შესახებ, ს------ პ---------ის და პ---–- მ-------ის ტანსაცმლის ამოღების ოქმები, შუამდგომლობები გადაუდებელი აუცილებლობის გამო ამორების კანონიერად ცნობის შესახებ, დადგენილება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ გ-------------–---ზე, დადგენილებები გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ნიმუშის აღების შესახებ, გვამებიდან სისხლის ნიმუშის აღების ოქმები, შუამდგომლობები გადაუდებელი აუცილებლობის გამო ნიმუშის აღების კანონიერად ცნობის შესახებ, დადგენილებები გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ნიმუშის აღების შესახებ, გვამებიდან ხელის ფრჩხილების ნიმუშის აღების ოქმები, შუამდგომლობები გადაუდებელი აუცილებლობის გამონიმუშის აღების კანონიერად ცნობის შესახებ, დადგენილებები გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ნიმუშის აღების შესახებ, გვამებიდან ხელის თითების ანაბეჭდებიის ნიმუშის აღების ოქმები, შუამდგომლობები გადაუდებელი აუცილებლობის გამო ნიმუშის აღების კანონიერად ცნობის შესახებ, გ-------------–---ისგან სისხლის ნიმუშის აღების ოქმი, გ-------------–---ის ხელის თითების ანაბეჭდებისა და სისხლის ნიმუშის აღების ოქმები, დადგენილებები გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ამოღების წარმოების შესახებ, ა-------------------ის ადვარდ ც---------ის, ვ---- პ--–-----ის და მარკოოს ა--------ის ტანსაცმლის ამოღების ოქმები, შუამდგომლობები გადაუდებელი აუცილებლობის გამო ამოღების კანონიერად ცნობის შესახებ, დადგენილებები სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ ა-------------------ზე, ე-------- ც---------ზე, ვ---- პ--–-----ზე და მ------- ა--------ზე, ა-------------------ისგან, ე-------- ც---------ისგან, ვ---- პ--–-----ისგან სისხლის ნიმუშის აღების ოქმები, ა-------------------ისგან ადვარდ ც---------ისგან, ვ---- პ--–-----ისგან ხელის თითების ანაბეჭდების ნიმუშის აღების ოქმები, განჩინებები ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების კანონიერაც ცნობის შესახებ, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, დადგენილებები დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობის შესახებ და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა.

მტკიცებულებათა ჩამონათვალი დამტკიცდა სასამართლოს მიერ წინასასამართლო სხდომაზე, როგორც უდავო მტკიცებულებანი. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად კი, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან, მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება წინასასამართლო სხდომაზე სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

საქმეში არსებული უდავო მტკიცებულებებიდან, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ მტკიცებულებებზე, რომლებიც ადასტურებენ გ-------------–---ის მიერ ორი პირის განზრახ მკვლელობას.

2018 წლის 11 აგვისტოს 06:30-11:20 საათის პერიოდში ჩატარებული შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ შემთხვევის ადგილზე- ნ----–-----ის რაიონ სოფელ ს-----ში ნანახი და ამოღებული იქნა სისხლისმაგვარი ლაქები, ს------ პ---------ის მობილური ტელეფონი, ს------ პ---------ის საფულე მასში მოთავსებული ნივთებით, ერთი ცალი მაჯის საათი, ორი ცალი მინის ბოთლი, ორი ცალი სათვალე, ჭურჭელი, ორი წყვილი ჩუსტი, ერთი ცალი ცული, სამი ცალი დანა, ერთი ღერი სიგარეტი, ერთი კოლოფი სიგარეტი ორი ღერით, პ---–- მ-------ის მობილური ტელეფონი, პ---–- მ-------ის საფულე მასში მოთავსებული ნივთებით, ა/მანქანიდან ამოღებული ნიკრონაწილაკები, ოთხი ცალი დანა, ანაწმენდები სამზარეულო ოთახიდან, რეზინის მაღალყელიანი ფეხსაცმელი.

2018 წლის 11 აგვისტოს 04:30-05:15 საათის პერიოდში ჩატარებული ბრალდებულის დაკავების და პირადი ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ გ-------------–---ის დაკავება მოხდა მის საცხოვრებელ სახლში როდესაც იგი რეცხავდა ჭურჭელს და მისგან პირადი ჩხრეკისას აღმოჩენილი და ამოღებული იქნა გ-------------–---ის სახელზე გაცემული ID ბარათი, მოკლე მკლავიანი მაისური ნაცრისფერი, ღია ფერის ჰორიზონტალური ზოლებით, რომელსაც აღენიშნებოდა სისხლისმაგვარი ლაქები.მოლურჯო ფერის ჯინსის შარვალი მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქებით. შავი ფერის ტყავის მაგვარი ქამარი, ვერცხლისფერი ჯვარი ჯაჭვით. მოშავო ფერის პირსახოცი, პოლიეთილენის პარკში მოთავსებული მათემატიკის ფურცელზე სომხურ ენაზე შესრულებული ნაწერით, ოც ლარიანი კუპიურა, კრიკეტის ფირმის მოშავო ფერის სანთებელა, 2 ცალი მოშავო ფერის წინდა, მოშავო ფერის ტყავისმაგვარი ფეხსაცმელი, მარჯვენა ფეხსაცმლის უკანა მხარეზე და მარცხენაზე აღენიშნებოდა მოწითალო ფერის ლაქები. აღნიშნული ნივთები და საგნები დაილუქა და შეიფუთა.

