განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 210100118002261422
საქმე №1/15-18 წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
28 მარტი, 2019 წელი ქ. სიღნაღი
სიღნაღის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ვალერიან ბუგიანიშვილი
სხდომის მდივანი - მარი მირიანაშვილი
პროკურორ - შმაგი გობეჯიშვილის,ბრალდებულ - რ-----–-----–---ის,ადვოკატ - თ---------–-–--ლის
თარჯიმან _ ნ--–---------–--ლის
მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე №034231117001
ბრალდებულ რ-----–-----–---ის მიმართ
დაბადებული: 04.04.1--- წელი
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
პირადი ნომერი:3600-------
განათლება: საშუალო განათლების მქონე
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლეობა: ნასამართლობის არ მქონე
რეგისტრირებული: საგარეჯოს რაიონი, ს------–---------ლო მე-7 პირველი ჩიხი N2
ფაქტობრივად მცხოვრები: საგარეჯოს რაიონი, ს------–---------ლო მე-7 პირველი ჩიხი N2
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. რ-----–-----–---ს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ძალადობა, ესე იგი, ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
1.2. აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 23 ნოემბერს, შუადღის საათებში სიღნაღის რაიონის სოფელ მაღაროში, მდინარე ივრის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ დიმიტრი ნავროზაშვილის კუთვნილ საძოვარზე, რ-----–-----–---მა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს, ნიჩბის გამოყენებით სხეულის სხვადასხვა ადგილებში სცემა ა----–----------ოვს, რამაც ამ უკანასკნელის ტკივილი გამოიწვია.
2. სასამართლომ დაადგინა:
2017 წლის 23 ნოემბერს, შუადღის საათებში სიღნაღის რაიონის სოფელ მაღაროში, მდინარე ივრის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ დიმიტრი ნავროზაშვილის კუთვნილ საძოვარზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს, რ-----–-----–---მა სიტყვიერი შეურაცყოფა მიაყენა და ნიჩბი სამჯერ დაარტყა ზურგზე ა----–----------ოვს, რამაც ამ უკანასკნელის ტკივილი გამოიწვია.
3. მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:
სასამართლო სხდომაზე დაზარალებულ ა----–----------ოვის მიერ მიცემული ჩვენებიდან დგინდება, რომ იგი და მისი შვილი ე-–---------------- მუშაობდნენ ა-–------ან ა-–---------ოვთან მწყემსად, ვინაიდან დაზარალებულმა და მისმა შვილმა არ იცოდნენ გზა თუ საით უნდა გაერეკათ ცხვარი მათ მიასწავლათ გზა ფ----– მ------მა., ფერმის მეპატრონე ა-–------ანმა მიასწავლათ, რომ იორთან რკინის ხიდზე უნდა გადასულიყვნენ, მაგრამ ვერ იპოვეს ხიდი. არც ფ----–ს აღარ ახსოვდა გზა ზუსტად, რადგან 6 წლის წინ მუშაობდა იქ. გზად გაჩერდნენ რადგან ცხვარი დაიღალა და გზას ვერ პოულობდნენ. შემდგომ იგი გორაზე ავიდა და იქედან მოჩანდა სახლი, სადაც გაგზავნა ფ----– მ------ი, რომ გაერკვია თუ საით უნდა წასულიყვნენ, ფ----–ს შეაგვიანდა დაბრუნება, ამასობაში ა----–----------ოვთან მივიდა რ-----–-----–---ი და შემდგომ ნ---- კ---–---ა, რ-----–ს ხელთ ჰქონდა ნიჩაბი, რ-----–მა მიაყენა მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა