განაჩენი

სისხლის სამართლის 26.02.2019
საქმის ნომერი
090100119002865639
დავის ტიპი
287
თარიღი
26.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N(1/10–2019) 090100119002865639

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

26 თებერვალი, 2019 წელი ქ. ამბროლაური

 

ამბროლაურის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ლეილა გურგუჩიანი

სხდომის მდივანი იამზე მურუსიძე

 

პროკურორის - ზ------–--–---------ს

ბრალდებულის - მ---------–-------ს

 

მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის №0----------- საქმე

 

ბრალდებულ მ---------–-------ს მიმართ

მამის სახელი: ჯ--–----;

დაბადებული: 0---------- წელი;

დაბადების ადგილი: საქართველო, ც------;

მოქალაქეობა: საქართველო;

განათლება: ს-–----–--;

ოჯახური მდგომარეობა: დ------------–ი;

პირადი ნომერი: 4----------;

რეგისტრირებული მისამართზე: ქვეყანა-საქართველო, მუნიციპალიტეტი– ც------, სოფელი- ლ---–-–-;

ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი: ქვეყანა-საქართველო, მუნიციპალიტეტი– ც------, სოფელი- ლ---–-–-;

 

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2871-ე მუხლის პირველი ნაწილი.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

1. მ---------–-------ა, სახერხი საამქროს მფლობელმა, ც------ს რაიონის სოფელ ლ---–-–ში, თავის საკარმიდამო ნაკვეთში, დაამონტაჟა სახერხი საამქრო და მოწყობილობა ისე, რომ ელექტრონულად არ დაურეგისტრირებია ელექტრონულ სისტემაში შესაბამის ვებპორტალზე (. gov.ge). მ---------–-------ს დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო გამოვლენილი იქნა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს რაჭა–ლეჩხუმ–ქვემო სვანეთის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფიების მუშაკების მიერ 2018 წლის 21 ივნისს.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

სახერხ საამქროში მრგვალი ხე–ტყის(მორის) სახერხი დანადგარის(ტექნიკის) და მოწყობილობის მონტაჟი რეგისტრაციის გარეშე.

 

2.მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული ბრალდების მხარის არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს (2019 წლის 19 თებერვლის წინასასამართლო სხდომის ოქმი, ს.ფ.79–81).

 

3.საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ’’დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

4.მ---------–-------ა სრულად აღიარა და მონანია მის მიერ ჩადენილი ქმედება და ითხოვა პატიება.

 

5.საქმეში არსებული 2018 წლის 19 ნოემბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და მასზე დართული ფოტომასალით დასტურდება, რომ ც------ს მუნიციპალიტეტის სოფელ ლ---–-–ში, მ---------–------ს, მის კუთვნილ საკარმიდამო მიწის ნაკვეთში დამონტაჟებული აქვს დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო(ს.ფ.19–26).

 

6.მოწმეთა სახით დაკითხული გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების გ-----–--–---სა და რ--------------- წინასწარ გამოძიებაში მიცემული და წინასასამართლო სხდომის განჩინებით პრეიუდიციულ მტკიცებულებად მიჩნეული ჩვენებებით დასტურდება, რომ მ---------–-------ს საცხოვრებელი სახლის ეზოში აღმჩენილი იქნა სახერხი დანადგარი, რომლის შემოწმებისა და დათვალიერების დროს აღმოჩნდა, რომ სახერხი დანადგარის ხერხის პირის სიმაღლე აღემატებოდა 12 სანტიმეტრს. აღნშნული დაზგა თავისი პარამეტრებით წარმოადგენს მრგვალი ხე– ტყის პირველად გადამუშავების სახერხ საამქროს. დაზგა ჩაირთო და იყო მუშა–მდგომარეობაში. ელექტრონულ ბაზაში გადამოწმებისას აღმოჩნდა, რომ მ---------–------ს სახერხი საამქრო რეგისტრირებული არ ჰქონდა. (ს.ფ.32–37, 35-37).

