განაჩენი

სისხლის სამართლის 06.02.2019
საქმის ნომერი
130100118002428717
დავის ტიპი
126 (1) 1
თარიღი
06.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1-77-18

(038090416002)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

6 თებერვალი, 2019 წელი ხ-–----ი

 

ხ-–----ის რაიონული სასამართლო

 

მოსამართლე - ლალი ბესტავაშვილი

 

სხდომის მდივანი - რუსუდან ავთანდილაშვილი

 

ბრალდების მხარე:

პროკურორები - ბ----------------–--ლი

 

დაცვის მხარე:

 

1. ბრალდებული - გ-----–-------ძე, დ--ადებული 1----–-–---------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი 5----------, მცხოვრები შემდეგ მისამართზე: ხ-–----ი, დ--ა ს----------–----–-------------

 

ადვოკატი - ი---------------ი

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილი (ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ??????? ????????? ???????? 117-? , 118-? ან 120-? ?????? გათვალისწინებული შედეგი)

 

2. ბრალდებული - ხ---------–-------ძე, დ--ადებული 1----–-–------------–ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი 5----------- მცხოვრები შემდეგ მისამართზე: ხ-–----ი, დ--ა ს----------–----–-------------

 

ადვოკატი - ე-–-----–-------ძე

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილი (ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ??????? ????????? ???????? 117-? , 118-? ან 120-? ?????? გათვალისწინებული შედეგი)

 

სხდომის სახე - საჯარო

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. ბრალდებულ გ-----–-------ძის ეპიზოდი

 

წარდგენილი ბრალდების არსი:

 

2016 წლის 8 აპრილს, ხ-–----ის რაიონის დ--ა ს------ში, ლ----–---------------ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ეზოში გ-----–-------ძესა და მის შვილს ხ---------–-------ძეს შორის არსებული უთანხმოებიდან გამომდინარე წარმოიქმნა კონფლიქტი, რა დროსაც გ-----–-------ძემ თავის არეში ხელის დარტყმით და თითების გადაგრეხვით ხ---------–-------ძეს მიაყენა სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ხ---------–-------ძემ, რომელსაც მოცემულ საქმეში დაზარალებულის სტატუსიც აქვს, სასამართლოს განუმარტა, რომ გ-----–-------ძე მისი მამაა, და რომ ისინი ცხოვრობენ ერთ მისამართზე - თვითონ შვილთან და დედასთან ერთად - საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე, ხოლო გ-----–-------ძე, რომელსაც ჰყავს სხვა ოჯახი, ცოლთან და შვილებთან ერთად ცხოვრობს მეორე სართულზე. მან ისიც აღნიშნა, რომ გ-----–-------ძეს ყოფილ მეუღლესთან და იმ შვილებთან, რომლებიც პირველი ქორწინებიდან ჰყავს, აქვს დაპირისპირება საცხოვრებელ სახლთან დაკავშირებით, და რომ ეს კონფლიქტი წლებია, გრძელდება. დაზარალებულისავე განმარტებით, 2016 წლის 8 აპრილს იმყოფებოდა თავის სახლში და უყურებდა ტელევიზორს. მოულოდნელად ტელევიზია გაითიშა; მიზეზის გასარკვევად გამოვიდა გარეთ. დაინახა, რომ სატელიტური ანტენის თეფშზე გ-----–-------ძე ცდილობდა, დაემაგრებინა კურდღლებისთვის განკუთვნილი ლითონის გალია და მხოლოდ ის უთხრა, რომ ეს გალია არ მიემაგრებინა ანტენაზე, რადგან ტელევიზორის ჩვენებას უშლიდა ხელს. მოულოდნელად გ-----–-------ძე გამოიქცა მისკენ, დაეწია სამზარეულოს შესასვლელთან, წააქცია, ერთი ხელი პირზე მიაფარა და მეორე ხელით, რაც შეეძლო, თავში ურტყამდა, ხელიც გადაუგრიხა; ათჯერ მაინც დაარტყა თავში; სახლში არავინ იყო და ვერავინ მიეშველა, ხმა ვერც მეზობლებს გააგონა. დაზარალებულმა ასევე მიუთითა, რომ, ცემის შედეგად ,,გაითიშა“, რის შემდეგაც გ-----–-------ძემ გაუშვა ხელი. გონს რომ მოვიდა, მამამისი მისგან მოშორებით იყო, ამით ისარგებლა და შევარდა სახლში, კარიც გადაკეტა; პირველი, რაც მოიფიქრა, დაურეკა თავის დას და უთხრა მომხდარის შესახებ. გ-----–-------ძე მობრუნდა უკან და რადგან კარი ჩაკეტილი დახვდა, აიღო იატაკის საწმენდი ხის ჯოხი და კარს ურტყამდა. მალევე მოვიდა პოლიცია, როგორც გაირკვა, მათთვის მის დას, ე-–-----–-------ძეს დაურეკავს. გ-----–-------ძე ამ დროს ბაღში იყო გადასული.

 

დაზარალებული იმასაც აღნიშნავს, რომ ცდილობდა, პოლიციელებისთვის ბ--------–--ისა და გ----------------სთვის აეხსნა მომხდარის შესახებ, რაზეც ბ--------–-ემ უთხრა, რომ მას (დაზარალებულს) ნაცემისა არაფერი ეტყობოდა. პოლიციამ არც იმას მიაქცია ყურადღება, რომ მომხდარის შედეგად ტანსაცმელიც დასვრილი ჰქონდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას საავადმყოფოში რომ გადაჰყავდა, იმდენად ცუდად გრძნობდა თავს, ვინ და როგორ გამოუცვალა ტანსაცმელი, არ ახსოვს. ნერვიულობის ფონზე გახდა ცუდად, მოგროვდა ხალხი, მოვიდა სასწრაფო დახმარების ბრიგადაც; მოხდა მისი გადაყვანა საავადმყოფოში, სადაც სათანადო დახმარება არ აღმოუჩინეს, უთხრეს რომ ნერვიული შეტევა ჰქონდა და გამოუშვეს სახლში. უარესად გახდა, კვლავ გამოიძახეს სასწრაფო დახმარება; მეორე დღესაც ისევ საჭირო გახდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება, რის შემდეგაც, გადაწყვიტა, გორში ჰოსპიტალისთვის მიემართა, რადგან ხ-–----ის საავადმყოფოში არ მიაქციეს ყურადღება და სათანადოდ არ უმკურნალეს. ჰოსპოტალში 2-3 დღე მოუწია დარჩენა, შემდეგ სახლში განაგრძო მკურნალობა. მეორე დღეს, ვიდრე ჰოსპიტალში მოთავსდებოდა, სასწრაფოს ექიმის წინააღმდეგობის მიუხედავად, პოლიციელმა ბ--------–--ემ თავისი ავტომანქანით მიიყვანა ხ-–----ის პოლიციის სამმართველოში - სამმართველოს უფროსთან შესახვედრად.

