გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3-----18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
27.03.2019 წელი ქ. რუსთავი
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ნინო ონიანი
სხდომის მდივანი - გუნა მოსიაშვილი
მოსარჩელე - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური
წარმომადგენელი - გ------------------
მოპასუხე - და-------------------
დავის საგანი - თანხის (ზედმეტად ჩარიცხული ხელფასი) დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. და-------------------ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სასარგებლოდ დაეკისროს 927.62 ლარის ანაზღაურება (დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა).
2018 წლის 19 ნოემბერს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლებმა სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - დ-------------------ის მიმართ და მოითხოვეს მოპასუხისათვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ზედმეტად მიღებული სახელფასო თანხის - 1144,48 ლარის ანაზღაურების დაკისრება. 2018 წლის 11 დეკემბრის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განჩინებით, საქმე განსჯადობის წესების დაცვით გადმოგზავნილ იქნა რუსთავის საქალაქო სასამართლოში. რუსთავის საქალაქო სასამართლოში საქმე შემოვიდა 2018 წლის 13 დეკემბერს.
2019 წლის 27 მარტს ჩანიშნულ სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა წარმოადგინა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საფინანსო უზრუნველყოფისა და ლოჯისტიკის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის პატაკი, რომლითაც დააკორექტირა სარჩელით მოთხოვნილი თანხის ოდენობა.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხე - და------------------- სასამართლო პროცესზე დაეთანხმა დაზუსტებულ სასარჩელო მოთხოვნას.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 15.01.2015 წლის N99140 ბრძანებით და------------------- დაინიშნა ქ.თბილისის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს მ---–----------–---სის სახანძრო-სამაშველო სამსახურის მე-3 სახანძრო სამაშველო ნაწილის (განყოფილება) უმცროსი ინსპექტორის (მეხანძრე-მაშველი) თანამდებობაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 15.01.2015 წლის N99140 ბრძანება (ს.ფ 15-18)
3.1.2. 2017 წლის 13 მაისს გენერალური ინსპექციის უფროსის მიერ დამტკიცებულ იქნა დასკვნა, დ-------------------ის მიმართ ჩატარებული სამსახურეობრივი შემოწმების შესახებ, რომლის თანახმადაც სამოქალაქო უსაფრთხოების რიგით და-------------------ს შეეფარდა შსს სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ-საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მომსახურეთა წახალისების და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური სახსდელი - „სამსახურიდან დათხოვნა“
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- დ-------------------ის მიმართ ჩატარებული სამსახურეობრივი შემოწმების შესახებ დასკვნა (ს.ფ 34-36)
3.1.3. და------------------- გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან 2017 წლის 15 აპრილიდან 2017 წლის 01 ივნისს N1287555 ბრძანების საფუძველზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2017 წლის 01 ივნისს N1287555 ბრძანება (ს.ფ 19-20)
3.1.4 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საფინანსო უზრუნველყოფისა და ლოჯისტიკის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის პატაკით დგინდება, რომ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ქ. თბილისის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს მ---–------------–----ის სახანძრო - სამაშველო სამსახურის III სახანძრო სამაშველო ნაწილის (განყოფილება) უმცროსი ინსპექტორის სამოქალაქო უსაფრთხოების რიგით დ-----------------------------ძის (პ/ნ: 3----------) დაკორექტირებული დასაბრუნებელი თანხა შეადგენს 927.62 (ცხრაას ოცდაშვიდი ლარი 62 თეთრი) ლარს: კერძოდ აპრილის თვეში 16 დღე - 398.08 (სამას ოთხმოცდათვრამეტი ლარი 08 თეთრი) ლარს კერძოდ: თანამდებობრივი სარგო 744:30*16=396.80 ლარი; წოდებრივი სარგო 2.40:30*16=1.28 ლარი; მაისის თვეში 22 დღე - 529.54 (ხუთას ოცდაცხრა ლარი 54 თეთრი) ლარს კერძოდ: თანამდებობრივი სარგო 744:31*22=528 ლარი; წოდებრივი 2.40:31*22=1.54 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საფინანსო უზრუნველყოფისა და ლოჯისტიკის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის პატაკი (ს.ფ 99)
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს კონსტიტუცია,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი,„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი,,,პოლიციის შესახებ’’ საქართველოს კანონი,საქართველოს სამოქალაქო კოდექსი,საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის N998 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მოსამსახურეთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის განსაზღვრის წესი“.
