გადაწყვეტილება

სამოქალაქო 18.02.2019
საქმის ნომერი
330210018002620053
კატეგორია
დავის ტიპი
შრომის სამართლებრივი დავები
თარიღი
18.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/26097-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

18 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ხათუნა ჯინორია

სხდომის მდივანი ირაკლი გამსახურდია

მოსარჩელე შპს „ნ---------------–--ი“

წარმომადგენელი გ----------------–---–ი

მოპასუხე საქართველოს რე-------–----ი გა------------ა და ინფ-------------------ს სა------------ საქართველოს სა------------–ო გზ---ს დე------------ი

წარმომადგენელი ხ-----------–---, ს--–--------------

დავის საგანი თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. საქართველოს რე-------–----ი გა------------ა და ინფ-------------------ს სა------------ საქართველოს სა------------–ო გზ---ს დე------------ს დაეკისროს შპს „ნ---------------–--ის“ სასარგებლოდ 88 160.75 ლარის გადახდა.

 

სარჩელის საფუძვლად მითითებულია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

2011 წლის 16 ნოემბერს შპს „ნ---------------–--სა“ და სა------------–ო გზ---ს დე------------ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება თე------–---ს სათხილამურო კომპლექსთან მისასვლელი სა------------–ო გზის მე-2 ეტაპის სამშენებლო სამუშაოების განხორციელების შესახებ.

 

ხელშეკრულების ფარგლებში კომპანიამ შეასრულა 1 763 215 ლარის სამუშაოები, შესრულებული სამუშაოების პარალელურად სა------------–ო გზ---ს დე------------მა ხარისხის დაცვის 5%-ის მიზნით დააკავა თანხები შემდეგი პროპორციული შეფარდებით: 2011 წლის 26 ნოემბერს 47 312.10 ლარის ოდენობით და 2011 წლის 16 დეკემბერს - 40 848.65 ლარის ოდენობით.

 

სა------------–ო გზ---ს დე------------ის 10.11.2017 და 25.25.2018 წერილებით დასტურდება, რომ დღეის მდგომარეობით 2011 წლის 16 ნოემბრის ხელშეკრულება გაუქმებულია 2012 წლის 28 დეკემბრის N2--- საქართველოს მთავრობის განკარგულებით.

 

მიუხედავად იმისა, რომ სადავო არ არის შესრულებული სამუშაოს მოცულობა და ხარისხი მოპასუხეს შპს „ნ---------------–--ის“ სასარგებლოდ ასანაზღაურებელი აქვს 88 160. 75 ლარი.

 

2017 წლის 19 ივლისის წერილით შპს „ნ---------------–--ი“ საქართველოს რე-------–----ი გა------------ და ინ--------------------ს სამინისტროდან ითხოვს მისი კუთვნილი დავალიანების ანაზღაურებას, როგორც თე------–---ს სათხილამურო კომპლექსთან მისასვლელი გზის სამუშაოებისათვის დაკავებული ხარისხის 5%-ის ანუ - 88 160.75 ლარის ანაზღაურებას, ასევე მესტია-უშგულის მიმართულებით სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულების დროს დაკავებული ხარისხის 5%-ის ანაზღაურებას - 644 461.50 ლარის ოდენობით.

 

2017 წლის 10 ნოემბრის სა------------–ო გზ---ს დე------------ის პასუხით მართალია, აღიარებულია თე------–---ს სათხილამურო კომპლექსთან მისასვლელი გზის დაკავებული ხარისხის 5%-ის ანუ 88 160.75 ლარის არსებობა, თუმცა დავალიანების გადაუხდელობის მიზეზად მითითებულია ის გარემოება, რომ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს მთავრობის N2--- განკარგულებით ძალადაკარგულად გამოცხადდა თე------–---ს სათხილამურო კომპლექსთან მისასვლელი სამუშაოების განხორციელების მიზანშეწონილობა, რაც მოპასუხის აზრით საფუძველს აცლის არსებული დავალიანების გადახდის ვალდებულებას.