 

მოწმე ე-------–--------ემ სასამართლოს განუმარტა, რომ გ-----–-------ძის ყოფილი მეუღლეა და ხ---------–-------ძის დედაა. ახსოვს, რომ შემთხვევა მოხდა ორი წლის წინ. იგი თვითმხილველი არ არის, დასაქმებულია და სახლში არ იყო; როგორც შემდეგ გაიგო, გ-----–-------ძე ,,მიეჭრა“ ხ-------ს და დაუწყო ლანძღვა-გინება. გააგებინეს მომხდარის შესახებ და როდესაც სახლში დ--რუნდა, სასწრაფო დახვდა ადგილზე -ხ------- საკაცით გამოიყვანეს და გადაიყვანეს საავადმყოფოში.

 

მოწმემ ისიც აღნიშნა, რომ სახლში მისულს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადასთან ერთად დახვდა პოლიციაც და ხალხიც იყო შეკრებილი. გაიგო, რომ გ-----–-------ძემ ,,სასიკვდილოდ“ სცემა ხ-------ს. ადგილზე შეკრებილი მეზობლებიდან რომელმა მიაწოდა ცემის ფაქტთან დაკავშირებული ინფორმაცია, მოწმე ვერ ასახელებს.

 

მოწმე გ----------------–---–მა, რომელიც გ--- და ხ---------–-------ძეების მეზობელია, მხოლოდ ის დაადასტურა, რომ ლ---------ების ოჯახში წლებია, კონფლიქტია, და რომ იგი 2016 წლის 8 აპრილს მომხდარს არ შესწრებია.

 

მოწმე მ-----------მ, რომელიც ასევე გ--- და ხ---------–-------ძეების მეზობელია, განმარტა, რომ სხვა მეზობლებისგან შეიტყო მომხდარი ჩხუბის შესახებ, გაიგო, რომ გ---ს უცემია ხ------- და რომ ხ------- საავადმყოფოში წაიყვანეს. არ ახსოვს, რომელი მეზობლისგან შეიტყო მომხდარის შესახებ. ფაქტს, რომ ლ---------ების ოჯახში დიდი ხანია, კონფლიქტია, ადასტურებს და იმასაც აღნიშნავს, რომ ეს კონფლიქტი და დაძაბულობა გ-----–-------ძის გამოწვეულია, და რომ პირადად მასთანაც ჰქონდა წარსულში კონფლიქტი გ-----–-------ძეს.

 

იგივე დაადასტურა მოწმე ქ-------------–---მ, რომელიც ასევე ლ---------ების მეზობელია და რომელმაც ასევე სხვა მეზობლებისგან გაიგო მომხდარის შესახებ. ისიც აღნიშნა, რომ გ-----–-------ძის პირველ და მეორე ოჯახებს შორის არის უსიამოვნება და კონფლიქტი.

 

მოწმეთა ჩვენებებით დასტურდება მხოლოდ ის, რომ ლ---------ების ოჯახში ოჯახის წევრებს შორის უთანხმოება და კონფლიქტია საცხოვრებელ სახლთან დაკავშირებით, და რომ ეს უთანხმოება წლებია, გრძელდება. მოწმეთა განმარტება ლ---------ების ოჯახში ზოგადად არსებულ კონფლიქტთან დაკავშირებით, ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად არ ადასტურებს ფაქტს იმის შესახებ, რომ 2016 წლის 8 აპრილს გ-----–-------ძემ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა.

 

სასამართლო სხდომაზე საჯაროდ იქნა წაკითხული გ-----–-------ძის მოწმის სახით დაკითხვის ოქმი, რომელიც დათარიღებულია 2016 წლის 9 აპრილით და რომლის მიხედვითაც იგი ცხოვრობს დ--ა ს------ში, ლ----–---------------ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მე-2 სართულზე მეუღლესთან ე-–--------------სთან და შვილებთან გ--- და მ---- ლ---------ებთან ერთად. იმავე სახლის პირველ სართულზე ცხოვრობენ მისი ყოფილი მეუღლე ე-------–--------ე, შვილი ხ---------–-------ძე და შვილიშვილი ც-------------–--ლი, რომლებთანაც მას და მისი ოჯახის წევრებს წლებია უთანხმოება აქვთ საცხოვრებელი სახლის გაყოფასთან დაკავშირებით, რის გამოც ხშირად მოსდით ერთმანეთთან შელაპარაკება.

 

საჯაროდ წაკითხული ჩვენების მიხედვით, გ-----–-------ძე ადასტურებს 2016 წლის 8 აპრილს შვილთან მომხდარ კონფლიქტს, თუმცაღა იმისაც აღნიშნავს, რომ მას ხელი ან რამე საგანი ხ---------–-------ძისთვის არ დაურტყამს და, შესაბამისად, მისთვის არანაირი დაზიანება არ მიუყენებია.

 

სასამართლო სამედიცინო ექსპერტის მ-----------------–ის მიერ გაცემული №6--------- დასკვნის მიხედვით, ხ---------–-------ძე, 2016 წლის 8 აპრილს მომხდარი ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტთან დაკავშირებით, სამედიცინო დაწესებულება შპს ,,ალიანს მედ სერვისი“-ში მოთავსდა 2016 წლის 8 აპრილს; დაუდგინდა დიაგნოზი - თავის დაუზუსტებელი ტრავმა, ვეგეტატიური ნერვული სისტემის აშლილობა დაუზუსტებელი. ამავე ფაქტთან დაკავშირებით სსიპ გიორგი აბრამაშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში მოთავსდა 2016 წლის 9 აპრილს. დაუდგინდა დიაგნოზი - ქალა-ტვინის დახურული ტრავმა; თავის ტვინის შერყევა. სახის, სხეულის და გულმკერდის მიდამოების მრავლობითი დაჟეჟილობა. აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთი მარცხენა ბარძაყის მიდამოში და ნაჭდევები მარცხენა მუხლის მიდამოში. დასკვნის მიხედვით, დაზიანებები მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად.