2018 წლის 11 აგვისტოს 09:00-09:40 საათის პერიოდში ჩატარებული ამოღების ოქმით დადგერნილია რომ ა-------------------ისგან ამოღებული იქნა ტანსაცმელი, რომელიც ეცვა შემთხვევის დღეს. დაილუქა FCI939703 ლუქით რაზეც გაკეთდა მონაწილე პირების ხელმოწერები, ასევე გადაღებული იქნა ფოტოსურათები რომელიც დაერთო ოქმს.

2018 წლის 11 აგვისტოს 09:46-10:00 საათის პერიოდში ჩატარებული ნიმუშის აღების ოქმით დადგენილია, რომ ექსპერტ-კრიმინალისტის მიერ მოწმისგან ა-------------------ისგან სპეციალური ხელის ნიმუშის აღების ხელსაწყოთი აღებული იქნა ა.პ----------ის ხელების და თითების ნიმუში, რომელიც დაილუქა შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის FCD7421-135 პაკეტში, რაზეც გაკეთდა მონაწილე პირების ხელმოწერა და თარიღი.

2018 წლის 11 აგვისტოს 10:50-10:28 საათის პერიოდში ჩატარებული ამოღების ოქმით დადგერნილია, რომ ე-------- ც---------ისგან ამოღებული იქნა მისი კუთვნილი ტანსაცმელი, მოხდა ფოტოგადაღება და სურათები დაურთო ოქმს. ამორებული ტანსაცმელი დაილუქა და ერთ პაკეტში ლუქით FCI439700 და ზედ გაკეთდა მონაწილე პირების ხელმოწერები.

2018 წლის 11 აგვისტოს 09:46-10:00 საათის პერიოდში ჩატარებული ნიმუშის აღების ოქმით დადგენილია, რომ ექსპერტ-კრიმინალისტის მიერ დაქტილობარათზე ამოღებული იქნა ე-------- ც---------ის ორივე თითების და ხელების ანაბეჭდები, რომელიც დაილუქა პაკეტში ლუქით FCD742136, ზედ გაკეთდა მონაწილე პირების ხელმოწერები.

2018 წლის 11 აგვისტოს 12:11-12:30 საათის პერიოდში ჩატარებული ამოღების ოქმით დადგერნილია, რომ ვ---- პ--–-----ისგან ამოღებული იქნა ტანსაცმელი, ამოღებისას გადაღებული იქნა ფოტოსურათები, რაც ერთვის ოქმს. ამოღებული ტანსაცმელი დაილუქა ერთ პაკეტად ლუქით FCI439697-ით.

2018 წლის 11 აგვისტოს 12:35-12:50 საათის პერიოდში ჩატარებული ნიმუშის აღების ოქმით დადგენილია, რომ ექსპერტ-კრიმინალისტის მიერ მოწმის ვ---- პ--–-----ისგან აღებული იქნა ხელის (თითების) ანაბეჭდები.

2018 წლის 11 აგვისტოს ჩატარებული ს------ პ---------ის გვამის სისხლის ნიმუშის აღების ოქმით დადგენილია, რომ ს------ პ---------ის გვამიდან სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის მიერ აღებული იქნა სისხლის ნიმუში, რომელიც მოთავსდა სპეციალურ N FCI388993 პაკეტში და დაილუქა.

2018 წლის 11 აგვისტოს ჩატარებული ს------ პ---------ის ხელების ფრჩხილების ნიმუშის აღების ოქმით დადგენილია, რომ ექსპერტის მიერ ს------ პ---------ის გვამის ორივე ხელის თითების ფრჩხილების ნიმუში, რომელიც მოთავსდა სპეციალურ N FCI388994 პაკეტში და დაილუქა.

2018 წლის 11 აგვისტოს ჩატარებული ს------ პ---------ის ხელის ანაბეჭდის ნიმუშის აღების ოქმით დადგენილია, რომ ს------ პ---------ის გვამის ორივე ხელიდან აღებული იქნა ხელის ანაბეჭდები ექსპერტის მიერ სპეციალურ დაქტილო ბარათზე. ბარათი მოთავსდა სპეციალურ პოლიეთილენის N FCD74192- პაკეტში და დაილუქა.

2018 წლის 11 აგვისტოს ჩატარებული პ---–- მ-------ის გვამის სისხლის ნიმუშის აღების ოქმით დადგენილია, რომ პ---–- მ-------ის გვამიდან სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის მიერ აღებული იქნა სისხლის ნიმუში, რომელიც მოთავსდა სპეციალურ N FCD848676 პაკეტში და დაილუქა.

2018 წლის 11 აგვისტოს ჩატარებული პ---–- მ-------ის ხელების ფრჩხილების ნიმუშის აღების ოქმით დადგენილია, რომ ექსპერტის მიერ პ---–- მ-------ის გვამის ორივე ხელის თითების ფრჩხილების ნიმუში, რომელიც მოთავსდა სპეციალურ N FCD848677პაკეტში და დაილუქა.

2018 წლის 11 აგვისტოს ჩატარებული პ---–- მ-------ის ხელის ანაბეჭდის ნიმუშის აღების ოქმით დადგენილია, რომ პ---–- მ-------ის გვამის ორივე ხელიდან აღებული იქნა ხელის ანაბეჭდები ექსპერტის მიერ სპეციალურ დაქტილო ბარათზე. ბარათი მოთავსდა სპეციალურ პოლიეთილენის N FCD741927 პაკეტში და დაილუქა.

