განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 200100119002880382
N1/67-19
განაჩენი
საქართველოს სახელით
თელავის რაიონული სასამართლო
28 მარტი 2019 წელი თელავი
მოსამართლე: მამუკა წიკლაური
სხდომის მდივანი: შორენა მარგალიტაშვილი
სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა
ბრალდების მხარე:
სახელმწიფო ბრალმდებელი, კ-------------–----------------------------------–--ის პროკურორი - ე-–------------–---–ი
დაცვის მხარე:
ადვოკატი - ლ---–------------–---–ი
ბრალდებული: ზ------ მ--------ე
მამის სახელი: ნ--------
დაბადებული: 2----------- წელი
პირადი ნომერი: 2----------
მოქალაქეობა: საქართველო
განათლება: ს-–----–--
ოჯახური მდგომარეობა: ქორწინებაში მყოფი
ნასამართლეობა: ნასამართლობის არმქონე
რეგისტრირებული: თელავის რაიონი სოფელი ქ------------–--ი
მცხოვრები: თელავის რაიონი სოფელი ქ------------–--ი
კვალიფიკაცია: 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილი - მთვრალ მდგომარეობაში ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
აღწერილობით_სამოტივაციო ნაწილი
სასამართლომ დაადგინა:
1. 2018 წლის 02 ივნისს, დაახლოებით 18:50 საათზე, ახმეტა-თელავი-ბაკურციხის საავტომობილო გზაზე, თბილისის მიმართულებით გადაადგილდებოდა „ფორდის“ მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით O--------, რომელსაც მართავდა ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი მძღოლი ზ------ მ--------ე.
2. თელავის რაიონის სოფელ ვანთას საავტომობილო გზაზე მოძრაობის დროს ზ------ მ--------ემ ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხოდ მართვა, დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნები, რაც გამოიხატა მასში, რომ გადავიდა საპირისპირო სავალი ნაწილის გვერდულზე და შეეჯახა იქ განთავსებული მაღაზიის კედელს. მაღაზიაში მყოფმა ა-----------–--ემ მიიღო ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
3. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები გარდა ბრალდებულის აღიარებისა, დასტურდება მხარებს შორის შეთანხმებული შემდეგი მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, დაზარალებულების გამოკითხვის ოქმებით, მოწმეების გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, სისხლის ნიმუშის აღების ოქმებით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით, ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, სატრანსპორტო ტრანსოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, ნივთიერი მტკიცებულებითა და სისხლის სამართლის საქმეში არსებული სხვა დოკუმენტაციით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” პუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, ვინაიდან მხარეები დაეთანხმნენ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებსა და გარემოებებს.
სამართლებრივი შეფასება:
4. ამდენად, აღნიშნული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზიდან გამომდინარე სასამართლომ დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ზ------ მ--------ემ მთვრალ მდგომარეობაში ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე და მძიმე დაზიანება გამოიწვია, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
5. სასამართლოს ბრალდებულ ზ------ მ--------ეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად მიაჩნია ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის შემდეგ გამოხატული ქცევები, მისი აღიარება და თანამშრომლობა გამოძიების ორგანოებთან. ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება საქმის მასალების მიხედვით არ გააჩნია.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
6. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში იღებს ჩადენილი დანაშაულის საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს, დამნაშავის პიროვნებას, მის ქცევას დანაშაულის ჩადენის შემდედ, მისი ბრალის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს.
7. აღნიშნულის და დანაშაულის ჩადენის მიზნის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია რომ ბრალდებულ ზ------ მ--------ის მიმართ სასჯელის მიზნების მიღწევას, კერძოდ, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, სამართლიანობის აღდგენასა და ბრალდებულის შემდგომ რესოციალიზაციას, უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა, რომლის ოდენობაც ბრალდებულის პიროვნებისა და შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით უნდა განისაზღვროს.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-260-ე, 269-ე 272-274-ე, 277-278-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
8. ზ------ მ--------ე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახით დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 02(ორი) წლით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 02(ორი) წელი.
9. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 41-ე, 43-ე მუხლების საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით 01(ერთი) წლით ჩამოერთვას, საქმიანობის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
10. ზ------ მ--------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაოს გაუქმდეს.
11. ნივთიერი მტკიცებულებები - „ფორდის“ მარკის მიკროავტობუსი, სახელმწიფო ნომრით O--------, რაც დაუბრუნდა ზ------ მ--------ეს, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.
12. ზ------ მ--------ის სისხლის ნიმუში, რაც გადაგზავნილია ქიმიურ ექსპერტიზაზე, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
13. განაჩენი გამოცხადებისთანავე შედის კანონიერ ძალაში და მიექცევა აღსასრულებლად.
14. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 01(ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მამუკა წიკლაური