ამავე დასკვნის ობიექტური გამოკვლევის მონაცემების მიხედვით, როგორც შპს ,,ალიანს მედ სერვისი“-ს ხ-–----ის სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათიდან ირკვევა, ხ---------–-------ძე მითითებულ სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსდა 2016 წლის 8 აპრილს, 18 საათსა და 05 წუთზე. კლინიკური დიაგნოზი: თავის დაუზუსტებელი ტრავმა. ვეგეტატიური ნერვული სისტემის აშლილობა დაუზუსტებელი. ქირურგის ჩანაწერი: ტრავმული დაზიანება კანზე არ აღენიშნება. დიაგნოზი: ქირურგიული პათოლოგია არ აღენიშნება. საავადმყოფოდან გაწერილია 2016 წლის 8 აპრილს. ხ---------–-------ძე სსიპ გიორგი აბრამაშვილი სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში, რომელიც გორში მდებარეობს, მოთავსდა 2016 წლის 9 აპრილს 16 საათსა და 10 წუთზე. ნეიროქირურგის კონსულტაციით დიაგნოზი: თავის ტვინის დახურული ტრავმა, თავის ტვინის შერყევა. ლოკალურად: ზედა ტუჩის მიდამო შეშუპებულია და მტკივნეული. პალპაციით აღენიშნება მტკივნეულობა კისრის, ზურგის მიდამოში. მარცხენა ბარძაყის მედიალურ ზედაპირის მიდამოში შუა მესამედის დონეზე აღენიშნება კანქვეშა სისხლნაჟღენთი. მარცხენა მუხლის წინა ზედაპირზე აღენიშნება დაჟეჟილობები და ნაჭდევები. საავადმყოფოდან გაწერილია 2016 წლის 11 აპრილს. დასკვნაში იმის შესახებაც არის აღნიშვნა გაკეთებული, რომ გამომძიებელს დადგენილებაში მითითებული აქვს, რომ სამხედრო ჰოსპიტალიდან გაწერის შემდეგ მკურნალობა აღარ გაუგრძელებია.

 

სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას სასამართლო სამედიცინო ექსპერტმა მ-----------------–მა დაადასტურა ხ---------–-------ძის მიმართ მის მიერ გაცემული დასკვნა და დამატებით განმარტა, რომ ექსპერტიზა ჩაატარა სამედიცინო საბუთების საფუძველზე. ისიც აღნიშნა, რომ, შესაძლოა, თავზე გარეგნულად არ იყოს დაზიანებები, მაგრამ იყოს თავის ტვინის შერყევა, ვინაიდან ,,თავის ტვინის შერყევას გამოვლინება აქვს რეფლექსებში“. ექსპერტის განმარტებით, განსახილველ შემთხვევაშიც თავზე არ იყო დაზიანება, მაგრამ მან გაიზიარა სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერები, რადგან ჩათვალა, რომ ეს ჩანაწერები მამტკიცებელი იყო თავის ტვინის შერყევისა. ისიც აღნიშნა, რომ სამხედრო ჰოსპიტალიდან გაწერის შემდეგ ხ---------–-------ძეს მკურნალობა აღარ გაუგრძელებია. იმაზეც მიუთითა, რომ ხ---------–-------ძის სხეულზე დაზიანებები არსებობს ხელით მისაწვდომ ადგილზე.

 

იმ საფუძვლით, რომ საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და მამა-შვილ გ--- და ხ---------–-------ძეების სხეულზე მიყენებული დაზიანებების თავისებურების სწორად აღქმა და გაგება სპეციალური ცოდნის გარეშე შეუძლებელი იყო, გამოძიებამ საჭიროდ მიიჩნია, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე დაენიშნა კომისიური სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა. ექსპერტიზის წინაშე დასმული იყო შემდეგი შეკითხვები: რა სახის დაზიანება აღენიშნება ხ---------–-------ძეს სხეულზე, როგორია მისი ხარისხი, ხასიათი და ხანდაზმულობა. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა (№0--------) არ ეწინააღმდეგება უფრო ადრე ხ---------–-------ძის მიმართ გაცემულ დასკვნას. დამატებით მითითებულია, რომ ვინაიდან სამედიცინო საბუთებში არ არის აღწერილი სისხლნაჟღენთის და ნაჭდევების მორფოლოგიური სურათი, მათი ხანდაზმულობის დადგენა ექსპერტიზას არ შეუძლია. ასევე აღნიშნულია, რომ დაზიანება თავის ტვინის შერყევის სახით, განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ ტრავმის მიღების 08.04.2016წ. თარიღს.

 

ექსპერტმა ს------------–----ამ დასკვნასთან დაკავშირებით განმარტა, რომ დასკვნა გაიცა სამედიცინო საბუთების საფუძველზე და რომ ხ---------–-------ძის პირადად შემოწმება არ მოხდა იმიტომ, რომ ექსპერტიზის ჩატარების დროისთვის თავის ტვინის შერყევა ,,ალაგებული“ იქნებოდა; ისიც აღნიშნა, რომ თავის ტვინის შერყევის გადამოწმება სამედიცინო დოკუმენტაციითაც ვერ მოხდებოდა, რადგან ცნობილი იყო, რომ ხ---------–-------ძეს მკურნალობა არ გაუგრძელებია.