და უთხრა, რომ ეს მისი ადგილი იყო, ა----–---მა რ-----–ს ბოდიში მოუხადა და უთხრა, რომ როგორც ფ----– მ------ი დაბრუნდებოდა მაშინვე დატოვებდა ადგილს. რ-----–-----–---ი ა----–---ს დაემუქრა მოკვლით და ჩაარტყა ნიჩაბი, ამასობაში მათთან მივიდა ე-–---ან კ---–---ი, რ-----–-----–---ის ძმა, ე-–---ანიც მიემართებოდა მათკენ ჯოხით და მიაყენა მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა. აღნიშნულზე ა----–---ის შვილს ძალიან შეეშინდა და სთხოვა გაქცეულიყვნენ, რომ არ მოეკლათ. ა----–----------ოვმა განმარტა, რომ მას სამჯერ დაარტყეს ნიჩაბი და ის და მის შვილი გაიქცნენ, ხოლო ცხვარი 1500 სული დატოვეს ადგილზე, მათ დაედევნენ მანქანით, მაგრამ ვერ იპოვეს, ვინაიდან ისინი დაიმალნენ ხევში. ამის შემდგომ მოწმემ დაურეკა მის უფროსს ა-–------ან ა-–------ანოვს უთხრა, რომ მათ მოკვლით დაემუქრნენ და გაიქცნენ, ამიტომ მისი ცხვარი იყო უპატრონოდ, ასევე უთხრა ა-–------ანს, რომ მისი მეგობარი ფ----– მ------იც მოკლული ჰყავდათ. ამის შემდგომ ადგილზე მივიდა პოლიცია და წავიდნენ რ-----–-----–---ის ფერმაზე, საიდანაც რ-----–თან ერთად იგი გადაიყვანეს პოლიციის შენობაში. ფერმიდან, რომ მიდიოდა ფ----– მ------ი დაინახა, რომელიც ცხვართან იყო, ა----–---ის შვილიც დარჩა ცხვართან, მხოლოდ თავად ა----–---ი მივიდა პოლიციაში. მოწმემ განმარტა, რომ ფ----– მ------ს მეორე სახელად ეძახიან „ფ------ას“. ა----–---მა განმარტა, რომ ეს ყველაფერი მოხდა 2017 წლის 23 ნოემბერს, 12 საათიდან 12:30 საათამდე, როცა შეკამათება მოხდა რ-----–ს ხელში ეკავა ხის ტარიანი რკინის ნიჩაბი და ბრალდებულმა მას დაარტყა ზურგში ნიჩაბი, მოწმემ ხელი დაიფარა თავზე, რომ არ მოხვედროდა და, სამი დარტყმის შემდგომ გაიქცა, დარტყმის შედეგად განიცადა ძლიერი ტკივილი. დაზარალებულმა განმარტა, რომ მას მარტო რ-----–-----–---ი ურტყავდა. პოლიციაში მისვლისას დაზარალებულმა მისცა ჩვენება, მის გამოკითხვას პოლიციაში ასევე ესწრებოდა თარჯიმანი, მოწმემ განმარტა, რომ მას გამოკითხვის ოქმთან, ასევე შემთხვევის ადგილზე დათვალიერების ოქმთან დაკავშირებით შენიშვნები არ ქონია. მოწმემ განმარტა რომ ექსპერტთან, რომ მივიდა ჩარტყმული ადგილები სტკიოდა, მაგრამ მოძრაობა შეეძლო, თუმცა იგი ექიმთან არ მისულა.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ა----- ა--------ას ჩვენებიდან დგინდება, რომ იგი მონაწილეობდა მისი არასრულწლოვანი შვილის მოწმის სახით დაკითხვისას, როგორც კანონიერი წარმომადგენელი. მოწმემ განმარტა, რომ მისი მეუღლე ა----–---ი პოლიციიდან სახლში მივიდა, ექიმთან არ წასულა, მაგრამ იწვა, მოწმემ განმარტა, რომ მას არ დაუნახავს ექსპერტთან როგორ წაიყვანეს, მაგრამ იცის რომ სიღნაღიდან წაიყვანეს, ექსპერტიზის ჩატარების მერე ცხვარში არ გასულა, 7 დღე იწვა სახლში.