 

იგივე შინაარსის პასუხი იქნა გაცემული 2017 წლის 10 ნოემბრის, 2018 წლის 19 თებერვლის და 2018 წლის 25 მაისის წერილებში, სადაც მართალია აღიარებულია დავალიანების არსებობა, თუმცა მოპასუხე მაინც უარს აცხადებს დავალიანების ანაზღაურებაზე.

 

2018 წლის 11 აპრილს სა------------–ო გზ---ს დე------------სა და შპს „ნ---------------–--ს“ შორის შედგა ურთიერთშედარების აქტი, რომლის თანახმადაც 2018 წლის 1 იანვრის მდგომარეობით სა------------–ო გზ---ს დავალიანება შპს „ნ---------------–--ის“ მიმართ შეადგენს 786 836.51 ლარს, აღნიშნული დავის ფარგლებში სადავოა მხოლოდ ნაწილი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

 

2011 წლის 16 ნოემბერს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, კონტრაქტორს დაკავებული აქვს შესრულებული სამუშაოების ღირებულების 5% - 88 160.75 ლარი.

 

მხარეთა შორის გაფორმებულ ურთიერთშეთანხმების აქტში აღნიშნულია, რომ კრედიტორული დავალიანების გადახდა გადავადებულია ხელშეკრულების პირობების საბოლოო შესრულებამდე, რასაც ხელმოწერით ადასტურებს შპს „ნ---------------–--ის“ დირექტორი. N3--- ხელშეკრულების მე-2 მუხლის 2.14 პუნქტის და N7---- ხელშეკრულების მე-2 მუხლის 2.18 პუნქტის შესაბამისად, ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით დაკავებული თანხების პირველი 2.5%-ის დაბრუნება უნდა განხორციელდეს სამუშაოს სრული დასრულებისა და შემსყიდველის მიერ შექმნილი სპეციალური კომისიის მიერ შედგენილი ობიექტის ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ, ხოლო მე-2 2.5%-ს საგარანტიო ვადის გასვლის შემდეგ. იმ შემთხვევაში, თუ კომისიის მიერ აქტის შედგენისას დაფიქსირებული იქნება შესრულებული სამუშაოს ნაკლი ან უხარისხობა, მიმწოდებელს აღნიშნული თანხა არ აუნაზღაურდება დეფექტების გამოსწორებამდე. დღის მდგომარეობით N3--- ხელშეკრულების ფარგლებში კონტრაქტორის მიერ ნაკისრი ვალდებულება არ არის სრულად შესრულებული. დე------------ის თავმჯდომარის 2013 წლის 6 აგვისტოს N1-- ბრძანებით, მე-----ს მუნიციპალიტეტში თე------–---ს სათხილამურო კომპლექსთან მისასვლელი სა------------–ო გზის მეორე ეტაპის სამშენებლო სამუშაოების ინვენტარიზაციის და მიღების მიზნით შექმნილი კომისიის მიერ შედგენილ იქნა სამუშაოების მიღების აქტი, რაც არ ნიშნავს, რომ სამუშაოები ექსპლუატაციაშია მიღებული. N3--- ხელშეკრულების მე-4 მუხლის 4.5 პუნქტის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული დასრულებული სამუშაოების მიღება ხორციელდება საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ N57 დადგენილების შესაბამისად, რაც არ განხორციელებულა. აღნიშნულიდან გამომდინარე ობიექტი არ არის მიღებული ექსპლუატაციაში. ასევე N7---- ხელშეკრულების ფარგლებშიც, კონტრაქტორის მიერ დღმდე არ არის აღმოფხვრილი დე------------ის 2015 წლის 17 აგვისტოს N1-- ბრძანებით დანიშნული დასრულებული საგზაო სამუშაოების მიმღები კომისიის აქტში და ექსპერტიზის დასკვნაში დაფიქსირებული ხარვეზ---, შესაბამისად ობიექტი, მიმღები კომისიის მიერ არ არის მიღებული ექსპლუატაციაში. ვინაიდან არ მომხდარა ხელშეკრულების პირობების შესრულება, მოპასუხეს არ გააჩნია ურთიერთშეთანხმების აქტში მითითებული კრედიტორული დავალიანების გადახდის ვალდებულება.