 

ანალოგიური განმარტება მისცა სასამართლოს ექსპერტმა ზ---------------–-–---–მა. მან დამატებით აღნიშნა, რომ მსგავს შემთხვევაში ექსპერტიზის დამნიშნავი პირისაგან ითხოვენ ინფორმაციას - თავის ტვინის შერყევასთან დაკავშირებით აგრძელებს თუ არა შესამოწმებელი პირი მკურნალობას. თუ მიიღებენ პასუხს, რომ მას მკურნალობა არ გაუგრძელებია, ეს ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ მათი (ექსპერტების) სახელმძღვანელო მონაცემები არის ის კონკრეტული დოკუმენტაცია, რაც არის წარდგენილი. იმ შემთხვევაში, თუ პირი აგრძელებს მკურნალობას და ამის შესახებ აქვთ ინფორმაცია, აუცილებლად მიმართავენ გამომძიებელს, რომ წარადგინოს სამედიცინო დოკუმენტაცია მკურნალობის კურსის დასრულების შემდეგ. ზოგადად, მკურნალობის გაგრძელება ნიშნავს, რომ პირი იმყოფება ამბულატორიული მკურნალობის ქვეშ ან წევს კლინიკაში. მათ მიიღეს ინფორმაცია, რომ ხ---------–-------ძეს მკურნალობა არ გაუგრძელებია.

 

ექსპერტთა ჩვენებებიდან გამომდინარე, ექსპერტიზის პირობებში შეუძლებელი გახდა თავის ტვინის შერყევასთან დაკავშირებული საკითხის გადამოწმება ერთის მხრივ იმიტომ, რომ პირადად ხ---------–-------ძის შემოწმება ექსპერტიზას, კვლევის ფარგლებში, ვერაფერს მისცემდა, რადგან იმ პერიოდისთვის ტვინის შერყევა, როგორც უკვე ითქვა, ,,ალაგებული“ იქნებოდა, ხოლო მეორეს მხრივ - იმის გამო, რომ ხ---------–-------ძემ მკურნალობა არ განაგრძო, არ არსებობდა უფრო მეტი და კონკრეტული სამედიცინო დოკუმენტაცია. შესაბამისად, სასამართლო სამედიცინო ექსპერტებს როგორც თავდაპირველი ექსპერტიზის, ისე ხელახლა დანიშნული ექსპერტიზის ჩატარებისას, არ ჰქონდათ შესაძლებლობა, გადაემოწმებინათ თავის ტვინის შერყევასთან დაკავშირებული საკითხი; თუმცაღა, როგორც მათ განუმარტეს სასამართლოს, იმ სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერებიდან გამომდინარე, რაც ხელთ ჰქონდათ, ვერ გამოირიცხა და ექსპერტიზის დასკვნებში აისახა თავის ტვინის შერყევა. რაც შეეხება ჯანმრთელობის სხვა დაზიანებებს - ვინაიდან სამედიცინო საბუთებში არ იყო აღწერილი სისხლნაჟღენთის და ნაჭდევების მორფოლოგიური სურათი, მათი ხანდაზმულობის დადგენა ექსპერტიზამ ვერ შეძლო. აღნიშვნის ღირსია ის გარემოებაც, რომ ქირურგის ჩანაწერის მიხედვით, ტრავმული დაზიანება კანზე არ აღენიშნებოდა ხ---------–-------ძეს, ანუ მას ქირურგიული პათოლოგია არ აღენიშნებოდა. მითითებული ჩანაწერი გაკეთებულია იმ ქირურგის მიერ, რომელმაც, როგორც სპეციალისტმა, ხ-–----ის საავადმყოფოში ერთ-ერთმა პირველმა ნახა დაზარალებული ხ---------–-------ძე. ასევე აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში ნაწარმოები სამედიცინო საბუთების მიხედვით, დაზიანებების ლოკაცია გადმოცემულია შემდეგნაირად: ზედა ტუჩის მიდამო შეშუპებულია და მტკივნეული. პალპაციით აღენიშნება მტკივნეულობა კისრის, ზურგის მიდამოში. მარცხენა ბარძაყის მედიალურ ზედაპირის მიდამოში შუა მესამედის დონეზე აღენიშნება კანქვეშა სისხლნაჟღენთი. მარცხენა მუხლის წინა ზედაპირზე აღენიშნება დაჟეჟილობები და ნაჭდევები. კონკრეტული მტკიცებულება იმის შესახებ, თუ რამ გამოიწვია ორ სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულაბაში ხ---------–-------ძის სხეულის დაზიანებების შესახებ ერთდღიანი ინტერვალით ასეთი განსხვავებული ინფორმაციის გაცემა, არ წარმოდგენილა და, შესაბამისად, არ გამოკვლეულა. მხედველობაშია მისაღები ის გარემოებაც, რომ ხ---------–-------ძე სამხედრო ჰოსპიტალში მოთავსდა მას შემდეგ რაც ერთი დღის გაწერილი იყო ხ-–----ის საავადმყოფოდან. რატომ გაეწერა ხ-–----ის საავადმყოფოდან და ერთი დღის შემდეგ რატომ მიმართა სხვა სტაციონარს, დაზარალებულმა ხ---------–-------ძემ დამაჯერებლად ვერ აუხსნა სასამართლოს, მით უმეტეს, რომ როგორც იგი (დაზარალებული) განმარტავს, თავს გრძნობდა ძალიან ცუდად, ანუ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო მძიმე.

 

ისეთი მოცემულობის პირობებში, როდესაც თვითმხილველი მოწმე, რომელიც დაადასტურებდა რომ გ-----–-------ძის მიერ ხ---------–-------ძის მიმართ 2016 წლის 8 აპრილს განხორციელდა ძალადობა, საქმის სასამართლო განხილვისას არ დაკითხულა (ასეთის არარსებობის გამო); როდესაც სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზების შედეგად ვერ დგინდება ხ---------–-------ძის სხეულზე არსებული სისხლნაჟღენთის და ნაჭდევების ხანდაზმულობა; როდესაც ექსპერტიზის ჩატარებისას ვერ გადამოწმდა თავის ტვინის შერყევასთან დაკავშირებული საკითხი, მხოლოდ დაზარალებული ხ---------–-------ძის ჩვენება ვერ გახდება საფუძველი იმასა, რომ სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნიოს გ-----–-------ძის მიერ ხ---------–-------ძის მიმართ ძალადობის ჩადენის ფაქტი. უფრო მეტიც, იმის გათვალისწინებით, რომ ხ---------–-------ძესა და გ-----–-------ძეს შორის არსებული უთანხმოება და დაძაბულობა წლებია, გრძელდება, ჩნდება ეჭვი, რამდენად არის შესაბამისობაში ხ---------–-------ძის, როგორც დაზარალებულის ჩვენებაში ასახული გარემოებები რეალურად მომხდართან.