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით ე-–----------------ს ჩვენებიდან დგინდება, რომ ა-–------ან ა-–---------ოვმა უთხრა მოწმეს და მის მამას, რომ ცხვარი უნდა წაეყვანათ, ვინაიდან მათ გზა არ იცოდნენ დაეხმარათ მათი მეგობარი ფ------ მ------ი. გზად მიმავლებმა მიხვდნენ, რომ სწორი გზით არ მიდიოდნენ, ამის შემდეგ მოწმის მამა ავიდა გორაზე და დაინახა შორს ფერმა, ა----–----------ოვმა ხელთ არსებული ჯოხი მისცა ფ------ მ------ს და გაუშვა ფერმაზე. ცოტა ხანში მათთან მივიდა რ-----–-----–---ი ნიჩაბით ხელში, მასთან ერთად მივიდა ნ---- კ---–---ა, ცოტა ხანში მივიდა კიდევ ალმადათ კ---–---ი, მას თან ახლდა მწყემსი, ისინი მივიდნენ მანქანით. რ-----–ი მათთან, რომ მივიდა ა----–---ს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის შემდეგაც რ-----–მა ხელთნაქონი ნიჩაბი ა----–---ს დაარტყა ზურგზე სამჯერ-ოთხჯერ, ხოლო ნ----მ ქვა ესროლა ა----–---ს., მოწმემ განმარტა, რომ ნიჩაბი იყო რკინის და ტარი ჰქონდა ხის, იგი მამამისს რკინის მხრიდან ურტყავდა ნიჩაბს, ამ დროს მოწმე შეშინებული იყო. ასევე იქ მივიდა რ-----–ის ძმა ე-–---ან კ---–---ი, რომელმაც ასევე უყვირა მათ და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. მოწმემ განმარტა, რომ როცა რ-----–ი მივიდა ა----–---ი რ-----–ს ბოდიშებს უხდიდა და უხსნიდა რომ გზა აებნათ და უთხრა, რომ იგი მეგობარს, ფ----–ს, ელოდებოდა, ხოლო რ-----–მა უთხრათ, რომ ფ----–ი მათ მოკლეს და მათთაც მოკვლით დაემუქრნენ. როდესაც მათთან ე-–---ან კ---–---ი მივიდა მოწმე და ა----–---ი გაიქცნენ, იმ გზისკენ საიდან მოვიდნენ, მათ უკან დაედევნენ მანქანით. ე-–-----ი და ა----–---ი ისეთ აგილზას დაიმალნენ ხეებში, რომ ვერ იპოვეს. აღნიშნულის თაობაზე ა----–---მა დაურეკა და მოუყვა ა-–------ანოვს, შემდეგ ისინი მანქანით პოლიციამ წაიყვანა ალმადათ კულევის ფერმაზე. მოწმემ განმარტა, რომ პოლიციამ იგი დატოვა ცხვართან, ხოლო მისი მამა წაიყვანე პოლიციის განყოფილებაში. მოწმემ განმარტა, რომ მან უშვალოდ ვერ დაინახა რა პოზიციაში დაარტყა ნიჩაბი, ის დაინახა, რომ რკინის მხრიდან დაარტყა. პოლიციაში ჯერ მამა წავიდა შემდგომ მოწმე წაიყვანეს. ამ შემთხვევის შემდეგ მამისი ა----–---ი შვიდი დღე იწვა სახლში.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა შ---- ი-----–---მა განმარტა, რომ იგი თ----ზ ჯ----–---–თან ერთად აწარმოებდა შემოვლას, რა დროსა დაინახა ალმადათ კ---–---ი და ნ---- კ---–---ა, რომლებიც იყვნენ ჯოხებით, მათ სთხოვეს შ----ს, რომ დახმარებოდათ ცხვრის მათი ტერიტორიიდან გაყვანაში. შ----მაც მოუწოდა მისთვის უცნობ პიროვნებას გამოსულიყო ტერიტორიიდან არაფერს დაუშავებდნენ, ამ პიროვნებამ შ----ს უთხრა, რომ მის მეგობარი სცემეს და თვითონაც შეშინებული იყო. შემდგომ თ----ზი და შ----ი მიეხმარნენ ცხვრის გამოყვანაში, ხოლო ცოტა ხანში ა-–------ან ა-–------ანოვი მივიდა, მოწმემ დაადასტურა, რომ ცხვრები იყვნენ ნაკრძალის ტერიტორიაზე, ა-–------ან ა-–------ანოვმა იქ მყოფებს განუმარტა, რომ შემთხვევით მოხვდნენ ამ ტერიტორიაზე. მოწმემ განმარტა, რომ იგი ცემის ფაქტს არ შესწრებია, და აღნიშნული ცემის ფაქტის თაობაზე შეიტყო შეშინებული მწყემსისგან, რომელიც იქ დახვდა.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული შსს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის სიღნაღის რაიონული სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე -გამომძიებლის გ---------------–---–ის ჩვენებიდან დგინდება, რომ მის მიერ ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები კანონის მოთხოვნათა დაცვით, მათში მონაწილე პირებს არანაირი პრეტენზია არ ჰქონიათ, მოწმემ ასევე განმარტა, რომ ბრალდებულმა დაკითხვისას თავი არ ცნო დამნაშავედ.