 

მოპასუხე მიიჩნევს, რომ სანამ პროექტი არ დასრულდება და ობიექტი არ იქნება მიღებული ექსპლუატაციაში, მას არ აქვს თანხის ანაზღაურების ვალდებულება.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2011 წლის 16 ნოემბერს შპს „ნ---------------–--სა“ (მენარდე) და სა------------–ი გზ---ს დე------------ს (დამკვეთი) შორის გაფორმდა ხელშეკრულება თე------–---ს სათხილამურო კომპლექსთან მისასვლელი სა------------–ო გზის მე-2 ეტაპის სამშენებლო სამუშოების განხორციელების შესახებ.

 

ხელშეკრულების 2.14 მუხლის თანახმად, სამუშაოს ხარისხის დაცვის მიზნით, შემსყიდველის მიერ ყოველთვიურად დაკავებული იქნება შესრულებული სამუშაოს ღირებულების 5%, რომლის ნახევარის (2.5%) დაბრუნება მოხდება სამუშაოს სრული დასრულებისა და შემსყიდველის მიერ შექმნილი სპეციალური კომისიის მიერ შექმნილი ობიექტის ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ, ხოლო მეორე ნახევარი საგარანტიო ვადის (ერთი წლის) გასვლის შემდეგ. იმ შემთხვევაში თუ კომისიის მიერ აქტის შედგენისას დაფიქსირებული იქნება შესრულებული სამუშაოს ნაკლი ან უხარისხობა, მიმწოდებელს აღნიშნული თანხა არ აუნაზღაურდება დეფექტების გამოსწორებამდე.

 

ხელშეკრულება გაფორმებულია საქართველოს მთავრობის 2011 წლის 4 ნოემბრის N2--- განკარგულების საფუძველზე.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ;

- მთავრობის განკარგულება.

 

3.1.2. ხელშეკრულების ფარგლებში მენარდემ შეასრულა სა------------–ო გზის მეორე ეტაპის პირველ ლოტით გათვალისწინებული სამუშაოების ნაწილი, სულ 1 763 215 ლარის სამუშაო. შესრულებული სამუშაოების პარალელურად სა------------–ო გზ---ს დე------------მა ხარისხის დაცვის 5%-ის მიზნით დააკავა თანხები შემდეგი პროპორციული შეფარდებით: 2011 წლის 26 ნოემბერს 47 312.10 ლარის ოდენობით და 2011 წლის 16 დეკემბერს - 40 848.65 ლარის ოდენობით.

 

სასამართლო სხდომაზე მხარეებმა დაადასტურეს, რომ დაკავებული თანხა არის ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს 5% და არა მთლიანად მეორე ეტაპის პირველი ლოტით გათვალისწინებული სამუშაოების ღირებულების.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- თე------–---ს სათხილამურო კომპლექსთან მისასვლელი სა------------–ო გზის მე-2 ეტაპის სამშენებლო სამუშაოების გაანგარიშება (ს.ფ. 36)

 

3.1.3. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 დეკემბრის N2--- განკარგულებით ძალადაკარგულად გამოცხადდა საქართველოს მთავრობის 2011 წლის 4 ნოემბრის N2--- განკარგულება. ამავე განკარგულებით დადგინდა, რომ საქართველოს სა------------–ო გზ---ს დე------------ს უნდა განეხორციელებინა შესრულებული სამუშაოების ინვენტარიზაცია და 2013 წლის 1 სექტემბრამდე წარედგინა მთავრობისათვის წინადადებები სამუშაოების გაგრძელების მიზანშეწონილობის თაობაზე.