 

ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულებების განხილვისა და გაანალიზების საფუძველზე სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ დადასტურდა გ-----–-------ძის მიერ ოჯახში ძალადობის ჩადენის ფაქტი.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მოცემულ შემთხვევაში გ-----–-------ძის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდების საფუძველს სწორედაც რომ არ წარმოადგენს ერთმანეთთან შეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა; ბრალდების ამ ნაწილში მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგად უტყუარად არ დადასტურდა ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენა. პირდაპირი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ გ-----–-------ძემ ხ---------–-------ძის მიმართ ჩაიდინა ძალადობა, არ წარმოდგენილა.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ; ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი. სასამართლოს მიაჩნია, რომ არ დადასტურდა ბრალდებულ გ-----–-------ძის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რის გამოც იგი წარდგენილი ბრალდებაში უნდა გამართლდეს.

 

2. ბრალდებულ ხ---------–-------ძის ეპიზოდი

 

სასამართლომ დაადგინა:

 

2016 წლის 8 აპრილს, ხ-–----ის რაიონის დ--ა ს------ში, ლ----–---------------ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ეზოში, გ-----–-------ძესა და მის შვილს ხ---------–-------ძეს შორის არსებული უთანხმოებიდან გამომდინარე წარმოიქმნა კონფლიქტი, რა დროსაც ხ---------–-------ძემ მამამისს გ-----–-------ძეს პლასტმასის ვედროს დარტყმის გზით თავის არეში მიაყენა სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად. ბრალდებულის ქმედებით დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ხ-–----ის რაიონული სამმართველოს ს------ის პოლიციის განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა ბ--------–--ემ მოწმედ დაკითხვისას სასამართლოს განუმარტა, რომ 2014 წლიდან მუშაობს ს------ის პოლიციის განყოფილებაში და იცის, რომ ლ---------ების ოჯახში საცხოვრებელ სახლთან დაკავშირებით ხშირია კონფლიქტი. 2016 წლის 8 აპრილს, დაახლოებით 15:00 საათზე 112-დან მიიღეს შეტყობინება მამა-შვილ ლ---------ებს შორის არსებული კონფლიქტის შესახებ. თანამშრომელთან, გ---------------თან ერთად მივიდა შეტყობინებაში აღნიშნულ მისამართზე. ადგილზე მისულმა დაინახა, რომ ეზოში იმყოფებოდა გ-----–-------ძე, ხოლო სახლის შესასვლელ კარებთან - ხ---------–-------ძე და მამა-შვილი ერთმანეთს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას; ორივე (მამა-შვილი) წამოვიდა მათკენ და სიტუაციის გარკვევა რომ დაიწყეს, მოულოდნელად ხ---------–-------ძემ აიღო პლასტმასის ვედრო, რომელიც ეზოში შესასვლელი კარის მარცხენა მხარეს, მათგან დაახლოებით ორ მეტრში იდო, და გ-----–-------ძეს დაარტყა თავის არეში. არ ახსოვს, ვედრო მთელი იყო თუ გატეხილი. მოწმისავე განმარტებით, მან გ---------------თან ერთად გააშველა ხ------- და გ-----–-------ძეები, რის შემდეგაც გამოკითხვისა და სიტუაციის განეიტრალების მიზნით გ-----–-------ძე წაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში.

 

მოწმემ ისიც აღნიშნა, რომ, როგორც ახსოვს, ხ---------–-------ძისთვის გამოძახებულ იქნა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადაც. იმაზეც მიუთითა, რომ ვიდრე გ---------------თან ერთად იმყოფებოდა ადგილზე, სხვა სახის შეურაცხყოფას მხარეთა შორის ადგილი არ ჰქონია.

 

მოწმემ ასევე განმარტა, რომ გასაუბრებისას ხ------- და გ-----–-------ძეები ერთმანეთს ამხელდნენ ძალადობის ჩადენაში, რის გამოც პირადად მან (მოწმემ) პატაკით მიმართა ხელმძღვანელობას, რის შემდეგაც დაიწყო გამოძიება.

 

ანალოგიური განმარტება მისცა სასამართლოს გ---------------მა, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს ხ-–----ის რაიონული სამმართველოს ს------ის პოლიციის განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელია. დამატებით აღნიშნა, რომ ლ---------ები ერთმანეთში საცხოვრებელ სახლზე დავობენ; მას, როგორც პოლიციელს, უფრო ადრეც 2-3 ჯერ მოუწია ამ დავასთან დაკავშირებით მათთან მისვლა. მოწმისავე განმარტებით ფიზიკურ ძალადობას მოდავე მხარეთა შორის მანამდე ადგილი არ ჰქონია. 2016 წლის 8 აპრილს, მას შემდეგ, რაც ბ--------–--ესთან ერთად მივიდა ადგილზე, ხ------- და გ-----–-------ძეები მათი (პოლიციელების) თანდასწრებითაც აყენებდნენ ერთმანეთს სიტყვიერ შეურაცხყოფას და მოულოდნელად რატომ გადაწყვიტა ხ---------–-------ძემ, რომ გ-----–-------ძისთვის ვედრო ჩაერტყა თავში, მისთვის უცნობია.