2018 წლის 11 აგვისტოს 16:00-16:15 საათის პერიოდში ჩატარებული ამოღების ოქმით დადგენილია, რომ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტის დ-------------–---–ისგან, ნ----–-----ის პროზექტურის შენობიდან ამოღებული იქნა ს------ პ---------ის ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, შარვლის ჯიბიდან ამოღებული იქნა სამი ცალი ორ ლარიანი და ოთხი ცალი ერთლარიანი ლითონის მონეტა, ვერცხლისფერი ბეჭედი. ს------ პ---------ის ტანსაცმელი მოთავსდა სპეციალურ N FCI456768 პოლიეთილენის პაკეტში და დაილუქა. ს------ პ---------ის შარვლის ჯიბიდან ამოღებულიიქნა სამი ცალი ორ ლარიანი და ოთი ცალი ერთ ლარიანი ლითონის მონეტა, ვერცხლისფერ ბეჭედთან ერთად მოთავსდა სპეციალურ N FCD741930 პაკეტში და დაილუქა.

2018 წლის 11 აგვისტოს 16:20-16:37 საათის პერიოდში ჩატარებული ამოღების ოქმით დადგერნილია, რომ ნ----–-----ის პროზექტურის შენობიდან ექსპერტმა დ-------------–---–მა წარმოადგინა პ---–- მ-------ის ტანსაცმელი, რომელსაც აღენიშნება დაზიანებები და მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქები, შავი ფერის ბოტასები. ასევე ერთი ცალი ერთლარიანი და ერთი ცალი ორმოდცაათ თეთრიანი მონეტა, რომელიც ჰქონდა პ---–- მ-------ს შარვლის ჯიბეში. პ---–- მ-------ის ტანსაცმელი მოთავსდა სპეციალურ პოლიეთილენის N FCI456758 პაკეტში და დაილუქა. ერთი ცალი ერთ ლარიანი და ერთი ცალი ორმოცდაათ თეთრიანი მონეტა მოთავსდა სპეციალურ N FCD741926 პაკეტში და დაილუქა.

2018 წლის 11 აგვისტოს ჩატარებული სისხლის ნიმუშის აღების ოქმით დადგენილია, რომ შპს ,,უნიმედი სამცხე’’ ნ----–-----ის სამედიცინო ცენტრში, სადაც ექთან ე.ა--------ის მიერ 5 მილიგრამიან შპრიცში ე.ც---------ის, გ.მ----–---ის, ა.პ----------ის და ვ.პ--–-----ის მარჯვენა ხელებიდან ამოღებული იქნა სისხლი, რომელებიც შემდგომ დაილუქა პაკეტში ლუქით 32/6. ზედ გაკეთდა მონაწილე პირების ხელმოწერები.

2018 წლის 11 აგვისტოს 21:0--21:15 საათის პერიოდში ჩატარებული ნიმუშის აღების ოქმით დადგენილია, რომ ექსპერტ-კრიმინალისტის მიერ ხელის ნიმუშის აღების სპეციალური ხელსაწყოებით არებული იქნა გ-------------–---ის ხელის ანაბეჭდი.

2018 წლის 11 აგვისტოს ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტით ოქმით დადგენილია რომ გ-------------–---მა დაადასტურა მის მიერ მიცემული ჩვენების სისწორე. სადაც მიუთითა, თუ სად, როგორ და რა ვითარებაში მიაყენა სხეულის დაზიანებები ს------ პ---------სა და პ---–- მ-------ს.

2018 წლის 12 აგვისტოს 20:30-20:50 საათის პერიოდში ჩატარებული ამოღების ოქმით დადგენილია, რომ მ------- ა--------ისგან ამოღებული იქნა მისივე კუთვნილი ტანსაცმელი, ტანსაცმელს ვიზუალური დათვალიერებით მექანიკური დაზიანებების კვლები არ აღენიშნებოდა და არც სისხლის მაგვარი ლაქები. ტანსაცმელი დაილუქა ერთ პოლიეთილენის პაკეტად N FCI456760. ხსენებულ პაკეტზე გაკეთდა სათანადო ჩანაწერები და მონაწილე პირების ხელის მოწერები. გადაღებული ფოტო ცხრილი დაერთო ოქმს.

2018 წლის 13 აგვისტოს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით N657/05/9-3 დადგენილია, რომ გ-------------–---ის სხეულზე არსებული ნაჭდევები და სისხლნაჟღენთები მიყენებულია რაიმე მკვირივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და როგორც თითოეული ცალცალკე ასევე ყველა ერთად აღებული ეკუთვნის სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად.

2018 წლის 13 აგვისტოს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით N658/05/9-3 დადგენილია, რომ მ------- ა--------ის სხეულზე გარეგნული დათვალიერებით დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღენიშნებოდა.

2018 წლის 13 აგვისტოს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით N659/05/9-3 დადგენილია, რომ ა-------------------ის სხეულზე გარეგნული დათვალიერებით დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღენიშნებოდა.

2018 წლის 13 აგვისტოს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით N660/05/9-3 დადგენილია, რომ ვ---- პ--–-----ის სხეულზე გარეგნული დათვალიერებით დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღენიშნებოდა.

2018 წლის 13 აგვისტოს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით N661/05/9-3 დადგენილია, რომ ე-------- ც---------ის სხეულზე გარეგნული დათვალიერებით დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღენიშნებოდა.

