განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1--------
გამოძიების №------------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
26 თებერვალი, 2019 წელი ქ. თ---–--ი
თ---–--ის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი
განხილვის კოლეგიის მოსამართლე დავით მგელიაშვილმა
სხდომის მდივნის – ლელა აბალიშვილის,სახელმწიფო ბრალმდებლის – ი-----------–---–ის,ადვოკატი - ს-------------–------,ბრალდებულის – ა------ ს--------ის
მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ბრალდების გამო:
ა------ პ------ს ძე ს--------ის, დაბადებულის - 1--- წლის 0------------ს, საქართველოს მოქალაქის, პირადი №5----------, უმაღლესი განათლების მქონის, დაოჯახებულის, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ქ. თ---–--ი, თ---- მ--- მიკრორაიონი, 1--–-----------–ი, კორპუსი №--, ბინა №---ში მიმართ დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 2731 მუხლის მე-2 ნაწილით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედვით, ბრალდებულ ა------ ს--------ეს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა: 1. დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის (კანაფის) უკანონო დათესვა-მოყვანა და 2. მარიხუანის უკანონო შეძენა და შენახვა.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
ა------ ს--------ემ თავის ბინაში, მდებარე - ქ. თ---–--ში, თ----, მ--- მიკრორაიონი, 1--–----------–ი, 6--ე კორპუსი, ბინა N---ში უკანონოდ დათესა და მოიყვანა ნარკოტიკული საშუალება კანაფი (მცენარე), წონით 194,22 გრამი, რომელიც 2018 წლის 18 სექტემბერს მისი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას იქნა ამოღებული.
ა------ ს--------ემ უკანონოდ შეიძინა და უკანონოდ ინახავდა 8,39 გრამ გამომშრალ მარიხუანას, რაც 2018 წლის 18 სექტემბერს მის ბინაში - ქ. თ---–--ში, თ----, მ--- მიკრორაიონი, 1--–----------–ი, 6--ე კორპუსი, ბინა N---ში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად იქნა ამოღებული.
ჩადენილი ქმედებისათვის ა------ ს--------ე 2018 წლის 25 სექტემბრის დადგენილებით მიცემული იქნა სისხლის სამართლის პასუხისგებაში ბრალდებულის სახით და წარედგინა ბრალდება დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 2731 მუხლის მე-2 ნაწილით.
ბრალდებულმა ა------ ს--------ემ აღიარა მის მიმართ ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედება და სადავოდ არ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულება. კერძოდ, ბრალდებულის აღიარებითი და მოწმეთა ჩვენებები, ბინის ჩხრეკის ოქმი, ამოღებული ნივთმტკიცება და ქიმიური ექსპერტიზის N2-------------- დასკვნა, რომლებიც საფუძვლად დაედო მის ბრალდებას.
ამრიგად, საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის საფუძველზე მტკიცებულებათა შეფასებისას, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეჯერებული, ეჭვის გამომრიცხავი და საქმეში არსებული ზემოაღნიშნული პირდაპირი მტკიცებულებების ერთობლიობა უტყუარად ადასტურებს, რომ ბრალდებულმა ა------ ს--------ემ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 2731 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულები.
ა------ ს--------ეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან და ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას.
ა------ ს--------ეს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ასევე ითვალისწინებს ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედების მოტივს, მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მის განხორციელების სახეს, ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს და წარსულ ცხოვრებას.
აღნიშნულ გარემოებათა და საქმეში გამოკვლეულ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებათა გათვალისწინებით, აგრეთვე იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 14 ივლისის N1/9/701,722,725 გადაწყვეტილების შესაბამისად, სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება და ვინაიდან, საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის მეორე ნაწილი სხვა ალტერნატიულ სასჯელს არ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთის გარდა, ბრალდებულ ა------ ს--------ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის გამოტანილი უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი სასჯელის დაუნიშნავად (და არა სასჯელის დანიშვნით და მისი მოხდისაგან გათავისუფლებით, ვინაიდან არაკონსტიტუციურად არის ცნობილი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობა, რაც სასამართლოს აზრით, გამორიცხავს არამარტო საპატიმრო სასჯელის აღსრულების, არამედ ასეთი სასჯელის დანიშვნის შესაძლებლობასაც). აქვე, სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 14 ივლისის N1/9/701,722,725 განჩინება ეხება მხოლოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლით დადგენილ სასჯელს და იგი არ შეიძლება გავრცელდეს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონზე. ამდენად, ა------ ს--------ეს, როგორც ნარკოტიკული საშუალების ხელშემწყობს, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლის ვადით უნდა ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; ცეცხლსასროლი იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 (ათი) წლის ვადით - საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება. რაც შეეხება საქართველოს სსკ-ის 2731 მუხლის მე-2 ნაწილს, ბრალდებულ ა------ ს--------ეს უნდა დაენიშნოს შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი - ჯარიმის სახით, ვინაიდან აღნიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. კერძოდ, სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 26--ე, 271-274-ე, 277-278-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა------ ს--------ე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის დაუნიშნავად.
2. ა------ ს--------ე ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
3. ა------ ს--------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.
4. ა------ ს--------ეს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად, 05 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას - სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; ცეცხლსასროლი იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 (ათი) წლის ვადით საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება; აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
5. უფლებების ჩამორთმევის შესახებ ეცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.
6. ნივთმტკიცება:
- ა------ ს--------ის ბინის ჩხრეკისას ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე (კანაფი)და გამომშრალი მარიხუანა, რომელიც ინახება შ---–--------–---------------–----------–-–-----------------------------------------------------------–-------------------–-------------------------–------------------–-------–----–----------–---------------–------------------–---------------------------------------–----------------–----–----–-------------–---- განყოფილებაში და ორი ცალი ვედრო და ორი ცალი ქოთანი, რომლებიც ინახება თ---–--ის პოლიციის დეპარტამენტის გ-–-----------–--------------------–-------------------–---–-, განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
7. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
8. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თ---–--ის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თ---–--ის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მ ო ს ა მ ა რ თ ლ ე
დავით მგელიაშვილი