 

7.2018 წლის 24 დეკემბრის დადგენილებით პირის ბრალდების შესახებ დასტურდება, რომ მ---------–------ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2871 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის გამო. (დადგენილება პირის ბრალდების შესახებ ს.ფ.56–58);

 

8.სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 20 ნოემბრის N008022318 ექსპერტის დასკვნით, ექსპერტიზაზე წარდგენილი, ც------ს რაიონის სოფელ ლ---–-–ში, მ---------–-------ს სახლის ეზოში განთავსებული ხის გადამამუშავებელი დაზგა წარმოადგენს მრგვალი ხე–ტყის პირველადი გადამუშავების ობიექტს (სახერხ საამქროს, რომელიც ტექნიკურად გამართულია და ვარგისია შემდგომი ექსპელოატაციისათვის (ს.ფ.46–50)

 

9. მ---------–-------ს მიმართ წარდგენილი ბრალდება დასტურდება ასევე საქმეზე პრეიუდიციულად მიჩნეული ბრალდების მხარის შემდეგი მტკიცებულებებით: 2018 წლის 21 ნოემბრის ბრალდებულ მ---------–-------ს გამოკითხვის ოქმით, დადგენილებით ფიზიკო – ტექნიკური ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, საქმეზე ნივთიერ მტკიცებულებად ცნობილი სახერხი დანადგარით, ცნობით სოციალური მომსახურების სააგენტოდან, ცნობით შპს ,,ქუთაისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრიდან, მ---------–-------ს ნასამართლობისა და ადმინისტრაციული შემოწმების ცნობებით, გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის წერილით, მიმართვებით ც------ს რაიონული სამმართველოსადმი, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მასალებით, მიმართვებით სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსადმი, მიმართვით შპს ,,ქუთაისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრისადმი, მიმართვით სოციალური მომსახურების სააგენტოსადმი, შუამდგომლობით აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე და შესაბამისი განჩინებით, გირაოს შემტანის პასუხისმგებლობის შესახებ გაფრთხილების ოქმით, ოქმებით შესაძლო მტკიცებულებების თაობაზე ინფორმაციის გაცვლის შესახებ.

 

10.აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით დასტურდება რომ ბრალდებულმა მ---------–-------ა ჩაიდინა სახერხ საამქროში მრგვალი ხე–ტყის(მორის) სახერხი დანადგარის (ტექნიკის) და მოწყობილობის მონტაჟი რეგისტრაციის გარეშე.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

11.სასამართლოს მიაჩნია, რომ მ---------–-------ა მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა სახერხ საამქროში მრგვალი ხე–ტყის(მორის) სახერხი დანადგარის(ტექნიკის) და მოწყობილობის მონტაჟი რეგისტრაციის გარეშე

 

– დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2871-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები:

 

12. მ---------–------ს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

13. მ---------–-------ს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ჩადენილი ქმედების აღიარება და გულწრფელი მონანიება. შეუბღალავი წარსული (არ არის ნასამართლევი და ადმინისტრაციულსახდელდადებული) არის დ------------–ი და თვითდასაქმებული

 

სასჯელის დასაბუთება:

 

14. სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ მ---------–------ს ჩადენილი დანაშაულისათვის უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - ჯარიმა. აღნიშნული გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხი, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს მ---------–-------ს მხრივ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

 

მითითებული გარემოებების გათვალისწინებით მ---------–-------ს მიმართ საჯარიმო სანქციის გამოყენებით დაცული იქნება ბალანსი საზოგადოების ზოგადი ინტერესის მოთხოვნებსა და ინდივიდის ფუნდამენტური უფლებების დაცვის მოთხოვნებს შორის.

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მესამე მუხლის მე-14 ნაწილით, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე, 293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1.ბრალდებული მ---------–------- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2871-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.

 

2.განაჩენი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს სააღსრულებო ბიუროს მსჯავრდებულ მ---------–-------ს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

3.გაუქმდეს ბრალდებულ მ---------–-------ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გირაო.

 

4.საქმეზე ნივთიერ მტკიცებულებად ცნობილი, სახერხი დანადგარი, რომელიც შენახვის მიზნით ჩაბარებული აქვს მ---------–------ს, განაჩენის გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ გადაეცეს მას.

 

5.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.

 

6.განაჩენის გასაჩივრება შეიძლება სააპელაციო წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, მისი გამოცხადებიდან 1(ერთი) თვის ვადაში, ამბროლაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: ლეილა გურგუჩიანი