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული შსს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის სიღნაღის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ- გამომძიებლის თ-------------–---–ის ჩვენებიდან დგინდება, რომ მას მონაწილეობა აქვს მიღებული არასრულწლოვანი ე-–----------------ს მოწმის სახით გამოკითხვაში. მის მიერ ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირებს შენიშვნები არ ჰქონაით. ე-–-----ის მოწმის სახით დაკითხვას პროკურორი არ ესწრებოდა. არასრულწლოვანმა ჩვენება მისცა თავისუფალი თხრობით დიალოგის ფორმატში, მასზე ზეწოლა არავის არ განუხორციელებია. მოწმემ განმარტა რომ არასრულწლოვანმა თავისუფალი თხრობით მოუყვა უშუალოდ თუ რას შეესწრო და რაც მოხდა.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული შსს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის სიღნაღის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ ზ------------–------–--ლის ჩვენებიდან დგინდება, რომ სამმართველოში შევიდა შეტყობინება ქურდობის და ცემის ფაქტთან დაკავშირებით,, ადგილზე მისვლისას ა----–----------ოვის გამოკითხვისას დადგინდა, რომ ქურდობის ფაქტს ადგილი არ ჰქონდა ა----–---ი იყო ნაცემი რ-----–-----–---ის მიერ. დაზარალებულს ესაუბრნენ თარჯიმნის მეშვეობით.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა მოწმე თ----ზ ჯ----–---–მა განმარტა, რომ ნოემბრის თვეში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს შემოვლისას, ნაკრძალში, ნახეს ცხვარი, შემდგომ გამოჩნდა ახალგაზრდა ბიჭი, რომელმაც თქვა, რომ ცხვარი მათი იყო და იგი იმალებოდა, რომ არ ეცემათ. შემდგომ გამოაყვანინეს ცხვარი და შეადგინეს ოქმი, აღნიშნული ჭალა იყო შპს-ს კუთვნილება. ახალგაზრდა მწყემსმა მათ უთხრათ, რომ გზა აერიათ და ძალით არ შესულან. მოწმემ მომხდარი კონფლიქტის შესახებ გაიგო იქ მყოფი მწყემსისგან, რომელიც შეშინებული ჭალაში დამალულა და შემდგომ ცხვარი შესულა ჭალაში.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ი------------ის ჩვენებიდან დგინდება, რომ იგი იცნობს რ-----–-----–---ს ერთ უბანში ცხოვრობენ, აღნიშნულ საქმეში მონაწილეობა აქვს მიღებული როგორც თარჯიმანს, ფერმაზე წაიყვანეს და იქ დაიხმარეს, მან ასევე თარჯიმნობა გაუწია ა----–----------ოვს. მან იმ დღეს როცა რ-----–ს ბრალი წარედგინა გამოკითხვაში მიიღო მონაწილეობა, მოწმემ განმარტა, რომ რ-----–ი თავს დამნაშავედ არ ცნობდა.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული შსს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის სიღნაღის რაიონული სამმართველოს დეტექტივ გამომძიებლის გ--–--------–---–ის ჩვენებიდან დგინდება, რომ იგი დამატებით იყო ჩართული რიგით გამომძიებლად, მის მიერ ჩატარებულ საგამოძიებო ღონისძიებებთან დაკავშირებით შენიშვნები არავის არ ჰქონია, მის მიერ სხვა პიროვნებასთან ერთად გამოკითხული იქნა ასევე დაზარალებული ა----–----------ოვი, რომელმაც განაცხადა რომ რ-----–-----–---მა მიაყენა მას ფიზიკური შეურაცხყოფა ნიჩაბის ჩარტყმით.
