განაჩენი

სისხლის სამართლის 21.02.2019
საქმის ნომერი
330100118002643100
თარიღი
21.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/4------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

21 თებერვალი 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

მოსამართლე გიორგი დარახველიძე,სხდომის მდივანი ნათია კოპალიანი,ბრალდების მხარე

 

პროკურორი ლუ-----------–--ე,დაცვის მხარე

 

ბრალდებული: ჯა-----–-------–--ე

დაბადების თარიღი: 1----------------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე,პირადი N0-----------

განათლება: უმაღლესი,ნასამართლობა: არ მქონე,რეგისტრაციის ადგილი: ბაღდათი, ს------–--–---–---–----

საცხოვრებელი ადგილი: ქ. თბილისი, ლ---------------------------

სისხლის სამართლის საქმე 0-----------

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი;

 

ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

2018 წლის 12 აგვისტოს, დაახლოებით 14:50 საათზე, ქ. თბილისში, დ----------–---–------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, N-- ავტობუსში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, კონტროლიორ ლა-------------ს ჯა-----–-------–--ემ ერთხელ დაარტყა ხელი სახის არეში, ხოლო ერთხელ მარჯვენა ხელში, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა, შეფასება:

ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;

 

დაზარალებულმა ლა-------------მ განაცხადა, რომ მუშაობს სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომლად, მონიტორინგის სამსახურში. იგი ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას, იმყოფებოდა N-- ავტობუსში. ჯა-----–-------–--ეს მოთხოვა სამგზავრო ბილეთის წარდგენა, სამგზავრო ბილეთის წარდგენის შემდეგ, მან ჯა-----–-------–--ეს მოსთხოვა ბარათის წარდგენა, ვინაიდან სურდა შემოწმება, თუ რამდენად ვრცელდებოდა მასზე (ჯა-----–-------–--ე) ბილეთი, რომელიც შეღავათებს ითვალისწინებდა, რაზედაც ამ უკანასკნელმა უარი განაცხადა, მათ შორის წარიმართა სიტყვიერი დაპირისპირება, ხოლო როდესაც მან ბილეთის უკან დაბრუნებაზე ჯა-----–-------–--ეს უარი განუცხადა, ამით გაღიზიანებულმა ჯა-----–-------–--ემ სახის არეში დაარტყა ხელი, ხოლო მეორე დარტყმის შედეგად ტელეფონი გააგდებინა ხელიდან. მას ჯა-----–-------–--ის ქმედების შედეგად სახეზე აღენიშნებოდა სიწითლე და განიცადა ტკივილი.

 

პირის ამოცნობის ოქმის თანახმად, ლა-------------მ წარდგენილი სამი პირიდან ამოიცნო მარჯვნიდან მეორე მდგომი პირი ჯა-----–-------–--ე.

 

მოწმე ჟუ–-----–----–---–მა დაადასტურა, რომ მგზავრობდა N-- ავტობუსით, რა დროსაც დაინახა, შავებში ჩაცმული მამაკაცი, რომელიც ეკამათებოდა ,,კონტროლიორ“ ქალბატონს. ცოტა ხანში შეიტყო გინება და დაინახა, რომ შავებში ჩაცმულმა მამაკაცმა ,,კონტროლიორ“ ქალს დაარტყა, რის შედეგადაც ქალბატონს გაუვარდა ტელეფონი და მას მოხვდა. მანვე განმარტა, რომ დაზარალებულთან არანაირი ურთიერთობა არ აქვს, იგი ხშირად არ მგზავრობს N-- ავტობუსით და დაზარალებული იმ დღეს პირველად ნახა.

 

პირის ამოცნობის ოქმის თანახმად, ჟუ–-----–----–---–მა წარდგენილი სამი პირიდან ამოიცნო მარჯვნიდან მეორე მდგომი პირი ჯა-----–-------–--ე.

მოწმე გი-------–---–მა განმარტა, რომ მართავდა N-- ავტობუსს, მან შენიშნა ავტობუსის უკანა მხარეს ჩოჩქოლი, უკანა ხედვის სარკეში დაინახა, რომ ავტობუსის შუა კართან დამონტაჟებულ სალაროსთან მგზავრები იყვნენ თავმოყრილი, ისმოდა ხმაური. მან გააჩერა ავტობუსი და მივიდა მგზავრებთან, დაინახა, რომ მგზავრები აშველებდნენ ლა-------------ს და მგზავრს. შემდეგ მას ლა-------------მ მიუთითა მგზავრზე და განუცხადა, რომ მამაკაცმა მას სახის არეში ხელი დაარტყა. მითითებულმა მამაკაცმა დატოვა შემთხვევის ადგილი და გაიქცა.

ბრალდებულმა ჯა-----–-------–--ემ თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განაცხადა, რომ მას შელაპარაკება მოუვიდა ლა-------------სთან, რა დროსაც ლა-------------მ ხელი დაარტყა ლოყაზე, ხოლო ტელეფონი გამოსტაცა და ისროლა.

 

ამოღების ოქმის თანახმად, გამომძიებელ დათ------–-–---ს მიერ ლამ--------------ან ამოღებული იქნა შპს ,,თბ--–---------------------------------ს“ N-- სამგზავრო ავტობუსის N-------------- სალ: 2------- ყუთი N2---, 1------- – 1---- ბილეთი. რომელზეც ბარათის ნომერი აღენიშნება 1--------- და ბალანსი 0.9 ლარი.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

სასამართლომ მხარეთა სრული თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის და ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისთვის საკმარისობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა ერთმანეთთან შეთანხმებული და უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ჯა-----–-------–--ის მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენას. სასამართლო არ იზიარებს ბრალდებულის პოზიციას მის უდანაშაულობასთან დაკავშირებით, ვინაიდან გამოკვლეული მტკიცებულებები სრულიად გამორიცხავს ამ მოსაზრების საფუძვლიანობას, კერძოდ: მოწმეების ჩვენებები არის დამაჯერებელი, უტყუარი და ერთმანეთში თანხვედრილი. ლა-------------მ თავის ჩვენებაში მიუთითა, რომ ბრალდებულის მხრიდან ადგილი ჰქონდა მის მიმართ ხელის არაერთჯერად დარტყმას, რამაც მისი ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. ბრალდებულის მხრიდან დაზარალებულზე ძალადობას ასევე ადასტურებს თვითმხილველი პირი მოწმე ჟუ–-----–----–---–ი, რომლის ჩვენებითაც დასტურდება ჯა-----–-------–---ს მხრიდან ლა-------------ზე ხელის დარტყმის და ძალადობის ფაქტი. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილია უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ჯა-----–-------–--ის მხრიდან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ბრალეული ქმედების ჩადენა.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ბრალდებულის პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებას, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ. მოცემულ საქმეში, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულ ჯა-----–-------–--ეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის ოჯახურ მდგომარეობასა და წარსულ ცხოვრებას, ქმედების საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს, დამნაშავის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხესა და მისი რესოციალიზაციის ობიექტურ შესაძლებლობას.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ჯა-----–-------–--ეს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ჯა-----–-------–--ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.

 

მსჯავრდებულ ჯა-----–-------–--ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.

 

მსჯავრდებულ ჯა-----–-------–--ის მიმართ ძირითადი სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმის გადახდაზე კონტროლი დაევალოს სააღსრულებო ბიუროს.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთმტკიცებად ცნობილი:

N-- ავტობუსის ბილეთი (ბარათი N1---------) - დარჩეს სისხლის სამართლის საქმეში და შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე გიორგი დარახველიძე