 

სასამართლო სხდომაზე საჯაროდ იქნა წაკითხული გ-----–-------ძის მოწმის სახით დაკითხვის ოქმი, რომლის მიხედვითაც, 2016 წლის 8 აპრილს დღის მეორე ნახევარში იგი (გ-----–-------ძე) იმყოფებოდა საცხოვრებელი სახლის ეზოში და აკეთებდა საქათმეს, რადგან მისი შვილი ხ---------–-------ძე გამოთქვამდა პრეტენზიას, რომ მისი ქათმები აწუხებდნენ. ამ დროს სახლიდან ეზოში გამოვიდა ხ---------–-------ძე, რომელმაც დაუწყო ქვების სროლა და თან ეძახდა, ვინ გკითხავ მაგის გაკეთებასო. უპასუხა, რომ საქათმეს იმისთვის აკეთებდა, რომ მის ქათმებს იგი აღარ შეეწუხებინათ. ერთმანეთთან მოუვიდათ სიტყვიერი შელაპარაკება, ერთმანეთს მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა; ხ---------–-------ძემ დაიწყო მის (გ--- ლ------ის) მიერ დარგული ყვავილების მოთხრა; შემდეგ შევიდა სახლში, საიდანაც გამოიტანა იატაკის საწმენდი ჯოხი, მივიდა მასთან და მისი მიმართულებით მოიქნია; თავის დაცვის მიზნით, ჯოხი რომ არ მოხვედროდა, შეეცადა წართმევას, რა დროსაც დაუზიანდა მარჯვენა ხელის ნეკა თითი. აღნიშნული კონფლიქტის დროს, მათთან, სიტუაციის გარკვევის მიზნით, მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები, რომლებმაც მოუწოდეს სიმშვიდისკენ და იკითხეს, თუ რა ხდებოდა. ამ დროს ხ---------–-------ძემ აიღო იქვე დადებული შავი ფერის პლასტმასის ვედრო და ჩაარტყა თავში, რის შედეგადაც ვედრო გატყდა, ხოლო მან (გ-----–-------ძემ) თავის არეში მიიღო დაზიანება. მას სამედიცინო დაწესებულებისთვის არ მიუმართავს, ვინაიდან დაზიანება უმნიშვნელო იყო და მეუღლის, ე-–-------------ის მიერ გაწეული სამედიცინო დახმარებით შემოიფარგლა.

 

სასამართლო სხდომაზე საჯაროდ იქნა წაკითხული გ-----–-------ძის მეუღლის ე-–-------------ის მოწმის სახით დაკითხვის ოქმი, რომელიც დათარიღებულია 2016 წლის 19 მაისით და რომლითაც დასტურდება გ-----–-------ძის ყოფილ და ამჟამინდელ ოჯახებს შორის არსებული დავა და კონფლიქტი, რაც უკავშირდება საცხოვრებელი სახლის გაყოფას. ამავე დაკითხვის ოქმში მითითებულია, რომ 2016 წლის 8 აპრილს ე-–-------------- მთელი დღის განმავლობაში იმყოფებოდა სამსახურში. საღამოს, როდესაც სახლში დ--რუნდა, მეუღლისგან, გ-----–-------ძისგან შეიტყო მომხდარი კონფლიქტის შესახებ - ხ---------–-------ძეს იატაკის საწმენდი ჯოხის მარჯვენა ხელზე დარტყმისა და პლასტმასის ვედროს თავში ჩარტყმის შედეგად გ-----–-------ძისთვის მიუყენებია დაზიანებები. მან დაუთვალიერა მეუღლეს თავის არე და ნახა, რომ თავზე აღენიშნებოდა მცირეოდენი დაზიანება. დაკითხვის ოქმში აღნიშნულია, რომ მარჯვენა ხელის დაზიანებულ თითთან დაკავშირებით გ-----–-------ძემ მიმართა სამედიცინო დაწესებულებას.

 

სახდომაზე ასაევე საჯაროდ იქნა წაკითხული გ-----–-------ძის შვილის, გ-----–-------ძის მოწმის სახით დაკითხვის ოქმი, რომელიც დათარიღებულია 2016 წლის 21 მაისით, და რომლის მიხედვითაც მოწმე ადასტურებს იგივე ფაქტობრივ გარემოებებს, რაც ასახულია მოწმე ე-–-------------ის დაკითხვის ოქმში.

 

მოწმედ დაკითხულ პოლიციელთა ჩვენებებით და მოწმეთა საჯაროდ წაკითხული ჩვენებებით დასტურდება, რომ ხ---------–-------ძემ გ-----–-------ძეს ჩაარტყა პლატმასის ვედრო, რის შედეგადაც დაზარალებულმა მიიღო თხემ-საფეთქლის არეში დაზიანება.

 

მოწმედ დაკითხვისას მ-----------------მ სასამართლოს განუმარტა, რომ იმ დროისთვის, როდესაც მოცემულ საქმეზე აწარმოებდა გამოძიებას, შინაგან საქმეთა სამინისტროს ხ-–----ის რაიონული სამმართველოს ს------ის პოლიციის განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი იყო. როგორც ახსოვს, 2016 წლის 9 აპრილს ბ--------–--ის პატაკის საფუძველზე დაიწყო გამოძიება ოჯახში ძალადობის ფაქტზე. მან დაათვალიერა შემთხვევის ადგილი; ამოიღო ვედრო. დაკითხა მოწმეები, დანიშნა ექსპერტიზები, დაკითხა გ--- და ხ---------–-------ძეებიც, რომლებიც ერთმანეთს ამხელდნენ ფიზიკურ დაზიანებებში. მანაც დაადასტურა, რომ საცხოვრებელ სახლთან დაკავშირებით ზოგადად კონფლიქტი აქვთ ერთმანეთში ლ---------ებას.

 

ბრალდებულმა ხ---------–-------ძემ უარყო გ-----–-------ძისთვის პლასტმასის ვედროს თავში ჩარტყმის ფაქტი; განმარტა, რომ, როდესაც პოლიცია მივიდა ადგილზე, იგი ცდილობდა, მათთვის აეხსნა მომხდარის შესახებ და რადგან ჩათვალა, რომ თავის სიმართლეში ისინი ვერ დაარწმუნა, აიღო იქვე დადებული გატეხილი ვედრო და ინსტიქტურად ისროლა. არც დაუნახავს, მოხვდა თუ არა ვინმეს ეს ვედრო.

 

ვედროს თუნდაც გაუაზრებლად და ინსტიქტურად სროლის ფაქტის დადასტურება ბრალდებულის მიერ, არათუ ეჭვქვეშ აყენებს ფაქტის შემსწრე პოლიციელთა ჩვენებას, არამედ, შეიძლება ითქვას, რომ მეტად დამაჯერებელსაც ხდის, და, გარკვეულწილად, კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ გ-----–-------ძემ თხემ-საფეთქლის არეში დაზიანება მიიღო პლატმასის ვედროს ჩარტყმით (დარტყმით).