სსიპ ”ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო”-ს სამედიცინოს ექსპერტიზის 2017 წლის 25 ნოემბერს გაცემული №006913117 დასკვნის თანახმად, „ თანახმად პირადი გასინჯვის მონაცემებისა მოქალაქე ა----–----------ოვს სხეულზე დაზიანების ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება“.სასამართლო განხილვის ეტაპზე დაკითხული იქნა კახეთის სამედიცინო სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს ექიმ-ექსპერტ თ-------------–-–-ილი რომელმაც დაადასტურა ექსპერტიზის დასკვნის სისწორე განმარტა, რომ მან ექსპერტიზა ჩაატარა ა----–----------ოვის საქმეზე, მოხდა მისი პირადი შემოწმება, რის შემდგომაც ექსპერტმა გასცა დასკვნა. ამასთან სასამართლო სხდომაზე მიცემულ ჩვენებაში ექსპერტმა განმარტა, რომ დაზიანების დროს მნიშვნელოვანი რა ძალით არის ფიზიკური შეურაცხყოფა მიყენებული და რა სახით არის იგი მიყენებული, შესაძლოა მიყენებული იყო ფიზიკური ძალადობის შედეგად დაზიანება მაგრამ მისი კვალი არ აღინიშნებოდეს სხეულზე.
4. ბრალდებულის მიერ დაფიქსირებული პოზიცია:
4.1 ბრალდებულ რ-----–-----–---ის მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებიდან დგინდება, რომ იგი თავს არ ცნობს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში. 2017 წლის ნოემბრის თვეში იგი მუშაობდა ფერმაზე, რა დროსაც მოესმა ძაღლების ყეფა, მასთან ერთად იყო მწყემსი ნარბალა ქაზუმოვი, რომელიც ყეფის ხმაზე წავიდა და დაინახა უპატრონო ცხვარი და იქ არავინ არ დახვდა, იქ იყვნენ ბრალდებულის მამა, და მისი და, რომელებთანაც მივიდა ერთი მწყემსი და მეტყევეები, ამის შემდგომ მივიდა პოლიცია, იგი თავს დამნაშავედ არ ცნობს. ამის შემდგომ შეიტყო ნარბალა ქაზუმოვისგან, რომ ცხვარი იყო ა-–------ან ა-–------ანოვის, უცნობი მწყემსი მას არ უნახავს მისმა ოჯახის წევრებმა ნახეს და ეს ამბავი უთხრეს მას. მის ოჯახის წევრებს არავისთან კონფლიქტი არ მოსვლია, ეს ფერმა ეკუთვნის დიმიტრი ნავროზაშვილს, იგი ფ----– მ------ს და ა----–----------ოვს არ იცნობს. მასთან, როდესაც პოლიციასთან ერთად ორი პიროვნება მივიდა არ იცნობდა, შემდგომ პოლიციის განყოფილებაში შეიტყო, რომ ეს პიროვნებები, რომლებიც მას უჩიოდნენ იყვნენ ფ----– მ------ი და ა----–----------ოვი. მოწმემ არ იცი ზემოთ დასახელებულ ორ პიროვნებას რა კავშირი აქვს ა-–------ანოვთან ან რას საქმიანობენ. ბრალდებულმა განმარტა, რომ ამ ორი პიროვნებიდან ერთი მელოტი, მივიდა პოლიციის შენობაში მასთან და პატიება სთხოვა. მის ფერმაზე შესული ცხვარი გაიყვანეს ბრალდებულის მამამ, დამ, პოლიციამ, ა-–------ანოვმა და მწყემსმა.
