განაჩენი

სისხლის სამართლის 28.03.2019
საქმის ნომერი
330100119002893249
თარიღი
28.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №-------------------------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

28 მარტი 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და

არსებითი განხილვის კოლეგია

მოსამართლე ნინო ნაჭყებია

სხდომის მდივანი თამარ შუბითიძე

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - ც-------–---–---ე

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - ა-----– რ-----ის ძე ჭ------ა - დაბადებული 1----–-–------------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-------–----------------------–--------------------------------ში

 

ადვოკატი - თ----ა ბ------–--ე

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის პირველი ნაწილი

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

2019 წლის 13 იანვარს, დაახლოებით 21:30 საათზე, ქ. თბილისი, ჩ-----–ის ქუჩა №33-ში მდებარე სასტუმრო G----------ში, ა-----– ჭ------ამ სრულიად უმიზეზოდ არაერთგზის მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა სასტუმროს დამლაგებელ ე-–--ე ქ--------–-–---–ს, კერძოდ, დაუწყო ხმამაღლა გინება და გაშლილი ხელი გაარტყა სახის არეში. ამის გამო ე-–--ე ქ--------–-–---–მა ამოიღო მობილური ტელეფონი და სცადა 112-ში დარეკვა, რისი საშუალებაც ა-----– ჭ------ამ არ მისცა. ამის შემდგომ, ე-–--ე ქ--------–-–---–მა სცადა მისგან თავის დაღწევა და ოთახიდან კორიდორში გამოიქცა, ა-----– ჭ------ა ხმამაღალი გინებით გაეკიდა, დაეწია და სახის არეში ხელი კიდევ ორჯერ გაარტყა. ის ამ დროს ხმამაღლა ყვიროდა, ე-–--ე ქ--------–-–---–ს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ემუქრებოდა, რომ დანას მოიტანდა და დააზიანებდა. ამის შემდეგ ა-----– ჭ------ა დაბრუნდა დამლაგებლის ოთახში, აიღო ელექტრო გამათბობელი და ავიდა ზედა სართულზე, სადაც კიბეებთან მას შეხვდნენ სასტუმროს მაცხოვრებლები დ------ ჯ-----– ს----ი, ს-----ს ს----ი და კ------ პ----ი, რომლებიც ჭ------ას ყვირილისა და გინების გამო ოთახებიდან იყვნენ გამოსულები. მათ უკმაყოფილება გამოთქვეს ა-----– ჭ------ას მიმართ, რადგან გამოცდებისთვის ემზადებოდნენ და მისი საქციელის გამო ხელი ეშლებოდათ მეცადინეობაში. ამან ა-----– ჭ------ა ძალიან გააღიზიანა, მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, დაემუქრა და ძირს დაანარცხა ელექტრო გამათბობელი, რომელიც დარტყმის შედეგად დაზიანდა. ა-----– ჭ------ას აღნიშნული ქმედებებით, რომელიც გრძელდებოდა დაახლოებით ოცი წუთი, უხეშად დაირღვა რა საზოგადოებრივი წესრიგი, ასევე, ის გამოხატავდა ამ ფაქტის გამო შეკრებილი სასტუმროს თანამშრომლებისა და მობინადრეების მიმართ აშკარა უპატივცემულობას.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა და სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლომ, მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა საქმე და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა (მოწმეთა და ბრალდებულის გამოკითხვის ოქმები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებები და სხვ.) ერთობლიობა ა-----– ჭ------ას დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

 

სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ა-----– ჭ------ამ ჩაიდინა ხულიგნობა, ესე იგი ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით და ძალადობის მუქარით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

3. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ა-----– ჭ------ას პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება მას არ გააჩნია.

 

4. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით, მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი.

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ბრალდებული აღიარებს და გულწრფელად ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, არ არის ნასამართლევი, დაზარალებულებს მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნიათ, ამასთან ბრალად ედება ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენა და მიაჩნია, რომ ა-----– ჭ------ას მიმართ სასჯელის სახით 1000 (ათასი) ლარის ოდენობით ჯარიმის გამოყენება იქნება დანაშაულის ადეკვატური და პროპორციული და სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების შესრულებას.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ა-----– ჭ------ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთმტკიცებათა ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად:

- ელექტრო გამათბობელი (ინახება გლდანი-ნაძალადევის პოლიციის მე-7 განყოფილებაში) დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან მისი სათანადო ნდობით აღჭურვილ პირს;

- ე.ქ--------–-–---–ის მობილური ტელეფონი დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან მისი სათანადო ნდობით აღჭურვილ პირს;

- ფოტომასალა 2 (ორი) ცალ ელექტრონულ დისკზე (დაულუქავი სახით ერთვის სს საქმეს) შენახულ იქნეს სს საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: ნინო ნაჭყებია