2018 წლის 23 აგვისტოს ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დადგენილია, რომ ე-------- ც---------მა დაადასტურა მის მიერ მიცემული ჩვენების სისწორე.

2018 წლის 25 აგვისტოს ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტით ოქმით დადგენილია რომ ვ---- პ--–-----მა დაადასტურა მის მიერ მიცემული ჩვენების სისწორე.

2018 წლის 05 სექტემბერს ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტით ოქმით დადგენილია რომ მ------- ა--------მა დაადასტურა მის მიერ მიცემული ჩვენების სისწორე.

2018 წლის 06 სექტემბერს ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტით ოქმით დადგენილია რომ ა-------------------მა დაადასტურა მის მიერ მიცემული ჩვენების სისწორე.

2018 წლის 05 ოქტომბრის ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით N006944218 დადგენილია, რომ ექსპერტიზის წინაშე გამოსაკვლევად წარდგენილი 2 (ორი) ცალი მოწყობილობიდან, თითოეული მათგანი არის ერთმანეთთან დაკავშირებული მექანიზმთა ჯგუფი, რომლებიც ოპერაციული სისტემის მეშვეობით ამუშავებენ მონაცემებს, ასევე მათ გააჩნიათ შიდა მეხსიერება. მათი მეშვეობით შესაძლებელია ,,GSM’’ ზარების განხორციელება, მოკლე ტექსტური შეტყობინების მიღება და გაგზავნა, ინტერნეტთან დაკვშირება, ვიდეო, ფოტო დააუდიო მასალების ჩაწერა, მიღება, გაგზავნა და სხვა. აღნიშნულიდან გამომდინარე მოწყობილობები, წარმოადგენენ კომპიუტერულ სისტემებს, კერძოდ: ტელეფონებს და აღნიშნულიდან გამომდინარე ორივე ვარგისია დანიშნულებისამებრ ექსპლუატაციისათვის. N1 ტელეფონიდან და მასში მოთავსებული N1 სიმ ბარათიდან ამოღებული არსებული ინფორმაცია გადატანილი იქნა საქაღალდეში სახელწოდებით ,,PhoneN1’’ რომელიც დაარქვივებულ იქნა პროგრამა ,,WinRar’’-ის გამოყენებით ფაილის სახელწოდებით ,,PhoneN1.rar’’ (ზომა 11,168,838 ბაიტი). აღნიშნული შემდგომ ჩაწერილი იქნა ,,Verbatim’’-ის წარმოების დისკზე სერიული ნომრით ,,6281514-REE23349’’.N2 ტელეფონიდან ამოღებული არსებული ინფორმაცია გადატანილიიქნა საქაღალდეში სახელწოდებით ,,PhoneN2’’ რომელიც დაარქვივებულ იქნა პროგრამა ,,WinRar’’-ის გამოყენებით ფაილის სახელწოდებით ,,PhoneN2.rar’’ (ზომა 9,042,756 ბაიტი) აღნიშნული შემდგომ ჩაწერილი იქნა ,,Verbatim’’-ის წარმოების დისკზე სერიული ნომრით ,,6281514-REE23348’’.

2018 წლის 26 სექტემბრის ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით N100-324318 დადგენილია, რომ ქიმიურ-ტოქსიკოლოგიურ ექსპერტიზაზე წარდგენილ ,,გ-------------–---ის, აპეტნაკ პოდისიანის, ვ---- პ--–-----ის და ე-------- ც---------ის სისხლის ნომუშებში’’ არ აღმოჩნდა ეთილის სპირტი. ქიმიურ-ტოქსიკოლოგიურ ექსპერტიზაზე წარდგენილ ,,გ-------------–---ის, აპეტნაკ პოდისიანის, ვ---- პ--–-----ის და ე-------- ც---------ის სისხლის ნომუშებში’’ არ აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალებები, ფსიქოტროპული და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები: ოპიატები, ბუპრენორფინი, ტეტრაჰიდროკანაბინოლი, მეთადონი, კოკაინი, ამფეტამინი, მეტამფეტამინი; ბარბიტურის მჟავასა და ბენზოდიაზეპინის ნაწარმი ნივთიერებები, ტრიციკლური ანტიდეპრესანტი, MDPV, 25I-NBOMe.

2018 წლის 01 ოქტომბრის ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით N006841318 დადგენილია, რომ გ-------------–---ი ფსიქიკურად დაავადებული არ არის, ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩდენის დროს გ-------------–---ი ფსიქიკურად დაავადებული არ იყო და მას შეეძლო გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შერაცხადობა). თავისი ფსიქიკური მდგომარეობით გ-------------–---ს შეუძლია ანგარიშ გაუწიოს თავს და უხელმძღვანელოს მას, მისცეს სწორი ჩვენება და მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებებში. გ-------------–---ი რაიმე ფსიქიკური აშლილობით, რომელიც ხელს შეუშლიდა სასჯელის მოხდას, დაავადებული არ არის. გ-------------–---ს აქვს გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი. გ-------------–---ი იძულებით ან არანებაყოფლობით სტაციონალურ ფსიქიატრიულ დახმარებას არ საჭიროებს. გ-------------–---ს არ აქვს ფსიქიკური ნაკლი. გ-------------–---ი მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს არ იმყოფებოდა ფიზიოლოგიური აფექტის მდგომარეობაში. გ-------------–---ი დანაშაულის ჩადენის დროს არ იმყოფებოდა სხვა არაპათოლოგიურ ემოციურ მდგომარეობაში, რომელსაც შეეძლო არსებითი გავლენა მოეხდინა ბრალდებულის ცნობიერებაზე და ქცევაზე.

