განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 200100119002873292
N1/62-19
განაჩენი
საქართველოს სახელით
თელავის რაიონული სასამართლო
27 მარტი 2019 წელი თელავი
მოსამართლე: მამუკა წიკლაური
სხდომის მდივანი: შორენა მარგალიტაშვილი
სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა
ბრალდების მხარე:
სახელმწიფო ბრალმდებელი, კ-------------–----------------------------------–--ის პროკურორი - ე-–------------–---–ი
დაცვის მხარე:
ადვოკატი - ნ-------------–---–ი
ბრალდებული: ზ------ ჩ----–---–ი
მამის სახელი: გ-------
დაბადებული: 1----------- წელი
პირადი ნომერი: 4----------
მოქალაქეობა: საქართველო
განათლება: ს-–----–--
ოჯახური მდგომარეობა: ქორწინებაში მყოფი
ნასამართლეობა: ნასამართლობის არმქონე
რეგისტრირებული: ქ.ყვარელი, ფ----------ის დასახლება
მცხოვრები: ქ.ყვარელი, ფ----------ის დასახლება.
კვალიფიკაცია: 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილები - ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე და მძიმე დაზიანება გამოიწვია.
აღწერილობით_სამოტივაციო ნაწილი
სასამართლომ დაადგინა:
1. 2018 წლის 20 სექტემბერს, დაახლოებით 11:30 საათზე, ახმეტა-თელავი-ბ------–--ის საავტომობილო გზაზე, ბ------–--ის მიმართულებით მოძრაობდა „მერსედესის“ მარკის მიკროავტობუსი, სახელმწიფო ნომრით Z--------, რომელსაც მართავდა ზ------ ჩ----–---–ი.
2. გურჯაანის რაიონის სოფელ ა--–--ის მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრაობის დროს, მძღოლმა ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხოდ მართვა, დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 33-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნები და შეეჯახა საპირისპირო სავალ ნაწილზე მოძრავ შ-------------–---–ის მართვის ქვეშ მყოფ „ფორდის“ მარკის ავტომანქანას, სახელმწიფო ნომრით S------. შედეგად „ფორდის“ მარკის ავტომანქანების მგზავრებიდან ვ--------------ემ მიიღო ნაკლებად მძიმე დაზაინება, ხოლო ა-–------------------–-–---–მა მძიმე ხარისხის დაზიანება.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
3. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები გარდა ბრალდებულის აღიარებისა, დასტურდება მხარებს შორის შეთანხმებული შემდეგი მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, დაზარალებულების გამოკითხვის ოქმებით, მოწმეების გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, სისხლის ნიმუშის აღების ოქმებით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით, ტრანსოლოგიურ-ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით, ნივთიერი მტკიცებულებითა და სისხლის სამართლის საქმეში არსებული სხვა დოკუმენტაციით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” პუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, ვინაიდან მხარეები დაეთანხმნენ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებსა და გარემოებებს.
სამართლებრივი შეფასება:
4. ამდენად, აღნიშნული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზიდან გამომდინარე სასამართლომ დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ზ------ ჩ----–---–მა ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე და მძიმე დაზიანება გამოიწვია, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილებით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
5. სასამართლოს ბრალდებულ ზ------ ჩ----–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად მიაჩნია ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის შემდეგ გამოხატული ქცევები, მისი აღიარება და თანამშრომლობა გამოძიების ორგანოებთან. ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება საქმის მასალების მიხედვით არ გააჩნია.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
6. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში იღებს ჩადენილი დანაშაულის საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს, დამნაშავის პიროვნებას, მის ქცევას დანაშაულის ჩადენის შემდედ, მისი ბრალის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს.
7. სასამართლო აქვე განმარტავს, იმის გათვალისწინებით, რომ ზ------ ჩ----–---–ს ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, მას სასჯელი უნდა დაენიშნოს ამ მუხლის ყველაზე მძიმე ნაწილებით, რადგან კონკრეტულ შემთხვევაში აღნიშნული მუხლების მძიმე ნაწილები მოიცავს წინა ნაწილებით გათვალისწინებულ ქმედებას.
8. აღნიშნულის და დანაშაულის ჩადენის მიზნის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია რომ ბრალდებულ ზ------ ჩ----–---–ის მიმართ სასჯელის მიზნების მიღწევას, კერძოდ, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, სამართლიანობის აღდგენასა და ბრალდებულის შემდგომ რესოციალიზაციას, უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა, რომლის ოდენობაც ბრალდებულის პიროვნებისა და შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით უნდა განისაზღვროს.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-260-ე, 269-ე 272-274-ე, 277-278-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
9. ზ------ ჩ----–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახით დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 03(სამი) წლით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 03(სამი) წელი.
10. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 41-ე, 43-ე მუხლების საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით 01(ერთი) წლით ჩამოერთვას, საქმიანობის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
11. ზ------ ჩ----–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაოს გაუქმდეს და ყადაღა მოეხსნას ზ------ ჩ----–---–ის მიმართ შეფარდებული გირაოს უზრუნველყოფის მიზნით, თელავის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 26 თებერვლის განჩინებით დაყადაღებულ ზ------ ჩ----–---–ის (პირადი N4----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას.
12. ნივთიერი მტკიცებულებები - „ფორდის“ მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით S------, რაც ხელწერილით ჩაბარდა შ-------------–---–ს და „მერსედესის“ მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით Z--------, რაც ხელწერილით ჩაბარდა ზ------ ჩ----–---–ს, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელებს.
13. ზ------ ჩ----–---–ის და შ-------------–---–ის სისხლის ნიმუშები, რაც გადაგზავნილია ქიმიურ ექსპერტიზაზე, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
14. განაჩენი გამოცხადებისთანავე შედის კანონიერ ძალაში და მიექცევა აღსასრულებლად.
15. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 01(ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მამუკა წიკლაური