 

თე------–---ს სათხილამურო კომპლექსთან მისასვლელი სა------------–ო გზის სამშენებლო სამუშაოები აღარ გაგრძელებულა.

 

საქართველოს მთავრობას არ მიუღია რაიმე გადაწყვეტილება პროექტის განხორციელების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- მთავრობის განკარგულება.

-

3.1.4 13.08.2013 წელს შედგა მე-----ს მუნიციპალიტეტში თე------–---ს სათხილამურო კომპლექსთან მისასვლელი სა------------–ო გზის მეორე ეტაპის პირველ ლოტზე შესრულებული სამშენებლო სამუშაოების ინვენტარიზაციისა და მიღების შესახებ აქტი.

 

სა------------–ო გზ---ს დე------------ის მიერ დანიშნულმა კომისიამ დაასკვნა, რომ თე------–---ს სათხილამურო კომპლექსთან მისასვლელი სა------------–ო გზ---ს მეორე ეტაპის პირველ ლოტზე სამშენებლო სამუშაოები შესრულებულია საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესაბამისად და საქართველოში მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების დაცვით.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- სამუშაოების მიღების აქტი.

 

3.1.5 2017 წლის 10 ნოემბრის სა------------–ო გზ---ს დე------------ის პასუხით, 2018 წლის 19 თებერვლის და 2018 წლის 25 მაისის წერილების თანახმად, აღიარებულია თე------–---ს სათხილამურო კომპლექსთან მისასვლელი გზის დაკავებული ხარისხის 5%-ის ანუ 88 160.75 ლარის არსებობა, თუმცა დავალიანების გადაუხდელობის მიზეზად მითითებულია ის გარემოება, რომ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს მთავრობის N2--- განკარგულებით ძალადაკარგულად გამოცხადდა თე------–---ს სათხილამურო კომპლექსთან მისასვლელი სამუშაოების განხორციელების მიზანშეწონილობა.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- 2017 წლის 10 ნოემბრის სა------------–ო გზ---ს დე------------ის პასუხი (ს.ფ. 115-117);

- 2018 წლის 19 თებერვლის სა------------–ო გზ---ს დე------------ის პასუხი (ს.ფ. 118-119);

- 2018 წლის 25 მაისის საავტმობილო გზ---ს დე------------ის პასუხი (ს.ფ. 120-1--);

 

3.1.6. 2018 წლის 11 აპრილს დამკვეთსა და მენარდეს შორის შედგა ურთიერთშედარების აქტი, რომლის თანახმადაც 2018 წლის 1 იანვრის მდგომარეობით სა------------–ო გზ---ს დე------------ის დავალიანება შპს „ნ---------------–--ის“ მიმართ შეადგენს 786 836.51 ლარს.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- 11.04.2018 ურთიერთშედარების აქტი (ს.ფ. 35)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე, 636-ე, 639-ე, 137-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. თუ ნარდობა ითვალისწინებს რაიმე ნაკეთობის დამზადებას და მენარდე მას ამზადებს თავის მიერ შეძენილი მასალით, მაშინ იგი შემკვეთს გადასცემს საკუთრებას დამზადებულ ნაკეთობაზე. თუ დამზადებულია გვაროვნული ნივთი, მაშინ გამოიყენება ნასყიდობის წესები.

 

მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის დაიდო ნარდობის ხელშეკრულება, რომლის მიზანსაც წარმოადგენდა მენარდის მიერ თე------–---ს სათხილამურო კომპლექსთან მისასვლელი სა------------–ო გზის მეორე ეტაპის სამშენებლო სამუშოების განხორციელება.

 

მოსარჩელემ ნარდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შეასრულა - განახორციელა ხელშეკრულების ფარგლებში 1 763 215 ლარის სამუშაოები.