5. მოტივი, რომლის მიხედვითაც სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომლის თანახმადაც, რ-----–-----–---ს არ ჩაუდენია მასზედ ბრალად შერაცხული დანაშაულებრივი ქმედება, რის გამოც, იგი ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ.
სასამართლო არ იზიარებს რა ბრალდებულ რ-----–-----–---ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ---------–-–--ლის პოზიციას იმ მიმართებით, რომ რ-----–-----–---ს არ ჩაუდენია მასზედ ბრალად შერაცხული ქმედება, და ვინაიდან დაზარალებული ამ შემთხვევაში არის მიკერძოებული პირი, მისი ჩვენება არ უნდა იქნეს გაზიარებული. სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, განმარტება გააკეთოს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა და ამავდროულად, დაასაბუთოს მოტივი, თუ რატომ არ იზიარებს დაცვის მხარის მიერ მიცემულ განმარტებებს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით. უპირველეს ყოვლისა, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ყოველ კონკრეტულ საქმესთან მიმართებაში, მტკიცებულებათა ერთობლიობის საკითხი განისაზღვრება თითოეული სისხლის სამართლის საქმის სპეციფიკით, რომელიც ყოველ ცალკეულ შემთხვევაში ინდივიდუალურად უნდა შეფასდეს. ამასთან, ასეთ შემთხვევაში, არ შეიძლება მივიჩნიოთ, რომ არსებობს რაიმე კონკრეტული სტანდარტი და დადგენილი ფარგლები, რომელიც ყოველი საქმისათვის იდენტური უნდა იყოს. სწორედ, განსახილველი საქმის ინდივიდუალურად მახასიათებელი გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ დაზარალებულ ა----–----------ოვის და მოწმე ე-–----------------ს ჩვენებების გაანალიზება, აღნიშნული ჩვენებების და მოწმეთა ჩვენებებთან ერთობლიობაში შეჯერებით, წარმოადგენს მოცემულ ბრალდების ეპიზოდთან დაკავშირებით გონივრულ ეჭვს მიღმა შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც საჭიროებს სამართლებრივ და ობიექტურ შეფასებას, რათა, დადგინდეს და გამოიკვეთოს ბრალდებულის ბრალეულობისა თუ უდანაშაულობის საკითხი, კერძოდ:
სასამართლო უპირველეს ყოვლისა, ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, თუ რა უსწრებდა წინ მომხდარ ფაქტს და რა მოიმოქმედეს კონფლიქტში მონაწილე პირებმა მათი გაშველების შემდეგ, კერძოდ, საგულისხმოა ის გარემოება რომ მომხდარი ფაქტის დღეს, რ-----–-----–---სა და ა----–----------ოვს შორის ადგილი ჰქონდა გარკვეული სახის უთანხმოებას. აღნიშნული კი ცხადჰყოფს რ-----–-----–---ის ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, გარკვეული ხასიათის შეურაცხმყოფელი მოქმედება განახორციელოს მოწინააღმდეგე მხარის მიმართ, რაც მოვლენათა სიტუაციური განვითარების შემდგომ ეტაპზე გადაიზარდა ფიზიკურ ანგარიშსწორებაში.