2018 წლის 18 ოქტომბრის ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით N57/05/9-1 დადგენილია, რომ 1. პ---–- მ-------ის გვამს აღენიშნებოდა I. ყელის არეში ნაკვეთი-ნაჩხვლეტი ჭრილობა; II. მარჯვენა შუა აქსილარულ ხაზზე ნეკნთა რკალის დაბლა ნაკვეთი-ნაჩხვლეტი ხასიათის ჭრილობა წვრილი ნაწლავების დაზიანებით. III. მეორე ჭრილობის 2 სმ-ით ზემოთ ნაკვეთი-ნაჩხვლეტი ჭრილობა ღვიძლის დაზიანებით. IV. წელის მარჯვენა არეში ნაკვეთი-ნაჩხვლეტი ჭრილობა; V. მარცხენა დუნდულოს ზემო შიგნითა კვადრატში ნაკვეთი-ნაჩხვლეტი ჭრილობა. მრავლობითი ნაჭდევები და სისხლნაჟღენთები სხეულზე. აქედან ნაკვეთი-ნაჩხვლეტი ჭრილობები მიყენებულია რაიმე მჭრელი მჩხვლეტავი საგნის მოქმედებით, ხოლო ნაჭდევები და სისხლნაჟღენთები მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით. აქედან II და III ჭრილობები ეკუთვნის სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანების გამო, ხოლო I, IV და V ჭრილობები ეკუთვნის სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოშლით, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის გამო, ხოლო ნაჭდევები და სისხლნაჟღენთები როგორც თითოეული ცალცალკე ასევე ყველა ერთად აღებული ეკუთვნის სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით აღნიშნული დაზიანებები მიყენებულია სიკვდილამდე უახლოეს მომენტში.

2. პ---–- მ-------ის სიკვდილის მიზეზია მწვავე ზოგადი ანემია ღვიძლის, წვრილი ნაწლავებისა და ასევე სხეულზე არსებული მრავლობითი ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობების შედეგად განვითარებული. სიკვდილისდადგომიდან გვამის გამოკვლევამდე გასულია არა ნაკლებ 2-4 საათისა და არა უმეტეს 12-14 საათისა.

3. დაზიანებები მიყენებულია თუა არა ერთი და იგივე იარაღით ამისათვის მიზანსეწონილია იმ ტანსაცმლის გამოკვლევა რომელიც ეცვა დაზარალებულს დაზიანების მიყენების მომენტში.

4. სისხლის ქიმიური გამოკვლევით მასში აღმოჩნდა 2,96% ეთილის სპირტი, ხოლო ნარკოტიკები და ფსიქოტროპული ნივთიერებები არ აღმოჩნდა.

5. ს------ პ---------ის და პ---–- მ-------ის სხეულზე არსებული დაზიანებები მიყენებულია თუა არა ერთი და იგივე საგნით ამისათვის მიზანშეწონილია იმ ტანსაცმლების გამოკვლევა რომლებიც ეცვათ დაზარალებულებს დაზიანების მიყენების მომეტში.

2018 წლის 18 ოქტომბრის ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით N56/05/9-1 დადგენილია, რომ 1. ს------ პ---------ს გვამს აღენიშნებოდა I. მარცხენა ბარძაყის ქვემო მესამედის წინა ზედაპირზე ნაკვეთი-ნაჩხვლეტი ჭრილობა; II. ყელის წინა ზედაპირზე მარცხნივ ნაკვეთი-ნაჩხვლეტი ჭრილობა; III. კისრის მარცხენა გვერდით ზედაპირზე შუა მესამედში ნაკვეთი-ნაჩხვლეტი ჭრილობა; IV.მარჯვენა ძუძუს ოდნავ ქვემოთ ნაკვეთი-ნაჩხვლეტი ჭრილობა ფილტვის დაზიანებით; V. მარჯვენა შუა აქსილარულ ხაზზე II-III ნაკნების საპროექციოდ ნაკვეთი-ნაჩხვლეტი ჭრილობა ფილტვისა და მარჯვენა წინა გულის დაზიანებით; VI. მარჯვენა მხარის ზემო მესამედის წინა მედიალურ ზედაპირზე აღენიშნება ნაკვეთი-ნაჩხვლეტი ჭრილობა; VII. მუცლის მარცხენა ქვემო არეში წინა აქსილარულ ხაზზე ნაკვეთი-ნაჩხვლეტი ჭრილობა წვრილი ნაწლავის დაზიანებით; VIII. მარცხენა ქვემო მესამედის უკანა ზედაპირზე ნაკვეთი-ნაჩხვლეტი ჭრილობა; IX. მარჯვენა ბეჭის ხაზსა და მარჯვენა პარავერტებრალურ ხაზებს შორის IV-V ნეკნების საპროექციოდ აღენიშნება განივრად მდებარე ნაკვეთი-ნაჩხვლეტი ჭრილობა ფილტვის დაზიანებით; X. მარჯვენა წინამხრის ზემო მესამედის უკანა ზედაპირზე არენიშნება მოწითალო ფერის უფუფხო ნაჭდევი; XI. ცხვირის ზურგზე მოწითალო ფერის უფუფხო ნაჭდევი; XII. მარცხენა წინამხრის ზემო მესამედის მედიალურ ზედაპირზე მოწითალო ფერის უფუფხო ნაჭდევი; XIII. მარჯვენა წინამხრის მედიალურ ზედაპირზე სიგრძივად მდებარე ხაზოვანი ფორმის მოწითალო ფერის უფუფხო ნაჭდევები; XIV. წელის მარჯვენა არეში აღენიშნება მოწითალო მოლურჯო ფერის სისხლნაჟღენთი. აღნიშნული ნაკვეთი-ნაჩხვლეტი ჭრილობები მიყენებულია რაიმე მჭრელი მჩხვლეტავი საგნის მოქმედებით, ხოლო ნაჭდევები და სისხლნაჟღენთები მიყენებულია რაიმე მკვირივი ბლაგვი საგნის მოქმედებით. აქედან დაზიანებები: I, II, III, VI, VIII დაზიანებები ეკუთვნის სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოშლით, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის გამო; დაზიანებები: IV, V, VII, IX - ეკუთვნის ეკუთვნის სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოშლით, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის გამო, ხოლო ნაჭდევები და სისხლნაჟღენთები მიყენებულია რაიმე მკვირივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და ეკუთვნის სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით აღნიშნული დაზიანებები მიყენებულია სიკვდილამდე უახლოეს მომენტში.