 

დადგენილია ასევე, რომ შესრულებული სამუშაოების პარალელურად სა------------–ო გზ---ს დე------------მა ხარისხის დაცვის მიზნით დააკავა თანხების 5%-ის შემდეგი პროპორციული შეფარდებით: 2011 წლის 26 ნოემბერს 47 312.10 ლარის ოდენობით და 2011 წლის 16 დეკემბერს - 40 848.65 ლარის ოდენობით.

 

ხელშეკრულების 2.14 მუხლის თანახმად, სამუშაოს ხარისხის დაცვის მიზნით, შემსყიდველის მიერ ყოველთვიურად დაკავებული 5%-ის დაბრუნება მოხდება სამუშაოს სრული დასრულებისა და შემსყიდველის მიერ შექმნილი სპეციალური კომისიის მიერ შექმნილი ობიექტის ჩაბარების აქტის გაფორმებისა და საგარანტიო ვადის (ერთი წლის) გასვლის შემდეგ.

 

სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლის საფუძველზე ვალდებულ პირს შეუძლია, უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიაროს მოთხოვნის არსებობა.

 

განსახილველ შემთხვევაში დამკვეთმა აღიარა მენარდის მიმართ ვალდებულების არსებობა, თუმცა დავალიანება არ დაუფარავს (იხ. 3.1.5-3.1.6 პუნქტი).

 

სამოქალაქო კოდექსის 636-ე მუხლის თანახმად შემკვეთს უფლება აქვს სამუშაოს დასრულებამდე ნებისმიერ დროს თქვას უარი ხელშეკრულებაზე, მაგრამ მან უნდა აუნაზღაუროს მენარდეს შესრულებული სამუშაო და ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანი.

 

აღნიშნული ნორმა უფლებას ანიჭებს დამკვეთს ნარდობის ხელშეკრულებაზე ნებისმიერ დროს თქვას უარი, ყოველგვარი წინაპირობებისა და საპატიო მიზეზის არსებობის გარეშე, თუმცა იგი ვალდებულია, მენარდეს აუნაზღაუროს შესრულებული სამუშაო.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის დადებული ნარდობის ხელშეკრულება შეწყვეტილია დამკვეთის ინიციატივით, კერძოდ, მხარეები სადავოდ არ ხდიან, რომ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება დადებული იყო საქართველოს მთავრობის 2011 წლის 4 ნოემბრის N2--- განკარგულების საფუძველზე, რომლითაც სა------------–ო გზ---ს დე------------ს დაევალა თე------–---ს სათხილამურო კომპლექსთან მისასვლელი სა------------–ო გზის მე-2 ეტაპის სამშენებლო სამუშაოების განხორციელების უზრუნველყოფა. მხარეებს შორის ასევე სადავო არ არის, რომ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 დეკემბრის N2--- განკარგულებით ძალადაკარგულად გამოცხადდა საქართველოს მთავრობის 2011 წლის 4 ნოემბრის N2--- განკარგულება. ამავე განკარგულებით დადგინდა, რომ საქართველოს სა------------–ო გზ---ს დე------------ს უნდა განეხორციელებინა შესრულებული სამუშაოების ინვენტარიზაცია და 2013 წლის 1 სექტემბრამდე წარედგინა მთავრობისათვის წინადადებები სამუშაოების გაგრძელების მიზანშეწონილობის თაობაზე.

 

საქართველოს მთავრობას არ მიუღია გადაწყვეტილება პროექტის გაგრძელების თაობაზე, სამუშაოები შეწყვეტილია და მხარეებისათვის უცნობია, საერთოდ გაგრძელდება თუ არა ამ გზის მშენებლობა.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეებს შორის დადებული ნარდობის ხელშეკრულება შეწყვეტილია და დამკვეთი ვალდებულია მენარდეს აუნაზღაუროს ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს ღირებულება.