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულის (ხ---------–-------ძის) პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ მას არ ჰქონდა განზრახვა, ფიზიკური შეურაცხყოფა მიეყენებინა გ-----–-------ძისთვის. მოწმე პოლიციელებმა, რომლებიც, როგორც უკვე აღინიშნა, ფაქტის შემსწრენი არიან, დ--ეჯითებით და ნათლად ახსნეს და დაადასტურეს, რომ ხ---------–-------ძემ მათთვის მოულოდნელად აიღო ვედრო და თავში ჩაარტყა გ-----–-------ძეს. თავის არეში მიღებულ დაზიანებასთან ერთობლიობაში მოწმეთა ჩვენებებით დასტურდება ხ---------–-------ძის როგორც განზრახვა, ისე განზრახვის სისრულეში მოყვანის ფაქტიც.

 

სასამართლო სამედიცინო ექსპერტის მ-----------------–ის მიერ გაცემული №4--------- დასკვნის მიხედვით, გ-----–-------ძე 2016 წლის 8 აპრილს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ექსპერტიზაზე პირადად წარდგენილ იქნა 2016 წლის 9 აპრილს. აღენიშნებოდა ნაჭდევი მარცხნივ თხემ-საფეთქლის მიდამოში. ნაჭდევი, სისხლჩაქცევა და შეშუპება მარჯვენა ხელის მეხუთე თითის მიდამოში. სამედიცინო გამოკვლევით დაუდგინდა დიაგნოზი: მარჯვენა მტევნის მეხუთე თითის პოსტტრავმული ართრიტი. 2016 წლის 24 მაისს ექიმის მიერ დაენიშნა ამბულატორიული მკურნალობის გაგრძელება. დაზიანებები მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით. თხემ-საფეთქლის მიდამოში არსებული ნაჭდევი ცალკე აღებული მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. მარჯვენა ხელის მეხუთე თითის მიდამოში არსებული დაზიანება, ტრავმული ართრიტი, მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე ხარისხს ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით. დაზიანებები ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებებში მითითებულ თარიღს.

 

მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე დაინიშნა კომისიური სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზაც. აღნიშნული ექსპერტიზის №0-------- დასკვნით არ დადგინდა ტრავმული ართრიტი, ხოლო თხემ-საფეთქლის მიდამოში არსებულ ნაჭდევთან დაკავშირებით, ასევე მარჯვენა მტევნის მეხუთე თითის ძირითადი და შუა ფალანგის შესახსრების უკანა ზედაპირზე არსებულ ნაჭდევთან და ამავე მიდამოში არსებულ სისხლჩაქცევასთან დაკავშირებით იგი არ ეწინააღმდეგება უფრო ადრე გ-----–-------ძის მიმართ გაცემულ დასკვნას. აქვე მითითებულია, რომ ეს დაზიანებები მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ 2016 წლის 8 აპრილის თარიღს.

 

სასამართლო სამედიცინო ექსპერტმა მ-----------------–მა ექსპერტიზის ორ დასკვნას შორის განსხვავება, რაც უკავშირდება პოსტტრავმულ ართრიტს, სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას ახსნა იმით, რომ მან პირადად შეამოწმა გ-----–-------ძე, რომელმაც მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მარჯვენა ხელთან დაკავშირებით მკურნალობას განაგრძობდა. შესაბამისად, მან არ დაამთავრა ექსპერტიზა, დაელოდა მკურნალობის დასრულებას. ექსპერტმა ისიც აღნიშნა, რომ სამედიცინო საბუთებში ყველა დაავადება იწერება, და რომ მკურნალობის დასრულების შემდეგ გ-----–-------ძის სახელზე გაცემულ სამედიცინო საბუთებში, რომელთა შესწავლაც მოხდა ექსპერტიზის ფარგლებში, არ იყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითების ტრავმა მანამდე, ესე იგი, 2016 წლის 8 აპრილამდე ჰქონდა მიღებული შესამოწმებელ პირს. სამედიცინო დოკუმენტაციაში ეწერა პოსტტრავმული ართრიტი, რაც აისახა ექსპერტის დასკვნაშიც.

 

სასამართლო სხდომაზე ასევე დაიკითხნენ ექსპერტები ს------------–----ა და ზ---------------–-–---–ი, რომელთაც ექსპერტიზის ორ დასკვნას შორის განსხვავება, დაკავშირებული პოსტტრავმულ ართრიტთან, ახსნეს იმით, რომ დამატებით იქნა გამოკვლეული 2011 და 2013 წლის სამედიცინო დოკუმენტაცია გ-----–-------ძის სახელზე გაცემული, ამასთან, მოხდა კომპეტენტური პირების ჩართვა საექსპერტო კვლევაში - მოწვეულ იქნენ ორთოპედ-ტრავმატოლოგი და რენტგენოლოგი, და რომ კვლევის შედეგად საბოლოოდ გამოირიცხა პოსტტრავმული ართრიტი.

 

სასამართლო სხდომაზე ასევე დაიკითხნენ ორთოპედ-ტრავმატოლოგი ლ------ ჭ---------- და რენტგენოლოგი ი-----–--------–--ლი, რომლთაც სასამართლოს მისცეს განმარტება, მათი კომპეტენციის ფარგლებში ჩატარებული კვლევის მეთოდისა და შედეგების შესახებ.

 

სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზების შედეგად დადგინდა, რომ გ-----–-------ძეს თხემ-საფეთქლის მიდამოში აღენიშნებოდა ნაჭდევი, ასევე მარჯვენა მტევნის მეხუთე თითის ძირითადი და შუა ფალანგის შესახსრების უკანა ზედაპირზე აღენიშნებოდა ნაჭდევი და ამავე მიდამოში სისხლჩაქცევაც; ასევე დადგინდა რომ სხვადასხვა ექსპერტების მიერ გაცემული ორი სხვადასხვა დასკვნა სხეულის ზემომითითებულ დაზიანებათა ნაწილში ერთმანეთთან წინააღმდეგობაში არ მოდის. ეს დაზიანებები ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ 2016 წლის 8 აპრილის თარიღს.