დაზარალებულის და მოწმე ე-–----------------ს ჩვენებებით დადგენილია, რომ ა----–----------ოვს არც დანაშაულის პროვოცირება სურდა და არც ისეთი სახის ქმედება განუხორციელებია, რაც ბრალდებულს იძულებულს გახდიდა ემოქმედა თავდაცვის მიზნით. უშუალოდ თვითმხილველი მოწმის - ე-–----------------ს ჩვენების თანახმად, „რ-----–ი მათთან მივიდა და მიაყენა მოწმის მამას სიტყვიერი შეურაცხყოფა, რ-----–მა ხელთნაქონი ნიჩაბი ა----–---ს დაარტყა ზურგზე სამჯერ-ოთხჯერ, მოწმემ განმარტა, რომ ნიჩაბი იყო რკინის და ტარი ჰქონდა ხის, იგი მამამისს რკინის მხრიდან ურტყავდა ნიჩაბს, ამ დროს მოწმე შეშინებული იყო, ა----–---ი რ-----–ს ბოდიშებს უხდიდა და უხსნიდა, რომ მათ გზა აებნათ “. ასევე მნიშვენელოვანია დაზარალებულის ქმედება კონფლიკტის შემდეგ, რომელიც თანმიმდევრულია საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებთან, როდესაც იგი ურეკავს ამის თაობაზე ცხვის პატრონს და აცნობებს მომხდარის თაობაზე, ასევე დაზარალებულისა და დაზარალებულის შვილის ე-–-----ის ჩვენება თანხვედრაშია სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულ მოწმეთა თ----ზ ჯ----–---–ის და შ---- ი-----–---ის ჩვენებებთან, სადაც მოწმეები აღწერენ შეშინებულ ე-–-----ის ქცევას და მის ნაამბობს კონფლიკტის თაობაზე. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ბრალდებულის ჩვენება საქმეზე გამოკვლეული არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება, რაც აძლევს სასამართლოს საფუძვლიან ვარაუდს, რომ ბრალდებულის ჩვენება არ უნდა იქნეს გაზიარებული ვინაიდან იგი ემსახურება მხოლოდ პასუხისმგებლობიდან თავის არიდებას. ამდენად, დაცვის მხარის პოზიცია იმ მიმართებით, რომ „დაზარალებული ამ შემთხვევაში არის მიკერძოებული პირი, მან ცხვარი მიიყვანა რ-----–ის საძოვარზე, ხოლო შემდგომ თავად უჩივლა ბრალდებულს, და რომ დაზარალებულმა მის მიერ მიცემული ჩვენებით გამოამჟღავნა დაინტერესების ფაქტი, გამოკვლეული მტკიცებულებათ ურთიერთშეჯერებით ყოველგვარ ლოგიკას არის მოკლებული.