 

სამოქალაქო კოდექსის 639-ე მუხლის თანახმად თუ მომსახურება მოიცავს რაიმე ნაკეთობის დამზადებას, მაშინ მენარდემ შემკვეთს უნდა წარუდგინოს ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო ნაკეთობა.

 

განსახილველ შემთხვევაში მოპასუხეს არ აქვს რაიმე პრეტენზია ფაქტობრივად შესრულებულ სამუშაოსთან მიმართებით. მას ამ თვალსაზრისით შედავება არ წარმოუდგენია და არც საქმეში არსებული რომელიმე მტკიცებულება ადასტურებს, რომ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოები არ შეესაბამება ხელშეკრულების მოთხოვნებს, პირიქით, სა------------–ო გზ---ს დე------------ის მიერ დანიშნულმა კომისიამ დაასკვნა, რომ თე------–---ს სათხილამურო კომპლექსთან მისასვლელი სა------------–ო გზ---ს მეორე ეტაპის პირველ ლოტზე სამშენებლო სამუშაოები შესრულებულია საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესაბამისად და საქართველოში მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების დაცვით.

 

მოპასუხე აღნიშნავს, რომ ამ დროისათვის მენარდეს შესრულებული უნდა ჰქონოდა მეორე ლოტის პირველ ეტაპად გათვალისწინებული სამუშაოები სრულად, მან კი მხოლოდ ნაწილი შეასრულა, რაც ადასტურებს ვალდებულების არაჯეროვანად შესრულებას.

 

სასამართლო განმარტავს: მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ დაკავებული თანხა არის ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს 5% და არა მთლიანად პირველი ეტაპზე შესასრულებელი სამუშაოს ღირებულების. ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს ხარისხზე დამკვეთს პრეტენზია არ აქვს, შესაბამისად, იგი ვალდებულია, მენარდეს აუნაზღაუროს გაწეული სამუშაოს საზღაური.

 

რაც შეეხება ხელშეკრულების იმ პირობას, რომ სამუშაოს ხარისხის დაცვის მიზნით, შემსყიდველის მიერ ყოველთვიურად დაკავებული 5%-ის დაბრუნება მოხდება სამუშაოს სრული დასრულებისა და შემსყიდველის მიერ შექმნილი სპეციალური კომისიის მიერ შექმნილი ობიექტის ჩაბარების აქტის გაფორმებისა და საგარანტიო ვადის (ერთი წლის) გასვლის შემდეგ, სასამართლო მიიჩნევს, რომ ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის გამო, აღნიშნული დათქმა აღარ მოქმედებს.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით დადასტურებულია მოპასუხის მხრიდან ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულების ფაქტი, რის შედეგადაც მას მოსარჩელის წინაშე ერიცხება დავალიანება 88160.75 ლარი, ამასთან, არ არსებობს მოთხოვნის გამომრიცხავი გარემოებები.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 07 სექტემბრის განჩინებით შპს „ნ---------------–--ს“ გადაუვადდა სახელმწიფო ბაჟის გადახდა საქმის განხილვის დასრულებამდე, ხოლო მოპასუხე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის შესაბამისად, მხარეებს არ ეკისრებათ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 46-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 2591, 364-365-ე, 367-369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს „ნ---------------–--ის“ სარჩელი მოპასუხე საქართველოს რე--------–ი გა------------ა და ინ--------------------ს სა------------ საქართველოს სა------------–ო გზ---ს დე------------ის მიმართ დაკმაყოფილდეს;

 

2. საქართველოს რე--------–ი გა------------ა და ინ--------------------ს სა------------ საქართველოს სა------------–ო გზ---ს დე------------ს შპს „ნ---------------–--ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 88160.75 ლარის ანაზღაურება;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. 7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. N6) მეშვეობით. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

5. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით. გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების ჩაბარებიდან.

 

მოსამართლე ხათუნა ჯინორია