 

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ბრალდების შესახებ დადგენილებაში უნდა აღინიშნოს: ბრალდების ფორმულირება – ინკრიმინირებული ქმედების აღწერა, მისი ჩადენის ადგილის, დროის, ხერხის, საშუალების, იარაღის, აგრეთვე ამ ქმედებით გამოწვეული შედეგის მითითებით.

 

დადგენილებაში პირის ბრალდების შესახებ, რომლითაც ხ---------–-------ძე ბრალდებულად იქნა ცნობილი, ბრალად შერაცხული ქმედება აღწერილია შემდეგნაირად:

,,2016 წლის 8 აპრილს, ხ-–----ის რაიონის დ--ა ს------ში, ლ----–---------------ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ეზოში, გ-----–-------ძესა და მის შვილს ხ---------–-------ძეს შორის არსებული უთანხმოებიდან გამომდინარე წარმოიქმნა კონფლიქტი, რა დროსაც ხ---------–-------ძემ მამამისს გ-----–-------ძეს სხვადასხვა ნივთების დარტყმის გზით თავის არეში და სხეულის სხვა მიდამოებში მიაყენა სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.“

 

საქმის განხილვის შედეგებიდან გამომდინარე, საბოლოოდ, ბრალდების მხარემ სასამართლო სხდომაზე ხ---------–-------ძის მიმართ ბრალდების ფორმულირება მოახდინა შემდეგნაირად: 2016 წლის 8 აპრილს, ხ-–----ის რაიონის დ--ა ს------ში, ლ----–---------------ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ეზოში, გ-----–-------ძესა და მის შვილს ხ---------–-------ძეს შორის არსებული უთანხმოებიდან გამომდინარე წარმოიქმნა კონფლიქტი, რა დროსაც ხ---------–-------ძემ მამამისს გ-----–-------ძეს პლასტმასის ვედროს დარტყმის გზით თავის არეში მიაყენა სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად. ბრალდებულის ქმედებით დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

საქმის მასალების მიხედვით გ-----–-------ძე ბრალდებულად ცნობილია დაუსწრებლად, ასევე დაუსწრებლად იქნა ცნობილი დაზარალებულადაც. იგი მხოლოდ მოწმის სტატუსით არის დაკითხული - დაკითხვის ოქმი საჯაროდ იქნა წაკითხული სასამართლო სხდომაზე. გ-----–-------ძე არ მონაწილეობდა საქმის სასამართლო განხილვაში, შესაბამისად, უშუალოდ მასთან იმ გარემოების გარკვევა, თუ რამდენად განიცადა ფიზიკური ტკივილი იმ ძალადობის შედეგად, რაც მის მიმართ განხორციელდა და რაც დაკავშირებულია თავში ვედროს ჩარტყმასთან, არ მომხდარა.

 

ზოგადად ტკივილი სუბიექტური შეგრძნებაა და იგი სხვადასხვა პირების მიერ სხვადასხვანაირად აღიქმება. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, ვედროს თავში ჩარტყმამ, რის შედეგადაც დაზარალებულმა სხეულის დაზიანება მიიღო, ბუნებრივია, ფიზიკური ტკივილიც გამოიწვია. ის, რომ თავის არეში მიღებული დაზიანება ფიზიკურ ტკივილთანაც იქნებოდა დაკავშირებული, დაადასტურა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას ექსპერტმა მ-----------------–მაც.

 

ხ---------–-------ძის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი ასევე დასტურდება შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და ნივთიერი მტკიცებულებითაც - შავი ფერის პლატმასის ვედრო, რომელიც დათვალიერდა სასამართლო სხდომაზე. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ნივთმტკიცების ზომა ერთგვარად მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მითითებული ვედროს თავში ჩარტყმის შედეგად დაზარალებულს ექნებოდა ფიზიკური ტკივილის შეგრძნება.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა, რომ ხ---------–-------ძემ თავისი მამის გ-----–-------ძის მიმართ ჩაიდინა ძალადობა, რაც წარმოადგენს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეულ ქმედებას.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ხ---------–-------ძისთვის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი ნასამართლევი არ არის, მომხდარიდან გასულია ორ წელზე მეტი, და აღნიშნულ პერიოდში მისი მხრიდან რაიმე სახის კანონდარღვევას ადგილი არ ჰქონია. რაც შეეხება დამამძიმებელ გარემოებებს - საქმის განხილვის შედეგად არ გამოვლენილა.

 

სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სასამართლოს საქმიანობის ერთ-ერთ ფუნქციას ბრალის ხარისხის შესაბამისი სასჯელის დანიშვნა წარმოადგენს. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც, წარსულში ჩადენილ დანაშაულებსა და გამოძიებასთან თანამშრომლობას; ამასთან, სასჯელი უნდა იყოს სამართლიანი და ემსახურებოდეს მსჯავრდებულის რესოციალიზაციას.

 

ხ---------–-------ძეს სასჯელის სახით, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით, უნდა დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა.

სასამართლოს მიაჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში მოცემული სასჯელით შესაძლებელია, ბრალდებულებმა მოახდინონ საკუთარი თავის რეაბილიტაცია და, ამასთან, მიღწეულ იქნეს სასჯელის მიზანი, რაც გულისხმობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა:

 

ნივთიერი მტკიცებულება პლასტმასის ვედრო, რომელიც ინახება შინაგან საქმეთა სამინისტროს ხ-–----ის რაიონულ სამმართველოში, უნდა განადგურდეს.

 

. სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე, 259-ე, 260-ე, 269-ე, 270-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. გ-----–-------ძე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

2. განემარტოს გამართლებულს, რომ მას უფლება აქვს, აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი;

 

3. ხ---------–-------ძე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახით დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 80 (ოთხმოცი) საათის ვადით;

 

4. დანიშნული სასჯელის აღსრულებაზე კონტროლი დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

 

5. ხ---------–-------ძის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გაუქმდეს;

 

6. ნივთიერი მტკიცებულება პლასტმასის ვედრო განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

 

7. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

8. განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (თბილისი, გრიგოლ რობაქიძის ქუჩა №7ა) ხ-–----ის რაიონული სასამართლოს (ხ-–----ი, მერაბ კოსტავას ქუჩა №15) მეშვეობით.

 

მოსამართლე

ლალი ბესტავაშვილი