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად სასამართლოს მიმართოს, ხოლო 34-ე მუხლის შესაბამისად, კონსტიტუციაში მითითებული ძირითადი უფლებანი და თავისუფლებანი, მათი შინაარსის გათვალისწინებით, ვრცელდება აგრეთვე იურიდიულ პირებზე.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ ურთიერთობებში, სახელმწიფო მონაწილეობს, როგორც შესაბამისი უფლებაუნარიანობით აღჭურვილი იურიდიული პირი და შესაბამისად, მას აქვს უფლება ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყველა იმ უფლებით, რაც განსაზღვრულია იურიდიული პირებისათვის, სათანადო გამონაკლისების გათვალისწინებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 24-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეული სამოქალაქო-სამართლებრივ ურთიერთობებში მონაწილეობენ ისევე, როგორც კერძო სამართლის იურიდიული პირები. სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებებს ამ დროს ახორციელებენ მისი ორგანოები (უწყებები, დაწესებულებები და ა. შ.) ისე, რომ ისინი არ არიან იურიდიული პირები.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხე და------------------- 2017 წლის 15 აპრილამდე მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ქ. თბილისის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს მ---–----------–---სის სახანძრო-სამაშველო სამსახურის მე-3 სახანძრო - სამაშველო ნაწილის უმცროს ინსპექტორის (მეხანძრე - მაშველი) თანამდებობაზე.
სადავო პერიოდში მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად ეს კანონი განსაზღვრავს საჯარო მოსამსახურის სტატუსს, პროფესიული საჯარო მოხელის დასაქმებისა და სამსახურის გავლის პირობებს, საჯარო სამსახურის მართვის საკითხებს, აწესრიგებს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოებში (დაწესებულებებში) და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საჯარო მოსამსახურეთა სამოხელეო სამართლებრივ ურთიერთობებს, თუ ამავე კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. ამრიგად, სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებას და იქ დასაქმებულ საჯარო მოსამსახურეს შორის არსებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, მათ შორის თანამდებობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებულ საკითხებს განსაზღვრავს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობის შემადგენელი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ უნდა შეაფასოს, გამომდინარეობს, თუ არა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონიდან, სხვა საკანონმდებლო, თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებიდან, მოსარჩელე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოთხოვნა დ-------------------ისთვის თანხის დაკისრებასთან დაკავშირებით.
6.2. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის N998 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მოსამსახურეთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის განსაზღვრის წესის“ მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სამოქალაქო პირს და დამხმარე მოსამსახურეს ეძლევა ყოველთვიური ფულადი სარგო - ხელფასი (თანამდებობრივი სარგო).
დადგენილია, რომ და------------------- გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან 2017 წლის 15 აპრილიდან 2017 წლის 01 ივნისს N1287555 ბრძანების საფუძველზე. განთავისუფლების შემდგომ დ-------------------ის მიერ უკან დასაბრუნებელი თანხა შეადგენს 927.62 ლარს. კერძოდ აპრილის თვეში 16 დღის - 398.08 ლარის ოდენობით, მაისის თვეში 22 დღის - 529.54 ლარის ოდენობით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
მითითებული კოდექსის 385-ე მუხლის თანახმად, ის, რაც ვალდებულების გარეშეა გადახდილი, შეიძლება უსაფუძვლო გამდიდრების შესახებ წესების მიხედვით უკან იქნეს მოთხოვილი, ხოლო 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში.
მოპასუხე დ-------------------ის მიერ, უსაფუძვლოდ მიღებული თანხის ოდენობამ შეადგინა 927.62 ლარი. შესაბამისად, მოპასუხე დავით ვარდოსანიზეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს, მის მიერ უსაფუძვლოდ მიღებული თანხის ანაზღაურება 927.62 ლარის ოდენობით.
7. საპროცესო ხარჯები:
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან დაწესებულებები (ორგანიზაციები), რომელთა ხარჯები ფინანსდება მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან – ყველა საქმეზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-5, მე-12 და 24-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. და-------------------ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სასარგებლოდ დაეკისროს 927.62 ლარის გადახდა.
3. მხარეები განთავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. №7ა) მხარეთათვის მოტივირებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მდებარე ქ. რუსთავი, ბოსტან-ქალაქის ქ. №6).
მოსამართლე: ნინო ონიანი