2. ს------ პ---------ის სიკვდილის მიზეზია მწვავე ზოგადი ანემია მარჯვენა წინა გულის, მარჯვენა ფილტვის, წვრილი ნაწლავის ნაკვეთი-ნაჩხვლეტი ჭრილობებისა და ასევე სხეულზე არსებული მრავლობითი ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობების შედეგად განვითარებული.სიკვდილის დადგომიდან გვამის გამოკვლევამდე გასულია არა ნაკლებ 2-4 საათისა და არა უმეტეს 12-14 საათისა.

3. დაზიანებები მიყენებულია თუ არა ერთი და იგივე იარაღით ამისათვის მიზანშეწონილია იმ ტანსაცმლის გამოკვლევა რომელიც ეცვა დაზარალებულს დაზიანების მიყენების მომენტში.

4. სისხლის ქიმიური გამოკვლევით მასში აღმოჩნდა 2,59% ეტილის სპირტი, ხოლო არკოტიკები და ფსიქოტროპული ნივთიერებები არ აღმოჩნდა.

5. ს------ პ---------ის და პ---–- მ-------ის სხეულზე არსებული დაზიანებები მიყენებულია თუა არა ერთი და გივე საგნით ამისათვის მიზანშეწონილია იმ ტანსაცმლების გამოკვლევა რომლებიც ეცვათ დაზარალებულებს დაზიანების მიყენების მომეტში.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან, მხარეებმა ზემოარნიშნული მტკიცებულებები სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

განსახილველ საქმეში სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ გ-------------–---ის მიერ ნამდვილად ჰქონდა ორი პირის მკვლელობის განზრახვას ადგილი. სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა,, პუნქტით კანონმდებელი განზრახ მკვლელობის დამამძიმებელ გარემოებად მიიჩნევს ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობას. ეს ნიშანი გულისხმობს ორი ან მეტი დაზარალებულისათვის სიცოცხლის მოსპობას ერთდროულად ან დროის მცირე მონაკვეთში. მნიშვნელოვანია ისიც, რომ დამნაშავე უნდა მოქმედებდეს ერთიანი განზრახვით. შესაბამისად, ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს ორი პირის განზრახ მკვლელობით.

მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და გ-------------–---ის მოწმის სახით სასამართლოსათვის მიცემული ჩვენების ობიექტური ანალიზი მიუთითებს გ-------------–---ის მიერ ორი პირის მკვლელობის ერთიან განზრახვაზე. ბრალდებული თავის ჩვენებაში აღნიშნავს, რომ დაუპატიჟებლად სუფრაზე შესწრებული ორი პიროვნებიდან ერთი - პ---–- მ-------ი უწმაწური სიტყვებით და ჟარგონებით ლაპარაკობდა, მან შენიშვნა მისცა შეეწყვიტა ქურდული ჟარგონებით საუბარი რადგან ოჯახისთვის პატივი ეცა. მიუხედავად აღნიშნულისა მან გააგრძელა მსგავსი საუბარი სუფრის წევრებთან. ამ ქმედებისთვის მას ასევე შენიშვნა მისცა მისივე თანმხლებმა ს------ პ---------მა მას შემდეგ რაც გაიხმო გარეთ. სუფრასთან დაბრუნებულ პირებს ბრალდებულმა შესთავაზა მეგობრობის სადღეგრძელო და მოუწოდა თავისი ჯარისკაცი მეგობრის სადღეგრძელო შეესვათ. ს------ პ---------ს არ მოეწონა წარმოთქმული სადღეგრძელო სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლების მიმართ მისი შეხედულებების გამო და შენიშვნა მისცა ბრალდებულს, გ-------------–---ი გაბრაზდა, მაგიდაზე მუშტი დაარტყა და აატრიალა. ს------ პ---------მა და პ---–- მ-------მა დაიწყეს ფიზიკური პატირისპირება გ-------------–---თან. ჩხუბის დროს გ-------------–---ს ს------ პ---------მა სკამი ჩაარტყა ზურგის არეში. გ-------------–---მა აიღო დანა სამზარეულოს მაგიდიდან და ჯერ პ---–- მ-------ს მიაყენა სხეულის მრავლობითი დაზიანებები ოთახშივე, ხოლო ს------ პ---------ს დაედევნა და ეზოს კარის ჭიშკართან მიაყენა სხეულის დაზიანებები. მიყენებული ჭრილობების შედეგად ს------ პ---------ი და პ---–- მ-------ი გარდაიცვალნენ.