სასამართლო განმარტავს, რომ ძალადობას შესაძლებელია მოჰყვეს ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, თუმცა მისი დადგომა სავალდებულო არ არის ქმედების ძალადობად კვალიფიკაცისთვის, ამასთან დაზარალებულ ა----–----------ოვის ჩვენებიდან დგინდება, რომ მან რ-----–-----–---ის მიერ განხორციელებული ძალადობის, ნიჩაბის სამჯერ დარტყმის შედეგად, განიცადა ძლიერი ტკივილი. სსიპ ”ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო”-ს სამედიცინოს ექსპერტიზის 2017 წლის 25 ნოემბერს გაცემული №006913117 დასკვნის თანახმად, ა----–----------ოვს სხეულზე დაზიანების ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება“. ამასთან სასამართლო სხდომაზე მიცემულ ჩვენებაში ექსპერტმა განმარტა, რომ დაზიანების დროს მნიშვნელოვანი რა ძალით არის ფიზიკური შეურაცხყოფა მიყენებული და რა სახით არის იგი მიყენებული, შესაძლოა მიყენებული იყო ფიზიკური ძალადობის შედეგად დაზიანება მაგრამ მისი კვალი არ აღინიშნებოდეს. ამდენად სასამართლოს მიაჩნია, რომ დაცვის მხარის აპელირება იმ ფაქტზე რომ „საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ დაზარალებულს დაზიანებები ქონდა მიყენებული, ავად იყო და იწვა“, ანუ არ დასტურდება ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტი, სასამართლო მიუთითებს, რომ აღნიშნული შედეგის დადგომა სავალდებულო არ არის ქმედების სსკ-ის 126-ე მუხლით ძალადობად კვალიფიკაცისთვის. ამასთან დაზარალებულის ჩვენებით დადგენილია, რომ მან დარტყმის შედეგად განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი, ხოლო მოწმე ე-–----------------ს ჩვენებით დადასტურებულია დაზარალებულის ჩვენებით დადგენილი ფაქტები ბრალდებულის მიერ დაზარალებულზე განხორციელებული ძალადობრივი ქმედებები და მათ მიერ მიცემული ჩვენებები ერთმანეთთან წინააღმდეგობაში არ მოდის.
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მოცემულ, კონკრეტულ შემთხვევაში კი, ბრალდების მხარის მიერ რ-----–-----–---ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდება ეფუძნება ეჭვის გამომრიცხავ, ერთმანეთთან შეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რაც დადასტურებულ იქნა სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით.
6.2. საქმეში არსებული მტკიცებულებების ობიექტური და მიუკერძოებელი ანალიზი იძლევა საფუძველს უტყუარად და დასაბუთებულად იქნეს მიჩნეული დასკვნა იმის თაობაზე, რომ რ-----–-----–---მა ჩაიდინა ა----–----------ოვის მიმართ ძალადობა, ესე იგი, ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ, არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
6. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
რ-----–-----–---ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
7. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა, ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.
სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ, ის, რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
ამასთან, სასამართლო სასჯელის სახისა და ზომის განსაზღვრისას, ყურადღებას მიაპყრობს შემდეგ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ამ მიმართებით გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ რ-----–-----–---ის ქმედება მოტივირებული იყო მასსა და დაზარალებულს შორის ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი უთანხმოებით, რა დროსაც, რ-----–-----–---მა მოჭარბებული აგრესიული ქმედებების განხორციელებით და საკუთარი უპირატესობის დამტკიცების მიზნით განახორციელა მართლსაწინააღმდეგო ქმედება. მხედველობაშია მისაღები ასევე ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, რომელიც მიმართული იყო იმდაგვარი სიკეთის ხელყოფისაკენ - ჯანმრთელობის წინააღმდეგ, რომლის შედეგადაც მიყენებული მატერიალური ზიანის აღმოფხვრის მიუხედავად, განცდილი ფსიქოლოგიური სტრესის შედეგად, მიყენებული ზიანის სრულყოფილი აღმოფხვრა, დაკავშირებულია ხანგრძლივ პერიოდთან.
ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ რ-----–-----–---ის მიმართ სასჯელის მიზნების მიღწევას, კერძოდ ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, სამართლიანობის აღდგენასა და ბრალდებულის შემდგომ რესოციალიზაციას, უზრუნველყოფს მისთვის სამართლიანი სასჯელის განსაზღვრა, საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის მე-20, 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე, 292-293-ე მუხლებით,-
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. რ-----–-----–---ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა - 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.
2. გაუქმდეს რ-----–-----–---ის მიმართ სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 01 დეკემბრის განჩინებით გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ.
3. განაჩენი შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს სააღსრულებო ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მისამართი – ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა), სიღნაღის რაიონული სასამართლოს (მისამართი – ქ. სიღნაღი, ც. დადიანის ქუჩა №15) მეშვეობით.
მოსამართლე: ვალერიან ბუგანიშვილი