სასამართლო ვერ გაიზიარებს გ-------------–---ის მითითებას, რომ მას თავს დაესხნენ, სკამის დარტყმის შედეგად იგი გაითიშა და ვერ აცნობიერებდა ქმედებებს, ვინაიდან, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გ-------------–---ის სხეულზე არსებული დაზიანებები ეკუთვნის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხოლო სასამართლო ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გ-------------–---ი მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს არ იმყოფებოდა ფიზიოლოგიური აფექტის მდგომარეობაში. ასევე არ იმყოფებოდა სხვა არაპათოლოგიურ ემოციურ მდგომარეობაში, რომელსაც შეეძლო არსებითი გავლენა მოეხდინა ბრალდებულის ცნობიერებაზე და ქცევაზე. ს------ პ---------ისა და პ---–- მ-------ის მიერ გ-------------–---ის სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენების განზრახვის არსებობის შემთხვევაში, ისინი შესძლებდნელ განზრახვის სისრულეში მოყვანას, ვინაიდან პ---–- მ-------ს ასევე ჰქონდა დანა და გარდაცვლილების მხარეს იყო ფიზიკური უპირატესობა. ის ფაქტი, რომ გარდაცვლილებს აღენიშნებათ მრავლობითი დაზიანებები სხეულზე, რამაც მათი გარდაცვალება გამოიწვია, ხოლო ბრალდებულს სხეულზე აღენიშნება მსუბუქი ხარისხის დაზიანებები, რაც ადასტურებს გარდაცვლილებთან ფიზიკურ დაპირისპირებას. შესაბამისად, სასამართლოს დასკვნა გ-------------–---ის მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენის თაობაზე, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც იძლევა ბრალდებულ გ-------------–---ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველს წარდგენილ ბრალდებაში.

სასამართლო აღნიშნავს, იმისათვის, რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება ფაქტის არსებობა, შემდეგ უნდა არსებობდეს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდება ბრალდებულის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება უკვე ქმედების სამართლებრივი შეფასება, ანუ რამდენად სწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას.

განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ძირითადი პრინციპებით და ნორმებით. საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის თანახმად: ,,დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.“ საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.

საქართველოს სისხლის სამართლოს საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანხმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ მოპოვებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურა ბრალდებულის ბრალეულობა წარდგენილ ბრალდებაში.

სასამართლომ შეაფასა თითოეული მტკიცებულება ცალ-ცალკე, მათი თანხვედრა დანარჩენ მტკიცებულებებთან და გამოიტანა შესაბამისი დასკვნა, რომ ბრალდებულმა გ-------------–---მა ჩაიდინა ორი პირის განზრახ მკვლელობა.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები

გ-------------–---ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია, ბრალდებული ინანიებს ჩადენილ ქმედებას.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.

გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე და ბრალდებულის პიროვნება.

ამდენად, დამნაშავე პირის რესოციალიზაციისათვის, ასევე საზოგადოებრივი ცხოვრების დაცვის აუცილებლობიდან და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, აგრეთვე, ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის აუცილებელია გ-------------–---ს დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის თავისუფლების აღკვეთა 17 წლით.

 

ნივთიერი მტკიცებულება:

2 ცალი CD დისკი დალუქული ერთ პაკეტად FCI 0052735 ლუქით; 1 ცალი CD დისკი დალუქული ერთ პაკეტად FCI 0052733 ლუქით; 2 ცალი DVD დისკი დალუქული ერთ პაკეტად FCI 0052737 ლუქით; 1 ცალი DVD დისკი დალუქული ერთ პაკეტად FCI 0052736 ლუქით; შენახულ იქნეს საქმესთან ერთად საქმის შენახვის ვადით;

შემთხვევის ადგილიდან ამოღებული პ---–- მ-------ის საფულე ნივთებით, სათვალე, ,,ჰ------ს" ფირმის მობილური ტელეფონი, პ---–- მ-------ის ჯიბიდან ამოღებული ხურდა ფული, პ---–- მ-------ის ტანსაცმელი დალუქული ერთ ფუთად, დაუბრუნდეს დაზარალებულის უფლებამონაცვლეს ი----- მ-------ს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

ს------ პ---------ის ტანსაცმელი დალუქული ერთ ფუთად, ერთი ცალი ბეჭედი, სათვალე, შავი ფერის მობილური ტელეფონი, მაჯის საათი და ფული დაუბრუნდეს დაზარალებულის უფლებამონაცვლეს ვ---------- პ---------ს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

გ-------------–---ის ტანსაცმელი-დალუქული ერთ ფუთად, შემთხვევის ადგილდან ამოღებული კომუფლირებული ქურთუკი დალუქული ერთ ფუთად, ერთი წყვილი რეზინის მაღალყელიანი ფეხსაცმელი საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს გ-------------–---ს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

ა-------------------ის, მ------- ა--------ის, ე-------- ც---------ის, ვ---- პ--–-----ის ტანსაცმელი დალუქული ერთ ფუთად საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მათ მესაკუთრეებს.

ავტომანქანა „ვაზ 2106“-დან ამოღებული მიკრონაწილაკები დალუქული FCD 848558 ლუქით, ა-------------------ის ხელის თითების ანაბეჭდები; ვ---- პ--–-----ის ხელის თითების ანაბეჭდები; ე-------- ც---------ის ხელის თითების ანაბეჭდები; გ-------------–---ის ხელის თითების ანაბეჭდები; პ---–- მ-------ის ხელის თითების ანაბეჭდები; ს------ პ---------ის ხელის თითების ანაბეჭდები; შ/ადგილის დათვალიერებისას ამოღებული სისხლისმაგვარი ლაქები - დალუქული ცალ-ცალკე ორ ფუთად; შ/ადგილდან ამოღებული სიგარეტის ღერი; შ/ადგილდან ამოღებული სისხლისმაგვარი ანაწმენდები; ს------ პ---------ის ფრჩხილების ნიმუში; პ---–- მ-------ის ფრჩხილების ნიმუში; ს------ პ---------ის სისხლის ნიმუში; პ---–- მ-------ის სისხლის ნიმუში ; გ-------------–---ის სისხლის ნიმუში; ა-------------------ის სისხლის ნიმუში; ვ---- პ--–-----ის სისხლის ნიმუში; შ/ადგილიდან ამოღებული ორი წყვილი ჩუსტი; შ/ადგილიდან ამოღებული სიგარეტის კოლოფი ღერებით; შ/ადგილიდან ამოღებული ცული; შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ჭურჭელი; შემთხვევის ადგილიდან ამოღებული მინის ბოთლი; შ/ადგილიდან ამოღებული მინის ბოთლი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ-------------–---ი (პ/ნ3----------) ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 17 (ჩვიდმეტი) წლის ვადით.

2. გ-------------–---ის (პ/ნ3----------) მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს მისი ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან 2018 წლის 11 აგვისტოდან.

3. ნივთიერი მტკიცებულება:

2 ცალი CD დისკი დალუქული ერთ პაკეტად FCI 0052735 ლუქით; 1 ცალი CD დისკი დალუქული ერთ პაკეტად FCI 0052733 ლუქით; 2 ცალი DVD დისკი დალუქული ერთ პაკეტად FCI 0052737 ლუქით; 1 ცალი DVD დისკი დალუქული ერთ პაკეტად FCI 0052736 ლუქით; შენახულ იქნეს საქმესთან ერთად საქმის შენახვის ვადით;

შემთხვევის ადგილიდან ამოღებული პ---–- მ-------ის საფულე ნივთებით, სათვალე, ,,ჰ------ს" ფირმის მობილური ტელეფონი, პ---–- მ-------ის ჯიბიდან ამოღებული ხურდა ფული, პ---–- მ-------ის ტანსაცმელი დალუქული ერთ ფუთად, დაუბრუნდეს დაზარალებულის უფლებამონაცვლეს ი----- მ-------ს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

ს------ პ---------ის ტანსაცმელი დალუქული ერთ ფუთად, ერთი ცალი ბეჭედი, სათვალე, შავი ფერის მობილური ტელეფონი, მაჯის საათი და ფული დაუბრუნდეს დაზარალებულის უფლებამონაცვლეს ვ---------- პ---------ს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

გ-------------–---ის ტანსაცმელი-დალუქული ერთ ფუთად, შემთხვევის ადგილდან ამოღებული კომუფლირებული ქურთუკი დალუქული ერთ ფუთად, ერთი წყვილი რეზინის მაღალყელიანი ფეხსაცმელი საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს გ-------------–---ს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

ა-------------------ის, მ------- ა--------ის, ე-------- ც---------ის, ვ---- პ--–-----ის ტანსაცმელი დალუქული ერთ ფუთად საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მათ მესაკუთრეებს.

ავტომანქანა „ვაზ 2106“-დან ამოღებული მიკრონაწილაკები დალუქული FCD 848558 ლუქით, ა-------------------ის ხელის თითების ანაბეჭდები; ვ---- პ--–-----ის ხელის თითების ანაბეჭდები; ე-------- ც---------ის ხელის თითების ანაბეჭდები; გ-------------–---ის ხელის თითების ანაბეჭდები; პ---–- მ-------ის ხელის თითების ანაბეჭდები; ს------ პ---------ის ხელის თითების ანაბეჭდები; შ/ადგილის დათვალიერებისას ამოღებული სისხლისმაგვარი ლაქები - დალუქული ცალ-ცალკე ორ ფუთად; შ/ადგილდან ამოღებული სიგარეტის ღერი; შ/ადგილდან ამოღებული სისხლისმაგვარი ანაწმენდები; ს------ პ---------ის ფრჩხილების ნიმუში; პ---–- მ-------ის ფრჩხილების ნიმუში; ს------ პ---------ის სისხლის ნიმუში; პ---–- მ-------ის სისხლის ნიმუში ; გ-------------–---ის სისხლის ნიმუში; ა-------------------ის სისხლის ნიმუში; ვ---- პ--–-----ის სისხლის ნიმუში; შ/ადგილიდან ამოღებული ორი წყვილი ჩუსტი; შ/ადგილიდან ამოღებული სიგარეტის კოლოფი ღერებით; შ/ადგილიდან ამოღებული ცული; შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ჭურჭელი; შემთხვევის ადგილიდან ამოღებული მინის ბოთლი; შ/ადგილიდან ამოღებული მინის ბოთლი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილი